Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 258

ნევრალონი 250მგ/250მგ/1მგ #20ტ

ნევრალონი 250მგ/250მგ/1მგ #20ტ

 

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები. 
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკისებრი გარსით დაფარული, ვარდისფერი ტაბლეტები.

შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)         250 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)    250 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)                   1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: აკრილ-EZE ვარდისფერი 93O3405 (მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, ტრიეთილციტრატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი, კარმინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი).

ათქ კოდი A11DB
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი B1 კომბინაციაში B6  და B12-თან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნევრალონი – B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი.
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები დადებით გავლენას ახდენენ ნერვებისა და მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მაღალი დოზებით გააჩნიათ ანალგეზიური მოქმედება, ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობისა და სისხლის წარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) – წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტიურ ნივთიერებას. ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აგრეთვე სინაპსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. იცავს უჯრედების მემბრანებს პეროქსიდული ჟანგვის პროდუქტების ტოქსიკური ზემოქმედებისაგან.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ფოსფორილირებული ფორმით შედის ენზიმების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და ტრანსამინირების პროცესებში, ლიპიდურ ცვლაში. აუცილებელია პერიფერული და ცენტრალური ნერვული სისტემების (ცნს) ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედებების პოტენცირება, რაც ვლინდება ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით გავლენაში. B6 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში დეფიციტის ფართოდ გავრცელებული მდგომარეობები სწრაფად კუპირდება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. 
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის. გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნის ფუნქციაზე (გარეგანი ანტიანემიური ფაქტორი), მონაწილეობს ქოლინის, მეთიონინის, კრეატინინის, ნუკლეინის მჟავების წარმოქმნაში. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) პერორალურად მიღების შემდეგ, რეზორბირდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მის ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს თიამინკარბონის მჟავა და პირამინი (2,5-დიმეთილ-4-ამინოპირიდიმინი). მეტაბოლიტები, მცირე რაოდენობის შეუცვლელ თიამინთან ერთად, გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმლებით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან. ღვიძლში მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების –  პირიდოქსალფოსფატის და პირიდოქსამინფოსფატის წარმოქმნით. ვიტამინი B6 ფუნქციონირებს როგორც კოენზიმი მე-5 პოზიციაში CH2OH–ჯგუფის ფოსფორილირების შემდეგ, ანუ პირიდოქსალ-5-ფოსფატის (PALP) წარმოქმნით. PALP დაახლოებით 80% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პირიდოქსინი უპირატესად გროვდება კუნთებში, ღვიძლში და ცნს-ში. პირიდოქსინის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს 4-პირიდოქსილის მჟავა, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით. 
ციანკობალამინის (ვიტამინი B12) ძირითადი რაოდენობის ათვისება ხდება “კასლის შინაგან ფაქტორთან” შეკავშირების შემდეგ. ვიტამინი B12 ძირითადად გროვდება ღვიძლში. სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 დღეს, ღვიძლიდან – დაახლოებით 1 წელს. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და შარდით.   

მიღების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, ნერვული სისტემის ისეთი დაავადების სიმპტომური მკურნალობა, როგორიცაა:
– ნევრიტი, ნევრალგია (მათ შორის სამწვერა ნერვის), პოლინევრიტი, პოლინეიროპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსარტყვლელი ლიქენი, მიალგიები, ფესვობრივი სინდრომი (გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით), რეტრობულბარული ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი;
– სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ვიტამინი B1, B6  და B12 დადასტურებული დეფიციტით.
ამას გარდა, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
– კარდიომიოპათია (დაკავშირებული ვიტამინი B1 დეფიციტთან);  
– ოპერაციისშემდგომი ღებინება;
– სხივური დაავადება;
– ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც აღინიშნება ალკოჰოლიზმის დროს.

მიღების წესი და დოზები
ნევრალონის ტაბლეტები მიიღება შიგნი, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. 
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის მიზნით – 2-4 ტაბლეტი დღეში. სიმპტომების შესუსტებისას დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 1 ტაბლეტამდე. 
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 1 თვეს. 

წინააღმდეგჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 

გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევებში – ოფლიანობა, აკნესმაგვარი გამონაყარი, კანის რეაქციები (ჭინჭრის ციება). იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარება (გამონაყარი კანზე, სუნთქვის დარღვევა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).

განსაკუთრებული მითითებები
ნევრალონის მიღების საკითხი პაციენტებში გულის მწვავე და მძიმე დეკომპენსირებული უკმარისობით, წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. 

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას პრეპარატის გამოყენებისათვის არავითარი შეზღუდვები არ არის.   

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუცილებლობისას პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია. 

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატ ნევრალონის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი B6  აქვეითებს ლევოდოპას თერაპიულ ეფექტურობას.
თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორურაცილი ამცირებენ ვიტამინი B1  ეფექტურობას, წარმოადგენენ რა მის ანტაგონისტებს. ანტაციდები ანელებენ ვიტამინი B1  შეწოვას.
ალკოჰოლის, ამინოსალიცილატების, ან კოლხიცინის (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდების კომბინაციები) ჭარბი გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ამცირებს ვიტამინი B12  აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: სენსორული ნეიროპათია, პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გამოხატულების გაძლიერება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერზე.
2 ან 5 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
შეინახეთ ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვეტასოდი 120მლ ვაგ/ხსნ

V  E  T A  S  O D

ვეტასოდი

 

 

შემადგენლობა: ყოველი 100მლ ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ბიკარბონატი%2, ნატრიუმის კარბონატი 0.025 %

გამოხდილი წყალი Q.Q. 120 მლ დამცავი ბუფერული არომატიზატორი.

მახასიათებლები: ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური მასა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს ნატრიუმის ბიაკრბონატს და ნატრიუმის კარბონატს, რათა მიღებული იყოს ბუფერული ტუტე ხსნარი pH=8-9. კომბინირებულია გამოხდილ წყალთან, რომელიც განსაკუთრებულად არის  მომზადებული საშოს გამორეცხვისთვის. ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური მასა შეიცავს 100მლ-ს, რომელიც არის საკმარისი რაოდენობა ვაგინას გამორეცხვისთვის ვაგინალური სეკრეციის დაზიანების გარეშე. ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური  მასა ადვილად გამოსაყენებელია, სწრაფად ხსნის გამაღიზიანებელ სიმტომებს. ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური მასა აღჭურვილია აპლიკატორით, რომელიც აადვილებს სითხის მთელ ვაგინაში გავრცელებას. ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური მასა უზრუნველყოფს გამწმენდ მოქმედებას.  შექმნილია ქალის ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის.

ჩვენება:ქალების ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გენიტოურინარული სისტემის ანატომიური მდებარეობა, რომელიც ადვილად ინფიცირდება. ვეტასოდის ხსნადი ვაგინალური მასა Ulutan ilaç kimya sanayi ve dis tic -ის ერთ-ერთი პროდუქტია.  

გამოიყენება შემდეგისთვის:

– რეპროდუქტოლოგია (ორსულობისთვის საჭირო ტუტე გარემოს შექმნა)

– Candida Albicans-ით გამოწვეული ვულვო-ვაგინიტის მკურნალობა.

უკუჩვენება: არ უნდა გამოიყენონ ქალწულებმა. არ უნდა გამოიყენოს ორსულმა.

გვერდითი ეფექტები:  ჩვენების დაცვის დროს არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები. უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების ინსტრუქცია:

საუკეთესო შედეგებისთვის რეკომენდებულია შემდეგი ნაბიჯების დაცვა:

მოაშორეთ სახურავი ფლაკონს.

(1). გახსენით აპლიკატორის სახურავი.

(2). მოათავსეთ კანიულა აპლიკატორში.

(3). მოათავსეთ ფლაკონი და კანიულა 45° იანი მრუდით ინექციისთვის.

(4). აპლიკატორი ნელა და ნაზად შეიტანეთ ვაგინაში, თანდათნ დააჭირეთ ფლაკონს მთელი ხსნარის გამოყოფამდე.

შეიძლება გამოიყენონ ვერტიკალურ ან ტუალეტში მჯდომარე მდგომარეობაში.

დოზირება:

-მამრობითი სქესის ნაყოფის ალბათობის გასაზრდელად გამოიყენეთ დღე-ღამეში ერთხელ 9-14 ან 15 დღის პერიოდში.

გამოიყენება სქესობრივ კონტაქტამდე საათნახევრით ადრე.

-კანდიდური ვულვო-ვაგინიტის დროს: დამხმარე თერაპიის სახით კვირაში ორჯერ.  

გაფრთხილება:

პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს ექიმის დანიშნულების შემდეგ.

არ გადაყლაპოთ.

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მწარმოებელი:  თურქრთი / Yeni Pharma Tibbi Malzeme İlaç San. İç Ve Diş Tic. Ltd. Şti.

დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D  GEORGIA

ჰეპაგარდ აქტივი #30კაფს

35.70 ლარი
33.55 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: ბიოსურფი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატურენატალი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰარტოვინი #30კაფს

46.96 ლარი
44.14 ლარი

ქვეყანა: ხორვატია

მწარმოებელი: ფარმას გროუპ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვენოპლანტი ენტეროსომა#20ტ

ვენოპლანტი

გასტროპროტექტორული ტაბლეტები

    ენტეროსომა-I®

 

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: დიოსმინი 300 მგ, ყვითელი ძიძოს ექსტრაქტი 160 მგ- 20% კუმარინი, აზიური ცენტელა 15 მგ.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომლის შემადგენლობაში შედის მიკრონიზებული დიოსმინი, ტიტრირებული მელილოტოს მშრალი ექსტრაქტი, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, აზიური ცენტელას მშრალი ექსტრაქტი, რომელიც განაპირობებს მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურად მიმდინარეობას და ხელს უშლის შეშუპების განვითარებას. ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების შექმნისას გამოყენებულია დაპატენტებული ტექნოლოგია ენტეროსომა-I®, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ისეთი აქტიური ნივთიერებების ათვისება, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ ძნელად ხსნადია ან რთულად შეიწოვება ნაწლავიდან.

ენტეროსომა-I® წარმოადგენს რამდენიმე კომპონენტის კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავის უჯრედებთან კავშირს და ხდიან მათ უფრო მეტად გამტარს ნივთირებების მიღებისადმი. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ვენოპლანტის შემადგენლობაში შემავალი ლიპოფილური ნივთიერებები უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

ტექნოლოგია  ენტეროსომა-I® დაცულია საერთაშორისო პატენტით no. WO2013/171270.

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტების მოქმედი ნივთირებები:

მელილოტო

გამოყენებულია ამ მცენარის მშრალი ექსტრაქტის ყვავილოვანი ნაწილი, რომელიც შეიცავს კუმარინს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალი ისეთი თვისება, რაც მას ყოველთვის საინტერესოს ხდიდა სამედიცინო და მეცნიერული თვალსაზრისით. მელილოტო აუმჯობესებს ვენურ და ჰემოროიდულ წნულში სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს მიკროცირკულაციას და ახდენს ქსოვილოვანი სითხის დრენირების გაძლიერებას.

აზიური ცენტელა

სამკურნალო მცენარე, დიდი ხანია ცნობილია და აქტიურად გამოიყენება მედიცინაში. იგი მდიდარია ტრიტერპენული ნივთიერებებით, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ვენურ სისხლის მიმოქცევაზე. ტრიტერპენული ფრაქცია შედგება ნივთიერებებისგან, რომლებიც ერთვებიან მიკროცირკულაციის პროცესში და ღებულობენ მონაწილეობას ქსოვილოვანი სითხის დრენირების ფიზიოლოგიური ფუნქციის გაძლიერებაში, რომლის დარღვევაც იწვევს შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ქვემო კიდურებში.

მიკრონიზებული დიოსმინი

ბუნებრივი ფლავონოიდი, რომელიც მიღებულია ლიმონის ხიდან, ფორთოხლიდან და სხვა ციტრუსებიდან.

ჩვენებები

ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება, წვივის კუნთების კრუნჩხვები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ტროფიკული წყლულები.

ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება.

ტრავმის და ორთოპედიული ქირურგიის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.

თვალის მიკროცირკულაციის დარღვევისას შეშუპების მკურნალობა.

მიკროცირკულაციის დარღვევა გამოხატული სისხლძარღვთა გამავლობის მოშლით.

გამოშვების ფორმა

ვენოპლანტი ენტეროსომა-I®, გასტროპროტექტორული ტაბლეტები შეფუთვაში 20 ტაბლეტია.

მიღების წესი

მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი, საუზმის შემდეგ, ჭიქა წყლის მიყოლებით.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არ გადააჭარბოთ დღიურად დასაშვებ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული დიეტის შემცვლელს.

შეინახეთ მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა ეხება პროდუქტის რომელიც ინახება ყველა წესის დაცვით და არის გაუხსნელ მდგომარეობაში,

გლუტენის გარეშე

ნატურეკალცი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ქოლეკარდი #30ტ

38.80 ლარი
36.47 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: პრომოფარმა სპა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატურედროპსი 50მლ ფლ

51.61 ლარი
48.52 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ნატურეს აიდი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ულტროქსი 20მგ #28ტ

52.95 ლარი
49.77 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ნობელი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!