Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 150

კალკური #20ტ

შემადგენლობა: ტაბლეტები #20
ფხვნილი: ექსტარქტი:

  • Saxifraga ligulata -150 mg Parmelia perlata-150 mg
  • Boerhaavia diffusa -75 mg Crataeva nurvala-150 mg
  • Saccharum officinarum -75 mg Tribulus terrestris-75 mg
  • Hazarat Yahud Pishti – 37.5 mg Picrorrhiza kurrooa-75 mg
  • Yavakshar -15 mg Tinospora cordifolia-75 mg

კონკრემენტების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორები:
– მემკვიდრული მიდრეკილება
– ენდემიური ფაქტორები (წყალი გაჯერებული მინერალებით)
– საკვებში ა ვიტამინის უკმარისობა
– მეტაბოლური დისბალანსი, დაკავშირებული პურინების ჭარბ მიღებასთან (კაკაო, შოკოლადი..)
– ჰიპერპარათირეოდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია) და ჰიპოკალცემია
– ხანგრძლივი წოლითი რეჯიმი ძვლების და ხერხემლის დაავადებების დროს, პოლიომილელიტი, თირკმლის ტუბულარული აციდოზი (ინტოქსიკაცია მჟავებით), დ ვიტამინის ჭარბი მიღება.
– სისხლში კოლოიდური დისბალანსი.

ბალახეული კომპონენტების ზემოქმედება:
ლიტოტრიფსიული მოქმედება:
Saxifraga ligulata, Crataeva nurvala, Parmelia perlata, Tribulus terrestris, Yavakshar.
ანტიანთებითი მოქმედება:
Tribulus terrestris, Boerhaavia diffusa
დიურეზული მოქმედება:
Yavakshar, Saxifraga ligulata, Boerhaavia diffusa, Saccharum officinarum, Tribulus terrestris
შარდსასქესო გზებში წვის და კრისტალიზაციის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:
Boerhaavia diffusa, Saccharum officinarum, Tribulus terrestris, Yavakshar
კალკური სამკურნალო ეფექტები:
1. ლიტოტრიფსიული მოქმედება ( ქვების დეზინტეგრაცია, დაშლა)
2. დაშლილი ქვების გამოდევნა დიურეზის და საშარდე გზების პერისტალტიკის გაძლიერების ხარჯზე
3. სპაზმოლიზური მოქმედება: თირკმლის კოლიკის სიხშირის შემცირება და უკეთესი ამტანობა( ტკივილის შემსუბუქება)
4. ანტისეპტიკური მოქმედება: სტრანგურიის (მტკივნეული შარდვის) სიხშირის შემცირება, ტემპერატურის ნორმალიზება ცისტიტის და პიელიტის დროს
5. კონკრემენტების განმეორებითი წარმოქმნის პრევენცია (ლიტოტრიფსიის შემდგომ)
6. ორგანიზმის დამცველი ძალების გაძლიერება
ჩვენება:

  • • შარდკენჭოვანი დაავადება
  • • არასპეციფიური ურეთრიტი
  • • შარდ-სასქესო გზების ინფექციები
  • • ქვების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ

დოზირება:
1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
ბავშვებში გამოიყენება 5 წლის ზევით 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში

დეპურატივო 9 ერბე 200მლ ფლ

დეპურატივო 9 ერბე / Depurativo

შემადგენლობა:

• ალოე (ალოე ვერა) გელი ACTIValoeTM) (20%),

• მცენარეული გლიცერინის ექსტრაქტები (არტიშოკი (Cynara scolymus) L.

ფოთლები (არტიშოკი) 6%,

• Silybum marianum L. Gaertner semi (ნარშავი) 5%,

• ბაბუაწვერა ფესვები (ბაბუაწვერა) 4%,

• ოროვანდი. ფესვები (ოროვანდი) 3%,

• ვერბენა ფესვები (ვერბენა) 2%,

• ჭინჭრის ფოთლები L. (ურტიკა დიოიკა) (ჭინჭარი) 2%,

• Juniperus communis L. ნაყოფი (ღვია) 2%,

• არყის ხის L. ფოთლები (არყის ხე) 2%).

• ანისულის 4%

გამოყენების წესი:

14 წლის ზემოთ, ორი კოვზი ჭამის წინ, ან 40 მლ. განაზავეთ (4 სუფრის კოვზის ტოლი)

ნახევარ ლიტრ ნატურალურ წყალში და მიიღეთ დღის განმავლობაში. გამოყენების

ხანგრძლივობა 10 დღე თვეში, 1-3 თვის განმავლობაში.

