Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 247

სოლიფეროლი D3 4000სე#20საღ.ტ

სოლიფეროლი D3

(ქოლეკალციფეროლი)

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

1 საღეჭი აბი შეიცავს: 4000 სე ვიტამინ D3-ს

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ადამიანის ორგანიზმის ფუნქციობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი D აუმჯობესებს შრატში კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაციას, ასტიმულირებს წვრილ ნაწლავში მათ აბსორბციას, ახდენს კალციუმის ძვლებში მობილიზებას და თირკმლის დისტალურ მილაკებში კალციუმის რეაბსორბციას. D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია სხვა მრავალი ორგანოს გამართული ფუნქციობისათვის. დღეისთვის ცნობილია 500-ზე მეტი გენი, რომლის ექსპრესია პირდაპირ რეგულირდება D ვიტამინის მიერ. D ვიტამინი მონაწილეობს ნეირონების განვითარებისა და დიფერენციაციის პროცესში.  მოქმედებს უჯრედების ზრდაზე; ახდენს კატექოლამინების,  ნეიროტრანსმიტერების (აცეტილქოლინის, დოფამინის, სეროტონინის) სინთეზის რეგულაციას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას; დადებით გავლენას ახდენს კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბების პროცესზე. D  ვიტამინი დადებით გავლენას ახდენს იმუნური სისტემის პრაქტიკულად ყველა რგოლზე და მონაწილეობს იმუნური უჯრედების დიფერენცირების პროცესში. 

D ვიტამინის ორგანიზმში სინთეზის გზები:

ორგანიზმში სინთეზის ძირითადი გზა მზის ულტრაიისფერი სხივებია, თუმცა მისი ათვისება ასევე ხდება საკვებიდანაც (ორაგული, სკუმბრია, ვეშაპის ღვიძლის ქონი, ღვიძლი, ხორცი, კვერცხი). მზის სხივების ზემოქმედებით კანში D- ვიტამინის სინთეზის პროცესი შემცირებულია მუქი კანის შეფერილობის მქონე პირებში, რომლებშიც მელანინი მოქმედებს, როგორც ნატურალური მზის „ბლოკატორი“. რაც უფრო მუქია კანის ფერი, მით უფრო მეტი დროა საჭირო ადექვატური რაოდენობით D ვიტამინის წარმოქმნისათვის. აღსანიშნავია, რომ მზის გამოსხივებით D ვიტამინის წარმოქმნის სარგებლიანობა დაბალანსებული უნდა იყოს ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად კანის კიბოს (უპირატესად მელანომის) განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით მზის პირდაპირი ინსოლაციის პირობებში ყოფნა მზის UVB სხივებისაგან დამცავი საშუალებების გარეშე რეკომენდებული არ არის, რაც ამცირებს ვიტამინი D-ს ორგანიზმში სინთეზს. არაბალანსირებული, არაჯანსაღი საკვები ასევე წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს.

D ვიტამინის დეფციტი:

ვიტამინი D-ს დეფიციტთან დაკავშირებულია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების განვითარება (ბავშვებში რაქიტი, ზრდის შეფერხება, მოზრდილებში ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი); მისი დაბალი კონცენტრაცია ორგანიზმში კორელაციაშია კოგნიტური დეფიციტის განვითარების რისკთან (41-60%), ასევე მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებასთან.  D ვიტამინის დეფიციტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა (კარდიოვასკულური დაავადებები, ჰიპერტენზია, ინსულტი), საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვულ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.

ჩვენებები:

  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა;
  • რაქიტის, ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და სხვა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაადავებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი;
  • მალაბსორბცია; ლაქტოზის აუტანლობა; ვიტამინი D-ს აბსორბციის დაქვეითებით გამოწვეული მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • კანისა და კანის დანამატების დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.
  • გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

  • 11 წლიდან 17 წლამდე: 1 საღეჭი აბი დღეში
  • 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (სხეულის მასის ნორმალური ინდექსით): 1 საღეჭი აბი დღეში
  • 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (ჭარბი სხეულის მასის ინდექსით): 2-3 საღეჭი აბი დღეში 3 მიღებად (1 აბი დილით, 1 აბი შუადღეს, 1 აბი საღამოს)
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: 1 საღეჭი აბი დღეში

მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე არაუმეტეს +25ºС ტემპერატურის პირობებში.

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.

გამოშვების ფორმა: №20 საღეჭი აბი სასიამოვნო ანანასის არომატით. საკვები დანამატი

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: „Aconitum“, ლიეტუვა   

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტფარმა“

ლედიესი ერბე #100ტ

ლედიესი ერბე

ალოე, ხეჭრელა, სენა, რევანდი, კამა, ძირტკბილა, ნაღველა, ბაბუაწვერა, პიტნა

ფორმულა 1975 წლიდან.

დელიკატური პრობლემის ბუნებრივი გადაწყვეტა./ყაბზობის ბუნებრივად ლიკვიდაცია

კასკარა,ხეშავა,ალოე,სენა,რევანდი

ამცირებენ წყლის შეწოვას და ახდენენ პერესტალტიკის პროვოცირებას

კამა

ასტიმულირება გასტრო ინტესტინალურ მოტორიკას,მაღალ დოზებში გააჩნია სპაზმოლიტური მოქმედება, ხსნის შებერილობას,მეტეორიზმს,სპასტიურ ტკივილს

ძირტკბილა

მის შემადგენლობაში შემავალი საპონინები შემოგარსავენ ნაწლავის ლორწოვანს და უზრუნველყოფენ მის დაცვას, დადებით გავლენას მონელების პროცესზე და ასევე საფაღარათო,ანთების საწინააღმდეგო,ანტი-სპასტიურ,წყლულსაწინააღმდეგო მოქმედებას.                                                                                                                                                                                                                                  

ნაღველა

ის შეიცავს მწარე ნივთიერებას,რომელიც რეცეპტორებზე ზემოქმედებისას ახდენს ნერწყვის,კუჭისა და ნაწლავის წვენის სეკრეციის გაძლიერებას,საჭმლისმონელების სრულყოფილებას.

ბაბუაწვერა

მასში შემავალო აქტიური კომპონენტები ხასიათდებია ნაღვლმდენი,შარდმდენი,სპაზმოლიტური, სუსტი საფარარათო აქტივობით

ფოლორცის ბალახი

მის შემადგენლობაში შემავალი marrubinic acid-ით ის აუმჯობესებას ნაღვლდენას,კუჭნაწლავის დისფუნქციით განპირობებულ მადის დაქვეითებას და დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე.

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გამოშვების ფორმა:   850 მგ. N100.ტაბ  

1 ტაბლეტი შეიცავს: 

ასკარა საგრადა  (cascara sagrada )  ქერქის მიკრონიზირებული ფხვნილი 133,5  მგ.

სენას  (Cassia angustifolia)  ფოთლის მიკრონიზირებული  ფხვნილი  25 მგ.

ალოეს (Aloe ferox)  წვენის გამომშრალი მიკრონიზირებული ფხვნილი 100  მგ.

რევანდის  (rhubarb,root) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.

ბაბუაწვერას (Taraxacumofficinale) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.

დიდი კამას  (ცერეცოს)(Foeniculumvulgare)  ნაყოფის მიკრონიზირებული ფხვნილი 83,5 მგ.

ძირტკბილას  (Glycyrrhizaglabra) ფესვის  მიკრონიზირებული ფხვნილი  25 მგ.

ნაღველას (Gentiana lutea) ფესვის ფხვნილი 25 მგ.

პიტნის (Menthapiperita L.) ფოთლების ეთერზეთებს 0,8 მგ.

ხეშავა Rhamnus alpines, 16,65 მგ

ფოლორცის ბალახის ყვავილი (horehound,top) 16,65                                                                                                                                       

დამხმარე ნივთიერება;კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტი აგლომერანტები:მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი,რიბოფლავინი,სპილენძის კომპლექსი.

ფარმაკოლოგი ურიმოქმედება:

მცენარეული, კომბინირებული საფაღართო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები : სენას, ალოეს, ხეჭრელას, რევანდის შემადგენლობაში მყოფი ანტრაქინონები (Sennosides) შეწოვისა და დაშლის გარეშე აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავებამდე, სადაც ტუტე გარემოში,  ნაწლავების  წვენის  და ბაქტერიული ფერმენტების ზემოქმედებით იშლებიან ( განსაკუთრებით მაღალ კონცენტრაციამდე მსხვილ ნაწლავებში) აგლიკონებამდე, რომელთა მიმართაც ბევრად უფრო მგრძნობიარეა მსხვილი ნაწლავის რეცეპტორები, ვიდრე წვრილი ნაწლავის ინტერორეცეპტორები, Na + / K + ტუმბოზე ზემოქმნედების გზით ფერხდება წყლისა და ელექტროლიტების შეწოვა, შდეგად ვიღებთ განავლის  კონსტიტენციის გათხელებას  და მოცულობის გაზრდას, რაც იწვევს ნაწლავების ტრანზიტის გაძლიერებას, შედეგად  სფაღარათო ეფექტს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის გარეშე. ძირტკბილას  ფესვის შემადგენლობასი შემავალი გლიცირიზინი ტრიტერპენული ალკალოიდი განსაზღვრავს  მის დადებით გავლენას მონელების პროცესზე და ასევე საფაღარათო,ანთების საწინააღმდეგო,ანტი-სპასტიურ,წყლულსაწინააღმდეგო მოქმედებას. ბაბუაწვერას შემადგენლობაშ შემავალი აქტიური კომპონენტები ხასიათდებიან სპაზმოლიტური და საფაღარათო მოქმედებით დიდი კამას(ცერეცოს) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი, ძირტკბილას ფესვის ფხვნილი დამატებითი კომპონენტებია,  რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საჭმლის მონელებისა და მეტეორიზმის ლიკვიდაციის  პროცესზე. პიტნის ფოთლების ეთერზეთების მოქმედებით უმჯობესდება მონელების პროცესი,კუპირდება მეტეორიზმი, იზრდება ნაწლავების ტონუსი.

ჩვენებები: – აქვს საფაღარათო  ეფექტი ,გამოიყენება მხსვილი ნაწლავის ტონუსის აღსადგენად, ხელს უწყობს საფაღარათო საშუალებების მიმართ შეჩვევის დაძლევას ხანდაზმულ ასაკში.,აწესრიგებს კუჭის მოქმედებას ატონიური და სპასტიური შეკრულობისას, ბუასილისას, სწორი ნაწლავის ნახეთქებისას,ზრდის ღვიძლის ტონუსს ჰეპატიტების, სანაღვლე ბუშტის კენჭების დროს.

პრეპარატი განკუთვნილია:

  • – ყაბზობის ლიკვიდაციისთვის.
  • – მეტეორიზმის დროს
  • – ღვიძლისა და ბილეარული სისტემის დისფუნქციისდროს
  • – რენტგენოლოგიურ გამოკვლევის წინ, მოსამზადებლ ეტაპზე.

დოზირების რეჟმი: მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს იმ მინიმალური ეფექტური დოზით , რომელზეც ნორმალიზდება ნაწლავების ფუნქციონირება. რეკომენდებულია 1 დან 2 ტაბლეტამდე დღეში. უმჯობესია მიღებულ იქნეს საღამოთი,ძილის წინ

გვერდითი მოვლენები:  ანტრაქინონები ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით, ხოლო მეძუძურებში – რძით და შეიძლება გამოვლინდეს მათი ფერის შეცვლა: მჟავე PH -ის დროს ყვითელი,ხოლო ტუტე PH -ის  დროს მოწითალო. თუმც ამ სიმპტომს არ აქვს არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. ჭარბი დოზირებისას  აღინიშნება სპასტიური მუცლის ტკივილი, ხოლო ხანგრძლივი მიღების დროს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება.

უკუჩვენება:

  • – მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
  • – ნაწლავური გაუვალობა
  • – ჩაჭედილი თიაქარი
  • – მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთება
  • – სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან
  • – მეტრორაგია
  • – სპასტიური გაუვალობა
  • – ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
  • – ასაკი 12 წლამდე
  • – ფეხმძიმობა
  • – ლაქტაცია

განსაკუთრებული მითითება: სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს. ანტრაგლიკოზიდები ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება ჩალაგდეს ნაწლავების მაკროფაგში და გამოიწვიოს კუნთოვანი შრის ატროფია და პერისტალტიკის მეორადი დარღვევის მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება არაა რეკომენდებული.  თირკმლის თანმხლები დაავადების დროს შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც  გათვალისწინებული უნდა იქნეს  პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:  შეიძლება შეასუსტოს პერორელურად მისაღებ პრეპარატების შეწოვა და გააძლიეროს ელექტროლიტების დარღვევა იმ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას , რომლებიც გაავლენას ახდნენე ელექტროლიტურ ცვლაზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას, ( ძლიერი დიარეა  წყალ-მარილოვანი დისბალანსით), პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს შეასაბამისი სიმპტომატური მკურნალოაბა.

შენახვის პირობები: 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელმშრალ  და გრილ ადგილას.

გაიცემა რეცეპტის გარეშე: წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

მწარმოებელი: ESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

სოლიდოფოლი #30ტ

სოლიდოფოლი / SOLIDOFOL

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – 400 მკგ;
იოდი (კალიუმის იოდიდი – 164 მკგ) – 125 მკგ;
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) – 9 მკგ.    

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
იოდის შემცველი პრეპარატი, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12 -თან ერთად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

იოდი წარმოადგენს ძირითად ელემენტს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინი T4 და ტრიიოდთირონინი T3) წარმოქმნისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები განაპირობებენ სხვადახვა ორგანოთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მათზეა დამოკიდებული ისეთი პროცესები როგორიცაა მეტაბოლიზმი, რეპროდუქციული ფუნქციები, გარემოსთან ადაპტაცია, იმუნიტეტი და ა.შ. 

იოდზე და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზეა დამოკიდებული ნაყოფის ნორმალური განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, ბავშვებში ზრდა და განვითარება, ნერვული და ფსიქიკური მდგომარეობა და ა.შ.  

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ის გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. მონაწილეობს პურინისა და პირიმიდინის ცვლაში, ქოლინის ცვლაში, ცილებისა დანუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებაში მუცლადყოფნის პერიოდში. მისი დეფიციტი იწვევს ნაყოფის ნერვული ღეროს პათოლოგიებს. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. 

ვიტამინი B12 ორგანიზმში წარმოქმნის ორ აქტიურ ფორმას, მეთილკობალამინს და ადენოზილკობალამინს. მეთილკობალამინი აუცილებელია მეთიონინსინთეტაზას ნორმალური დონის რეგულაციისთვის, რომელიც მონაწილეობს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში და განაპირობებს მასთან ერთად პურინისა და პირიმიდინის ცვლას, შესაბამისად მათზეა დამოკიდებული დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია. ვიტამინი B12-ისა და/ან B9-ის დეფიციტის დროს ირღვევა მეთიონინისა და შ-ადენოზილმეთიონინის სინთეზი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეთილირების პროცესზე, ცილებისა და პოლიამინების ბიოსინთესზე.

ვიტამინი B12-ისა და B9-ის კომბინირებული მოქმედება განაპირობებს მეტაბოლური ბლოკადის გადალახვას იმ პირებში, ვინც განიცდიდა მათ დეფიციტს.

ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის. 

ჩვენებები: 
• იოდის, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ან/და მათი დეფიციტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ორსულობის დაგეგმვის წინა პერიოდი;
• ნერვული ღეროს პათოლოგიების პროფილაქტიკა (ორსულობის დაგეგმვის პერიოდი და ჳ ტრიმესტრი);
• გაზრდილი მოთხოვნილება იოდზე და ვიტამინებზე B9 და B12;

უკუჩვენება: 

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარტში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: 

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ დამატებით იღებთ იოდის შემცველ პრეპარატს.

მიღების წესი და დოზირება: 

1 ტაბლეტი დღეში, ჭიქა წყლის მიყოლებით. უმჯობესია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

ჭარბი დოზირება: 

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და  ლაქტაციის პერიოდში: 

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ანალგეტიკებთან, ანტაციდებთან, ბარბიტურატებთან და ზოგიერთ ანტიბიოტიკთან ერთად, რადგან ფერხდება ვიტამინების აბსორბცია. 

კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლოა ჰიპერკალიემიის განვითარება.

ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება.

გამოშვების ფორმა: 

ტაბლეტი N30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:  

შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე. 

შენახვის ვადა: 

მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა რეცეპტის გარეშე (Food Supplement).

ლაქტრიოლი #10სუპოზ

ლაქტრიოლი

Lactriol

სამკურნალო საშუალების სახელწოდება:

სავაჭრო სახელწოდება: ლაქტრიოლი

საყოველთაოდ მიღებული სახელწოდება: Lactobacillus acidophilus

აღწერა: თეთრიდან თეთრი მოყვითალო შეფერილობის მქონე ტორპედოსმაგვარი ფორმის სუპოზიტორია. დაიშვება შეფერილობის არაერთგვაროვნება მარმარილოსებრი სახით და ძაბრისებრი სიღრმის არსებობა.

ერთი სუპოზიტორის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: აციდოფილური ლაქტობაქტერიები – არანაკლებ 107 კოლონის წარმომქმნელი ერთეულისა (კწე);

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, მყარი ცხიმი.

წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორიები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიმიკრობული საშუალებები და ანტისეპტიკები. ლაქტობაქტერიების შემცველი პრეპარატი.

ათქ კოდი: G01AX14

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: ლაქტრიოლი – პრობიოტიკული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ანტაგონისტურად აქტიურ ცოცხალ აციდოფილურ ლაქტობაქტერიებს, კერძოდ Lactobacillus acidophilus 100აშ, КЗШ24 და NK1. ლაქტობაქტერიები პრეპარატ ლაქტრიოლში ლიოფილიზირებულია კულტივირების გარემოში საქაროზა-ჟელატინიან-რძიანი გარემოს დამატებით. ლაქტრიოლს გააჩნია ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობით- პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის სტაფილოკოკების, პროტეისა და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ; ხელს უწყობს საშოს მიკრობიოცენოზის აღდგენას. ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს გლიკოგენის მეტაბოლიზმს რძემჟავამდე, საშოს ნორმალური pH აღდგენით (3,8 – 4,2).

ფარმაკოკინეტიკა: ცნობები არ არსებობს.

ჩვენებები: ლაქტრიოლი ინიშნება საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციისათვის საშოს არასპეციფიური ანთებითი პროცესების კომპლექსურ თერაპიაში.

ჩვენებები:

– საშოს მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციისათვის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ან მონოთერაპიის სახით არასპეციფიური ბაქტერიული კოლპიტების მკურნალობისას, გარდნერელოზის ჩათვლით, მათ შორის ორსულ ქალებში;

– ქალის სასქესო სფეროს ანთებითი პროცესების ქვემწვავე და ქრონიკული სტადიები. ნიშნავენ ანტიბაქტერიული თერაპიის კურსის დასრულების შემდგომ რეაბილიტაციის მიზნით:

– ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტები, სენილურების ჩათვლით. ნიშნავენ როგორც დამოუკიდებელ საშუალებას ან ჰორმონოთერაპიასთან კომპლექსში;

– გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისადმი მომზადება ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით;

– დამხმარე საშუალების სახით სპეციფიური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულაციური თერაპიის შემადგენლობაში ან შემდეგ სქესობრივი გზით გადამდები უროგენიტალური ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობისას (ჰონორეა, უროგენიტალური ქლამიდიოზი, უროგენიტალური ჰერპესი და სხვ.).

გამოყენების წესი და დოზები: ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტების, მათ შორის სენილურების, ასევე არასპეციფიური ბაქტერიული კოლპიტების მკურნალობისას იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 2-ჯერ 5-10 დღის განმავლობაში.

ორსულ ქალებში ვაგინალური სეკრეტის სისუფთავის დარღვევისას III-IV ხარისხამდე იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 5-10 და მეტი დღის განმავლობაში ვაგინალური სეკრეტის სისუფთავის I-II ხარისხამდე აღდგენის კონტროლის ქვეშ და კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.

ჩირქოვან-სეპტიკური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 5-10 დღის განმავლობაში სავარაუდო ოპერაციამდე ან მშობიარობამდე. ანტიბიოტიკების გამოყენების შემდგომ აღდგენითი თერაპიის მიზნით იყენებენ 1 სუპოზიტორიას დღე-ღამეში 1-2-ჯერ 10 დღის განმავლობაში. კურსს იმეორებენ ექიმის დანიშნულებით 10-20 დღის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები: არ არის გამოვლენილი. არ არის რეკომენდებული გამოყენება ვულვოვაგინალური კანდიდოზების დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ლაქტრიოლის გამოყენება შესაძლებელია ანტიმიკრობულ, ანტივირუსულ და იმუნომოდულაციურ თერაპიასთან ერთროული დანიშვნით. არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატებისა და ლაქტროლის სუპოზიტორიების ერთდროული ვაგინალური გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ლაქტობაქტერიები ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლებია. ამიტომ, მათ საფუძველზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

უსაფრთხოების ზომები: არ გამოიყენოთ ბავშვთა ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული ანტიბაქტერიული პრეპარატების ერთდრულად ადგილობრად გამოყენება. თერაპიის სრული კურსის შემდგომ გაუარესების ან ეფექტის არარსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობის გეგმის გადახედვა.

ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციის სიჩქარეზე

ზეგავლენის უნარი:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები: ინახება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 5 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: შპს ”რუბიკონი”, ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, მ. გორკის ქუჩა, 62-ბ, ტელ./ფაქსი: +375 (212) 34-06-29,

e-mail: [email protected], www.rubikon.by

ლაქსამვი #30კაფს

მცენარეული საფაღარათო საშუალება ნატურალური კომპონენტებით

ლაქსამვი – ორგანიზმის უნიკალური გამწმენდი ფორმულა, რომელიც შეიცავს არამარტო ეფექტურ ნატურალურ საფაღარათო საშუალებებს , არამედ პრობიოტიკ Lactobacillus acidophilus , რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს.
ლაქსამვი – ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისაგან
ლაქსამვი – აღადგენს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას ტკვილის, სპაზმის და შებერილოის გარეშე, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას.
ლაქსამვი – ახდენს ჭარბი წონის კორექციას.
შემადგენლობა: კასკარა საგრადა (10% ექსტრაქტი) – 300 მგ, სინამაქის ფოთოლი (20% ექსტრაქტი) –285 მგ, მრავალძარღვა ანუ ფსილიუმის ბოჭკოები (Psyllium Husk Powder ) – 300 მგ, სელის თესლის ფხვნილი – 100 მგ, ალოე ვერა (200:1 კონცენტრატი) – 80მგ, Lactobacillus Acidophilus – 50 მგ, ძირტკბილა (10% ექსტრაქტი) – 50მგ, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები(MCT Oil)– 14 მგ
მოქმედების მექანიზმი: კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელის საპონინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.
სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას, იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.
ფსილიუმის ბოჭკოებს რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან, ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს კუჭნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ყაბზობის რისკს. ფსილიუმი ანელებს ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებას. მისი მიღებისას მცირდება ინსულინის სეკრეცია, რადგან გლუკოზა უფრო ნელა აღწევს სისხლში, შედეგად არ ხდება ზედმეტი წონის დაგროვება და უმჯობესდება წონაში კლების პროცესი, ამავე დროს ამცირებს შიმშილის გრძნობას. ფსილიუმი წარმოადგენს ძლიერ ენტეროსორბენტს, რომელსაც გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. აგრეთვე გააჩნია კუჭნაწლავის ლორწოვანის რეგენერაციის უნარი და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.
სელის თესლი წარმოადგენს მდიდარ ანტიოქსიდანტურ წყაროს, შეიცავს A, B, C, E , ომეგა 3–ს, ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს. სელის თესლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე. ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება.
ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს. აქვს ბაქტერიციდული და ანთებისაწინააღმდეგო მოქმედება. აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ
Lactobacillus acidophilus აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ნაწლავების პერისტალტიკას. ძირტკბილას ფესვებში უხვად არის საპონინი, რამდენიმე სახის ფლავონოიდი, სახამებელი, ლორწოვანი ნივთიერება, ასკორბინის მჟავა. ფლავანოიდების შემცველობის გამო ძირტკბილა ავლენს სპაზმოლიზურ, ანთებისაწინააღმდეგო ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო და ანტიჰემოროიდული, მსუბუქი შარდმდენი თვისება.
ლაქსამვი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს!
ჩვენებები:
• ყაბზობა , ატონიური ყაბზობა
• სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი
• ქირურგიული ოპერაციისათის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება.
მიღება და დოზირება: მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად 15 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 6-8 კვირის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. უკუჩვენება: მუცლის ტკივილი, დიარეა, რექტალური სისხლდენა. არ გამოიყენება სხვა საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ–ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA–ს მიერ.

სოლიდოვიტ-B #30ტ

სოლიდოვიტ – B / SOLIDOVIT-B

 

შემადგენლობა:

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) – 5 მგ               

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 5 მგ

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) – 20  მგ

ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი) – 10,5 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 6 მგ

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – 400 მკგ

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – 9 მკგ

ბიოტინი (ვიტამინ H) – 100 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლიდოვიტ B წარმოადგენს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარებისათვის. ვიტამინების კომპლექსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფაში, ასევე ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობის უნარს.

ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში.

ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) – ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას, ასევე აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ფუნქციონირებას.  თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების ფორმირებაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ  ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში.

ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი) – წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების მნიშვნელოვან კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში,  მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის კანის ქსოვილის). დადებითად მოქმედებს მხედველობის უნარზე.

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს.

ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი) შედის კოფერმენტ  A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი წარმოშობის ორგანული ნაერთი, რომელიც საჭიროა ფერმენტების აქტივობის გამოვლენისათვის). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირების და ჟანგვითი პროცესებისათვის. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში და აცეტილქოლინის სინთეზში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ ქსოვილში.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, სისხლმბადი ფუნქციისათვის და ემბრიოგენეზისათვის, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმში წარმოქმნის ორ აქტიურ ფორმას, მეთილკობალამინს და ადენოზილკობალამინს. მეთილკობალამინი აუცილებელია მეთიონინსინთეტაზას ნორმალური დონის რეგულაციისთვის, რომელიც მონაწილეობს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში და განაპირობებს მასთან ერთად პურინისა და პირიმიდინის ცვლას, შესაბამისად მათზეა დამოკიდებული დნმ-ის რეპლიკაცია და რეპარაცია. ვიტამინი B12-ისა და/ან B9-ის დეფიციტის დროს ირღვევა მეთიონინისა და S-ადენოზილმეთიონინის სინთეზი, რაც უარყოფითად მოქმედებს მეთილირების პროცესზე, ცილებისა და პოლიამინების ბიოსინთესზე.

ვიტამინი B12– მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის.

ბიოტინი (ვიტამინი H ) შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ამინომჟავების და ცხიმოვანი მჟავების ცვლას.

ჩვენებები:

•  B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;

•  პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო;

•  გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი;

•  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა;

•  ყურადღების და კონცენტრაციის მოშლა;

•  არასრულფასოვანი და არაბალანსირებადი კვება;

•  ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;

•  სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემიები;

•  ართრიტები, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.

•  სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;

•  ორსულთა ტოქსიკოზები, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი;

•  კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

უკუჩვენება:  

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში კუჭის გაღიზიანება.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით.

მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე – ½ ტაბლეტი დღეში;

12-დან 18-წლამდე – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მოხმარება უარყოფითად არ მოქმედებს მძღოლის უსაფრთხოებაზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

შესწავლილი არ არის, მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი N30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 15 – 25OC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია ,,WISE PHARM“ დიდი ბრიტანეთი.            

მწარმოებელი : ,,GRICAR CHIMICAL“ S.R.L. – იტალია.       

სლეზავიტი #30კაფს

სლეზავიტი

 

წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომა #30, შოკოლადისფერ-ყავისფერი სახურავითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს მოწითალო-მოყავისფრო ერთგვაროვან ფხვნილს თეთრი ფერის ნაწილაკებით.

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:              თუთიის ოქსიდი    10,0 მგ
ასკორბინის მჟავა 60,0 მგ           სელენი 25,0 მგ
ვიტამინი B1 1,5 მგ             ქრომი 50,0 მგ
ვიტამინი B2 3,0 მგ             ლუტეინი 10,0 მგ
ვიტამინი B6 2,0 მგ            ზეაქსანტინი 1,0 მგ
ვიტამინი E 10,0 მგ            სპილენძის სულფატი 1,0 მგ
ვიტამინი A  1,0 მგ             მოცვის ექსტრაქტი 60,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის მალტოდექსტრინი.
ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი A11AB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები სხვა კომბინაციებში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინების, მიკროელემენტებისა და კაროტინოიდების შემცველი კომბინირებული პრეპარატი.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ასკორბინის მჟავა არეგულირებს კაპილარების გამტარობას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ელასტიურობის შენარჩუნებაში, ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას მხედველობის ორგანოებში, აქვეითებს თვალშიგა წნევას. ვიტამინ C ორგანიზმში არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს და გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავს თვალის ქსოვილებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. გარდა ამისა გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება და ასევე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. მთლიანად ორგანიზმზე ახასიათებს მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს და წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისადმი და არასასურველი მოქმედებებისადმი.
ვიტამინი B1 მონაწილეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გადაცემაში. მონაწილეობს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების კოორდინაციაში. ასრულებს საკვანძო როლს ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფაში.
ვიტამინი B2   მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში , ჰემოგლობინისა და ერითროპოეტინის სინთეზში. აუცილებელია ნორმალური მხედველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
ვიტამინი B6 კოფერმენტის სახით  მონაწილეობს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს ფიზიკურ შრომისუნარიანობაზე, იცავს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციას. 
ვიტამინი E გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ხელს უწყობს ერითროციტების სტაბილურობას; ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე. მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციაზე, ანელებს ორგანიზმში ქსოვილების დაბერების პროცესებს.
ვიტამინი A მხედველობის პიგმენტის როდოფსინის შემადგენელი ნაწილის სახით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხედველობის ფუნქციის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ მოქმედებას და სინათლის აღქმას. ეფექტურია ჰემერალოპიის (ქათმის სიბრმავე), ბადურას და რქოვანას დაავადებების დროს. მონაწილეობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის პროცესებში.
თუთია ხელს უწყობს ვიტამინ A შეწოვას ბადურაში. თუთია აუცილებელია ინსულინის, სასქესო ჯირკვლების ჰორმონების სინთეზის, ლიმფოიდური ქსოვილების ნორმალური აქტივობისთვის. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით, ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ჟანგვითი სტრესის სხვა ფორმებით გამოწვეული დაზიანებისგან. თუთიის დეფიციტს ორგანიზმში უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
სელენი  – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ამაღლებს იმუნიტეტს. თანმხლებ ვიტამინებთან A, E და C ერთად ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, არასასურველი ფაქტორების მოქმედების პირობებში ამაღლებს ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. 
ქრომი მონაწილეობს ნახშირწყლოვანი ცვლის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში, უზრუნველყოფს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლის ნორმალიზაციას, ზრდის ქსოვილების უჯრედული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. მიკროელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს შაქრიანი დიაბეტის, მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში. 
ლუტეინი და ზეაქსანტინი  – კაროტინოიდები, რომლებიც აუცილებელია თვალის ბადურას ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ძირითადი კომპონენტები ანტიოქსიდანტური სისტემის იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ლუტეინი და ზეაქსანტინი მდებარეობს რა ბროლზე და ბადურაზე უზრუნველყოფენ უჯრედის ფოტორეცეპტორების დაცვას ჟანგვითი რადიკალებისგან, რომლებიც წარმოიქმნებიან თვალზე სხვადასხვა წარმოშობის გამოსხივების არასასურველი მოქმედებისას. თვალის ქსოვილებში ლუტეინის და ზეაქსანტანის დაბალი შემცველობა იწვევს თვალის შესაძლებლობების დასუსტებას  არასასურველი ფაქტორების მოქმედებისადმი, ხანგრძლივი მხედველობითი გადატვირთვის, კომპიუტერის გამოსხივებისადმი. 
სპილენძი – წარმოადგენს მრავალი ბიოქიმიური რეაქციების კატალიზატორს. მონაწილეობს მელანინის სინთეზში. არსებით როლს ასრულებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნაში, წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს რკინის ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში.
მოცვის ანტოციანოზიდები ასტიმულირებენ მხედველობის პიგმენტის როდოფსინის სინთეზსა და რეგენერაციას, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის მომატებას, აუმჯობესებს სიბნელეში და შემცირებული განათების პირობებში ადაპტაციას. 

გამოყენების ჩვენებები
სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში  შემდეგი მდგომარეობების დროს:
-ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად  მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა (ასთენოპური სინდრომი, მხედველობითი დაღლილობის სინდრომი);
-ჰემერალოპია (ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება);
-ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი;
-ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია (ქორიორეტინული დისტროფია);
-პირველადი გლაუკომა;
-კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
-ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები;
-მიოპია, აკომოდაციის დარღვევები;
-რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში;
-ქსეროფთალმია;
-კერატომალაცია;
-კონტაქტური ლინზების ტარებისას გართულებების პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება პრეპარატი სლეზავიტის თითო კაფსულა დღეში ერთჯერ ჭამის დროს. პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა აუცილებლად უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 – 3 თვეს.
გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები
-ინდივიდუალური აუტანლობა ან პრეპარატის სლეზავიტი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შარდის ინტენსიურ ყვითელ ფერად შეფერადება (რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია).

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი. მონაცემები პრეპარატის გამოყენების განსაკუთრებულობის შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან ერთად.

დოზის გადაჭარბება
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მკურნალობა : აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა; აუცილებლობისას – სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები. 15 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისა და ტენისაგან დაცულ, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.

