Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 251

რეგიმედი #20ტ

რეგიმედი / Regimed

 

შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 

აქტიური ნივთიერებები: 

თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 100 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 200 მგ

ციანოკობალამინი (B12) 0, 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B1 ვიტამინის კომბინაცია B6 და B12 ვიტამინებთან

ათქ კოდი: ათქ A11DB. 

ფარმკოლოგიური მოქმედება: 

ფარმაკოდინამიკა: 

თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. 

პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, გადაამინირება და სხვ.). მოქმედებს როგორც უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ ქსოვილებში. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში - როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოერბოს მჟავა. 

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას  მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (ნუკლეინის მჟავების სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.  

ფარმაკოკინეტიკა: 

პრეპარატის კომპონენტები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რაც გამორიცხავს ორგანიზმში მათი კუმულაციის შესაძლებლობას.

თიამინი და პირიდოქსინი აბსორბირდება ნაწლავის ზედა ნაწილში, აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე. ციანოკობალამინის აბსორბცია იწყება კუჭში, ციანოკობალამინის მიწოდება ქსოვილებში ხორციელდება სატრანსპორტო ცილით ტრანსკობალამინი II-ით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ყველა ვიტამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. 

თიამინის და პირიდოქსინის გამოყოფა ორგანიზმიდან ხორციელდება თირკმელებით (დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით). 

ციანოკობალამინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, თირკმელებით მისი გამოყოფის ხარისხი შეადგენს 6-დან 30%-მდე. 

გამოყენების ჩვენებები: 

გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორიცაა: 

- ტრიგემინალური ნევრალგია;

- სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით);

- ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები);

- ნეკნთაშუა ნევრალგია;

- იშიალგია (საჯდომი ნერვის დაზიანება, გამოწვეული მისი ანთებით ან კომპრესიით), ლუმბაგო (წელის სინდრომი, რომლის ძირითადი სიმპტომია წელის მკვეთრი ტკივილი) და ლუმბოიშიალგია; 

- პლექსიტი (მხრის, გავა-წელის ან კისრის);

- ფესვის სინდრომი (რადიკულოპათია), განვითარებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ფონზე; 

- სახის ნერვის ნეიროპათია (ბელის დამბლის და პროზოპლეგიის ჩათვლით).

უკუჩვენებები: 

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

- ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული). 

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 

გამოყენების წესი და დოზირება: 

შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. 

ინიშნება თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში. 

კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით. 

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 

გვერდითი მოქმედება: 

პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით. 

ამა თუ იმ არასასურველი ეფექტების აღნიშვნისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. 

ჭარბი დოზირება:

პრეპარატ რეგიმედის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზების მიღების შემდეგ.

სიმპტომები: ნევროპათია ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევით, ცერებრალური კრუნჩხვები ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებებით, ალერგიული რეაქციები.    

მკურნალობა: ჭარბი დოზირების გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, შედგომი სიმპტომური მკურნალობა. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 

პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტურობას. 

ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას. 

პრეპარატ რეგიმედის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული პოლივიტამინური კომპლექსების მიღება, რომლებიც შეიცავენ B ჯგუფის ვიტამინებს. 

განსაკუთრებული მითითებები: 

ციანოკობალამინს შეუძლია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სიმპტომების შენიღბვა. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე:

რეგომედი ზეგავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მათვის უნარზე. 

გამოშვების ფორმა: 

10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები: 

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვარგისობის ვადა: 

მითითებულია შეფუთვაზე. 

ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. 

 

რეგენიუმი 120მლ სიროფი

47.50 ლარი
44.64 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რეგენიუმი #20ტ საღეჭი *

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი საღეჭი ტაბლეტი(ლიმონის გემოთი) შეიცავს აქტიური ნივთიერებებს:
კალციუმის კარბონატს, 400 მგ ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტურს და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) – 3.75 მკგ (150 სე).
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ოზომალტი, კოლოდონი 30, ლიმონმჟავა უწყლო, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.


კომბინირებული პრეპარატი, არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმისა და ვიტამინ D3-ის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს. მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის.
კალციუმი - მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – აუმჯობესებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას და მის ძვლოვან ქსოვილში შებოჭვას.
კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლიან პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში, ხოლო კალციუმი (იონიზირებული ფორმით), აქტიური, D- ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.


რეგენიუმი გამოიყენება, როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
- კალციუმის და/ან ვიტამინი D3- ის დეფიციტი (არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დეფიციტური მდგომარეობა, როცა საკვებთან ერთად მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3- ის რაოდენობა არასაკმარისია); - კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში; 
- ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის დროს, სენილური, სტეროიდული, ოდიოპათიური და სხვა გენეზის) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;


ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. ინიშნება ჭამის დროს.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-12 წლის ასაკში – 1-2 ტაბლეტი დღეში ან დოზირება დგინდება ინდივიდუალურად.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.


საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: დიდი დოზით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად – ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები.


- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მატება);
- ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის დონის მატება);
- თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
- ვიტამინი D D3-ის ჰიპერვიტამინოზი;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
- სარკოიდოზი;
- ფენილკეტონურია.

უსაფრთხოების ზომები 
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდში კალციუმის და სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის კონტროლი. პლაზმაში მათი დონის მატების და შარდში კალციუმის დონის 7,5 მმოლი/24 სთ (300 მგ/24სთ)-ზე მეტად მატების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან დროებით შეწყვეტა.
რეგენიუმის მიღებისას, დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს ვიტამინი D3- ის მიღების დამატებითი წყაროები. რეგენიუმი არ გამოიყენება ვიტამინებისა და მინერალების კომლექსთან კომბინაციაში, რომელიც შეიცავს კალციუმსა და ვიტამინი D3-ს. 
საკვები, რომელიც შეიცავს ოქსალატებს(მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინს(ბურღულეული) ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება ასეთი საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებითა და/ან დიურეზული საშუალებებით, რეგენიუმის მიღებისას საჭიროებენ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კონტროლს. 
რეგენიუმი სიფრთხილით ინიშნება ოსტეოპოროზით დაავადებულ იმობილიზირებულ პაციენტებში, ჰიპერკალციემიის რისკის განვითარების გამო.


ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს კალციუმის 1500 მგ-ს და ვიტამინი D3- ის 600 სე-ს. ორსულობის პერიოდში დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური დარღვევები.
კალციუმი და ვიტამინი D3 აღწევს დედის რძეში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს კალციუმისა და ვიტამინი D- ს მიღების დამატებითი წყარო.


ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.


სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკრეატინემია; დიდი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში - სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალცინოზი. დოზის გადაჭარბების ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია (პლაზმაში კალციუმის დონე 2,6 მმოლი).
მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატის მიღება. დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. უნდა განისაზღვროს პლაზმაში კალციუმის და კრეატინინის დონე. ჰიპერკალციურიის (7,5 მმოლი/დღე-ღამეში (300 მგ/ დღე-ღამეში) და მეტი) შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.


ფენიტოინსა და ბარბიტურატებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ვიტამინი D3-ის აქტივობა.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში აუცილებელია ეკგ-ისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება მოახდინოს. 
პრეპარატისა და ტეტრაციკლინის ან ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა მიღებებს შორის არანაკლებ 3 საათიანი ინტერვალის დაცვა, რადგან კალციუმი და ვიტამინი D3 ზრდის ტეტრაციკლინებისა და ფტორქინოლონების საჭმლის მომნელებელი სისიტემიდან აბსორბციას.
პრეპარატთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება ბიფოსფონატის ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვა, ამიტომ რეგენიუმი ინიშნება მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა რეგენიუმის დოზის მომატება.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს, რადგან ამ დროს ძლიერდება თირკმლის მილაკებიდან კალციუმის უკუშეწოვა. ფუროსემიდი და სხვა “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებები ზრდიან კალციუმის გამოდევნას.
ქოლესტერამინსა და საფაღარათო საშუალებებთან (დამზადებული მინერალურ ან მცენარეულ ზეთზე) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ვიტამინი D3- ის აბსორბციის შემცირება.


პრეპარატის ვარგისობის ვადაა 2 წელი. 
ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!


III ჯგუფი (ექიმის რეცეპტის გარეშე).

კალციმერინი #30ტ

კალციმერინი ტაბ.№30

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს

კალციუმი (Calcium carbonate -1046,33mg. , Calcium Gluconate,lactate- 10,50 mg)

400,00 მგ

მაგნიუმი (Magnesium Gluconate - 12,35mg,Magnesium Oxide - 268,81mg)

155 მგ

თუთია (Zinc Citrate 23.71 mg, Zinc Gluconate – 12.60 mg)

8,50 მგ

ვიტ. D3(Cholecalciferol)

80 IU


ფარმაკოლოგიური მოქმედება: Ca
:უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს. Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. Ca, Mg და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

ჩვენება: კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების  დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში), ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის  მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურანლობა (კომპლექსურ თერაპიაში)  პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

უკუჩვენება: დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა.

მიღების წესი და დოზირება: ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, 12 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი გარსით დაფარული, პეროლარული გამოყენებისთვის.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

რეგენიუმი #10პაკ

რეგენიუმი

 

შემადგენლობა:

რეგენიუმის 1 პაკეტი შეიცავს:

კალციუმის იონები - 500 მგ და ვიტამინი D3 – 400 სე (10 მკგ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ჟოლოს არომატიზატორი, სუკრალოზი, ლიმონის მჟავე, სილიციუმის დიოქსიდი

ჩვენებები:

- კალციუმის და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტი

- კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს

- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ოსტეოპოროზისა (მაგ, მენოპაუზის დროს) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

- ალერგიები, ანთებითი პროცესები.

მიღების წესი და დოზირება:

რეგენიუმი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

2 წლიდან მოზრდილებში – 1 პაკეტი დღეში.

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 250მლ ოთახის ტემპერატურის წყალში.

ვარგისობა და შენახვის პირობები:

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ინახება მშრალ ადგილას – 0-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

შეფუთვაშია - 10 პაკეტი

რამნოვიტის ბეიბი 10მლ წვეთები

აღწერარამნოვიტ ბეიბი, წვეთები ახალშობილებისთვის

შემადგენლობა: Lactobacillus rhamnosus SP1, ვიტამინი D3. ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი.

ჩვენებები: ახალშობილისა და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის კარგად შენჯღრევა. რეკომენდებული დღიური დოზა ახალშობილებში, მცირეწლოვან და უფროსი ასაკის ბავშვებში: 6 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. მიიღება დამოუკიდებლად, ხილის წვენთან ან რძესთან ერთად. რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში გამოიყენება 14 დღის განმავლობაში და შემდგომ კეთდება 14 დღიანი პაუზა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, რამნოვიტი ბეიბის მიღება ხდება 3 საათიანი ინტერვალით. თუ ბავშვს ეძლევა სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს, რამნოვიტი ბეიბის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დოზას გადაჭარბება. საკვები დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს ბოთლის კარგად დახურება. არ უნდა მოხდეს პროდუქტის წყალთან კონტაქტი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 მლ წვეთები შიგნით მისაღებად. ყავისფერი მინის ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 5-25 0C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მოქმედების ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ფარმა ს“ რედნიცკა ცესტა 47, ჰრ-10000, ზაგრები, ეუ.
ფარმას შვეიცარია, ს.ა.

კალმაცინ ფორტე #30ტ *

კალმაცინ ფორტე

Calmazin forte

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს

კალციუმი 400 მგ. (კალციუმის კარბონატი 1000 მგ.), მაგნიუმი 150 მგ. (მაგნიუმის ოქსიდი 249 მგ.), თუთია 5 მგ. (თუთიის გლუკონატი 35 მგ.), ვიტამინი D3 5 მკგ. (ქოლეკალციფეროლი 200 ს.ე.).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნუტრაფიციენტ თეთრი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, დეიონიზებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია კალციუმის ძვლებში შეღწევა მაგნიუმისა და თუთიის გარეშე. ანალოგიურად, თუთიის მოქმედება კანსა და თმაზე დაკავშირებულია კალციუმისა და მაგნიუმის არსებობასთან.

კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო მოქმედება.

მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ნაადრევი ჭინთვებისა და მშობიარობის პროფილატიკისთვის ორსულ ქალებში. ვიტამინ B6-თან ერთად მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში და ახელს უწყობს მათ დაშლას. მაგნიუმს ახასიათებს სტრესისსაწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი; უზრუნველყოფს ძილის ნორმალიზებას; ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას; მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, თირკმელებში ქვების წარმოქმნის პრევენციას; აუმჯობესებს ცერებრულ მეტაბოლიზმს.

თუთია ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების წარმოქმნისთვის, მათი ფორმირებისთვის. თუთია საჭიროა წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებისთვის, ცხიმის ჯირკვლების აქტივობის რეგულირებისთვის; საჭიროა ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ახელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს; აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის აბსორბციისთვის, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას.

გამოყენების ჩვენება:
-ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
-კალციუმის და/ან ვიტამინი D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი:

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე, წელიწადში 1-2-ჯერ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე. მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს. თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: პრეპარატი კალმაცინ ფორტე თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება. ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენება: არ შეიძლება გამოყენება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას, ჰიპერკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს, თირკმელების დაავადებების დროს, შარდ-კენჭოვანი დაავადებისას, პარათიროიდული ჯირკვლების დაავადებების დროს, მეტასტაზური სიმსივნეების დროს ძვლებში, D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის დროს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: VEFA, სტამბოლი/თურქეთი, შ.პ.ს ,,ევროფარმა ჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი/საქართველო.

ჟელი ვიტი #50ტ საღ

49.21 ლარი
46.26 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ველტფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალიუმის ქლორიდი 4% 200მლ(ლიქვ

კალიუმის ქლორიდი
   

სავაჭრო დასახელება:
კალიუმის ქლორიდი

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი 4%

შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს 40 გ აქტიურ ნივთიერებას.

აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალიუმის პრეპარატი

ფორმა:
საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალიუმი წარმოადგენს უჯრედშიდა ძირითად იონს. იგი ამცირებს მიოკარდის აგზნებადობას. კალიუმი წარმოადგენს საგულე გლიკოზიდების ანტაგონისტს და უშუალოდ მოქმედებს გულის მუშაობის რითმზე, იგი არ ამცირებს მათ დადებით ინოტროპულ მოქმედებს. კალიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გამტარებლობის პროცესში. ორგანიზმში კალიუმის შეყვანას თან ახლავს აცეტილქოლინის შემცველობის მომატება და ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის აგზნება. მისი ვენაში შეყვანისას აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულაცია და ადრენალინის გამოყოფის მომატება. პრეპარატი აუმჯობესებს კუნთების შეკუმშვას კუნთების დისტროფიისა და მიასთენიის დროს.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალიემიის, სათითურას პრეპარატებით ინტოქსიკაციის, სხვადასხვა წარმოშობის არითმიის (ძირითადად ელექტროლიტური დარღვევების, აბსოლუტური ან შედარებითი ჰიპოკალიემიის დროს), აგრეთვე პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპოკალიემიური ფორმის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ვენაში წვეთოვანი გზით (20-30 წვეთი/წუთში) 2,5 გ-მდე 500 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზის 5% ხსნარში.
 
წინააღმდეგჩვენება:
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის ბლოკადა.

გვერდითი მოვლენები:
ღებინება, გულისრევა, დიარეა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. კალიუმის ინტოქსიკაციის ადრეულ ნიშანს წარმოადგენს პარესთეზიები. იშვიათად აღინიშნება პაროდოქსული რეაქცია – ექსტრასისტოლების რიცხვის მომატება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
 
გამოშვების ფორმა:
100 მლ ან 200 მლ პლასტიკურ პაკეტებში.
200 მლ მინის ფლაკონებში.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
Liquvor Pharmaceuticals
ARMENIA

კალიუმის ქლორიდი 4% 200მლ

2.95 ლარი
2.83 ლარი

ქვეყანა: სომხეთი

მწარმოებელი: ფარმატეხი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!