13.05 ლარი
12.27 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
13.05 ლარი
12.27 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 2% ხსნარი საინექციო
(Solutio Lidocaini hydrochloridi 2% pro injectionibus)
ATC კოდი: N01BB02 C01BB01
INN: Lidocain hydrochloride
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო, ანტიარითმული საშუალება.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ ლიდოკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს ძლიერ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეებს, როგორიცაა: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი ანესთეზია. გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: კუნთში შეყვანისას ხდება პრეპარატის პრაქტიკულად სრული ადსორბირება სწრაფი გადანაწილებით. პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 60-80%. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, აქტრიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებიდან ძირითადად მეტაბოლიტების სახით, 10% უცვლელი ფორმით.
ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. ანტიარითმული საშუალების სახით-სხვადასხვა გენეზის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური (ი/მ) ინექციები ადგილობრივი ანესთეზიისთვის. მაქსიმალური დოზა 300მგ/სთ (დაახლოებით 4,5 მგ/სთ კგ წონაზე). ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ყელ-ყურის პრაქტიკაში დოზირების რეჟიმს ადგენენ ინდივიდუალურად.
ინტრავენური (ი/ვ) ინექციების გზით გამოიყენება როგორც ანტიარითმიული საშუალება. საშუალო ერთჯერადი დოზა 1მგ/კგ წონაზე.
წინააღმდეგჩვენება: სინუსური კვანძის სისუსტე, ატრიოვენრტიკულური ბლოკადა, ძლიერი ბრადიკარდია, ღვიძლის მძიმე დაავადებები, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ტრემორი, იშვიათ შემთვევებში კრუნჩხვები, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენების დროს).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, ტაქიკარდია. ალერგიული რექციები: კანის გამონაყარი, დაფოთვლა, იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის დაავადებების, დასუსტებული და ხანდაზმული ავადმყოფების შემთხვევებში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებისას. ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ბარბიტურატები ამცირებენ, ხოლო ბეტა-ადრენობლოკატორები და მაო-ინჰიბიტორები აძლიერებენ ლიდოკაინის თერაპიულ ეფექტს.
საძილე და სედატიური პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. მორფინთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის ანალგეზიურ ეფექტს.
პრენილამიდთან ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 2მლ 2% საინექციო ხსნარი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი, ტელ/ფაქსი: (995 32) 238 34 59
ლაზიქსი
(LAZIX)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ფუროსემიდი…………………………………………………………………40 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 და 50 ც.
1 მლ 1 ამპ.
ფუროსემიდი……………………………………………….10 მგ 20 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიურეზული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-მდე 6-8 სთ-ს შემდეგ.
ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.
არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.
ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.
უკუჩვენებები
– მწვავე გლომერულონეფრიტი;
– თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;
– ღვიძლის კომა;
– ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა -3 წელი.
Aventis pharma limited India

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
19.04 ლარი
17.90 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ლიდოცაინუმ, 2-დიეთილამინო-2,6-აცეტოქსილიდიდი ჰიდროქლორიდი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მსუბუქად შეფერილი ხსნარი.
შემადგელობა:
1მლ 2% ხსნარი შეიცავს ლიდოკაინ ჰიდროქლორიდს (გადათვლით უწყლო ნივთიერებაზე) 20მგ-ს;
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1მ ხსნარი, საინექციო წყალი.
1მლ 10% ხსნარი შეიცავს ლიდოკაინ ჰიდროქლორიდს (გადათვლით უწყლო ნივთიერებაზე) 100მგ-ს;
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1მ ხსნარი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინექციო წყალი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საანესთეზიო საშუალება. საშუალება ადგილობრივი ანესთეზიისათვის. Iბ კლასის ანტიარითმული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომლის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახის ანესთეზია (ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი). ლიდოკაინ ჰიდროქლორიდს გააჩნია ასევე ანტიარითმული აქტივობა (Iბ კლასის ანტიარითმული საშუალება). იგი იწვევს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, ნატრიუმის არხების ბლოკირებას, ზრდის მემბრანების განვლადობას კალიუმის იონებისათვის, თუმცა გამტარობა არ ირღვევა, იგი აჩქარებს უჯრედული მემბრანების რეპოლარიზაციის პროცესს, ამცირებს მიოკარდიუმის მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას და ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს.
როგორც ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, იგი არ მოქმედებს სუნთქვაზე, არ გააჩნია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა. პარენტერული გამოყენებისას აბსორბცია დამოკიდებულია შეყვანის ადგილზე და დოზაზე. მაქსიმალური კონცენტრაცია პრეპარატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას აღინიშნება 3-5 წუთის შემდეგ, კუნთებში შეყვანისას _ 30-45 წუთის შემდეგ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. ხანგრძლივი ინფუზიის დროს _ 24-48 საათი _ ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება 3 საათამდე. მუდმივი ინფუზიისას (წინასწარი საწყისი მაღალი დოზის შეყვანის გარეშე) თერაპიული ეფექტური კონცენტრაცია (2-6მკგ/მლ) აღინიშნება 5-9 საათის შემდეგ. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 50-60%-ს. იგი ნაწილდება სწრაფად (ნახევრადგამოყოფის პერიოდი _6-9წუთი) ფილტვებში, ღვიძლში, კუნთებში და ცხიმოვან ქსოვილში. პრეპარატი გაივლის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად (დედის სისხლში კონცენტრაციის 40%).
პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში (90-95%) მიკროსომალური ფერმენტების მეშვეობით ამინოჯგუფების დეზალკილირებით და ამიდების კავშირის გაწყვეტით. მას გააჩნია ~პირველი გავლის~ ეფექტი. წარმოქმნილი მეტაბოლიტები ნაწილობრივ ინარჩუნებენ ფარმაკოლოგიურ აქტივობას. ღვიძლის დაავადებების დროს მეტაბოლიზმის ინტენსივობა მცირდება და შეადგენს ნორმალური სიდიდის 50%-დან 10%-მდე. პრეპარატი ელიმინირდება ნაღველით და თირკმლებით (10%-მდე უცვლელი სახით). თირკმელების უკმარისობისას შესაძლოა მეტაბოლიტების კუმულაცია. მეტაბოლიზმის დროს პარაამინობენზოინის მჟავა არ წარმოიქმნება. შარდის მჟავიანობა ხელს უწყობს ლიდოკაინის ელიმინაციის გაძლიერებას.
ჩვენება:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ინიშნება ანესთეზიისათვის (ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურალური, სპინალური) სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების, სპეციალური მანიპულაციების (ინტუბაცია და სხვა) და ინსტრუმენტული გამოკვლევების (ბრონქოეზოფაგოსკოპია და სხვა) დროს, ასევე როგორც ანტიარითმული საშუალება პარკუჭოვანი ექტრასისიტოლიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (განსაკუთრებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის) დროს.
დოზირება და მიღების წესი:
მხრის და გავის ძვლის წნულის ანესთეზიისათვის ინიშნება 2% ხსნარის 10მლ. თითების, ცხვირის, სასქესო ორგანოს _ 2-3მლ 2%-ი ხსნარი. გამტარი ანესთეზიისათვის _ 5-10მლ 2% ხსნარი.
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა სისხლძარღვებში.
ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად ტრაქეის ინტუბაციის, ბრონქოეზოფაგოსკოპიის, პოლიპების მოსაცილებლად, ჰაიმორის წიაღის პუნქციის დროს ინიშნება 2% ხსნარის 20მლ.
ლიდოკაინი ჰიდროქლორიდის ხსნარი ინიშნება ადრენალინთან ერთად. მაქსიმალური დოზის განმეორებითი შეყვანა დღეღამის განმავლობაში დაუშვებელია.
ადრენალინი უზრუნველყოფს პრეპარატის შეწოვის შემცირებას და მისი მოქმედების პროლონგირებას. საანესთეზიო საშუალების უშუალო გამოყენების წინ ლიდოკაინი ჰიდროქლორიდის ყოველ 10 მლ ხსნარს უმატებენ 0,1% ადრენალინის ჰიდროქლორიდის 1 წვეთს, არაუმეტეს 5 წვეთისა სრულ მოცულობაზე.
კარდიოლოგიაში ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შეადგენს 1-2მგ-ს სხეულის წონის 1კგ-ზე, არაუმეტეს 100მგ-სა. შესაძლოა ამ დოზის განმეორებითი შეყვანა 3-5 წუთიანი ინტერავლით, საერთო დოზა შეადგენს 300მგ-ს. ინტრავენურად წვეთოვანი სახით შეჰყავთ 20-55მკგ/კგ-ზე ერთ წუთში (არაუმეტეს 2მგ ერთ წუთში) იზოტონურ ხსნარში ან რინგერის ხსნარში: ინტრავენური წვეთოვანის შეყვანა ტარდება ნაკადური შეყვანის შემდეგ. ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 24-36 საათს.
კუნთებში შეჰყავთ 2-4მგ/კგ-ზე ყოველ 4-6 საათში ერთხელ (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა _ 200მგ) შეჰყვათ დუნდულოში ან დელტოიდურ კუნთში.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოუსვენრობა, ეიფორია, ყურებში შუილი, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, მაღალი დოზებით გამოყენებისას _ დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები ვითარდება პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას, რომლის დროსაც აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა და ტაქიკარდია.
