33.25 ლარი
31.26 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
33.25 ლარი
31.26 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
39.99 ლარი
37.59 ლარი
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: ინტერნეშენელ ჰელს სოლუშენ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
24.00 ლარი
22.56 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: არგის ილაჩ სანაი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
14.95 ლარი
14.05 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
34.60 ლარი
32.52 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექსი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
25.00 ლარი
23.50 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: არგის ილაჩ სანაი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
3.90 ლარი
3.74 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ურინალი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს – შტოში NutriCran® (Vaccinium macrocarpon), 200 მგ., შტოში CystiCran® 3 მგ. (Vaccinium macrocarpon).
შტოშის ექსტრაქტში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია 57300 ცოცხალ კენკრაში მათი შემცველობის ექვივალენტურია. შტოშის უნიკალური, დაპატენტებული გადამუშავების მეთოდის წყალობით, მიიღება უმაღლესი ხარისხის და აქტიური ნივთიერებების პროანტოციანიდინების მაღალი შემცველობის მქონე ექსტრაქტი CystiCran®.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Escherichia coli-ს P ფიმბრიების ექსპრესიას, რითაც ხელს უშლის ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდ-რეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია. ანტიოქსიდაციური – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით E ვიტამინზე ძლიერია. პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა. ნეფროპროტექცია – ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას გამოყოფას.
ჩვენება
ცისტიტი და სხვა საშარდე გზების ინფექციები და ანთებითი პროცესები.
ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის. პრევენციას უწევს საშარდე გზების ქრონიკული ინფექციის რეციდივების განვითარებას, რომელსაც განსაკუთრებით ადგილი აქვს ასაკოვან ქალებში. პაციენტებში, რომლებიც არიან შარდის კათეტერიზაციასთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის განვითარების ალბათობას და საშარდე გზების ინფექციის სიხშირეს.
Commission E და ESCOP რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას შარდსასქესო ტრაქტის საირიგაციო საშუალებად; ESCOP ასევე, რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას, როგორც დამატებით საშუალებას, შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.
ურინალის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ანტიბიოტიკებთან კომბინირებულ თერაპიაში. ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის ეფექტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ურინალის შემადგენელი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გამოიყენება ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის.
გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს.
უკუჩვენება
შტოშის შემცველობის გამო თირკმელებში ოქსალატური კენჭის არსებობისას ურინალი არ ინიშნება.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
შტოში პროტონული ტუმბოს მაინჰიბირებელ საშუალებებთან პარალელურად დანიშვნისას ზრდის ვიტამინ B12-ის შეწოვას; შტოში ვარფარინთან დანიშვნისას მიზანშეწონილია INR კონტროლი.
ურინალი ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს.
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
ნორმოდიპინი
NORMODIPINE
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ამლოდიპინი 5,0მგ; 10,0მგ
დამხმარე ნივთიერება:
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსილ-მეთილ-ამილოპეკტინი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება
ფორმა:
ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს.
ჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია;
გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
ალერგიული რეაქციები დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ისრადიპინი).
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხამგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ჩვეულებრივად ინიშნება 5მგ-იანი 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 10მგ-მდე დღეში (10მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში), რადგან პრეპარატის ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებულია ექიმის მონიტორინგი.
მკურნალობა პრეპარატით წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნება წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად: დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.
გამოყენების თავისებურება:
ღვიძლის დაავადების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა წარმოებს მოსალოდენლი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ.
პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს მათი ურთიერთქმედება, ამიტომ სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-300C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის ვადა: 3 წელი
შეფუთვა:
5მგ და 10მგ ტაბლეტები #30
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი
28.54 ლარი
26.83 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო