Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 211

კორვენოლი 25მგ #28ტ

კორვენოლი 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ახდენს β1, β2, და  α1 – ადრენორეცეპტორების ბლოკირებას. კარვედილოლი აფერხებს (ანელებს) გულისა და სისხლძარღვების ნეიროჰუმორული ვაზოკონსტრიქციის აქტივაციას. ხასიათდება გამოხატული ვაზოდილატაციური ეფექტით, შესაბამისად არტერიული ვაზოდილატაცია ამცირებს გულის პოსტდატვირთვას. ახდება პლაზმაში რენინის აქტივობის დაქვეითებას. არ გააჩნია სიმპატომიმეტიკური აქტივობა, ხასიათდება მემბრანომასტიმულირებელი ეფექტით. კარვედილოლი არ ახდენს გავლენას პლაზმაში K+-ის, Na+_ის და Mg2+ -ის იონების კონცენტრაციაზე, ასევე არ აქვს გამოხატული გავლენა ლიპიდურ სპექტრზე. კარვედილოლი ორგანიზმში შიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. ჩმახ_მიიღწევა 1 საათში, ბიოშეღწევადობა _ 0,25 (25 %). საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე. ხანშიშესულ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში 50%-ით მეტია ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. ცირკულაციაში მყოფი პრეპარატის 99% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (გავრცელება მოცულობაში _ 2 ლ/კგ). კარვედილოლი აქტიურად მეტაბოლიზმდება ღვიძლში, ძირითადად ეს ხდება არომატული რგოლის ჟანგვით და გლუკურონიზაციით, ციტოქრომ P-450-ის  CYP2D6-ი იზოფორმით. ასევე მათ მეტაბოლიზმში მონაწილეობს CYP3A4 და CYP2C9 იზოფორმები.

საბოლოო ტერმინალური თ1/2 შეადგენს 7-10 საათს. პლაზმური კლირენსი 590 მლ/წთ-ია. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაღველთან ერთად (98%) და 2% უცვლელი სახით შარდთან ერთად. არტერიული ჰიპერტენზიისას, არტერიული წნევის დაქვეითებას არ სდევს ბეტა-ადრენობლოკატორებისათვის დამახასიათებელი სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატება და თირკმელებში სისხლის ნაკადის გაზრდა. ხანგძლივი ანტიანგინალური მოქმედება (იშემიის საწინააღმდეგო) იშემიური დაავადებების დრის განპირობებულია გულის პრე და პოსტ-დატვირთვის შემცირებასთან. პრეპარატი ახდენს გულის კუნთის კუმშვადობის გაზრდას და აუმჯობესებს სისხლის ევაკუაციას მარცხენა პარკუჭიდან.

კარვედილოლი ერთადერთი ადრენობლოკატორია, რომელსაც გააჩნია ე.წ. `ხაფანგის ეფექტი~, ანუ გააჩნია თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარი.

ჩვენებები და დოზირება:
პრეპარატი მიღება უმჯობესია ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას პრეპარატი მიიღება 1-2-ჯერ დღეში. საწყისი დოზა არის 12.5 მგ/დღეში.  მკურნალობის განმავლობაში დოზის მაქსიმალურად გაზრდა შესაძლებელია 50 მგ/დღეში (არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის კონტროლით).

სტაბილური სტენოლლარდიის მკურნალობის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია 2-ჯერ დღეში , 25 მგ/დღეში ორ მიღებად (დასაშვებია ერთჯერადაც მიღებაც). მაქსიმალური დოზაა 100 მგ/დღეში ორ (50-50 მგ) მიღებად. ხანშიშესულ პაციენტებში მაქსიმალური დოზაა 50 მგ/დღეში, ორ მიღებად.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს კარვედილოლი გამოიყენება როგორც დამხმარე პრეპარატი, კომბინაციაში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფაქტორის ინჰიბიტორებთან, დიურეტიკებთან, საგულე გლიკოზიდებთან და ვაზოდილატატორებთან. საწყის დოზას წარმოადგენს 6.25 მგ/დღეში, შემდგომში დოზა იზრდება 12.5 მდ/დღეში-მდე ორ მიღებად. მკურნალობის პერიოდში მაქსიმალური დასაშვები დოზაა 50 მგ/დღეში ორ მიღებად.

რეკომენდირებულია მკურნალობა დაიწყოს მინიმალური დოზით 6.25 მგ/დღეში და თანდათან გაიზარდოს ექიმის მიერ დანიშნულ დოზამდე ( ორ კვირაში, დოზის თანდათან მატებით) და მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაშიც რეკომენდირებულია ორი კვირის განმავლობაში დოზის თანდათანობითი კლება.

