Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 146

კო-რამასი 2.5მგ/12.5მგ #28ტ

კო – რამასი

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი

C09BA05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ტაბ., შეფუთვაში 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

რამიპრილი . . . . . . . . . . . 2.5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი . . . . 12.5 მგ

1 ტაბ.

რამიპრილი . . . . . . . . . . . 5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი . . . . 25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 112), ჟელატინიზირებული კრახმალი (Lycatab), ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება (აგფ ინჰიბიტორი+შარდმდენი).

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატ კო-რამასს™აქვს ჰიპოტენზიური და დიურეზული მოქმედება. რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი ჰიპერტენზიის მკურნალობისას გამოიყენება დამოუკიდებლად ან ერთდროულად. თითოეული მათგანის ჰიპოტენზიური ეფექტი ავსებს ერთმანეთს, ხოლო ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოკალემიური ეფექტი შემცირებულია რამიპრილით.

ფარმაკოკინეტიკა

რამიპრილი

შეწოვა: რამიპრილი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად იწოვება. მონიშნული რამიპრილის პერორალური მიღებისას, შარდში განსაზღვრული რადიაქტივობის მიხედვით, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ შეიწოვება რამიპრილის მინიმუმ 56%. საკვებთან ერთდროული მიღება არ ახდენს შეწოვაზე მნიშვნელოვან გავლენას. პერორალური მიღების შემდეგ 2.5 მგ და 5 მგ რამიპრილის ბიოშეღწევადობა იგივე დოზით ვენაში შეყვანასთნ შედარებით შეადგენს 45%.

განაწილება: რამიპრილის ინტრავენური შეყვანისას განაწილების სისტემური მოცულობა 90 ლ, შეფარდებითი განაწილების სისტემური მოცულობა შეადგენს 50 ლ. რამიპრილის და რამიპრილატის შრატის ცილებთან შეკავშირება შეადგენს შესაბამისად 73% და 56%.

ბიოტრანსფორმაცია: არის რა წამლის წინარე ფორმა, რამიპრილი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს „პირველი გავლის ეფექტით“ (ჰიდროლიზით, რომელიც ძირითადად ღვიძლში ხდება), ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის წარმოქმნით. რამიპრილატის გარდა, რამიპრილი გლუკურონიზაციის გზით გარდაიქმნება რამიპრილ-დიკეტოპიპერაზინად (მჟავა). რამიპრილატი თავის მხრივ განიცდის გლუკურონიზაციას დიკეტოპიპერაზინ-რამიპრილატის (მჟავა) წარმოქმნით. რამიპრილის აქტივაცია/მეტაბოლიზმის გამო შიგნით მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%.

გამოყოფა: 10 მგ რამიპრილის შიგნით მიღების შემდეგ დაახლოებით 40% გამოიყოფა ნაწლავებიდან და 60%- თირკმელებით. შარდით და ნაღველით გამოყოფილი მეტაბოლიტების 80-90% არის რამიპრილატი და მისი მეტაბოლიტები. რამიპრილის ჩმახ სისხლის პლაზმაში აღწევს შიგნით მიღებიდან 1 საათის განმავლობაში, ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 1 საათამდეა. რამიპრილის შიგნით მიღებიდან რამიპრილატის ჩმახ სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლორთიაზიდი

შეწოვა: შიგნით მიღებით ჰიდროქლორთიაზიდის 70%-დე შეიწოვება. ბიოშეღწევადობა ასევე შეადგენს 70%. ჰიდროქლორთიაზიდის 12.5 მგ დოზით შიგნით მიღებისას ჩმახ მიიღწევა 1.5-4 სთ განმავლობაში და შეადგენს 70 ნმ/მლ. 25 მგ დოზის შემთხვევაში 25 მგ Cmax მიიღწევა 2-5 სთ განმავლობაში და შეადგენს 142 ნგ/მლ. 50 მგ დოზისას Cmax მიიღწევა 2-4 სთ განმავლობაში და შეადგენს 260 ნგ/მლ.

განაწილება: 40%-დე იბოჭება სისხლის პლაზმის ცილებით.

გამოყოფა: პრაქტიკულად მთლიანად (95%-ზე მეტი) გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით. ერთჯერადი მიღებისას 50-70% გამოიყოფა 24 სთ განმავლობაში. მიღებიდან 60 წთ-ში ჰიდროქლორთიაზიდი ჩნდება შარდში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-6 სთ ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

რამიპრილის+ჰიდროქლორთიაზიდი ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს თითოეული კომპონენტის ბიოშეღწევადობაზე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 მგ რამიპრილის და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაცია ტაბლეტის ფორმით ბიოლოგიურად ექვივალენტურია 5 მგ რამიპრილის და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას ცალ-ცალკე კაფსულის ფორმით.

ჩვენებები

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა იმ პაციენტებთან, რომელთანაც ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა.  

დოზირების რეჟიმი

მიღების ხერხები და დოზები. კო-რამასის ტაბლეტები მიიღება შიგნით. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია დღიური დოზის ერთხელ, დილით მიღება.

1 ტაბლეტს ყლაპავენ მთლიანად და აყოლებენ საკმაო რაოდენობის წყალს (დაახლოებით ½ ჭიქას) საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია სასურველ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტზე და პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობაზე ჩვეულებრივი საწყისი დოზა: რამიპრილი 2.5 მგ/ჰიდროქლორთიაზიდი 12.5 მგ დღეში. აუცილებლობის შემხვევაში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 კვირის ინტერვალით. მაქსიმალური დასაშვები დღიური დოზა შეადგენს რამიპრილი 10 მგ/ჰიდროქლორთიაზიდი 50 მგ ჩვეულებრივ, დღეში რამიპრილი 2.5 მგ/ჰიდროქლორთიაზიდი 12.5 მგ, რამიპრილი 5 მგ/ ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ მიღებისას მიიღწევა არტერიული წნევის სასურველი შემცირება.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება ახლდეს რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის, აგფ სხვა ინჰიბიტორების ან შესაბამისი დიურეტიკების მიღებას, (განვითარების სიხშირის მიხედვით განვითარების სიხსირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – ლეიკოპენია, ერითროპენია, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება,

ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია; უცნობი სიხშირით – მიელოდეპრესია, ნეიტროპენია აგრანულოციტოზის ჩათვლით,

პანციტოპენია, ეოზინოფილია, ჰემოკონცენტრაცია (სისხლის შესქელება).

იმუნური სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირით – ანაფილაქსიური ან ანაფილაქტეროიდული რეაქციები რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ, ანტიბირთვული ანტისხეულების ტიტრის მომატება.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ხშირად – შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, სისხლში გლუკოზისა და შარდოვანას მომატება, პოდაგრის გამწვავება, ქოლესტერინისა და/ან ტრიგლიცერიდების დონის მომატება (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან); ხშირად არა – ანორექსია, მადის დაქვეითება, ჰიპოკალიემია, წყურვილი, (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან); ძალიან იშვიათად – ჰიპერკალიემია, (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან); უცნობი სიხშირით – ჰიპონატრიემია, გლიკოზურია, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია, დეჰიდრატაცია, (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან).

ფსიქიკის მხრივ: ხშირად არა – დეპრესია, აპათია, შფოთი, ადვილი გაღიზიანება, ძილის დარღვევა ძილიანობის ჩათვლით, თვლემა;

უცნობი სიხშირით – ფსიქოზი, მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. 

ნერვული სისტემის მხრივ ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ხშირად არა – ვერტიგო, პარესთეზიები, ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, სიმხურვალის შეგრძნება, დისგებზია, აგებზია; უცნობი სიხშირით – ცერებრალური იშემია, ტრანზიტორული იშემიური შეტევისა და იშემიური ინსულტის ჩათვლით, ფსიქომოტორული რეაქციების მოშლილობანი, პაროსმია.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად არა – მხედველობის დარღვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებისა და კონიუნქტივიტის ჩათვლით; უცნობი სიხშირით – ქსანტოპსია (გარემოს ყვითელი ფერებით აღქმა) ცრემლის შემცირება (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან).

სმენის ორგანოსა და ლაბირინთის სისტემის მხრივ: ხშირად არა – ყურებში შუილი; უცნობი სიხშირით – სმენის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად არა – მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, გულის

ფრიალი, პერიფერიული შეშუპებები, ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულის წასვლა, კანის გაწითლება; უცნობი სიხშირით – მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოზი, ვასკულარული სტენოზი, ჰიპოპერფუზია, რეინოს დაავადების გამწვავება, ვასკულიტი.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად – ხველება, ბრონქიტი; ხშირად არა – სინუსიტი, ქოშინი, რინიტი; უცნობი სიხშირით – ბრონქოსპაზმი, ასთმის გამწვავების ჩათვლით, ალერგიული ალვეოლარული პნევმონია, ჰიდროქლორთიაზიდისადმი მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული ფილტვების შეშუპება (არაგულისმიერი ეტიოლოგია).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად არა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები, დისპეფსიები, დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, გასტრიტი, გულისრევა, ყაბზობა, გინგივიტი, (ჰიდროქლორთიაზიდისადმი მომატებული მგრძნობელობის შედეგად); ძალიან იშვიათად – ღებინება, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, პირის სიმშრალე; უცნობი სიხშირით – პანკრეატიტი, პანკრეატიტის ფერმენტების აქტივობის მომატება, წვრილი ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება, სიალადენიტი.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ: ხშირად არა – ქოლესტაზური ან ციტოსტაზური პრეპარატი, ღვიძლის ფერმენტებისა

და/ან შეკავშირებული ბილირუბინის მომატება, კალკულოზური ქოლეცისტიტი (დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდთან); უცნობი სიხშირით – ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა უჯრედების მხრივ: ხშირად არა – ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზული დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია; უცნობი სიხშირით – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგუსი, ფსორიაზის გამწვავება, ექსფოლიატური დერმატიტი, ფოტოსენზიბილიზაცია, ონიქოლიზი, პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეკზანთემა, ჭინჭრის ციება, სისტემური წითელი მგლურა. 

ძვალ- კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად არა – მიალგია უცნობი სიხშირით – ართრალგია, კუნთოვანი სპაზმი (კრუნჩხვები), სისუსტე კუნთებში, ჩონჩხის კუნთების რიგიდობა, ტეტანია. 

თირკმელების და შარდის გამომყოფი ორგანოების მხრივ: ხშირად არა – თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით, ხშირად შარდვა, შარდოვანასმიერი აზოტის და კრეატინინის მომატება სისხლში; უცნობი სიხშირით –  პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირად არა – ერექციის გარდამავალი დისფუნქცია; უცნობი სიხშირით – ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია ზოგადი მოშლილობანი და ადგილობრივი რეაქციები; ხშირად – დაღლილობა სისუსტე; ხშირად არა – ტკივილი მკერდის მიდამოში, ცხელება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს 

უკუჩვენებები

რამიპრილის ან აგფ ინჰიბიტორებისადმი, ჰიდროქლორთიაზიდის და სხვა თიაზიდური დიურეზულების, სულფონამიდებისადმი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებებისადმი მომატებული მგრძნობელობა; ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები); ჰემოდიალიზი; თირკმლის არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ორმხრივი ან ერთნმხრივი, ერთფუნქციურად აქტიური თირკმელის შემთხვევაში; სტენოზი;

ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, რომელიც შეიძლება გაღრმავდეს პრეპარატ კო-რამასით მკურნალობისას (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპერკალცემია); ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ორსულობის მესამე და მეოთხე ტრიმესტრი; ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა (I ტრიმესტრში-კატეგორია С, II და III ტრიმესტრში D). 

რამიპრილი 

რამიპრილი არ მიიღება ორსულობის დროს. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე, უნდა გამოირიცხოს ორსულობა. აგფ ინჰიბიტორის ან დიურეზული საშუალების დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში სასურველია ორსულობის თავიდან აცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ნაყოფის დაზიანების რისკი.

ორსულობის II და III ტრიმესტრში, აგფ ინჰიბიტორების მიღებისას, ნაყოფსა და ახალშობილში ადგილი ქონდა შემდეგ არასასურველ ეფექტებს: ნაყოფში თირკმელების განვითარების დარღვევა, თავის ქალის ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი (სავარაუდოდ ნაყოფის თირკმელების დისფუნქციის გამო) ფილტვების ჰიპოპლაზია, კიდურების კონტრაქტურა, ახალშობილის ჰიპოტენზია, ანურია, შექცევადი და შეუქცევადი თირკმელების უკმარისობა. 

ჰიდროქლორთიაზიდი 

ახალშობილებში თრომბოციტოპენიის განვითარება, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ორსულობის II ნახევარში ჰიდროქლორთიაზიდის მიღებასთან. შესაძლებელია აგრეთვე ნაყოფზე ელექტროლიტური დისბალანსის მოქმედება.

ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში რამიპრილის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის დედის რძეში მცირე რაოდენობით გადასვლის გამო, საჭიროა მკურნალობის ან ძუძუთი კვების შეწყვეტა. 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი კო-რამასი მიღებული უნდა იქნას ექიმის მუდმივი მეთვალყურეობით. 

პანციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ორსულობა 

ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული მკურნალობის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით (AIIRAს) ან აგფ ინჰიბიტორებით (მაგ. რამიპრილი) დაწყება. თუ აგფ / AIIRAს პრეპარატებით მკურნალობა პაციენტისთვის აუცილებელი არ არის, იმ პაციენტებმა რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ორსულობა, ორსულობის პერიოდში უნდა იმკურნალონ ალტერნატიული ანტიჰიპოტენზიური პრეპარატებით, რომელთა უსაფრთხოებაც ორსულებში დამტკიცებულია.

ორსულობის დადასტურების დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა აგფ / AIIRAს პრეპარატებით და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა გაგრძელდეს ალტერნატიული უსაფრთხო პრეპარატებით.

პაციენტები ჰიპერტენზიის რისკით 

პაციენტებთან, რომელთაც რენინ-ანგიოტენზინ- ალდოსტერინული სისტემის ჰიპერსტიმულაცია აღენიშნებათ, პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან დოზის

პირველი მომატებისას შესაძლოა მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის განვითარება, რაც უკავშირდება თირკმელების უკმარისობას და აგფ ინჰიბიტორებს. საწყისი დოზირებისას ან დოზის მომატებისას აუცილებელია არტერიული წნევის გულდასმით კონტროლი წნევის სტაბილიზაციამდე.

ქირურგიული ჩარევა 

აგფ ინჰიბიტორების და მათ შორის რამიპრილის გამოყენების შეძლებისდაგვარად შეწყვეტა რეკომენდებულია ქირურგიულ ჩარევამდე 1 დღით ადრე.

პაციენტებში ჰიპოტენზიის რისკით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის საექიმო კონტროლი (მაგალითად ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი კორონარული და ტვინის სისხლძარღვების სტენოზის დროს).

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი რამიპრილ+ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს არ წარმოადგენს არჩევის მეთოდს. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით დაავადებულ პაციენტებში რამიპრილ+ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის გულდასმით კონტროლი.

თირკმელების ფუნქციის კონტროლი 

რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლი და დოზის კორექცია მკურნალობის პირველი კვირიდან. ქვემოთ ჩამოთვლილია მდგომარეობები, რომლის დროს საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი:

– გულის უკმარისობა;

– რენოვასკულარული ჰიპერტენზია, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზის ჩთვლით;

– თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

– თირკმელების ტრანსპლანტაცია.

