Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 250

ართროსტოპი 100მლ კრემი

ართროსტოპ კრემი / Arthrostop cream

  • საერთაშორისოდასახელება (აქტიურინივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ–ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები →ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: Walmark
  • მწარმოებელი ქვეყანა: ჩეხეთი
  • გამოშვების ფორმა: 100 მლ ტუბი #1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა: გლუკოზამინის სულფატი მსმ (მეთილსულფონილმეთანი) ბოსველიის ექსტრაქტი მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, სელის თესლის ზეთი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ართროსტოპ კრემი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები იწვევს დაზიანებული კერის გახურებას, ტკივილის შემცირებას და მოძრაობის უნარის გაუმჯობესებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს  დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე, (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) – ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, იგი ორგანული გოგირდის წყაროა. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მსმ-ი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ტრავმისშემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე  გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს ლეიკოტრიენების სინთეზს; ასას-საგან განსხვავებით, ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, როგორიც არის: კნტ-ის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი  და ა.შ; მეთილსალიცილატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის გაძლიერება ხდება ტერპენტინის (სკიპიდარის) და სხვა ცხიმოვან ზეთებთან კომბინაციაში მისი გამოყენების დროს. მენთოლი – ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის შემცირება; ქაფური – აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ღვიის ზეთი – შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთულ კომპლექსს, რომელთაც ახასიათებს ძლიერი   ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი  და ანტისეპტიკური მოქმედება კანზე. კარგად შეიწოვება და ადვილად აღწევს  კანის უჯრედებში. გააჩნია აგრეთვე  ვიტამინიზაციის და რეგენერაციის ეფექტი; ევკალიპტის ზეთი – ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; სელის თესლის ზეთი – ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა, ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, ანალგეზიური და ანტისეპტიკური  ეფექტი.

ჩვენებები: 

*სახსრების დაავადებები, მათ შორის ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი *ოსტეოართროზის პროფილაქტიკა გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის  დროს, მათ შორის სპორტსმენებში
*ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანი გამოყენებისთვის.
შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე.
გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.-იან ტუბში, საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

საფბოუნი 150მლ სიროფი

33.90 ლარი
31.87 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ოფლ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ართროვინი 200მგ/2მლ #10ა

ართროვინი

ARTHROVIN

 

სავაჭრო დასახელება: ართროვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქონდროიტინის სულფატი

წამლის ფორმა: ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისთვის.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატს 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს ან ქლორწყალბადის მჟავას, საინექციო წყალს.

აღწერა: უფერული, გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის სტიმულატორი

ათქ–ს კოდი: M01AX25.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ჰიალინის ცვლით პროცესებზე ხრტილში. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.

ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით ხრტილოვან (ემსახურება დამატეით სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას). გავლენას ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის ფოსფორ–კალციუმის ცვლაზე, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დაკარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესს. აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს სახსროვანი ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის შეკუმშვას და წარმოადგენს სახსრების ზედაპირის თავისებურ საპოხს; ანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს აასს–ზე მოთხოვნილებას. ნორმალურს ხდის ნივთიერებათა ცვლას ჰიალინის ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნას და იცავს მათ ფერმენტული დაშლისგან, მ.შ. ლიზოსომური ფერმენტებისგან, რომლებიც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკა

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი ი/მ შეყვანის შემდეგ ადვილად შეიწოვება. ინექციიდან უკვე 30 წუთის შემდეგ  სისხლში იგი ვლინდება მნიშვნელოვანი კონცენტრაციით. ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით იკლებს 2 დღე–ღამის განმავლობაში.

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი, უმთავრესად გროვდება სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიალური გარსი არ წარმოადგენს შეფერხებას პრეპარატის სახსრების ღრუში შესაღწევად. ი/მ ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ აღწევს სახსროვან ხრტილში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 48 საათის შემდეგ.

ჩვენებები გამოყენებაზე

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა:

  • პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
  • მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი ინიშნება ი/მ 1 მლ (100 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი) დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ–მდე (200 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი), დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი – 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედებები

კანის მხრივ: ზოგჯერ – ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპებები; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.

ერთეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • მიდრეკილება სისხლდენისადმი;
  • თრომბოფლებიტები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზურების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები

არსებობს კლინიკური მონაცემები ქონდროიტინის სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, ამასთან აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ართროვინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავების უნარზე, რომლებიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას.

გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის დროს

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისას. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში პრეპარატ ართროვინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები ამჟამად აღწერილი არ არის.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის და ნაკლებად შესაძლებელია.

გამოშვების ფორმა

ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისთვის.

2 მლ 5 უფერული მინის ამპულა გადასატეხი რგოლით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვი, 075100, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს “ნექსტრა გრუპი”

საქართველო, თბილისი, 0154, ევდოშვილის ქ. 18

კატრექსინი 1000მგ #60კაფს

57.95 ლარი
54.47 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ოლიმპ ლაბორატორიეს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სანოვიტი 100მლ სიროფი

28.14 ლარი
26.45 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

ჯენერიკი:
Vit.A,D3,C,PP,E,B5,B6,B2,B1,B9,B12

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კატრარია ჩუპსი 30გ#3 პასტილა

კატრარია ჩუპსი

3 პასტილა
კატრარია ჩუპსი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც ხსნის ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს ტკივილს და შეშუპებას, აიოლებს სუნთქვას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული მოქმედება.
ბეგქონდარა ამშვიდებს მშრალ ხველას და აიოლებს ამოხველებას, ხელს უშლის ნახველის დაგროვებას სასუნთქ გზებში. სალბი ამსუბუქებს ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებას, აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს. ტუხტი ამსუბუქებს და ამშვიდებს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას, ასევე ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ინგრედიენტები

3 პასტილა შეიცავს

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი

90 მგ

სალბის თხევადი ექსტრაქტი

90 მგ

ტუხტის თხევადი ექსტრაქტი

90 მგ

ვიტამინი C

45 მგ (56% NRV*)

*NRV – ნივთიერების რეკომენდებული დოზა
შემადგენლობა: ბეგქონდარას (Thymus vulgaris) თხევადი ექსტრაქტი, სალბის (Salvia officinalis) თხევადი ექსტრაქტი, ტუხტის (Althaea officinalis) თხევადი ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, ჟოლოს (Rubus idaeus) წვენის ფხვნილი, ჟოლოს არომატიზატორი, ევკალიპტის (Eucalyptus globulus) ზეთი, შაქარი, გლუკოზის სიროფი, წყალი, კოშენილი.
გამოყენება: რეკომენდებულია 3 პასტილამდე დღეში პერორალურად გამოყენება. გამოიყენება 4 თვის ასაკიდან.
გამოყენების შეზღუდვა: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით.
გაფრთხილება: პროდუქტი არის საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ ბალანსირებული კვების ნაცვლად, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დალუქულ ორიგინალ შეფუთვაში.
შეფუთვაშია: 3 პასტილა
ნეტო წონა: 30 გ.
რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: შპს “ლოტოს ფარმა”, პერნავას 1-39, რიგა, 1012 ლატვია. წარმოშობა: ევროკავშირი.
დამზადებულია შპს “ნუვეა ფარმაცეუტიკალსი”-ის დაკვეთით. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6/96, თბილისი 0148, საქართველო.

სანდე (ვიტ D3) 30მლ წვ

სანდე / SanDe (ვიტამინ D3)

შემადგენლობა

ხსნარის 1 დოზაში (1 წვეთში) შედის:  აქტიური ნივთიერება – ქოლეკალციფეროლი (ვიტამინ D3) – 3000 სე (75 მკგ). დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები  25.15 მგ/წვ.

ხსნარის 1მლ-ში დაახლოებით 33 წვეთია.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. D ვიტ. აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში, უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი.

ჩვენებები:
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
მალაბსორბცია
ჰიპოკალცემიური ტეტანია

ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)

მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)

ხანდაზმული ასაკი

ათლეტები და სპორტსმენები

მიღების წესი და დოზება:

D ვიტამინის დეფიციტის დროს, პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს პაციენტის ასაკის და სხეულის მასის ინდექსის გათვალისწინებით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.

ახალშობილებისთვის (1 თვეზე ნაკლები ასაკის)  – 1000 სე დღეში

1 თვიდან მოზრდილობამდე – 2000-3000 სე დღეში

1-დან 18 წლამდე – 3000-5000 სე დღეში

ზრდასრულებსა და ასაკოვნებში – 7000-10 000 სე დღეში ან 50 000 სე კვირაში

შეწოვის პრობლემების (მალაბსორბციის) დროს D ვიტამინი უნდა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზით- 50 000 სე 2-3-ჯერ კვირაში.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრეპარატი არ შეიცავს ალერგიულ კომპონენტებს (ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. 

გვერდითი მოვლენები
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის  ინგრედიენტების მიმართ; 
ჰიპერვიტამინოზი D;
კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში;
თირკმლის უკმარისობა.

გამოშვების ფორმა
30 მლ ფლაკონი საწვეთურით.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0 ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

მწარმოებელი: Aplicaps by Clover. ესპანეთი.

კატრარია ფარინგო ტაბსი#12პასტ

კატრარია
ფარინგო ტაბსი

ყელის და ხველის საწუწნი ტაბლეტები

12 პასტილა

კატრარია ფარინგო ტაბსი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც ხსნის ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს შეშუპებას და სიწითლეს, ამშვიდებს ხველას და ხელს უშლის ნახველის დაგროვებას სასუნთქ გზებში, აიოლებს სუნთქვას.
პროპოლისი ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. პროპოლისი ხასიათდება ციტოპროტექტორული მოქმედებით და ამცირებს ბაქტერიების და ვირუსების ზემოქმედებით უჯრედების დაზიანებას. თაფლი ხსნის ყელის ტკივილს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ტუხტი ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას და გაღიზიანებას, ასევე ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ინგრედიენტები 

3 პასტილა შეიცავს

პროპოლისის ექსტრაქტი

180 მგ

თაფლი

30 მგ

ტუხტის ფესვის თხევადი ექსტრაქტი (Althaea officinalis L.)

7.2 მგ

ვიტამინი C

19.2 მგ(24% NRV*)

*NRV – ნივთიერების რეკომენდებული დოზა

შემადგენლობა: პროპოლისის ექსტრაქტი, თაფლი, ტუხტის (Althaea officinalis L.) ფესვის თხევადი ექსტრაქტი, ვიტამინი C, ლიმონმჟავა, არომატიზატორები, სორბიტოლის სიროფი, მალტიტოლის სიროფი, სუკრალოზა, ასესულფამი K, არაბული გუმფისი, ფუტკრის ცვილი, კაროტინები.

გამოყენება: რეკომენდებულია 3 პასტილამდე დღეში პერორალურად გამოყენება. გამოიყენება 4 თვის ასაკიდან.

გამოყენების შეზღუდვა: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით.

გაფრთხილება: პროდუქტი არის საკვები დანამატი დამატკბობლებით. არ გამოიყენოთ ბალანსირებული კვების ნაცვლად, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25oC), ბნელ ადგილას, კარგად დალუქულ ორიგინალ შეფუთვაში.

შეფუთვაშია: 12 პასტილა
ნეტო წონა: 24 გ.

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: შპს “ლოტოს ფარმა”, პერნავას 1-39, რიგა, 1012 ლატვია. წარმოშობა: შვეიცარია.

დამზადებულია შპს “ნუვეა ფარმაცეუტიკალსი”-ის დაკვეთით. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6/96, თბილისი 0148, საქართველო.

სამბოვინი #30ტ

46.40 ლარი
43.61 ლარი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: პრაიმ ლიმიტედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კატელინი SR #50კაფს

კატელინ SR 50 კაფსულა

 

მწარმოებელი: Lek-AM Sp.z.o.o. 

მოქმედება

დიეტურ ჩანართში კატელინ+სრ-ში შემცველი კალიუმი ხელს უწყობს სათანადო სისხლის წნევის შენარჩუნებას, ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას და კუნთოვანი სისტემის სწორ ფუნქციონირებას.

კატელინი+სრ, კალიუმის ქლორიდი, დიეტური ჩანართი

კალიუმის მაღალი შემცველობის პროდუქტი.

მყარი, ჟელატინის, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულები – შეიცავს  მიკროპელეტებს, რომლებიც ახანგრძლივებს კალიუმის ქლორიდის გამოთავისუფლებას (სრ).

კოლოფის შემცველობა:

50 ან 100 კაფსულა, 1 კაფსულა შეიცავს: 315 მგ კალიუმს (610 მგ კალიუმის ქლორიდი).

გამოყენება:

პროდუქტი გამოიყენება ჩვეულებრივი დიეტის კალიუმით შევსების მიზნით.

პროდუქტის მიღების რეკომენდირებული დღიური დოზა:

დღეში 2-3 კაფსულა. კაფსულას თან მიაყოლეთ წყალი.

 

კომპონენტი

2 კაფსულის შემცველობა

% RWS*

(ყოველდღიური

რეკომენდირებული კვებითი

ღირებულება)

3

კაფსულის შემცველობა

 

 

 

% RWS*

(ყოველდღიური

რეკომენდირებული კვებითი

ღირებულება)

 

კალიუმი

630 მგ

(1220 მგ კალიუმის ქლორიდი)

31,50 %

945 მგ

(1830 მგ კალიუმის ქლორიდი)

47,25 %

RWS* – (ყოველდღიური რეკომენდირებული კვებითი ღირებულება)

 

კომპონენტები:

აქტიური ნივთიერება – კალიუმის ქლორიდი; კაფსულის გარსის კომპონენტი – ჟელატინი; შემავსებელი ნივთიერებები – მიკროკრისტალური ცელულოზა E460 (ი); სიმინდის სახამებელი;  გლაზურირებული ნივთიერება – ეთილცელულოზა E462; შემასქელებელი ნივთიერება – ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E464; საღებავები – ბრწყინავი ლურჯი FCF E133, პონსო 4R E124.

უგლუტენო პროდუქტი, არ შეიცავს ლაქტოზას

შეინახეთ 15°C-25°C ტემპერატურაში, მშრალ ადგილას, პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სინათლისაგან.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში. მიზანშეუწონელია პრეპარატის გამოყენება ქალების მიერ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი დოზა დღის განმავლობაში. დიეტური ჩანართი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სხვადასხვაგვარი დიეტის შემცვლელი. კატელინ+სრ-ის გამოყენების დროს მიზანშეუწონელია სხვა პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ კალიუმს. სხვადასხვაგვარი და დაბალანსებული დიეტა და ასევე ფიზიკური აქტიურობა წარმოადგენს ჯანმრთელობის შენარჩუნების საფუძველს. კატელინ+სრ-ის დღიური დოზის მიღება უზრუნველყოფს დადებით შედეგს ჯანმრთელობისთვის

 

კალიუმის ქლორიდი

კატელინი + სრ

დიეტური ჩანართი

 

კატელინ + სრ – გახანგრძლივებული გამოთავისუფლების (სრ) კაფსულა ხელს უწყობს პრეპარატის ყოველდღიური მიღების ტოლერანტობას.

% აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება

ხარისხი, აქტიური და დამატებითი ნივთიერების მოცულობა, მიკრობიოლოგიური სისუფთავე და აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება (კალიუმის ქლორიდი) დადასტურდა ანალიტიკური კვლევების საფუძველზე.

ქალაქ ლუბლინის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის ცენტრალური აგროეკოლოგიური ლაბორატორია

დობჟანსკის ქ. № 3, 20-262 ლუბლინი. პოლონეთის სააკრედიტაციო ცენტრის აკრედიტაცია № AB 1375. კვლევის № 79/ASA/09/13.

სამედიცინო ინსტიტუტი ვსი

იაჩევსკის ქ. № 2, 20-090 ლუბლინი. კვებისა და ჯანმრთელობის პრომოციის დაწესებულება

შპს იარს

ლაისკი, კოშჩიელნას ქ. № 2ა, 05-119 ლეგიონოვო. პოლონეთის სააკრედიტაციო ცენტრის აკრედიტაცია № AB 1095.

კვლევის  № 984/04/2016/M/1.

www.katelin.pl

“ფარმაციის პროფესორთა ჯილდო 2013”

მინიჭებული იქნა განსაკუთრებული კვებითი ღირებულებების და ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, რის გამოც პრეპარატი გამოირჩევა სხვა პრეპარატებისგან”

წარმოებულია კრეო–ს მიერ ლეკ–ამ–ისათვის

შპს კრეო

ბჟეჟინსკას ქ. № 19ს, 03-075

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა, 05-170 ზაკროჩიმ

 

Don`t copy text!