მთავარი წაკითხვა გვერდი 217

ალოტენდინი 10მგ/10მგ #30ტ

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine, bisoprolol
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
  • მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
  • გამოშვების ფორმა: 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ აღნიშნული ინსტრუქცია!
– შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ის.
– თუ თქვენ დამატებით ინფორმაციას ან რჩევას საჭიროებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
– აღნიშნული პრეპარატი ექიმმა გამოწერა პირადად თქვენთვის, და თქვენ არ უნდა მისცეთ ის სხვა პირს. 
აღნიშნულმა წამალმა სხვა პირს შეიძლება მიაყენოს ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ავადმყოფობის სიმპტომები თქვენი ავადმყოფობის მსგავსია.
– მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ან თუ თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებული არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა 

– მოქმედი ნივთიერებები: ბისოპროლოლი და ამლოდიპინი
– სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ა ტიპი), ცელულოზა მიკროკრისტალური.

კომბინირებული ტაბლეტირებული პრეპარატი ალოტენდინი (ბისოპროლოლი/ ამპლოდიპინი) გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) და გარკვეული მიზეზებით გამოწვეული მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების ქრონიკული ნაკლებობის (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის) სამკურნალოდ

როგორ მივიღოთ ალოტენდინის ტაბლეტები
ალოტენდინის მიღებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რეკომენდაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 
ჩვეულებრივი დოზა – გარკვეული დოზირების ერთი ტაბლეტი. ალოტენდინის ტაბლეტები სასურველია მიიღოთ დილით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით და დაუღეჭავად. 
ეფექტის მიხედვით, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს საწყისი დოზა სხვა დოზირებასთან კომბინირების გზით. 
ჩვეულებრივ, თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში, დოზა კორექციას არ საჭიროებს. 
ღვიძლის და თირკმელების სერიოზული პათოლოგიის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის შეცვლა.
საფუძვლიანი მიზეზების გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვებში ალოტენდინის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ კატეგორიისთვის დადგენილი არ არის. 
თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ალოტენდინის ტაბლეტების თერაპიული ეფექტი გადაჭარბებული ან არასაკმარისია, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ ალოტენდინის ტაბლეტების ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ალოტენდინის ტაბლეტების ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ალოტენდინის ტაბლეტის მიღება
ეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა. თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით, ვინაიდან ამით თქვენ ვერ მიაღწევთ კომპენსაციას, მაგრამ შეძლებთ გაზარდოთ ჭარბი დოზირების რისკი. 
თუ თქვენ შეწყვიტეთ ალოტენდინის მიღება დანიშნულ ვადაზე ადრე
არ შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის მიღება უეცრად, არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის მიმდინარეობის დროებითი გაუარესება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, რაც განსაკუთრებით ეხება გულის გვირგვინოვანი არტერიების დაავადების მქონე პაციენტებს. მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს. 
აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 