პრეპარატის მოხსნის შემდეგ სუსტად გამოხატული გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (განსაკუთრებით მოხუცებულ ავადმყოფებში), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარკუჭში შეყვანილია ზონდი სტიმულაციისათვის), გამოხატული ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენური შოკი, ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობა, მძიმე მიასთენია, ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში). ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (მხოლოდ მკაცრი ჩვენებების მიხედვით), ბავშვებში 12 წლამდე ასაკის.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სახის მიმიკური კუნთების კრუნჩხვები, რომლებიც გადაიზრდება საყრდენ-მამოძრავებელი კუნთების ტონიკო-კლონურ კრუნჩხვებში, დისპნოე, ბრადიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, კოლაფსი, მშობიარობის დროს გამოყენებისას ახალშობილებში ვითარდება ბრადიკარდია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, აპნოე. ინტოქსიკაციის პირველი ნიშნების განვითარებისას (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ეიფორია) პრეპარატის შეყვანა წყდება. მკურნალობა: პაციენტი იმყოფება ჰიროზონტალურ მდგომარეობაში; ტარდება ოქსიგენოთერაპია, ინტრავენურად შეჰყავთ 10მგ დიაზეპამი. ტონიკო-კლონური კრუნჩხვებისას რეკომენდებულია ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა.
გამოყენების თავისებურება:
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას ანესთეზიის მიზნით რეკომენდებულია 1 საათით ადრე ბარბიტურატების პროფილაქტიკური შეყვანა. არტერიული წნევის დაცემის შემთხვევაში პრეპარატის ინტრავენური გამოყენებისას, შეჰყავთ სიმპათომიმეტური საშუალება, ბრადიკარდიის დროს ინიშნება ინტრავენურად 0,5-1მგ ატროპინი, აუცილებლობისას ხორციელდება ავადმყოფის ინტუბაცია, შემდგომი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით, ტარდება რეანიმაციური ღონისძიებები.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლძარღვებით მდიდარი ორგანოების ადგილობრივი ანაესთეზიისათვის (მაგალითად, კისრის არე ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის დროს), ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზებით.
სისხლმიმოქცევის დარღვევისას, არტერიული ჰიპოტენზიის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მცირე დოზებით.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა პაციენტმა თავი შეიკავოს მოქმედებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში, საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება; რეკომედენდებულია კანქვეშა სინჯის ჩატარება მომატებული მგრძნობელობის დასადგენად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ციმეტიდინი და პროპანოლოლი ამცირებენ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ღვიძლის კლირენსს (მეტაბოლიზმის შემცირება, რაც გამოწვეულია შესაბამისად ღვიძლის სისხლმიმოქცევის შემცირებით და მიკროსომული ჟანგვის ინჰიბირებით), ასევე მატულობს ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი ( მათ შორის სიყრუე, ძილიანობა, ბრადიკარდია, პარესთეზიები და სხვა). ბარბიტურატები, ფენიტოინი, რიფამპიცინი (ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები) იწვევენ უკურეაქციას, რამაც შეიძლება მოითხოვოს პრეპარატის დოზის მომატება.
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას აიმალინთან, ფენიტოინთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, ამიოდარონთან შესაძლოა უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული დანიშვნა ზრდის ბრადიკარდიის განვითარების რისკს. არ არის რეკომენდებული ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ერთდროული დანიშვნა შემდეგ პრეპარატებთან: საგულე გლიკოზიდებთან _ კარდიოტონური ეფექტის შესუსტების გამო; კურარესმსგავს პრეპარატებთან _ კუნთების რელაქსაციის გაძლიერების გამო.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის და ნოვოკაინამიდის ერთდროული გამოყენება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას, ჰალუცინაციებს.
ჰექსენალის ან თიოპენტალ-ნატრიუმის ინტრავენური შეყვანა ლიდოკაინი ჰიდროქლორიდის მოქმედების ფონზე იწვევს სუნთქვის დათრგუნვას. მაო-ს ინჰიბიტორების ზემოქმედებით შესაძლოა პრეპარატის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების გაძლიერება. ავადმყოფებში, რომლებიც იღებებნ მაო-ს ინჰიბიტორებს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი პარენტერულად არ ინიშნება.
ლიდოკაინი ჰიდროქლორიდის და პოლიმიქსინი B –ს ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ავადმყოფის სუნთქვის ფუნქცია.
ლიდოკაინი ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენებისას საძილე და სედაციურ საშუალებებთან შესაძლოა გაძლიერდეს მათი დამთრგუნველი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშევებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობა 3 წელი.
გაცემა: რეცეპტით.
შეფუთვა:
2მლ 2% და 10% საინექციო ხსნარი ამპულებში #5X2, #10 კონტურულ სეფუთვაში; #10 მუყაოს კოლოფებში.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
ბიოსტიმულატორი; ოდესა
33.70 ლარი
31.68 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ნოვარტის იტალია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
25.75 ლარი
24.20 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ნოვარტის იტალია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ემკორ 10
(BISOPROLOL)
გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
ემკორ 10-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ბისოპროლოლის ფუმარატის 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
სელექციური ბეტა1-ადრენობლოკატორი შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობისა და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტის გარეშე. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა (მოსვენებისა და დატვირთვის დროს) და გულის წუთმოცულობას, დარტყმითი მოცულობის შემცირების გარეშე. თრგუნავს ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და თირკმლების მიერ რენინის სეკრეციას. ახასიათებს ანტიარითმიული, ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედება.
შიგნით მიღების შემდეგ ბისოპროლოლი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე და შეადგენს 90%-ს. Cmax მიიღწევა 1-3 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 30%. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი უმნიშვნელოდაა გამოხატული. T1/2 შეადგენს 10-12 საათს.
ჩვენება
– არტერიული ჰიპერტენზია;
– გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
– გულის ქრონიკული უკმარისობა.
უკუჩვენება
კარდიოგენული შოკი, II და III ხარისხის AV გამტარობის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ბრადიკარდია (პულსი წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები), არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 90 მმ.ვწყ.სვ); ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა და ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორების (გარდა მაო-B) მიღება, ბისოპროლოლისადმი და ბეტა-ადრენობლოკატორებისადმი მაღალი მგრძნობელობა. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როცა საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა ნაკლები 100 მმ.ვწყ.სვ) დროს.
უსაფრთხოების ზომები
ბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება ფსორიაზით დაავადებულებში, ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზის არსებობის დროს, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის ფაზაში, ალერგიული რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში. ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ბისოპროლოლი მხოლოდ ალფა-ადრებლოკატორების მიღების შემდეგ გამოიყენება.
ქირურგიული ჩარევების დროს საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება ბისოპროლოლით მკურნალობის თაობაზე.
ბისოპროლოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამონაკლის შემთხვევაში, ორსულებში ბისოპროლოლის გამოყენების აუცილებლობისას, მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე საჭიროა პრეპარატის მოხსნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილებში ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპოგლიკემიის განვითარება და სუნთქვის დათრგუნვა. თუ პრეპარატის მოხსნა შეუძლებელია, სავალდებულოა ახალშობილის მდგომარეობის 72 საათიანი კონტროლი.
ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა ყურადრების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.
ბისოპროლოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებისა და ჰიპოტენზიური თვისების მქონე პრეპარატების მოქმედებას.
ბისოპროლოლმა რეზერპინთან, ალფა-მეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლოა გამოხატული ბრადიკარდია გამოიწვიოს. ბისოპროლოლის მიღების ფონზე არ ინიშნება ვენაში საინიექციო კალციუმის არხის ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები. ერგოტამინის წარმოებულების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების გაძლიერება გამოიწვიოს. ინსულინისა და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების ერთდროული მიღებისას ძლიერდება მათი მოქმედება.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რაც ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტენზიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებით ვლინდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5-10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა – 10 მგ-ს. დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
გულის ქრონიკული უკმარისობის (სტაბილიზაციის ფაზაში – უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე გამწვავების გარეშე) სამკურნალოდ რეკომენდებულია შემდეგი დოზირება: საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, მეორე კვირიდან ინიშნება ყოველდღე 2.5 მგ დღეში ერთხელ, მესამე კვირიდან – ყოველდღე 3.75 მგ დღეში ერთხელ, მეოთხე კვირიდან მერვე კვირის ჩათვლით – ყოველდღე 5 მგ დღეში ერთხელ, შემდეგ ყოველდღე – 7.5 მგ, მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია მაქსიმალური დოზის – 10 მგ-ის დანიშვნა.
ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე დასაშვებია ექიმმა შეცვალოს დოზირების რეჟიმი.
რეკომენდებულია პრეპარატი დაინიშნოს დილით უზმოზე ან საუზმის დროს, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ შეიძლება, მკურნალობის კურსი წყდება დოზის თანდათანობით შემცირების გზით. მკურნალობის ხანგრძლივობას ყოველთვის ექიმი განსაზღვრავს.
გვერდითი მოვლენები
თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა;
მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში;
ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყრის არსებობა.
წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 2.5 მგ, 5 მგ და 10 მგ, შეფუთვაში 30 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)