მთავარი წაკითხვა გვერდი 213

დეტრალექსი 1000მგ #18ტ

დეტრალექსი 1000 მგ / DETRALEX

1. პრეპარატი დეტრალექსი და მისი დანიშნულება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები, ბიოფლავონიდები.

ათქ კოდი: C05CA53

თერაპიული ჩვენებები:

ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა: 

• სიმძიმის შეგრძნება ფეხებში,

• ტკივილი,

• ღამის კრამპები,

მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა.

2. დეტრალექსის მიღების დაწყებამდე

დეტრალექსი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერებაზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

პრეპარატ დეტრალექსი მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე 

ჰოსპიტალიზირებული და უმოძრაოდ მყოფი პაციენტებისთვის ფლებიტის განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად, ეს პრეპრატი შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ვენური უკმარისობის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ზომების მიღება, როგორიც არის ელასტიური წინდების გამოყენება.

ტკივილი და ანალური სისხლდენა, რომლებიც გრძელდება მკურნალობის მიუხედავად, შეიძლება გამოწვეული იყოს ბუასილის გარდა, სხვა დაავადებით: ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ანალოგიურად, 50 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა პაციენტმა, რომელმაც შენიშნა უმიზეზო ანალური სისხლდენა, კონსულტაცია უნდა გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან. 

ამ პრეპარატის მიღება მწვავე ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის არ გამორიცხავს სხვა ანორექტალური ზონის დაავადებების მკურნალობას. 

თუ სიმპტომები მალე არ ქრება, აუცილებელია პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის გადახედვა.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღება

თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით ნებისმიერ სხვა  სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამდიცინო კონსულტაცის გარეშე არ მიიღოთ პრეპარატები, ამიტომ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გეგმავთ დაორსულებას. ამ პერიოდში საჭიროა ნებისმიერი მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდება. 

ლაქტაცია: იმის გამო, რომ პრეპარატის ლაქტატში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, საჭიროა ლაქტაციის პერიოდში მკურნალობისაგან თავის შეკავება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა 

დეტრალექსი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

3. პრეპარატ დეტრალექსის მიღების მეთოდები

ყოველთვის მიიღეთ დეტრალექსი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტი შესაბამისობით. თუ თქვენ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

ვენების ქრონიკული დაავადებებისას:

ჩვეულებრივი დოზირება:

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის დროს.

მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს:

აპკიანი გარსით დაფარული 3 ტაბლეტი დღეში, 4 დღის განმავლობაში, (1 დილას, 1 სადილის დროს და 1 საღამოს), შემდეგ 2 ტაბლეტი დღეში 3 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი და მიღების გზა:

პერორალური 

თერაპიის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი შეგატყობინებთ მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე.

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატის დეტრალექსი დოზას, რომელც დანიშნულ დოზას აჭარბებს:

თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატდეტრალექსი დოზას, რომელიც აჭარბებს დანიშნულს ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდთ დეტრალექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ დეტრალექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს რომელიც იღებს ამ პრეპარატს. 

ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება:

• ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში): დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება

• არახშირი: (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): კოლიტი

• იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება

• განვითარების სიხშირე უცნობია: სახის, ტუჩების, ქუთუთოების, იზოლირებული შეშუპება; ტკივილი მუცლის არეში. ერთეულ შემთხვევებში – კვინქეს შეშუპება.

თუ თქვეენ აღნიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, ან თუ თქვენ შენიშნეთ ისეთი გვერდით ეფექტები, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. პრეპარატის დეტრალექსი შენახვის მეთოდები

ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა 4 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ დეტრალექსის შემადგენლობა:

მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია 1000მგ, შემადგენლობით:

• 900მგ დიოსმინი

• 100მგ ფლავონოიდები ჰესპერიდინის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, ტალკი, გლიცერინი, მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

პრეპარატის დეტრალექსი გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:

გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-ვარდისფერი ოვალური ტაბლეტები.

– კოლოფში მოთავსებულია გარსით დაფარული 30, 40, 60 ტაბლეტი ბლისტერებში, (თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი) და პაციენტის ფურცელი-ჩანართი.

– კოლოფში მოთავსებულია გარსით დაფარული 18, 26, 54 ტაბლეტი (ჰემოროიდული შეტევა) ბლისტერებში, თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 9 ტაბლეტი და პაციენტის ფურცელი-ჩანართი.