გამწმენდი 9 მცენარე:

ჩვენებები:

• გასტრიტი

• გასტროენტერიტი

• წყლულოვანი კოლიტი

• ღვიძლის ტოქსიური დაზიანება

• ქრონიკული ჰეპატიტი (არა ვირუსული)

• ღვიძლის ციროზი და სტეატოზი

• ქოლანგიტი

• სანაღვლე გზების დისკინეზია

• შარდ-კენჭოვანი დაავადება

• სხეულის წონის კორექცია

• ქოლეცისტოპანკრეატიტი

შეინახეთ სინათლისგან მოშორებით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. პროდუქტმა, რომელიც ნატურალურია, შეიძლება გაიკეთოს მცირედი დანალექი, რომელიც არანაირად არ იმოქმედებს მის თვისებაზე.

შეფუთვა: 200 მლ. ფლაკონი

დენეფრინი 500მლ ორალ/ხსნ

56.35 ლარი
52.96 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: იენ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბურგეონი 300მლ სიროფი*

Burgeon

(ბურგეონი)

 შემადგენლობა:

პერორალურად მისაღები ხსნარის ყოველი 100 მლ შეიცავს:

Cranberry (Vaccinium macrocarpon)- შტოში (წითელი მოცვი)..500მგ

Betula alba(Betula pendula)-  არყის ხე…………………………………280მგ

Equisetum arvense ( Horsetail)-  მინდვრის შვიტა……………………..500მგ

Opuntia ficus-indica(Prickly pear)- ოპუნცია (კაკტუსი)……………………………170მგ

Arctostaphylos uva-ursi(Bearberry)-დათვის კენკრა…………………………………170მგ

Cynodon dactylon(Bermuda grass)-ბერმუდის ბალახი……………………………..170მგ

Melissa  officinalis ( Lemon balm)-მელისა, სამკურნალო ფოთლები………….170მგ

Rosmarinus officinalis(Rosemary)-როზმარინი, სააფთიაქო ფოთლები……..170მგ

დამხმარე ნივთიერებები:წყალი,სორბიტოლი,ქსილიტოლი,გლიცერინი,ქსანტინი,კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი,ლიმონმჟავა,მარწყვის არომატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბურგეონი  მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.მას გააჩნია  ერთდროულად ნეფროლითოლიზური და ანტიმიკრობული მოქმედება. ნეფროლითოლიზური მოქმედება გამოიხატება თირკმელებში კენჭების დაშლის უნარით.  ასევე გამოყოფს ორგანიზმიდან სხვადასხვა მარილებს(ოქსალატები,ფოსფატები,შარდოვანა).  ანტიმიკრობული თვისება გამოიხატება დამთრგუნველი მოქმედებით თირკმელებში და შარდგამომყოფ გზებში მოხვედრილ პათოგენურ და პირობითპათოგენურ მიკრობების ზრდასა და განვითარებაზე.როგორც კომბინირებული პრეპარატი ბურგეონი  ავლენს დიურეზულ,სპაზმოლიზურ,ლითიოლიზურ,ანთებისსაწინააღმდეგო,ნაღვლმდენ  და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას.

ბურგეონი  აძლიერებს თირკმელების და შარდგამომყოფ სისტემის სისხლით მომარაგებას, ამრიგად ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და შარდმდენ თვისებებს. ბურგეონი შარდში მნიშვნელოვნად ამცირებს კენჭების წარმომქმნელ ელემენტების კონცენტრაციას (კალციუმი,მჟავუნა,ჰიდროქსიპროლინი) და ამაღლებს  კენჭების წარმომქმნელ პროცესის მაინჰიბირებელი ელემენტების დონეს(კალიუმი,ნატრიუმი,მაგნიუმი). შარდგამომყოფ სისტემის ინფექციების დროს ბურგეონი აძლიერებს ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს,ანორმალიზებს შარდის გამოყოფას,ამცირებს ტკივილს და გამწვავების განმეორებით რისკს.

ბურგეონს გააჩნია ორგანიზმის  მიერ კარგი ამტანობა,შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ანტიბიოტიკებთან კომბინაციშიც.

