50.50 ლარი
47.47 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
50.50 ლარი
47.47 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ველტფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
თურმანიძის მალამო
(ნაწოლებისთვის)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატით გაჟღენთილ სტერილურ მიტკალს ან სამფენოვან დოლბანდს დავაფარებთ ჭრილობის ზედაპირზე. ღრმა ჭრილობებში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
წინააღმდეგჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა: 40გ პოლიპროპილენის ხრახნილიანი ქილა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
ომევიტის
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა ერთ კაფსულაზე „ა“:
აქტიური ნივთიერებები:
ომეგა-3 — 500 მგ
შემადგენლობა ერთ კაფსულაზე „ბ“:
მოცვის ფხვნილი — 100 მგ, ყურძნის წიპწების ექსტრაქტი — 60 მგ, ციტრუსის ბიოფლავონოიდები — 60 მგ, ლუთეინი — 10 მგ, ზეაქსანტინი — 500 მკგ, ვიტამინი E — 10 მგ (10 სე-ის ეკვივალენტური), ვიტამინი А — 800 მკგ (2664 სე-ის ეკვივალენტური), ვიტამინი D3 — 10 მკგ (400 სე-ის ეკვივალენტური), ბეტა-კაროტინი — 6 მგ, თუთიის ოქსიდი — 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი.
თვისებები
ომეგა – 3 წარმოადგენს მოზრდილებისა და ბავშვების ჯანსაღი კვების ერთ-ერთ კომპონენტს, გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის ჩამოყალიბებისა და ნორმალური მიმდინარეობის და უმეტესესი ორგანოებისა და სისტემების (ცენტრალური ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვების, მხედველობის) ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ომეგა-3 აუმჯობესებს უჯრედების მემბრანების სტრუქტურას და მათ ფუნქციონალურ თვისებებს, აუმჯობესებს ლიპოპროტეიდების ურთიერთქმედებას ფერმენტებთან და მთლიანობაში ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმს.
მოცვი – ბუნებრივი კაროტინოიდია, რომელიც შეიცავს პიროკატექინებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ქარვის), მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, გოგირდს, ფოსფორს. კომპლექსურად ისინი მონაწილეობენ მხედველობის სისტემის უჯრედების ფუნქციონალურ აქტივობასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ პროცესებსა და მეტაბოლიზმში.
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, კვერცეტინს, კატექინებს, რესვერატროლს, პიკნოგენოლს, ლუთეინს, ზეაქსანტინს, ბიოფლავონოიდებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედების სუნთქვაში, როგორც კატალიზატორები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ლიპიდების ცვლის ფიზიოლოგიური პროცესების აჩქარებით.
ლუთეინი – კვერცხის გულში არსებული ყვითელი პიგმენტია, რომელიც ასევე გვხვდება ზოგიერთ წყალმცენარეში, ბევრ მცენარეში. ლუთეინს ასევე შეიცავს ჩვენი თვალის ბადურა, სადაც იგი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოებში ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობისთვის.
ზეაქსანტინი – კაროტინოიდების ჯგუფის ნატურალური მცენარეული პიგმენტია, რომელიც გვხვდება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში. ადამიანის ორგანიზმში ზეაქსანტინი გროვდება სისხლის შრატში და თვალის ბადურაში, ყვითელ ლაქად წოდებულ არეში და დიდ გავლენას ახდენს მხედველობის ორგანოს ფუნქციონირებაზე.
ვიტამინი А, ვიტამინი D, ვიტამინი E ან რეტინოლი – ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ვიტამინებია, მიეკუთვნებიან ცხიმხსნად კლასს, ამიტომ ორგანიზმში ყველაზე უკეთ ათვისება ხდება ცხიმთან ერთად. მონაწილეობას იღებენ ორგანოებისა და სისტემების ფიზიოლოგიურ რეგულაციასთან დაკავშირებულ მთავარ ბიოქიმიურ პროცესებში. ბეტა-კაროტინი არის „А“ ვიტამინის ადვილად ათვისებადი ფორმა. წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლური პროცესების აქტივაციის ფაქტორს. გააჩნია ანტიჰიპოქსიური მოქმედება და მონაწილეობს უჯრედების ენერგეტიკული სუბსტრატით უზრუნველყოფის ბიოქიმიზმში.
თუთია ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების გამტარიანობის სტაბილიზაციას, იცავს მათ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი გავლენისგან. ასევე აძლიერებს საერთო იმუნიტეტს იმუნური უჯრედების წარმოქმნისა და დიფერენცირების სტიმულირების ხარჯზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბეტა-კაროტინისა და თუთიის მიღება ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას.
გამოყენების რეკომენდაციები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ომევიტი წარმოადგენს ვიტამინების, ამინომჟავების და მიკროელემენტების კარგად შერჩეულ კომპლექსს, რომელსაც გააჩნია ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის მხედველობის ორგანოების ფიზილოგიურ ფუნქციაზე გავლენის ზოგადი თვისებები.
რეკომენდებულია:
— როგორც ორგანიზმისთვის საჭირო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, მათი ორგანიზმში საკვებთან ერთად არასაკმარისად მოხვედრისას (არასრულფასოვანი კვება, დიეტის ხანგრძლივად დაცვა, არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები და ა. შ.);
— რეკომენდებულია, როგორც ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებითი წყარო თვალის დასაცავად და გასაძლიერებლად ცვლის ტოქსიკური პროდუქტების (თავისუფალი რადიკალების) მავნე ზემოქმედებისგან, თვალების დაღლისგან.
— ომევიტი იცავს თვალის ბადურას მზის სინათლის აგრესიული ზემოქმედებისგან, ეხმარება მხედველობითი დაძაბულობისას (ხანგრძლივი კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და ა. შ.);
— ასტიმულირებს იმუნიტეტის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ხელს უწყობს მხედველობის ორგანოების ფუნქციის ასაკობრივი ცვლილებების შენელებას.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობისას.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში 1 კაფსულა „ა“ და 1 კაფსულა „ბ“ დღეში ერთხელ.
განსაკუთრებული მითითებები:
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შენახვის პირობები:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10°С-დან 30°С-მდე ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები ან კაფსულები.
მწარმოებელი:
წარმოებულია “CITCOCHEMICALSLTD”-სთვის, ინგლისი.
LLC “NATUREX” უზბეკეთის რესპუბლიკა, 100069, ტაშკენტი, ალმაზარის რაიონი, იანგი ალმაზარის ქ. N51.
6.50 ლარი
6.11 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: თურმანიძე +
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ომეგა-3 პრემიუმი, არის ბალანსირებული და უნიკალური კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის თევზის ქონს, სელენიუმს და ვიტამინებს.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი 1000მგ (EPA – 18%, DHA 12%); ვიტამინი E – 5 მგ; ვიტამინი D3 – 3.33 მკგ; სელენიუმი – 50 მკგ
ფარმაკოლოგიური მოქმედაბა: ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.
ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას.Aდადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. Aახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას.Uუზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ვიტ. E მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებასა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ვიტ. E დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვის კედელზე.
ვიტ. D3 განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
სელენიუმი ხასიათდება ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. ხელს უწყობს მომწამლავი მეტალების ელიმინაციას ორგანიზმიდან, რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს.
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, მიიღება 3 წლიდან
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი. ჟელატინის რბილი კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის, #30.
თუთია+D+C+კვერცეტინი #50
აქტიური ნივთიერება
თუთია, ვიტამინი D3, ვიტამინი C, კვერცეტინი
მოქმედება
ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, სხეულის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს. გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. ვიტამინი D და კვერცეტინი ხელს უწყობს ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციონალური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.
პროდუქტის აღწერა
ვირუსები, ბაქტერიები, ინფექციები … ჩვენს იმუნიტეტს ისინი მუდმივად ესხმიან თავს. იმ პერიოდში, როდესაც ეს დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები განსაკუთრებით აქტიურია, იმუნური სისტემა ვეღარ ახერხებს დამოუკიდებლად გამკლავებას და საჭიროებს დამატებით დახმარებას. თუთია+D+C+კვერცეტინი, არის გაუმჯობესებული შემადგენლობა იმუნიტეტის დახმარების გასაძლიერებლად, გაციების და ვირუსული დაავადებების საშიშროების შესამცირებლად. მასში ერთდროულად შედის რამდენიმე აქტიური იმუნოსტიმულატორული კომპონენტი, რომლებიც ერთობლიობაში აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას: თუთია, ვიტამინი D, ვიტამინი C და კვერცეტინი.
როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები
თუთია ერთ-ერთი იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის ყველა რგოლზე. ის ზრდის ინტერფერონების – სხეულის ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისგან დამცავი ცილების გამომუშავებას. თუთია ხელს უშლის უჯრედში ვირუსის გავრცელებას, იცავს ლიმფოციტებს დაშლისგან. ის ასევე აძლიერებს თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) მუშაობას, რომელსაც ზოგჯერ „იმუნური სისტემის გულს“ უწოდებენ, რადგან შეუძლია ახალი T უჯრედების გამომუშავება. ისინი, თავის მხრივ, ამოიცნობენ ვირუსებს და ანადგურებენ მათ.
ვიტამინი D არის უნიკალური შეგუებითი იმუნომოდულატორი. ის აძლიერებს თანდაყოლილ იმუნიტეტს, ააქტიურებს მიკრობსაწინააღმდეგო პეპტიდებს, რომლებიც ანადგურებენ დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებს – მიკრობებს, ბაქტერიებს და ვირუსებს. ვიტამინი D აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს, ამცირებს „ციტოკინის შტორმის“ დონეს, აგრეთვე ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას ვირუსებით გამოწვეული ანთებითი რეაქციის შემცირებით. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს მიკრობსაწინააღმდეგო ცილების წარმოქმნას ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში.
ვიტამინი C არის ცნობილი იმუნოსტიმულატორი. ის აძლიერებს ინტერფერონის ცილების გამომუშავებას, რომლებიც ერთ-ერთი პირველი ებრძვიან ვირუსებს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების მოსპობას და იცავს ფილტვის უჯრედებს მათი აგრესიული მოქმედებისგან.
კვერცეტინი არის უნიკალური ბუნებრივი ბიორეგულატორი, სანიმუშო ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებით უჯრედების მემბრანების დაშლას და ანთების განვითარებას. ბრონქების და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებში პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ხელს უწყობს შეტევების სიხშირის შემცირებას, ხველის, ქოშინი, ბრონქების შეშუპების უფრო სწრაფად გაქრობას, ბრონქების გამტარობის გაუმჯობესებას, ფილტვების ქსოვილის და ნორმალური სუნთქვის აღდგენას. ხოლო ჩინეთის უახლესი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ კვერცეტინი ეხმარება ვირუსებისგან დაცვაში.
გამოხატული ჟანგვის საწინააღმდეგო თვისებების მქონე აქტიური ნივთიერებების ასეთი მძლავრი ურთიერთშეხამების წყალობით თუთია+D+C+კვერცეტინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის დამცავი ძალების აღდგენას გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს, ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის, გარე სუნთქვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, აგრეთვე სისხლძარღვების და კაპილარების კედლების გამაგრებას.
შემადგენლობა
ასკორბინის მჟავა; მიკროკრისტალური ცელულოზა (მატარებელი), თუთიის ლაქტატი, კვერცეტინი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), კალციუმის სტეარატი და ამორფული სილიციუმის ორჟანგი (დაკოშტვის საწინააღმდეგო ნივთიერებები).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვება უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი საკვებთან ერთად. მიღების ხანგრძლივობაა არანაკლებ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება. რეკომენდებულია ყოველდღიური მიღება გრიპის სეზონური ეპიდემიებისა და გაციების დროს.
დღეში 1 ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს ამ ნივთიერებების მიღების რეკომენდებულ დღიურ დონეებს: თუთიის (12 მგ*) – 80%-ით, ვიტამინ C-ს (90 მგ*) – 150%-ით, ვიტამინ D-ს (500 სე*) – 250%-ით და კვერცეტინის (10 მგ*) – 33%-ით.
უკუჩვენება
კომპონენტების პირადი აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება. გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ამვილაბი/თუთია 50 მგ
შემადგენლობა: თუთია (ოქსიდი/ციტრატი) – 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.
63.25 ლარი
59.45 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ფაბრიკადო ენ ნორუეგა კომერციალ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ლო.ლი ფარმა ინტერნაციონალი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
19.80 ლარი
18.61 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო