Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 145

კონკორი 10მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – bisoprolol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 30, 50 და 100 ტაბლეტი.

გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტს: 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (2:1).
დამხმარე კომპონენტები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონ 100, მაკ-როგოლ 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰოდროქსიპროპილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონკორი – ბეტა1­ ადრენობლოკერების ჯგუფის პრეპარატია. თერაპიულ დოზებში არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილებელი თვისებები. მაქსიმალურ მოქმედებას აღწევს მიღებიდან 1-­3 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები
– არტერიული ჰიპერტენზია.
– გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).
– გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესები და დოზები

თუ არ არის სხვა მითითება,არტერიული ჰიპერტენზიით და გულის იშემიური დაავადებიან პაციენტებს ენიშნებათ კონკორი®-­ს (10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი) გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს 1/2 ტაბლეტი (5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). დოზის შემდგომი გაზრდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია გამართლებული. ნებისმიერ შემთხვევაში დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება პულსისა და მკურნალობის წარმატების გათვალისწინებით. მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენება ჩვეული დოზა, ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დაქვეითება (კრეატინინის კლირენსი 20 მლ.წთ­ზე ნაკლები) და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ფორმა, ბისოპროლოლის ფურამატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ-­ს. კონკორი® ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გამოხატული და მძიმე გულის ქრონიკული უკმარისობა დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით (ექოკარდიოგრაფიული მონაცემებით განდევნის ფრაქცია არა უმეტეს 35%-­სა), სტაბილიზაციის მდგომარეობაში (ბოლო 6 კვირის განმავლობაში დეკომპენსაციისგარეშე).კონკორისმიღებამდეორიკვირითადრე დანიშნული სხვა პრეპარატების შეცვლა არ არის რეკომენდებული. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს ენიშნებათ კონკორი კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატატორებთან, თუ ორგანიზმი ვერ იტანს აგფ ინჰიბიტორს), დიურეტიკებთან და, აუცილებლობის შემთხვევაში საგულე გლიკოზიდებთან. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: პირველი კვირის განმავლობაში დღეში 1.25 მგ კონკორი ერთჯრადად. მეორე კვირის განმავლობაში2.5 მგ დღეღამეში (5 მგ­ იანი ბისოპროლოლის ფურამატის 1/2 ტაბლეტი). მესამე კვირას დოზირება შეადგენს 3.75 მგ­ს დღეღამეში. მეოთხე კვირიდან შვიდი კვირის ჩათვლით – ბისოპროლოლის ფურამატის 5 მგ (5 მგ­იანი კონკორი®­ს 1 ტაბლეტი ან 10 მგ­იანი კონკორის 1/2 ტაბლეტი). შემდეგ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ­მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე). მეთორმეტე კვირის შემდეგ ინიშნება მაქსიმალური დოზა – 10 მგ (10 მგ­იანი კონკორის 1 ტაბლეტი). ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის კორეგირება ინდივიდუალური ამტანიანობის გათვალისწინებით. 1.25 მგ დოზით მკურნალობის დაწყების შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას 4 საათის განმავლობაში (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება).
გვერდითი მოვლენების წარმოქმნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პაციენტებისთვის მაქსიმალურად რეკომენდირებული დოზის დანიშვნას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღწეული დოზის თანდათანობით დაკლება. მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. დოზის მომატების პროცესში პრეპარატის გადაუტანლობის განვითარებისა ან გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში რეკომენდირებულია უპირველესად, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების მყისვე შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიის, გულის უკმარისობის კლინიკის გაუარესების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).
გარსიანი ტაბლეტი. მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. კონკორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა. როგორც წესი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია.არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე კონკორი®­-ს დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორი®-­თ მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების, აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (ასეთ ავადმყოფებთან დოზის შემცირება ხდება 2­-ჯერ კვირაში). ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები

­- ნერვული სისტემა: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს ცნს­ის ფუნქციური დარღვევები: მაგალითად, დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სიზმრების აქტივაცია, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულად მსუბუქი ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-­2 კვირის შემდეგ.
­- მხედველობის ორგანოები: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება(გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუქტივის ანთება.
­- გულსისხლძარღვთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა: კერძო შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპეპა, პარესთეზიები. რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში აღწერილია დაავადების გაძლიერების ერთეული შემთხვევები თერაპიის საწყის ეტაპზე.
­- სასუნთქი სისტემა: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად ასთმოიდული ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი.
­- საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ფაღარათი (დიარეა), ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცლის არეში.
­- საყრდენ­მამოძრავებელი სისტემა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი (ართროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო­ ან პოლიართრიტი).
-­ დერმატოლოგიური რეაქციები: მაგალითად, ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
­- შარდსასქესო სისტემა: იშვიათად პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასატ,ალატ). თანმხლები (მათ შორის ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა განვითარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, აღინიშნოს ჰიპოგლიკემიის შენიღბული ნიშნები (მაგალითად, გახშირებული პულსი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტრიგლიცერიდების მომატება.

უკუჩვენება

არ არის რეკომენდებული კონკორი®­ს გამოყენება კარდიოგენური შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50­ზე ნაკლები), გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური წნევა 90 მმ ვ.წყ.ს­ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის გვიანი სტადიების, მაოინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების (გამონაკლისი მაო­-B) დროს. ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა­ ბლოკერების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
კონკორი®-­ს დანიშვნა იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, დასაშვებია მხოლოდ ალფა­რეცეპტორების ბლოკერების მიღების შემდეგ. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში კონკორი®­ ს გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის უკმარისობის კლინიკის გამწვავების ან დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, როდესაც საჭიროა ინოტროპული პრეპარატების ინტრავენული შეყვანა. გარდა ამისა, კონკორის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთათვის ბრადიკარდიის დროს, თუ პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია და ჰიპოტენზიის დროს, თუ სისტოლური არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ-­ზე დაბალია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული კონკორი®-­ის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში კონკორი® გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რადგანაც შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალშობილის პულსის შენელებასთან, სისხლის წნევის დაწევასთან, სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და სუნთქვის დათრგუნვასთან. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ უნდა იმყოფებოდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღეღამის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში: ­შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც შაქრის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს. ­მკაცრი დიეტის დაცვისას. მეტაბოლური აციდოზით დაავადებულთა მკურნალობისას. ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას. მადესენსიბილებელი თერაპიის ჩატარებისას. I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას. ­ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია).
ცალკეულ შემთხვევაში ბეტა­ადრენობლოკერებმა (მაგალითად, კონკორ®­-მა) შესაძლოა გამოიწვიონ ფსორიაზი, გააუარესონ ამ დაავა­ დების სიმპტომები ან მოგვცენ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა­რეცეპტორების ბლო­ კერებს, ანაფილაქსიური რეაქციის სიჭარბისა და შესუსტებული ადრე­ ნერგული უკურეგულაციის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერ­ მგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
ბეტა­რეცეპტორების ბლოკერების მიღებისას ერთეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თმისცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება­განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მკურნალობა ამ მედიკამენტით მოითხოვს ექიმის რეგულარულ კონტროლს. ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს მანქანის ან მექანიზმების აქტიური მართვის უნარი. ეს ძირითადად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებას.

ჭარბი დოზირება

ჰიპერდოზირებისას, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიის, არტე­რიული ჰიპოტენზიის, გულის უკმარისობის, ბრონქოსპაზმისა ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაში მკურნალობა კონკორი®­ით უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კონკორი®-­ს სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად ერთდროული დანიშვნისას შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს. რეზერპინით, ალფა­მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპარატებით ან გუანფაცინით ერთდოული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ მიოკარდში აგზნების გატარების შეფერხება. კონკორ®­-თან ერთად სიმპტომურად მოქმედი სუბსტანციების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებსა, ცხვირისა და თვალის წვეთებში არსებულ) მიღებისას კონკორი®-ს მოქმედება ქვეითდება. ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის სხვა კალციუმის ანტა­ გონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკო­რი®-ს ჰიპოტენზიური მოქმედება. ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის რითმის სხვა დარღვევების გამო ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ კონკორი®­-თ მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს კალციუმის ანტაგონისტებისა და სხვა ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.
კლონიდინით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით ადრე დამთავრებულია კონკორის მიღება. ერგოტამინის წარმოებულებისა და კონკორი®-­ს ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევა. კონკორი®­-სა და რიმფაპიცინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს ბისოპროლოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა ჩვეულებრივ არ ხდება საჭირო.
-ბეტა­ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, აგრეთვე შეამცირონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტროლს.
– ნარკოზის დროს უარესდება გულის ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ზოგადი ნარკოზის მიცემამდე ექიმი ანესთეზიოლოგი უნდა იქნას ინფორმირებული პაციენტის კონკორი®-­თ მკურნალობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი. შენახვის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. არ შეიძლება პრეპა­რატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
მერკ KGaA ნიკომედისთვის, გერმანია
გერმანია

ურისეპტი #20ტ შუშხ

ურისეპტი #20 შუშხუნა ტაბლეტი.

საშარდე სისტემის სიჯანსაღისთვის

საკვები დანამატი

ურისეპტი რეკომენდებულია საშარდე გზების ინფექციების დროს და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს დღიური რაციონის გამდიდრებას C ვიტამინით და თუთიით. ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფენ იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. ურისეპტი რეკომენდებულია მოზრდილთა ასაკში.

შემადგენლობა: შტოშის ექსტრაქტი 500 მგ; ვიტამინი C – 135 მგ; თუთია (Zn) – 10 მგ;

შეიცავს საქაროზას.

1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. შესაძლოა ტაბლეტი ბოლომდე არ გაიხსნას წყალში რაც პრეპარატის დეფექტად არ ითვლება.

რეკომენდებულია დღეში 1 შუშხუნა ტაბლეტის მიღება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ გამოიყენება სრულფასოვანი საკვების შემცვლელად.

შენახვის პირობა: 0 დან 25 0C მდე მშრალ და გრილ ადგილას.

შენახვის ვადა: 24 თვე.

მწარმოებელი: ეფერტა, პოლონეთი.

www.efferta.pl

ტესტის კომპ.N 2.2მლ#5ა

42.95 ლარი
40.37 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სპერმოტრენდი #90კაფს

სპერმოტრენდ-ის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტების სინერგიზმი უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების მაქსიმალურ ბუნებრივ რევიტალიზაციას.
შემადგენლობა: 
• Pygeum africanum (პიგეის პალმის ქერქის ექსტრაქტი) 100 მგ
• თუთიის სულფატი 20 მგ
• ნატრიუმის სელენიტი 0.02მგ
• პირიდოქსინი (ვიტ.B6) 1.0 მგ
• ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) 30.0 მგ
• ფოლის მჟავა 100 მკგ
• ციანკობალამინი (ვიტ. B12 ) 0.5 მკგ
• DL– α – ტოკოფეროლი (ვიტ.E E) 5.0 მგ
• არგინინი 50 მგ
• კარნიტინი 40 მგ
• ფრუქტოზა 104.0 მგ
• მიკროკრისტალური ცელულოზა 100 მგ

სპერმოტრენდ-ის უმთავრეს შემადგენელ კომპონენტებს განეკუთვნებიან : 
– ფრუქტოზა –სათესლე სითხის ნახშირწყლების მთავარი წყარო , რომელიც უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების მიერ ნახშირწყლების მოხმარების ნახევარზე მეტს და შეუცვლელია სპერმატოზოიდთა მოძრაობის უზრუნველყოფად.
– თუთია (თუთიის სულფატის ფორმით) – შეუცვლელი მინერალი,რომელიც თამაშობს მთავარ როლს სპერმატოზოიდების მოძრაობის უზრუნველსაყოფად და ტესტოსტერონის ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად. თუთიის რაოდენობა ჩვეულებისამებრ დაბალია პროსტატის ქრონიკული ვეზიკულიტის დროს.
– ვიტამინი B6 – მონაწილეობს ბევრ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც დაკავშირებულია ამინომჟავების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან, ნუკლეინის მჟავების სინთეზსთან და სხვა პროცესებთან.ეს ვიტამინი ხელს უწყობს ABL- ქოლესტერინის დონის ამაღლებას და სისხლის წნევის ნორმალიზებას.
– ვიტამინი B12 – ცნობილია , რომ ვიტამინი B12 უზრუნველყოფს – დნმ- და რნმ-ის, ცხიმოვანი მჟავების სინთეზსს,ნერვული სისტემის მთლიანობას. გარდა ამისა , ვიტამინი B12 წარმოადგენს ენერგეტიკული პროცესების აქტივატორს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზის პროცესში.
– ფოლის მჟავა ვიტამინ B12 – თან ერთად მონაწილეობს დნმ ,რნმ და პროტეინების სინთეზში, ასევე პროფილაქტიკურად მოქმედებს ნევროლოგიური ხასიათის დეფიციტის დროს. ფოლის მჟავა საგრძნობლად ამაღლებს სპერმატოზოიდების კონცენტრაციას სუბფერტილურ მამაკაცებში.
– სელენი ეფექტური ანტიოქსიდანტია. შედის GSHPX-4 შემადგენლობაში, რომელიც ზემოქმედებს სპემატოზოიდებზე როგორც ანტიოქსიდანტი და უზრუნველყოფს მათ სწორ სტრუქტურას.სელენის შემცველი პრეპარატების მიღება სუბფერტილურ მამაკაცებში ხელს უწყობს სპემატოზოიდების მოძრაობის ზრდას და მათ შესაძლებლობას წარმატებული განაყოფიერებისათვის.
– Pygeum africanum (პიგეის პალმის ქერქის ექსტრაქტი) დამტკიცებულია მისი მაღალეფექტურობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას მკურნალობაში და ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებაში, კერძოდ ხშირი შარდვა ღამით, აგრეთვე ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას და და ზრდის პიკურ ნაკადს.
– არგინინი- აზოტის მონოოქსიდის პრეკურსორი, ბუნებრივი ვენგამაფართოვებელი საშუალება , რომელსაც ახასიათებს პოზიტიური ზემოქმედება ერექციულ დისფუნქციაზე.
– ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს.

• სპერმოგრამის ყველა პარამეტრების გაუმჯობესება
• სპერმოტოზოიდთა მოძრაობის გაუმჯობესება , მინიმალური და საშუალოდ გამოხატული ასტენოსპერმიის დროს
• სპერმატოზოიდთა უფრო მაღალი კონცენტრაცია მინიმალური და საშუალოდ გამოხატული ოლიგოსპერმიის დროს.
• ეაკულატის მოცულობის გამოხატული ზრდა ჰიპოსპერმიის დროს. • ტონუსის გაუმჯობესება.
• წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას მკურნალობა.
• დიურეზის გაუმჟობესება
• გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვა და გაუმჯობესებული დაკმაყოფილების შეგრძნება

• სპერმოტრენდი ზრდის ეაკულატის მოცულობას.
“…. სათესლე სითხის მოცულობა და მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა ყოველი წლის შემდეგ მამაკაცის ორგანიზმში მცირდება თანმიმდევრულად 0.03 მლ და 5%…”
(კალიფორნიის უნივერსიტეტი ,აშშ, 2003 ) 

• სპერმოტრენდი ზრდის სპერმატოზოიდების კონცენტრაციას და მოძრაობას 
“… 800000 ესპანელ წყვილს დაუდგინდა დარღვევები განაყოფიერების უნარობისა.
…ყოველწლიურად რეგისტრირდება 16000 ახალი შემთხვევები…”
(ესპანეთის ანდროლოგთა ასოციაცია,ესპანეთი,2005) 

• სპერმოტრენდი აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას (ლიბიდოს) და დაკმაყოფილების გრძნობას.
“…საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების თანახმად ქალაქის მოსახლეობის წყვილის 12-15% განიცდის პრობლემას დაორსულობასთან დაკავშირებით.მთავარ ფაქტორთა შორის 25-40%ში მიზეზი მამაკაცის უნაყოფობაა.”

• სპერმოტრენდი ასტიმულირებს დიურეზს და არ იწვევს გვერდით ეფექტებს

1 კაფსულა 2- ჯერ დღეღამეში.

არ არის გამოვლენილი

ურინონი-D #30კაფს

33.51 ლარი
31.51 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სილტეგრა 100მგ #4ტ

სილტეგრა 100 

(სილდენაფილის ციტრატი ტაბლეტები 100 მგ)

SILTEGRA 100

შემადგენლობა

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

სილდენაფილის ცინტრატს რაც 100 მგ სილდენაფილის ექვივალენტურია

კლინიკური ფარმაკოლოგია

სილდენაფილის მოქმედების მექანიზმი მოიცავს კავერნოზულ სხეულში ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP) დაცვას cGMP – სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5-ს (PDE5) ზემოქმედებით გამოწვეული დაშლისაგან. სასქესო ორგანოს კავერნოზულ  სხეულში  აზოტის ოქსიდი (NO) უკავშირდება გუანილატციკლაზების რეცეპტორებს,  რაც  იწვევს  cGMP-ის  მომატებას  და სპირალური არტერიების გლუვკუნთოვანი ქსოვილის მოდუნებას (ვაზოდილატაცია). გლუვი კუნთის ასეთი სახის რელაქსაცია იწვევს  ვაზოდილაციას  და ზრდის სასქესო ორგანოს ღრუბლისებრ ქსოვილში სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს ერექციას.