Cranberry—წითელი მოცვი—აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული და შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება პიელონეფრიტის დროს.წითელი მოცვი იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისაგან.მოცვი შეიცავს პროანტოციანიდინის ელემენტებს,რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების ზრდასა და განვითერებას შარდსასქესო სისტემის უჯრედებში.

წითელი მოცვი შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტებს  და გააჩნია ანტისიმსივნური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.

Betula alba—-არყის ხე—-მას გააჩნია შარდმდენი,ნაღვლმდენი,ოფლმდენი,ბაქტერიოციდული,ანტიანთებითი,რეგენერაციული და სისხლის გამასუფთავებელი თვისებები. 

ის გამოიყენება:

შარდკენჭოვანი დაავადების,ქრონიკული გასტრიტის,წყლულისა და კუჭნაწლავის სისტემის სხვა დაავადებების დროს.

როგორს დეზინტოქსიკაციური საშუალება -კანის დაავადებების დროს.

შეშუპებისას ,რომელიც წარმოიქმნება გულის  ან თირკმელების უკმარისობის დროს.

სასუნთქი სისტემის დაავადებების ,პოდაგრა და რევმატიზმის დროს.

Equisetum arvense—მინდვრის შვიტა—-ძალზედ პოპულარული მცენარეა.ის წარმატებით

გამოიყენება თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების დროს,აძლიერებს თირკმელებში გორგლოვან ფილტრაციას, აფერხებს კენჭების წარმოქმნას.

Opuntia ficus-indica—ოპუნცია (კაკტუსი)—გააჩნია სუსტი საფაღარათო თვისება,აუმჯობესებს კუჭის,თირკმელების მდგომარეობას და გამოიყენება როგოც შარდმდენი.

Arctostaphylos uva-ursi—–დათვის კენკრა—ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და  დეზინტოქსიკაციურ თვისებებს შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი გზების ანთების დროს. დათვის კენკრა ასუფთავებს შარდგამომყოფ გზებს ბაქტერიებისგან და ანთების პროდუქტებისგან.

Cynodon dactylon—–ბერმუდის ბალახი—გააჩნია დიურეზული თვისებები.შარდმდენი ეფექტი გამოიხატება დილატაციური მოქმედებით თირკმელების სისხლძარაღვებზე. გამოიყენება შარდის ბუშტის პაპილომას დროს,პიელონეფრიტის,თირკმლკენჭოვანი დაავადების,პროსტატის ჰიპერტროფიის და იმპოტენციის დროს.

Melissa officinalis—მელისა–გამოიყენება კენჭების წარმოქმნისას ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში.

Rosmarinus officinalis—–როზმარინი—-მსუბუქი მოქმედების დიურეტიკია.

ძალზედ ეფექტურია შეშუპებისას.მეცნიერებმა შეისწავლეს როზმარინის  ექსტრაქტის შარდმდენი  მოქმედება თირკმელებზე და დაადგინეს,რომ  როზმარინის ექსტრაქტის ყოველდღიურმა მიღებამ სითხის სახით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თირკმელების ფუნქციონირება, გააძლიერა შარდის გამოყოფა და ასევე შეინარჩუნა ორგანიზმისთვის  აუცილებელი მიკროელემენტები ( Na,Ka,Cl).ეს მნიშვნელოვანია, რადგან  ჩვეულებრივ დიურეტიკებს შეუძლიათ გამოდევნონ ორგანიზმიდან  აუცილებელი მიკროელემენტები.

ჩვენებები:

  • თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა.
  • წვრილი უროლითიაზი.
  • კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ.
  • პოდაგრა.
  • შარდგამომყოფი გზების ინფექციები:ცისტიტი,ურეთრიტი,პიელონეფრიტი.
  • დიზურიული მოვლენები
  • შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.
  • სპასტიკური კოლიტი.
  • ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე(მედიკამენტოზური,ალკოჰოლური,ნარკოტიკული და კვებითი ინტოქსიკაციები)

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.ადრე პერორალურად.

სამკურნალო დოზა:

სკოლამდელი ასაკის ბავშვები…….  5მლ 3 ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვები……………… 5-10 მლ 3 ჯერ დღეში  

მოზრდილები……………………………25 მლ 3 ჯერ  დღეში

ორსულები……………………………….20 მლ 3 ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი 2-4 კვირა,დოზირება და მკურნალობის კურსი კორეგირდება ექიმის მიერ.

