Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 218

რეკრეოლი 50მგ/გ 50გ კრემი

რეკრეოლი50 მგ/გ კრემი

Dexpanthenolum

 

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს  თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

–  შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

–  დამატებითი კითხვების წარმოქმნის ან რჩევის აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

–  თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

–  თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს რეკრეოლი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს რეკრეოლიდა რისთვის გამოიყენება იგი

კრემი რეკრეოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს მიეკუთვნება. ორგანიზმის ქსოვილებში დექსპანთენოლი პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება. პანთოტენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

კრემი რეკრეოლი გამოიყენება:

–   კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა, კანის ნახეთქები, დაჟეჟილობები, გაკაწვრა), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.

2.  რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კრემი რეკრეოლი  შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია დექსპანთენოლის ან  ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);
  • არ გამოიყენოთ კრემი ჭრილობებზე, თუ თქვენ გაქვთ ჰემოფილია, სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

სიფრთხილე გამოყენების დროს და განსაკუთრებული მითითებანი

კრემი რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის გაჩენის შემთხვევაში.

მოერიდეთ კრემის მოხვედრას თვალებში.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და რეკრეოლი

შეატყობინეთ  ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეიძლება  გამოგეყენებინათ. 

არ არსებობს მტკიცებულება კრემი რეკრეოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

კრემი რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფერტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

კრემი რეკრეოლი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

კრემი რეკრეოლი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, ლანოლინსა და პროპილენგლიკოლს

ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციის გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). კრემი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3.  როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ არ არის სხვა მითითება, დექსპანთენოლი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ (65 წელზე ზევით ასაკის)  პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება.

დექსპანთენოლის გამოყენება ბავშვებში ნებადართულია.

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ კრემი  რეკრეოლის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, რეკრეოლსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს): ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის სიწითლე, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გაღიზიანება, კანის წყლულები.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ  შეატყობინოთ სამკურნალწამლო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.  ტელ .: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428. 

ვებ-საიტი: www.zva.gov.lv

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  მეტი ინფორმაციის შეგროვებას  სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

ინახება უხილავ  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ გაყინოთ

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ -ს შემდეგ.

 ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც  აღარ გესაჭიროებათ, ეს ზომები დაგვეხმარება  გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კრემი რეკრეოლი

  • აქტიური ნივთიერება დექსპანთენოლი. 1გ მალამო  შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.
  • სხვა კომპონენტები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, კალიუმის ცეტილფოსფატი, ლანოლინი, პროპილენგლიკოლი, სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.

კრემი  რეკრეოლის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

სპეციფიური სუნის მქონე,  თეთრი ან მოყვითალო ფერის ჰომოგენური კრემი.

30გ ან 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი დალუქულია ალუმინის მემბრანით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV‑1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

რეკო ბალანსი #8პაკ

რეკო ბალანსი #8 საშეტი

ფხვნილი ლიმონის გემოთი პერორალური მიღებისთვის

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ელექტროლიტურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი, გულისცემის ცვლილებები და შფოთვა.

როგორ მოქმედებს ?

უზრუნველყოფს ორგანიზმის ელექტროლიტური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

როდის უნდა გამოვიყენოთ ?

დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემდეგ მაგ. სპორცმენებში (ნებისმიერი სპორტის სახეობის დროს) ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დიარეის ან ღებინების შემდეგ.

