Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 256

თუთია+D+C+კვერცეტინი#50ტ

თუთია+D+C+კვერცეტინი #50

 

აქტიური ნივთიერება

თუთია, ვიტამინი D3, ვიტამინი C, კვერცეტინი

მოქმედება

ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, სხეულის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს. გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. ვიტამინი D და კვერცეტინი ხელს უწყობს ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციონალური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.

პროდუქტის აღწერა

ვირუსები, ბაქტერიები, ინფექციები … ჩვენს იმუნიტეტს ისინი მუდმივად ესხმიან თავს. იმ პერიოდში, როდესაც ეს დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურია, იმუნური სისტემა ვეღარ ახერხებს დამოუკიდებლად გამკლავებას და საჭიროებს დამატებით დახმარებას. თუთია+D+C+კვერცეტინი, არის გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. მასში ერთდროულად შედის რამდენიმე აქტიური იმუნოსტიმულატორული კომპონენტი, რომლებიც ერთობლიობაში აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას: თუთია, ვიტამინი D, ვიტამინი C და კვერცეტინი.

როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები

თუთია ერთ-ერთი იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის ყველა რგოლზე. ის ზრდის ინტერფერონების –  სხეულის ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისგან დამცავი ცილების გამომუშავებას. თუთია ხელს უშლის უჯრედში ვირუსის გავრცელებას, იცავს ლიმფოციტებს დაშლისგან. ის ასევე აძლიერებს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) მუშაობას, რომელსაც ზოგჯერ „იმუნური სისტემის გულს“ უწოდებენ, რადგან შეუძლია ახალი T უჯრედების გამომუშავება. ისინი, თავის მხრივ, ამოიცნობენ ვირუსებს და ანადგურებენ მათ.

ვიტამინი D არის უნიკალური შეგუებითი იმუნომოდულატორი. ის აძლიერებს თანდაყოლილ იმუნიტეტს, ააქტიურებს მიკრობსაწინააღმდეგო პეპტიდებს, რომლებიც ანადგურებენ დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებს –  მიკრობებს, ბაქტერიებს და ვირუსებს. ვიტამინი D აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს, ამცირებს „ციტოკინის შტორმის“ დონეს, აგრეთვე ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას ვირუსებით გამოწვეული ანთებითი რეაქციის შემცირებით. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს მიკრობსაწინააღმდეგო ცილების წარმოქმნას ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.

ვიტამინი C არის ცნობილი იმუნოსტიმულატორი. ის აძლიერებს ინტერფერონის ცილების გამომუშავებას, რომლებიც ერთ-ერთი პირველი ებრძვიან ვირუსებს.  მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მოსპობას და იცავს ფილტვის უჯრედებს მათი აგრესიული მოქმედებისგან.

კვერცეტინი არის უნიკალური ბუნებრივი ბიორეგულატორი, სანიმუშო ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებით უჯრედების მემბრანების დაშლას და ანთების განვითარებას. ბრონქების და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებში პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ხელს უწყობს შეტევების სიხშირის შემცირებას, ხველის, ქოშინი, ბრონქების შეშუპების უფრო სწრაფად გაქრობას, ბრონქების გამტარობის გაუმჯობესებას, ფილტვების ქსოვილის  და ნორმალური სუნთქვის აღდგენას. ხოლო ჩინეთის უახლესი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ კვერცეტინი ეხმარება ვირუსებისგან დაცვაში.

გამოხატული ჟანგვის საწინააღმდეგო თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებების ასეთი მძლავრი ურთიერთშეხამების წყალობით თუთია+D+C+კვერცეტინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს, ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, აგრეთვე სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.

შემადგენლობა

ასკორბინის მჟავა; მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), თუთიის ლაქტატი, კვერცეტინი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), კალციუმის სტეარატი და ამორფული სილიციუმის ორჟანგი (დაკოშტვის საწინააღმდეგო ნივთიერებები).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებმა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვება უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი საკვებთან ერთად. მიღების ხანგრძლივობაა არანაკლებ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია კურსის განმეორება. რეკომენდებულია ყოველდღიური მიღება გრიპის სეზონური ეპიდემიებისა  და გაციების დროს.

დღეში 1 ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს ამ ნივთიერებების მიღების რეკომენდებულ დღიურ დონეებს: თუთიის (12 მგ*) – 80%-ით, ვიტამინ C-ს (90 მგ*) – 150%-ით, ვიტამინ D-ს (500 სე*) – 250%-ით და კვერცეტინის (10 მგ*) – 33%-ით.

უკუჩვენება

კომპონენტების პირადი აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება. გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუთია ამვილაბი 50მგ #30ტ

ამვილაბი/თუთია  50 მგ

შემადგენლობა:  თუთია (ოქსიდი/ციტრატი) –  50 მგ.  დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება:  მიიღება 1  ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  გაფრთხილება:  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.  შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  #30 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ. 

ომეგა სქულ #30კაფს

63.25 ლარი
59.45 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ფაბრიკადო ენ ნორუეგა კომერციალ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თიროქსილი 4.0 #30ტ

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ლო.ლი ფარმა ინტერნაციონალი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნუროპლექს ფორტე #20ტ *

19.80 ლარი
18.61 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნოზიფოლი-D 4გ #30პაკ

144.35 ლარი
135.69 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: საკურა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თეთრი ნახშირი #10ტ*

თეთრი ნახშირი

დიეტური დანამატი

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს – ძირითადი ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი (210მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა; დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრი, კარტოფილის სახამაბელი.
დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა: დამზადების თარიღი აღნიშნულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა:დამზადების თარიღიდან 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC  ტემპერატურაზე, არაუმეტეს 75% ჰაერის ტენიანობის პირობებში.
მოხმარების რეკომენდაცია: რეკომენდებულია როგორც კვების რაციონის დიეტური დანამატი, როგორც ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო პროფილაქტიკისა და სიმპტომების შემსუბუქების მიზნით საკვებით მოწამვლის (მათ შორის სოკოთი და ალკოჰოლით მოწამვლისას), კუჭის აშლილობის, ჰეპატიტის (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი A, B), თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის, ალერგიული დაავადებების, დერმატიტის, ენდოგენური ინტოქსიკაციის, დისბაქტერიოზის დროს. თეთრი ნახშირი განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა წარმოშობის ეგზო- და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის მიკროორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების) ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას. უშუალოდ ხელს უწყობს ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციების გამოვლინებათა შემცირებას, დეტოქსიკაციის ორგანოებზა (პირველ რიგში – ღვიძლსა და თირკმელებზე) მეტაბოლური დატვირთვის შემცირებას, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემის კორექციას, ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დისბალანსის აღმოფხვრას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.
მიღების წესი და დოზირება: თეთრი ნახშირი განკუთვნილია უფროსებისა და 3 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის – 3-4 ტაბლეტი 3-4 – ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში წყლის მიყოლებით.

ბავშვის ასაკი

ბავშვის საშუალო წონა

ტაბლეტის საშუალო

ერთჯერადი  დოზა, რაოდენობა

ტაბლეტის საშუალო

სადღეღამისო  დოზა, რაოდენობა

3-4 წელი

14-16 კგ

2 ტაბლეტი

6 ტაბლეტი

5-6 წელი

18-20 კგ

3 ტაბლეტი

9 ტაბლეტი


მოხმარების კურსს ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.
გამოყენების თავისებურებები: მიიღება ჭამამდე არა უადრეს 1 საათისა სასმელი წყლის მიყოლებით. ტაბლეტის დანაწავრება და დაღეჭვა ზრდის სორბციის ეფექტურობას, მაგრამ აუცილებელი არ არის.
გამოყენებასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები განსაზღვრული კატეგორიის მოსახლეობისთვის (ბავშვების, ორსული ქალების, მოხუცების, სპორტსმენებისა და ალერგიულებისთვის): გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შენიშვნა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,26 გ საქაროზას (0,026 პურის ერთეულის ექვივალენტი).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმარ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა.
არ წარმოადგენს წამალს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #10
მასა ნეტო, გ: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებლის დასახელება, სრული მისამართი  და ტელეფონი: უკრაინა, შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი”, 02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. ტელ.: (044) 253-39-37;
წარმოების ობიექტის მისამართი (ადგილმდებარეობა): 03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსეს ბულვარი 8.
10 ტაბლეტი
თეთრი ნახშირი
ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას
მწარმოებელი:
შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი”,
02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. უკრაინა.
ტელ.: (044) 253-39-37
წარმოების ობიექტის (ქარხნის) მისამართი:
03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსის ბულვარი 8.
თეთრი ნახშირი
ტაბლეტები
ТУ У 15,8-33082808-001:2008
1 ტალბეტი შეიცავს: სილიციუმის დიოქსიდს (210მგ), მიკროკრისტალურ ცელულოზას, შაქრის პუდრს, კარტოფილის სახამაბელს.
გამოყენების სფერო: რეკომენდებული როგორც საკვები რაციონის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი და რეკომენდებული სადღეღამისო დოზა: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის – 3-4 ტაბლეტი 3-4 – ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით; 3-4 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით.
მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.
მასა ნეტო: 10 ტაბლეტი, თითო 700 მგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC  ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.

ნოვასანი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ზინგიბერი #30ტ

32.00 ლარი
30.08 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნიუვიტი ქიდსი 150მლ სიროფი

39.97 ლარი
37.57 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ოფი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!