Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 197

რეპარონი #10რექტ.სუპოზ.

შემადგენლობა 

რეპარონის სანთლების შემადგენლობა:
– აქტიური კომპონენტი: თითოეული სანთელი შეიცავს E. Coli (სტერილური) 0,66 მილიარდ ვაქცინას.
– სხვა ინგრედიენტები: თხევადი ფენოლი, მყარი ცხიმი, საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, გამოხდილი წყალი.
როგორ გამოიყურება რეპარონის სანთლები და რა შედის შეფუთვაში
თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის, უსუნო ან დამახასიათებლი, ოდნავ მოტკბო სუნის მქონე, მოგრძო ფორმის სანთელი.
კოლოფში მოთავსებულია 10 სანთელი PVC/PE ფირფიტაზე.


რა არის და რისთვის გამოიყენება რეპარონის სანთლები
რეპარონის სანთლების აქტიური ინგრედიენტია მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის სტიმულაციას (ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა), აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. რეპარონის სანთლები გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, ეგზემა (კანის ანთება, რომელსაც ახასიათებს ქავილი, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების წარმოქმნა), ნახეთქები ანუსის გარშემო.
რეპარონის სანთლების გამოყენებამდე
რეპარონი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– რეპარონის სანთლების რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერსენსიტიურობის) დროს.

თუ ექიმისგან სხვა მითითება არ გაქვთ, დაიბანეთ და ამის შემდეგ ერთი სანთელი მოათავსეთ სწორ ნაწლავში, გამოიყენეთ დღეში 1 ან 2-ჯერ.
– მოარიდეთ პრეპარატი თვალის არესა და პირის ლორწოვან გარსს. ყოველი გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები. პრეპარატის ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
– რეპარონის სანთლებმა შეიძლება საცვლების დალაქავება გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ საფენების გამოყენებას.
ასაკოვანი პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ასაკოვანმა პაციენტება სანთლები უნდა გამოიყენონ ჩვეულებრივი წესით.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
18 წლამდე ასაკის შემთხვევაში სანთლების გამოყენება იზღუდება.
რეპარონის სანთლების ჭარბი გამოყენების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
პრეპარატის გადაყლაპვამ (ბავშვების მიერ) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მუცლის ტკივილი, გულისრევა). დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! 
თუ თქვენ დაგავიწყდათ რეპარონის სანთლების გამოყენება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულებისამებრ. 
თუ თქვენ შეწყვიტეთ რეპარონის სანთლების გამოყენება
თუ თქვენ შეწყვეტთ რეპარონის სანთლების გამოყენებას რეკომენდირებულ დროზე ადრე, შეიძლება სიმპტომები გაუარესდეს. მკურნალობის ხანგრძლივობის დასაზუსტებლად მიმართეთ თქვენს ექიმს. 
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რეპარონის სანთლებსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი (1-10 პაციენტში 10 000-დან):
იშვიათად აღინიშნება კანის ჰიპერსენსიტიური (ალერგიული) რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება). ჭინჭრის ციების შემთხვევაში აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. თუ გამონაყარი ძლიერია და მთელ სხეულზე ვრცელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მძიმე სიმპტომების თავიდან ასაცილებლად!
დაუზუსტებელი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია):
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი სიწითლე, ქავილი, კანის აქერცვლა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, შეწყვიტეთ სანთლების გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
რეპარონის სანთლების სწორად გამოყენებისას სხვა არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
აქ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეპარონის სანთლების გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური მონაცემები არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტში კონსერვანტის სახით არსებული ფენოლის შემცველობა, აქამდე გამოყენებულ ხსნარებთან შედარებით, ძალიან დაბალია, არც დედისთვის და არც ბავშვისთვის საფრთხე მოსალოდნელი არაა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
რეპარონის სანთლები არ არღვევს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარს.


შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილის, შესახებ.
თუ თქვენ სწორად იყენებთ რეპარონის სანთლების, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია.
რეპარონის სანთლების პრეზერვატივთან ერთად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ამ უკანასკნელის დამცველობითი უნარი.


შეინახეთ მაცივარში (2℃-8℃). დატენიანების თავიდან ასაცილებლად შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
ნუ გამოიყენებთ რეპარონის სანთლებს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მუყაოს კოლოფზეა აღნიშნული. მოხმარების ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო რიცხვში.
ნუ გამოიყენებთ რეპარონის სანთლებს, თუ შეამჩნიეთ გაფუჭების რაიმე ნიშანი (მაგალითად, ფერის შეცვლა).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამედიცინო პრეპარატებს ნუ გაატანთ კანალიზაციის წყალს და ნუ გადაყრით საოჯახო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გადაყრის საშუალებების შესახებ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. საჭირო ზომების მიღებით გარემოს დაბინძურებისგან დაიცავთ.

ტეტესეპტი ხველ/საწ.#19კანფ

8.99 ლარი
8.45 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ტეტესეპტ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კორიპრენი 10მგ/10მგ #28ტ

34.00 ლარი
31.96 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: რეკორდატი ინდუსტრია იტალია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რელიფი ულტრა #12სუპოზ

რელიფ ულტრა

(RELIEF® ULTRA)

რექტალურის უპოზიტორიები

 

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

არ აქვს

სავაჭრო დასახელება

რელიფ ულტრა

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები.

აღწერილობა

თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, ტორპედოს მსგავსი ფორმის, გაუმჭვირვალე სანთლები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები (1 სუპოზიტორია შეიცავს):

ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10 მგ, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 11მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, კალციუმის გაუწყლოებული ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალება.

ათქ კოდი: CO5AA

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროკორტიზონის აცეტატი – გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ქავილის ინტენსივობას.

თუთიის სულფატის მონოჰიდრატი – ხელს უწყობს ჭრილობების და ეროზიების შეხორცებას.

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომატიკური საშუალება არაგართულებული ჰემოროის კომპლექსური თერაპიისას, ანალური ნახეთქების და ეროზიის, პროქტიტის დროს.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

თბილი წყლით ანალური ხვრელის გარშემო მიდამოს წინასწარი დაბანის შემდგომ, დაზიანებული უბანი სუფთავდება დატენიანებული, რბილი საფენით, სიფრთხილით მშრალდება ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ქსოვილით. სუპოზიტორიის შეყვანამდე აუცილებელია მას მოშორდეს დამცავი პლასტიკური გარსი.  სუპოზიტორია შეჰყავთ სწორ ნაწლავში, თითო სუპოზიტორია დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა – 7 დღემდე.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი), ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

გვერდითი მოვლენების აღმოჩენისთანავე, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში, აუცილებელია  სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული ინფექცია პრეპარატის შეყვანის უბანში, ანორექტალური ზონის ახალწარმონაქმნები, ტუბერკულოზი, იცენკო-კუშინგის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები, ჰიპერნატრიემია, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), ორსულობა და ლაქტაცია.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის ისეთი სისტემური ეფექტების გამორიცხვა, როგორიც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის აწევა, კუნთების სისუსტე, უძილობა, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერნატრიემია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, იმუნური სისტემის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ეროზია და წყლული, ოსტეოპოროზი.

ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა სიმპტომატიკურია.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმების, გულის რიტმის დარღვევის, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის,  ოსტეოპოროზის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა ენდოკრინული პათოლოგიების დროს, პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების დროს, თუ მოსალოდნელი თერაპევტული ეფექტი აღემატება გვერდითი მოქმედების პოტენციურ რისკს ან ძირითადი დაავადების გართულებას.

არ გამოიყენოთ სუპოზიტორია დამცავი პლასტიური ფენის დაზიანებისას ან მისი არარსებობისას.

მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. პრეპარატის შემადგენლობაში ჰიდროკორტიზონის არსებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ ეფექტებზე, როგორიცაა არამკაფიო მხედველობა და ცენტრალური სეროზული ქორიორეთინოპათია.

პრეპარატის მიღების დროს  ანალური ხვრელიდან უწყვეტად უხვი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არ არსებობის დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს.

მეთილპარაბენჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემადგენლობის გამო, შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები.

ურთერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა შაქრის დონის დამწევ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ბარბიტურატებთან, შარდმდენებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მისი გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენებაბავშვებში

სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ტრანსპორტისმართვასა ან მექანიზმთან მუშაობაზეგავლენა

არ მოქმედებს ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმის ტარებაზე.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

2 სტრიპი 6-6 სუპოზიტორიით და ფურცელ – ჩანართით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ,

პეტერ მერიან შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია

 

ინსტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს, იტალია.

ტეტესეპტი ხველ/ს.ვიტ.C#15კანფ

8.99 ლარი
8.45 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ტეტესეპტ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კო-ვამლოსეტი10/160/25მგ#30ტ

56.81 ლარი
53.40 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: კრკა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რელიფი მალამო 28.4გ ტუბ

რელიფი (RELIEF®)

 

 

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება

არ არსებობს.

სავაჭრო დასახელება

რელიფი

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური მალამო

აღწერილობა

ყვითელი მალამო უცხო ნივთიერების გარეშე, სუსტი დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ/გ

დამხმარე ნივტიერებები: მინერალური ზეთი, ვაზელინი, მითილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216),  უწყლო ლანონილი, ბენზოის მჟვა (E210), სიმინდის ზეთი, გლიცეროლი, ლანოლინური სპირტები, მყარი პარაფინი (58/60), ქონდრის ზეთი, ვიტამინ E, თეთრი ცვილი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სხვა საშუალებები ბუასილისა და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისათვის. ათქ კოდი: C05AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტურ საშუალებას, ავლენს სისხლძარღვთა ადგილობრივ შემავიწროვებელ მოქმედებას, რომელიც ამცირებს eqsudaciას, ქსოვილების შეშუპებას, ანორექტალურ მიდამოში ქავილს.

მიღების ჩვენებები

როგორც სიმპტომატიკური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, პერიანალური ქავილის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს გარკვეული ნაწილი აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გაამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში. 12 წლამდე ბავშვებში – ექიმის მითითებით.

დოზა, რომელიც გამოიყენება ბუასილის თვითმკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში, დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს (1გ მალამო შეიცავს 2.5მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს). არ არის რეკომენდებული აღნიშნული დოზის გადამეტება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოქმედებები

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიალური წნევა.

იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჯვარედინი ტიპის რეაქციები ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ქავილით, ანგიონევროტული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.

ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შფოთვის შეგრძნება, შემოტევის შესაძლო განვითარება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, კანზე გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადასცეთ პრეპარატის  არასასურველ რეაქციებზე ინფორმაცია არასასურველ რეაქციათა (მოქმედებათა) მონაცემების ბაზაში, მათ შორის ინფორმაციაც სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

უკუჩვენებები

პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისისტოლური დარღვევები, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის განვლადობის დარღვევები, თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან (მაო) ერთდროული მიღება ან ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში მისი ერთდროული მიღება.

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილებას.

ზედოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გული მიდამოში, გულისცემა, სუნთქვითი დარღვევები, ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიხოზი ჰალუცინაციებით, საერთო სისუსტე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ოლიგურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის სიწითლე, სიცივის შეგრძნება კიდურებში, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის მიწოდების დაქვეითება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში სისხლის მიწოდების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, გულის მომატებული მუშაობა რაც განპირობებულია საერთო პერიფერიული წინააღმდეგობით. მკურნალობა სიმპტომატიკურია.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის დაავადებით, კუჭქვეშა ჯირკვლის, შარდის გამოყოფის (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში), სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის მერე, მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.

პრეპარატის გამოყენების დროს უკანა ტანიდან უხვი სისხლდენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არ გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად (მნიშვნელობა არ აქვს ამ პრეპარატების შეყვანის გზებს), ასევე ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან (ბეტა-ადრენობლოკატორები) ატროპინის სულფატი ბლოკავს ფენილეფრინისგან გამოწვეულ რეფლექტორულ ბრადიკარდიას და ზრდის ვაზოპრესორულ რეაქციას ფენილეფრინზე. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია და გამოკვეთილი ბრადიკარდია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის ბლოკადა.

სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალება რელიფი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან მიმართებაში, პრეპარატებთან რომელიც გავლენას ახდენს გულის გამტარობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები). მისმა ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელიც იწვევს კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგ. ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები) შესაძლობა განაპირობოს ჰიპოკალიემიის ზრდა და მგრძნობელობის დაქვეითება ისეთ ვაზოპრესორულ პრეპარატებზე, როგორიცაა ფენილეფრინი.

ფენილეფრინის სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რასაც თან ახლავს აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, კრუნჩხვიღი შემოტევის შესაძლო განვითარება.

პრეპარატ რელიფის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ინჰიბიტორ მაო-ს მიღებისას ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს

სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ქალებისათვის ორულობისას და ძუძუთი კვების დროს.

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდიტი მოვლენების განვითარების გამო.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

28,4გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ფამარ ს.ა.

63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ატენი, საბერძნეთი

კო-ვამლოსეტი 5/160/12.5მგ#30ტ

44.59 ლარი
41.91 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: კრკა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტეტესეპტი ომეგა-3 1000მგ#80ტ

42.88 ლარი
40.31 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ტეტესეპტ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რელიფი ადვანსი 28.4გ მალ

რელიფ ადვანსი (RELIEF®ADVANCE)

 

 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

ბენზოკაინი (Benzocaine)

სავაჭრო დასახელება

რელიფ ადვანსი

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური მალამო

აღწერილობა

თეთრი ან მოყვითალო მალამო უცხო ნივთიერებების გარეშე.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი 200მგ/გ.

დამხმარე ნივთიერებები: ღია ფერის მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტან სტეარატი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი მოხმარების საშუალება. ადგილობრივი ანასთეტიკები. ათქ. კოდი: C05AD03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბენზოკაინი-ადგილობრივი ანესთეტიკი, ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება, არ იწვევს მიჩვევას.

გამოყენების ჩვენებები

ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება ბუასილის დროს, უკანა ტანის ნახეთქებისას, პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ, დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარტი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში. 12 წლამდე ბავშვებში – ექიმის მითითებით.

გვერდითი მოქმედებები

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, კანის გამონაყარი, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენების ადგილას.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (კანის ციანოზი, ტუჩებისა და ფრჩხილების ფალანგების, თავის ტიკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა სახის არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. პრეპარატის არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადასცეთ არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები, პრეპარატის არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

უკუჩვენებები

პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე,  ამიდური ტიპის სხვა ანესთეტიკური საშუალებების მიმართ მგრძნობელობა, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.  

ჭარბი დოზირება

ზედოზირების სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბენზოკაინის ფარმაკოლოგიურ  ეფექტებთან. მისი სისტემური აბსორბცია ზედოზირების დროს შეიძლება გამოვლენილი იყოს ძილიანობით, შფოთვით, აღგზნებადობით, არარეგულირებული გულის რიტმით, მძიმე შემთხვევებში – კრუნჩხვებით, კომით. ძალიან იშვიათად ბენზოკაინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია, რომელიც ვლინდება სუნთქვის მოშლით და ციანოზით (იხილეთ დანაყოფი >).

ზედოზირებისგან გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის  გადაუდებელ დახმარებას წარმოადგენს მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანა. სხვა ზედოზირების სიმპტომები მოითხოვს პრეპარატის შეწყვეტას და სიმპტომატიკურ მკურნალობას.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რიტმის დარღვევით, ჰიპერთირეოზით, შარდის გამოყოფის მოშლით (მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში) სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკანა ტანიდან  ჭარბი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას, ასევე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი არაეფექტურობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებიდან 7 დღის მერე,  აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ბენზოკაინს, მიღებულია შეტყობინებები მეტჰემოგლობინემიის განვითარების შესახებ (კანის ციანოზი, ტუჩების და ფრჩხილების ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის მოშლა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მეტჰემოგლობინემიის გართულების რისკი მაღალია პატარა ასაკის მქონე ბავშვებში, ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, თანდაყოლილი დარღვევების პაციენტებში (ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფოდიესთერაზის, პირუვატ-კინაზის, NADH-მეტჰემოგლობინ რედუქტაზს (დიაფორაზა 1) უკმარისობის, M-ჰემოგლობინოპათიის დროს), გულის,  სუნთქვითი გზების დაავადებებისას (ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა) ან მოწევის შემთხვევაში.

სისტემური გვერდითი რეაქციების მინიმიზაციის მიზნით არ უნდა  მოვუმატოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება.

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

დამხმარე ნივთიერება პარაფინმა შეიძლება შეამციროს გამოყენებული პრეზერვატივების სიმტკიცე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისი ეფექტის გაუარესებაზე (კერძოდ, მის უნარზე დაიცვას ორსულობისგან და/ან შეამციროს ინფექციების გადატანის რისკი, სქესობრივი გზით, ან აივ-ინფექცია).

გამოყენება ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს

სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და სხვა მექანიზმების მუშაობაზე

არ არსებობს მონაცემები, რომელიც უკავშირდება სამკურნალო საშუალების ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარების ან სხვა მოძრავი საშუალებების მუშაობასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება მაო-სინჰიბიტორებთან, დეპრესიის საწინააღმდეგო და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

28,4გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

ფირმის-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ფამარ ს.ა.

63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ატენი, საბერძნეთი

Don`t copy text!