ალოტენდინის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევაში:
– თუ თქვენ ალერგიული ხართ (მომატებული მგრძნობელობა) ბისოპროლოლის, ამპლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან ალოტენდინის ტაბლეტების სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; 
– არასტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში (ტკივილები გულმკერდის არეში უფრო ხშირად ვითარდება, უფრო ძლიერი ინტენსივობით, ადრინდელზე უფრო ხანგრძლივია); 
– თუ თქვენ გაქვთ აორტის სერიოზული შევიწროება;
– თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა, ან გულის უკმარისობა, რომელიც მოითხოვს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის კუნთის შეკუმშვის ძალის გასაძლიერებლად;
– თუ თქვენ გაქვთ შოკი, გამოწვეული გულის ფუნქციის დარღვევით (ამ შემთხვევაში არტერიული წნევა ძალზე დაბალია და არსებობს მიდრეკილება კოლაფსისადმი);
– თუ თქვენ გაგაჩნიათ გულის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ბრადიკარდიით ან არარეგულარული რითმით (ატრიოვენტრიკული ბლოკადა მე-2 ან მე-3 ხარისხის, სინოატრიული ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი).
– არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში (პირველი მონაცემი ნაკლებია 100 მმ.ვწყ.სვ-ზე);
– მძიმე ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაში;
– პერიფერიული არტერიების სერიოზული პათოლოგიის შემთხვევაში;
– რეინოს სინდრომის შემთხვევაში, რომელიც ხასიათდება ხელის და ტერფის თითების დაბუჟებით, “გუგუნით” და გაფითრებით, რომლებიც განიცდიან სიცივის ზემოქმედებას. 
– განუკურნავი ფეოქრომოციტომის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის იშვიათ სიმსივნეს;
– მეტაბოლური ცვლილებისას, როდესაც სისხლის pH იცვლება აერობული მიმართულებით;
– ბავშთა ასაკში;
– ძუძუთი კვების დროს.
თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთმოყვანილი მდგომარეობებიდან თქვენ აგეღნიშნებათ რომელიმე მათგანი, მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა პრეპარატის მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე.

ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ალოტენდინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება. 
თუ ვითარდება ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტი, საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ხშირი გვერდითი ეფექტები (1-10 100 ადამიანზე): გულისცემა, გულის კუმშვადობის შენელება (50 დარტყმაზე ნაკლები წუთში), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კუჭნაწლავური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, კიდურებში სიცივის და დაბუჟების შეგრძნება, დაღლილობა
არახშირი გვერდითი ეფექტები (100 ადამიანზე 1-ით ნაკლები, ხოლო 1000 ადამიანზე 1-ზე მეტი): იმპულსის ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევები, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე, პერიფერიული ნეიროპათია, გონების ხანმოკლე დაკარგვა, ჰიპესთეზია, პარესთეზია, გემოს შეცვლა, ტრემორი, ძილის დარღვევა, მხედველობის დარღვევები, შუილი ყურებში, ქოშინი, ხველა, ბრონქული ასთმა (შეტევითი ქოშინი) ან მწვავე ბრონქოსპაზმი ფილტვების დაავადების შემთხვევაში დროებითი ბრონქოსპაზმით ანამნეზში, რინიტი, დისპეფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკისDდარღვევა, გახშირებული შარდვა, შარდვის პროცესის დარღვევა, ნიქტურია, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია, კანის გაუფერულება, ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, ჰიპერგლიკემია, ვასკულიტი, არტერიული ჰიპოტენზია, ასთენია, წონაში მომატება ან დაკლება, იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფია მამაკაცებში, გუნება-განწყობის შეცვლა, დეპრესია.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 ადამიანზე 1-ით ნაკლები, ხოლო 10000 ადამიანზე 1-ზე მეტი): საცრემლე სითხის სეკრეციის დაქვეითება (ეს გასათვალისწინებელია ლინზების ტარების შემთხვევაში), სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება (მწვავედ აღმოცენებული კანის ან ლორწოვანის შესიება, ყველაზე ხშირად ქუთუთოებზე, ტუჩებზე, სახსრების, გენიტალიების, ყიას, ხახის და ენის მიდამოებში), ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა (კანის და ლორწოვანის მძიმე ანთება წითელი ფერის ვეზიკულებით), სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები (არასწორი აღქმა, რომლის გამოვლინება ხდება გამღიზიანებლების არარსებობისას, რეალური შეგრძნების მსგავსია და ადამიანი მას რეალურად აღიქვამს).
ძალზე იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 ადამიანზე 1-ით ნაკლები): კონიუნქტივიტი, გასტრიტი, ჭინჭრის გამონაყარი, ბისოპროლოლის მსგავსი მოქმედების მექანიზმების მქონე პრეპარატებმა (პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი) შეიძლება გამოიწვიონ ფსორიაზი ან გააუარესონ მისი მიმდინარეობა, ან გახდნენ კანის ფსორიაზის მსგავსი ცვლილების, ნაღველის გამოყოფის*, სიყვითლის* მიზეზი.
* = უმეტეს შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი უცნობია.
ამლოდიპინის დანიშვნისას ასევე გამოვლენილია არასასურველი ეფექტები (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია და მოჭერითი ხასიათის ტკივილები გულმკერდის არეში კორონარული უკმარისობის შედეგად), რომელთა საფუძველზე შეუძლებელი იყო ძირითად დაავადებასთან მათი კავშირის დადგენა.
თუ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე სერიოზული გახდა ან თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღნიშნულ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღების საკითხთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ პრეპარატის გამოყენების სათანადო კლინიკური გამოცდილება ორსულებში არ არსებობს, მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი/სარგებელის თანაფარდობა საგულდაგულო ინდივიდუალური განხილვის შემდეგ, ამიტომ თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თქვენი არსებული ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ.
ორსულობისას პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ნაყოფის და ახალშობილის საგულდაგულო მონიტორინგი.
შესაბამისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გათვალისწინებით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის.

ალოტენდინის ტაბლეტების გამოყენებისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე 
ალოტენდინის ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ამიტომ თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი მსგავსი მდგომარეობის შესახებ:
– შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის დონის დიდი ცვალებადობით;
– მკაცრი დიეტა;
– ალერგიის საწინააღმდეგო (მადესენსიბილიზებელი) მკურნალობის პარალელურად ჩატარება (მაგალითად, ალერგიული რინიტის პროფილაქტიკის მიზნით);
– გულის რითმის დარღვევები (პირველი ხარისხის AV –ბლოკადა);
– კორონარული სისხლმიმოქცევის და პერფუზიის დარღვევა (პრინცმეტალის სტენოკარდია)
– კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც ხასიათდება პერფუზიის დაქვეითებით;
– ფსორიაზი;
– ჰიპერთირეოზი;
– ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;
– თუ თქვენ გეგმავთ ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაცია, გააფრთხილეთ ანესთეზიოლოგი, რომ ღებულობთ ალოტენდინის ტაბლეტებს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა 
ალოტენდინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ უმაღლესი ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან როდესაც თქვენ ცვლით მკურნალობის სქემას, ასევე ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში – ამ მიზეზით, ექიმმა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პრეპარატის რა დოზის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.

პრეპარატების თერაპიული და არასასურველი ეფექტები სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია შეინიღბოს მათი ეფექტებით. 
ურთიერთმოქმედება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ხდება დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში. 
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ ან ღებულობდით ადრეულ წარსულში სხვა პრეპარატებს, მათ შორის საშუალებებს, რომლებიც გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
რეკომენდებული არ არის ალოტენდინის ტაბლეტების ერთდროული გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან:
ვერაპამილის და დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორები: ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზური საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): არ შეწყვიტოთ თქვენი პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციამდე.
შემდეგი პრეპარატების ალოტენდინის ტაბლეტებთან ერთდროული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში განსაკუთრებული სიფრთხილით და სამედიცინო კონტროლის შესაძლებლობის პირობით: გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რითმზე (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ამიოდარონი). ეს პრეპარატები გამოიყენება არითმიის და გულის სხვა დარღვევების სამკურნალოდ. 
ბეტა-ბლოკატორების ტოპიკური ფორმები (მაგალითად, თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისას).
პარასიმპათომიმეტურები. ეს პრეპარატები გამოიყენება გლუვი მუსკულატურის ფუნქციის გაძლიერების მიზნით კუჭის, წვრილი ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს და ასევე გლაუკომის შემთხვევაში.
ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები.
საძილე საშუალებები
საგულე გლიკოზიდები (ფუტკარას პრეპარატები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს პრეპარატები ინიშნება სახსრების ანთების, ტკივილების ან ართრიტის სამკურნალოდ.
ბეტა-სიმპათომიმეტურები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი). ეს პრეპარატები გამოიყენება სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევების სამკურნალოდ გადაუდებელ სიტუაციებში.
ეპინეფრინი გამოიყენება სერიოზულ, სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და გულის გაჩერების სამკურნალოდ. 
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას თერაპიული ან არასასურველი ეფექტების ხარჯზე (ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები).
საჭიროა გადაწყდეს შემდეგი პრეპარატების დანიშვნის საკითხი ალოტენდინის ტაბლეტებთან შეთავსებით:
მეფლოკინი, რომელიც გამოიყენება ციების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაო–B ინჰიბიტორების გარდა), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
ალოტენდინის ტაბლეტების მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება მოახდინოს აღნიშნული პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტის პოტენცირება.

შენახვის პირობები და ვადები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ალოტენდინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ალოტენდინი, თუ აღმოაჩენთ გაფუჭების გარეგნულ ნიშნებს (მაგალითად, გაუფერულება).
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ პრეპარატი საჭიროებს მოშორებას ნარჩენებში და აღარ გჭირდებათ, მიიღეთ ფარმაცევტის კონსულტაცია. 
აღნიშნული ზომები საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ანესთეზოლის #10რექტ.სუპ(ნიჟფ.)

ანესთეზოლის სანთლები

შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
ანესთეზინი, დერმატოლი, თუთიის ჟანგი, მენთოლი,  სანთლის ფუძე _ საკმარისი რაოდენობით.

აღწერილობა:
სანთლები ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანრიჰემოროიდალური საშუალება

ფორმა:
სანთლები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰემოროიდულ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისებები.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ტკივილების, ქავილის, სპაზმების შესამცირებლად უკანა ტანის ნეხეთქების და ბუასილის დროს.

დოზირება და მიღების წესი:
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 1-2 ჯერ დღეში. შეშუპების ან გაღიზიანების შემთხვევაში სანთელს ადნობენ და იგი ტამპონის საშუალებით დაიტანება მტკივნეულ ადგილზე, მსუბუქი მასაჟით.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები:
წვის შეგრძნება უკანა ტანში, ფაღარათი.

შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
5 ცალი სანთელი

მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ

რეჰიდრონი ოპტიმა 10.7გ #20პაკ

31.61 ლარი
29.71 ლარი

ქვეყანა: ფინეთი

მწარმოებელი: ორიონ ფარმა ფინეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალორტია 50მგ/5მგ #30ტ

22.05 ლარი
20.73 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რეჰიდრონი 18.9გ #20პაკ.ფხვნილი

რეჰიდრონი
REHYDRON

შემადგენლობა:
უწყლო გლუკოზა-10,0გ
ნატრიუმის ქლორიდი-3,5გ
ნატრიუმის ციტრატი-2,9გ
კალიუმის ქლორიდი-2,5გ

უსუნო, თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი, კარგად იხსნება წყალში.

ჩვენება
:
რეჰიდრატაციული პერორალური თერაპიისათვის მწვავე დიარეის დროს მსუბუქი (წონის დაკლება 3-5%) ან საშუალო (წონის დაკლება-10%) ხარისხის დეჰიდრატაციის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზები:

რეჰიდრონი მიირება შიგნით საკვებისგან დამოუკიდებლად.
პაკეტის შიგთავსს ხსნიან 1ლ ახლადადუღებულ და გაცივებულ წყალში.
დიარეის დროს მიიღება პორციებად (50-100მლ) 3-5 წუთიანი ინტერვალით ან შეჰყავთ ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.
ახალშობილებსა და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი 5-10 წუთიანი ინტერვალით 4-6 საათის განმავლობაში (მიღებული ხსნარის რაოდენობა მსუბუქი დიარეის დროს შეადგენს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დიარეის დროს კი- 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში).
შემანარჩუნებელი თერაპიისთვისხსნარის სავარაუდო რაოდენობაა 80-100მლ/კგ/დღე-ღამეში დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.
სითბური ზემოქმედების დროს წყალ-ელექროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), რეჰიდრონის ხსნარი მიიღება პორციებად 100-150 მლ-დან 500-900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარს იღებენ იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და სითბური დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე. ექსტრემალური სითბური და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეჰიდრონი მიიღება პორციებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

შენახვის ვადა:

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

რეჰიდრონის ფხვნილი ინახება ოთახის (15-250C) ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი კი- მაცივარში (2-80C) 24 საათის განმავლობაში.

შეფუთვა
:
18,9გ პაკეტები, შეფუთვაში 20 პაკეტი.

მწარმოებელი: “ORION” ფინეთი

ალორტია 50მგ/10მგ #30ტ

30.55 ლარი
28.72 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამლოპრილი 5მგ/5მგ #30ტ

19.80 ლარი
18.61 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რეჰიდრო A 18.9გ ფხვნ.#20პაკ

19.57 ლარი
18.40 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალორტია 100მგ/5მგ #30ტ

29.55 ლარი
27.78 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამლიპინი 5მგ/5მგ #30ტ

ამლიპინი
(AMLIPIN)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინის ბესილატი + ლიზინოპრილის დიჰიდრატი

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი წითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით “AMLP” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:  ამლოდიპინი (ბესილატის ფორმით)  5 მგ, ლიზინოპრილი (დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ლაქტოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ათქ კოდი: C09BB.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამლიპინი – კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ამლოდიპინისა (კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი) და ლიზინოპრილის (აგფ-ის ინჰიბიტორი) თვისებების ერთობლიობით.
აბლოკირებს რა მემბრანის კალციუმის ნელ არხებს, ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში. მისი მოქმედებით მცირდება სისხლძარღვების (არტერიოლების)  ტონუსი და სისხლძარღვების პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიოლების გაფართოვებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ მოქმედებას. იმის გამო, რომ იგი არ იწვევს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებას, მისი გამოყენებისას მცირდება მიოკარდის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ამლოდიპინი აფართოვებს როგორც ინტაქტურ, ასევე პათოლოგიურად შეცვლილ კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის პერფუზიას.
ამლოდიპინს არასასურველი მეტაბოლური ეფექტები არ გააჩნია.
ლიზინოპრილი აქვეითებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად, ზრდის ბრადიკინინის დონეს, რომელსაც სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი გააჩნია. ლიზინოპრილის ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, წნევა ფილტვების კაპილარებში. ლიზინოპრილი არ ცვლის გულის რითმის სიხშირეს, ამ დროს, შესაძლებელია გულის წუთმოცულობის გაზრდა და თირკმელების სისხლმომარაგების  გაძლიერება.
ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გლომერულური აპარატისა და მისი ქსოვილების სტრუქტურის ჰემოდინამიკის გაუმჯობესების ხარჯზე.
ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდისა და რეზისტენტული ტიპის სისხლძარღვების კედლების ჰიპერტროფია. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი ხელს უწყობს ენდოთელიუმის დარღვეული ფუნქციის აღდგენას.

ფარმაკოკინეტიკა
Per os მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა და თითქმის მთლიანად (90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, Cmax მიიღწევა 6-10 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 35-50 საათს შეადგენს.
ლიზინოპრილი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი შეწოვა არ არის დაკავშირებული კუჭში საკვების არსებობასთან. ბიოშეღწევადობა – 25-50%. Cmax მიიღწევა 6 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათს შეადგენს.
ორივე მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი ცირკულირება ორგანიზმში შესაძლებელს ხდის, რათა პრეპარატი დაინიშნოს დღეში ერთხელ.

გამოყენების ჩვენებები
– არტერიული ჰიპერტენზია;
– გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);
– გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
– დიაბეტური ნეფროპათია.