განსაკუთრებული მითითებები:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოდ დოზა შემდეგ მიღებაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:ორსულობის დროს პირველ ტრიმესტრში გამოიხატება გულისრევის შეგრძნება,ღებინება,რომელიც გამოწვეულია ჰორმონების მაღალი დონით სისხლში,ასევე ძლიერდება გაღიზიანებადობა,.აღზნებადობა,,ძლიერდება  ჰორმონალური დატვირთვა გულზე,თირკმელებზე და მთლიანად ორგანიზმზე.

იმისათვის რომ მოვახდინოთ პრევენცია ზემოდ ჩამოთვლილი მოვლენებისა ექიმები  ორსულობის დროს გვირჩევენ ბურგეონს.

ორსულებში  და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები: არ აქვს გამოხატული რეკომენდირებული დოზების მიღებისას.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე  სინათლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:

300მლ პერორალურად მისაღები ხსნარი  მუქი ფერის შუშის ფლაკონში,პლასტიკური მზომი ჭიქით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

Made in EU by Fortex Nutraceuticals LTD

Sofia 1362,str Proxladen,Bulgaria

On behalf  of  RICH PHARMA –United Kingdom

DISTRIBUTED BY RICH PHARM

ალოპურინოლი 100მგ #50ტ

ალოპურინოლი
ტაბლეტები 0.1 გ

სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ალოპურინოლი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0.1 გ ალოპურინოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ალოპურინოლი – პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც თრგუნავს შარდმჟავასა და მისი მარილების სინთეზს ორგანიზმში.

ჩვენებები.
ალოპურინოლი გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ჰიპერურიკემია, პირველადი და მეორადი პოდაგრისას, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას ურატების წარმოქმნით, პირველადი და მეორადი ჰიპერურიკემიისას, რომელიც არის პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც ახლავს ნუკლეოპროტეიდების გაძლიერებული დაშლა და შარმჟავას შემცველობის მომატება სისხლში, სხვადასხვა ჰემობლასტომების ჩათვლით (მწვავე ლეიკოზი, ლიმფოსარკომა და სხვ.), სიმსივნეების ციტოსტატური და სხივური თერაპიის, ფსორიაზის, კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მასიური თერაპიის დროს. არსებობს მონაცემები ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ (სეროტონინის ბიოსინთეზის მომატება).

უკუჩვენებები.
თირკმლის უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილე გამოყენებისას.
მანქანებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
ალოპურინოლის გამოყენებისას ჰემობლასტით, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით (მეტოტრექსატი, მერკაპტოპურინი და სხვ.) მკურნალობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლი არა მხოლოდ თრგუნავს ხსენებული პრეპარატების ენზიმატურ ჟანგვას და აძლიერებს მათ სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ ტოქსიკურობას. ამიტომ მათი დოზები უნდა შემცირდეს (50%-მდე).
ალოპურინოლის ზეგავლენით ასევე შესაძლებელია არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, ანტიპირინის, დიფენინის, თეოფილინის ეფექტების (მათ შორის არასასურველი) გაძლიერება, ვინაიდა მათი ინაქტივაცია ღვიძლში ნელდება.
ამპიცილინის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კანზე გამონაყარის გაჩენის რისკი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ფუროსემიდის, ეტაკრინის მჟავას ზემოქმედებით მცირდება ალოპურინოლის ანტიჰიპერურიკემიული მოქმედება, ვინაიდან ეს პრეპარატები  იწვევენ შარდმჟავას დონის მომატებას სისხლის შრატში.
ალოპურინოლის დანიშვნა რკინის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები.
გასათვალისწინებელია, რომ ალოპურინოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მე-3-4 დღეს ურიკოზურიისა და ურიკემიის მაჩვენებლები უბრუნდება საწყის მაღალ დონეს, ამიტომ მკურნალობა ხანგრძლივი უნდა იყოს. პრეპარატის მიღებათა შორის 2-3 დღეზე ხანგრძლივი ინტერვალი სასურველი არ არის.
პრეპარატი ფრთხილად მიიღება თირკმლის არამკვეთრად გამოხატული უკმარისობისას (მოზრდილებში დოზით არა უმეტეს 0.2 გ დღეში). ალოპურინოლის გამოყენებისას დიურეზი მოზრდილებში უნდა შენარჩუნდეს არა ნაკლებ 2 ლ დღე-ღამეში. შარდის რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალური ან ტუტე სუსტი, რათა არ მოხდეს კონკრემენტების წარმოქმნა. ამისათვის ალოპურინოლი ინიშნება შარდის მაალკალიზირებელ პრეპარატებთან ერთად.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლო პოდაგრული ართრიტის შეტევების პროფლაქტიკისათვის შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან კოლხიცინის გამოყენება (მოზრდილებში 0.5 მგ 3-ჯერ დღეში).
ალოპურინოლით თერაპიის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სისტემატური კონტროლის ჩატარება.

გამოყენების წესი და დოზები.
ალოპურინოლი გამოიყენება  პერორალურად ჭამის შემდეგ.
დოზები დგინდება სისხლში შარდმჟავას შემცველობის რაოდენობის მიხედვით. დღე-ღამის მინიმალური თერაპიული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.1 გ, მაქსიმალური – 0.8 გ. ჩვეულებრივ, ზომიერი ჰიპერურიკემიისას (70-100 მგ/ლ-მდე) მოზრდილებში ინიშნება 0.2-0.4 გ დღე-ღამეში 2-3 კვირის განმავლობაში 1-2-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა (0.2-0.3 გ დღე-ღამეში 2-3 მიღებაზე).
პოდაგრის მძიმე ფორმების დროს და მაღალი ჰიპერურიკემიის დროს (80-100 მგ/ლ-ზე მეტი) მოზრდილებში ინიშნება (არა უმეტეს 0.2 გ მიღებაზე) 0.6-0.8 გ-მდე დღეში 2-4 კვირა, ამის შემდეგ ხდება შემანარჩუნებელ დოზებზე გადასვლა (0.1-0.3 გ დღეში), რომლებიც ხანგრძლივად მიიღება, რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკისათვის სიმსივნეების სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიის დროს დღე-ღამის საშუალო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 0.4 გ. პრეპარატი მიიღება 2-3 დღით ადრე თერაპიის დაწყებამდე (ან ერთდროულად) და მიღება გრძელდება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სპეციფიური თერაპიის დასრულების შემდეგ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დღე-ღამის დოზით 5 მგ/კგ; 6-10 წლის – 10 მგ/კგ დღე-ღამეში, 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 4-5 მგ/კგ სხეულის წონაზე (2-ჯერ დღეში, 10-დღიანი კურსებით მათ შორის 1.5-2-თვიანი შესვენებებით).
თუ პრეპარატის დროული მიღება გამოტოვებულია, მაშინ ალოპურინოლის დოზა აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად. თუ შემდეგი მიღება დაგეგმილია 12 საათში ან მეტი, მაშინ ალოპურინოლი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, ხოლო შემდეგი დოზა – დადგენილ დროს. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა 12 საათზე ნაკლები, მიღება გამოტოვებული უნდა იქნეს, ხოლო შემდეგ მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა წარმოიშვას ღებინება, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, ოლიგურია. მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი და სასწრაფოდ ექიმთან მიმართვა.

გვერდითი ეფექტები.
ალოპურინოლს ახასიათებს კარგი ამტანობა. პოდაგრის დროს მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს გამწვავება, დაკავშირებული შარდმჟავას მობილიზებასთან პოდაგრული კვანძებიდან და სხვა დეპოებიდან. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები – ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, დიარეა; ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი, ცხელება, ართრალგია; სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ – ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია; ნერვული სისტემის მხრივ – ნევრიტები, ძილის დარღვევა, დეპრესია, ამნეზია.

ვარგისიანობის ვადა.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, სინათლისაგან  დაცულ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 5 დანაყოფებიანი შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი.
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.

კარდოლაქსი 50მგ #30ტ

11.90 ლარი
11.19 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: მაგისტრა რუმინეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ადენურიკი 120მგ #28ტ

155.60 ლარი
146.26 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: მენარინი-ვონ ჰეიდენ გმბჰ ბერ.ჰ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კარდოლაქსი 25მგ #30ტ

9.36 ლარი
8.80 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: მაგისტრა რუმინეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ადენურიკი 80მგ #28ტ

149.88 ლარი
140.89 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: მენარინი-ვონ ჰეიდენ გმბჰ ბერ.ჰ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კაპტოპრილი-HCTდენკ50/25მგ#100ტ

49.77 ლარი
46.78 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!