მთავარი წაკითხვა გვერდი 237

ჰიდროფეროლი 0.266მგ#10კაფს

ჰიდროფეროლი 0.266 მგ რბილი კაფსულები

კალციფედიოლი

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

– შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

– ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი დაავადების ნიშნები ერთნაირია.

– თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ჩანართში:

1. რას წარმოადგენს ჰიდროფეროლი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ჰიდროფეროლის მიღებამდე
3. ჰიდროფეროლის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ჰიდროფეროლის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ჰიდროფეროლი და რისთვის გამოიყენება იგი

იგი შეიცავს D ვიტამინის ფორმას, კალციფედიოლს, რაც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის და მიღებული პრობლემების სამკურნალოდ, როდესაც თქვენ გესაჭიროებათ მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან საჭიროა მიღებებს შორის დროის შუალედი.  D ვიტამინი ჩართულია ადამიანის სხეულში კალციუმის აბსორბაციის ზრდისთვის.

ჰიდროფეროლი გამოიყენება:

მოზრდილებში:

D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა, იმ შემთხვევაში სადაც საჭიროა მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან სასურველია მიღებებს შორის დროის შუალედი, შემდეგ სიტუაციებში:

– ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობა

– მალაბსორბაციის სინდრომის მქონე პაციენტები (საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა)

– ოსტეოდისტროფია (ძვლის პრობლემები) ან კალციუმის ნაკლებობა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით

– კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით (ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს) გამოწვეული ძვლის პრობლემები.

2. რა უნდა იცოდეთ ჰიდროფეროლის მიღებამდე

არ მიიღოთ ჰიდროფეროლი:

– თუ ხართ ალერგიული კალციფედიოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).

– თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონე > 10.5 მგ/დლ) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე).

– თუ გაქვთ კალციუმის ქვების წარმონაქმნები.

– თუ თქვენი დიაგნოზია D ჰიპერვიტამინოზი (ორგანიზმში D ვიტამინის სიჭარბე).

გაფრთხილება და სიხრთხილის ზომები

ჰიდროფეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

– არ მიიღოთ D ვიტამინის  დანამატების სადღეღამისო რეკომენდებულ დოზაზე მეტი, რადგან  ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა (იხ. პუნქტი 3, პარაგრაფი თუ ღებულობთ იმაზე მეტ ჰიდროფეროლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ).

– ამ პრეპარატის მიღების პერიოდში ან პრეპარატის მიღების დაწყებამდე,  კალციუმის, ფოსფორის და სხვა პარამეტრების  დონის შემოწმების მიზნით თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ სისხლის ან შარდის ანალიზების გაკეთება.

– ღვიძლის დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტში ამ პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა.

– თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და უნდა იმყოფებოდნენ ექიმის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ, საჭიროა ანალიზების რეგულარულად ჩატარება.

– გულის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას და სისხლში კალციუმის დონის კონტროლის მიზნით უნდა იმყოფებოდნენ ექიმის ხშირი დაკვირვების ქვეშ, განსაკუთებით ის პაციენტები რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით (იხილეთ ამ პუნქტში პარაგრაფი ჰიდროფეროლის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად).

– თუ გაქვთ ჰიპოპარათიროიდიზმი (პარათიროიდული ჰორმონის ფუნქციის დარღვევა) ეს პრეპარატი შეიძლება იყოს ნაკლებ აქტიური.

– თუ გაქვთ კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭების მიდრეკილება, ექიმი უნდა დააკვირდეს სისხლში კალციუმის დონეს.

– ხანგრძლივი იმობილიზაციის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს ამ პრეპარატის დბალი დოზებით გამოყენება.

– ნაწლავის ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის შეწოვის უნარი (მაგალითად დაავადებები, რომლის დროსაც ხშირია დიარეა).

– სარკოიდოზის (კვანძოვანი დაავადებები, ხშირად კანზე) ტუბერკულოზის ან სხვა კვანძოვანი დაავადებების მქონე პაციენტები  განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ამ პრეპარატის გამოყენებისას, რადგან დაბალი დოზების გამოყენებისას მათ აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების მეტი რისკი, ვირდე რეკომენდებული დოზით გამოყენებისას. სისხლში და შარდში კალციუმის დონის კონტროლის მიზნით  საჭიროა ანალიზების ჩატარება პერიოდულად. 

– თქვენმა ექიმმა თქვენ, თქვენს ოჯახის წევრებს და/ან მზრუნველებს უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მის მიერ მითითებული დოზით პრეპარატის მიღების მნიშვნელობაზე და მოგცეთ რეკომენდაციები დიეტის შესახებ, ასევე კალციუმის დანამატების მიღებით ჭარბი დოზირების თავიდან აცილებაზე.

– ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა: თუ თქვენ აპირებთ რაიმე დიაგნოსტიკური ანალიზების ჩატარებას (მათ შორის სისხლის, შარდის, კანის ტესტები ალერგენის გამოყენებით და ა.შ.) აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატის, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს შედეგებზე. მაგალითად, ქოლესტერინის ანალიზზე.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებულია დაბალი დოზით გამოყენება.

ხანდაზმულები

ხანდაზმული პაციენტები ზოგჯერ უფრო მეტად საჭიროებენ D ვიტამინს, რადგან კანს უფრო ნაკლებად შეუძლია D ვიტამინის გარდაქმნა აქტიურ ფომად ან ნაკლებია მზეზე ექსპოზიცია, სხვა მიზეზებთან ერთად. მათ პრეპარატი უნდა მიიღონ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

სხვა პრეპარატები და ჰიდროფეროლი

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა რომ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია შეცვალოს ამ პრეპარატის მოქმედება. მეორეს მხრივ, ჰიდროფეროლს ან კალციფედიოლს, მის აქტიური ნივთიერებას შეუძლია გავლენა მოხდინოს სხვა პრეპერატების მოქმედებაზე ერთდროულად მიღებისას:

–  ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის ფენიტოინი, ფენობარბიტალი და პრიმიდონი) და ფერმენტის მაინდუცირებელი სხვა პრეპარატები (ჰიდროფეროლის ეფექტის შემცირების ხელისშემწყობი).

–  საგულე და/ან ჰიპერტენზიის პრეპარატები, ასევე საგულე გლიკოზიდები, თიაზიდური შარდმდენები ან ვერაპამილი.

–  ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (ქოლესტერინისთვის),  ორლისტატი (სიმსუქნისთვის).  ამ პრეპარატების და კალციფედიოლის მიღებას შორის უნდა დაიცვათ 2 საათიანი ინტერვალი.

–  მინერალური ზეთი ან პარაფინი (საფაღარათო საშუალება): რეკომენდებულია სხვა ტიპის საფაღარათო საშუალებების გამოყენება ან ორივე პრეპარატის ცალკ-ცალკე მიღება.

–  ზოგიერთი ანტიბიოტიკი (როგორიც არის პენიცილინი, ნეომიცინი და ქლორამფენიკოლი).

–  მაგნიუმის მარილი.

–  D ვიტამინის სხვა პროდუქტები.

–  კალციუმის დანამატები.

–  კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები).

ჰიდროფეროლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ზოგიერთი ემატება D ვიტამინის. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ამ პრეპარატის ეფექტს შეიძლება დაემატოს ეს  ეფექტი და აღმოჩნდეს ზედმეტი.  

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას.

 არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის დროს.

პრეპარატი არ მიიღოთ ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ჰიდროფეროლს არ აქვს ან აქვს უნიშვნელო გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.  

ჰიდროფეროლი შეიცავს ეთილის სპირტს, სორბიტოლს (E-420) და სანსეტ ყვითელს (E-110).

ეს პრეპარატი შეიცავს 1% ეთილის სპირტს (ალკოჰოლი), ეს მცირე რაოდენობა შეესაბამება 4.98 მგ / კაფსულას.

ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რადგან იგი შეიცავს სანსეტ ყვითელს (E-110). ამან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

3. ჰიდროფეროლის მიღება

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.  თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ მეტი პრეპარატი ან მეტი სიხშირით ვიდრე დანიშნულია თქვენი ექიმის მიერ (ყოველკვირა, კვირაში ორჯერ ან ყოველთვიურად). მიღების შემთხვევაში იზრდება ჭარბი დოზირების რისკი.

დოზები იცვლება პაციენტის ან ჩვენებების მიხედვით. ექიმი პერიოდულად უნდა დააკვირდეს კალციუმის და D ვიტამინის დონეს, ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებამდე  და 3 თვის შემდეგ.

ჩვენების მიხედვით, დოზა შემცირდება თანდათან ან გაიზრდება მიღებებს შორის დროის ინტერვალი როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება ან აღმოიფხვრება D ვიტამინის დეფიციტი.

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) თვეში ერთჯერ.

  • D ვიტამინის უკმარისობა: რეკომენდებულია ერთი კაფსულის მიღება (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველ თვე, 2 თვის მანძილზე.
  • D ვიტამინის დეფიციტი: რეკომენდებულია საწყისი დოზის ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება ყოველთვე, 4 თვის მანძილზე.
  • D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობისთვის რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველთვე, 3-4 თვის მანძილზე.

არიან D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოპულაციები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ პრეპარატის მიღება უფრო დიდი დოზებით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ ექიმი მიიჩნევს მიზანშეწონილად, დეფიციტის ხარისხის მიხედვით, სისხლის შესაბამისი ანალიზის გაკეთების და ამ დონის რეგულარული კონტროლის შემდეგ:

  • თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია: რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) კვირაში ან ორ კვირაში.
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ინდუცირებული ძვლის პრობლემები: რეკომენდებულია ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება თვეში ერთხელ.
  • D ვიტამინის დიდი დეფიციტის ან მალაბსორბაციის მქონე პაციენტებში, თავდაპირველი დოზა უნდა განმეორდეს კვირაში ერთხელ მკურნალობის დაწყებიდან (ერთი კაფსულა), შემდეგ მოჰყვება ერთი კაფსულა თვეში ერთხელ ოთხი თვის მანძილზე, 25-OH-ქოლეკალციფეროლის პლაზმური კონცენტრაციის  კონტროლი. ამ დონის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დოზის მიღების სიხშირის გაზრდა. მკურნალობა ან მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეწყდეს, მას შემდეგ, რაც მკურნალობის პერიოდში დასტაბილურდება მოცულობა.

გამოიყენება პერორალურად

 თუ მიგაჩნიათ, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ღებულობთ მეტ ჰიდროფეროლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ

თუ ამ პრეპარატს ღებულობთ იმაზე მეტი რაოდენობით და/ ან ხანგრძლივი პერიოდით ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ (ჭარბი დოზა), შეიძლება აღმოჩნდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე), ასევე ფოსფატები შარდში და სისხლში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმლის უკმარისობას. ტოქსიკურობის  ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ადრე და სხვები მოგვიანებით. პირველადი სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევები, როგორიც არის ღებინება, მუცლის სპაზმი, ყაბზობა ან დიარეა, მომატებული წყურვილი; გაზრდილი შარდვა, კუნთების ტკივილი. ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება აღინიშნოს მოგვიანებით: ქავილი, წონის დაკარგვა, ზრდის გაჩერება ბავშვებში, თირკმლის დარღვევები, მზის სინათლის აუტანლობა, კონიუნქტივიტი, ქოლესტერინის მომატება, ტრანსამინაზები, პანკრეასის ანთება, კალციფიკაცია (კალციუმის მარილების დეპოზიტები) სისხლძარღვებში და სხვა ქსოვილებში როგორიცაა მყესები და კუნთები, არტერიული წნევის მომატება, ფსიქიკური დარღვევები, არარეგულარული გულისცემა.  ჭარბი დოზირების სიმპტომები ჩვეულებრივ გაუმჯობესდება ან გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ თუ ინტოქსიკაცია მძიმეა შეიძლება აღინიშნოს თირკმლის ან გულის უკმარისობა.

თუ დაგავიწყდათ ჰიდროფეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულების საკომპენსაციოდ.

პრეპარატი მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება. შემდეგ დაუბრუნდით რეგულარული დოზის გრაფიკს.

თუ შეწყვიტავთ ჰიდროფეროლის მიღებას

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველასთან.

ზოგადად გვერდითი მოვლენები არახშირია (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანში) თუ დოზა შეიცვლება რეკომენდაციის შესაბამისად.  თუმცა, ჭარბი დოზირების ან ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას ვიდრე ექიმის მიერ არის რეკომენდებული, შეიძლება აღინიშნოს  მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე).

შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გემოს შეცვლა ლითონის გემოთი, მუცლის სპაზმები (ნაწლავში სპაზმის შეგრძნება), ანორექსია (მადის დაკარგვა).

ზომიერი ჰიპერკალციემიის შემთხვევაში (კალციუმის გაზრდილი დონე) შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი (თავის ტკივილი) და გაღიზიანება.

ჰიპერკალციემიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს არითმია (გულის რითმის დარღვევები).

ჰიპერკალციემიის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ძვლის და კუნთების ტკივილი და რბილ ქსოვილებში კალციფიკაციის (კალციუმის დეპოზიტების) გამოვლენა. ასევე ნეფროკალცინოზი (კალციუმის დეპოზიტების ჩამოყალიბება თირკმელებში), თირკმლის ფუნქციის დარღვევა,  პოლურიით (შარდვის სიხშირის ზრდა), პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი), ნოქტურია  (ღამის განმავლობაში ხშირი შარდვა) და პროტეინურია (ცილები შარდში).  

იშვიათ შემთხვევებში  (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანში) ძალიან მაღალი დოზირებისას შეიძლება აღინიშნოს ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა) და კონიუქტივიტი კალციფიკაციებით (კალციუმის დეპოზიტები) რქოვანაზე.

სხვა გვერდითი მოვლენებია: რინოორეა (გამონადენი ცხვირიდან), ქავილი, ჰიპერთერმია (ცხელება) და ლიბიდოს (სექსუალური სურვილი) დაქვეითება. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება). სისხლში შარდოვანას აზოტის ზრდა, ალბუმინურია (ალბუმინი შარდში), ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მომატება) და ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის ზრდა).

სისხლში კალციუმის მაღალი დონის არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზას ზრდა (SGOT და SGPT).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ გვედით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგძლიათ პირდაპირ მოახსენოთ ეროვნული ანგარიშგების სისტემას. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ ამ პრეპარატის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას და უსაფრთხოებას.

5. როგორ შევინახოთ ჰიდროფეროლი

 პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ  რომელიც მითითებულია მოყაოს შეფუთვაზე.  ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ შინახოთ მაცივარში.

პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში. თუ პრეპარატი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰიდროფეროლი

– აქტიური ნივთიერება არის კალციფედიოლი. ყოველი კაფსულა შეიცავს 0.266 მგ კალციფედიოლს (15,960 IU D ვიტამინის ექვივალენტური).

–  სხვა ინგრედიენტებია: უწყლო ეთანოლი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები და კაფსულში შემავალი კომპონენტებია: ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი (E-420), ტიტანის დიოქსიდი (E171) და სანსეტ ყვითელი (E-110).

როგორ გამოიყურება ჰიდროფეროლი და შეფუთვის შიგთავსი

ჰიდროფეროლი არის ნარინჯისფერი, ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე, ნაკლები სიბლანტის და ნაწილაკებისგან თავისუფალ სითხეს და შეფუთულია ალუმინის ბლისტერზე ან პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერზე 5 ან 10 კაფსულა.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

FAES FARMA S.A.

Máximo Aguirre, 14

48940 Leioa (Bizkaia)

ესპანეთი

ნატრიუმის ქლორ0.9% 1000მლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰეპარეალი #30კაფს

60.00 ლარი
56.40 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: ეარს ქრიეიშენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატრიუმის ქლორ.10% 200მლ (საქ)

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰემა ლაიფი 200მლ სიროფი

შემადგენლობა:

კარბონილის რკინა

14 მგ

ფოლის მჟავა

300მკგ

ვიტ B1

1 მგ

ვიტ B2

1 მგ

ვიტ B6

0,5 მგ

ნიაცინამიდი

15მგ

ვიტ B12

5 მკგ

D- პანთენოლი

1მგ

თუთია

10 მგ

სპილენძი

500მკგ

მანგანუმი

0,5მგ

სელენი

40 მკგ

მაგნიუმი

6 მგ

ვიტ C

10 მგ

ჰემალაიფი – კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

კარბონილის რკინა  ხასიათდება ელემენტარული რკინის მაღალი შემცველობით (99%). არ არის ტოქსიური და სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების გაუმჯობესება.

ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ანმინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინტეზში, რკინის მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები.

ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მნიშვნელოვან კომპონენტს, შედის რა კეტომჟავების დეკარბოქსილირებაში მონაწილე კოენზიმის შემადგენლობაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მონაწილეობს ნერვული იმპულსის გატარებაში სინაპსებში. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმს.

ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში.  მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.  ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის), უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, აძლიერებს ნერვულ სისტემას, არის ანტიდეპრესანტი.

 ნიაცინი (B5-ნიაცინამიდი) – მონაწილეობს ქსოვილების სუნთქვის, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის პროცესებში. თავის ტვინის ფუნქციების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საკვებ გადამამუშავებელი ორგანოებისა და სისხლის სისტემის დარეგულირებაში.

ვიტამინი B12 – გააჩნია იმუნომოდულაციური, ალერგიის საწინააღმდეგო, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას, ზრდის მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, სისხლის შედედების პროცესების, ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლის პროცესების გააქტიურებაზე. 

D-პანთენოლი (პროვიტამინი В5) –   აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლების, ამინომჟავების ცვლისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის. მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ხელს უწყობს სხვა ვიტამინების შეწოვას, ასევე ნეიროტრანსმიტერის სინთეზს.

თუთია– ადამიანის ორგანიზმში არსებული მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ერითროციტებში შედის ძირითადად თუთიის მეტალოენზიმის კარბოანჰიდრაზას შემადგენლობაში და ნაკლებადაა სისხლში ალფა-2-მაკროგლობულინთან შეკავშირებული სახით. შედის 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებიც აკატალიზებენ დნმ, რნმ და ცილების სინთეზის მნიშვნელოვან ეტაპებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქსოვილების ზრდასა და განვითარებაზე.  დადებითად მოქმედებს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენის დროს. 

სპილენძი – მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში. იგი ნერვული ბოჭკოების გარეგანი საფარველის, კოლაგენის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის პიგმენტის ფორმირებაში.  

მანგანუმი – ააქტივებს ორგანიზმის მიერ ბიოტინის, B და C ვიტამინების სწორად გამოყენების მაკატალიზებელ ფერმენტებს. აუცილებელია ძვლის ნორმალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად. არეგულირებს ნახშირწყლოვან ცვლას. 

სელენი  – ისევე როგორც ვიტამინები E და C, ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. იგი შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან. გააჩნია კარდიოპროტექტო-რული მოქმედება, თრგუნავს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, მონაწილეობს სპერმატოგენეზში.

მაგნიუმი – მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.

ვიტამინი C – აუცილებელია უჯრედული კოლაგენის წარმოსაქმნელად, აუცილებელია კბილის ძვლებისა და კაპილარების კედლის სტრუქტურის გასამაგრებლად. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, თიროზინის მეტაბოლიზმში, ფოლის მჟავის გარდაქმნაში ფოლინურში, ნახშირწყლების ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების სინთეზში, რკინის მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის პროცესებში. გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები.

ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია.რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:  ბავშვები 1-3 წლამდე  2,5მლ  1 ჯერ დღეში.

ბავშვები 4-6 წლამდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვები 7-12წლამდე  5 მლ  1-2-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი საჭიროებისამებრ.

გამოშვების ფორმა:  200მლ სიროფი

აფთიაქიდან გაცემის წესი:   გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:  Life on Healthcare LTD

ნატრიუმის ქლ0.9% 500მლ#1ლიქNEW

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰელიომაგნე B6 #60ტ

47.50 ლარი
44.64 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: პოლისანო

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატრიუმის ბიკარბონატი8.4% 20მლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ხელა-ფერ ბიო კომპლექსი #30კ

ხელა-ფერ  ბიოკომპლექსი ®



ახალი თაობის რკინა

ხელა-ფერ  ბიოკომპლექსი ® არის საკვები დანამატი, რომლეშიც რკინა წარმოდგენილია ხელატური ამინომჟავების სახით  ალბიონი ® მგ  (რკინის ბისგლიცინატი), რომელიც გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეთვისებით და კარგი ამტანობით, კომბინაციაში ფოლიუმის მჟავასთან და C, B6, B12 ვიტამინებთან.

