Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 165

გამალიზინი H 10მგ/12.5მგ #20ტ

შემადგენლობა :
ტაბლეტები.
ლიზინოპრილი 10მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი 12.5მგ
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა,
სახამებელი,
პოლოვინილპიროლიდონი
მაგნიუმის სტეარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აგფ ინჰიბიტორი დიურეტიკთან ერთად, ჰიპოტენზიური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გამალიზინი-H-ში შემავალი ლიზინოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში. პრეპარატში შემავალი ორი აქტიური ნივთიერების: ლიზინოპრილის Aდა ჰიდროქლორთიაზიდის ერთად მოქმედება აძლიერებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს ამცირებს მიოკარდიუმზე დატვირთვას და ლიზინოპრილით მონოთერაპიის დროს ქსოვილების შესაძლო შეშუპების საშიშროებას, ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის შემცირების გამო.
ჩვენება: გამალიზინ-H გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; – თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; – მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; – აზოტემია; – ჰიპერკალიემია; – პირველადი ალდოსტერონიზმი; – აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; – კვინკეს შეშუპება; – ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და ხანგრძლივობით, რომელსაც ის დაადგენს.
ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ(ლიზინოპრილის შესაბამისს). ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად – ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შენახვის პირობები და ვადა
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 20 ტ ბლისტერში, მოთავსებული კოლოფში, ახლავს ანოტაცია
მწარმოებელი:
შ.პ.ს. “გამა” საქართველო
ტელ: 2-10-99-16

ლუბრიკანტი One Touch HOTRo75მლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ს/მც-სიმინდის ულვაში 50გ(ფარკ)

4.50 ლარი
4.32 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ფარკონი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბლოკორდილი 50მგ #20ტ

11.70 ლარი
11.00 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლუბრიკანტი One Touch Aloe75მლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ს/მც-სიმინდის ულვაში 50გ

1.23 ლარი
1.18 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: დესა საქართველო

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბლოკორდილი 25მგ #20ტ

5.45 ლარი
5.12 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლომექსინი 600მგ #2კაფს ვაგინალ

ლომექსინი 

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ ან 600 მგ ფენტიკონაზოლის ნიტრატს;
დამხმარე ნივთიერებები (200 მგ კაფსულები): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი;
დამხმარე ნივთიერებები (600 მგ-იანი კაფსულები): თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.


მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების, კანდიდას გვარის, საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზების მიმართ.


ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების კანდიდოზი (ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, თეთრდაშლა).


კაფსულა თავსდება საშოში ღრმად წოლით მდგომარეობაში, ძილის წინ, ერთჯერადად. მკურნალობის კურსი – 3 დღე, თუ სიმპტომები კვლავ რჩება, 3 დღე-ღამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის გამოყენება. განმეორებითი ინფეცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა წაისვას ლომექსინის კრემი სასქეზო ორგანოზე და მის ირგვლივ.


ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.


პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


ინახება სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.


ურეცეპტოდ.

ს/მც-ორკბილას ბალახი 50გ

1.48 ლარი
1.42 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლომექსინი 2% 78გ კრემი ვაგინალ

ლომექსინი 

შემადგენლობა 

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1გრ კრემი შეიცავს 20გრ ფენტიკონაზოლის ნიტრატს; 
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ჰიდროგენიზური ლანოლინი, ნუშის ზეთი, ცხიმოვანი მჟავის პოლიგლიკოლური ეთერი, ცეტილის სპირტი, გლიცერილმონოსტეარატი, ნატრიუმის ედეტატი, სუფთა წყალი


მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების (Trichophiton, Microsporum, Epidermophiton), Pityrosporum orbicular, Poval, Candida-ს გვარის საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.


სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი, ბაქტერიული და შერეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა


ლომექსინი ადგილობრივად გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში (დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით). კრემი ნაზად შეიზილება წინასწარ დაბანილ და მშრალ დაზიანებულ უბნებზე, სასურველია ღამით. აუცილებლობის შემთხვევაში კრემის გამოყენება შესაძლებელია დილითაც. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია მიკროორგანიზმის სახეობასა და დაზიანებული უბნების ზომაზე. განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიურებმა ერთდროულად უნდა გამოიყენონა ლომექსინი.


იშვიათად: წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გადის. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.


პრეპარატის კომპონენტების მმიმართ მომატებული მგრძნობელობა.


ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.


ურეცეპტოდ.

Don`t copy text!