Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 193

უროსტრონგი #30ტ

შემადგენლობა:

შტოში Cranberry  500 მგ
ინულინი (Cichorium intybus) 400 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:
შტოშის ექსტრაქტი შეიცავს ბიოფლავანოიდებს, პროანტოციანიდინებს, ტრიტერპენოიდებს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, PP ვიტამინს. მიკროელემენტებს: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, თუთია. შტოში Aარის K1 ვიტამინის წყარო. შტოშის ექსტრაქტი ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შეუძლია შეცვალოს შარდის pH ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო. შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.Coli-ის მიმართ. შტოშს ასევე ახასიათებს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება. შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. აქვს ასევე სპაზმოლიზური მოქმედება.
ინულინი არის ბუნებრივი პრებიოტიკი, რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი ფერმენტატიული ჰიდროლიზის გზით წარმოიქმნება ფრუქტოოლიგოსაქარიდები. ფრუქტოოლიგოსაქარიდები წარმოადგენენ ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების ზრდის სელექტიურ იდეალურ ზრდის სტიმულატორს.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ინულინი ასევე ახშობს პათოგენური ფლორის – ბაქტეროიდების, კლოსტრიდიების, ლისტერიების, შიგელების, სალმონელების, კუჭნაწლავის ჩხირის გამრავლებას. ინულინი აძლიერებს Ca, Mg, Fe-ის ათვისებას, ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს. ამას გარდა ინულინი ანელებს გლუკოზის შეწოვის პროცესს, რითიც უზრუნველჰყოფს გლუკოზის დონის და ინსულინის მკვეთრი ცვალებადობის თავიდან აცილებას სისხლში. ინულინი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას.

უროსთრონგი ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენებები:

  • შარდსასქესო გზების ინფექციები(ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ვულვიტი, ვაგინიტი).
  • თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა.
  • წვრილი უროლითიაზი( პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა).
  • დიაბეტური ნეფროპათია.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
უკუჩვენება: ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია,ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შტოშის მიმართ.
დოზირება: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: : INTERNATIONAL HEALTH SOLUTIONS, დიდი ბრიტანეთი.

პერამი 8მგ/10მგ #30ტ

40.00 ლარი
37.60 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: არგის ილაჩ სანაი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტურბო გელი 100მლ გელი

33.25 ლარი
31.26 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ველტფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

უროსტრონგი #15ტ

39.99 ლარი
37.59 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ინტერნეშენელ ჰელს სოლუშენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პერამი 4მგ/5მგ #30ტ

24.00 ლარი
22.56 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: არგის ილაჩ სანაი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტროქსერუტინი 300მგ #50კაფს

14.95 ლარი
14.05 ლარი

ქვეყანა: ბულგარეთი

მწარმოებელი: სოფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

უროსეპტინი #30კაფს

34.60 ლარი
32.52 ლარი

ქვეყანა: ბულგარეთი

მწარმოებელი: ფორტექსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პერამი 4მგ/10მგ #30ტ

25.00 ლარი
23.50 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: არგის ილაჩ სანაი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტროქსერუტინი 2% 40გ გელი

3.90 ლარი
3.74 ლარი

ქვეყანა: ბულგარეთი

მწარმოებელი: სოფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ურინალი #30ტ

ურინალი

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს – შტოში  NutriCran® (Vaccinium macrocarpon), 200 მგ., შტოში CystiCran® 3 მგ. (Vaccinium macrocarpon).

შტოშის ექსტრაქტში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია 57300 ცოცხალ კენკრაში მათი შემცველობის ექვივალენტურია. შტოშის უნიკალური, დაპატენტებული გადამუშავების მეთოდის წყალობით, მიიღება უმაღლესი ხარისხის და აქტიური ნივთიერებების პროანტოციანიდინების მაღალი შემცველობის მქონე ექსტრაქტი  CystiCran®.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Escherichia coli-ს P ფიმბრიების  ექსპრესიას, რითაც ხელს უშლის  ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდ-რეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია.  ანტიოქსიდაციური – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით E ვიტამინზე ძლიერია. პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა. ნეფროპროტექცია – ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას გამოყოფას.


ჩვენება
ცისტიტი და სხვა საშარდე გზების ინფექციები და ანთებითი პროცესები.

ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის. პრევენციას უწევს საშარდე გზების ქრონიკული ინფექციის რეციდივების განვითარებას, რომელსაც განსაკუთრებით ადგილი აქვს ასაკოვან ქალებში. პაციენტებში, რომლებიც არიან შარდის კათეტერიზაციასთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის განვითარების ალბათობას და საშარდე გზების ინფექციის სიხშირეს.

Commission E და ESCOP რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას შარდსასქესო ტრაქტის საირიგაციო საშუალებად;  ESCOP ასევე, რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას, როგორც დამატებით საშუალებას,  შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.

ურინალის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ანტიბიოტიკებთან კომბინირებულ თერაპიაში. ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის ეფექტს. 


ორსულობა და ლაქტაცია
ურინალის შემადგენელი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გამოიყენება ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის.


გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს. 


უკუჩვენება
შტოშის შემცველობის გამო თირკმელებში ოქსალატური კენჭის არსებობისას ურინალი არ ინიშნება.


ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
შტოში პროტონული ტუმბოს მაინჰიბირებელ საშუალებებთან პარალელურად დანიშვნისას ზრდის ვიტამინ B12-ის შეწოვას; შტოში ვარფარინთან დანიშვნისას მიზანშეწონილია INR კონტროლი.

ურინალი ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს.

 

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.


შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С.


აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

Don`t copy text!