Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 240

ნო-შპა 40მგ #100ტ

ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა

საერთაშორისო (დაუპატენტებელი) სახელწოდება:
დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინ ჰიდროქლორიდი.

სამკურნალო ფორმა:
40 მგ ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 40,0მგ დროტავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნიოვთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

აღწერილობა:

ყვითელი ფერის მსხვილი ტაბლეტები, მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, ცალ მხარეს – მარკირება- “spa”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:

დროტავერინი – იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთებზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერ მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია გლუვი კუნთის სპაზმთან, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნისას და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიულ არტერიულ სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა, ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებს: 1-6 წლის ასაკში დღიურ დოზას შეადგენს 10-40 მგ, 6 წლის ზევით-20-40 მგ (1-2 მიღება)

გვერდითი მოვლენები;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი (2X10) ბლისტერულ შეფუთვაში.
100 ტაბლეტი პოლიპროპილენის ფლაკონში პოლიეთილენის საცობით.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში,  30ºC დაბალ ტემპერატურაზე.
ტაბლეტები ფლაკონში: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC) სინათლისაგან დაცულ ადილას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მოუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

ცენტროვიტი #30ტ +

მოქმედება:

ცენტროვიტი წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო- და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს.

შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
 
ვიტამინი A  – 800 მკგ; ვიტამინი B1  – 1.4 მგ; ვიტამინი B2  – 1.6 მგ; ვიტამინი B3 – 18 მგ; ვიტამინი B5   – 6 მგ; ვიტამინი B6   – 2 მგ; ვიტამინი B9 – 200 მკგ; ვიტამინი B12    – 1.0 მკგ; ვიტამინი H – 150 მკგ; ვიტამინი C – 75 მგ; ვიტამინი E – 10 მგ; ვიტამინი K  – 30 მკგ; კალციუმი – 200 მგ; ფოსფორი – 125 მგ; მაგნიუმი – 100 მგ; კალიუმი  – 80 მგ; რკინა – 5 მგ; იოდი – 100 მკგ; თუთია – 5 მგ; სპილენძი – 1 მგ; მოლიბდენი – 80 მკგ; ქრომი – 60 მკგ; სელენი – 30 მკგ. ვიტამინი D3   – 5.0 მკგ (200 სე);

ჩვენება:

– მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
– გადაღლა და სტრესი;
– არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
– ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
– რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

უკუჩვენება:
ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა.

შეფუთვა:
30 ტაბლეტი ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შპს “ავერსი-რაციონალი” საქართველო. 

კალცემინი #30ტ

კალცემინი

(CALCEMIN)

წამლის მიღებამდე/გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია. ოპტიმალური შედეგების მისაღწევად სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენოთ ინსტრუქციაში მითითებული ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. შეინახეთ ინსტრუქცია, ის შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები, თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან ჩატარებული მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მოუტანოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

სავაჭრო დასახელება

კალცემინი

სამკურნალწამლო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

აღწერილობა

თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 250 მგ, ვიტამინ D3  50 მე, თუთია (თუთიის ოქსიდი) 2მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 0.5მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), 0.5მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 50მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს პოლისაქარიფი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო-მირკოელემენტებს. მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობასი შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

გამოყენების ჩვენებები

სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინ D3–ის დეფიციტის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან , ან როდესაც საკვებით მიღებული კალციუმი და ქოლეკალციფეროლი არასაკმარისია.

ორგანიზმის კალციუმის და ვიტამინ D3–ის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამის დროს.

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 -ტაბლეტი დღეში ორჯერ, ჭამის დროს. ორსულობის მე-20 კვირიდან და მთელი ლაქტაციის პერიოდსი -1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოყენებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.

კალციუმის და ვიტამინ D3–ს დეფიციტის მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრზლივობაა არანაკლებ 4-6 კვირისა. განმეორებითი კურსის რაოდენობა წლის განმავლობაში, დგინდება ინდივიდუალურად.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

დოზის კორექცია საჭირო არ არის

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანებისას, პრეპარატი კალცემინის მიღება არ შეიძლება

ხანდაზმული პაციენტები:

დოზა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისათვის. საჭიროა თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება.

არ შეწყვიტოთ კალცემინის მიღება მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე!

გვერდითი მოქმედება

იშვიათ შემთხვევებში: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია

სხვა: ალერგიული რეაქციები.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ მათ შესახებ მკურნალ ექიმს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, ისეთებსაც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერკალციემია (მათ შორის როგორც ჰიპერპარატირეოზის (პირველადის ან მეორადის) შედეგი); ჰიპერკალციურია,  D3ჰიპერვიტამინოზი; ნეფროლითიაზი; დეკალცინირებადი სიმსივნეები; მიელომა, ძვლის მეტასტაზები, სარკოიდოზი; შარდ-კენჭოვანი დაავადება; იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი; ათეროსკლეროზი; ჰიპერმგრძნობელობა აქტიური და ნიბისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ; 6 წლამდე ასაკის ბავშვები

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, კუნთების სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, სწრაფი დაღლა, ძვლების ტკივილი, ფსიქიუტი დარღვევები, ნეფროკალცინოზი, შარდ-კენჭოვანი დაავადება და მძიმე შემთხვევებში გულის არითმიები. ჭარბი დოზების ხანგრზივი გამოყენებისას (2500მგ კალციუმზე მეტი)-თირკმელების დაზიანება, რბილი ქსოვილების კალცინოზი.

ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია კალციუმის და ვიტამინ D3–ს, ასევე, თიაზიდური საშუალებების და საგულე გლიკოზიდების მიღების შეწყვეტა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სითხის დანაკარგის შევსება, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების გამოყენება.

აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის, თირკმლის ფუნქციის და დიურეზის კონტროლი.

მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ცენტრალური ვენური წნევის გაზომვა და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.

უსაფრთხოების ზომები

ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით და დიურეზული საშუალებებით ერთდროული მკურნალობის დროს (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან“) და პაციენტებში, თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების ნიშნების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ვიტამინი D სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების შემცველობის კონტროლი. ასევე, აუცილებელია რბილი ქსოვილების კალცინოზის განვითარების რისკის გათვალისწინება. ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვიტამინ D-ს სხვა წყაროებიდან დამატებითი შემოსვლის გათვალისწინება.

კალციუმი და ვიტამინი D სიფრთხილით გამოიყენება იმობილიზებულ პაციენტებში, ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის რისკთან დაკავშირებით

ვიტამინ D სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სარკოიდოზით, რადგანაც მათ გააჩნიათ ვიტამინ D- ს მეტაბოლიზმის პათოლოგია და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, კენჭები თირკმელებში და თირკმლის უკმარისობა. კალციუმის კონცენტრაცია სისხლში და შარდში ასეთ პაციენტებში უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

ტეტრაციკლინის და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის, ან უნდა განხორციელდეს სიფრთხილით (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ვიტამინ D3–ის დიდი დოზების გამოყენება არამიზანშეწონილია, რადგანაც  იგი ამ შემთხვევაში აინჰიბირებს ვიტამინ D3–ის ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების წარმოქმნას. ამავე დროს, ორგანიზმში იზრდება გარდაუქმნელი ვიტამინ D3–ს შემცველობა, რომელიც ექვემდებარება დაჟანგვას და ამით იზრდება D-ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან არ გამორიცხავთ ორსულობის დადგომას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობის დროს ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების დარღვევა.

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში. ეს გასათვალისწინებელია მაშინ, როცა ბავშვი დამატებით იღებს ვიტამინ D-ს.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე

თუ ამჟამად ან უახლოეს წარსულში თქვენ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

კალციუმის და ვიტამინ D-ს პრეპარატებთან, საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას, ჰიპერკალციემიას შეუძლია მოახდინოს მათი ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება. აუცილებელია ეკგ-ს და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის კონტროლი.

კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ტეტრაციკლინის შეწოვა. ამიტომ ტეტრაცუჯკუნის რიგის პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს პრეპარატ კალცემინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.

ბიფოსფონატების შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად, მათი მიღბა რეკომენდებულია პრეპარატის კალცემინის მიღებამდე არაუმცირეს ერთი საათით ადრე.

გლუკოკორტიკოიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს პრეპარატ კალცემინის დოზის გაზრდა.

თიაზიდური რიგის დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები, პირიქით, ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

კალციუმი ამცირებს ლევოთიროქსინის ეფექტურობას, მისი შეწოვის შემცირების გზით. ლევოთიროქსინის და პრეპარატ კალცემინის მიღებებს შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათისა.

ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკების შეწოვა კალციუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება. ამიტომ ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს პრეპარატ კალცემინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ.

ქოლიკალციფეროლის აქტივობა შეიძლება შემცირდეს მისი ერთობლივი გამოყენებისას ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან.

ქოლესტირამინი და საფაღარათე საშუალებები მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე, ამცირებენ ვიტამინ D3–ს შეწოვას.

კალცემინის მიღება ოქსალატების (მჟაუნა, რევანდი, ისპანახი) და ფიტინი (ბურღულეული) შემცველ საკვებთან ერთად, რომელთა მიღება ამცირებს კალციუმის შეწოვას არ შეიძლება.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გამოშვების ფორმა

30, 60 ან 120 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მწარმოებელი/განმცხადებელი ფირმის დასახელება, მისამართი:

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ

135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ

მულეინის ზეთი წვეთები 30მლ#1ფლ

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცევიკაპი 100მგ/მლ 10მლ ფლ

18.60 ლარი
17.48 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: მედანა ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მუკონები 3% 4მლ #30ა

მუკონებ 3% (MUCONEB 3%)

სტერილური ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი ინჰალაციისთვის

არასაინექციო

დანიშნულება:

ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაში…

აფერხებს ბრონქების ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ნაკადური ან ულტრაბგერითი ნებულაიზერით.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

შეფუთვის ფორმა:

შეფუთვა 30 ამპულა, 4 მლ მონოდოზა

შემადგენლობა:

ნატრიუმის ქლორიდი 3 გრ

გამოხდილი წყალი 100 მლ

არ შეიცავს კონსერვანტებს

გამოყენების წესი (ინსტრუქცია):

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის რეკომენდირებული დოზაა 1 ამპულა 2-4 ჯერ დღეში.

აიღეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და  გახსენით იგი ზედა ნაწილის მოტრიალებით.

მოათავსეთ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერში.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დროებითი ხასიათის მქონე გაღიზიანებები (ხველა) ან ბრონქების შექცევადი შევიწროება.

ექიმების რეკომენდაციაა ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატის გამოყენებით წინასწარი მკურნალობა.

არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების სიფრთხილის ზომები:

ერთჯერადი გამოყენება.

მხოლოდ ინჰალაციის გზით.

დაუშვებელია ინექციის სახით გამოყენება.

ერთჯერადი დოზის გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ ის არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ დაზიანებული ერთჯერადი დოზა.

დაიცავით ნებულაიზერის აპარატის მწარმოებლის მიერ მითითებული გამოყენების წესი.

სუნთქვის პრობლემების ან ჭარბი მგძნობიარობის შემთხვევაში საინჰალაციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე.

დაუშვებელია სხვა პრეპარატების შერევა.

არ დატოვოთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ არცერთი გახსნილი კონტეინერი მეორედ: ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი მეორადი გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა, რომ მოხდეს დაბინძურებული ხსნარის მიღება.

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი მიეკუთვნება  IIა კლასის სანიტარულ პროდუქციას.

სამარკო ნიშნის მიღების თარიღი CE: 11-12-201

მწარმოებელი: Laboratoire UNITHER ESPACE INDUSTRIEL NORD 151, Rue André Durouchez CS 28028 80084 AMIENS Cedex 2 საფრანგეთი

დისტრიბუტორი:

შპს ,,Laboratorio Aldo-Unión, S.L.“

ბარონესა დე მალდა, 73

08950 ესპლუგეს დე ლიობრეგატი

[Baronesa de Maldá, 73

08950 ESPLUGUES DE LLOBREGAT]

(ბარსელონა) ესპანეთი

წარმოებულია საფრანგეთში

კალცემინ სილვერი #60ტ

კალცემინ სილვერი (CALCEMIN® SILVER)

გარსით დაფარული ტაბლეტები

სავაჭრო დასახელება

კალცემინ სილვერი

წამლის ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

აღწერილობა

ოვალური, ღია ნაცრისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 500მგ, ვიტამინ D3 400 სე, მაგნიუმი 40მგ, თუთია 7.5მგ, სპილენძი 1მგ, მანგანუმი 1,8 მგ, ბორი 250მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სტეარინმჟვა (E570), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572).

გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სილიკატი (E553a), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), მინერალური ზეთი (E905), FD&C ლურჯი №2 ლაქი (E132), FD&C ყვითელი №6 ლაქი (E110).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატი. კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციუმი ძვლოვანი ქსოვილისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის გარდაქმნის (რემოდელირებას) პროცესებს პირველი ტიპი კოლაგენისა და ოსტეობლასტების მომატებული სინთეზის გზით. აუმჯობესებს ძვლის ხარისხს, ოსტეოკლასტების აქტივობის დათრგუნვით. კალციუმის და ვიტამინ D-ს მიღება პარათირეოდული ჰორმონის (PTH) გამოყოფას ამცირებს, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და ერთ-ერთი მიზეზია ოსტეოპოროზის განვითარებისა (ძვლის რეზორბცია). მაგნიუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში. თუთია 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორია, რომლებიც მონაწილეობენ ცილის, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ზრდაზე და უჯრედების აღდგენაზე. სპილენძი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის აუცილებელი ცილების კოლაგენისა და ელასტინის შენებაში, რომლებიც ძვლისა და ხრტილის მატრიცას ქმნიან. მანგანუმი ახდენს გლუკოზამინოგლიკანების სინთეზის ნორმალიზრებას, რომლებიც აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი     ქსოვილის ფორმირებისათვის. ბორი პარათირეოიდული ჰორმონების აქტივობას არეგულირებს და რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ვიტამინ D-ს ცვლაში.

მიღების ჩვენება

ოსტეოპოროზის და სხვა კალციდეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობა, როდესაც დიაგნოსტირებულია კალციუმის და ვიტამინ D-ს დეფიციტი.