 

შემადგენელი კომპონენტები

1 საშეტი/მგ

2 საშეტი/მგ

ნატრიუმის ქლორიდი

1300

2600

კალიუმის ქლორიდი

750

1500

ნატრიუმის ბიკარბონატი

90

180

სიმაგ™, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს

100

60 NRV* 16 %

200

120 NRV* 32 %

 

*NRV – კვებითი ღირებულება. (საკვები ნივთიერებების შემცველი დადგენილი მაჩვენებლები)

ნატრიუმის იონები

მნიშვნელოვანია ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისათვის, ნეირონების და კუნთების უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კალიუმის იონები

კალიუმი არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედული ელექტროლიტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების, ქსოვილებისა და მთელი ორგანიზმის ფუნქციების რეგულირებაში. არეგულირებს სითხის ბალანს და უჯრედშიდა ოსმოსურ წნევას, ინარჩუნებს PH სისხლში. იგი ასევე არეგულირებს ჩონჩხის კუნთების შეკუმშვას და ნერვული იმპულსების ჩატარებას. კალიუმის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის სინთეზის რეგულირებასა და ამინომჟავების ტრანსპორტირებაში.

ქლორის იონები

ისინი ხელს უწყობენ ბიოლოგიური სითხეების ოსმოსური წნევის შექმნას, რაც მნიშვნელოვანია მჟავა-ტუტოვანი გარემოს შექმნისთვის.

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ბიკარბონატი)

იგი იმყოფება ბიოლოგიური სითხეებისა და სხვადასხვა ორგანოთა შემადგენლობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში. იგი უზრუნველყობს რძის მჟავის შემცირებას ფიზიკური დატვირთვის დროს და ასევე ამცირებს საკვები კომპონენტების მჟავიანობას.

სიმაგ™ მაგნიუმის იონები

მაგნიუმი არეგულირებს და ინარჩუნებს ფერმენტულ აქტივობას. იგი ძალზე მნიშვნელოვანია სხეულისა და ენერგიის წარმოების 300-ზე მეტი ფერმენტული ბიოქიმიური რეაქციისათვის. მაგნიუმის კათიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ფუნქციის შენარჩუნებაში.

გამოყენების ჩვენება:

რეკო ბალანსი არის ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი კომბინირებული საშუალება, რომელიც გამოიყენება:

– წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის, მწვავე დიარეის ან მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);

– ვირუსული ინფექციით გამოწვეული დიარეის არსებობისას;

-წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას – გულისრევა/ღებინების, ასევე ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას – პროფილაქტიკური მიზნებისათვის;

– სითბური და ფიზიკური დატვირთვისას არსებული ინტენსიური ოფლდენის დროს (მაგ: სპორტული აქტივობისას – პროფილაქტიკის მიზნით);

– თერმული დაზიანებისას, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან;

– ჭარბი ოფლდენის დროს, მომატებული ტემპერატურის ფონზე ბავშვებში და მოზრდილებში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, პაციენტები, რომლებიც არიან დიეტურ კვებაზე ნატრიუმის შეზღუდვით და მძიმე თირკმლის უკმარისობით. დიაბეტის დროს, როდესაც თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია დარღვეულია.

მიღების წესი და დოზირება:

მომზადებული ხსნარის მიღება რეკომენდებულია პერორალურად. მიღების წინ შიგთავსი უნდა გახსნათ 500-1000მლ ახლად ადუღებულ და გაგრილებულ წყალში, კარგად მოურიეთ და მიიღეთ.

ბავშვებში:

4 თვიდან – 1 წლამდე: 0,5 – 1 საშეტი დღეში;

1-დან – 12 წლამდე: 1 – 2 საშეტი დღეში;

12 წლიდან მოზრდილებში: 1 – 3 საშეტი დღეში.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის სწრაფი აღდგენისათვის მომზადებული ხსნარის მიღება უნდა მოხდეს პირველი 4 საათის განმავლობაში სითხის დანაკარგის კუპირებისათვის.

მიღებული ხსნარი ინახება 24 საათის განმავლობაში +60C -დან – +80C – მდე.

მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ.

მხოლოდ პერორალური მიღებისათის.

გვერდითი მოვლენები:

რეკო ბალანსის გამოყენების წესის დაცვის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს  რეკო ბალანსის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დოზებით.

სიფრთხილის ზომები:

შეიცავს კალიუმს.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე  ნივთიერების მიმართ .

მოცემული პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება:

მშრალი საშეტები ინახება არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

რეგერმინი 125მლ ფხვ/სპრ

რეგერმინი 125მლ

ფხვნილოვანი სპრეი, რომელიც გამოიყენება კანის დაზიანებების და ჭრილობების დროს

შემადგენლობა:

SCX-ფხვნილოვანი კომპლექსი (სილიციუმის დიოქსიდი, ფუნქციონალიზებული ვერცხლის იონებით და ქლორჰექსიდინით), კაოლინი, ნატრიუმის ჰიალურონატი, სილიციუმის დიოქსიდი, პროპან-ბუტანის ნაერთი (პროპელენტი).

ბიოლოგიური თვისებები:

რეგერმინი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საშუალებას. სპეციალური ფორმულის წყალობით ის ეხმარება სხვადასხა ტიპის ჭრილობის, მცირე დამწვრობების, კანის დაზიანებების და გამოყელვის (განსაკუთრებით ექსუდაციური ჭრილობების დროს) დროს. რეგერმინი ქმნის დამცავ შრეს, რომელიც ხელს უშლის მიკრობების მოხვედრას დაზიანებულ ზედაპირზე და ქმნის კანის რეგენერაციისთვის სასარგებლო ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებს. დაზიანების ადგილას მიკრობების საწინააღმდეგო დამცავი შრის ფორმირება ხდება კაოლინის და ჰიალურონის მჟავას კომპლექსური ზემოქმედების საშუალებით: კაოლინი ასრულებს სითხის აბსორბენტის როლს ექსუდაციური ჭრილობების დროს, ჰიალურონის მჟავა კი ახდენს ჰიდრატაციულ მოქმედებას (აკავებს წყალს) და ახდენს დამცავი შრის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სითხის შენარჩუნებას ქსოვილებში. 

SCX-ფხვნილოვანი კომპლექსი შედგება სილიციუმის დიოქსიდის, ვერცხლის იონებისა და ქლორჰექსიდინისგან; ეს კომპლექსი არის კაოლინის და ჰიალურონის მჟავას მიერ ფორმირებული დამცავი შრის შიგნით. ანტიმიკრობული თვისებების ხარჯზე, რეგერმინისგან შექმნილი ბარიერი, იცავს ჭრილობის ზედაპირს მიკრობებისგან და ხელს უწყობს შეხორცების პროცესების დაჩქარებას.

ჩვენებები:

რეგერმინი გამოიყენება კომპლექსურად შემდეგი მდგომარეობების დროს:

ჭრილობის სხვადასხვა ტიპი (ტრავმული, ტროფიკული, განსაკუთრებით ექსუდაციური ჭრილობები)

კანის დაზიანებები და გამოყელვა

მცირე დამწვრობები

უკუჩვენებები:

რეგერმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:

პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის დროს;

3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს ინფორმაცია დოზის გადაჭარბების ან სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

ექიმმა ან პაციენტმა, რეგერმინის ფხვნილოვანი სპრეის გამოყენებისას, მხედველობაში უნდა იქონიოს შემდეგი პირობები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, არ შეიძლება გადაყლაპვა;

მოერიდეთ თვალთან კონტაქტს, ნებისმიერი სახის კონტაქტისას დაუყოვნებლივ გამოირეცხოს წყლით;

არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა გახსნილი ან დაზიანებულია;

გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი თავსახურით;

კანის მხრივ რეაქციების გამოვლენისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება;

სპრეის თვალში მოხვედრის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უსაფრთხოების ნორმები:

ყურადღება! სპრეი კონტეინერში არის წნევის ქვეშ, გახურებისას ფეთქებადსაშიშია; უნდა ინახებოდეს გამათბობლებისგან, გახურებული ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ღია ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით. გამოყენების შემდეგ არ გახვრიტოთ და არ დაწვათ კონტეინერი. უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ვენტილირებად შენობებში.

გამოყენების წესი:

1. ფრთხილად გაასუფთავეთ და გაამშრალეთ კანი.

2. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.