განსაკუთრებული  მითითებები:

ორსულობა და ლაქტაცია:

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კორვენოლი 25 მგ რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის დროს ან ორსულობაზე ეჭვისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

გამოხატული ჰიპოტენზია (

უკუჩვენებები:

ჰიპემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია (ა.წ. 85 მმ/ვრც.წყ.სვეტისა), დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით IV ხარისხი), გამოხატული ბრადიკარდია, AV-ბლოკადა II-IV ხარისხის, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენული შოკი, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი და ბრონქული ასთმა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

აღწერა და შეფუთვის შემცველობა:
კორვენოლი 25მგ წარმოდგენილია თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტების სახით. ერთი ბლისტერი  N28 ფურცელ ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

დოქსიჰემი 500მგ #30კაფს

დოქსი-ჰემი
(Doxi-Hem)

გენერიული დასახელება: კალციუმის დობეზილატი

წამლის ფორმა: კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 500 მგ კალციუმის დობეზილატს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის მომატებული განვლადობის ნორმალიზაციას, ზრდის კაპილარების რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, სისხლის სიბლანტესა და პლაზმის კინინების აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 5-6 სთ-ის შემდეგ. პლაზმაში მისი ცილებთან კავშირი  შეადგენს 20-25%-ს, ხოლო ნახევრადგამოყოფის პრიოდი – 24 სთ-ს.
დოქსი-ხემი, როგორც იონიზირებული შენაერთი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. იგი ძირითადათ გამოიყოფა თირკმელებით 24 სთ-ის განმავლობაში.
 
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება სისხლძარღვთა დაზიანებების – გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების: კაპილარების მომატებული განვლადობის და  სიმყიფის (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია), ასევე სხვა მიკროანგიოპათიების სამკურნალოდ.
სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ვენური უკმარისობის და მისი შედეგების (წინავარიკოზული მდგომარეობა) გამოხატული ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიებით, შეგუბებითი დერმატოზით. აგრეთვე ზედაპირული ფლებიტები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული წყლულები.

წინააღმდეგჩვენება: კალციუმის დობეზილატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ასევე ჰემორაგია, რომელიც გამოწვეულია ანტიკოაგულანტების მიღებით ორსულობის I ტრიმესტრში. 

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით ჭამის დროს 2-3 კვირის განმავლობაში, შემდგომში დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე ერთხელ დღეში. რეტინოპათიისა და მიკროანგიოპათიის სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 500 მგ-ის ოდენობით 4-6 თვის განმავლობაში, შემდგომში დღეღამური დოზის შემცირებით ერთხელ დღეში 500 მგ-ის ოდენობით.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  და ალერგიული დერმატოზები, ცხელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
 
განსაკუთებული მითითებანი: პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით. თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და დიალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ მოიპოვება მონაცემები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები: ინახება ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 500 მგ #30 შეფუთვაში

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

მწარმოებელი ფირმა: “ჰემოფარმი” (იუგასლავია)

ამლოციმი 10მგ #100ტ

ამლოციმი 

 

ამლოდიპინი ბეზილატი ტაბლეტები

რას წარმოადგენს ამლოციმი და როდის გამოიყენება ის

ექიმის დანიშნულებით.

ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალზე მაღალი წნევის სამკურნალოდ ცალკე ან კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მედიკამენტები, რომლებიც დაბლა სწევენ არტერიულ წნევას). წნევა ტაბლეტის მიღების შემდეგ ქვეითდება ნელა, ამიტომ წნევა შეიძლება არ დაეცეს სწრაფად და მკვეთრად.. ერთი ტაბლეტის მიღება დღეში საკმარისია რათა წნევამ დაიწიოს 24სთ. მანძილზე. ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან კომბინაციაში სხვა საშუალებებთან ერთად გულის კუნთში ჟანგბადის ნაკლებობის ე.წ. მკერდის ანგინის სამკურნალოდ. ამლოციმის დღეში ერთჯერ მიღება ახანგრძლივებს სისტოლის დროს და ამცირებს მკერდის ანგინის შეტევების სიხშირეს.

რა დროს არ გამოვიყენოთ ამლოციმი

არ უნდა გამოიყენოთ ამლოციმი თუ ხართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) ამ მედიკამენტის აქტიური სუბსტანციისა ან რომელიმე სხვა შემადგენელის მიმართ ან სხვა დიჰიდროპირიდინზე;

 

იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით ამლოციმის მიმართ

ამლოციმი აუარესებს რეაქციებს და მანქანის მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო.

ამლოციმი არ შეიძლება მიიღოთ გრეიფფრუტთან ან მის წვენთან ერთად რადგან ამას შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წნევის დამწევი ეფექტის გაზრდა. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ რაიმე სხვა დაავადება, განსაკუთრებით ღვიძლის, ალერგია ან იყენებთ სხვა გარეგანი გამოყენების მედიკამენტებს (მათ შორის  რომლებსაც ყიდულობთ ურეცეპტოდ).

 

ორსულობა ან ძუძუს წოვება 

ამლოციმი ძირითადად არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს. უთხარით ექიმს თუ თქვენ ხართ ორსული ან აპირებთ დაორსულებას. მხოლოდ ექომს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მიიღოთ ამლოციმი 

ამლოციმით მკურნალობისას არ უნდა აწოვოთ ძუძუ.

 

როგორ მივიღოთ ამლოციმი

თუ ექიმმა არ მოგცათ განსხვავებული დანიშნულება,  თავიდან უნდა მიიღოთ ამლოციმის 5მგ ტაბლეტი დღეში ერთჯერ. თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმალურად 10მგ

თუ თქვენ მიიღეთ  ამლოციმის ზედმეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მეთვალყურეობისთვის.

არ შეცვალოთ ექიმის დანიშნულება თვითნებურად. თუ თქვენ თვლით, რომ ეფექტი არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ამლოციმის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები: 

ძალიან ზოგადი:  შეშუპება (სითხის დაგროვება ქსოვილებში)

ზოგადი: თავის ტკივილი, თავრუსხვევა, წამოხურება, ძილიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სახის შეწითლება, გულის ფრიალი.     

არა ზოგადი:  უძილობა, ხასიათის დარღვევები, კანკალი, გემოვნების დაქვეითება, გულის წასვლა, მგრძნობელობის დაქვეითება, ჭიანჭველების შეგრძნება კანზე, მხედველობითი დარღვევები, ყურებში შუილი, სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა, სუნთქვის გაძნელება, სურდო,  ღებინება, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ნაწლავის ჩვეული მუშაობის ცვლილება, პირის სიმშრალე, თმის ცვენა, კანის გაუფერულება, გაძლიერებული ოფლიანობა, გამონაყარი, ქავილი, კუნთების, ზურგის და სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, შარდვის დარღვევები, შარდვის გახშირება ან ღამით შარდვა, იმპოტენცია, მკერდის გაზრდა, წონასწორობის დარღვევა, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, წონის მომატება ან დაკლება.

ასევე არაზოგადად გამოვლენილ იქნა ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, სინათლისადმი მგრძნობელობისა და სახის ოფლიანობის ჩათვლით. ასსეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია.

ძალზე იშვიათად: კუნთების სიმაგრე ან დაჭიმულობა, კიდურების ნერვების დაავადებები, წვრილი სისხლძარღვების ანთება, კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება, ღრძილების შეშუპება, ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი, სიყვითლე) ან პანკრეასის გაღიზიანების პროლემები.

თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ექიმს თუ შეამნევთ რომელიმე ზემოთ აღწერილ ან ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს.

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოხსენებული ან ჩანართში უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დამატებითი ინფორმაცია

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას;

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე;

დაიცავით სინათლისგან, შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით;

არ უნდა გამოიყენოთ წამალი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგცემენ თქვენ შემდგომ მითითებებს, მათ აქვთ  დეტალური ინფორმაცია. პროფესიონალებისთვის

 

რას შეიცავს ამლოციმი?

1 ტაბლეტი შეიცავს: 5მგ ან 10მგ ამლოდიპინს ამლოდიპინის ბეზილატის სახით.

დანამატები: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460),  კალციუმ ჰიდროფოსფატი (E341),  კროსპოვიდონი, მაგნეზიუმ სტეარატი (E470ბ), 

 

სად უნდა შეიძინოთ ამლოციმი/შეფუთვა

აფთიაქში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ამლოციმი 5მგ      30 ან 100 ტაბლეტი (გასატეხი ხაზის გარეშე)

                             შეიცავს 5მგ ამლოდიპინს.

ამლოციმი 10მგ     30 ან 100 ტაბლეტი (გასატეხი ხაზით)

                             შეიცავს 10მგ ამლოდიპინს.

    

სავაჭრო უფლებამოსილების მფლობელი, შეფუთვა და გამოშვება

აცინო ფარმა აგ

ბირსვეგ 2

4253  ლისბერგი, შვეიცარია

სახარინი დიამანტი #650ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კარივალანი 6.25მგ/5მგ #56ტ

76.76 ლარი
72.15 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სერვიე საფრანგეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დიოსპერიდინი 450მგ+50მგ #30ტ

დიოსპერიდინი / Diosperidin

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hesperidin, diosmin

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები → ბიოფლავონოიდები

მწარმოებელი კომპანია: Help pharmaceuticals

მწარმოებელი ქვეყანა: საბერძნეთი

გამოშვების ფორმა: (450მგ+50მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

გაცემის ფორმა:  III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

დიოსმინი     450 მგ;

ჰესპერიდინი   50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი შეიცავს: გლიცერინი, ჰიპრომელოზა 2190, ლაურისულფატი ნატრიუმი, რკინის (III) ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი (III) ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა: ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული, მოვარდისფრო-ბეჟი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაჭდევით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები კომბინაციაში. 