თირკმელების უკმარისობა 

თიაზიდების გამოყენებამ თირკმელების უკმარისობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს ურემია. თირკმელების უკმარისობის ფონზე მედიკამენტების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუმულაციური ეფექტი. თირკმელების უკმარისობის პროგრესირების შემთხვევაში, რომელსაც ახასიათებს არაცილოვანი აზოტის დონის მატება, უნდა შეფასდეს მკურნალობის აუცილებლობა და საჭიროების შემთხვევაში, შეწყდეს დიურეტიკების მიღება.

წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევა 

ნებისმიერ პაციენტს, რომელიც გადის მკურნალობას დიურეტიკებით, ესაჭიროება პერიოდულად განესაზღვროს სისხლის შრატში ელექტროლიტები. თიაზიდებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმაც, შესაძლოა გამოიწვიოს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). თუმცა თიაზიდები იწვევენ ჰიპოკალემიას, რამიპრილთან ერთად მათი მიღებისას შესაძლოა შემცირდეს დიურეტიკების მოქმედებით გამოწვეული ჰიპოკალემია. ჰიპოკალემიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია ღვიძლის ციროზის, მომატებული დიურეზის, ელექტროლიტების არაადექვატური მიღების, კორტიკოსტეროიდებით და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონებით მკურნალობის ფონზე. კალიუმის დონის კონტროლი უნდა გაკეთდეს მკურნალობის პირველსავე კვირას. ჰიპოკალემიის შემთხვევაში უნდა ჩატარეს სათანადო მკურნალობა.

შესაძლოა ჰიპონატრემიის განვითარებაც. თავიდან ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ამიტომ საჭიროა ამ მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი. განსაკუთრებით ხშირი კონტროლი ესაჭიროება ხანდაზმულებს და პაციენტებს ღვიძლის ციროზით. თიაზიდები ზრდიან თირკმლის მიერ მაგნიუმის ექსკრეციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს

სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება.

ჰიპერკალიემია

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობდა აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის კო-რამასს, აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემია. ჰიპერგლიკემიის რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის უკმარისობით, ასევე 70 წელს გადაცილებული პაციენტები არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით ან კალიუმის შემცველი მარილ შემცვლელებისა, ან კალიუმის შემნახველი დიურეტიკების მომხმარებლები, ასევე ის პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება შრატში, ან გამოიწვიონ მსგავსი მდგომარეობა (დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი).

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია 

დიურეტიკებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, მკურნალობისას, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ფონზე შეიძლება გახდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მიზეზი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა.

ჰიპერკალცემია 

ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერკალცემია, თირკმელებში კალციუმის რეაბსორბციის სტიმულირების გამო, რამაც თავის მხრივ შეიძლება მოახდინოს გავლენა პარათირეოიდული ჯირკვლების გამოკვლევაზე. 

ანგიონევროზული შეშუპება

თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდა ანგიონერვოზული შეშუპება, აგფ ინჰიბიტორების მიღება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. პაციენტები, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს ადგილი ჰქონდა სახის, კიდურების, ბაგეების, ენის, ხორხის და საყლაპავის ანგიონევროზულ შეშუპებას. ანგიონევროზულ შეშუპების ფატალური რისკის შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი თერაპიული ზომების მიღება, მათ შორის ეპინეფრინის /ადრენალინის ნელი შეყვანა კანქვეშ ან ვენაში. ასევე ეკგ და არტერიული წნევის საფუძვლიანი კონტროლი. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის კონტროლის ქვეშ სიმპტომების სრულ და სტაბილურ გაქრობამდე, 12-24 საათი მაინც.

ნაწლავები 

არის ცნობები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, ნაწლავების ანგიონერვოზული შეშუპების განვითარების შესახებ. ასეთ პაციენტებს აღენიშნათ აბდომინალური ტკივილი (შესაძლო გულისრევა და ღებინება), ზოგიერთ

შემთხვევაში ასევე შეინიშნება სახის შეშუპება. აგფ ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ნაწლავების ანგიონერვოზული შეშუპება წყდება. 

ანაფილაქსიური რეაქცია დესენსიბილიზაციის დროს 

აგფ ინჰიბიტორების მიღება მადესენსიბილიზებელი თერაპიის ფონზე, ზრდის ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარების რისკს და სიმძიმის ხარისხს რიგი მწერების ნაკბენსა და სხვა ალერგენებზე. თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება შეწყდება დესენსიბილიზაციის პერიოდში, აღნიშნულ რეაქციებს შეიძლება თავი ავარიდოთ. 

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი 

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, ასევე მიელოდეპრესია, რადგან შესაძლებელია ლეიკოპენიის განვითარება, რეკომენდებულია ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლი. მკურნალობის დასაწყისში პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (მაგ. სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია) თირკმლის უკმარისობის ფონზე, ასევე პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლის ფორმულის შეცვლა, ნაჩვენებია მკაცრი საექიმო კონტროლი. 

ანტიდოპინგური ტესტები 

ანტიდოპინგური კონტროლის დროს ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება მისცეს დადებითი რეაქცია. 

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტი 

თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის შერჩევა. თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი. თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობას უკავშირებენ ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატებას. ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებს თიაზიდურ დიურეტიკებს, შეიძლება გამოუვლინდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა.

ხველა 

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას შეიძლება თან ერთვოდეს ხველა. დამახასიათებელია, რომ ხველა არის არაპროდუქტიული და მუდმივი, გადის მხოლოდ პრეპარატის გაუქმების შემდეგ. ის ფაქტი, რომ ხველას იწვევს აგფ ინჰიბიტორის მიღება, უნდა იქნას ჩათვლილი დიფერენციალურ-დიაგნოსტიკურ გამოვლენად.

სხვა 

ანამნეზში ბრონქული ასთმის ან ალერგიის არსებობისგან დამოუკიდებლად პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. არის ცნობები სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გამწვავების შესახებ პრეპარატ კო-რამასის ყოველი დოზა შეიცავს 0.070 მგ. ნატრიუმს (ე.ი. 23 მგ-ზე ნაკლები) ნატრიუმის ასეთი რაოდენობა არ იწვევს გვერდით მოვლენებს. 

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები 

თირკმლის უკმარისობა

პრეპარატი უკუნაჩვენებია მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ/1.73 მ2 ნაკლები) და დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის. საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ/1.73 მ2) რამიპრილის საწყისი დღე-ღამური დოზა შეადგენს 1.25 მგ.-ს, რამიპრილის დოზის თანდათანობით ზრდის შემდეგ გადადიან კომბინირებულ თერაპიაზე დღე-ღამური დოზით 2.5 მგ. რამიპრილი და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი. მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი. დოზა 10 მგ რამიპრილი /12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი და 10 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი არ ინიშნება ამ ჯგუფის პაციენტებში. 

ღვიძლის უკმარისობა 

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის პრეპარატი უკუნაჩვენებია. ღვიძლის საშუალო და მსუბუქი უკმარისობის დროს მკურნალობას იწყებენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. რამიპრილის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს. 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, 10 მგ რამიპრილი /12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, 10 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი არ ინიშნება ამ ჯგუფის პაციენტებში.

პედიატრიული ჯგუფი

არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებისათვის, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ.

გერიატრიული ჯგუფი

რადგან ხანდაზმული ასაკის და დასუსტებულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების სიხშირე დიდია, საჭიროა მკურნალობის დაწყება დაბალი საწყისი დოზებით და მისი თანდათანობითი მომატება. ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს აგფ ინჰიბიტორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. მკურნალობის დასაწყისში სასურველია თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა. 

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს 

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს პრეპარატი კო-რამასი უნდა დაენიშნოთ ამ საშუალებების დოზის შემცირების ან მოხსნის 2-3 დღის (ან მეტი) შემდეგ, დიურეზული საშუალებების მიღების ხანგრძლივობიდან გამომდინარე. თუ შეუძლებელია შარდმდენის მოხსნა, მაშინ რამიპრილის დანიშვნა რეკომენდებულია მინიმალური დოზით (1.25 მგ დღეში), ამის შემდეგ შეიძლება საწყისი დღე-ღამური დოზა გაიზარდოს არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლოთიაზიდი. 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: ზოგიერთ გვერდით მოვლენას (ჰიპოტენზიის გამოვლინებები, როგორიცაა: თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა) შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციაზე და ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფეზე. მსგავსი რეაქციების არსებობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისი და დოზის გაზრდისას) აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა პრეპარატის მიღებასთან ან პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით. 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია პერსისტირებული დიურეზი, პერიფერიული ვაზოდილატაცია (ჰიპოტენზიისა და შოკის თანხლებით) ბრადიკარდია, ელექტროლიტების დონის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, არითმიები, ცნობიერების დაკარგვა (კომის ჩათვლით) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, პარეზი, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. პირველადი დეზინტოქსიკაციის სახით შეიძლება კუჭის ამორეცხვა და აბსორბენტის-ნატრიუმის სულფატის გამოყენება (შესაძლებლობისდამიხედვით, პირველი 30-წთ-ის განმავლობაში). ჰიპოტენზიის შემთხვევაში, შეიძლება α1-ადრენერგეტიკის (როგორიცაა, ნორეპინეფინი, დოპამინი) ან ანგიოტენზინ II აგონისტის შეყვანა სითხეებთან და მარილოვან ხსნარებთან ერთად. ფორსირებული დიურეზის ეფექტურობაზე ინფორმაცია არ არის 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დაუშვებელი კომბინაციები: პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა ითხოვს დიალიზს მაღალი ინტენსივობის დენის მემბრანების გამოყენებით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ დიალიზის ფონზე შეიძლება ხელი შეუწყოს მძიმე ანაფილაქტიური რეაქციების განვითარებას. ასეთი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას სხვა ტიპის მემბრანები ან დადგეს საკითხი ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების შესახებ.

არასასურველი კომბინაციები: კალიუმის შემცველი მარილოვანი ხსნარების, ჰეპარინის, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების და ჰიპერკალიემიის გამომწვევი სხვა აქტიური ნივთიერებების (როგორიცაა ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ტრიმეტოპრიმი, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი) გამოყენება შეიძლება გახდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატების მიზეზი. 

კალიუმის შემცველი დიურეტიკებით (მაგ. სპირონოლაქტონი) ან კალიუმის შემცველი მარილოვანი ხსნარით მკურნალობისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი. 

კომბინაციები, რომლებიც ითხოვენ ყურადღებას: ანტიჰიპერტენზიულ (მაგ. დიურეტიკების) ან სხვა საშუალებებთან, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპოტენზიური ეფექტი (მაგ. ნიტრატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანესთეტიკებთან, ბაკლოფენთან, ალფუზოზინთან, დოქსაზოზინთან, პრაზოზინთან, ტრამსულოზინთან, ტერაზოზინთან, აგრეთვე მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს) ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობის გათვალისწინება. ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკებს და სხვა საშუალებებს რომლებსაც შეუძლიათ შეასუსტონ რამიპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (ადრენალინი): შეუძლია შეასუსტონ კო-რამასის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. რეკომენდებულია არტერიული წნევის გულმოდგინე კონტროლი. გარდა ამისა, ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია შეამციროს ვაზოპრესორული სიმპათომიმეტიკების ეფექტი. 

ალოპურინოლი, იმუნოსუპრესორები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები და სხვა საშუალებები: იზრდება ჰემატოლოგიური რეაქციების განვითარების რისკი. 

ლითიუმის მარილები: აგფ ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეამცირონ ლითიუმის გამოყოფა შარდით. რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატებას და ლითიუმით ინტოქსიკაციას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში. არ არის რეკომენდებული კომბინაციის რამიპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი გამოყენება ლითიუმთან ერთად.

ანტიდიაბეტური საშუალებები (ინსულინი და სულფონილშარდოვანას წარმოებული): აგფ ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეასუსტონ ინსულინისადმი რეზისტენტობა, რაც ერთეულ შემთხვევებში იწვევს ჰიპოგლიკემიას. ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ ანტიდიაბეტურ წამლებს. ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია შეასუსტოს ანტიდიაბეტური წამლების ეფექტი, რის გამოც, მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი. 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ინდომეტაცინი) და აცეტილსალიცილის მჟავა: შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება ან სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მომატება. აგრეთვე კო-რამასის ეფექტის შემცირება. პერორალური ანტიკოაგულანტები: ჰიდროქლორთიაზიდთან იმავდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიკოაგულანტის ეფექტის შესუსტება. 

კორტიკოსტეროიდები, აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი), ამფოტერიცინ, კარბექსოლონი, ლიკორისი დიდი რაოდენობით, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენება) და ჰიპოკალიემიის გამომწვევი სხვადასხვა საშუალებები: ჰიპოკალიემიის რისკის მომატება საგულე გლიკოზიდები, სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას. 

ანტიარითმიული საშუალებები: ელექტროლიტური დისბალანსის (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) დროს ქვეითდება ამ საშუალებების ანტიარითმიული ეფექტი.

მეთილდოპა: შესაძლებელია ჰემოლიზი. 

ქოლესტირამინული და სხვა იონური ფისების გამოყენება პარენტერალურად: ანელებენ ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვას. სულფონამიდური დიურეტიკების მიღება შეიძლება ამ წამლების მიღებამდე არანაკლებ 1 სთ-ით ადრე ან 4-6 სთ-ის შემდეგ. 

კურარეს მსგავსი მიორელაქსანტები: შესაძლებელია მიორელაქსანტების მოქმედების და ხანგრძლივობის გაზრდა.

ჰიდროქლორთიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის მომატება, რის გამოც, საჭიროა პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი. 

კარბამაზეპინი: ჰიპონატრიემიის რისკი დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდის სედატიურ ეფექტთან. 

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული პრეპარატები: დეჰიტრატაცია, გამოწვეული დიურეტიკებით ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, განსაკუთრებით იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების დიდი დოზით გამოყენებისას, ზრდის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს. 

პენიცილინი: ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყოფა დისტალური მილაკებით და ამით ის ამცირებს პენიცილინის ექსკრეციას. 

ქინინი: ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება დააქვეითოს ქინინის გამოყოფა. 

ალკოჰოლი: რამიპრილმა შეიძლება გაზარდოს ვაზოდილატაცია და ამით გააძლიეროს ალკოჰოლის მოქმედება. 

მარილები: საკვებში მარილის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს კო-რამასის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. 

გავლენა ლაბორატორიულ გამოკვლევებზე: პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევა: ჰიდროქლორთიაზიდის მიერ თირკმელში კალციუმის რეაბსორბციის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევისას. 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

რუპისოლვი 4.5გ #20პაკ

46.32 ლარი
43.53 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: შედირ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იმპაზა #20ტ

32.85 ლარი
30.88 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

როვატინექსი #100კაფს

როვატინექსი

საშარდე სისტემა კენჭების გარეშე!

მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

შემადგენლობა: 1 გასტრორეზიზსტენტულ კაფსულაში – α-პინენი 24.8მგ, β-პინენი 6.2მგ, კამფენი 15.0მგ, ბორნეოლი 10.0მგ, ანეტოლი 4.0მგ, ფენხონი 4.0მგ, ცინეოლი 3.0მგ.

ფარმაკოლოგიური  ჯგუფი: პრეპარატი ლითოლიზური , სპაზმოლიზური და შარდმდენი ეფექტით პრეპარატი.

როვატინექსი ხელს უწყობს თირკმელება და შარდსადენში კენჭების დეზინტეგრაცია და გამოდევნას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტერპენები არის ცხიმსცსნადი და კარგად ათვისებადი, ის განიცდის მეტაბოლურ ცვლილებებს და გამოიყოფა შარდთან ერთად , ძირითადად გლუკუნორიდების სახით. ეს ზრდის შარდში დამცავი კოლოიდებისა და გლუკურონის მჟავის შემცველობას რასაც აქვს როგორც სამკურნალო , ასევე პროფილაქტიკური მნიშვნელობა. გლუკურონიდები აზრდის კალციუმის მარილების ხსნადობას (კენჭების ძირითადი კომპონენტები).როვატინექსს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს კენჭების განვლადობას საშარდე გზებში , ამცირებს ტკივილს თირკმელის და შარდსადენის კოლიკის დროს. გააჩნია ანთბის საწინააღმდეგო , ანტიმიკრობული მოქმედება.

ჩვენებები:

  • შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი);
  • თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.

  • ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 – 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში.
  • ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 – 2 კაფსულა 4 – 5 ჯერ დღეში.

უკუჩვენებებიჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილით: ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.

გამოშვების ფორმა: 10 საღეი კაფსულა ბლისტერზე. 10 ბლისტერი (100 კაფსულა) მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

მწარმოებელი: ,,Rowa Pharmaceuticals“, ირლანდია.

ზიმაგრა-ODS 50მგ#4სტრიპი

ზიმაგრა – ODS 50

სილდენაფილის ციტრატი ორალური

დეზინტეგრირებადი სტრიპი 50 მგ

 

სავაჭრო დასახელება

ზიმაგრა-ODS 50

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

სილდენაფილის ციტრატი

ფარმაცევტული ფორმა

ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი

შემადგენლობა

ყოველი ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი შეიცავს:

სილდენაფილის ციტრატი UშP

50 მგ სილდენაფილის ექვივალენტური

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური; ერექტილური დისფუნქციის დროს გამოყენებული პრეპარატები.

ათქ კოდი: G04B E03

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი: სილდენაფილი აინჰიბირებს მე-5 ტიპის cGMP-ფოსფოდიესთერაზას (PDE5), რომელიც პასუხისმგებელია პენისის კავერნოზულ სხეულში მდებარე cGMP-ს დეგრადაციაზე. სექსუალური სტიმულაციის დროს პენისის ერექცია განპირობებულია პენისში სისხლის მიწდოების გაზრდით, რაც განპირობებულაი პენისის არტერიების  და კავერნოზული სხეულის გლუვი კუნთების რელაქსაციით. ეს პასუხი მედიატირებულია ნერვული დაბოლოებებიდან და ენდოთელური უჯრედებიდან აზოტის ოქსიდის (NO) გამოთავისუფლებით, რომელიც ასტიმულირებს cGMP-ს სინთეზს გლუვი კუნთების უჯრედებში. ციკლური GMP იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას და კავერნოზულ სხეულში სისხლის ნაკადის ზრდას. სილდენაფილის მიერ 5 ტიპის  ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირება (PDE5) აძლიერებს ერექტიულ ფუნქციას cGMP-ს რაოდენობის მომატებით.

ფარმაკოდინამიური ეფექტები: სილდენაფილი სელექციურია PDE5-ისთვის, რომელიც ჩართულია ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ისთვის, ვიდრე სხვა ცნობილი ფოსფოდიესთერაზებისთვის. 10 პუნქტით მეტია სელექციურობა ვიდრე PDE6-ზე, რომელიც ჩართულია ბადურში ფოტოტრანსდუქციაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზებით აღინიშნება 80 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE1-ზე და 700 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE2, 3, 4 7,8,9,10 და 11-ზე. კერძოდ სილდენაფილს გააჩნია 4,000 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE5-ისთვის ვიდრე PDE3-ისთვის, რომელიც არის ფოსფოდიესთერაზას cGMP-სპეციფიური იზოფორმა და ჩართულია გულის შეკუმშვის კონტროლში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალოდ 60 წუთი) ორალური მიღების შემდეგ უზმო მდგომარეობაში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (მერყეობა 25-63%). სილდენაფილის ორალური დოზირების შემდეგ AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად (25-100 მგ). როდესაც სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად შეწოვის სისწრაფე მცირდება Tmax საშუალო გახანგრძლივებით 60 წუთით და Cmax საშუალო შემცირებით 29%-ით.

განაწილება: მყარ მდგომარეობაში სილდენაფილის საშუალო განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს 105 ლ-ს, რაც ქსოვიელბში განაწილებაზე მიუთითებს. 100 მგ-ს ერთჯერადი ორალური დოზირების შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური ტოტალური კონცენტრაცია დაახლოებით 440 ნგ/მლ-ს შეადგენს (CV 40%). რადგან სილდენაფილი (და მისი მთავარი მოცირკულირე N-დესმეთილ მეტაბოლიტი) 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ეს განაპირობებს პლაზმაში სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ კონცენტრაციას-18 ნგ/მლ-ს (38nM). ცილებთან კავშირი დამოკიდებული არ არის პრეპარატის ტოტალურ კონცენტრაციაზე.

ბიოტრანსფორმაცია: მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირებით. ამ მეტაბოლიტს გააჩნია ფოსფოდიესთერაზას სილდენაფილის მსგავსი სელექციურობა და PDE5-ისთვის in vitro პოტენციალი დაახლოებით წინაპარი წამლის 50%-ს შეადგენს. პლაზმაში ამ მეტაბოლიტის კონცენტრაციები დაახლოებით სილდენაფილის 40%-ს შეადგენს. N-დესმეთილ მეტაბოლიტი შემდგომში მეტაბოლიზდება, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 საათს შეადგენს.

ელიმინაცია: ორგანიზმიდან სილდენაფილის ტოტალური კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს, შედეგად ტერმინალური ნახევარგამოყოფის ფაზა შეადგენს 3-5 საათს. ორალური ან ინტრავენური მიღების შემდეგ სილდენაფილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ძირითადად ფეკალური მასებით (მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლებად შარდით (მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 13%).

თერაპიული ჩვენება

  • სილდენაფილი ნაჩვენებია ერექტილური დისფუნქციის მქონე მოზრდილი მამაკაცებისთვის, რაც არის პენისის ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა, რაც საკმარისია სრულყოფილი სქესობრივი აქტისთვის.
  • სილდენაფილის ეფექტურობისთვის საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება:

მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 50 მგ საჭიროებისამებრ, სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. ეფექტურობის და ტოლერნტობის საფუძველზე დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან დაქვეითდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ. დოზირების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირეა დღეღამეში ერთხელ. თუ სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად აქტივობის დაწყება შეიძლება დაგვიანდეს უზმო მდგომარეობასთან შედარებით.

განსაკუთრებული პოპულაციები:

ხანდაზმულები: დოზირების ცვლილება საჭირო არ არის ხანდაზმულებისთვის (≥65წლის).

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: სილდენაფილის კლირენსი მცირდება თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი

პედიატრული პოპულაცია: სილდენაფილი განკუთვნილი არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისთვის.

რიტონავირის გარდა, რომლის სილდენაფილთან ერთად გამოყენებაც რეკომენდებული არ არის, პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ CYP3A4 ინჰიბიტორებით მკურნალობას, უნდა გაითვალისწინონ 25 მგ საწყისი დოზა.

მიღების წესი:

ენაზე მოთავსება, გახსნა და ორალურად გადაყლაპვა.