რისკის შემცირება და სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების კომპლექსურ მკურნალობასი კალციდეფიციტური მდგომარეობებისას 50 წლის ზემოთ პირებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, საკვების მიღების დროს. მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება.

ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში დოზის კორექცია არ საჭიროებს.

თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალცემინ სილვერი თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.

ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

იშვიათად გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობდა შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, მათ შორის ასთმის სინდრომით, კანის და/ან სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კანის შეწითლება, ქავილი, არაკარგიოგენული ფილტვის შესუპება. ძალიან იშვიათად მძიმე რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

ლაბორატორიული მონაცემებით: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ვიტამინ D-ს ჰიპერვიტამინოზი (ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ: ჰიპერკალციემიისას და/ან მდგომარეობისას, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალციემიას (მაგ: სარკოიდოზი, ავთვისებიანი ახალწარმონაქმენები, პირველადი ჰიპერპარათირეოზი), ჰიპერკალციურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-კენჭოვანი დაავადება; D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება შეიძლება მიმდინარეობდეს გვერდითი ეფექტების მსგავსი სიმპტომებით.

2500მგ კალციუმისა და 4000სე/დღეში ვიტამინი D-ზე მეტ დოზებში შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიური ეფექტი.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალციემია ან მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან, თირკმლის უკმარისობა და/ან ნეფროლითიაზისაკენ მიდრეკილება, კალციუმისა და ვიტამინ D-ს მცირე დოზებში მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიური ეფექტი.

კალციუმისა და ვიტამინ D-ს ერთჯერადად ან ხანგრძლივად დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვიტამინი D-ს ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, ჰიპეკალციურია და ჰიპერფოსფატემია.

შედეგად ვითარდება თირკმლის უკმარისობა, ,,რძე-ტუტოვანი სინდრომი“, სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, მათ შორის კალცინოზიც, რასაც მივყავართ ნეფროკალცინოზთან და ნეფროლითიაზთან.

არასპეციფიური პირველადი სიმპტომები, როგორებიცაა უცაბედად განვითარებული თავის ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (მუცის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, ღებინება და ღებინების შეგრძნება) შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებას.

თუ ვითარდება მსგავსი სიმპტომები უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ლაბორატორიული და კლინიკური ინტოქსიკაციის და ჰიპერკალციემიის გამოვლინება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ანორექსია, სხეულის მასის კლება, ადვილად დაღლა, ცხელება, პოლიურია, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევები, ფსიქიური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია და სხვა მინერალების შეწოვის გაუარესება, სისხლის პლაზმაში ასპარტატამინოტრანსფერაზის  და ალანილამინოტრანსფერაზის მომატება.

დოზის ხანგრზლივი დროით გადაჭარბებისას ვითარდება ჰიპერკალციემია და შესაძლებელია განვითარდეს სისხლძარღვების და ორგანოების კალციფიკაცია.

ძალიან მაღალმა ჰიპერკალციემიამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების შექცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, კომა და სიკვდილიც კი.

შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ჭარბი სითხის მიღება, დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით, რეჰიდრატაცია, მარყუჟოვანი დიურეტიკები, ბიფოსფონატები, კალციტონინი და კორტიკოსტეროიდები.

აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, დიურეზის და ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი სისხლში. მძიმე შემთხვევებში ეკგ-ს და ცბდ-ს კონტროლი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

იმისათვის რომ არ მოხდეს დღიური დოზის გადაჭარბება კალციუმისა 2500მგ და ვიტამინი D 4000ME, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები, გასათვალისწინებელია ორგანიზმში ელემენტების სხვა წყაროებიდან მოხვედრა (მაგალითად საკვებით).

მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში და შარდში განისაზღვროს კალციუმის დონე.

კალციუმისა და ვიტამინ D-ს კომბინირებული პრეპარატებით ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რომლებიც ღებულობენ საგულე გლიკოზიდებს, კალციბლოკატორებს და/ან თიაზიდურ დიურეტიკებს, ასევე იმ პაციენტების მიმართ, რომელთაც მიდრეკილება აქვთ კენჭოვანი დაავადებების განვითარებისკენ.

ჰიპერკალციემიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, კალციურიისას, 75 მმოლ-დღეში (300მგ/დღეში), აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან შეწყვეტა.

იმობილიზირებულ პაციენტებში კომბინირებული პრეპარატები ინიშნება სიფრთხილით, ჰიპერკალციემიის განვითარების მაღალი რისკის გამო.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს, რაც ყურადსაღებია ნატრიუმ-კონტროლირებადი დიეტის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კალციუმის პრეპარატების მიღებამ შესაძლებელია დააქვეითოს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციის პროცესი (ანტიბიოტიკების ჩათვლით, მაგალითად: ტეტრაციკლინი, ხინოლონები) და ანტივირუსული პრეპარატები, პროტეაზას ინჰიბიტორები, ელთრომბაპაგი) კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ამასთან კალციუმის აბსორბციაც შესაძლებელია დაქვეითდეს. პოტენციური ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამ პრეპარატების მიღებისას დაზული იყოს ინტერვალები, კალციუმის მიღებამდე 2 საათი ან 4-6 საათი მიღების შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. ლევითიროქსინისა და კალციუმის პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი მიღებამდე ან მიღების შემდგომ. ფტორქინოლინები 2-საათამდე ან 6 საათის შემდეგ, ფოსფატები, ბიფოსფონატები -1 საათი მიღებამდე, ფტორიდები და რკინის პრეპარატები-3 საათი კალციუმის მიღებამდე.

ალბუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენება ეფექტურობის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული.

კალციუმი ან/და ვიტამინ D-თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ კალციუმის ექსკრეციას. მომატებული რისკის გამო ტიაზიდური რიგის დიურეზული საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები, პირიქით, ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

საგულე გლიკოზიდები და კალციუმის არხის ბლოკატორები: ჰიპერკალციემია ამაღლებს რისკს, საგულე გლიკოზიდებით გამოწვეულ ლეტალური არითმიისა, როგორიცაა დიგოქსინი და ამცირებს კალციბლოკატორების აქტივობას, როგორიცაა ვერაპამილი მოციმციმე არითმიისას. რეკომენდებულია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სისხლის შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ს მონიტორინგი.

გლუკოკორტიკოიდები,ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატები აუარესებს კალციუმის იონების შეწოვას.

ვიტამინ D. ზოგიერთმა სამკურნალწამლო საშუალებებმა შესაძლებელია დააქვეითოს შემცირებული ვიტამინ D-ს აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ვიტამინ D-ს და პრეპარატების ურთიერთქმედება აუცილებელია ინტერვალების დაცვა მიღებებს შორის, ვიტამინ D-ს მიღებამდე 2 საათი და მიღების შემდგომ 4-6 საათი. ასეთი მედიკამენტებია: იონური ცვლის კუპრი (მაგ: ხოლესტირამინი), დიარეული-ორლისტატი.

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ბარბიტურატები ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმს ააქტიურებენ არააქტიურ მეტაბოტილად, რაც ამცირებს მის ეფექტურობას.

კალცემინ სილვერისა და ვიტამინ A-ს ერთდროული გამოყენება ამცირებს ვიტამინ D-სტოქსიურ ეფექტს.

კალციუმის საკვებ პროდუქტებთან და საკვებ დანამატებთან ურთიერთქმედება. მჟაუნას მჟავა, რომელიც შედის ისპანახში და რევანდში, და ფიტინის მჟავა (ბურღულეული) შეუძლიათ დათრგუნონ კალციუმის შეწოვის პროცესი. ამიტომ არ არის რეკომენდებული კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება, ისეთი საკვების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, რომელიც შეიცავს მჟაუნისა და ფიტინის მჟავებს.

კალციუმმა შესაძლებელია შეამციროს საკვებიდან რკინის, თუთიის და მაგნიუმის შეწოვა, რაც მხედველობაშია მისაღები ამ მინერალების დეფიციტის მქონე პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ პაციენტებში საკვებიდან მინერალების ინჰიბირება, კალციუმის პრეპარატის მიღება სასურველია ძილის წინ და არა ჭამის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის ხანგრძლივი გადაჭარბება საზიანოა ნაყოფისა და ახალშობილებისთვის.

ორსულობის დროს ჰიპერკალციემია შედეგია ვიტამინ D-ს მაღალი დოზის მიღებისა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ნაყოფისათვის: პარათირეოდული ჰორმონის დათრგუნვა, ჰიპერკალციემია, ტეტანია, ეპილეფსიური გულყრები და აორტალური სტენოზის სინდრომი, რომელთა სიმპტომები შეიძლება იყოს რეტინოპათია, ფსიქიკური განვითარების ან ზრდის შეფერხება, ასევე, შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება ახალშობილებში. ვიტამინ D და კალციუმის ექსკრეცია ხდება რძის მეშვეობით.

გავლენა ავტომობილების და მექანიზმების მართვაზე

არ ახდენს გავლენას.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე,, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

შეფუთვა

30, 60 ან 120 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი:

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ

135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ

მონმორსი Hepa Formul #90კაფს

მონმორსი Hepa Formula / Monmorsi Hepa Formula

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ჰეპატოპროტექტორები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #90
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 140 მგ ბაყაყურას (Silybum marianum) მშრალ ექსტრაქტს, 100 მგ ქრისტესისხლას (Silybum marianum) მშრალ ექსტრაქტს, 25 მგ ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალ ექსტრაქტს და 40 მგ  ლეციტინს (Lecithin).

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

მონმორსი Hepa Formula მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.

ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედების ჰეპატოპროტექტორი, რომელიც ახდენს ღვიძლის ფუნქციების ნორმალიზაციას, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.

მონმორსი Hepa Formula-ს ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: 

ფლავონოიდი სილიბინინი, რომელსაც შეიცავს ბაყაყურას ექსტრაქტი, ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციებისას ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების შეღწევას; იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას.

ალკალოიდი ხელიდონინი, რომელიც წარმოადგენს ქრისტესისხლას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედებით. თავისუფალი რადიკალების მიერთებით ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; ხელს უწყობს ჰეპატოციტების აღდგენის პროცესს.

ყვითელი კოჭას აქტიური ნივთიერება კურკუმინი – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა; ამცირებს ღვიძლის ინტოქსიკაციას, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და ნაღვლის გამოყოფას. აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ. 

ლეციტინი წარმოადგენს შეუცვლელი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ღვიძლის უჯრედების მემბრანების რეგენერაციის, ბიოლოგიური სტრუქტურის სტაბილიზაციისა და წარმოქმნისათვის. ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებისას ლეციტინი ამცირებს ლიმფოციტების ციტოტოქსიურ მოქმედებას და ჰეპატოციტების ნეკროზს; არეგულირებს ცილებისა და ცხიმების ცვლას, იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, აღადგენს ლიმფოციტების და მაკროფაგების დამცველობით ფუნქციას. 

ჩვენება

პროფილაქტიკური, დამცავი და სამკურნალო საშუალება ღვიძლის ფუნქციების დარღვევების დროს:

– ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;

– ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;

– ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;

– სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;

– ღვიძლის ციროზის მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;

– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და სხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ.

უკუჩვენება 

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით ინიშნება სიყვითლის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების დროს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების ნიშნები აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. 

დოზირება და მიღების წესი

პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ინიშნება მონმორსი Hepa Formula – ს 1 კაფსულა სამჯერ დღეში. მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადების დროს – 2 კაფსულა სამჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, შემდგომ მკურნალობა გრძელდება თერაპიული დოზით (1 კაფსულა სამჯერ დღეში) 1-3 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 1-3 თვის ინტერვალით.

კაფსულები მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს. 

ვარგისობა და შენახვისპ ირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

90 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შოკოკალცი #30პასტილა

34.80 ლარი
32.71 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: მსვ ჰელსქეარი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალცემინ სილვერი #30ტ

კალცემინ სილვერი (CALCEMIN® SILVER)

გარსით დაფარული ტაბლეტები

სავაჭრო დასახელება

კალცემინ სილვერი

წამლის ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

აღწერილობა

ოვალური, ღია ნაცრისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 500მგ, ვიტამინ D3 400 სე, მაგნიუმი 40მგ, თუთია 7.5მგ, სპილენძი 1მგ, მანგანუმი 1,8 მგ, ბორი 250მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სტეარინმჟვა (E570), ნატრიუმის კროსკარმელოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (E572).

გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სილიკატი (E553a), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), მინერალური ზეთი (E905), FD&C ლურჯი №2 ლაქი (E132), FD&C ყვითელი №6 ლაქი (E110).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატი. კალციუმის პრეპარატები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციუმი ძვლოვანი ქსოვილისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის გარდაქმნის (რემოდელირებას) პროცესებს პირველი ტიპი კოლაგენისა და ოსტეობლასტების მომატებული სინთეზის გზით. აუმჯობესებს ძვლის ხარისხს, ოსტეოკლასტების აქტივობის დათრგუნვით. კალციუმის და ვიტამინ D-ს მიღება პარათირეოდული ჰორმონის (PTH) გამოყოფას ამცირებს, რომელიც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და ერთ-ერთი მიზეზია ოსტეოპოროზის განვითარებისა (ძვლის რეზორბცია). მაგნიუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში. თუთია 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორია, რომლებიც მონაწილეობენ ცილის, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ზრდაზე და უჯრედების აღდგენაზე. სპილენძი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის აუცილებელი ცილების კოლაგენისა და ელასტინის შენებაში, რომლებიც ძვლისა და ხრტილის მატრიცას ქმნიან. მანგანუმი ახდენს გლუკოზამინოგლიკანების სინთეზის ნორმალიზრებას, რომლებიც აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი     ქსოვილის ფორმირებისათვის. ბორი პარათირეოიდული ჰორმონების აქტივობას არეგულირებს და რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ვიტამინ D-ს ცვლაში.

მიღების ჩვენება

ოსტეოპოროზის და სხვა კალციდეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკა. ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობა, როდესაც დიაგნოსტირებულია კალციუმის და ვიტამინ D-ს დეფიციტი.

რისკის შემცირება და სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების კომპლექსურ მკურნალობასი კალციდეფიციტური მდგომარეობებისას 50 წლის ზემოთ პირებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, საკვების მიღების დროს. მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება.

ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში დოზის კორექცია არ საჭიროებს.

თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალცემინ სილვერი თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.

ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

იშვიათად გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობდა შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით, მათ შორის ასთმის სინდრომით, კანის და/ან სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კანის შეწითლება, ქავილი, არაკარგიოგენული ფილტვის შესუპება. ძალიან იშვიათად მძიმე რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

ლაბორატორიული მონაცემებით: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ვიტამინ D-ს ჰიპერვიტამინოზი (ხანგრძლივად დიდი დოზებით მიღებისას).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ: ჰიპერკალციემიისას და/ან მდგომარეობისას, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალციემიას (მაგ: სარკოიდოზი, ავთვისებიანი ახალწარმონაქმენები, პირველადი ჰიპერპარათირეოზი), ჰიპერკალციურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-კენჭოვანი დაავადება; D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება შეიძლება მიმდინარეობდეს გვერდითი ეფექტების მსგავსი სიმპტომებით.

2500მგ კალციუმისა და 4000სე/დღეში ვიტამინი D-ზე მეტ დოზებში შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიური ეფექტი.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერკალციემია ან მდგომარეობა, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან, თირკმლის უკმარისობა და/ან ნეფროლითიაზისაკენ მიდრეკილება, კალციუმისა და ვიტამინ D-ს მცირე დოზებში მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიური ეფექტი.

კალციუმისა და ვიტამინ D-ს ერთჯერადად ან ხანგრძლივად დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვიტამინი D-ს ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, ჰიპეკალციურია და ჰიპერფოსფატემია.

შედეგად ვითარდება თირკმლის უკმარისობა, ,,რძე-ტუტოვანი სინდრომი“, სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, მათ შორის კალცინოზიც, რასაც მივყავართ ნეფროკალცინოზთან და ნეფროლითიაზთან.

არასპეციფიური პირველადი სიმპტომები, როგორებიცაა უცაბედად განვითარებული თავის ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (მუცის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, ღებინება და ღებინების შეგრძნება) შესაძლებელია მიუთითებდეს ჭარბ დოზირებას.

თუ ვითარდება მსგავსი სიმპტომები უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

ლაბორატორიული და კლინიკური ინტოქსიკაციის და ჰიპერკალციემიის გამოვლინება შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ანორექსია, სხეულის მასის კლება, ადვილად დაღლა, ცხელება, პოლიურია, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევები, ფსიქიური აშლილობები, პოლიდიფსია, პოლიურია და სხვა მინერალების შეწოვის გაუარესება, სისხლის პლაზმაში ასპარტატამინოტრანსფერაზის  და ალანილამინოტრანსფერაზის მომატება.

დოზის ხანგრზლივი დროით გადაჭარბებისას ვითარდება ჰიპერკალციემია და შესაძლებელია განვითარდეს სისხლძარღვების და ორგანოების კალციფიკაცია.

ძალიან მაღალმა ჰიპერკალციემიამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების შექცევადი დაზიანება და რბილი ქსოვილების კალციფიკაცია, კომა და სიკვდილიც კი.

შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ჭარბი სითხის მიღება, დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით, რეჰიდრატაცია, მარყუჟოვანი დიურეტიკები, ბიფოსფონატები, კალციტონინი და კორტიკოსტეროიდები.

აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, დიურეზის და ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი სისხლში. მძიმე შემთხვევებში ეკგ-ს და ცბდ-ს კონტროლი.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

იმისათვის რომ არ მოხდეს დღიური დოზის გადაჭარბება კალციუმისა 2500მგ და ვიტამინი D 4000ME, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები, გასათვალისწინებელია ორგანიზმში ელემენტების სხვა წყაროებიდან მოხვედრა (მაგალითად საკვებით).

მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში და შარდში განისაზღვროს კალციუმის დონე.

კალციუმისა და ვიტამინ D-ს კომბინირებული პრეპარატებით ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რომლებიც ღებულობენ საგულე გლიკოზიდებს, კალციბლოკატორებს და/ან თიაზიდურ დიურეტიკებს, ასევე იმ პაციენტების მიმართ, რომელთაც მიდრეკილება აქვთ კენჭოვანი დაავადებების განვითარებისკენ.

ჰიპერკალციემიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, კალციურიისას, 75 მმოლ-დღეში (300მგ/დღეში), აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან შეწყვეტა.

იმობილიზირებულ პაციენტებში კომბინირებული პრეპარატები ინიშნება სიფრთხილით, ჰიპერკალციემიის განვითარების მაღალი რისკის გამო.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს, რაც ყურადსაღებია ნატრიუმ-კონტროლირებადი დიეტის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კალციუმის პრეპარატების მიღებამ შესაძლებელია დააქვეითოს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების აბსორბციის პროცესი (ანტიბიოტიკების ჩათვლით, მაგალითად: ტეტრაციკლინი, ხინოლონები) და ანტივირუსული პრეპარატები, პროტეაზას ინჰიბიტორები, ელთრომბაპაგი) კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ამასთან კალციუმის აბსორბციაც შესაძლებელია დაქვეითდეს. პოტენციური ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამ პრეპარატების მიღებისას დაზული იყოს ინტერვალები, კალციუმის მიღებამდე 2 საათი ან 4-6 საათი მიღების შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. ლევითიროქსინისა და კალციუმის პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი მიღებამდე ან მიღების შემდგომ. ფტორქინოლინები 2-საათამდე ან 6 საათის შემდეგ, ფოსფატები, ბიფოსფონატები -1 საათი მიღებამდე, ფტორიდები და რკინის პრეპარატები-3 საათი კალციუმის მიღებამდე.

ალბუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენება ეფექტურობის შემცირების გამო არ არის რეკომენდებული.

კალციუმი ან/და ვიტამინ D-თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ კალციუმის ექსკრეციას. მომატებული რისკის გამო ტიაზიდური რიგის დიურეზული საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები, პირიქით, ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

საგულე გლიკოზიდები და კალციუმის არხის ბლოკატორები: ჰიპერკალციემია ამაღლებს რისკს, საგულე გლიკოზიდებით გამოწვეულ ლეტალური არითმიისა, როგორიცაა დიგოქსინი და ამცირებს კალციბლოკატორების აქტივობას, როგორიცაა ვერაპამილი მოციმციმე არითმიისას. რეკომენდებულია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სისხლის შრატში კალციუმის დონის და ეკგ-ს მონიტორინგი.

გლუკოკორტიკოიდები,ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატები აუარესებს კალციუმის იონების შეწოვას.

ვიტამინ D. ზოგიერთმა სამკურნალწამლო საშუალებებმა შესაძლებელია დააქვეითოს შემცირებული ვიტამინ D-ს აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული ვიტამინ D-ს და პრეპარატების ურთიერთქმედება აუცილებელია ინტერვალების დაცვა მიღებებს შორის, ვიტამინ D-ს მიღებამდე 2 საათი და მიღების შემდგომ 4-6 საათი. ასეთი მედიკამენტებია: იონური ცვლის კუპრი (მაგ: ხოლესტირამინი), დიარეული-ორლისტატი.

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ბარბიტურატები ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმს ააქტიურებენ არააქტიურ მეტაბოტილად, რაც ამცირებს მის ეფექტურობას.

კალცემინ სილვერისა და ვიტამინ A-ს ერთდროული გამოყენება ამცირებს ვიტამინ D-სტოქსიურ ეფექტს.

კალციუმის საკვებ პროდუქტებთან და საკვებ დანამატებთან ურთიერთქმედება. მჟაუნას მჟავა, რომელიც შედის ისპანახში და რევანდში, და ფიტინის მჟავა (ბურღულეული) შეუძლიათ დათრგუნონ კალციუმის შეწოვის პროცესი. ამიტომ არ არის რეკომენდებული კალციუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება, ისეთი საკვების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, რომელიც შეიცავს მჟაუნისა და ფიტინის მჟავებს.

კალციუმმა შესაძლებელია შეამციროს საკვებიდან რკინის, თუთიის და მაგნიუმის შეწოვა, რაც მხედველობაშია მისაღები ამ მინერალების დეფიციტის მქონე პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ პაციენტებში საკვებიდან მინერალების ინჰიბირება, კალციუმის პრეპარატის მიღება სასურველია ძილის წინ და არა ჭამის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის ხანგრძლივი გადაჭარბება საზიანოა ნაყოფისა და ახალშობილებისთვის.

ორსულობის დროს ჰიპერკალციემია შედეგია ვიტამინ D-ს მაღალი დოზის მიღებისა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები ნაყოფისათვის: პარათირეოდული ჰორმონის დათრგუნვა, ჰიპერკალციემია, ტეტანია, ეპილეფსიური გულყრები და აორტალური სტენოზის სინდრომი, რომელთა სიმპტომები შეიძლება იყოს რეტინოპათია, ფსიქიკური განვითარების ან ზრდის შეფერხება, ასევე, შესაძლებელია ჰიპერკალციემიის განვითარება ახალშობილებში. ვიტამინ D და კალციუმის ექსკრეცია ხდება რძის მეშვეობით.

გავლენა ავტომობილების და მექანიზმების მართვაზე

არ ახდენს გავლენას.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე,, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

შეფუთვა

30, 60 ან 120 ტაბლეტი ფლაკონში. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი:

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

კონტრაქტ ფარმაკალ კორპორეიშნ

135 ადამს ავენიუ, ჰოპოგ, ნიუ-იორკი 11788, აშშ

Don`t copy text!