Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 195

ტრენტალი 0.1გ #60დრ

ტრენტალი
(Trental)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
პენტოქსიფილინი……………………………………100 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ   1 ამპ.
პენტოქსიფილინი……………………………..20 მგ 100 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრენტალი აღადეგენს სისხლისმიმოქცევის დარღვევებს, ერითროციტების დეფორმაციის შეცვლილ უნარზე მოქმედებით. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს. მკურნალობის შედეგი დასტურდება პერიფერიული ობტურაციული არტერიული დაავადების  მძიმე სიმპტომების რეგრესიით. დადგენილია თვალის ცირკულატორული  და შიგნითა ყურის დარღვევების,  ასევე ცერებრო-ვასკულური  დაავადებების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვენებები
ტაბლეტები:
პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავთ თავის ტვინის სისხლის მომარაგების დარღვევა, ასეთებია: მეხსიერების დარღვევა და ყურადღების გამახვილების შესუსტება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი და ყურებში ხმაური.
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური განეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა), თვალის არეში სისხლის მომარაგების დარღვევა, ძარღვების დეგენერაციული პროცესების და დაქვეითებული მხედველობის შედეგად.
საინექციო ხსნარი:
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა).
ცერებრალური ცირკულატორული დარღვევები (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი, როგორიცაა: ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა,  მეხსიერების დაქვეითება), იშემიური და პოსტაპოპლექსიური მდგომარეობები.
თვალის და შიგნითა ყურის ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც თვალის და ყურის  დეგენერაციული ვასკულური პროცესის შედეგია.

დოზირების რეჟიმი
თუ არ არის სხვა დანიშნულება, დასაწყისში ტრენტალის 2 ტაბლეტს სამჯერ დღეში, შემდგომ კი უკვე შემანარჩუნებელ დოზას 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში ნიშნავენ.
გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად სითხის მიყოლებით.
ავადმყოფებში, რომლებსაც დაბალი ან მერყევი სისხლის წნევა ან თირკმლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, მიზანშეწონილია დოზის ადაპტაცია.
ტრენტალის გამოყენება შეიძლება ვენაში ინფუზიის ან ინექციის გზით.
ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, ვენაში ინფუზიური მკურნალობის უპირატესობა, როგორც ყველაზე ეფექტური და ადვილად გადასატანი მკურნალობა. შესაძლებლობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალობის ამ მეთოდს.
პარენტერულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება ტრენტალ 400-ის დანიშვნა.
ინფუზიური მკურნალობა:
პრეპარატის ვენაში შეყვანა სისხლძარღვოვანი დაავადების სიმძიმის, ავადმყოფის წონის და ამტანობის ფაქტორის გათვალისწინებით შემდეგი სქემით  ხორციელდება:
დილით და საღამოს ვენაში პენტოქსიფილინის 200-300 მგ (100 მგ პენტოქსიფილინის  შეემცველი 5 მლ-იანი 2 ან 3 ამპულა) შეყვანა  საინფუზიო ხსნარის 250 ან 500 მლ-თან ერთად 120-180 წუთის განმავლობაში.
საღამოს შეყვანის შემდეგ დამატებით ინიშნება ტრენტალ 400 რეტარდის 2 დრაჟე. თუ დილის და საღამოს შორის დიდი ინტერვალია, ორი რეტარდიდან ერთის გამოყენება შეიძლება შუადღისას. როდესაც სამედიცინო პერსონალი და ამტანობის ფაქტორები მხოლოდ ერთი ინფუზიის საშუალებას გვაძლევენ, რეკომენდებულია 3 რეტარდ დრაჟე: 2 სადილობისას  და 1 საღამოს (ვენაში შეყვანის შემდეგ) – 24 საათიანი წვეთოვანი ინფუზია შეიძლება გახდეს საჭირო. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მოსვენების მწვავე ტკივილებით, განგრენით და წყლულებით (III და IV სტადია ფონტეინით).
როგორც წესი, პარენტერალური ტრენტალის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს პენტოქსიფილინის 1200 მგ-ს, ხოლო ინდივიდუალური დოზის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით შეიძლება: პენტოქსიფილინის 0.6 მგ ერთ საათში ავადმყოფის 1 კგ წონაზე. დღეღამური დოზა ამ ფორმულით 70 კგ-ზე არის პენტოქსიფილინის 1000 მგ და პენტოქსიფილინის 1500 მგ 80 კგ-ზე. საინფუზიო ხსნარის მოცულობის დადგენა ხდება თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით და შეადგენს 1000-1500 მლ-ს.
ინექციური მკურნალობა:
ვენაში ინექცია: ინექციური მკურნალობისათვის არსებობს 5 მლ-იანი ამპულები, რომლებიც პენტოქსიფილინის 100 მგ-ს შეიცავს. შეყვანა უნდა წარიმართოს ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში.
ვენაში ინექციის გამეორება არ შეიძლება უშუალოდ პირველი შეყვანის შემდეგ.
დამხმარე და შემდგომი თერაპია:
ტრენტალი 400-ის პერორალური ფორმის დამატებით დანიშვნა შეიძლება ვენაში ინფუზიის და ინექციური თერაპიისას. მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შეიძლება პერორალური გზით.
გამოყენება:
საინფუზიო და ინექციის დრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, შეიძლება შემდეგი საინფუზიო ხსნარების გამოყენება:
ფიზიოლოგიური ხსნარი, რინგერის ხსნარი, ლევულოზის 5% ხსნარი, გლუკოზის ხსნარი და ასევე სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარები.
შეყვანამდე აუცილებელია ყველა ცალკეულ შემთხვევაში თითოეულ ხსნართან შეთავსებადობის სინჯის გაკეთება.
ავადმყოფებში, ჰიპოტენზიით და ცირკულატორული დისტონიით, ინექციის და საინფუზიო თერაპიის დაწყება ნელ-ნელა ხდება, ვინაიდან ყველა იმ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის დინებას აძლიერებენ შეუძლიათ დროებითი ჰიპოტენზიის განვითარება, რომელიც კოლაფსში გადადის, და ერთეულ შემთხვევებში- სტენოკარდიის განვითარება.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას, რის დროსაც თავი უნდა ავარიდოთ დიდი რაოდენობით სითხის გამოყენებას.
თირკმლების უკმარისობით დაავადებულებში საჭიროა  სამკურნალო საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა..

გვერდითი მოვლენები
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ. სიმძიმე კუჭის არეში, გადავსების შეგრძნება, გულსრევა, ღებინება, ფაღარათი), თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში განაპირობებს მკურნალობის შეწყვეტას. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ძილის დარღვევა და მოუსვენრობა. იშვიათად, კერძოდ მომატებული დოზის შემთხვევაში, აღინიშნება სახის სიწითლე და სიმხურვალე (ალები), გულის რითმის  დარღვევა (მაგ. ტაქიკარდია), გულის არეში მოჭერის შეგრძნება (მაგ. გულის ანგინა) ან არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან პრეპარატი მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება და კანის ადგილობრივი შესიება (ანგიონევროზული შეშუპება) აღინიშნება ძალიან იშვიათად და როგორც წესი წამლის მოხსნის შემთხვევაში სწრაფად ქრებიან. ინდივიდუალურ შემთხვევებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შოკის განვითარებამდეც კი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ტრენტალით მკურნალობის დროს, ანტიკოაგულანტების გამოყენების ან არ გამოყენებისას, ან პრეპარატების, რომლებიც თრომბოციტების აგრეგაციას თრგუნავენ, აღინიშნება სისხლჩაქცევები (მაგ. კანში, ლორწოვან გარსში, კუჭში, ნაწლავში).კავშირი ასეთი სისხლჩაქცევებისა და ტრენტალის მიღებას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ მისი სრულიად უარყოფაც არ შეიძლება.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენებები
ტრენტალი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პენოქსილინისადმი ჰიოერმგრძნობელობა; ბადურაში მასიური სისხლჩაქცევების დროს, რომელსაც დიდი ზედაპირი უკავია.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტრენტალის მიღების ჩვენებების დადგენა მკაცრად უნდა განხორციელდეს, თანმხლები მოვლენების სპექტრის გათვალისწინებით.
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტრენტალით მკურნალობისას ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს. ასეთ დროს უნდა მოხდეს დოზის ადაპტირება.
ტრენტალის მაღალი დოზების პარენტერალურად გამოყენებამ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომლებიც ინსულინით ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით  მკურნალობენ, შეიძლება ამ პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება გამოიწვიოს. ასეთ დროს ტრენტალით მკურნალობის დროს საჭიროა ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების  დოზის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა -5 წელი.

Aventis PHARMA Limited INDIA

უზნაძე-მჭედლიშვილის მ-მოN1 40გ

5.45 ლარი
5.12 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: მჭედლიშვილი-ჰიპოკრატე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტოქსივენოლი150მგ+1.5მგ/3მლ#10ა

75.05 ლარი
70.55 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტოქსივენოლი 300მგ/3მგ #30ტ

62.53 ლარი
58.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტრიპტან ფორტე #30კაფს

ტრიპტან ფორტე

 

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 

150 მგ 5-ჰიდროქსიტრიპტოფანს (5-HTP)

0.35 მგ B6 ვიტამინს 

0,275 მგ B1 ვიტამინს 

აქტიური ნივთიერებების მოქმედება

5-ჰიდროქსიტრიპტოფანისა და B ჯგუფის ვიტამინების კომბინაცია აძლიერებს გუნება-განწყობის მდგომარეობას ნერვული სისტემის დარღვევების და მათი შედეგების დროს. 

სხეულში 5-ჰიდროქსიტრიპტოფანისგან წარმოიქმნება სეროტონინი – აქტიური ნივთიერება, რომელზეც დამოკიდებულია განწყობა, მუშაობის უნარი, დადებითი ემოციები, ძილის რითმი. 

5-ჰიდროქსიტრიპტოფანი ეფექტურად აუმჯობესებს განწყობას და ძილს, ამცირებს თავის და კუნთების ტკივილს, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგანაც მადას თრგუნავს. 

5-HTP აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს შაკიკის და ფიბრომიალგიის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.  

ბოლო სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ ავადმყოფებში შაკიკით განისაზღვრება მაო-ს (მონოამინოოქსიდაზას) აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ახდენს სეროტონინის გახლეჩას. ეს დამტკიცებულია ავადმყოფებში  შაკიკით შარდში სეროტონინის მეტაბოლიტების აღმოჩენის შემდეგ (5-HIAA). თავდაპირველად ითვლებოდა, რომ შარდში მეტაბოლიტების აღნიშვნა განპირობებულია სეროტონინის მომატებული რაოდენობით, მაგრამ მოგვიანებით გაკეთებული იქნა დასკვნა, რომ ყველაფერი პირიქით არის – სეროტონინის გახლეჩა ხდება არანორმალურად სწრაფად. ითვლება, რომ სეროტონინის მცირე რაოდენობა ამცირებს ტკივილის ზღურბლს ავადმყოფებში შაკიკით. 5-HTP ასევე ამცირებს შაკიკით გამოწვეული ტკივილის სიხშირესა და სიძლიერეს. 

5-HTP აუმჯობესებს ძილს. 

მელატონინი მნიშვნელოვანია ძილისათვის. სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ 5-HTP ამოკლებს ჩაძინების დროს და ამცირებს ღამით გამოღვიძების რაოდენობას. 

5-HTP ხელს უწყობს წონის შემცირებას. 

არსებობს მონაცემები, რომ 600-900 მგ 5-HTP ამცირებს ცხიმების შეთვისებას და ასტიმულირებს წონის დაკარგვას. 3 თვის განმავლობაში შეიძლება 5 კგ-ით გახდომა. 

B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ცენტალური ნერვული სისტემის კარგი მუშაობისათვის, ეფექტურად მოქმედებენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლაზე. 

რეკომენდაციები გამოყენებისათვის: 

• ძილის დარღვევებისას, ცუდი განწყობის დროს. 

• ტვინის ნორმალური აქტივობისა და მთელი ნერვული სისტემის კარგი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 

• კომპლექსურ თერაპიაში შაკიკის დროს. 