უკუჩვენება

სილდენაფილი უკუნაჩვენებია:

  • პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სილდენაფილის ან ზიმაგრაში გამოყენებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.
  • აზოტის ოქსიდზე/ციკლურ გუანოზინ მონოფოსფატზე (cGMP) ცნობილი ეფექტის გამო სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების ზრდა და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება აზოტის ოქსიდის დონორებთან (როგორიცაა ემილნიტრიტი) ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთად უკუნაჩვენებია.
  • PDE5 ინჰიბიტორების მიღება სილდენაფილის ჩათვლით გუანილატციკლაზას სტიმულატორებთან ერთად როგორიცაა რიოციგუატი უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია.
  • ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, სილდენაფილის ჩათვლით არ უნდა გამოიყენონ მამაკაცებში, რომელთა სქესობრივი აქტივობაც არასასურველია (მაგ. მწვავე კარდიოვასკულური დარღვევების მქონე პაციენტები, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მწვავე უკმარისობა).
  • სილდენაფილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებმაც ერთ თვალში მხედველობა დაკარგეს არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION), იმის მიუხედავად ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა PDE5 ინჰიბიტორისადმი წინა ექსპოზიციასთან.
  • სილდენაფილის ეფექტურობა შესწავლილი არ იყო  პაციენტების შემდეგ ქვეჯგუფებში და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება უკუნაჩვენებია: ღვილის მწვავე უკმარისობა, ჰიპოტენზია (სისხლის წნევა

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სამედიცინო ანამნეზი და ფიზიკალური გამოკვლევა უნდა გაითვალისწინონ ერექტილური დისფუნქციის დიაგნოსტიკის და მისი მიზეზების გარკვევისთვის მედიკამენტოზურ ჩარევამდე.

გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები: ერექტილური დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ პაციენტების გულ-სისხლძარღვთა სტატუსი, რადგან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებული გულის გარკვეული რისკი. სილდენაფილს გააჩნია ვაზოდილატატორული მახასიათებლები, რაც იწვევს სისხლის წნევის მსუბუქ და ტრანზიტორულ შემცირებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა უნდა განსაზღვროს აქვს თუ არა მის პაციენტს რაიმე მდგომარეობა, რომელზეც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ვაზოდილატაციამ, განსაკუთრებით სქესობრივ აქტივობასთან კომბინაციაში. ვაზოდილატაციისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტები მოიცავს იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადის ოსბტრუქცია, (მაგ. აორტის სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია), მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომი, რაც ვლინდება სისხლის წნევის ავტონომიული კონტროლის მწვავე დაზიანებით.

სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

პრიაპიზმი: ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო აგენტები, სილდენაფილის ჩათვლით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პენისის ანატომიური დეფორმაციები (როგორიცაა ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პრიაპიზმისადმი წინასწარგანწყობის ფაქტორები (როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკოპენია).

სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან ან ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება: ამ ტიპის კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

მხედველობაზე ეფექტები: პაციენტებს უნდა ურჩიონ რომ მხედველობის უეცარი ნებისმიერი დეფექტის შემთხვევაში შეწყვიტონ სილდენაფილის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

რიტონავირთან ერთად გამოყენება: სილდენაფილის რიტონავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ალფა-ბლოკერებთან ერთად გამოყენება: სილდენაფილის 25 მგ დოზის მიღების დაწყება უნდა გაითვალისწინონ. დამატებით ექიმებმა პაციენტებს უნდა ურჩიონ რა უნდა გააკეთონ პოსტურალური ჰიპოტენზიური სიმპტომების შემთხვევაში.

ეფექტი სისხლდენაზე: არ არსებობს სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა ან აქტიური პეპტიური წყლული. აქედან გამომდინარე სილდენაფილი ამგვარ პაციენტებში უნდა გამოიყენონ  მხოლოდ რისკის-სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტები სილდენაფილზე

in vitro კვლევები: სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად მედიატირებულია ციტოქრომ P450 (CYP)  3A4 იზოფორმებით (ძირითადი გზა) და 2C9-თი (მცირე გზა). აქედან გამომდინარე ამ იზოენზიმების ინჰიბირებამ შეიძლება შეამციროს  სილდენაფილის კლირენსი.

in vivo კვლევები: კლინიკური კვლევების მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა აჩვენა სილდენაფილის კლირენსის შემცირება CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი ან ციმეტიდინი). თუმცა გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდა არ აღინიშნა ამ პაციენტებში, როდესაც სილდენაფილი გამოიყენება CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად უნდა გაითვალისწინონ საწყისი 25 მგ დოზა.

სილდენაფილთან ერთად (100 მგ დღეღამეში) მყარ მდგომარეობაში აივ-პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის, რომელიც არის P450-ის ძლიერი ინჰიბიტორი (500 მგ ორჯერ დღეღამეში) აღინიშნა სილდენაფილის Cmax-ის 300%-ით (4 პუნქტით) ზრდა და პლაზმაში AUC-ს 1000%-ით (11 პუნქტით) ზრდა. 24 საათის შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის დონე შეადგენდა დაახლოებით 200 ნგ/მლ-ს (5 ნგ/მლ-სთან შედარებით როდესაც მხოლოდ სილდენაფილი გამოიყენებოდა). ეს შეთავსებადია რიტონავირის აღნიშნულ ეფექტებთან P450 სუბსტრატების ფართო სპექტრზე. სილდენაფილს არ ქონდა ეფექტი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ფარმაკოკინეტიკური შედეგების საფუძველზე სილდენაფილის რიტონავირთან ერთად მიღება სასურველი არ არის და არავითარ შემთხვევაში სილდენაფილის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 25 მგ-ს 48 საათის განმავლობაში. სილდენაფილთან ერთად (100 მგ დღეღამეში) მყარ მდგომარეობაში აივ-პროტეაზას ინჰიბიტორის საქვინავირის რომელიც არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი (1200 მგ სამჯერ დღეღამეში) აღინიშნა სილდენაფილის Cmax-ის 140%-ით ზრდა და AUC-ს 210%-ით ზრდა. სილდენაფილი არ მოქმედებდა საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. CYP3A4-ის უფრო ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, სავარაუდოდ ექნებათ უფრო ძლიერი ეფექტები.

როდესაც სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზა გამოიყენებოდა ერითრომიცინთან (CYP3A4-ის სპეციფიური ინჰიბიტორი) ერთად მყარ მდგომარეობაში (500 მგ ორჯერ დღეღამეში, 5 დღის განმავლობაში), აღინიშნებოდა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182%-ით ზრდა. ნორმალურ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში არ აღინიშნა აზიტრომიცინის ეფექტის მტკიცებულება (500 მგ დღეღამეში, სამი დღის განმავლობაში) სილდენაფილის და მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტების AUC, Cmax, Tmax ელიმინაციის სისწრაფის კონსტანტაზე, ან შემდგომ ნახევარდაშლის პერიოდზე. ჯანმრთელ მოხალისეებში ციმეტიდინი (800 მგ) ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორი და CYP3A4-ის არასპეციფიური ინჰიბიტორი იწვევდა პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის 56%-ით ზრდას, ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილთან (50 მგ) ერთად გამოყენებისას.

გრეიპფრუტის წვენი არის ნაწლავის კედელში CYP3A4-ის მეტაბოლიზმის სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის დონის მცირედ ზრდა.

ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადმა დოზებმა არ იმოქმედა სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

ნიკორანდილი არის კალიუმის არხის აქტივატორი და ნიტრატის ჰიბრიდი. ნიტრატული კომპონენტის გამო გააჩნია სილდენაფილთან სერიოზული ურთიერთქმედების პოტენციალი.

სილდენაფილის ეფექტები სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

in vitro კვლევები: სილდენაფილი არის ციტოქრომ P450-ის იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი (IC50>150µM). რეკომენდებული დოზების გამოყენების შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის პიკის-დაახლოებით 1µM-ს გათვალისწინებით ნაკლებსავარაუდოა სილდენაფილის მოქმედება ამ იზოენზიმების სუბსტრატების კლირენსზე.

არ არსებობს მონაცემები სილდენაფილის და არასპეციფიური ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედების შესახებ, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი.

in vivo კვლევები: აზოტის ოქსიდის/cGMP გზებზე ცნობილი ეფექტის საფუძველზე სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპტენზიური ეფექტის გაძლიერების უნარი აქედან გამომდინარე აზოტის ოქსიდის დონორებთან ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთად მისი გამოყენება უკუნაჩვენებია. სილდენაფილის იმ პაციენტებში გამოყენებამ, რომლებიც ალფა-ბლოკერებით თერაპიას იტარებენ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია რამდენიმე მიდრეკილ ინდივიდში. ამის განითარება ყველაზე მეტად მოსალოდნელია სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. წამალთაშორისი ურთიერთქმედების სამ სპეციფიურ კვლევაში ალფა-ბლოკერი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25, 50 ან 100 მგ) გამოიყენებოდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH), რომელიც სტაბილიზებული იყო დოქსაზოზინით თერაპიისას. ამ საკვლევ პოპულაციებში აღინიშნა გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში სისხლის წნევის 7/7 მმ, 9/5 მმ და 8/4 მმ საშუალო დამატებითი შემცირება და ვერტიკალურ მდგომარეობაში 6/6 მმ, 11/4 მმ და 4/5 მმ შემცირება. როდესაც სილდენაფილი და დოქსაზოზინი ერთდროულად გამოიყენებოდა პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც სტაბილიზებული იყო დოქსაზოზინით თერაპიისას, იშვიათად აღწერილი იყო სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია. ეს სიმპტომები მოიცავდა თავბრუსხვევას და თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, მაგრამ არა სინკოპეს. მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა, როდესაც სილდენაფილი (50 მგ) გამოიყენებოდა ტოლბუტანიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40 მგ) ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-თი. სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებს აცეტილ სალიცილის მჟავათი გამოწვეული (150 მგ) სისხლდენის ზრდის დროს.

სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებდა ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს ჯანმრთელ მოხალისეებში, რომელთა სისხლშიც ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონე შეადგენდა 80 მგ/მლ-ს. ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემდეგი კლასების შეჯამებამ: დიურეტიკები, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამედიცინო პროდუქტები (ვაზოდილატაციური და ცენტრალური მოქმედების), ადრენერგული ნეირონების ბლოკატორები, არ გამოავლინა გვერდითი ეფექტების პროფილის განსხვავება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს და პლაცებოს. სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევაში, როდესაც სილდენაფილი (100 მგ) გამოიყენებოდა ამლოდიპინთან ერთად ჰიპერეტნზიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში სისტოლური წნევის 8 მმ-თი დამატებით შემცირება. გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში დიასტოლური წნევა დამატებით შემცირდა 7 მმ-ით. სისხლის წნევის დამატებითი შემცირება იგივე მაგნიტუდის იყო, როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში მხოლოდ სილდენაფილის გამოყენებისას. სილდენაფილი (100 მგ) არ მოქმედებდა აივ პროტეაზას ინჰიბიტორების,  საქვინავირის და რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე მყარ მდგომარეობაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

სილდენაფილი განკუთვნილი არ არის ქალებში გამოყენებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე აღნიშნული ეფექტის შესწავლისთვის.

რადგან სილდენაფილის კლინიკურ კვლევებში აღწერილია თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა, პაციენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სილდენაფილზე რეაქციას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე.

არასასურველი ეფექტები:

სიხშირის ჯგუფები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი.

ხშირი: თავბრუსხვევა, ფერადი მხედველობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, ალები, ცხვირის შეგუბება, გულისრევა, დისპეფსია.

ნაკლებად ხშირი: რინიტი, ჰიპერსენსიტიურობა. ძილიანობა, ჰიპოესთეზია, ლაკრიმაციის დარღვევები, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, მხედველობის სიკაშკაშე, კონიუნქტივიტი, ვერტიგო, ტინიტუსი, ტაქიკარდია, პალპიტაცია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ეპისტაქსისი, სინუსების შეგუბება, გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, გამონაყარი, მიალგია, კიდურების ტკივილი, ჰემატურია, გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება, გულისცემის გახშირება.

იშვიათი: ცერებროვასკულური შემთხვევა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კრუნჩხვა, კრუნჩხვის რეციდივი, სინკოპე, არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION), რეტინას ვასკულური ოკლუზია, რეტინული ჰემორაგია, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, ბადურას დარღვევები, გლაუკომა, მხედველობის ველის დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, მიოპია, ასთენოპია, ბროლის ტივტივი, ირისის დარღვევბი, მიდრიაზი, Halo მხედველობა, თვალის დარღვევები, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალში ანომალური შეგრძნება, სკლერას დისკოლორაცია, სიყრუე, უეცარი კარდიალური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ვენტრიკულური არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია, ყელის შებოჭილობა, ნაზალური შეშუპება, ცხვირის სიმშრალე, ორალური ჰიპოესთეზია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN), პენისის ჰემორაგია, პრიაპიზმი, ჰემატოსპერმია, ერექციის ზრდა, გაღიზიანება.

ჭარბი დიზირება

800 მგ-ს დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო ეფექტების, რომლებიც ვითარდებოდა უფრო მცირე დოზებისას, მაგრამ მომატებული იყო მათი სიხშირე და სიმწვავე. 200 მგ დოზები არ იწვევდა ეფექტურობის მომატებას, მაგრამ იზრდებოდა გვერდითი რეაქციების (თავის ტკივილი, ალები, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის შეგუბება, მხედველობის დარღვევა) სიხშირე. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიიღონ სტანდარტული დამხმარე ზომები. თირკმლის დიალიზით სილდენაფილის კლირენსის ზრდა მოსალოდნელი არ არის რადგან იგი დიდი მასშტაბით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდში.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა ადამიანებისთვის განსაკუთრებული საფრთხე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის კარცინოგენობის პოტენციალის და რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიურობის კვლევებში.

შეუთავსებლობა

უცნობია

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 x 1 სტრიპი.

4 x 1 სტრიპი.

შენახვის ვადა

3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

წარმოებულია

ZIM LABORATORIES LIMITED-ს მიერ (ზიმ ლაბორატორის ლიმიტედ)

ბ-21/22 მიდც არეა, კალმეშვარი

ნაგპური 441 501, მაჰარაშტრას შტატი

ინდოეთი

დამზადებულია თინორალის® ტექნოლოგიის გამოყენებით.

რენესეპტი უროსეპტიკი#40ტ

54.10 ლარი
50.86 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: Esi -Italy

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ზიაგრა 100მგ #4ტ

3.60 ლარი
3.46 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რენალოფი #90კაფს

მცოცავი ჭანგას (Agropyron repens) აქტივირებული ექსტრაქტი.
მანიტოლი
სიმინდის სახამებელი
მაგნიუმის სილიკატი


რენალოფი® – პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს კენჭების დაშლას, ქვიშის და კენჭების გამოდევნას თირკმელებიდან და შარდსადენი არხებიდან.
რენალოფ®-ის გამოყენებამ უმეტესობა პაციენტებს საშუალება მისცა მიეღწიათ საუკეთესო შედეგებისათვის, რომელიც დასტურდება კლინიკური კვლევებით.
რენალოფ®-ის ძირითად მოქმედ ნივთიერებას განეკუთვნება მცოცავი ჭანგას (Agropyron repens) ფესვების აქტივირებული ექსტრაქტი. მცოცავი ჭანგას (Agropyron repens) ფესვები შეიცავს ბევრ აქტიურ ნივთიერებას: ტრიტიცინი, გლუკოზა,მანიტი, აგროპირონი, აგრეთვე რკინას და სხვა მინერალებს.
მცოცავი ჭანგას (Agropyron repens) აქტივირებული ექსტრაქტის დიურეტული თვისება უზრუნველყოფს კენჭების ჩქარ და უმტკივნეულ ელიმინაციას შარდსადენი სისტემიდან.
რენალოფ®-ის გამოყენება გაძლევთ საუკეთესო ეფექტს , როდესაც კენჭი შედგება კალციუმის ოქსალატისგან.


შარდ-კენჭოვანი დაავადება

უპირატესობანი:
დამზადებულია ნატურალური კომპონენტებისგან
ობიექტურად აუმჯობესებს მდგომარეობას
გვერდითი მოვლენების გარეშე
რენალოფ®-ის გამოყენების კლინიკური კვლევა ნეფროლითიაზისა და მიკროლითიაზის მკურნალობისას
დასკვნა:
რენალოფი® მზადდება ბუნებრივი ნივთიერებებისგან და 100 %-ანი ტოლერანტობით. მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ იყო შემჩნეული არავითარი გვერდითი ეფექტები პაციენტებში.
მიუხედავად იმისა რომ კვლევის მიზანი გათვლილი იყო მოკლე პერიოდში (30 დღე), არის ელემენტები, რომლებიც ვარაუდობენ ორ მნიშვნელოვან ფაქტორების არსებობის ზემოქმედებას, რომელთა მიღწევა შესაძლებელია უფრო დიდი ხნით მკურნალობის შედეგად: პროფილაქტიკურ მკურნალობას ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ 30 დღის განმავლობაში იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის ლითიაზი ანამნეზში, შეუძლია რეციდივის აღმოფხვრა.
არის ნიშნები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ რენალოფ®-ით უფრო დიდი ხნით (3-6 თვე) მკურნალობის შედეგად შეიძლება მივიღოთ კალციუმის მასის შემცირების ეფექტი, პროფუზური ლითიაზის შემთხვევაში.
უმთავრესი შედეგები, მიღებული კვლევებით:რენალოფი® თავისი რბილი, ტკივილგამაყუჩებელი შარდმდენი ზემოქმედებით, ხელს უწყობს შარდსადინარში მცირე და საშუალო სიდიდის კენჭების ჩქარ დაშლას.
რენალოფი® წარმოადგენს ძალიან ეფექტურ საშუალებას პიელო-კალციუმის ლითიაზის 5-6 მმ. კენჭების მკურნალობისას, მათი დაშლით და ელიმინაციით.
რენალოფი® მოქმედებს როგორც საუკეთესო ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. აყუჩებს და ამსუბუქებს ტკივილს თირკმლის ტრაქტში, რომელიც დაავადებულია ქრონიკული თირკმლის ლითიაზით. იგივე თვისებები აღინიშნება ანთებითი პროცესების დროს თირკმლის ტრაქტის სხვა არეებში.
რენალოფი® წარმოადგენს ეფექტურ დამატებით სამკურნალო საშუალებას იმ პაციენტთათვის, რომლებიც ღებულობენ დადებით ეფექტს ექსტრა-კორპორალური ლიტოტრიფსიისგან, სწრაფად და უმტკივნეულოდ ლიტოტრიფსიის შედეგად დარჩენილი ფრაგმენტების მოსაცილებლად.


რენალოფი® მიიღება დიდი რაოდენოთ წყლით, ნახევარი საათით ადრე საჭმლის მიღებამდე, 1 კაფსულა 3- ჯერ დღეში . 

აკრძალული კვების პროდუქტების ჩამონათვალი შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობისას
ოქსალინის მჟავას რაოდენობა 100 გრ.-ში
რევანდის (ღჰეუმ) ფესვი 900 მგ
ნიახური 620მგ.
ახალი ისპანახი 320 მგ.
დაკონსერვებული ისპანახი 900 მგ.
კაკაო 500 მგ.
წითელი ჭარხალი 338 მგ.
ოხრახუში 165 მგ.
შოკოლადი 80 მგ.


რენალოფი® – ნატურალი პროდუქტი გვერდითი ეფექტების და უკუჩვენების გარეშე.


რენალოფი® – ნატურალი პროდუქტი გვერდითი ეფექტების და უკუჩვენების გარეშე.

ვიზარსინი 100მგ #4ტ

66.45 ლარი
62.46 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნიუქლინ-ურო #7პაკ

Newclean-Uro

საკვები დანამატი დამატკბობლით,

 პერორალურად მისაღები ფხვნილი პაკეტებში

■ წამლის ფორმა და შეფუთვა:

ფხვნილი პაკეტებში

სუფთა წონა:

1) 7 პაკეტი, ყოველი პაკეტი შეიცავს   3.29 გ ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად (23.03 გ).

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 პაკეტს.

ინგრედიენტები:

 1 პაკეტი
  • D – მანოზა                                                               
  • ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა
 2გ
Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799   

სულ მცირე 

1 • 10 cfu* 


 
*CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

ინგრედიენტები:

D- მანოზა;ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799; მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი; კოწახურის  არომატი: მალტოდექსტრინი, სტაბილიზატორი: მოდიფიცირებული სახამებელი, ადსორბენტი: გლიცერინის ტრიაცეტატი, სტაბილიზატორი: ცხიმოვანი მჟავების მონო – და დიგლიცერიდების მონო და დიაცეტილი ტარტარის მჟავის ეთერები; დამატკბობელი: სტევიოლ  გლიკოზიდები.

კვების ფაქტები

100 გ-ში

1 პაკეტში

   

ენერგეტიკული ღირებულება

   1376 კჯ /329კკალ

  45 კჯ /11კკალ

   

ცხიმები

0.9 გ

-გაჯერებული

          

   

      ნახშირწყლები

67გ

 2.2გ

შაქარი

61გ

2.0გ

საკვები ბოჭკოები

6.0 გ

ცილები

6.9გ

მარილი

6.3 გ

0.21 გ

■ რისთვის გამოიყენება Newclean-Uro?

Newclean-Uro არის საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაში შედის:

  • D- მანოზა;
  • ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae  var boulardii I-3799;

■ როგორ გამოვიყენოთ  Newclean-Uro -ს პაკეტები?

  • ერთი პაკეტის შიგთავსი  გახსენით 100მლ წყალში. მიიღეთ ახლად მომზადებული.
  • Newclean-Uro-ს მიღება რეკომენდირებულია საღამოს, ძილის წინ ცარიელ კუჭზე. დამატებით წყლის მიღება საჭირო არ არის .
  • გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პაკეტი შეიძლება გაიბეროს, რაც ნორმალურია.
  • 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების და მოზრდილების შემთხვევაში: ყოველდღიურად 1 პაკეტი.
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას.
  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი დიეტის  და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.

 

მიღების ჩვენებები:

  • საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და ურეთრის ინფიცირება (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვიტი, ვაგინიტი)
  •  საშარდე გზების ინფექცურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში 
    ბაქტერიურია, პროტეინურია 
  • მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა) 
  • საშარდე გზების ინფექციების რეციდივი 
  • საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები 
  • ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში 
  • უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა) *დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი 
  • დიაბეტური ნეფროპათია. 

 

შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.

პიქტოგრამების მნიშვნელობა:

  • ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
  • ფხვნილი გახსენით წყალში.

■ უსაფრთხოების ზომები

  • აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე ორსულობის  ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.
  • ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე.
  • იშვიათ შემთხვევებში, D- მანოზამ შეიძლება გამოიწვიოს  ხშირი თხელი განავალი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის გახშირება.

■ შენახვის პირობები:

  • შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას,  15-25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში.
  • პროდუქტი შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს PharmaS, Radnička cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU

Pharmas Switzerland.S.A.ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა:   EU

www.pharmas-group.com

Don`t copy text!