ამლო-დენკი 10მგ #50ტ

ამლოდიპინის მეზილატის მონოჰიდრატი
ფარმაკოლოგიური თვისება: ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტს.
ჩვენება: გამოიყენება არაორგანული მიზეზით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებისას, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, დაძაბულობის სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინების ან პრეპარატში შემავალი სხვა
ინგრედიენტის მიმართ, გულის სარქველის ძლიერი სტენოზის, არასტაბილური სტენოკარდიის, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს,
არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოში, ბავშვებში.
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი.
გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, ძილიანობა ან უძილობა, ყურებში შუილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ამლო-დენკი 5-ის ჰიპოტენზიური ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა
ანტრიჰიპერტენზიული პრეპარატებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით. ნიტრატებთან ერთად კომბინირებულმა გამოყენებამ
შესაძლებელია გაზარდოს ეფექტი არტერიულ წნევაზე და პულსზე. ბეტა-ბლოკატორებთან კომბინირებული მიღებისას, აუცილებელია
ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მოსალოდნელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

კარვედი-დენკი 6.25მგ #30ტ

12.08 ლარი
11.36 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რუდაზა 3000ერთ#10სუპოზ.ვაგ/რექ

შემადგენლობა:

პრეპარატის რუდაზა რექტალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის განკუთვნილი 1 სანთელი შეიცავს:

ჰიალურონიდაზას წყალში ხსნად მაღალმოლეკულურ მტარებელთან (პოლიოქსიდონთან) -3000მე; კონიუგატს. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რუდაზა – პროტეოლიზური ფერმენტის ჰიალურონიდაზას მაკრომოლეკულური კომპლექსი მაღალმოლეკულურ მტარებელთან. მტარებლის სახით გამოიყენება ნ-ოქსიდ პოლი-1,4 ეთილენპიპერაზინის ჯგუფის წარმოებული ნივთიერება. ავლენს მაღალ ჰიალურონიდაზულ აქტივობას, რაც რამდენჯერმე აჭარბებს ნატიური ჰიალურონიდაზას მოქმედებას (კონიუგატის მაღალი გამძლეობის ხარჯზე ტემპერატურის და მაინჰიბირებელი ნივთიერებების მიმართ).

პრეპარატ რუდაზას ახასიათებს გამოხატული იმუნომოდულაციური, შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ხელატური მოქმედება.

ჰიალურონიდაზას სპეციფიკურ სუბსტრატებს წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებები – გლუკოზამინოგლიკანები (მათ შორის ქონდროიტინ-6-სულფატი, ქონდროიტინ-4-სულფატი, ქონდროიტინი და ჰიალურონის მჟავა). ჰიდროლიზის შედეგად ქვეითდება გლიკოზამინოგლიკანების წებოვნება და წყლის და მეტალების იონების შეკავშირების უნარი. რის შედეგადაც იმატებს ქსოვილების გამტარობა და ტროფიკა, მცირდება შეშუპება, იწოვება ჰემატომები, აგრეთვე უმჯობესდება ნაწიბუროვანი უბნების ელასტიურობა. ამას გარდა გლიკოზამინოგლიკანების გლიკოლიზის შედეგად მცირდება ან სრულიად იხსნება შეხორცებები და კონტაქტურები, აგრეთვე იზრდება სახსრების მოძრაობა.

პრეპარატ რუდაზას მაქსიმალური ეფექტურობა აღინიშნება პათოლოგიური პროცესის საწყის სტადიაში გამოყენებისას.

პრეპარატ რუდაზას ანტიოქსიდანტური ეფექტი რეალიზდება აქტიური ნივთიერების რკინის იონების დამაკავშირებელი უნარით, რაც ააქტიურებს თავისუფალ რადიკალურ რეაქციებს, ასტიმულირებს კოლაგენის და ჰიალურონიდაზას ინჰიბიტორების სინთეზს.

რუდაზა ახდენს გამოხატულ ფიბროზის საწინააღმდეგო ეფექტს. რაც დამტკიცებულია რიგი ელექტრო-მიკროსკოპიული, ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით პნევმოფიბროზის მოდელებზე.