3. დაიტანეთ ფხვნილის თხელი ფენა მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, 10 სმ-ის მანძილიდან გაფრქვევით.

4. არ მოახდინოთ მასირება; ფხვნილმა უნდა წარმოქმნას მთლიანი დამცავი შრე.

5. ექიმის მხრიდან განსაკუთრებული მითითებების არ არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ერთხელ დღეში კანის დაზიანებულ უბანზე.

შენახვის პირობები:

ინახება შეფუთვაში, მშრალ, მზის შუქისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5 -დან 50 0ჩ-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეგერმინი, ფხვნილოვანი სპრეი 125მლ, ალუმინის ფლაკონში; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

რასმორალი #30ტ

16.10 ლარი
15.13 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პროტესოლი #30კაფს

 

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა 10მგ. სელენი 30მკგ.

ჩვენება:

  ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული ანთება. ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი დაავადებების დროს:

– ოტოლარინგოლოგია: სინუსიტი

– გინეკოლოგია:

– უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი,

–  პულმონოლოგია: ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.

უკუჩვენება:

  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

 გამონაყარი, სიწითლე, დიარეა, ზოგჯერ ანორექსია, ფაღარათი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად მიდრეკილება სისხლდენებისკენ (ცხვირიდან, სისხლიანი ნახველი). ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

 პოსტოპერაციული და პოსტრავმული, აგრეთვე ანთებითი შეშუპების ჩაცხრობა. ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილში, ათხელებს ნახველს და აადვილებს მის გამოდევნას ბრონქებიდან.

დოზირება:

1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა ჯგუფის პრეპარატებთან:

სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის თანხმობის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

პროტესოლი, შეფუთვაშია 3 ბლისტერი, თითოეულში 10 კაფსულა.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ (15°C-25°C), სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

პროსტორალი #30ტ *

28.80 ლარი
27.08 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ბარგავა ფარმაცი ინდოეთი *

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პროსტენალი #30ტ

პროსტენალი

შემადგენლობა:

ჯუჯა პალმა 300მგ, კავკასიური დათვის კენკრა 50მგ, ჭინჭარი 250მგ, გოგრის ზეთი 300მგ, ლიკოპენი 0,5მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჯუჯა პალმას ახასიათებს 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსი მოქმედება. აინჰიბირებს პირველი და მეორე ტიპის 5-ალფა რედუქტაზას ,რის შედეგადაც არ ხდება ტესტესტერონის დიჰიდროტესტერონად გარდაქმნა. 5-ალფა რედუქტაზას შემბოჭველი სხვა საშუალებებისგან განსხვავებით არ ახდენს გავლენას პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის ტრანსკრიფციაზე და არ ზემოქმედებს ანტიგენის სინთეზზე.

ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 5-ლიპოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩართვით აფერხებს ლეიკოტრიენ B4 –ის , ხოლო ციკლოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩარევით-პროსტაგლანდინების სინთეზს. მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას (თNFა) და ინტერლეიკინ 1ბ-ს (IL-1ბ) კონცენტრაციას. ზრდის დღიური შარდის მოცულობას. 

კავკასიური დათვის კენკრას მოქმედება განპირობებულია თუთიის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და სტეროლების მაღალი შემცველობით. 

გოგრის ზეთი მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ლიკოპენი დიდი რაოდენობით გროვდება წინამდებარე ჯირკვლის ეპითელიოციტების ბირთვთან ახლოს და სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ქემოპრევენცას. ლიკოპენის ხანგრძლივი მიღება დადასტურებულად ამცირებს პროსტსტის ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

ჩვენებები:

პროსტატის ჯირჯვლის ანთება.

პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (1 და 2  ხარისხი) .

მიღების წესი :

1 კაფსულა 1 ხელ დღეში. კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვე. 

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.

პროსტამინი #30ტ

32.70 ლარი
30.74 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პროსტავიტალი #30კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

პრო-ვიზიო #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

Don`t copy text!