Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 264

დუო-ლაქსი #20ტ

დუო–ლაქსი

მცენარეული სამკურნალო საშუალება

 

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი:

პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება

შემადგენლობა:   

თითოეულიტაბლეტიშეიცავს:                              

სინამაქის (Cassia acutifolia ) ფოთლების ექსტრაქტი – 54 მგ.

ალოეს  (Aloe arborescens)ფოთლების ექსტრაქტი – 50 მგ.

აღწერილობა: მრგვალი ფორმის, მოყავისფრო ფერის ტაბლეტები ,გამყოფი ხაზით, ალოესთვის დამახასიათებელი ოდნავ მომწარო გემოთი.

სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს:  ძირითადია რეინის დიანტრონები  (დიმერული შენაერთები) , რომლებიც ცნობილია სენოზიდი A და B სახელით (სტერეოიზომერები) . ასევე მონოგლიკოზიდებს –  გლუკორეინს, გლუკოალოე-ემოდინს, რეინის გლიკოზიდებს. თანმხლები ნივთიერებებია ფლავონოლები, კემპფეროლი, იზორამნეტინი , მათი გლიკოზიდები და ფისოვანი ნივთიერებები.

ალოეს ფოთლები შეიცავს  160-მდე აქტიურ ნივთიერებას: ანტრაცენ ნაწარმებს-მათ შორის ალოე-ემოდინს, C გლიკოზიდ-ალოინს.  ამინომჟავებს, ფერმენტებს, C,K,B12  ვიტამინებს და ნიკოტინის მჟავას. მაკრო და მიკრო ელემენტებს: (B,P,AL,MG,CA,K,Na,Si,Fe,Mn,Ba,Ag,Zn,Ni და სხვ.)  აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში),  იწვევს საფაღარათო ეფექტს.  ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი,  საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.             

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას,  რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას,  მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას. ალოეს ფოთლების ექსტრაქტი აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, აკონტროლებს ნაწლავური მიკროფლორის განვითარებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-1Oსთ-ისშემდეგ.

ჩვენებები:

შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია), მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება.

კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი პერიოდი, რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ .

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.მოზრდილები(12 წლის ასაკის ზევით) ნახევარი ან  1ტაბლეტი ძილის წინ. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დასაშვებია დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია. მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

გვერდითი მოვლენები:

დოზის გადაჭარბების დროს შესაძლოა თან ახლდეს გაძლიერებული ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი. შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი გამყოფი ხაზით ბლისტერზე. კოლოფში 2 ბლისტერი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”  საქართველო. 

ტელ: 2 109916

სიმვა-დენკი 20მგ #30ტ

20.88 ლარი
19.63 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მეგაშელზი #10კაფს+#10ტ

შემადგენლობა:

თითოეული ფირფიტა შეიცავს:

ფორმულა A-ს 10 რბილ ჟელატინისებრ კაფსულას

ფორმულა B-ს 10 ტაბლეტს.

ფორმულა “A”: თითოეული რბილი ჟელატინიანის კაფსულა შეიცავს დაახლოებით: თევზის ლიპიდური ქონის (EPA – 10K% & DHA – 40 %) _ 700 მგ. შეიცავს ეიკოზაპენტაენის მჟავას 70 მგ & დოკოზაჰექსაენის მჟავას – 280 მგ. ექსციპიენტები – ქ.ს.

სხვა ინგრედიენტები:

ცხოველური წარმოშობის ჟელატინი (კაფსულის გარსი), გლიცერინი, სორბიტოლი, ფუტკრის ცვილი, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, სოიოს რაფინირებული ზეთი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი და კლასი II-ი კონსერვანტი. შეიცავს ნებადართულ სინთეტიკურ ფერებს.