ხელა-ფერ ბიოკომპლექსი ® -ს მახასიათებლები:
• მაღალი ბიოშეღწევადობა
• უსაფრთხოება
• კარგი ამტანობა და გევრდითი ეფექტების  შემცირება მინიმუმამდე, რაც მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევით იქნა დადასტურებული *
• ამინომჟავას სტრუქტურა მეცნიერულად დადასტურებულია და დაპატენტებული FT-IR TRAACS ® მეთოდით.
უფრო მეტიც, ხელა-ფერ ბიოკომპლექსს ® აქვს:
• FDA- ს მიერ GAS- ის სერტიფიკატი (ზოგადად აღიარებულია უსაფრთხოდ)
• EFSA (ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის) პოზიტიური აზრი
Albion®- ის ამინო აციდური ხელატი  სრულად ჰიპოალერგიულია (აშშ პატენტი №7,838,042), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მედიკამენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამეცნიერო კვლევამ დაამტკიცა, რომ:
• რკინა არის ჰემისა და რკინის გოგირდოვანი ცილების უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელსაც სისხლის საშუალებით გადააქვს ჟანგბადი  კუნთოვან ქსოვილში
• რკინა მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში
• ასრულებს  მნიშვნელოვან როლს ჰერმოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების შექმნის პროცესში

• რკინა C, B6, B12 ვიტამინებთან და ფოლიუმის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს  უღონობის და დაღლილობის შეგრძნების შემცირებას
• რკინა ეხმარება იმუნურ სისტემას ფუნქციონირებაში
• რკინის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება პერიმენსტრუალურ პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ფიზიკური აქტივობის დროს
• ვიტამინი B6 მონაწილეობს ერითროპოეზიში და ასევე მნიშვნელოვანია ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის
• ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში და ფოლიუმის მჟავასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების გაყოფის პროცესში
• ვიტამინი C ხელს უწყობს  რკინის შეწოვას
• ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების სწორ ზრდას და მონაწილეობს ერითროპოეზში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან  რკინის შეწოვა და გადანაწილება მკაცრად კონტროლირდება,  და სწორედ რომ ხელატური ამინო-აციდური ფორმა  გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეღწევადობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

ელექტრონული მიკროსკოპით საშუალებით ნაჩვენებია სხვა რკინის სულფატის და ფეროხელის შეწოვა წვრილი ნაწლავიდან

 

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:
რკინის ამინო-აციდურ ხელატს Ferrochel ® TRAACS ® – 70 მგ
რომელთაგან:
რკინა – 14 მგ (100% *)
ფოლიუმის მჟავა – 200 მკგ (100% *)
ვიტ. C – 40 მგ (50% *)
ვიტ. B6 – 1,4 მგ (100% *)
ვიტ. B12 – 2,5 μg (100% *)

* NRV – საკვები დანამატის ღირებულების მოთხოვნილება

შემადგენლობა: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზის შემცველი ნივთიერებები, რკინის ამინო აციდური ხელატი ფეროხელი ®, L- ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), მაგნიუმის სტეარატი – შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, ფოლიუმის მჟავა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12), კაფსულა ჟელატინის, ფერი: (E171)
საკვები დანამატი ხელს უწყობს რკინის დეფიციტის სრულ შევსებას და აკმაყოფილებს ვიტამინების მოთხოვნას, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის წარმოქმნის პროცესში, სისხლის ფორმიანი ელემენტების ზრდაში და ფუნქციონირებაში-განვითარებაში  უჯრედების და პროცესების ზრდა-განვითარებაში  და მათი ფუნქციონირების რეგულირების პროცესში.

რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების მიღების შემდეგ ან როგორც გირჩევთ ექიმი.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებული სადღეღამისო დოზა.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული  მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შეინახეთ ბავშვებისგან მოიწვდომელ  ადგილზე.

ნატრიუმ.ქლორ-სეემი0.9%500მლ

1.30 ლარი
1.25 ლარი

ქვეყანა: უზბეკეთი

მწარმოებელი: სამარკანდ ინგლენდ ეკო-მედიკალ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო