Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 254

კალიკორდი ფორტე 850მგ#30კაფს

კალიკორდი ფორტე 

 

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს: 307 მგ კალიუმს (მოხმარების რეკომენდირებული ნორმა 15%). 

კალიუმი

კალიუმი – ეს არის მნიშვნელოვანი კათიონი ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსის გავრცელებაში, ხელს უწყობს ორგანიზმში pH-ის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ასევე უჯრედებში ოსმოსური წნევის შენარჩუნებას, ზემოქმედებას ახდენს გაღიზიანებადობაზე და ორგანზმის სხვა ფუნქციებზე. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება კალიუმი კარტოფილში, ბანანში, ავოკადოში, ნესვში, ქიშმიშში, ფორთოხალში, ისპანახში, ლობიოში, ხორცში, რძეში, ყველში. 

კალიუმის ცვლა ორგანიზმში რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებით და თირკმელებით. კალიუმი ზემოქმედებას ახდენს გულის გამტარობის სისტემის უჯრედების ფუნქციაზე და ნერვული იმპულსის გამტარობაზე,  ასტიმულირებს განივზოლიანი კუნთების მგრძნობელობას და ამით უზრუნველყოფს ამ კუნთების კუმშვადობას. 

კალიუმის დაახლოებით 98 პროცენტი გროვდება უჯრედებში და კალიუმის მხოლოდ 0,4 პროცენტს შეიცავს სისხლის პლაზმა. გარკვეული მიზეზების გამო კალიუმის რაოდენობა უჯრედებში შეიძლება შემცირდეს, ამასთან ვითარდება ჰიპოკალიემია. ეს ხდება ზოგიერთი დიურეტიკის, გულის გლიკოზიდების გამოყენებისას, ღებინების, კუჭის აშლის, არასრულფასოვანი კვების, შიმშილის, ძლიერი ოფლიანობის, მაგნიუმის რაოდენობის შემცირების დროს (მაგნიუმი აუცილებელია კალიუმის ნორმალური შეთვისებისა და ორგანიზმში მისი ცვლისათვის), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას, ინტენსიური სპორტით დაკავებისას. 

ორგანიზმში კალიუმის შემცირებისას აღინიშნება მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ასევე გულის რითმის დარღვევა, სისუსტის და კუნთებში ტკივილის შეგრძნება, აღინიშნება კუჭის შეკრულობა, წყურვილი, კანის სიმშრალე, ეცემა არტერიული წნევა. კალიუმის ციტრატი კალიუმის სხვა მარილებთან შედარებით  ნაკლებად აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას, ზრდის ტუტეს კონცენტრაციას შარდში და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

რეკომენდაციები გამოყენებისათვის:

• ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად;

• არასრულფასოვანი კვებისას;

• ინტენსიური სპორტით დაკავების დროს;

• ძლიერი ოფლიანობისას;

• კალიუმის უკმარისობის გამო გულის რითმის დარღვევებისას;

• კუნთებში ტკივილის და სისუსტის შეგრძნების დროს. 

დოზირება:

გამოიყენება თითო კაფსულა 1-2 ჯერ დღეში. 

მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. 

შეფუთვა: 30 კაფსულა. 

პრევიტა #30ტ

პრევიტა 

 

შემადგენლობა 

აქტიური ნივთიერებები:
B9 (ფოლის მჟავა) – 400 mkg 
B12 (ციანკობალამინი) – 6mkg
B1 (თიამინი) – 3mg
B2 (რიბოფლავინი) – 2 mg
B3 (ნიაცინი) – 20mg
B5 (პანთოტენატი) – 6mg
B6 (პირიდოქსინი) – 10mg
B7 (ბიოტინი) – 150mkg
A (ბეტა კაროტინი) – 33,75se
C (ასკორბინის მჟავა) – 70mg
ვიტამინი K1 – 70mkg. 
D3 (ქოლეკალციფეროლი) – 400se
E (დ-ალფა ტოკო სუქცინადი) – 5,5 se
Fe (რკინა) – 17mg
Mg (მაგნიუმი) – 150 mg
Zn (თუთია) – 15mg
Se (სელენი) – 30 mkg 
Cu (სპილენძი) – 1mg
იოდი -140 მკგ 
დამატებითი ნივთიერებები:
ცელულოზა, დიკალციუმფოსფატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.


პრევიტა – კომბინირებული პრეპარატი ორსულთათვის და მეძუძური ქალებისათვის. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ეფექტებით. 
ვიტამინები მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით. 
მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში მიმდsaინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებია, რომლებიც მონაწილეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში. ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს. 
ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტების წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას. 
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითიაღქმისპროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ., კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A- ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლასა და აცეტილქოლინის სინთეზში. 
ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს. 
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში. პრევიტა შეიცავს ფოლის მჟავას ზუსტად იმ ოდენობით, რაც აუცილებელია ნაყოფის ზრდა-განვითარებისათვის 
ვიტამინი B12 xasiaTdeba იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. 
ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. 
ვიტამინი C ხასიათდება აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას. 
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ასევე ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე ზეგავლენით უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას. 
მაგნიუმი აკონტროლებს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლას, ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ხსნის სპაზმებს) თვისებებით, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აგრეთვე, ამცირებს ნერვულ აგზნებულობას. მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას სისხლძარღვთა კედელში. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის, B ჯგუფის, C და E ვიტამინების ათვისებას, ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, სისხლში არსებული შაქრის ენერგიად გარდაქმნას. 
რკინა – ერითროპოეზის მასტიმულირებელი მიკროელემენტი. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში; შექცევითად იკავშირებს ჟანგბადს და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლწარმოქმნის პროცესში. მარილის სახით რკინის მიღებისას სწრაფად ხდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შევსება. 
თუთია ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია, ის აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ფორმული ელემენტების წარმოქმნისათვის. მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების Fფუნქციონირებაში. 
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლიურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის (ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა) ფუნქციონირებაში, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე. 
იოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს – სითბოს წარმოქმნა, ზრდა და განვითარება. 
სელენი ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტია – იცავს უჯრედებს კიბოსგან. ხელს უწობს ვიტამინი E- ს შეწოვას.


– ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
– ორსულობა ნებისმიერ ვადაზე;
– ორსულთა ტოქსიკოზები;
– ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა;
– ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.


პრევიტა მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.


შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.


მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.


არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. შესაძლებელია განავლის შეფერადება მუქ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რკინის არსებობით.


ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

პრე-ლარგოვიტი #30ტ

შემადგენლობა

ბეტა კაროტინი 2,4 მგ 
ვიტამინი C 120 მგ 
ვიტამინი D 400 ერთ 
ვიტამინი E 30 ერთ 
ვიტამინი B1 1,8 მგ 
ვიტამინი B2 1,7 მგ
ვიტამინი B6 2,6 მგ 
ვიტამინი B12 8 მკგ 
ნიაცინი 20 მგ 
ფოლიუმის მჟავა 800 მკგ 
კალციუმი 200 მგ 
რკინა 28 მგ
თუთია 25 მგ


პრელარგოვიტი შექმნილია კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ორსულობამდე, მთელი ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
ბეტა კაროტინი – აუცილებელია თვალის ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზისათვის, ნაყოფის ზრდისათვის.
C ვიტამინი – უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებაში. მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის. D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.
E ვიტამინი დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე. 
B1, B2, B6, B12 ვიტამინები – მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების სინთეზში, უჯრედოვანი სუნთქვითი პროცესებში. მოქმედებს სისხლში ჰომოცისტეინის დონის ნორმალიზაციაზე. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის, მიელინის სინთეზისთვის.
ნიაცინი – აუმჯობესებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, სისხლის მიმოქცევას. ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.
რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში. 
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, აუმჯობესებს ინსულარული აპარატის ფუნქციურ მდგომარეობას, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.


ორსულობისათვის მზადების პერიოდი 
ორსულთა ტოქსიკოზის პრევენცია და მკურნალობა 
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა 
ჰიპოლაქტაციის პროფილაქტიკა


1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ.


ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ირიდიუმი 8მლ თვ.წვეთები

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

პოლიჟენი #12კაფს

პოლიჟენი
(POLIJEN)

შემადგენლობა:
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) 20 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
ჟენშენის ექსტრაქტი 40 მგ 
ასკორბინის მჟავა 150 მგ
ხორბლის ღივების ზეთი 50 მგ
ფოლის მჟავა 0,5 მგ
ალისარჩულის ზეთი (საფლორი) 30 მგ 
კალციუმის პანთოტენატი 10 მგ
L – არგინინი 20 მგ 
კალიუმი 8 მგ
L – ლიზინი 20 მგ 
კალციუმი 50 მგ
ოროტის მჟავა 10 მგ 
ფოსფორი 38,71 მგ
დეანოლის ბიტარტრატი 25 მგ
რკინა 14 მგ
სოიოს ლეციტინი 90 მგ 
ფტორი 0,2 მგ
მეთიონინი 74 მკგ 
მაგნიუმი 1 მგ
ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი 1 მგ 
სპილენძი 2 მგ
მცენარის მტვერი 25 მგ 
იოდი 150 მკგ
ვიტამინი A 5000 სე 
მანგანუმი 2,5 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი ) 400 სე 
მოლიბდენი 0,186 მგ
ვიტამინი E 180 მგ 
თუთია 15 მგ
ბიოტინი 0,2 მგ 
სელენი 50 მკგ
ვიტამინი B1 5 მგ 
ქრომი 340 მკგ
ვიტამინი B2 5 მგ 
ნიკელი 4 მკგ
ვიტამინი B6 4 მგ 
ბორი 130 მკგ
ვიტამინი B12 15 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინის ფხვნილი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროცინი, ბრილიანტის ლურჯი, ეთილის ვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლიჟენი შეიცავს საგანგებოდ შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ საპროფილაქტიკო და სამკურნალო მოქმედება ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
ფუტკრის რძე: ცილების, ამინომჟავების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების ბუნებრივი ნარევი.
ჟენშენი: ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელსაც გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი, ავლენს მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ჟენშენი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგობის და რეგენერაციის უნარს.
ათი ბიოელემენტი, აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის.
ოცდაშვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი ავსებს დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც სადღეღამისო, ასევე რომელიმე მათგანზე გაზრდილ მოთხოვნილებას.

ჩვენებები:
– მოზრდილებში ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება,  დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
– გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
– სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
– კლიმაქტერული პერიოდი;
– სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
– ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.

უკუჩვენებები:
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– 12 წლამდე ასაკი.

გაფრთხილება:
პოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდირებული.

მიღების წესი და დოზები:
მოზრდილთათვის – 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ 2-3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევებში – ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:
ინახება 15° – 25° C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:
კოლოფში მოთავსებულია 12 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია:
“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt

“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064, USA.
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us

იპოვინი ფორტე #30კაფს

იპოვინი ფორტე

ომეგა – 6   და   ვიტამინი E

ინგრედიენტები :

კვებითი ღირებულება

ერთი გრამი (ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა) შეიცავს:

ენერგეტიკული ღირებულება        2.05 კკალ

ნახშირწყლები 0.51 გ

პროტეინი 0.07 გ

ცხიმი  0.02 გ

თითოეული რბილიჟ ელატინის კაფსულა შეიცავს:

საღამოს ფურისულას ზეთი                1000 მგ

(ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო)

ვიტამინი E                                           25 მგ

შეიცავს  ნებადართულ სინთეზურ საკვებ საღებავ ნივთიერებებს  და  II კლასის კონსერვანტებს.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

რას წარმოადგენს იპოვინ ფორტე?

იპოვინ ფორტეს რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს საღამოს ფურისულას ზეთს, რომელიც არის ომეგა-6-ის მდიდარი ბუნებრივი წარო, ის აუცილებელია პროსტაგლანდინების წარმოებისათვის, რათა უწყვეტად და ეფექტურად შენარჩუნდეს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები. მასში შემავალი ვიტამინი E უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ინარჩუნებს ცხიმოვანი მჟავების მთლიანობას. იპოვინ ფორტე ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებაში. აჯანსაღებს კანს, თმას და ძვლოვან ქსოვილს, ასევე, ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შემცირებას და აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების მიმართ. იპოვინ ფორტე გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, აკნეს და მენოპაუზის დროს.

იპოვინ ფორტეს ჟელატინის კაფსულები ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელობას:

  • ხელს უწყობს ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებას.
  • ეხმარება კანის სიმპტომების ალაგებაში, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, აკნე და ფსორიაზი.
  • ხელს უწყობს პრემენსტრუალური და მენსტრუალური სიმპტომების შემცირებას.
  • ეხმარება მკერდის ტკივილის(მასტალგია) შემცირებაში მასტოპათიის დროს.
  • ამცირებს რევმატოიდული ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.
  • ხელს უწყობს ნერვული დაზიანებების თავიდან აცილებას დიაბეტის დროს (დიაბეტური ნეიროპათია).
  • ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის დარეგულირებას.
  • ვიტამინი E, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

დოზირება:  მოზრდილებში:  თითო კაფსულა ერთჯერ ან ორჯერ დღეში, კვების შემდეგ.

გაფრთხილება:

 მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას. გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ სიმპტომები გრძელდება მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ვიტამინებს შეუძლია მხოლოდ დახმარების  გაწევა, თუ საკვებიდან არ   ხდება საკმარისად მათი მიღება. ვიტამინების დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება.

 საკვები დანამატი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ჩანაცვლება მარავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის. თუ ხართ ორსული, მეძუძური ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ ხართ დაავადებული ეპილეფსიით, ამ პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება :

გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი.

ისევე, როგორც ნებისმიერმა ზეთმა, ენოთერას ზეთმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინების შეგრძნება მშიერ კუჭზე, ამ შემთხვევაში მიიღეთ საკვებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:  უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები : შეინახეთ არაუმეტეს  25 °C- ზე, დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

პიკოვიტი ფორტე #30ტ

პიკოვიტი® ფორტე
PIKOVIT® FORTE

სავაჭრო დასახელება: პიკოვიტი® ფორტე.

სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები შიგნით მიღებისათვის.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული ნარინჯისფერი საწუწნი ტაბლეტები.

შემადგენლობა
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum    (ვიტამინი A რეტინილ პალმიტატის სახით)                              5000მე
Cholecalciferolum   (ვიტამინი D3)                                                           400მე
Acidum ascorbicum   (ვიტამინი C)                                                             60მგ
Nicotinamidum   (ნიკოტინამიდი)                                                                20მგ
Α-Tocopheroli acetas (ვიტამინი E α–ტოკოფერილ აცეტატის სახით)               15მგ
Calcii pantothenas  (კალციუმის პანტოტენატი)                                           10მგ
Ryridoxini chloridum (ვიტამინი B8)                                                         2,00მგ
Riboflavinum (ვიტამინი B2)                                                                    1,70მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1)                                                                 1.50მგ
Acidum folicum (ფოლიუმის მჟავა)                                                           0,40მგ
Cyanocobalaminum (ვიტამინი B12)                                                         6,00მგ

დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, მალტიტოლის სიროფი, მანიტოლი, ასპარტამი (შეიცავს ფენილალანინს), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინი, კაპოლ 600, აბუსალათინის ზეთი, პოლისორბატ 80, სილიციუმის ჟანგის კოლოიდური გელი, β_კაროტინი, ტიტანის ორჟანგი (E 171), და მანდარინის გემოს მქონე კორიგენტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინები. ათქ კოდი _ [A11A].

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 11 ყველაზე მთავარ ვიტამინს იმ რაოდენობით რომელიც შეესაბამება რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, 7 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

ფარმაკოდინამიკა
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B8, B12 პანტოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნორმალური რეგენერაციისათვის და სისხლის უჯრედების სწორი ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი A აუცილებელია ეპითელიალური უჯრედების განვითარებისათვის და მხედველობის პიგმენტის სინთეზისათვის. ვიტამინი D ახდენს კალციუმის მიწოდების რეგულირებას და ხელს უწყობს ძვლების და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმავალ მრავალ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ვიტამინი E წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანებს და ხელს უწყობს უჯრედების ფუნქციას.
პიკოვიტი® ფორტე–ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ არაკარიოსოგენულ მოტკბო ნივთიერებებს მალტიტოლს და მანიტოლს. ისინი მეტაბოლირდება ძალიან მცირე რაოდენობით და ძალიან ნელა, პირის ღრუს ფლორაში, ამიტომ ისინი არ ახდენენ კბილებზე არასასურველ ზემოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად აბსორბირდება რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას. რაოდენობა, რომელიც აჭარბებს ქსოვილების დატვირთვის დონეს, გამოიყოფა შარდთან და ზოგჯერ განავალთან ერთად. ისინი გროვდებიან ორგანიზმში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება აუცილებელია ქსოვილებში მათი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.
პერორალური მიღების შემდეგ ცხიმხსნადი ვიტამინები A და D კარგად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში ცხიმებთან ერთად. ვიტამინი E-ს აბცორბცია საკმაოდ სუსტია (დოზის 25_85%). ცხიმხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობა გროვდება ღვიძლში და ამიტომ წარმოადგენს გაცილებით ტოქსიკურს ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები.

გამოყენების ჩვენება
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები უზრუნველყოფენ ორგანიზმის მომეტებულ მოთხოვნილებას ვიტამინების მიმართ და არადაბალანსირებული კვების დროს.
ამგვარ შემთხვევებს განეკუთვნება:
• სასკოლო ასაკის ბავშვების გადატვირთვა და ყურადღების არასაკმარისი კონცენტრაცია.
• ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტი).
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება (მცირდება წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ).
• მადის დაქვეითება ან უქონლობა.
• ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
• ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკამრისობა.

გამოყენების წესები და დოზები
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები რჩება პირში სრულ დადნობამდე.
7-დან უფროსი ასაკის ბავშვებს: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის მერე.
არასაკმარისი მადის დროს საწუწნი ტაბლეტები უნდა გამოვიყენოთ 2 თვის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში აუცილებლობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ვიტამინების გამოყენება ექიმის რეკომენდაციით.
სხვა ვიტამინებისა და მინერალური პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა შეუძლიათ მიიღონ პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6გ მალტიტოლს ანუ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4_4,2 მალტიტოლს. მალტიტოლის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, თუმცა კუჭ_ნაწლავის ტრაქტში ნელი ჰიდროლიზის და შეწოვის შედეგად, ინსულინის მოთხოვნილება მცირეა.
ერთი საწუწნი ტაბლეტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6კჯ-ს (1.4 კკალ).
პიკოვიტი ფორტეს შემადგენლობაში შედის ასპარტამი, რომელიც შეიცავს ფენილალანინს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის.

უკუჩვენება
ბავშვებისთვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადრე აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

A და D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში.
7 წლამდე ბავშვებისათვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა რეკომენდირებული არ არის.

გვერდითი ეფექტები
პიკოვიტი ფორტეს რეკომენდირებული დოზებით მიღება არ იწვევს გვერდით ეფექტებს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და უნდა მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 0.6გ მალტიტოლს, ამასთან დაკავშირებით იმ დოზებით მიღებამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდირებულს შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

გამოშვების ფორმა
30 საწუწნი ტაბლეტი (3 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში).

შენახვის ვადა
შენახვის ვადა 2 წელი.
არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
შეინახეთ 30°C ტემპერატურამდე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობა
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.

ინფლუციდი #60ტ *

22.75 ლარი
16.38 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პიკოვიტი სიროფი 150მლ #1ფლ

პიკოვიტი®
Pikovit®

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: პიკოვიტი®
წამლის ფორმა: საბავშვო სიროფი
შემადგენლობა
5 მლ (1 კოვზი) სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum (ვიტამინი A) 900 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 100 სე
Ribpflavinum (ვიტამინი B2) 1 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინი B6) 0.6 მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 1 მგ
Cianocobalaminum (ვიტამინი B12) 1 მკგ
Acidum ascorbicum (ვიტამინი C) 50 მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) 5 მგ
D-Panthenol (დ-პანთენოლი) 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.0015%, ნატურალური არომატული ნივთიერებები 0.5%, ნატრიუმის ბენზოატი 0.11%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინები.
ათქ კოდი: A11B.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი საბავშვო სიროფია, შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორებს.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შესანარჩუნებლად. მისი უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის
პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი PP და D-პანთენოლი – კოფერმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელნი არიან ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

გამოყენების ჩვენებები
საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმ მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში: სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, უმადობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი, გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შაქრიანი დიაბეტი (საბავშვო პიკოვიტის 5 მლ სიროფი 3 გ შაქარს შეიცავს).

განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა – აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. პიკოვიტის გამოყენება ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი შიგნით მიიღება.
1-3 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 2 კოვზი (10 მლ) სიროფის მიცემა.
4-6 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
7-14 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-4-ჯერ (15-20 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
სიროფის მიცემა შეიძლება კოვზით ან მისი შერევა ჩაისთან, წვენში ან ხილის პიურეში.
უმადობის შემთხვევაში სიროფი მიიღება ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.
გამოყენების განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვეში ან ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით მოქმედებასა და ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).

გამოშვების ფორმა
მუქი შუშის ფლაკონები 150 მლ და 100 მლ სიროფით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის პირობები.
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., სმარჟესკა 6, 8501 ნოვო მესტო სლოვენია.

პერფექტ ლაიფი #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!