დოზირება: 

განწყობის გაუმჯობესებისათვის გამოიყენება თითო კაფსულა დღეში ერთხელ. 

ძილის გასაუმჯობესებლად გამოიყენება თითო კაფსულა საღამოს. 

უფრო მაღალი დოზის მიღება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

გაფრთხილება

იმ პირებმა, ვინც იყენებს ანტიდეპრესანტებს ან ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებს, საჭიროა  ჩაიტარონ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. 

მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. 

შეფუთვა: 30 კაფსულა. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ტრეატაპროსტი 250მლ სუსპ

51.99 ლარი
48.88 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: გრანდ მედიკალ პოლონეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მოდიპინი 10მგ #30ტ

20.15 ლარი
18.94 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სტაზექსი 75მგ #10ტ GMP

სტაზექსი
Clopidogrel

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიაგრეგანტები

შემადგენლობა
სტაზექსის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – კლოპიდოგრელის 75 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი. კლოპიდოგრელი ამორჩევითად აბლოკირებს ადენოზინდიფოსფატის(ადფ) მიერთებას თრომბოციტების შესაბამის რეცეპტორებთან, ასევე – ადფ-ის მოქმედებით გამოწვეული GPIIb/IIa კომლექსის აქტივაციას.
კლოპიდოგრელი ასევე აინჰიბირებს სხვა აგონისტებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ადფ-ით გამოთავისუფლებული თრომბოციტების აქტივობის ბლოკადით მიიღწევა.
კლოპიდოგრელი შეუქცევადად უერთდება თრომბოციტების ადფ-რეცეპტორებს და შესაბამისად თრომბოციტები არააქტურნი ხდებიან ადფ-ის მიმართ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენის სისწრაფე შეესაბამება მათი განახლების სისწრაფეს.
თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვნად დათრგუნვის ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღების პირველივე დღიდან, იგი ძლიერდება და სტაბილურ მდგომარეობას აღწევს 3-7 დღის შემდეგ. ყოველდღიურად კლოპიდოგრელის 75 მგ მიღებისას, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების საშუალო მაჩვენებელი 40-60%-ია. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო საწყის მაჩვენებლებს უბრუნდება პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტიდან საშუალოდ 5 დღის შემდეგ.
კლოპიდოგრელს ახასიათებს კორონაროგამაფართოებელი მოქმედება. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების დროს, პროცესის ლოკალიზაციის მიუხედავად, (ცერებროვასკულური, კარდიოვასკულური თუ პერიფერიული დაზიანება) ხელს უშლის ათეროთრომბოზის განვითარებას.
კლოპიდოგრელი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას. ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც პლაზმაში მოცირკულირე შენაერთების 85%-ს შეადგენს, არააქტიურია. აქტიური მეტაბოლიტი კლოპიდოგრელის 2-ოქსი-კლოპიდოგრელამდე დაჟანგვით და მისი შემდგომი ჰიდროლიზით მიიღება. აქტიური მეტაბოლიტი პლაზმაში არ აღინიშნება.

ჩვენება

იშემიური დარღვევების პროფილაქტიკა პაციენტებში ათეროსკლეროზული ცვლილებით, მათ შორის:
– მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერიოდში, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს;
– მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში ST-სეგმენტის სიმაღლის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე) აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში.

უკუჩვენება
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
– მწვავე სისხლდენა, გამოწვეული პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით;
– ჰიპერფიბრინოლიზი;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
– არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
– ტუბერკულოზი;
– ფილტვის კიბო;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
– 18 წლამდე ასაკის პაციენტები (არ არის დადგენილი უსაფრთთხოება და ეფექტურობა);
– პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს (ღვიძლის ან თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა), ტრავმებისა და ოპერაციის წინა პერიოდში.

უსაფრთხოების ზომები

სისხლდენის განვითარებისა და ჰემატოლოგიური ხასიათის გვერდითი მოვლენების რისკის არსებობის გამო, კლინიკური სიმპტომების გამოვლინებისთანავე საჭიროა სისხლისა (თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტების ფუნქციური აქტივობის ტესტები და სხვა) და ღვიძლის ფუნქციური აქტივობის ანალიზების ჩატარება.
ქირურგიული ჩარევების წინ კლოპიდოგრელი უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 7 დღით ადრე. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლდენის (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და თვალშიდა სისხლდენა) რისკით.
პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კლოპიდოგრელით მკურნალობის ფონზე სისხლდენის ნებისმიერი გამოვლინებისთანავე მიმართონ ექიმს.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა (პათოლოგიური Q-კბილით) და იშემიური ინსულტის დროს კლოპიდოგრელით მკურნალობის დაწყება დაავადების მწვავე პერიოდში არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა არ მოქმედებს კლოპიდოგრელის ეფექტზე, ხოლო კლოპიდოგრელი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროულად ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
კლოპიდოგრელი არ ცვლის ჰეპარინის მოთხოვნილებასა და სისხლის შემდედებელ სისტემაზე მის მოქმედებას. ასევე არ ახდენს გავლენას ჰეპარინი კლოპიდოგრელის მაინჰიბირებელ ეფექტზე. თუმცა, ამ ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის და Mმათი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს.
კლოპიდოგრელისა და ფიბრინოლიზური საშუალებების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოება ბოლომდე დადგენილი არ არის, ამიტომ მათი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს.
კლოპიდოგრელისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენება მოსალოდნელი სისხლდენის განვითარების გამო არ არის რეკომენდებული.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები(ასას) კლოპიდოგრელთან კომბინაციაში მოითხოვს სიფრთხილეს.
კლოპიდოგრელი კლინიკური მნიშვნელობის გავლენას არ ახდენს ატენოლოლზე, ნიფედიპინზე, ფენობარბიტალზე, ციმეტიდინზე, ესტროგენებზე, დიგოქსინზე, თეოფილინზე, ფენიტოინზე, ტოლბუტამიდსა და ანტაციდურ საშუალებებზე.
გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება.
კლოპიდოგრელით მკურნალობის პირველ კვირაში სისხლის ანალიზი ტარდება კლოპიდოგრელისა და აცეტილსალიცილის მჟავას, ასას-ს, ჰეპარინის, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბოტორების ან ფიბრინოლიზური საშუალებების კომბინაციის შემთხვევაში. ასევე – პაციენტებში სისხლდენის რისკით, დაკავშირებული ტრავმებთან, ქირურგიულ ჩარევებსა და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან.
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას არ არის დადგენილი სერიოზული გვერდითი მოვლენები. გახანგრძლივებული სისხლდენის დროის სწრაფი კორექციის მიზნით, რეკომენდებულია თრომბოციტული მასის გადასხმა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება 75 მგ(1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მწვავე კორონარული სინდრომით შეპყრობილ პაციენტებში შთ-სეგმენტის სიმაღლის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე) მკურნალობა იწყება ერთჯერადი დოზით 300 მგ(4 ტაბლეტი), შემდეგ გრძელდება 75 მგ(1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად).
ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზით გამოყენება სისხლდენის განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, აცეტილსალიცილის მჟავას რეკომენდებულმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 100 მგ-ს.
პრეპარატით მკურნალობა ინფარქტის გადატანის შემდეგ იწყება რამდენიმე დღიდან – 35 დღის პერიოდში, ხოლო იშემიური ინსულტის შემთხვევაში – 7 დღიდან 6 თვემდე პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ: სისხლჩაქცევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რომელიც ძალიან იშვიათად მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, უფრო ხშირად – ჰემატომები, ჰემატურია ან სისხლჩაქცევა კონიუნქტივაში;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: აბდომინალური ტკივილი, დისპეფსია, გასტრიტი, ყაბზობა, ფაღარათი ან გულისრევა;
დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები;
ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის მხრივ: იშვიათად ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა;
ძალიან იშვიათად ვლინდება: ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 75 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით!

ტონიფიბი #60ტ

44.39 ლარი
41.72 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მოდიპინი 5მგ #30ტ

12.60 ლარი
11.84 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!