მთავარი წაკითხვა გვერდი 118

სოლტუქსი 200მლ სიროფი

სოლტუქსი
(Difass SPA)

 

შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ შეიცავს:
ადჰადოტა ვაზიკას (Adhatoda vasika) მშრალი ექსტრაქტი 100 მგ.
სუროს ფოთლების (Hedera helix) ექსტრაქტი 175 მგ
მრგვალფოთოლა დროზერას (Drozera rotundifolia) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) მშრალი ექსტრაქტი 40 მგ
ბეგქონდარას (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ
გრინდელიას (Grindelia Robusta) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
ყაყაჩოს ყვავილის (Papaver rhoeas) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
C ვიტამინი 30 მგ
თუთიის ციტრატი 4,5 მგ    
დამხმარე ნივთიერებები: მოცხარის ნატურალური წვენი, ფრუქტოზა, ევკალიპტის თაფლი.
    
მოქმედების მექანიზმი
სოლტუქსი – მუკოლიტიკი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად შერჩეული მცენარეების ნაკრებისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის თუთია და ვიტამინი C. სოლტუქსი ახდენს ხველის შეტევის კუპირებას და გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
Adhatoda vasika: უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა როგორც მუკოლიტიკი. ალკალოიდის წარმოებული vazisin-ი შედის ბრომგექსინის შემადგენლობაში და Adhatoda vasika-ში. ბრომგექსინი ორგანიზმში გარდაიქმნება ამბროქსოლის აქტიურ მეტაბოლიტად. ალკალოიდი ადჰადატო ვაზიკა არღვევს მუკოპოლისაქარიდებისა და მუკოპროტეინების მტკიცე შენაერთს ნახველში, რის შედეგადაც გამოთავისუფლებული ლიზოსომური ფერმენტები ათხიერებნ ნახველს და ხელს უწყობენ სასუნთქი გზების დაცლას მისგან. აფერხებენ ისეთი მიკრობების გამრავლებასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ტუბერკულოზისა და ნაწლავის ჩხირი. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სურფაქტანტის სინთეზის აქტივაცია და მუკოცილიარული კლირენსის აღდგენა.
Hedera helix: აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ჰედერა და ჰედერაგინინი სპაზმოლიზურად მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ხსნისს ბრონქოსპაზმს, ხოლო ბუნებრივი ფლავონოიდები აძლიერებენ ბრონქის მოციმციმე ეპითელის მოძრაობას და ნახველის გამოდევნას.
Thymus vulgaris: მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები, გააჩნია ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი. იგი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გააჩნია ბაქტერიოსტატული მოქმედება რეზისტენტული შტამების მიმართაც კი. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ის მოქმედებს პიროგენულ სოკოებზე. ასევე ათხიერებს ხახისა და ბრონქის ლორწოვანის მიერ გამომუშავებულ ლორწოს.
Papaver rhoeas: ყაყაჩოს ყვავილის ფურცლის მშრალი ექსტრაქტი ამცირებს ხველის შეტევებს.
Grindelia Robusta: მასში შემავალ ალკალოიდებს აქვთ ანტისეპტიური, მუკოლიზური და ანტისპაზმური თვისებები, აგრეთვე მასში არსებული ეთერზეთებს აქვთ იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.
Drozera rotundifolia: მასში შემავალი ნაფტოხინები სპაზმოლიზურ გავლენას ახდენენ ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე, აგრეთვე, მასში შემავალ ნივთიერება პლიმბაგოს აქვს ანტისეპტიური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი C და ცინკი ზრდიან ინტერფერონის დონეს და ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ამიტომ ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნიტეტით და ძლიერი ხველებით მიზანშეწონილია სოლტუქსის გამოყენება. ვიტ. C მონაწილეობს უჯრედის ოქსიგენაციის პროცესში. ახდენს ნახველის გამათხიერებელი ფერმენტების აქტივაციას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:
–    სასუნთქი გზების მწ. და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით  (ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი)
–    მონოთერაპია ვირუსული ეტიოლოგიის ხველის დროს
–    ყივანახველა
–    ბრონქული ასთმა
–    ტუბერკულოზი
–    ლარინგიტი, ფარინგიტი, რინოსინუსიტი

დოზირების რეჟიმი:
0-1 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (2,5 მლ)  3-ჯერ დღეში (აუცილებელია მეთვალყურეობა).
1-6 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (5 მლ)  3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1 მთლიანი დოზა (10 მლ)  3-ჯერ დღეში.
სოლტუქსის სიროფი  მიიღება საკვების მიღების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დღეში 4-ჯერ.

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა.

განსაკუთრებული მითითებები: ორსულებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი Adhatoda vasika იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას). პრეპარატი ინიშნება ლაქტაციის დროს.

გამოშვების ფორმა
Soltuks სიროფი, ფლაკონი 200 მლ.

ს/მც-ძირტკბილას ფესვები 50გ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

ს/მც-მრავალძარღვას ფოთოლი 50გ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

ს/მც-მრავალძარღვას ფოთ40გ(ფარკ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

ს/მც-კულმუხოს ფესვები 50გ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

ს/მც-თავშავას ბალახი 50გ(ფარკ)

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

ს/მც-ვირისტერფას ფოთ. 50გ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების)  კომპიუტერული ტომოგრაფია!

მხოლოდ 150 ლარად – გულმკერდის ღრუს (ფილტვების, ბრონქების, საყლაპავის, გულმკერდის მალების, სარძევე ჯირკვლების) კომპიუტერული ტომოგრაფია!

პულმოქსოლი 30მგ/5მლ150მლ სიროფ

პულმოქსოლი სიროფი 150 მლ, 30მგ/5მლ.

შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5 მლ. შეიცავს 30მგ. ამბროქსოლ ჰიდროქლორიდის აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, სორბიტოლი, მარწყვის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ავლენს მუკოლიზურ და ამოსახველებელ მოქმედებას. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი. გამოხატული აქვს უფრო ძლიერი ამოსახველებელი ეფექტი. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. ნახველის გათხიერების და ადჰეზიის შემცირების  ხარჯზე ავლენს ამოსახველებელ მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას ხველების დროს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში. ზრდის ბრომქულ სეკრეციას და ამცირებს მის სიბლანტეს. მუკოლიზური მოქმედების შედეგად ირღვევა ლორწოს ადჰეზიურობა, მნიშვნელოვნად რბილდება ნახველი და ამის შედეგად ადვილდება მისი გამოყოფა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70 %. ამ რაოდენობის  13 ელიმინირდება ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ. მშიერ კუჭზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,5 სთ.-ის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-10 სთ. თერაპიული პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც იმყოფება 30ნგრმლ. ფარგლებში, მიიღწევა 30მგ. პრეპარატის ორჯერადი მიღებისას დღეში. განმეორებითი მიღებისას პლაზმაში კუმულაცია არ ხდება. პრეპარატის 90% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 85% მეტაბოლიტებისა და 10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.

ჩვენება:

პულმოქსოლი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, ბრონქოექტაზიების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, რინიტის და პოსტოპერაციული ბრონქოპულმონური გართულებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება:

პულმოქსოლი არ ინიშნება ბრომგექსინისა და ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
გაფრთხილებაგანსაკუთრებული მითითებანი.
• არ შეიძლება კოდეინთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია. ამან შეიძლება გააუარესოს ნახველისა და ლორწოს გამოყოფა.
• სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მოშლილობის დროს და პეპტიური წყლულის დროს.
გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში (B კატეგორია).
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ აჩვენა პრეპარატის ფეტოტოქსიურობა, მარგამ არ არსებობს ორსულებზე პრეპარატის კონტროლირებადი გამოკვლევები. აღწევს დედის რძეში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და მეძუძურობის პერიოდში.
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები პირებს რომლებიც მართავენ ტრანსპორტს ან სხვა მექანიზმებს.
არ არის.

გვერდითი მოქმედება:

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართედ ექიმს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

შეუთავსებელია ხველისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კოდეინს, ატროპინის მსგავს საშუალებებთან და პრეპარატის სეკრეციის შემამცირებელ საშუალებებთან.

მიღების წესი და დოზა

თუ არ არის ექიმის სხვა რეკომენდაციები, პულმოქსოლი ინიშნება შემდეგი წესით:
მკურნალობის პირველ 2-3 დღეს 1 საზომი კოვზი 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში.

ზომები ჰიპერდოზირების შემთხვევაში.

მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ავადმყოფში გამოიწვევა ღებინება, გამოირეცხება კუჭი და ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შენახვის წესები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.
ინახება შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების სავაჭრო ფორმა და შეფუთვის შემცველობა.

მუყაოს ყუთში მუქი მინის ფლაკონი 150მლ. და 5მლ. საზომი კოვზი, სანიშნობელით 14 და 12-ზე.

პულმოქსოლი 15მგ/5მლ150მლ სიროფ

პულმოქსოლი სიროფი 150 მლ, 15მგ/5მლ.
(Pulmoxol)

შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5 მლ. შეიცავს 15მგ. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, სორბიტოლი, მარწყვის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ავლენს მუკოლიზურ და ამოსახველებელ მოქმედებას. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი. გამოხატული აქვს უფრო ძლიერი ამოსახველებელი ეფექტი. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. ნახველის გათხიერების და ადჰეზიის შემცირების ხარჯზე ავლენს ამოსახველებელ მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას ხველების დროს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში. ზრდის ბრონქულ სეკრეციას და ამცირებს მის სიბლანტეს. მუკოლიზური მოქმედების შედეგად ირღვევა ლორწოს ადჰეზიურობა, მნიშვნელოვნად რბილდება ნახველი და ამის შედეგად ადვილდება მისი გამოყოფა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70 %. ამ რაოდენობის  13 ელიმინირდება ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ. უზმოზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,5 სთ.-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-10 სთ. თერაპიული პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც იმყოფება 30ნგმლ. ფარგლებში, მიიღწევა 30მგ. პრეპარატის ორჯერადი მიღებისას დღეში. განმეორებითი მიღებისას პლაზმაში კუმულაცია არ ხდება. პრეპარატის 90% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 85% მეტაბოლიტებისა და 10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.

ჩვენება:

პულმოქსოლი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქულური ასთმის, ბრონქოექტაზიების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, რინიტის და პოსტოპერაციული ბრონქოპულმონური გართულებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება:

პულმოქსოლი არ ინიშნება ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
გაფრთხილებაგანსაკუთრებული მითითებანი.
• არ შეიძლება კოდეინთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია. ამან შეიძლება გააუარესოს ნახველისა და ლორწოს გამოყოფა.
• სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მოშლილობის და პეპტიური წყლულის დროს.
გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში (B კატეგორია).
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ გამოავლინა პრეპარატის ფეტოტოქსიურობა, მარგამ არ არსებობს ორსულებზე პრეპარატის კონტროლირებადი გამოკვლევები. ვინაიდან იგი აღწევს დედის რძეში, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და მეძუძურობის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები პირებს რომლებიც მართავენ ტრანსპორტს ან სხვა მექანიზმებს.
არ არის.

გვერდითი მოქმედება:

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება

შეუთავსებელია ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კოდეინს, ატროპინის მსგავს საშუალებებთან და სეკრეციის შემამცირებელ პრეპარატებთან.

მიღების წესი და დოზა

თუ არ არის ექიმის სხვა რეკომენდაციები, პულმოქსოლი ინიშნება შემდეგი წესით:
მკურნალობის პირველ 2-3 დღეს 1 საზომი კოვზი 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში.

მისაღები ზომები ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ავადმყოფში იწვევენ ხელოვნურ ღებინებასა და კუჭის გამორეცხვას. ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შენახვის წესები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30ºC.
შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების სავაჭრო ფორმა და შეფუთვის შემცველობა.

მუყაოს ყუთში მუქი მინის ფლაკონი 150მლ. და 5მლ. საზომი კოვზი, სანიშნობელით 14 და 12-ზე.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
გაცემის წესი- რეცეპტით

მწარმოებელი:
Drogsan Ilaclai San. ve Tic. A.S.

პულმოლანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფ

საერთაშორისო დასახელება – ambroxol hydrochloride

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
20 ტაბ. 30 მგ
სიროფი 30 მგ/5 მლ 100 მლ

პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს. პულმოლანის სიროფის 5 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით. პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას. ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.

ჩვენებები

– სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
– ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
– ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები

პულმოლანის ტაბლეტების დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ. თერაპიული ეფექტის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პულმოლანის სიროფის დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში. ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება დღეში 4-5-ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.

უკუჩვენება

– ორსულობის I ტრიმესტრი;
– ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.

განსაკუთრებული მითითებები

ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა. ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები და ვადები

პულმოლანის ტაბლეტების ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პულმოლანის სიროფის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25ºC ტემპერატურამდე (არ გაყინოთ!), სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ჯი-ემ-პი
საქართველო