ფორმულა “B”:  თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით, ორგანული წყაროდან წარმოშობილ კალციუმის კარბონატს (ხამანწკის ნიჟარა) 1250 მგ, რომელიც ქვემოთ მოხსენიებულის ექვივალენტურია:

  • ელემენტური კალციუმი – 500 მგ.
  • მაგნიუმი (ელემენტარული) მაგნიუმის ოქსიდის სახით – 40 მგ.
  • მანგანუმის (ელემენტარული) მანგანუმის სულფატის სახით – 1.8 მგ.
  • თუთია (ელემენტარული) თუთიის სულფატის სახით – 7.5 მგ
  • სპილენძი (ელემენტარული) სპილენძის სულფატის სახით – 1.0 მგ
  • ბორი ნატრი ბორატის სახით – 250 მკგ.
  • ვიტამინი D – 6.25 მკგ.
  • ექსციპიენტები – ქ.ს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ომეგა 3 – ცხიმოვანი მჟავები – ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჯავების ომეგა 3-ის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მრავალმა კლინიკურმა კვლევებმა  გვიჩვენეს, რომ ომეგა 3-ს პოლიუჯერი ცხომოვანი მჟავები ითვლება მნიშვნელოვან კომპონენტად გულის ჯანსაღი კვებისათვის. ისინი დადებით გავლენას ახდენენ დაბალი სიმკვრივის ლიპო-პროტეინების შემცირებაზე, არეგულირებენ სისხლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის შეფარდებას. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 ამუხრუჭებენ თრომბის განვითარების პროცესს, ხელს უწყობენ იმუნური სტატუსის ამაღლებას, არეგულირებენ თავის ტვინში სისხლის  მიმოქცევას ჰიპოქსიისა და დაბალი არტერიული წნევის დროს.                                

მეგაშელზი  შეიცავს ელემენტარული კალციუმის (ელემენტარული კალციუმის 40%) უმაღლეს რაოდენობას და ხასიათდება უკეთესი ტოლერანტობის ხარისხით.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

თევზის ქონი: მისი სრულყოფილი შთანთქმა ხდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. იგი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA). ომეგა-3 მჟავები წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც საჭიროა ნორმალური ჯანმრთელობისა და ზრდისათვის, იგი თავის ტვინისა და თვალის ბადურის გარსის წამყვანი კომპონენტია. განვითარებად ნაყოფსა და ახალშობილებს ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნილება. რეკომენდირებულია, რომ ორსულმა და ახალშობილის დედამ მიიღოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სულ მცირე 2,6 გრ და DHA-ს 100-300 მგ. ყოველდღიურად, რათა იზრუნოს ნაყოფისა და მეძუძური ახალშობილის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. Oმეგა-3 ცხიმოვანი მჟავები შემდგომ ახანგრძლივებენ გესტაციის პერიოდს, ზრდის ახალშობილის წონას და იცავს ნაადრევი მშობიარობისაგან, იგი ასევე ხელს უწყობს ცნს-ის მომწიფებას, ვიზუალური ფუნქციების და ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას.

კალციუმი: კალციუმის კარბონატის სრულყოფილი შეწოვა ხდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან, სადაც იგი მარილმჟავასთან ურთიერთქმედების შედეგად, გარდაიქმნება კალციუმის ქლორიდად. კალციუმის კარბონატი შთაინთქმება თავისუფალი კალციუმისა და ბიკარბონატის იონების სახით. შისხლის შრატში კალციუმის დაახლოებით ნახევარი 5-10% დაკავშირებულია პროტეინთან, რომელიც კომპლექსურად ჭარმოადგენს ნაწილობრივად მზა დიფუზურ ორგანულ მარილებს, და ნაწილი წარმოდგენილია თავისუფალი იონების სახით. კალციუმი წარმოადგენს ძირითად შემადგენელს, რომელიც აღმოჩენილია ადამიანის სხეულში მაგალითად  ძვლებში, კბილებში და ა.შ.. ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი შეიცავს კალციუმის 1000 & 1300 მგ, რომელთა დაახლოებით 90% არის ძვლებში. კალციუმი განსაკუთრებით აუცილებელია ბევრი  მნიშვნელოვანი  ფიზიოლოგიური პროცესებისათვის ისეთი როგორიცაა: ძვლის ზრდა-განვითარება, ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბება, მემბრანის მთლიანობა, სისხლის მიმოქცევა და ა.შ.. ორგანიზმის მოთხოვნილება კალციუმის  მიმართ იზრდება ორსულობის დროს.

ვიტამინი D3: მნიშვნელოვანია ოპტიმალური ჯანმრთელობისათვის. ვიტამინი D3-ს ერთ-ერთი უმთავრესი როლი არის კალციუმისა და ფოსფორის უტილიზაცია  და მეტაბოლური პროცესის რეგულირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაყოფის ძვლები ამ პერიოდის განმავლობაში სწრაფად ვითარდება, ხოლო ვიტამინი D3-ს ძირითად წყაროს კი დედა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ვიტამინი D3-ს დამატება მნიშვნელოვანია ნაყოფის ძვლების სათანადო ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე დედის ჯანმრთელი სტატუსის შესანარჩუნებლად. ვიტამინი D3 –ის რეკომენდირებული დღიური ნებადართული დოზაა 400 IU.

მაგნიუმი:  მაგნიუმის შეწოვადობა მერყეობს 35%-დან 45%-მდე. მაგნიუმის შთანთქმა ხდება წვრილი ნაწლავიდან, განსაკუთრებით მლივ ნაწლავში. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმში არსებული მაგნიუმის რაოდენობაზე, კვების რაციონში შემავალ მაგნიუმის რაოდენობაზე. მაგნიუმი ჩართულია ძვლისა და მინერალების ჰომეოსტაზში და იგი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლოვანი კრისტალის ზრდისა და სტაბილიზაციისათვის. მაგნიუმი წარმოადგენს კო-ფაქტორს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და უმთავრეს როლს თამაშობს ძვლის ქსოვილის ზრდაში და ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციაში.

მანგანუმი:  მანგანუმის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავიდან. მანგანუმი მიეწოდება შეკავშირებული სახით მაკროგლობულინს, ტრანსფერინსა და ტრანსმანგანინს. იგი წარმოადგენს რამოდენიმე ფერმენტის კოფაქტორს, და ხელს უწყობს ძვლის ფორმირებასა და პურუვატულ კონვერსიას.

თუთია: თუთია წარმოადგენს რამოდენიმე ფერმენტის კოფაქტორს. იგი აუცილებელია ნუკლეინის მჟავის,  პროტეინის მეტაბოლიზმის, უჯრედული მემბრანის სინთეზისათვის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭრილობების შეხორცებაში, იმუნური სისტემის აქტივაციაში, სასქესო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

სპილენძი: სპილენძის დაახლოებით 25-დან 60% ოდენობის შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის საშუალებით. სპილენძი ძალიან მნიშვნელოვანია ჰემოგლობინის სინთეზისათვის. სპილენძის და პროტეინის კომპლექსი ცერულოპლაზმინი ხელს უწყობს რკინის გადატანას ჰემოგლობინის სინთეზისათვის. იგი წარმოადგენს ციტოქრომ ოქსიდაზას და დეჰიდროგენაზას კომპონენტს.

ბორი: იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც მიიღება საკვებიდან, ისეთი როგორიცაა ნატრიუმის ბორატი. ბორი სწრაფად და თითქმის მთლიანად შთაინთქმება. ბორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩონჩხის განვითარებისათვის და ასევე მას უმთავრესი როლი აქვს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

დოზირება და გამოყენება:  ფორმულა A-ს ერთი კაფსულა და ფორმულა B-ს ერთი ტაბლეტი ერთად დღეში ერთხელ ან ორჯერ. 1-3 წლამდე ომეგა 3 (EPA, DHA)-15 მგ/კგ, და ½ ტაბლეტი დღეში 3-6 წლამდე 1 კაფსულა დღეგამოშვებით, ½-1 ტაბლეტი დღეში 6-15 წლამდე  1 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში, 15 წლიდან 1-2 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში ორსულები და მეძუძურები  დღეში 1-2 ტაბ და 1-2 კაფსულა მიიღება სადილის დროს ან სადილის შემდეგ. მიიღება ერთად ან ცალკე კაფსულა და ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები:  ზოგადად, მეგაშელზი არის უსაფრთხო და ახასიათებს კარგი ამტანობა.

შენახვა:  შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ შუქს.

დოქტორ ნემო ომეგა-3 #30კაფს

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:

BioPure DHA® (თევზის ქონი)  –  500 მგ 

ომეგა – 3 ცხიმოვანი მჟავები:  150 მგ (DHA – 119 მგ,  EPA – 31 მგ)

D-ალფა-ტოკოფეროლი (ვიტ. E) – 2,5 მგ

ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 2,5 მკგ

ფორთოხლის ზეთი

დამატკბობელი სუკრალოზა

არომატიზატორი

 

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, სახამებელი, გლიცეროლი, გამოხდილი წყალი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

ომეგა 3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, აგრეთვე ცხიმში ხსნადი ვიტამინების (E და D3) ერთობლივი მოქმედება განაპირობებს პრეპარატ დოქტორ ნემოს ანთებისსაწინააღმდეგო და იშემიისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზულ და ანტიჰიპერტენზიულ, აგრეთვე იმუნომასტიმულირებელ და ანტიკანცეროგენულ მოქმედებას. 

 

ჩვენებები: 

დოქტორ ნემო გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით:

_ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მ.შ. არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება

_ მეტაბოლური სინდრომი, მ.შ. სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა გენეზის დისლიპიდემია, ზრდაში ჩამორჩენა

_ ნერვული სისტემის დაავადებები, მ.შ. მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კოგნიტიური (დასწავლის) ფუნქციის დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ნეიროდეგენერაციული დაავადებები

_ თვალის დაავადებები, მ.შ. კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია

_ კანის და რბილი ქსოვილების პათოლოგიები, მ.შ. ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლული

_ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, მ.შ. ართროზო-ართრიტები, რევმატოიდული ართრიტი, მოტეხილობა, რაქიტი, ოსტეომალაცია, ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია

_ ორსულთა პათოლოგიები, მ.შ. გესტოზი, ნაყოფის ჰიპოტროფია, ნაყოფის ჰიპოქსია, პლაცენტის ფუნქციური უკმარისობა

_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნური პათოლოგიები

_ იმუნიტეტის დაქვეითება, აუტოიმუნური დაავადებები

_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე ქრონ. ენტერიტი, ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია, უმადობა

_ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, პერიოდონტიტი, კარიესი, თანკბილვის დარღვევა

 

მიღების წესი:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზებია:

3-დან 12 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსულა დღეში;

12 წლიდან და მოზრდილებში _ 2 კაფსულა დღეში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 კაფსულა. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე, სასურველია მკურნალობა განმეორდეს წელიწადში 2-3-ჯერ. 

უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის, აგრეთვე, ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის!

 

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

შეფუთვა:

არომატიზებული საღეჭი კაფსულა #30

 

გაფრთხილება:

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25oC ტემპერატურამდე დახურულ ქილაში. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

არ შეიცავს გლუტეინს!

სელის ზეთ.ომეგა3,6,9 1000მგ#60კ

36.69 ლარი
34.48 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ჰელს ეიდი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მაუგლი 30მლ წვეთები

41.50 ლარი
39.01 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: პერრერი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

როსუსტარი 20მგ #30ტ

87.56 ლარი
82.31 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მარსიანჩიკი(მარტიანს)ომეგა3#30

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

თევზის ქონი: 50% DHA, 70% Omega 3-მჟავები    250 მგ.

ვიტამინი C(L-ascorbic acid) 37.5 მგ.

ვიტამინი A (Retinyl palmitate) 0.5 მგ.

ვიტამინი D 3 (Cholecalciferol)  0.003 მგ.

მოქმედების მექანიზმი:

თევზის ქონი: DHA და Omega 3 – თავის ტვინის და მხედველობის სწორი განვითარება და ფუნქციონირება: Omega–3-ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში. თავის ტვინის ეს სტრუქტურები ჩართულია სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. Omega–3-ის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თვის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტს და უტილიზაციას, კატექოლამინების, ხოლო ჰიპოკამპში, ციკლური ამფ-ის კონცენტრაციას, პოსპოლიპიდების სინთეზის შემცირებას როგორც თავის ტვინში, ისე ჰიპოთალამუსში. ყველა ეს ცვლილება უარყოფითად აისახება  დასწავლის პროცესზე.სწავლა და მეხსიერება – ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულწილად დამოკიდებულია DHA-ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. იგი მონაწილეობს როგორც სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში. განვითარებად ჰიპოკამპში ხელს უწყობს ნეირონების და სინაფსების ჩამოყალიბებას. DHA-ს მიღებისას სპონტანური სინაფსური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც შედეგია მომატებული გლუტამატერგული აქტივობის. DHA მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. მხედველობა – DHA მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში. აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია,  აუცილებელი კომპონენტებია თავის ტვინის განვითარებისთის და ფუნქციონეირებისათვის. ვიტამინი C: აუცილებელი ვიტამინია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ჩართულია ნეირვული უჯრედების განვითარებაში და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიურ პროცესებში.ვიტამინი A : შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის. გააჩნია: ანტიოქსიდაციური მოქმედება – თავისუფალი რადიკალების განეიტრალების თვისება. ზრდა და განვითარება – აუცილებელია ბავშვებში ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იმუნური სისტემა და ეპითელური საფარის შენარჩუნება – მონაწილეობს მუცინის და კერატინის ექსპრესიაში; ლიმფოპოეზში; ანტისხეულების წარმოქმნაში; ნეიტროფილების, ბუნებრივი კილერი უჯრედების, მაკროფაგების და T-ლიმფოციტების  ფუნქციობაში. აქტიურ როლს თამაშობს ლორწოვანი გარსების მთლიანობის და ფუნქციონირების შენარჩუნებაში. მხედველობა – რეტინელდეჰიდის ფორმაში როდოფსინის აუცილებელი კომპონენტია და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მხედველობის ფუნქციაში წარმოქმნის რა ბადურას სინათლის მიმართ მგრძნობიარე კომპონენტს. მის ნაკლებობას თავდაპირველად მოყვება გარდამავალი სიბრმავე ფოტორეცეპტორის შემდგომი შუქცევადი დეგენერაციით. როგორც რეტინოლის მჟავა უზრუნველყოფს კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის სხვა სტრუქტურების უჯრედების დიფერენციაციას. ნაკლებობა იწვევს ქსეროპთალმიას („მშრალი თვალი“) და რქოვანას დაწყლულებას. ინფექციები – ამცირებს ინფექციური პროცესების სიმწვავეს, განსაკუთრებით წითელას და დიარეის. წითელას დროს ვიტამინი A-ს კონცენტრაცია ეცემა >30%-ით ამ ვიტამინის დეფიციტის არმქონე პაციენტებშიც. მიმდინარე პროცესს საფუძვლად უდევს ტრანსტირეტინის და რეტინოლის დამაკავშირებელი პროტეინის სინთეზის დარღვევა და რეტინოლის მჟავის რეცეპტორების ექსპრესიის შემცირება. მცირდება წითელასთან ასოცირებული მეორადი ინფექციის განვითარების.

ვიტამინი D ბავშვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს ასევე ძვლის მინერალიზაციის დარღვევას გამოწვეულს კალციუმის და ფოსფორის არასაკმარისი კონცენტრაციით სისხლში.

ჩვენება: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვებში დასწავლის, მეხსიერების, კონცენტრაციის და ინფორმაციის აღქმის უნარს; ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარება – აქტივობას; ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობითი აპარატის სწორ განვითარების; აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფატების შეწოვას; ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას; ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას; ავლენს ზოგადგამაჯანსაღებელ და დაცვითი მოქმედებას; რეკომენდებულია ინტენსიური ზრდის პერიოდში. 

გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს. ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური. უკუჩვენება: არ გააჩნია.

ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში და მოზარდებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. კურსი მეორდება ექვს თვიანი ინტერვალით ან ექიმთან შეთანხმებით.

შეფუთვა: ჟელატინის კაფსულა №30, ფორთოხლის არომატით თევზის სუნის გარეშე. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

 

 

როსუსტარი 10მგ #30ტ

56.27 ლარი
52.89 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მარსიანჩიკი(მარტიანს)150მლ სირ

შემადგენლობა: 1 (დოზირებული) ჩაის კოვზი შეიცავს

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი, ბეტა გლუკანი (10 მგ.), ბიოფლავონოიდები         (9 მგ.)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბეტაგლუკანი, ბიოფლავონოიდები – ბეტაგლუკანი უნიკალური და სრულიად უსაფრთხო კომპონენტია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ უჯრედებს და ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად. თუთია წარმოადგენს 200-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს და ასევე უძლიერესი იმუნომოდულაციური საშუალებაა. ასევე მას გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდაციური თვისებები. ვიტამინ C-თან და ბიოფლავონოიდებთან კომბინაციაში, რომლებიც თავად ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდაციური საშუალებებია, წარმოადგენს ძლიერ ბარიერს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისთვის. პოლივიტამინები და მინერალები – პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმალური ზრდა-განვითარებისთვის. ვიტამინები D და Ca  აუცილებელია ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.

ჩვენებები: ჰიპო და ავიატამინოზები, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში, კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან ამცირებს ინფექციური პროცესის სიმწვავეს. ხელს უწყობს უჯრედული იმუნიტეტის გააქტივებას ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად.

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს.

ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 1 წლიდან ბავშვებში 1-2  დოზირებული კოვზი დღეში ერთხელ (კოვზი მოთავსებულია პრეპარატის მუყაოს კოლოფში).

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 150 მლ. მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

Don`t copy text!