Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 242

კალზიდანი K2 #30კაფს

კალზიდანი K2 / Calzidan K2

 

შემადგენლობა:

კალციუმის ფოსფატი – 500მგ ;  ვიტამინი D3 – 400სე (10მკგ);  ვიტამინი K2 – 25მკგ; თუთია -16მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კალზიდანი K2 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. კალციუმის ფოსფატის,ვიტამინი D3; ვიტამინი K2 და თუთიის კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. კალზიდანი K2 ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას. ვიტამინი K2 ხელს უწყობს კალციუმის გადატანას ძვლებსა და კბილებში და ხელს უშლის მის ჩალაგებას სისხლძარვებსა და რბილ ქსოვილებში. თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის.

ჩვენება:
–  კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა
–  რაქიტის პროფილაქტიკა
–  ინტენსიური ზრდის პერიოდი
–  კბილების დემინერალიზაცია
–  მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდი
–   სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსური მკურნალობა)

დოზირება: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ( კალზიდანი K2-ის გაზრდილი დოზით მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით)

კალზიდანი K2 მიიღება 6 თვის ასაკიდან

ორსულობა და ლაქტაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი და თირკმლის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

მიკროდაცინი ჰიდროგელი 250გ

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: სონომა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფოლუქსი 5მგ #50ტ

27.35 ლარი
25.71 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ბალენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იქსგევა 120მგ/1.7მლ #1ფლ

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: ამგენ ევროპა ბ.ვ.

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მიკროდაცინი სითხე 500მლ

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: სონომა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფოლიუმის მჟავა 5მგ #40ტ (ნეოფ)

4.00 ლარი
3.84 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ნეოფარმი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მიკროდაცინი 500მლ ვაგ/ხს.ოყნით

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარიოყნით 500 მლ

 

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარს  გააჩნია სამმაგი მოქმედება:

  • ანტიმიკრობული,
  • ანთებისსაწინააღმდეგო
  • რეგენერატორული

მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.

მიკროდაცინის ვაგინალურ ხსნარს გააჩნია:

ანტიმიკრობული  მოქმედების ფართო სპექტრი (კლინიკურად დადასტურებულია მიკრობების 100%-ით ინაქტივაცია 30წმ-ში).

ანტიბაქტერიული მოქმედება  როგორც გრამ+, ისე გრამ- ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე

მათ შორის:

  • MRSA – მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
  • VRE – ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
  • ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
  • მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ

ასევე, გააჩნია:

–ანტიპროტოზოული

– ანტიფუნგალური

– ანტივირუსული მოქმედება

  • პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს ჯანსაღ ქოვილებზე ტოქსიური და სხვა დამაზიანებელი ეფექტის გარეშე
  • გააჩნია ძლიერიანთების და ალერგიის  საწინააღმდეგო მოქმედება(გამოყენებიდან მე-3 დღეს 85%-ით იხსნება ქავილი და ტკივილი)
  • მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციას ჰიპერტროფიის გარეშე
  • გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენებს ორსულებშიც და მეძუძურებშიც

მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:

  • იწვევს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას
  • in vitro ტესტებით 15 წუთის შემდეგ 90%-ით მცირდება ჰისტამინის გამოყოფა
  • მცირდება ანთების მედიატორების, ინტერლეიკინების, IFN-γ-ს და TNF-α-ს გამოყოფა
  • ხსნის  ქავილს, ტკივილს, სუნს, ამცირებს გამონადენი

ჩვენებები:

სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები

  • ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევების (IUP-ის ჩადგმამდე)
  • პოსტოპერაციული პერიოდში: კონიზაციის, ამპუტაციის, ელექტროკოაგულაციის,

კოლპოპლასტიკის, პერინეოპლასტიკის, საშვილოსნოს ყელის და საშოს კრიოპლასტიკის შემდეგ

  • საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ

გამოყენების წესი:

შეავსეთ 50 მლ მოცულობის მიკროოყნა მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარით და მოახდინეთ საშოს სანაცია დღეში ერთხელ. მიკროოყნა არის მრავალჯერადი გამოყენების და ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება გამდინარე წყლით.

სამკურნალო კურსი შეადგენს 7-10 დღეს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საპრევენციოდ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთჯერადად.

გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენება ორსულებშიც და მეძუძურებშიც!

ვარგისია გახსნიდან  2 თვის განმავლობაში

მწარმოებელი : სონომა, ამერიკა

იუნიკალი D3 100მლ სიროფი

JUNICAL D3 100 ml

მინერალების და D3–ის კომბინაცია (CA,P,D3)
ჯგ.: ფოსფორისა კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება.ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
JUNICAL D3-ის შემადგენლობაშია : 100მლ.სიროფი.
10მლ შეიცავს ca2+ –228 მგ/10ml
ფოსფორი – 121მგ
ვიტამინი D3 – 125სე
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ძვლოვანი ქსოვილის მნიშვნელოვან მინერალებს CA და P წარმოადგენს. .აუცილებელია დაცული იყოს მათ შორის თანაფარდობა 1:1.5,1:2. ძვლოვანი ქსოვილის და კბილის ემალის 75% კალციუმისჰიდროასპარაგინატია.CA–შედის კბილების და ძვლის შემადგენლობაში,მონაწილეობს ნერვული იმპულსის
გადაცემაში,არეგულირებს კუნთების შეკუმშვა– მოდუნებას, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში. P–15% –ით აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას და ამცირებს მის გამოდევნას.მონაწილეობს ძვლის და კბილის ფორმირებაში, ასევე ენერგეტიკულ ცვლაში. D3- ასტიმულირებს CA და P აბსორბციას ნაწლავში.
პრეპარატი უზრუნველყოფს ძვლოვანი სისტემის და კბილების ეფექტურ მინერალიზაციას,მონაწილეობს ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში.
ჩვენება: რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, კალციუმის დეფიციტი, აქტიური ზრდის პერიოდი,ძვლის დისლოკაციისა და მოტეხილობების მკურნალობა- პროფილაქტიკა,კრუნჩხვითი სინდრომი, კანის დაავადებები, ალერგიის კომპლექსური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:პერორალური დოზა 2,5-5 მლ. ექიმის დანიშნულების მიხედვით ნული ასაკიდან.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის სუსტი გაღიზიანება,გულის რევა და ღებინება.
უკუჩვენება: ჰიპერცალცემია.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბნელ მშრალ ადგილას 250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი; პოლონეთი, AFLOFARM(შპს აფლოფარმ სამკურნალო საშუალებების ფაბრიკა) შკოლნას ქ.31

იკატინი 30მგ/3მლ 3მლ#1ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ფოლიუმის მჟავა 5მგ #28ტ

4.78 ლარი
4.59 ლარი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: სიპი ფარმასიუტიკალს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!