ლაიფენი #30ტ

LIFEN
ლაიფენი


შემადგენლობა:

ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი P (Pinus Maritima) 40 მგ
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.


ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

ლაიფენი არის უნიკალური ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტი. იგი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, პროანტოციანიდინებს, ორგანულ მჟავებს. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი სხვადასხვა კლინიკური კვლევით. ლაიფენს ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. ამას გარდა აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, ანელებს დაბერების პროცესებს, ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რაც აადვილებს სისხლძარღვების დილატაციას და აუმჯობესებს სისხლძარღვოვანი კაპილარების ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლებს თვალის ფსკერზე, თავის ტვინში და კიდურებზე, უნარჩუნებს ელასტიურობას სისხლძარღვებს. ზრდის და ასტიმულირებს თრომბოციტების აქტიურობას, აფერხებს თრომბების ფორმირებას და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედელში. ლაიფენი ამცირებს ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიული შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოფლებიტის, ინსულტის განვითარების რისკს. ლაიფენი ახდენს მაღალი არტერიული წნევის ნორმალიზებას, ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. ლაიფენი აუმჯობესებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, მეხსიერებას. ლაიფენი მატებს კანს ელასტიურობას და აახალგაზრდავებს მას. ჩვენებები:

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
მეხსიერების დაქვეითება;
მენიერის დაავადება;
ოსტეოართრიტი;
დიაბეტური რეტინოპათია;
კანის დაბერების შეჩერება;
ფსორიაზი;
ერექციული დისფუნქციები;
სპერმატოგენეზის დარღვევები;
მამაკაცთა უშვილობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
ენდომეტრიოზი, დისმენორეა, პრემენსტრუალური ტკივილი;

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა.
უკუჩვენება: არ გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას. სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პერორალურად 1 – 2 აბი დღეში. ბავშვებში – 6 წლიდან 1მგ/კგ წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ც ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ,, Hankintatukku Oy ,“ ფინეთი.

ბონარსი 200მლ სიროფი

BonArs

ბონარსი

შემადგენლობა:

ბონარსის ყოველი 10 მლ შეიცავს: კალციუმის კარბონატი  – 510 მგ (200 მგ კალციუმის სახით), მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 298,53 მგ (120 მგ მაგნიუმის სახით), თუთია – 5 მგ, ვიტამინი D3 – 10 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები : დემინერალიზებული წყალი, მცენარეული გლიცეროლი, ფრუქტოზა, 80-პოლისორბატი, ქსანტანის ფისი, პოტასიუმ სორბატი,  პიტნის და ფორთოხლის ეთერზეთები,  მეთილ პაროქსიბენზოატი, პროპილ პარადოქსიბენზოატი.

ფარმაკოდინამიკა:  ბონარსის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არეგულირებს კალციუმის ცვლას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას ვიტამინი D3 , თუთიასა და მაგნიუმზე.

კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, კბილების მინერალიზაციისთვის, ნერვების ნორმალური გამტარებლობისთვის და კუნთოვანი ბოჭკოების შესაკუმშად. არის მთელი რიგი ფერმენტების მარეგულირებელი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ. გააჩნია ანტისტრესული და ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების, მარილებისა და რადიონუკლეიდების გამოყვანას.

ვიტამინი D3 –  ანტირაქიტული ფაქტორია. ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის ცვლას (ააქტივებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, ძვალ-სახსართა სისტემის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3 ლიმფოკინების სინთეზზე ზემოქმედების გზით მონაწილეობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.

მაგნიუმი – აქტიურებს ფერმენტების 76%  ორგანიზმში, მასზე დამოკიდებულია 350 ბოიქიმიური და ბიოელექტრული რეაქციები. აუცილებელია ძლიერი ძვლების და კბილების ფორმირებისთვის, ასევე გულის, ფილტვების, ისჯირკვლებ და ქსოვილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თუთია – აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. ორგანიზმის სრულფასოვანი ზრდა – განვითარებისთვის და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის არის შეუცვლელი მიკროელემენტი.

ჩვენებები:

  • კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინი D3 დეფიციტის შევსება ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში
  • კბილების მინერალიზაციისათვის მათი ამოჭრის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • მოტეხილობების და ტრავმებისას ბავშვთა ასაკში

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;

ჰიპერკალციემია , ჰიპერკალციურია.

დოზირება:  

  • 0-დან 1წლამდე –  2,5 მლ 1- 2-ჯერ დღეში.
  • 1-დან 3 წლამდე –  5 მლ  2-ჯერ დღეში.
  • 3- დან 6 წლამდე 5 მლ  2-3 – ჯერ დღეში.
  • 6- დან 12 წლამდე 10 მლ  2 – ჯერ დღეში.

გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.

გამოშვების ფორმა: სიროფი, 200 მლ, მუქი ფლაკონი, მზომი ჭიქით.

მწარმოებელი:  ERBOZETA S.P.A.,  სან მარინო.

სიმბავიტი D3 50000ს/ე 15მლ ფლ

21.85 ლარი
20.54 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დევა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!