ათქ კოდი:  G04BE03

ჩვენება და გამოყენება:

სილტეგრა 100 ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალება.

დოზირება და მიღების წესი:

მიღების წესი: პერორალური.

პაციენტთა   უმრავლესობისათვის   რეკომენდებული  დოზა   არის   50   მგ, საჭიროებისამებრ სექსუალურ აქტივობამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. ამის მიუხედავად,  სილტეგრა 100  -ს მიღება შესაძლებელია სექსუალურ აქტივობამდე 4- დან 0.5 საათამადე დროის ინტერვალში. ეფექტურობისა და ამტანობის გათვალისწინებით  შესაძლებელია  დოზის  გაზრდა  რეკომენდებულ  მაქსიმალურ დოზამდე  – 100 მგ-მდე ან შემცირება 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზირების სიხშირე არის დღეში ერთხელ.

ორსულობა, მეძუძური დედები და პედიატრიული გამოყენება

სილტეგრა 100 არ არის განსაზღვრული ახალშობილებში, ბავშვებში ან ქალებში გამოსაყენებლად.

უკუჩვენები:

მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად ან/და პერიოდულად ნებისმიერი ფორმით იყენებენ  ორგანულ  ნიტრატებს. არ არის ცნობილი  უსაფრთოა თუ არა ნიტრატების მიღება სილტეგრა 100-ს მიღების შემდეგ.

შემდეგ პაციენტებში: ასაკი  >65 წელი; ღვიძლის  უკმარისობა  (მაგ.: ციროზი); თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ.: კრეატინინის კლირენსი 

სილტეგრა 100 უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილებები:

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა სილტეგრა 100-ს ჩათვლით, არ უნდა იყოს გამოყენებული მამაკაცებში, რომლებისათვის სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული მათი გულსისხლძარღვთა  არასტაბილური  მდგომარეობის გამო. სილტეგრა 100-ს გააჩნია სისტემური ვაზოდილატატორის თვისებები, რაც უნდა გაითვალისწინოს ექიმმა სილტეგრა 100-ის დანიშვნამდე, რადგან შესაძლებელია ასეთი ვაზოდილატატორული  გვერდითი  ეფექტის  განვითარება,  განსაკუთრებით სექსუალური აქტივობის ფონზე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავედებების მქონე პაციენტში. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი არასტაბილური მდგომარეობა,     შესაძლოა     განსაკუთრებით     მგრძნობიარე     აღმოჩნდნენ ვაზოდილატატორი მოქმედების მიმართ, სილტეგრა 100-ს ჩათვლით, – ისინი ვისაც აქვთ მარცხენა პარკუჭის უკმარისობა (მაგ: აორტის სტენოზი, იდიოპათიური ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზი) და ისინი რომელთაც აქვთ არტერიული წნევის ავტონომიური კონტროლის მძიმე დაღვევა. 

სილტეგრა 100-ის ეფექტურობისა ან უსაფრთხოების შესახებ კონტროლირებადი კლინიკური მონაცემები არ არსებობს შემდეგ ჯგუფებში; რის გამოც პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით:

•ბოლო 6 თვის მანძილზე მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და სიცოცხლისათვის საშიში არითმიის გადატანილ პაციენტებში;

•ჰიპოტენზია (BP170/110);

•პაციენტები, რომელთაც აწუხებთ პიგმენტური რეტინიტი (ამ პაციენტების უმცირესობას აქვთ რეტინალური ფოსფოდიესტერაზის გენეტიკური დარღვევა);

•პაციენტები, რომელთაც აქვთ ნამგლისებური ან სხვა ანემიები.

ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და პრიაპიზმი (მტკივნეული ერექცია 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში) იშვიათად აღინიშნა სილტეგრა 100-ს მარკეტინგული კვლევების  დროს. იმ შემთხვევაში,  თუ ერექცია გრძელდება  4  საათზე  მეტ  ხანს,  პაციენტს  დაუყოვნებლივ  უნდა  გაეწიოს სამედიცინო დახმარება. 

პროტეაზას  ინჰიბიტორების  რიტონავირის  ერთდროული  გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სილდენაფილის შრატის კონცენტრაციას (11-ჯერ იზრდება AUC). სილტეგრა 100-ს დანიშვნისას საჭიროა გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს. გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად   იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიტონავირს, რეკომენდებულია სილდენაფილის დოზირების შემცირება.

სიფრთხილის ზომები:

ორივე ვაზოდილატორი:  PDE5  ინჰიბიტორები,  სილტეგრა 100-ს ჩათვლით,  და ალფა ადრენერგული ბლოკერები, იწვევენ არტერიული წნევის შემცირებას,  მოსალოდნელია დამატებითი გავლენა არტერიულ წნევაზე.  ამ ორი კლასის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ზოგ პაციენტებში შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს არტერიული წნევა და ხელი შეუწყოს სიმპტომურ ჰიპოტენზიას (მაგ.: ძილიანობა, გაბრუება, გულის წასვლა). ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე:

•PDE5  ინჰიბიტორების გამოყენებამდე პაციენტი სტაბილური უნდა იყოს ალფა- ბლოკირების თერაპიაზე. პაციენტები, რომლებიც ავლენენ ჰემოდინამიკურ არასტაბილურობას  ალფა-ბლოკირების  მონოთერაპიის  დროს,  იმყოფებიან სიმტომური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის ქვეშ, PDE5   ინჰიბიტორების თანადროული გამოყენებისას.

•იმ პაციენტებში, რომლებიც სტაბილურნი არიან ალფა-ბლოკირების თერაპიის მიმართ, PDE5  ინჰიბიტორების გამოყენება უნდა დაიწყოს დაბალი დოზით.

•იმ  პაციენტებში,  რომლებიც  უკვე  იღებენ  PDE5    ინჰიბიტორის  შერჩეულ დოზას,  ალფა  ბლოკერებით  მკურნალობა  უნდა  დაიწყოთ  ყველაზე  დაბალი დოზით.  PDE5    ინჰიბიტორის  მიღების  ფონზე  ალფა-ბლოკირების  დოზის გაზრდა შეიძლება იყოს დაკავშირებული არტერიული წნევის შემდგომ შემცირებასთან.

•PDE5  ინჰიბიტორისა და ალფა-ბლოკირების კომბინირებულ გამოყენებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის სისხლძარღვთა მოცულობის შემცირება და ანტიჰიპერტენზული პრეპარატების გამოყენება. 

სილტეგრა 100-ს გააჩნია  სისტემური  ვაზოდილატორული  თვისებები  და შეიძლება გაზარდოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების არტერიული წნევის შემცირების ეფექტი.

სილტეგრა 100-ს უსაფრთხოება  არ  არის  დადგენილი  სისლის  შედედების დარღვევისა და აქტიური პეპტიკური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.

სილტეგრა 100 სიფრთხილით გამოიყენება სასქესო ორგანოს ანატომიური დეფექტის დროს (მაგ., ანგულაცია,  კავერნოზული  ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან ისეთი  მდგომარეობების  დროს,  რომლებმაც  შეიძლება  პრიაპიზმის  განვითარება გამოიწვიოს (როგორიც არის ნამგლისებური ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია). 

სილტეგრა 100-ს და ერექციული დისფუნქქციის სხვა საშუალებების კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურტურობა არ არის შესწავლილი. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული ასეთი კომბინაციების გამოყენება. ადამიანებში, სილტეგრა 100-ს არ გააჩნია არავითარი ზეგავლენა  სისხლის  შედედების  დროზე,  როგორც  ცალკე გამოყენებისას,  ისე ასპირინთან ერთად. In vitro   კვლევებში ვლინდება, რომ სილდენაფილი აძლიერებს ნატრიუმის  ნიტროპრუსიდის   (აზოტის  ოქსიდის  დონორი)  ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. ჰეპარინისა და სილტეგრა 100-ის კომბინაციამ აჩვენა დამატებითი მოქმედება სისხლის შედედების დროზე ანესთეზირებულ კურდღელში, თუმცა ეს ურთიერთქმედება არ არის გამოკვლეული ადამიანებში.

გვერდითი მოვლენები

საყოველთაოდ   გავრცელებული   გვერდითი   მოვლენებია:   თავის   ტკივილი, ძილიანობა,  ჰიპერემია,  დისპეფსია,  დიარეა,  ცხვირის  ლორწოვანის  შეშუპება, საშარდე გზების ინფექციები, გამონაყარი, მხედველობის დარღვევა და ა.შ.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატების გავლენა სილტეგრა 100-ზე

სილდენაფილის მეტაბოლიზმი ხორციელდება ძირითადად ციტოქრომ P450  (CYP) 3A4 იზოფორმების (ძირითადი გზა) და 2C9 იზოფერმენტების (მეორეხარისხოვანი გზა)  მეშვეობით.  აქედან  გამომდინარე,  ამ  ფერმენტების  ინჰიბიტორებმა  (მაგ., ციმეტიდინი, ერითრომინიცინი, აივ ინჰიბიტორი, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.) შეიძლება შეამცირონ სილდენაფილის კლირენსი, ხოლო მათმა ინდუქტორებმა (მაგ., ბოსენტანი, რიფამპინი და ა.შ.) _ გაზარდონ სილდენაფილის კლირენსი. 

ანტაციდების   (მაგნიუმის   ჰიდროქსიდი/ალუმინის   ჰიდროქსიდი)   ერთჯერადი გამოყენება არ მოქმედებს სილტეგრა 100-ს ბიოშეღწევადობაზე. 

სილტეგრა 100-ს მოქმედება სხვა პრეპარატებზე 

სხვა ანტიჰიპერტენზიურ   პრეპარატებთან  კომბინაციაში გამოყენებისას  შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

ჭარბი დოზირება

კვლევების დროს ჯანმრთელ მოხალისეებში ერთ მიღებაზე 800 მგ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები ისეთივეა, რაც უფრო დაბალი დოზების მიღებისას, მაგრამ გაიზარდა მათი სიხშირე და სიმძიმე. ჭარბი დოზირების დროს რეკომენდებულია სტანდარტული მხარდამჭერი ზომების მიღება საჭიროებისამებრ. ჰემოდიალიზით კლირენსის დაჩქარება არ არის მოსალოდნელი, რადგან სილდენაფილი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდით.

შენახვა

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ 15-30°C ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების  ფორმა

სილტეგრა 100-ს მიწოდება ხდება 4 ტაბლეტიანი ბლისტერით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

SR MEDICARE PVT. LTD.

At : Plot No. J-76, MIDC, Tarapur

Thane – 401 506, მაჰარაშტრა (ინდოეთი)

კოდიროტონი 20მგ/12.5მგ #30ტ

27.55 ლარი
25.90 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კოდიროტონი 20მგ/12.5მგ #30ტ

27.55 ლარი
25.90 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ურაქტივ ფორტე#10კაფს

ურაქტივ ფორტე ®

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი კაფსულირებული ფორმით,რომელიც უზრუნველყოფს თირკმლის და შარდსასქესო სისტემის ფუნქციის შენარჩუნებას და მკურნალობას.

შემადგენლობა: დათვის კენკრის ექსტრაქტი 450მგ, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილენის ლურჯი, ტალკი, მაგნიუმის დიოქსიდი და ჟელატინი.

მოქმედების მექანიზმი: ურაქტივ ფორტე უზრუნველყოფს თირკმლის ნორმული ფუნქციის შენარჩუნებას. აძლიერებს შარდის  და მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერებების(ტოქსინები) გამოყოფას. ახდენს ორგანიზმის განტვირთვას სითხისგან და შესაბამისად ხსნის დისკომფორტს.

ჩვენება:

 საშარდე გზების ინფექციები.

ბაქტერიურია, პროტეინურია

მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი

საშარდე გზების ინფექციების რეციდივი

უროლითიაზი(პროფილაქტიკა)

ანტიბიოტიკოთერაპია

დიაბეტური ნეფროპათია

ჰიპერტენზია

დოზირება:

მოზარდებში 12 წელს ზემოთ 1 კაფსულა დრეში ერთხელ (არა უმეტეს 14 დღისა)

მოზრდილებში 1-2 კაფსულა დღეში.(არა უმეტეს 14 დღისა)

გვერდითი მოვლენები:

ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. აძლიერებს კომბინაციაში ანტიბიოტიკების ეფექტს

გაფრთხილება: მიღებისას შარდი შეიცვლის ფერს ლურჯ ან მწვანე ფერად შემადგენლობაში არსებული  მეთილენის ლურჯის ან არბუტინის დაშლის ხარჯზე.

გამოშვების ფორმა: N10 კაფსულა მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები: მშრალ,ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს 25C-სა.

მწარმოებელი: Fiterman pharma,Romania

Don`t copy text!