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;
– ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;
– აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
– კარდიოგენური შოკი;
– ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში, ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს სადღეღამისო დოზის შერჩევისას.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ან სხვა გენეზის დიჰიდრატაციის დროს (ჭარბი ოფლდენა, ხანგრძლივი ღებინება, პროფუზული დიარეა), ასევე გულის უკმარისობის დრო, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავადმყოფის დაწვენა, საჭიროების შემთხვევაში _ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის ინფუზიის ჩატარება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ნატრიუმის დონის ნორმალიზება და ჰიპოვოლემიისას სითხის მოცულობის აღდგენა.
თირკმლის არტერიის სტენოზის (განსაკუთრებით ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს), ასევე დეჰიდრატაციის დროს ლიზინოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა თითქმის თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი, რომელიც, ჩვეულებრივ გარდამავალია და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქრება.
ოპერაციული ჩარევებისას, როდესაც ხდება სანარკოზე საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არტერიული ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლიათ, ლიზინოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ზემოაღნიშნული მექანიზმით განვითარებული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებით.
ხანდაზმული ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის  რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია პერიოდულად პერიფერიული სისხლის ლაბორატორიული კონტროლი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის მიღებამ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ, ამიტომ, ინდივიდუალური რეაქციების განსაზღვრამდე საჭიროა თავის შეკავება მსგავსი საქმიანობის შესრულებისაგან.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ამლიპინის გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალი ხასიათისაა, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.
შედარებით ხშირია: თავის ტკივილი, მშრალი ხველა და თავბრუსხვევა.
შესაძლებელია: სისუსტე, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ფეხების შეშუპება, სახის კანის გაწითლება, ტკივილი მკერდის არეში.
სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე 1%-ზე ნაკლებია.
ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლებელია ანგიონევროზული შეშუპების განვითარება.

მიღების წესი და დოზები
Per os მიიღება  1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ვაზოდილატაცია არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიის გამოვლინებით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის მუშაობის, არტერიული წნევის, დიურეზისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება მისი კორექცია. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას, ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ „ჰორიზონტალურ“ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით. სითხის შემცვლელების ვენაში შეყვანის შემთხვევაში მათზე არადამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტისას შეიძლება საჭირო გახდეს პერიფერიული ვაზოპრესორის შეყვანა სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. კალციუმის ანტაგონისტის მოქმედების შესაჩერებლად ვენაში შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა.
ამლოდიპინის ნელა შეყვანის გამო ცალკეულ შემთხვევებში ხდება კუჭის ამორეცხვა, გამოიყენება გააქტივებული ნახშირი.
ლიზინოპრილი ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპერკალიემიის განვითარების პრევენციისათვის პრეპარატის დანიშვნისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), აგრეთვე, კალიუმთან და კალიუმის შემცველ საშუალებებთან მისი კომბინირებისას, ძირითადად, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს. პრეპარატი ინიშნება სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ, სისხლში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებით. სიფრთხილის დაცვა აუცილებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:
– დიურეზული საშუალებები (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება);
– სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები (ადიტიური მოქმედება);
– აასს (განსაკუთრებით ინდომეტაცინთან), ვინაიდან ისინი ორგანიზმში აკავებენ ნატრიუმს და აბლოკირებენ პროსტალგანდინების სინთეზს თირკმელებში, ესტროგენული საშუალებები და ადრენომასტიმულირებლები, სიმპატომიმეტურები (შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება);
– ლითიუმი (შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის გაუარესება, აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში);
ამიოდარონს, ქინიდინს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ნეიროლეფსიურებს) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

გამოშვების ფორმა
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი  მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ამლიპინი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინი“-ს (დიდი ბრიტანეთი) პროდუქტსა და სავაჭრო მარკას.
დამზადებულია „ლაბორატორია ბეილი-კრეატი“-ს მიერ (საფრანგეთი)
მის: შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ბერნუიე-საფრანგეთი
“მედრაიკი”-ს (დიდი ბრიტანეთი) ლიცენზიით.