ათქკოდი: C05CA53

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

დიოსპერიდინს გააჩნია ვენომატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული თვისებები. ვენურ დონეზე ამცირებს ვენების ჭიმვადობას და ვენურ შეგუბებას. მიკროცირკულაციის დონეზე – აქვეითებს კაპილარების გამტარობას, მტვრევადობას და ზრდის მათ რეზისტენტობას. პაციენტებში მომატებული კაპილარული მტვრევადობით, პრეპარატით თერაპიის შემდეგ, იზრდებოდა ანგიოსტერეომეტრულად გაზომილი კაპილარული რეზისტენტობა. ზრდის ვენურ ტონუსს: ვენური ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიით ნაჩვენები იყო ვენური დაცლის დროის შემცირება. დადასტურებულია თერაპიული ეფექტურობა ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ასევე პროქტოლოგიაში ბუასილის მკურნალობისაას. 

დიოსმინი – ბიოფლავონოიდია. ჰესპერიდინთან კომბინაციაში ახდენს ვენომატონიზირებელ და ანგიოპროტექტორულ მოქმედებას. ზრდის ტონუსს და ამცირებს კაპილარების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფურ დრენაჟს. გამოიყენება ჰესპერიდინთან ნაერთში ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ, ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰრმოროიდული შეტევების სამკურნალოდ. 

ფარმაკოკინეტიკა:

სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის გამოყოფა 

ძირითადად ხდება ფეკალიებით. შარდით საშუალოდ გამოიყოფა პრეპარატის მიღებული რაოდენობის დაახლოებით 14%. 

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. პრეპარატს აქვს მეტაბოლიზმის მაღალი დონე, რაც დემონსტრირდება შარდში ფენოლის მჟავების არსებობით. 

მიღების ჩვენებები:

• ქვემო კიდურების ორგანული და ფუნქციური ბუნების ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობა (შეშუპება, ტკივილი, სიმძიმე ფეხებში);

• მწვავე და ქრონიკული ბუასილი.

წინააღმდეგჩვენებები:

• ცნობილი მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

• ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, საჭიროა პრეპარატის მიღებისაგან თავის შეკავება.

რძეში პრეპარატის ექსკრეციის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღებისწესი და დოზები:

პერორალური გამოყენებისათვის.

ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობის მკურნალობა (შეშუპება, ტკივილი, სიმძიმე ფეხებში, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული წყლულები, ლიმფოდემა და სხვ.): 2 ტაბლეტი დღე-ღამეში (ორ მიღებაზე) ჭამის დროს. გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია 2 ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში ერთდროულად, ჭამის დროს.

ქრონიკული ბუასილი: 2 ტაბლეტი დღე-ღამეში (ორ მიღებაზე) ჭამის დროს. გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია 2 ტაბლეტის მიღება დღე-ღამეში ერთდროულად, ჭამის დროს.

მწვავე ბუასილი: 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში და 4 ტაბლეტი დღე-ღამეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში. მიიღება ჭამის დროს. ტაბლეტების სადღეღამისო რაოდენობა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. 

მკურნალობის კურსი და დოზირება დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე, დაავადების მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს. 

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის (დიარეა, გულისრევა, ღებინება) და ნეიროვეგეტატიური დარღვევები (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე); იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებიც საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას, არ აღნიშნულა. 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების ნიშნები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ აღნიშნულა.

განსაკუთრებული მითითებები:

ბუასილის გამწვავებისას, მოცემული პრეპარატის დანიშვნა არ ცვლის სხვა დარღვევების სპეციფიურ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ვადებს, რომლებიც მითითებულია ნაწილში “მიღების წესი და დოზები”. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ ქრება ხანმოკლე თერაპიის შემდეგ, საჭიროა პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და თერაპიის გადახედვა. 

ვენური სისხლის მიმოქცვის დარღვევების არსებობისას, მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ჯანსაღი, კარგად ბალანსირებული ცხოვრების სტილით, რომლის დროსაც სასურველია თავი აარიდოთ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, სხეულის მასის დაკლება, ფეხით სეირნობა, ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალური წინდების ტარება, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის ცირკულაციას. 

გავლენა ავტომობილის მართვასა და სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების სისწრაფეს.

არ ახდენს გავლენას.

გამოშვებიფორმა:

15 შემოგარსული ტაბლეტი პვქ ბლისტერზე. 2 პვქ ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ურეცეპტოდ.

სახარინი ასპარტამი #300ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კარივალანი 12.5მგ/7.5მგ #56ტ

111.09 ლარი
104.42 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სერვიე საფრანგეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამლოკარდი 10მგ #30ტ