პრეპარატი არეგულირებს ანთების მედიატორების სინთეზს, ასტიმულირებს ჰუმორულ იმუნიტეტს, აგრეთვე ასუსტებს ანთებითი პროცესის მწვავე ფაზის მიმდინარეობის გამოხატულებას. რუდაზა შეიძლება გამოიყენებოდეს უხეში დანაწიბურების და შეხორცების პროცესის პროფილაქტიკისთვის, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რადგან არ იწვევს ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებას და ინფექციური პროცესის პროგრესირებას, აგრეთვე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენაზე.

პრეპარატ რუდაზის გამოყენება იძლევა სხვა პრეპარატების ბიოშეღწევადობის მომატების საშუალებას, აგრეთვე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების დაჩქარების შესაძლებლობას. პრეპარატ რუდაზას ახასიათებს დაბალი ტოქსიკურობა, პრეპარატის აქტიური კომპონენტი არ მოქმედებს ნორმალურ რეპროდუქციულ ფუნქციაზე და იმუნური სისტემის ფუნქციაზე. რუდაზას არ ახასიათებს კანცეროგენური, მუტაგენური და ტერატოგენური მოქმედება, რექტალური გამოყენებისას პრეპარატ რუდაზის აქტიური კომპონენტი კარგად შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1 საათში. პრეპარატის რუდაზა ვაგინალური ან რექტალური შეყვანისას, ბიოშეღწევადობა აღწევს 70%-ს. პრეპარატი გადის ოფთალმოლოგიურ, ჰემატოპლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

მტარებელი ორეგანიზმში იშლება ოლიგომერებად, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით, ორი ფაზით.  ჰიალურონიდაზა ორგანიზმში ექვემდებარება ჰიდროლიზს. აქტიური კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი რექტალური ან ვაგინალური შეყვანისას შეადგენს 42-დან 84-მდე საათს.

მიღების ჩვენება:

პრეპარატის რუდაზა სანთლები გამოიყენება იმ პაციენტების კომპლექსურ თერაპიაში, რომელთა დაავადებებსაც ახლავს შემაერთებელი ქსოვილის ჰიპერპლაზია.

კერძოდ პრეპარატი რუდაზა ინიშნება:

უროლოგიურ პრაქტიკაში ქრონიკული პროსტატიტის და ინტერსტიციული ცისტიტის დროს, აგრეთვე შარდსადენის და შარდსადენების შევიწროებისას, პეირონის დაავადებისას და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ადრეულ სტადიაში.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესებისას, რომლებსაც ახლავს შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (მათ შორის საშვილოსნოსშიდა სინექიებისას, ენდომეტრიტის ქრონიკული ფორმის და მილოვან-პერიტონეალური უნაყოფობის დროს).

ქირურგიულ პრაქტიკაში ჰიპერტროფიული ნაწიბურებისას (მათ შორის დამწვრობის, პიოდერმიის, ტრავმების, ოპერაციების დროს), ჩირქოვანი პროცესებისას მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობების დროს.

დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში შემოფარგლული სკლეროდერმიის, აგრეთვე კელოიდური და ჰიპერტროფული ნაწიბურებისას ტრავების და დამწვრობის, პიოდერმიის, ოპერაციის შემდეგ.

პულმონოლოგიურ პრატიკაში და ფტიზიატრიაში, პნევმოსკლეროზის, კავერნოზულფიბროზული ან ინფილტრაციული ტუბერკულოზისას, ტუბერკულომისას, ფიბროზული ალვეოლიტისას, აგრეთვე პნევმოფიბროზის, სიდეროზის, პლევრიტის და ინტერსტიციული პნევმონიისას.  

ორთოპედიაში რუდაზა გამოიყენება სახსრების კონტრაქტურის, ართროზის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის და ჰემატომების დროს. აგრეთვე პრეპარატი რუდაზა შეიძლება დაინიშნოს ანტიმიკრობული პრეპარატების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ბიოშერწევადობის გაზრდისთვის უროლოგიურ, პულმონოლოგიურ, გინეკოლოგიურ და დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში.

ექიმის გადაწყვეტილებით პრეპარატი რუდაზა შეიძლება გამოიყენონ სტრიქტურების და ნაწიბურების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, ოპერაციული ჩარევების შემდეგ.

გამოყენების მეთოდი:

რუდაზას სანთლები განკუთვნილია რექტალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის. რექტალურად პრეპარატის შეყვანა საჭიროა ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. ვაგინალური სანთლები როგორც წესი შეყავთ ძილის წინ, მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატ რაუდაზას გამოყენების ხანგრძლივობას და დოზას განსაზღვრავვს ექიმი.

უროლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რუდაზა რექტალურად 48 საათში ერთხელ, 10 დოზის შეყვანის შემდეგ, მიღებას შორის ინტერვალი იზრდება 2-3 დღემდე. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 20 სანთელს.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რუდაზა რექტალურად ან ვაგინალურად 3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს. აუცილებლობისას ძირითადი კურსის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.

დერმატოვენეროლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 2-3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10-15 სანთელს.

ქირურგიულ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 2-4 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს.

პულმონოლოგიურ პრატიკაში და ფტიზიატრიაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად 3-5 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10-20 სანთელს. პრეპარატ რუდაზას განმეორებითი კურსი როგორც წესი ინიშნება წინას დამთავრებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ. შემანარჩუნებელი თერაპიის სახით დასაშვებია 1 სანთლის დანიშვნა 5-7 დღეში ერთხელ 3-4 თვის განმავლობაში. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აგრეთვე იმ პირებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ სისხლდენა აღენიშნებოდათ რეკომენდებული არ არის კვირაში 1 სანთელზე მეტის დანიშვნა.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის რუდაზა გამოყენებისას, ერთეულ შემთხვევებში აღინიშნა სისტემური ან ადგილობრივი ალერგიული რექციები.

უკუჩვენება:

პრეპარატი რუდაზა არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სანთლის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

პრეპარატი რუდაზა არ გამოიყენება იმ პაციენტების თერაპიაში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. პედიატრიულ პრაქტიკაში რუდაზას სანთლები გამოიყენება მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

პრეპარატის რუდაზა დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, აგრეთვე იმ პირებში, რომლებმაც უახლოეს წარსულში გადაიტანეს სისხლდენა. რუდაზას სანთლები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციური დაავადების მწვავე ფორმა (პრეპარატის რუდაზა დანიშნვნა დასაშვებია მხოლოდ ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად).

ორსულობა:

პრეპარატი რუდაზა რეკომენდებული არ არის ორსული და მეძუძური ქალების მკურნალობისთვის.

თუ ლაქტაციის დროს შეუძლებელია რუდაზას გამოყენების თავიდან აცილება, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

რუდაზა ზრდის ანტიმიკრობული საშუალებების, დიურეზული პრეპარტების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ეფექტურობას. აღინიშნება პრეპარატის რუდაზა ეფექტურობის დაქვეითება სალიცილატების, ესტროგენების, კორტიზონის, ანტიჰისტამინური საშუალებების და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენებისას.

პრეპარატი რუდაზა არ უნდა დაინიშნოს ფუროსემიდთან, ფენიტოინთან და ბენზოდიაზეპინებთან ერთად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატ რუდაზის სანთლის ფორმით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება არ აღინიშნა.

გამოშვების ფორმა:

სანთლები ვაგინალური ან რექტალური გამოყენებისთვის რუდაზა 3000მე #10.

შენახვის პირობები:

პრეპარატ რუდაზის შენახვა რეკომენდებულია 25 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

უპირატესობები:

– მაღალი ფერმენტული აქტივობა, ტემპერატურის და ინჰიბიტორებისადმი გამძლეობა

– პროლონგირებული მოქმედება – ინიშნება 3-5 ღეში ერთხელ

– გამოხატული ანტიფიბროზული თვისებები

– კარგი ამტანობა

– ინიშნება ანთების მწვავე და ქრონიულ ფაზაში

– ზრდის იმუნურ პასუხს და ინფექციების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობას

– არ აზიანებს ნორმალურ შემაერთებელ ქსოვილს.

– არ ახასიათებს კანცეროგენური, მუტაგენური და ტერატოგენური მოქმედება.

– უსაფრთხოების მაღალი დონე, არ იწვევს ადგილობრივ და ზოგად ალერგიულ რეაქციებს.

გინეკოლოგიაში:

– მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესი შიგნითა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას, პროფილაქტიკა და მკურნალობა.

– შეხორცებითი პროცესის მკურნალობა ოპერაციული ჩარევის შემდეგ (მათ შორის აბორტისშემდგომი გართულებები)

– საშვილოსნოსშიდა სინექიები

– ქრონიკული ენდომეტრიტი

– მილოვან-პერიტონეალური უნაყოფობა

– სამკურნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ბიომისაწვდომლობის

გაზრდისთვის.

კლინიკური ეფექტურობა:

მუცლის ქვედა ნაწილში “მქაჩავი” ტკივილის გაქრობა.

მენსტრუალური სისხლის დანაკარგის მოცულობის შემცირებაც

მოყავისფრო-ვარდისფერი გამონადენის გაქრობა

მენსტრუალური ტკივილის შემცირება ან გაქრობა

ტკივილის შეწყვეტა.

საშვილოსნოს მილის გამავლობის აღდგენა საშვილოსნოსშიდა სინექიების პირველი-მეორე ხარისხის მქონე პაციენტების 83,3%-ში.

60% პაციენტებში მცირე მენჯის ღრუში მე-3-მე-4 ხარისხის შეხორცებების არსებობისას, საშვილოსნოს მილების გამავლობის აღდგენა ერთ ან ორივე მხარეს.

მე-2-მე-3 ხარისხის საშვილოსნოსშიდა სინექიების მქონე პაციენტების 88,8%-ში საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციის არ არსებობა.

ენდომეტრიუმის ნორმალური სტრუქტურის აღდგენა ყველა ქალში, რომელმაც ჩაიტარა მკურნალობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ჩვეულებრივ ინიშნება 1 სანთელი რექტალურად ან ვაგინალურად 3 დღეში ერთხელ. საერთო საკურსო დოზა შეადგენს 10 სანთელს. აუცილებლობისას ძირითადი კურსის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია.

უროლოგიაში:

ქრონიკული პროსტატიტი

ინტერსტიციალური ცისტიტი

შარსადენის და შარდსაწვეთების შევიწროება

პეირონის დაავადება

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწყისი სტადია

სამკურნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ბიოშეღწევადობის გაზრდა.

კლინიკური ეფექტურობა:

ქრონიკული პროსტატიტი

რუდაზათი მკურნალობის ეფექტურობა შეადგენდა 76-84%-ს, ანთებითი პროცესის აქტივობის მიხედვით.

ქრება ან ნაკლებ ინტენსიური ხდება ტკივილი და პარესთეზიები

მცირდება დიზურია

უმჯობესდება შარდის გამოყოფის მაჩვენებლები

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი შეადგენს 20 სუპოზიტორიას. თითო სუპოზიტორია დღეგამოშვებით (10 სუპოზიტორია), შემდგომ თითო სუპოზიტორია 2-3 დღეში ერთხელ.

დერმატოვენეროლოგიაში:

შემოფარგლული სკლეროდერმია;

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ფიბროზული გართულებების პროფილაქტიკა.

კლინიკური ეფექტურობა:

ნაწიბურის ზომის და კანის დეფორმაციის შემცირება, ნაწიბურის მიდამოში

ტკივილის, პარესთეზიის, ქავილის შემცირება

ნაწიბურის შეფერილობის ნორმალიზაცია

ნაწიბურის და შეუცვლელი კანის გაერთგვაროვნება

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 15 სანთელი: 1 სანთელი 1-2 დღეში ერთხელ.

ქირურგიაში:

შეხორცებითი პროცესის პროფილაქტიკა და მკურნალობა მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ;

ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობები.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 10 სანთელი. 1 სანთელი 2-3 დღეში ერთხელ.

პულმონოლოგიაში და ფტიზიატრიაში

პნევმოფიბროზი;

სიდეროზი;

ტუბერკულოზი (კავერნოზულ-ფიბროზული, ინფილტრაციული, ტუბერკულომა);

ინტერსტიციალური პნევმონია

ფიბროზული ალვეოლიტი

პლევრიტი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მკურნალობის კურსი 20 სანთელი. 1 სანთელი 2-4 დღეში ერთხელ.

მწარმოებელი:

CYDONIA Phytopharmaceuticals, ბოსნია-ჰერცოგოვინია

ამლო-დენკი 5მგ #50ტ

25.61 ლარი
24.07 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კარდირატი 12.5მგ #30ტ

კარდირატი 12.5მგ
(Cardirat 12.5mg)

ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
  კარვედილოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი მოვარდისფრო-ყავისფერი (კარდირატი 6.25), მოიისფრო-ვარდისფერი (კარდირატი 12.5) და თეთრი ფერის (კარდირატი 25), მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით (კარდირატი 25).
შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
კარვედილოლს – 6.25 მგ, 12.5 მგ ან 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (კარდირატი 6.25 და 25), სიმინდის სახამებელი, საღებავი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 6.25 მგ, 12.5 ან 25მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი. C07 AG02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდირატს გააჩნია კომბინირებული არასელექტიური ბეტა- და ალფა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი, აგრეთვე ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი განპირობებულია ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით, რის შედეგად პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადით იგი აქვეითებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის და პლაზმის რენინის აქტივობას ორგანიზმში სითხის შეკავების გარეშე.
კარდირატს არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად ახასიათებს მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.
კარდირატი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
პრეპარატის ბეტა- და ალფა-მაბლოკირებელი თვისებების კომბინაცია განაპირობებს მის შემდეგ მოქმედებას:
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში არტერიული წნევის დაქვეითება არ ხასიათდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებით, რაც შესაძლოა აღინიშნოს ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას. მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე, არ ირღვევა თირკმლის ფუნქცია და სისხლის მიმოქცევა. პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაში ცვლილებები არ ვითარდება. ამიტომ იშვიათად აღინიშნება გაცივების შეგრძნება კიდურებში, რასაც ხშირად ადგილი აქვს ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობისას.
გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში კარვედილოლს ახასიათებს იშემიის საწინააღმდეგო და ანტიანგინალური ეფექტი, რომელიც შენარჩუნებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. ჰემოდინამიკის შესწავლამ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების შემდგომ პერიოდში გამოავლინა, რომ კარვედილოლი ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას.
მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენებისას ვლინდება მისი დადებითი ზემოქმედება. იგი აუმჯობესებს სისხლის განდევნის ფრაქციას და ამცირებს მარცხენა პარკუჭის ზომებს.
მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობა რჩება ნორმალური, ელექტროლიტების კონცენტრაცია შრატში არ იცვლება.    

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 1 სთ-ის შემდეგ.
პრეპარატის აბსოლუტური  ბიოშეღწევადობა შეადგენს 25% და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას ბიოშეღწევადობა 80%-ით მატულობს ღვიძლში ”პირველი გავლის” ეფექტის შემცირების გამო.
კარვედილოლის 98-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
პრეპარატის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 სთ-ს.
კარვედილოლი ძირითადად ელიმინირდება ნაღვლითა და განავლით. მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
– ესენციური ჰიპერტენზია (მონო- და კომბინირებული თერაპიის სახით);
– სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია;
– მიოკარდიუმის იშემია ტკივილის გარეშე;
– მარცხენა პარკუჭის იშემიური დისფუნქცია;
– იშემიური ან კარდიომიოპათიური გენეზის სისხლის მიმოქცევის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის ან მძიმე უკმარისობა (დიგიტალისის პრეპარატებთან, დიურეზულ საშუალებებთან და აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში).
 
მიღების წესი და დოზირება:
ესენციური ჰიპერტენზია: მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს  12.5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომ – 25 მგ ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით და აღწევს  მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას – 50 მგ-ს ერთ ან ორ მიღებაზე.
სტენოკარდია: მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომ – 25 მგ 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას – 100 მგ გაყოფილი ორ მიღებაზე. ხანდაზმულ ავადმყოფებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ გაყოფილი ორ მიღებაზე.
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა: დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეადგენს 3.125 მგ ორჯერ დღეში პირველი ორი კვირის განმავლობაში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება ორკვირიანი ინტერვალით 6.25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში, შემდეგ – 12.5 მგ 2-ჯერ დღეში, შემდგომ – 25 მგ 2-ჯერ დღეში. 85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ავადმყოფებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ, 85 კგ-ზე მეტი – 50 მგ ორ მიღებაზე.
პრეპარატის მიღება წარმოებს წყლის საკმარისი რაოდენობით მიყოლებით და არ არის დაკავშირებული კვებასთან. თუმცა გულის უკმარისობის დროს უმჯობესია მისი მიღება ჭამის დროს, რაც აფერხებს წამლის შეწოვას და ამით მცირდება ორთოსტატული რეაქციების განვითარების რისკი.  

გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება; იშვითად –  ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (დოზის შერჩევის პერიოდში),  პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურებში გაცივების შეგრძნება), ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომების ან რეინოს სინდრომის გამწვავება; ცალკეულ შემთხვევებში – გულის უკმარისობა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქული ასთმა (მიდრეკილ ავადმყოფებში); იშვიათად – ცხვირის გაჭედილობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
სისხლის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
სხვა – კიდურების ტკივილი, იშვიათად – პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA  მიხედვით), რომელიც საჭიროებს ინოტროპული პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას; ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქოსპასტიური კომპონენტით; ბრონქული ასთმა; II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; ბრადიკარდია (

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ზოგიერთმა ანტიჰიპერტენზიულმა, ანტიარითმიულმა, ანტიანგინალურმა პრეპარატებმა, სანარკოზე პრეპარატმა, სხვა ბეტა-ბლოკატორებმა  (მათ შორის, რომლებიც გამოიყენება თვალის წვეთების სახით), მაო-ს ინჰიბიტორებმა, სიმპათოლიზურმა საშუალებებმა (რეზერპინი) და საგულე გლიკოზიდებმა კარდირატთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ მისი მოქმედების პოტენცირება.
ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება, ხოლო ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ციმეტიდინი) კომბინაციაში შესაძლებელია სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციის მომატება.
დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კარდირატმა შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის ჭვავის რქის ალკალოიდებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუარესება.
კარდირატმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, სუნთქვის დარღვევა (მათ შორის ბრონქოსპაზმი), გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი,
გამტარებლობის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. აუცილებლობისას ატარებენ სიმპტომურ თერაპიას, შეჰყავთ ადრენორეცეპტორების აგონისტები.

ორსულობა და ლაქტაცია:
კარდირატის მიღება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებში დადგენილი არ არის.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქოსპასტიური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, შაქრიანი დიაბეტის ან სხვა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების, ფეოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს.
მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის მომატებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება და ორთოსტატული რეაქციები. შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში, გულის უკმარისობისას, დიურეზული საშუალებების გამოყენებისას ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს.
თირკმლის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიებით, დაბალი არტერიული წნევით და/ან გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. თირკმლის ფუნქციის გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ბეტა-ადრენობლოკატორების დანიშვნამ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები, ფსორიაზი და ანაფილაქსიური რეაქციები, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გართულება, ხოლო პრინცმეტალის სტენოკარდიისას – ტკივილის პროვოცირება. აგრეთვე პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია მგრძნობელობის დაქვეითება კანის ალერგიული სინჯებისადმი.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირეოტოქსიკოზის და ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომების შენიღბვა. 
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კარდირატს, აუცილებელია სიფრთხილე უარყოფითი ინოტროპული მოქმედების საანესთეზიო პრეპარატების (ეთერი, ციკლოპროპანი, ტრიქლორეთილენი) გამოყენების შემთხვევაში. ფართო ქირურგიულ ჩარევამდე რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობითი მოხსნა.
ფეოქრომოციტომით დაავადებულებში თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ალფა-ბლოკატორების დანიშვნა. 
ავადმყოფებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ ცრემლდენის შემცირების შესაძლებლობა.
პრეპარატის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.
თუ აუცილებელია კარდირატითა და კლონიდინით კომბინირებული თერაპიის შეწყვეტა, პირველ რიგში უნდა მოიხსნას კარდირატი, ხოლო შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში – კლონიდინი, დოზის თანდათანობითი შემცირებით.
კარდირატით მკურნალობის ფონზე ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები ინტრავენურად არ ინიშნება არტერიული წნევის შესაძლო შემცირებისა და გულის რითმის დარღვევების გამო.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

გლიცერინის სუპოზ#5 საბავშვო

1.80 ლარი
1.73 ლარი

ქვეყანა: ეგვიპტე

მწარმოებელი: ფარკო ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კარდირატი 6.25მგ #30ტ

კარდირატი 6.25 მგ
(Cardirat 6.25mg)

გლიცერინის სუპოზ#5 მოზრდ.

1.80 ლარი
1.73 ლარი

ქვეყანა: ეგვიპტე

მწარმოებელი: ფარკო ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

როვინოპროსტი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა