Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 230

კარდიო ფორსი 150მგ #30ტ

კარდიო ფორსი 150მგ №30ტ
(აცეტილსალიცილის მჟავა)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: აცეტილსალიცილის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მკრთალი მოვარდისფრო-ყავისფერი, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული,  მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე  ტაბლეტები. 

შემადგენლობა:
1 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 75 მგ ან 150 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი   WINCOAT-WT-N-01256 BROWN: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, საღებავები _ ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი  (E 172),  რკინის ოქსიდი წითელი  (E 172). 

გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი, 75 მგ ან 150 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ჰეპარინის გარდა). ათქ-კოდი:  B01AC06.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარდიო ფორსი წარმოადგენს ანტიაგრეგანტულ საშუალებას. აცეტილსალიცილის მჟავა ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევადად ინჰიბირების გზით იწვევს თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვას,  რაც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი მდგრადია კუჭის წვენის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 სთ-ში. 
პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 80-85%-ს, დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 50%-მდე მცირდება.
აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 
გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენება:
 არასტაბილური სტენოკარდია;
 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
 მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
 ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
 თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).

მიღების წესი და დოზირება:
კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში,
შემდეგ _ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული);
სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება;
ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.
ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში. 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა; 
ორსულობა (განსაკუთრებით I  და  III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კარდიო ფორსი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, მეტოტრექსატის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის ულცეროგენული მოქმედების ალბათობა, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკი.
გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც მკურნალობის დროს სალიცილატების დონე სისხლში დაქვეითებულია, გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი შესაძლებელია სალიცილატებით დოზის გადაჭარბების განვითარება.
კარდიო ფორსისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს დიურეზული (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) და ურიკოზული საშუალებების მოქმედებას (ზემოთ აღნიშნული პრეპარატებისა და კარდიო ფორსის კომბინირების აუცილებლობისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 სთ-იანი  ინტერვალის დაცვა).

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, რადგანაც პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, გააქტივებული ნახშირის მიღება, აუცილებლობისას ტარდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექცია.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I  და  III  ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

გამოყენების თავისებურებები:
კარდიო ფორსი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ანამნეზში _ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის (რადგანაც აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულ პაციენტებში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობაც კი ამცირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.
კარდიო ფორსის მაღალი დოზით მიღებისას ვითარდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, აქედან გამომდინარე პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების დროს იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.    
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

კარდიო ფორსი 75მგ #30ტ

კარდიო ფორსი 75მგ №30ტ

ნუტრიჯენ ომეგა 200მლ სიროფი

ნუტრიჯენ ომეგა სიროფი

შემადგენლობა: დოზის 5 მლ შეიცავს: 1600 მგ თევზის ქონს, 448 მგ ეიკოზაპენტაენურ მჟავას, 672 მგ დოკოზაჰექსაენურ მჟავას, 300 მგ ომეგა 6, 300 მკგ ვიტამინი A, 5 მკგ ვიტამინი D, 6 მგ ვიტამინი E, 30 მკგ ვიტამინი K, 90 მკგ იოდი, 20 მკგ სელენი.

დამხმარე ნივთიერებები: ზეითუნის ზეთი, ბუნებრივი მარწყვის არომატიზატორი, ბუნებრივი ვანილი, დამატკბობელი (სახარინი).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი

ჩვენებები: ხელს უწყობს გონების სწორად ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მხედველობასა და გუნება-განწყობილებას.

დოზირება და მიღების წესი:

რეკომენდებული დღიური მიღება: 1-3 წელი: 2.5 მლ დღეში. 4-8 წელი: 5 მლ დღეში. 9-13 წელი: 10 მლ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ცხოველურ ვიტამინ D-ს, არ წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. არცერთი საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების ნაცვლად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია 200 მლ-იანი პოლიეთილენის ქილა, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვივატინელლ ლტდ. იუნით 138, ბრედლი ჰოლ თრეიდინგ ისთეით, ბრედლი ლეინ, სთენდიშ, wigan, Wn6ox-გაერთიანებული სამეფო.

თრომბასპინი 100მგ #20ტ GMP

თრომბასპინი
(ACETYLSALICYLIC ACID)
გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ანტიაგრეგანტი. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით თრომბასპინი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას ულცეროგენულ მოქმედებას.
Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%, აცეტილსალიცილის მჟავას დოზის მატებით პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 50%-ით მცირდება. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის PH-ზე.

ჩვენება

–    არასტაბილური სტენოკარდია;
–    მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
–    მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
–    გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;
–    სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
–    კლინიკური წინამორბედების სტადიაში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
–    მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა;
–    შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკა.

უკუჩვენება

–    აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
–    ჰემორაგიული დიათეზი;
–    მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;
–    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;
–    ნეფროლითიაზი;
–    ორსულობის III ტრიმესტრი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში თრომბასპინის მიღება, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე ზემგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.
თრომბასპინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს. 
თრომბასპინი აქვეითებს დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას.
აღნიშნული პრეპარატების და თრომბასპინის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

დოზირება და მიღების წესი

რეკომენდებულია შემდეგი დოზირების დაცვა:
– არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ თრომბასპინი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ თრომბასპინის დანიშვნა;
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;
– მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;
– მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, შაკიკის ხანგრძლივი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.
თრომბასპინი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
თრომბასპინი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების პროვოკაცია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული).
სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება.
თრომბასპინი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 100 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა:
  
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ოსტოლეკი 70მგ #4ტ

ოსტოლეკი 70 მგ

(ალენდრონატის მჟავა)

რას წარმოადგენს პრეპარატი ოსტოლეკი და რა მიზნით გამოიყენება იგი

ალენდრონატი განეკუთვნება არაჰორმონალურ წამალთა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბისფოსფონატები. ალენდრონატის მეშვეობით არ იკარგება ძვლოვანი ქსოვილები და ხელს უწყობს ძვლების აღდგენას. ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს.

ექიმი ნიშნავს პრეპარატ ოსტოლეკს ოსთეოპოროზის სამკურნალოდ.

ოსტოლეკი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის რისკს ქალებში და ხერხემლის მოტეხილობის რისკს მამაკაცებში.

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენება ჭამასთან და სმასთან მიუღებელია, ასევე არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი ოსტოლეკის გამოყენების წესი

პრეპარატი ოსტოლეკი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროა გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის (70 მგ) მიღება კვირაში ერთხელ.

პრეპარატი ოსტოლეკის თერაპიული მოქმედების სრული გამოყენების მიზნით აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული მითითებები.

1) დილით ადგომის შემდეგ და საჭმლის და დასალევის მირთმევამდე ან და სხვა პრეპარატების მიღებამდე ჩაყლაპეთ პრეპარატი ოსტოლეკი, თან მიაყოლეთ წყალი ბევრი რაოდენობით (არანაკლებ 200 მლ).

– არ მიაყოლოთ მინერალური წყალი (გაზიანი ან უგაზო);

– არ მიაყოლოთ ყავა ან ჩაი;

– არ მიაყოლოთ ფორთოხლის წვენი და არც რძე.

2) არ დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ, რათა გაიხსნას პირში.

3) არ დაწვეთ – შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია(ჯდომა, დგომა ან სიარული) – ტაბლეტის მიღებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. შეუძლებელია დაწოლა, სანამ არ მიირთმევთ მოცემული დღის პირველ საჭმელს.

4) არ მიიღოთ პრეპარატი ოსტოლეკი საღამოს დაწოლის წინ ან დილით ადგომის შემდეგ.

5) ყლაპვის დროს რაიმე სირთულის ან ტკივილის, გულმკერდის არეში ტკივილის, გულძმარვის გამოვლენის ან გამწვავების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატი ოსტოლეკის მიღება და მიმართეთ ექიმს.

6) პრეპარატი ოსტოლეკის მიღების და პირველი საჭმლის, პირველი სასმლის ან სხვა პრეპარატის (მათ შორის ანტაციდები, კალციუმის ჩანართების და ვიტამინების) მიღების შორის უნდა იყოს სულ მცირე
30-წუთიანი შუალედი.
ოსტოლეკი ეფექტურად მოქმედებს მხოლოდ ცარიელ კუჭზე.

7) უნდა გახსოვდეთ, რომ ოსტოლეკი მიიღოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დაგინიშვნავთ ექიმი. ოსტოლეკი კურნავს ოსთეოპოროზს, მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი განუწყვეტლივ ღებულობს ტაბლეტებს.

პრეპარატი ოსტოლეკის დოზის გადაჭარბება

შეცდომით მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დალიეთ ერთი ჭიქა რძე და იმავდროულად მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ პირღებინება, არ დაწვეთ.

5. პრეპარატი ოსტოლეკის შენახვის წესი

პრეპარატი ოსტოლეკი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

6. სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს პრეპარატი ოსტოლეკი

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატი. თითო ტაბლეტი შეიცავს 70მგ ალენდრონატის მჟავას ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით.

როგორ გამოიყურება პრეპარატი ოსტოლეკი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი ოსტოლეკი ხელმისაწვდომია გარსით დაფარულ ცისფერი ტაბლეტების სახით, მოგრძო ფორმით, ლაქების და დაზიანებების გარეშე. გამოშვების ფორმა N4

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს ლეკ-ამ [LEK-AM]

ნუტრიჯენ ვეჯი 200მლ სიროფი

ნუტრიჯენ ვეჯი სიროფი

შემადგენლობა: დოზის 10 მლ შეიცავს: კომბოსტოს ექსტრაქტი 80 მგ, არტიშოკის ექსტრაქტი 80 მგ, ბროკოლის ექსტრაქტი 75 მგ, ისპანახის ექსტრაქტი 75 მგ, პრასის ექსტრაქტი 50 მგ, ნიახურის ექსტრაქტი 50 მგ, სტაფილოს ექსტრაქტი 50 მგ, ვიტამინი A 150 მკგ, ვიტამინი B1 0.25 მგ, ვიტამინი B2 0.3 მგ, ვიტამინი B3 4 მგ. ვიტამინი B5 3 მგ, ვიტამინი B6 1 მგ, ვიტამინი B12 1 მკგ, ფოლის მჟავა 100 მკგ, ვიტამინი C 45 მგ, ვიტამინი E 5 მგ ალფა-ტე, ვიტამინი K 35 მკგ, თუთუა 5 მგ, იოდი 50 მკგ, სელენი 20 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ბროწეულის კონცენტრატი, ფრუქტოზა, ტრინატრიუმ ციტრატ დიჰიდრატი, ლიმონმჟავა, ქსანთანის გუმფისი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი ჩვენებები: ხელს უწყობს გონების სწორად ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მხედველობასა და გუნება-განწყობილებას.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს. რეკომენდირებულია 12 თვის ასაკიდან 10 მლ ყოველდღიურად.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს საღებავებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და ცხოველურ ვიტამინ D-ს, არ წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს. არის ჰიპოალერგიული და გამოყენებულია მხოლოდ ორგანული ბოსტნეულის ექსტრაქტი. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. არცერთი საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების ნაცვლად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია 200 მლ-იანი პოლიეთილენის ქილა, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვივატინელლ ლტდ. იუნით 138, ბრედლი ჰოლ თრეიდინგ ისთეით, ბრედლი ლეინ, სთენდიშ, wigan, Wn6ox-გაერთიანებული სამეფო.

ვიკასოლი 1% 1მლ #10ა (დარნიცა)

ვიკასოლი – დარნიცა

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Menadioni natrii bisulfas;
2,-3-დიჰიდრო-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი-2-სულფონატი ნატრიუმის;
ძირითადი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ხსნარი ოდნავ მოყვითალო შეფერილობით;
შემცველობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.01გ ნატრიუმის მენადიონის ბისულფატს.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადის მჯავას ხსნარი 0.1 M, ნატრიუმის პიროსულფიტი, საინექციო ხსნარი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი K და სხვა ჰემოსტატიკური საშუალებები.
ATC B02B A02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი წარმოადგენს წყალში ხსნადი ვიტამინის K სინთეტიკურ ანალოგს და განიხილება როგორც ვიტამინი K3 (მენადიონი). ჰემოსტატიკური საშუალება. ეპოქსიდის ფორმით ააქტიურებს სპეციფიურ კარბოქსილაზას, უზრუნველყოფს გლუტამინის მჟავას ნარჩენების კარბოქსილირებას ცილების სტრუქტურაში, რითიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს (II, VII, IX, X).
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის მოქმედება ვლინდება 12 საათში ორგანიზმში შეყვანიდან. პლაზმის ცილებთან კავშირს გააჩნია უკუქცევადი ხასიათი. ვიკასოლი გროვდება ძირითადად ღვიძლში, ელენთაში, მიოკარდში. ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინად K2 (2-მეთილ-3-ფარნეზილგერანილი). ყველაზე ინტენსიურად ეს გარდაქმნები ხდება მიოკარდსა და ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში – უფრო სუსტად.
ვიტამინის K მეტაბოლიტები (მონოსულფატი, ფოსფატი და დიგლუკორონიდ-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი) გამოუყოფა შარდთან ერთად (შეყვანილი დოზის 70%-მდე).
გამოყენების ჩვენებები. ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება ჰიპოპროთომბინემიით გამოწვეული  სისხლდენებისას, განპირობებული სიყვითლეებით (ნაღვლის წვენის ნაწლავში მიწოდების დაგვიანება), მწვავე ჰეპატიტებით, ასევე კაპილარული და პარენქიმატოზური სისხლდენების, ქირურგიული ჩარევებისა და ჭრილობების, წყლულოვანი სისხლდენების, მწვავე სხივური დაავადებების გამოხატული სიმპტომების, ცხვირისა და ჰემოროიდალური სისხლდენების დროს. პრეპარატი ინიშნება პროფილაქტიკისატვის ორსულობის ბოლო თვეს ახალშობილებში სისხლდენების ასარიდებლად, ასევე ფემორაგიული მოვლენებისას დღენაკლულ ბავშვებში, საშვილოსნოს წინაკლიმაქტერიული და იუვენილური სისხლდენების, სპონტანური სისხლდენის ავადმყოფთა ოპერაციული ჩარევებისათვის მომზადების, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის საშიშროების, ფილტვებიდან სისხლდენების (ფილტვების ტუბერკულოზი), სეპტიკური დაავადებების ფონზე ჰემორაგიული მოვლენების დროს. ვიკასოლის დანიშვნისათვის ჩვენებებს წარმოადგენს სისხლდენები და ჰიპოპროთრომბინემიები, განპირობებული არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზით.

გამოყენების წესი და დოზები:
ვიკასოლი-დარნიცა ი/კ შეიყვანება. ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.01გ-0.015გ (1მლ-1.5მლ). უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი 0.015გ, დღე-ღამის 0.03გ.
უფროსებში ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კეთდება 4 დღიანი შესვენება. შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი მეორდება. დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 შეყვანად. ოპერაციის წინ, რომელსაც შეიძლება ახლდეს გამოხატული პარენქიმატოზური სისხლდენა, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე ოპერაციამდე.
პრეპარატის დღე-ღამის დოზა ახალშობილებში 0.2-0.5მლ 1% ხსნარი. როგორც წესი საკმარისისა ერთი შეყვანა, მაგრამ მძიმე ჰემორაგიების დროს იგი ამავე დოზით შეიყვანება 2-3 დღე (თითო ინექცია დღეში).
ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზები ბავშვთა სხვა ასაკის ჯგუფებისათვის: ერთ წლამდე – 0.002-0.005გ (0.2-0.5მლ), 1-2 წლის – 0.006გ (0.6მლ), 3-4 წლის ასაკში – 0.008გ (0.8მლ), 5-9 წლის – 0.01გ (1მლ), 10-14 წლის – 0.015გ (1.5მლ). მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 დღეს. საჭიროების შემთხვევაში 4-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰემოლიტიკური ანემია, თრომბოემბოლია.

უკუჩვენებები:
სისხლის ძლიერი შედედება, თრომბოემბოლიები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადაება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ვიკასოლი-დარნიცა ამცირებს და ბლოკავს ნეოდიკუმარინის, ფენილინისა და სხვა ანტიკოაგულანტების (ვიტამინის K ანტაგონისტების) მოქმედებას.

ჭარბი დოზა
: იშვიათად – ჰიპერვიტამინოზი K, გამოხატული ჰიპერპროთრომბინ- და ჰიპერთრომბინემიით, ჰიპერბილირუბინემიით, სისხლის ძლიერი შედედებით, თრომბოემბოლიით. მკურნალობა სიმპტომატური.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
ოპერაციების წინ, რომლებსაც ახლავს გამოხატული პარენქიმატოზური  სისხლდენები, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე მის ჩატარებამდე. ჰემოფილისა და ვერლგოფის დაავადებისას პრეპარატი არაეფექტურია.
ვიკასოლი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის ვადა და პირობები
: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 5-8°C.

ვარგისიანობის ვადა
– 2 წელი.

გაცემის წესი:
რეცეფტით.

შეფუთვა:
1 მლ 1% ხსნარი ამპულებში; 10 ამპულა მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: დახურული სააქციო საზოგადოება ფარმაცევტული ფირმა ’’დარნიცა”
მისამართი: 02093 უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13

ნოქსიმედი600მგ+3მლ გამხ#10ა

ნოქსიმედი 600მგ/3მლ

ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

NOXIMED

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

– შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

– ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.

– თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ჩანართში:

1. რა არის ნოქსიმედი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ნოქსიმედის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ ნოქსიმედი NOXIMED

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ ნოქსიმედი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ნოქსიმედი და რისთვის გამოიყენება იგი

ნოქსიმედი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას გლუტათიონს და ეკუთვნის წამლების იმ ჯგუფს, რომელიც ნერვული უჯრედების დაცვით ხელს უშლის ნერვულ აშლილობას (ნეიროპათია) ანტისიმსივნური პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ცისპლატინი ან ცისპლატინის ანალოგები.

2. სანამ გამოიყენებთ ნოქსიმედს

არ გამოიყენოთ ნოქსიმედი:

თუ ხართ ალერგიული გლუტათიონის ან მედიკამენტში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ (მოცემულია პუნქტ 6-ში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნოქსიმედის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი გავლენა ამ ასაკობრივ ჯგუფებში არ არის ცნობილი.

სხვა წამლების გამოყენება

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,  თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დღოს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, არ მიიღოთ ეს მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე ან თუ აუცილებელი არაა მისი მიღება. უნდა შეფასდეს რამდენად აღემატება მკურნალობის სარგებელი პოტენციურ რისკს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მედიკამენტს არ აქვს გავლენა, ან უმნიშვნელო გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე.

3.  როგორ გამოვიყენოთ ნოქსიმედი

მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა არის 1-2 ფლაკონი დღეში ინტრამუსკულურად, ან ნელი ინტრავენური ინექცია ან ინტრავენური ინფუზია.

დოზა განისაზღვრება ასაკის, სხეულის წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით და ასევე ანტისიმსივნური წამლის დოზის მიხედვით, რომელსაც თქვენ ღებულობთ.

როგორ გამოიყენება

წამალი უნდა გაკეთდეს 15-30 წუთით ადრე ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.

  • ინტრამუსკულური ინექციისთვის ან ინტრავენური ბოლუს ინექციისთვის, ფლაკონის შიგთავსი გახსენით გამხსნელ ამპულაში რომელიც მოთავსებული წამლის შეფუთვაში.
  • ინტრავენური ინფუზიისთვის, ზემოთ აღნიშნული მიღებული ხსნარი უნდა განზავდეს 20 მლ საინექციო წყალში.

რეკომენდებული ხსნარი მომზადების შემდეგ უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო და არ უნდა შეიცავდეს ხილულ ნაწილაკებს. კეთდება ერთჯერადად უწყვეტი ნაკადით. არ გამოიყენოთ დარჩენილი ხსნარი. 

არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა პროდუქტებთან, თუ არ არის ცნობილი მისი თავსებადობის შესახებ.

მოხმარებამდე და მის შემდეგ სტერილურობის უზრუნველსაყოფად დაიცავით ყველა გაფრთხილება.

თუ თქვენ იღებთ უფრო მეტ ნოქსიმედს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:

თუ ფიქრობთ, რომ შემთხვევით მიიღეთ ნოქსიმედის ჭარბი დოზა, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ეს ჩანართი.

საჭიროების შემთვევაში ექიმი დაგინიშნავთ სიმპტომატურ მკურნალობას.

ნოქსიმედთან დაკავშირებული კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ დაგავიწყდათ ნოქსიმედის მიღება:

თუ ინექცია გაკეთდა ექიმის ან ექთნის მიერ,  მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ  მიიღეთ გადაჭარბებული დოზა ან დაგავიწყდათ დოზის მიღება. თუმცა, თუ ეს გაწუხებთ მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვეტთ ნოქსიმედის გამოყენებას

მედიკამენტთან დაკავშირებით კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მსგავსად ყველა მედიკამენტისა ნოქსიმედმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა არა ყოველთვის.

ნოქსიმედის არასასურველი ეფექტები მოცემულია ქვემოთ. მონაცემების მიხედვით წამლის ინდივიდუალური გავლენის სიხშირე არ არის შეფასებული.

– გულისრევა, ღებინება;

– ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), გამონაყარი კანზე, კანის ქავილი (ურტიკარია);

– თავის ტკივილი (ცეფალეა);

– ცხელება, ტკივილი და ინფექცია ინფუზიის ადგილზე, თრომბის წარმოქმნა ვენაში (ვენური თრომბოზი), ვენების ანთება ინფუზიის ადგილზე ან მის გარშემო (ვენების ფლებიტი და სისხლჩაქცევა).

ჩანართში მოცემული მითითებების დაცვით  თავიდან აირიდებთ ზემოთ მოცემულ ეფექტებს.

გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ალტერნატიულად, არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეგიძლიათ აცნობოთ ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას ვებ. გვერდზე შესვლით www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ნოქსიმედი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს  თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნოქსიმედი

აქტიური სუბსტანცია არის 643 მგ გლუტათიონის ნატრიუმის მარილი, 600მგ გლუტათიონის ექვივალენტური.

სხვა ინგრედიენტი არის საინექციო წყალი რომელიც მოცემულია გამხსნელ ამპულაში.

ნოქსიმედის აღწერა და შეფუთვის ფორმა

ნოქსიმედი მოთავსებულია კოლოფში, ფლაკონში მოთავსებულ ფხვნილთან და

გამხსნელთან ერთად, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ყუთი: – 10   600 მგ  გლუტათიონის ფლაკონი 10 გამხსნელ ამპულასთან ერთად რომელშიც არის  3მლ საინექციო წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorio Italiano Biochimico Farmaceutico LISAPHARMA S.p.A, Via Licinio, 11-22036, ERBA (CO) იტალია

ტელეფონი: +39-31 641257

ფაქსი: +39 – 31 644182

ელ-ფოსტა: [email protected]

ექსკლუზიური დისტრიბუტორი:

Perrery Farmaceutici S.r.I

Corso San Lorenzo, 1, 37026 Pescantina (VR), იტალია 

ვენოპლანტი 100გ გელი *

23.00 ლარი
21.62 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ესკულაპი იტალია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ოსტეოგენონი 830მგ #40ტ

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.

1 ტაბ.

ოსეინი …………………………………291 მგ
*არაკოლაგენური პეპტიდები
/ცილები ოსტეოკალცინი ………………
75 მგ
*კოლაგენი, ტიპი I…………………….216 მგ
ჰიდროქსიაპატიტი ……………………..444 მგ
*კალციუმი …………………………….178 მგ
*ფოსფორი ……………………………..82 მგ

შემავსებლები – 95 მგ:

*მიკროელემენტები, გლუკოზამინოგლიკანები, ნუკლინის მჟავას წარმოებულები, პროტეოგლიკანები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტეოგენონი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვლის ფიზიოლოგიური რემოდულირებისათვის. ოსტეოგენონი შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის სინთეზისათვის აუცილებელ კომპონენტებს. მას ახასიათებს ორმაგი მოქმედების მექანიზმი ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე: ხელს უწყობს ოსტეობლასტების პროლიფერაციას და ოსტეოკლასტების ინჰიბირებას.

კალციუმი წარმოდგენილია პრეპარატში ჰიდროქსიაპატიტის სახით (ფოსფორთან მიმართებაში 2:1), რაც განაპირობებს საუკეთესო შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რის საფუძველზეც ხდება პარათჰორმონის ძვლოვანი რეზორბციის შემცირება.

ფოსფორი მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციაში, ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლოვან ქსოვილში და აფერხებს მის გამოყოფას თირკმელებით.

ოსეინი პრეპარატის ორგანული კომპონენტია, რომელიც შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის რემოდულირებისთვის საჭირო რეგულატორებს (β ზრდის  ტრანსფორმაციულ ფაქტორს, I და II ტიპის ინსულინისმაგვარ ზრდის ფაქტორებს, ოსტეოკალცინს, ოლაგენის I ტიპს), რომლებიც ააქტიურებენ ძვალწარმოქმნის პროცესს და აინჰიბირებენ რეზორბციას.

β ზრდის ტრანსფორმაციული ფაქტორი ზრდის ოსტეობლასტების რაოდენობასა და მათ აქტივობას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ასევე ოსტეოკლასტების წინამორბედთა ინჰიბირებას.

I და II ტიპის ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორები ასტიმულირებენ კოლაგენისა და ოსტეოკალცინის სინთეზს.

ოსტეოკალცინი განაპირობებს ძვლოვანი ქსოვილის კრისტალიზაციას, კოლაგენის I ტიპი განაპირობეს ძვლოვანი მატრიქსის ფორმირებას.

ჩვენებები:

  • პირველადი ოსტეოპოროზი: პრე-, პერი-, პოსტ-მენოპაუზალური ოსტეოპოროზი; სენილური (მოხუცებულობის), იუვენილური, იდიოპათიური ოსტეოპოროზი;
  • მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული: კორტიკოსტეროიდული მკურნალობით, ჰეპარინოთერაპიით, იმობილიზაციით, რევმატოიდული ართრიტით, თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიით, პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქციით, არასრულყოფილი ოსტეოგენეზით;
  • ძვლოვანი ქსოვილის კონსოლიდაციის გაუმჯობესება;
  • ძვლოვანი კოჟრის ხარისხის გაუმჯობესება;
  • კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულირება ბავშვებში, მოზარდების მინერალური მხარდაჭერა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წელის ტკივილების, პარესთეზიებისა და კუნთოვანი სპაზმის, თმის ცვენის, ფრჩხილებისა და კბილების დაზიანების შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:

ყველა სახის ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ტრავმატოლოგიაში მოტეხილობების დროს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გინეკოლოგია და პედიატრია: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, ხანგრძლივი მიღების დროსაც კი.

კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენების არარსებობა. ამის გამო ოსტეოგენონი შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივად, აგრეთვე ორსულობის პერიოდშიც.

შესაძლებელია კომბინაცია სხვადასხვა ჯგუფის ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატებთან.

უკუჩვენებები:

* ჰიპერკალციემია და გამოხატული ჰიპერკალციურია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄შარდ-კენჭოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია.

◄პაციენტების თირკმლის ფუნქციის დარღვევებით პრეპარატის ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის.

◄პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდის უმნიშვნელო რაოდენობა, ამიტომ ოსტეოგენონის გამოყენება დასაშვებია არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოსტეოგენონი აფერხებს რკინისა და ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლები 4 საათისა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

Don`t copy text!