ამლოკარდი – სანოველი
10მგ ტაბლეტები

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 10გ ამლოდიპინის ექვივალენტურ ამლოდიპინის ბესილატს. (amlodipine)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის იონების ანტაგონისტს, კალციუმის ნელი არხების ბლოკირების საშუალებით იგი აფერხებს კალციუმის იონების შეღწევას გულის კუნთში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან ელემენტებში. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე მისი მარელაქსირებელი ზემოქმედებით. ამლოდიპინის ანტიანგინალური ეფექტი ხორციელდება შემდეგი ორი გზით:
– ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და, ამგვარად, ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას), რის დასაძლევადაც იხარჯება გულის მუშაობა. ვინაიდან გულისცემის შეკუმშვის სიხშირე არ იცვლება, დატვირთვის შემცირება გულზე იწვევს ენერგიისა მოხმარებისა და ჯანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას.
– ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი სავარაუდოდ მოიცავს აგრეთვე მთავარი კორონარული არტერიებისა და კორონარული არტერიოლების გაფართოვებას როგორც ინტაქტურ ასევე იშემიზირებულ ზონაში. აღნიშნული დილატაცია ზრდის ჯანგბადის მიწოდებას ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის ანუ ვარიანტული) სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა: თერაპიულ დოზებში პერორალურად მიღების შემდეგ ამლოდიპინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში 6-12 სთ-ის შემდეგ. წონასწორული სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 7 დღის განმავლობაში. განაწილების მოცულობა უტოლდება დაახლოებით 21კგ/ლ-ზე, პლაზმის ცილებს უკავშიორდება ამლოდიპინის დაახლოებით 95%. პლაზმიდან მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50სთ-ს, რაც შეესაბამება პრაპარატის მიღებას ერთხელ დღეში. ამლოდიპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. იგი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად უცვლელი სახით (10%), მეტაბოლიტების სახით (60%) და განავალთან ერთად (20-25%).
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ამლოკარდის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა (5 ან 10მგ) უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას 24 სთ-ის განმავლობაში. ამლოდიპინი არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიასა და პოსტურალურ ჰიპოტენზიას. სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში ამლოკარდის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა ამცირებს გამოსაყენებელი ნიტროგლიცერინის ტაბლეტების რაოდენობას, სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესრულების ხანგრძლივობას. ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში ხასიათდება კარგი ამტანობით. იგი არ იწვევს არასასურველ ზემოქმედებას, როგორც სხვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრეპარატები.

ჩვენებები
ამლოდიპინი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ და პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით. საჭიროების შემთხვევაში ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში გამოიყენება ამლოდიპინის კომბინაცია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან.
ამლოდიპინი ნაჩვენებია სტაბილური სტენოკარდიისა და ვაზოსპასტიური (პრინზმეტალის ან ვარიანტული) სტენოკარდის, აგრეთვე ვაზოსპაზმისა ან ვაზოკონსტრიქციის სამკურნალოდ. ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლინიკური სურათი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ ვაზოსპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები
ამლოდიპინი უკუნაჩვენებია დიჰიდროპირიდინის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები
– თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში არ აღინიშნება ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
– ამლოდიპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში დარღვეული ღვიძლის ფუნქციით, რადგანაც ამ დროს იზრდება მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი.
– ამლოდიპინი ხასიათდება კარგი ამტანობით როგორც ხანდაზმულ, ასევე ახალგაზრდა პაციენტებში.
– ხანდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს საშუალო რეკომენდებულს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულთა C კატეგორია.
ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის, ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ თერაპიულ დოზებში ამლოდიპინი ხასიათდება კარგი ამტანობით. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. გვერდითი მოვლენების მიზეზით პრეპარატის მიღება შეწყვიტა პაციენტების 1,5%-მა, ხოლო შედეგი არ განსხვავდებოდა პლაცებოსაგან. გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირია თავის ტკივილი და შეშუპება.
დოზადამოკიდებული გვერდითი მოვლენებია: შეშუპება, თავბრუსხვევა, სახის სიწითლე, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება).
პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (მათი დამოკიდებულება პრეპარატის დოზაზე დადგენილი არ არის): თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა. შეშუპება, სახის სიწითლე, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), ძილიანობა უმეტესად აღენიშნებათ ქალებს.
პაციენტთა 0,1%-ზე მეტსა და 1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები (პრეპარატის მიღებასთან კავშირი დადგენილი არ არის): არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულების ციმციმის ჩათვლით), ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია, პერიფერიული იშემია, გონების დაბინდვა, ტაქიკარდია, პოსტურალური თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია, სისხლძარღვთა ანთება, ჰიპოსთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, ყლაპვის გაძნელება, დიარეა, შებერილობა, პანკრეატიტი, ღებინება, ღრძილების ჰიპერპლაზია, ალერგიული რეაქციები, ასთენია, უეცარი ტემპერატურული რეაქცია EMP, სისუსტე, ტკივილები, სხეულის წონის მომატება, ართრალგია, ართროზი, კუნთების კრუნჩხვები, მიალგია, სქესობრივი დისფუნქცია, უძილობა, გაღიზიანება, დეპრესია, ღამის კოშმარები, G შიშის შეგრძნება, ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, მხედველობითი ფუნქციის დარღვევა, კონიუქტივიტი, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, შარდის შეუკავებლობა, ნიქტურია, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, ჰიპერგლიკემია, დეჰიდრატაცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
პაციენტთა 0,1%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, ექსტრასისტოლები, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, ალოპეცია, დერმატიტი, კუნთების ატროფია, ნერვული ტიკები, კოორდინაციის დარღვევა, ჰიპერტონია, შაკიკი, აპათია, ამნეზია, გასტრიტი, მომატებული მადა, ფაღარათი, ხველება, რინიტი, დიზურია, პოლიურია, გემოვნებითი და ყნოსვითი შეგრძნებების დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია. ამლოდიპინით მკურნალობისას ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლები არ იცვლება. ცვლილებები არ აღინიშნება აგრეთვე შემდეგ მაჩვენებლებში: კალიუმისა და გლუკოზის დონე სისხლში, საერთო ქოლესტერინი, შარდმჟავა, შარდოვანას აზოტი, კრეატინინი.
ამლოდიპინი ფართოდ გამოიყენება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, გულის უკმარისობის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და დარღვეული ლიპიდური პროფილის არსებობისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამლოდიპინისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება დიგოქსინის დონე სისხლის პლაზმაში და მისი თირკმლისმიერი კლირენსი.
უსაფრთხოა ამლოდიპინის ერთდროული მიღება თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ნიტროგლიცერინთან, ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად.

დოზირების რეჟიმი
არტერიული ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს, ჩვეულებრივ, ამლოდიპინის საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს ერთხელ დღეში. შესაძლებელია ამ დოზის მაქსიმალურ 10მგ-მდე გაზრდა პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის ამლოდიპინისა და თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ბეტა-ადრენობლოკატორების და ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას.

ჭარბი დოზირება
არსებული მონაცემების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბება გამოიწვევს პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და არტერიული წნევის ხანგრძლივ დაქვეითებას. ამლოკარდის ჭარბი დოზირებით გამოწვეული გამოხატული ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიური ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, და მოიცავს გულისა და ფილტვების ფუნქციის, ცირკულირებადი სისხლის მოცულობისა და დიურეზის მონიტორინგს. სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენათ შესაძლოა სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატის გამოყენება უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში. ჭარბი დოზირებისას ჰემოდიალიზის ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამლოდიპინი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°С-მდე.

შეფუთვა
შეფუთვაში 30 ტაბლეტი

გაიცემა ექიმის რეცეპტით

-პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
-შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:
Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc.

დილუტიქსი 75მგ #28ტ

დილუტიქსი 

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი

B01AC04

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 14 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

კლოპიდოგრელი . . . . . . . . . . . . . 75 მგ 

(კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის ფორმით 97.875 მგ)

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, (Avicel PH  102), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, (Aerosil 200), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II Pink  32K14834 (ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, რკინის წითელი ოქსიდი)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიაგრეგანტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კლოპიდოგრელი – წამლის წინა ფორმაა, რომელიც სელექციურად ბლოკავს ადენოზინდიფოსფატის (ადფ) კავშირს ადფ რეცეპტორებთან, რომლებიც განლაგებულნი არიან თრომბოციტების ზედაპირზე და იწვევენ GPIIბ/IIIა კომპლექსის შემდგომ აქტივაციას, რომელიც მიმდინარეობს ადფ მონაწილეობით, რის გამოც ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. კლოპიდოგრელის დღეში 75 მგ დოზით ხანგრძლივად მიღებისას, ადფ დამოკიდებული თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხება იწყება მკურნალობის პირველი დღიდანვე, ეს მოქმედება თანდათან იზრდება და 3-7 დღის განმავლობაში აღწევს წონასწორულ მდგომარეობას. თრომბოციტების აგრეგაცია და სისხლდენის დრო მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში თანდათან აღდგება.

ფარმაკოკინეტიკა

კლოპიდოგრელი 75 მგ, პერორალურად ერთჯერადად ან განმეორებით მიღებისას, სწრაფად შეიწოვება. კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების შარდით გამოყოფის მონაცემების თანახმად კლოპიდოგრელის აბსორბცია შეადგენს 50%. In vitro კლოპიდოგრელი და მისი მოცირკულირე მეტაბოლიტი უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94%-ის შესაბამისად). კლოპიდოგრელი აქტიურად განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ადამიანის მიერ პერორალურად მიღებიდან 120 საათის განმავლობაში 14С -დანიშნული კლოპიდოგრელის 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% განავლით.

ჩვენებები

ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში:

– მიოკარდიუმის ინფარქტით, იშემიური ინსულტით ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადებით;

– მწვავე კორონარული სინდრომით შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდის ინფარქტი Q კბილის გარეშე), იმ პაციენტების ჩათვლით რომლებსაც გაუკეთდა აორტა-კორონარული შუნტირება (სტენტირებით ან სტენტირების გარეშე);

– მწვავე კორონარული სინდრომის შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტური მკურნალობისას და თრომბოლიზური თერაპიის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის დროს.

– ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური გართულებების (ინსულტის ჩათვლით) პროფილაქტიკა წინაგულების ფიბრილაციის დროს;

– მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების ერთი რისკ ფაქტორიც კი, არ შეუძლიათ К ვიტამინის ანტაგონისტების მიღება და აქვთ სისხლდენის განვითარების დაბალი რისკი (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).  

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მიოკარდის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან დიაგნოსტირებული პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დროს ინიშნება 75 მგ დღეში ერთხელ.

მწვავე კორონარული სინდრომის დროს:

– შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდის ინფარქტი Q კბილის გარეშე) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში ერთხელ 75 მგ (დღეში 75-325 მგ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში);

– შთ სეგმენტის სიმაღლეში მომატებით (მიოკარდის მწვავე ინფარქტი) კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი დატვირთვის დოზით 300 მგ, ხოლო შემდეგ გაგრძელდეს დღეში ერთხელ 75 მგ, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე. 75 წელზე მეტი ხნის პაციენტებს დატვირთვის დოზას არ უნიშნავენ. კომბინირებულ თერაპიას იწყებენ სიმპტომების გამოვლენისთანავე და აგრძელებენ 4 კვირის განმავლობაში მაინც.

წინაგულების ფიბრილაციის დროს კლოპიდოგრელი ინიშნება 75 მგ ერთხელ დღეში. კლოპიდოგრელთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს აცეტილსალიცილის მჟავა და გაგრძელდეს მკურნალობა 75-100 მგ დოზით დღეში.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100 დან

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ნეიტროპენია, მძიმე ნეიტროპენიის ჩათვლით; ძალიან იშვიათად – თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, აპლასტიური

ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მძიმე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია; უცნობი სიხშირით – შეძენილი ჰემოფილია. 

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ანაფილაქტოიდური რეაქციები; უცნობი სიხშირით – ჯვარედინად რეაქტიული ჰიპერმგრძნობელობა თიენოპირიდინებთან (მაგ. ტიკლოპიდინთან, პრაზუგრელთან).

ფსიქიკის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰალუცინაცია, ცნობიერების მოშლა.

ნერვული სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა (არის ინფორმაცია ცალკეული ფატალური შემთხვევების შესახებ) თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; ძალიან იშვიათად – გემოვნების მოშლა.

მხედველობის ორგანოთა მხრივ: არცთუ ხშირად – თვალშიდა სისხლჩაქცევები (კონიუნქტივური, რეტინული).

სმენის ორგანოსა და ლაბირინთული სისტემის მხრივ: იშვიათად – ვერტიგო. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ჰემატომა; ძალიან იშვიათად – სეროზული სისხლჩაქცევები, ვასკულიტი, ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ხშირად – სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციური პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრივ: ხშირად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, დისპეფსია, ეპიგასტრული ტკივილი,

დიარეა; არცთუ ხშირად – გულისრევა, გასტრიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;

იშვიათად – მუცლის ღრუს სისხლჩაქცევები; ძალიან იშვიათად – მუცლის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ლეტალური

გამოსავლით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი კოლიტი ან ლიმფოციტარული კოლიტი), სტომატიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი, მწვავე ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად – ჰემატომები; არცთუ ხშირად – გამონაყარი, ქავილი, კანის სისხლჩაქცევები (პურპურა); ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა), ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), ერითემატოზული და ექსფოლიატური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, წითელი ბრტყელი ლიქენი.

ძვალ -კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად – სისხლჩაქცევები კუნთებში და სახსრებში (ჰემართროზები), ართრიტი, ართრალგია, მიალგია.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: არცთუ ხშირად – ჰემატურია; ძალიან იშვიათად – გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება. 

საერთო და ადგილობრივი რეაქციები: ხშირად – სისხლდენა სისხლძარღვების პუნქტირების ადგილიდან; ძალიან იშვიათად – ციებ-ცხელება. 

ლაბორატორიული მაჩვენებლები: არცთუ ხშირად – სისხლდენის დროის მომატება, ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

მწვავე პათოლოგიური სისხლდენა (მაგ. სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლდენა).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა (კატეგორია B): ორსულობისას კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მისი გამოყენება ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია: ფარმაკოკინეტიკურ/ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლოპიდოგრელით თერაპიისას უნდა იქნას შეწყვეტილი ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, რადგან არსებობს სისხლდენის და არასასურველი ჰემატოლოგიური რეაქციების განვითარების საშიშროება, შესაძლოა სისხლდენის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება. ისევე როგორც სხვა ანტიაგრეგატული საშუალებები, კლოპიდოგრელიც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევაში, ტრავმების, ქირურგიული ჩარევის ან სხვა პათოლოგიური მგდომარეობების დროს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ჰეპარინს, IIბ/IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს და თრომბოლიზურ საშუალებებს. კლოპიდოგრელით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით პირველ დღეებში და/ან კარდიოლოგიური ინვაზიური პროცედურების ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის მკაცრი კონტროლი, რათა გამოირიცხოს სისხლდენის ნიშნები (მათ შორის ფარული სისხლდენის). გეგმიური ქირურგიული ჩარევის დროს, როცა ანტითრომბოციტული ეფექტი არასასურველია, კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე. რადგან კლოპიდოგრელი ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისაკენ (განსაკუთრებით კუჭნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და თვალშიგა სისხლჩაქცევები).  პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ კლოპიდოგრელის მკურნალობის ფონზე განვითარებული სისხლდენა ხანგრძლივია, ამიტომ აუცილებელია აცნობონ ექიმს ყოველი სისხლდენის შესახებ. პაციენტი ასევე ვალდებულია, აცნობოს ექიმს (მათ შორის სტიმატოლოგს), თუ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, კლოპიდოგრელის მიღების შესახებ, აგრეთვე ახალი მედიკამენტით მკურნალობის დაწყების წინ. 

პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, საკმარისი კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით. არსებობს ჰემორაგიული დიათეზის განვითარების საშიშროება ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევის დროს. პრეპარატი დილუტიქსი შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული ფორმა, ლაქტაზის დეფიციტი, ლაპა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია, პრეპარატი არ ენიშნებათ.

დილუტიქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის არა ნაკლებ 0.000167 მმოლს (0.0038 მგ-ზე ნაკლები). ნატრიუმის ასეთი რაოდენობის არსებობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მითითებებს. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს არავითარ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე 

ჭარბი დოზირება

კლოპიდოგრელის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის დროის მომატება, ჰემორაგიული გარათულებები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. გახანგრძლივებული სისხლდენის დროის კორექციისთვის რეკომენდებულია თრომბოციტური მასის გადასხმა. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პერორალური ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (შესაძლებელია სისხლდენის ინტესივობის გაძლიერება). 

IIბ /IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ IIბ /IIIა გლიკოპროტეინების ინჰიბიტორებს.

აცეტილსალიცილის მჟავა: აცეტილსალიცილის მჟავა არ ცვლის კლოპიდოგრელის დამთრგუნველ მოქმედებას თრომბოციტების ადფ- ინდუცირებულ აგრეგაციაზე, თუმცა კლოპიდოგრელი პოტენციურად ზრდის აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედებას თრომბოციტების კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციაზე. აცეტილსალიცილის მჟავის 500 მგ-ის 1 დღეში 2-ჯერადი და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება არ იწვევდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვან გაზრდას. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სისხლდენის განვითარების რისკის ზრდას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენების შემთვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ჰეპარინი: ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული გამოკვლევების მონაცემებით, კლოპიდოგრელთან ერთად გამოყენების დროს, არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის კორექცია და არ იცვლებოდა მისი ანტიკოაგულური მოქმედება. თრომბოციტების აგრეგაციაზე კლოპიდოგრელის დამთრგუნველი მოქმედება არ იცვლება ჰეპარინის და კლოპიდოგრელის ერთდროული გამოყენების დროს.

კლოპიდოგრელსა და ჰეპარინს შორის შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკის გაძლიერება, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს.

თრომბოლიზური საშუალებები: კლოპიდოგრელის და ფიბრინოსპეციფიური და არასპეციფიურ თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის ერთდროული უსაფრთხო გამოყენების შესაძლებლობა გამოკვლეული იქნა მწვავე მიოკარდის ინფარქტის მქონე

პაციენტებში. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ისეთივე იყო, როგორიც თრომბოლიზური საშუალებებისა და ჰეპარინის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გამოყენების დროს. ამიტომ კლოპიდოგრელისა და სხვა თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისა (ცოგ-2 ის ინჰიბიტორების ჩათვლით) და კლოპიდოგრელის ერთდორული თერაპია საჭიროა ჩატარდეს სიფრთხილით.

CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელი და CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორები ერთად არ უნდა დაინიშნოს, როგორიცაა: ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბამაზეპინი და ქლორამფენიკოლი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები: შესაძლებელია კლოპიდოგრელისა და პანტოპრაზოლის ერთდროული გამოყენება.

სხვა მედიკამენტები: კლოპიდოგრელისა და ატენოლოლის და/ან ნიფედიპინის ერთდროული გამოყენების დროს, რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა. კლოპიდოგრელის ფარმაკლოგიური აქტივობა მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა მისი ფენობარბიტალთან ან ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას. ანტაციდური საშუალებები არ ცვლიან კლოპიდოგრელის აბსორბციას. ფენიტოინისა და ტოლბუტამიდის კლოპიდოგრელთან კომბინირება უსაფრთხოა. კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება დიურეზულ საშუალებებთან, ბეტაბლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, ჰიპოლიპიდემურ საშუალებებთან, კორონარულ ვაზოდილატატორებთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ჰორმონჩამნაცვლებელ პრეპარატებთან. 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!