25.64 ლარი
24.10 ლარი
ქვეყანა: ეგვიპტე
მწარმოებელი: სედიკო ფარმაც. ეგვიპტე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
25.64 ლარი
24.10 ლარი
ქვეყანა: ეგვიპტე
მწარმოებელი: სედიკო ფარმაც. ეგვიპტე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ლომპასარი
(LOMPASAR)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფოლის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ფოლის მჟავას _ 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი.
ათქ-კოდი: B03BB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას. პრეპარატი ვიტამინ B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და კარგად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
• არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
• ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში 4 თვის განმავლობაში, პროფილაქტიკისათვის – 2.5 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. ერთი თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის გამეორება.
ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკის ჯგუფის ქალებში ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში მოსალოდნელ ორსულობამდე 4 კვირის განმავლობაში. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.
მალაბსორბციით, ნაწლავების ანთებითი დაავადებებით, არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული მაკროციტული ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 15 მგ/დღეში, სპრუს დააავადების მქონე პაციენტებში – 5-15 მგ/დღეში.
ბავშვებში ლომპასარი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.
უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა დაენიშნოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
• პერნიციოზული ანემია;
• ავთვისებიანი წარმონაქმნები;
• ციანოკობალამინის დეფიციტი;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენენ დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებენ ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
ლომპასარი არ გამოიყენება B12 - დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ ლომპასარის მაღალი დოზები.
ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის – ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში.
პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
რატიზოლი პლუსი
(RATIZOL PLUS)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი, ეზეტიმიბი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ატორვასტატინ კალციუმს 10 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს;
ეზეტიმიბს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერების ნარევი ჩოატინგ პრემიხ წჰიტე (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Sunset Yellow FCF (E 110).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 10 მგ/10 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ-კოდი: C10B.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატორვასტატინი არის ფერმენტ ჰმგ კო-A რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზა) სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ჰმგ კო-A რედუქტაზას მევალონის მჟავად. იგი სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედია. ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს სისხლის პლაზმაში ჰმგ კო-A რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში, ხოლო ჰეპატოციტების ზედაპირზე დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით, რაც აძლიერებს დსლპ-ის კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს (აპო B) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მსლპ-ის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და აპოლიპოპროტეინ
A-ს დონის მატებას. ასეთი მონაცემები აღინიშნება ჰეტეროზიგოტული ოჯახური
ჰიპერქოლესტერინემიით, შერეული ლიპიდემიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში.
ეზეტიმიბი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ჰიპოლიპიდემიური მოქმედებით, იგი ლოკალიზდება წვრილი ნაწლავის ხაოზე, სელექტიურად ამცირებს ქოლესტერინის და თავისუფალი მცენარეული ცხიმების აბსორბციას ნაწლავში, რაც იწვევს ქოლესტერინის მიწოდების შემცირებას წვრილი ნაწლავიდან ღვიძლში.
ეზეტიმიბი ატორვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს Bდა ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის მსლპ-ის დონეს პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით.
ფარმაკოკინეტიკა:
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება მიღებისთანავე, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95-99%-ს. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორის სისტემური შეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს ბიოტრანსფორმაციით. ატორვასტატინის გავრცელების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ-ს. ატორვასტატინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98%-ით, ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომ P450 3 A4 ზემოქმედებით და წარმოქმნის ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს და ბეტა-ჟანგვის პროდუქტებს.
ატორვასტატინის ეფექტურობა ჰმგ კო-A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტიურობით. გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ. პრეპარატი არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში. ატორვასტატინის ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ კო- A რედუქტაზას მიმართ გრძელდება დაახლოებით 20-30 სთ აქტიური მეტაბოლიტების თანაარსებობის გამო.
ეზეტიმიბი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება ეზეტიმიბ-გლუკურონიდად. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში ეზეტიმიბ-გლუკურონიდისათვის და 4-12 სთ-ში – ეზეტიმიბისათვის. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა ვერ ხერხდება, რადგან ეს კომპონენტი პრაქტიკულად წყალში უხსნადია.
ეზეტიმიბი ძირითადად მეტაბოლიზდება წვრილ ნაწლავსა და ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით და გამოიყოფა ნაღველით. ეზეტიმიბის და ეზეტიმიბ-გლუკურონიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 10-20%-ს და 80-90%-ს პრეპარატის საერთო რაოდენობიდან. ეზეტიმიბი და ეზეტიმიბ-გლუკურონიდი ნელა გამოიდევნება პლაზმიდან ენტეროჰეპატური რეცირკულაციის
მნიშვნელოვანი ზემოქმედების შედეგად. ეზეტიმიბის ნახევრადგამოყოფის პერიოდი
შეადგენს დაახლოებით 22 სთ-ს. ორგანიზმიდან გამოიყოფა 48 სთ-ის განმავლობაში ფეკალურ მასასთან (78%) და შარდთან (11%) ერთად.
ჩვენება:
- გამოიყენება დამატებით დიეტასთან ერთად მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის, ჰეტერო- და ჰომოზიგოტური საოჯახო ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;
- დამხმარე თერაპიის სახით II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად;
- ატორვასტატინით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის კორექტირება ხდება 4 კვირიანი ინტერვალით. ეზეტიმიბის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს. ატორვასტატინის დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ატორვასტატინის და ეზეტიმიბის შესაბამისი კომბინაცია.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ლიპიდემია.
უმრავლეს შემთხვევაში ინიშნება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური - 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნდება.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია.
მკურნალობას იწყებენ დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. პაციენტებში ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით შედეგი მიიღწევა 80 მგ ატორვასტატინის დანიშვნით 1-ჯერ დღეში, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებას 15%-ით. შეიძლება წარმოიშვას დამატებით ატორვასტატინის დამოუკიდებლად დანიშვნის აუცილებლობა.
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინი/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას. ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.
ხანდაზმულ და სხვა ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში ან ეფექტურობაში განსხვავება არ აღინიშნება.
პრეპარატის მიღება ბავშვებში უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები:
ჩვუელებრივ, რატიზოლი პლუსი კარგად გადაიტანება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ტკივილი მუცლის არეში, ასთენია, ყაბზობა, დიარეა, დისპნოე, მეტეორიზმი, გულისრევა, თავის ტკივილი, დაღლილობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ბავშვთა ასაკი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მკურნალობისას იზრდება მიოპათიის რისკი ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლის ნაწარმის ანტიფუნგალურ პრეპარატებთან და ნიაცინთან.
ეზეტიმიბი არ მოქმედებს იმ პრეპარატების ცვლაზე, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450 ჯგუფის ფერმენტებზე. ეზეტიმიბი არ მოქმედებს დაფსონის, დექსტრომეტორფანის, დიგოქსინის, გლიპიზიდის, ტოლბუტამინის, მიდოზალამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინი არ მოქმედებს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე.
ანტაციდები. რატიზოლი პლუსის და ანტაციდების პერორალური სუსპენზიის, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმს, ერთდროული გამოყენება ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში 35%-ით, მაგრამ არ მოქმედებს დსლპ-ის დონეზე. ანტაციდები უმნიშვნელოდ ამცირებენ ეზეტიმიბის დონეს, მაგრამ არ ახდენენ ზეგავლენას მის ბიოშეღწევადობაზე.
ანტიპირინი. ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე და მათი ურთიერთქმედებით ციტოქრომული იზოფერმენტების მეტაბოლიზმი არ იცვლება.
კოლესტიპოლი. კოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 25%-ით, მიუხედავად ამისა ჰიპოლიპოპროტეინული ეფექტი რატიზოლი პლუსისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას უფრო გამოხატულია, ვიდრე რომელიმე ერთი პრეპარატის გამოყენებისას.
დიგოქსინი. რატიზოლი პლუსის და დიგოქსინის ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის დონე პლაზმაში არ იცვლება. თუმცა დღე-ღამეში 80 მგ ატორვასტატინის მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება 20%-ით, რაც საჭიროებს დიგოქსინზე მყოფი პაციენტების კონტროლს.
ერითრომიცინი/კლარითრომიცინი. ციტოქრომული P450 3A4 ინჰიბიტორების, ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღეში) ან კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღეში) რატიზოლი პლუსთან ერთდროული მიღებისას, აღინიშნება ატორვასტატინის დონის მომატება პლაზმაში.
აზითრომიცინი. რატიზოლი პლუსის (1 ტაბლეტი დღეში) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში) ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ტერფენადინი. რატიზოლი პლუსის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში.
იტრაკონაზოლი. რატიზოლი პლუსის (20-40 მგ ატორვასტატინი) და იტრაკონაზოლის (200 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლში.
დილთიაზემის ჰიდროქლორიდი. რატიზოლი პლუსის და დილთიაზემის (240 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლის პლაზმაში.
პერორალური კონტრაცეპტივები. რატიზოლი პლუსის და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ პრეპარატების AUჩ დაახლოებით 30% და 20%-ით. ეს ეფექტი გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ვარფარინი და ციმეტიდინი. ვარფარინთან და ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები არ ვლინდება.
ამლოდიპინი. რატიზოლი პლუსის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.
პროტეაზას ინჰიბიტორები. რატიზოლი პლუსის და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას, აღინიშნება ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში.
გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას და იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მატებას, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის ჭარბი გამოყენებისას (> 1.2 ლ დღეში).
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, მჟავე-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა.
ვინაიდან ატორვასტატინი უერთდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
რატიზოლი პლუსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ჩვილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. ამ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
რატიზოლი პლუსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადეკვატური დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით.
მოქმედება ღვიძლზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენებისას, აღინიშნება ტრანსამინაზების დონის შრატისმიერი აქტივობის ზომიერი მომატება (ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი), რასაც თან არ ახლავს სიყვითლე და სხვა კლინიკური გამოვლინებები. მკურნალობის დაწყებამდე და პრეპარატის მიღებიდან ან დოზის მომატებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას აუცილებელია აქტივობის კონტროლი მათ ნორმალიზაციამდე. თუ აქტივობა 3-ჯერ მეტია ზედა ზღვარზე, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
რატიზოლი პლუსი სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში და/ან პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში. ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების აქტივობის მატება დაუდგენელი გენეზით არის რატიზოლი პლუსის დანიშვნის უკუჩვენება.
მოქმედება კუნთებზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის მატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. რატიზოლი პლუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავას ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით.
რატიზოლი პლუსის ციკლოსპორინთან დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი.
რატიზოლი პლუსის დანიშვნისას ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით,
განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში
რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების რისკს.
რატიზოლი პლუსის მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმლების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში რატიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის არასასურველი მოქმედების შესახებ.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
ლინდავიტ ქიდს
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების ინსტრუქცია
ლინდავიტ ქიდს სიროფი – შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს.
შედგენილობა: 150 მლ სიროფი შეიცავს:
L - ასკორბინის მჟავა 1500 მგ
ნიკოტინამიდი 150 მგ
D-პანთოტენატი, კალციუმი (96,6 მგ პანთოტენის მჟავას ექვ.) 105 მგ
DL– ალფა–ტოკოფერილაცეტატი 50% (10,07 მგ α–TE ვიტამინი E-ს α–TE ექვ.) 30 მგ
ქოლეკალციფეროლი 100000 ME / გ (75 მკგ ვიტამინი D3–ის ექვ.) 30 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი В2) 30 მგ
თიამინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В1) 30 მგ
რეტინილაცეტატი 325000 ME / გ (1995 მკგ ვიტამინი А–ს Р3 ექვ.) 20 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6) 15 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი Е211), კალიუმის სორბატი (კონსერვანტი Е202), ქსანტანის გუმფისი (გამასქელებელი Е415), ფორთოხლის ზეთი (არომატიზატორი), ფორთოხლის წვენი კონცეტრირებული (არომატიზატორი), გლიციერინი (დამატენიანებელი Е422), გაწმენდილი წყალი.
ინფორმაცია „ლინდავიტ ქიდსის“კომპონენტების თვისებების შესახებ:
ვიტამინიАმონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა ფერებისა და ბინდის ნორმალური მხედველობითი აღქმისთვის; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას.
ვიტამინი Е ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერებების, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნებელი ტრაქტის შემაერთებელი ქსოვილების კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
ვიტამინი В1, В2, В6 ებრძვის დაღლილობას, ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს და ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში.
ვიტამინი С - ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რომელიც საჭიროა ძვლების, სისხლძარღვების, ხრტილების, ღრძილებისა და კანის ჯანმრთელი ფუნქციისთვის. ასევე, ვიტამინი С ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
ვიტამინი D აუცილებელია კუნთებისა და ძვლების ნორმალური ზრდა–განვითარებისთვის.
პანთოტენისმჟავა – კოფერმენტი А-ს შემადგენელი, აკისრია საკვანძო როლი ნახშიწყლების, ცილებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ცხიმების მიმოცვლის ნორმალიზებას, ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენითი პროცესების აქტივირებას და ამიტომ მნიშვნელოვანია ქსოვილის ყველა უჯრედის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. მონაწილეობს ორგანიზმში სასიცოხლო მნიშვნელობის მქონე მჟავების, სასქესო ჰორმონების და ზრდის ჰორმონების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, გემოგლობინის სინთეზში.
გამოყენების რეკომენდაციები:
გადაღლა სასკოლო ასაკის ბავშვებში, მომატებული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვა; მადის უქონლობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი; გადატანილი დაავადების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში ინფექციების და ზოგადად გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაუმჯობესება; ორგანიზმის დამცავი უნარების გაძლიერება დასუსტებულ და/ან ხშირად მოავადმყოფე ბავშვებში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი A და D
დოზირების რეჟიმი:
მიიღება შინაგანად.
ბავშვებში 3-დან 10 წლამდე: 5 მლ დღე-ღამეში ერთხელ
მოზრდილებში: 5 მლ დღე-ღამეში 2-ჯერ
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი ყავისფერ ფლაკონში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახათ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გაყინოთ.
გახნის შემდეგ სიროფი უნდა შეინახოთ მაცივარში.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოყენებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
წარმოებულია:
BELINDA laboratories-თვის
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: დსს “Aconitum”
ლიტვა
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
რატიზოლი 10/20/40
(RATIZOL 10/20/40)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
რატიზოლი 10/20: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები;
რატიზოლი 40: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ატორვასტატინ კალციუმს, 10, 20 ან 40 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, პოლისორბატი 60, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Oპადრყ წჰიტე 03F28342: (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი 6000)).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 10, 20 ან 40 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ-კოდი: C10AA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატორვასტატინი არის ფერმენტ ჰმგ კო-A რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზა) სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ჰმგ კო-A რედუქტაზას მევალონის მჟავად. იგი სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედია. ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ღვიძლში უერთდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (ზდსლპ), გამოიყოფა სისხლის პლაზმაში და ტრანსპორტირდება პერიფერიულ ქსოვილებში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისგან წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დსლპ მაღალაფინურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს სისხლის პლაზმაში ჰმგ კო-A რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში, ხოლო ჰეპატოციტების ზედაპირზე დსლპ რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით, რაც აძლიერებს დსლპ-ის კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს დსლპ-ის წარმოქმნას და დსლპ-ის ნაწილაკების რიცხვს, იწვევს დსლპ-ის რეცეპტორების აქტივობის მდგრად ზრდას, დადებითად მოქმედებს მოცირკულირე დსლპ ნაწილაკების ხარისხზე. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს დსლპ-ის დონეს პაციენტებში ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას. ატორვასტატინის დოზადამოკიდებული ეფექტის შესწავლა გვიჩვენებს, რომ პრეპარატი ამცირებს საერთო ქოლესტერინის (30-46%), დსლპ (41-61%), აპოლიპოპროტეინ B-ს (34-50%) და ტრიგლიცერიდების (14-33%) დონეს. მკურნალობის შედეგები იყო ანალოგიური, როგორც პაციენტებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, ასევე არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, მათ შორის არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება მიღებისთანავე, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95-99%-ს. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორის სისტემური შეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს ბიოტრანსფორმაციით. ატორვასტატინის გავრცელების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ-ს. ატორვასტატინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98%-ით, ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომ P450 3A4 ზემოქმედებით და წარმოქმნის ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს და ბეტა-ჟანგვის პროდუქტებს.
ატორვასტატინის ეფექტურობა ჰმგ კო-A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტიურობით. გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ. პრეპარატი არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში. ატორვასტატინის ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ კო- A რედუქტაზას მიმართ გრძელდება დაახლოებით 20-30 სთ აქტიური მეტაბოლიტების თანაარსებობის გამო. ხანდაზმულებში ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, თუმცა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ეფექტურობაში განსხვავება ხანდაზმულებში საერთო პოპულაციასთან შედარებით აღმოჩენილი არ არის. სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქალებში (Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი, AUC 10%-ით დაბალი) განსხვავდება მამაკაცებისგან. თუმცა, მამაკაცებში და ქალებში ლიპიდურ ცვლაზე პრეპარატის მოქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილი არ არის. თირკმლის დაავადებები არ ახდენს გავლენას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ან ლიპიდური ცვლის ეფექტურობის მაჩვენებელზე, ამიტომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
ატორვასტატინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება (Cmax დაახლოებით 16-ჯერ და AUC 11-ჯერ) ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში.
ჩვენება:
- გამოიყენება დამატებით, დიეტასთან ერთად, მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIა და IIბ ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;
- დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპოპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი;
- საერთო ქოლესტერინისა და დსლპ-ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპიას და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ საშუალებებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღეღამის ნებისმიერ პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის შერჩევა ხდება ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონის, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. Dდოზის კორექტირება ხდება 4- კვირიანი ინტერვალით. Mმაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ლიპიდემია:
უფრო ხშირად ინიშნება პრეპარატი დოზით 10 მგ ერთხელ დღეში. თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური - 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნდება.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია:
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში შედეგი მიიღწევა 80 მგ ატორვასტატინის დანიშვნით 1-ჯერ დღეში, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებას 15%-ით.
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინი/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე, ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს. ხანდაზმულ და სხვა ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში ან ეფექტურობაში განსხვავება არ აღინიშნება.
ბავშვებში პრეპარატი მიიღება ექიმის კონსულტაციის შესაბამისად. M10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება სამკურნალოდ, რადგან მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდულია.
გვერდითი მოვლენები:
რატიზოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები მსუბუქია და ატარებს გარდამავალ ხასიათს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, თავბრუ, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, შეკრულობა, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ზურგის არეში, კუნთოვანი სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;
სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ატორვასტატინით მკურნალობის დროს იზრდება მიოპათიის რისკი ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ნიაცინთან ერთდროულად მიღებისას.
კოლესტიპოლი. კოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში ქვეითდება დაახლოებით 25%-ით. მიუხედავად ამისა, ჰიპოლიპოპროტეინული ეფექტი ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას უფრო გამოხატულია, ვიდრე რომელიმე ერთი პრეპარატის გამოყენებისას.
დიგოქსინი. დიგოქსინისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის დონე პლაზმაში არ იცვლება. თუმცა დღე-ღამეში 80 მგ ატორვასტატინის მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება 20%-ით, რაც საჭიროებს დიგოქსინზე მყოფი პაციენტების კონტროლს. პერორალური კონტრაცეპტივები. ატორვასტატინისა და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ პრეპარატების AUჩ დაახლოებით 30% და 20%-ით. ეს ეფექტი გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ერითრომიცინი/კლარითრომიცინი. ციტოქრომული P450 3A4 ინჰიბიტორების, ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღეში) ან კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღეში) ატორვასტატინთან ერთდროული მიღებისას, აღინიშნება ატორვასტატინის დონის მომატება პლაზმაში.
იტრაკონაზოლი. ატორვასტატინის (20-40 მგ) და იტრაკონაზოლის (200 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლში.
დილთიაზემის ჰიდროქლორიდი. Aატორვასტატინისა და დილთიაზემის (240 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლის პლაზმაში.
ამლოდიპინი. Aატორვასტატინისა და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.
ანტაციდები. ატორვასტატინისა და ანტაციდების პერორალური სუსპენზიის, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმს, ერთდროული გამოყენება ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში 35%-ით, მაგრამ არ მოქმედებს დსლპ-ის დონეზე.
ვარფარინი და ციმეტიდინი. ვარფარინთან და ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები არ ვლინდება.
აზითრომიცინი. ატორვასტატინის (10 მგ ერთხელ დღეში ყოველდღე) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში ყოველდღე) ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ტერფენადინი. ატორვასტატინისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში.
პროტეაზას ინჰიბიტორები. ატორვასტატინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას, აღინიშნება ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში.
გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას და იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მატებას, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის ჭარბი გამოყენებისას (> 1.2 ლ დღეში).
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სამკურნალო სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. Aაუცილებელია ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა. ვინაიდან ატორვასტატინი უერთდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
რატიზოლი 10/20/40-ის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ჩვილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. ამ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია და პაციენტი ინფორმირებულია მკურნალობის პერიოდში ნაყოფის დაზიანების შესაძლო რისკის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადეკვატური დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბი წონის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით.
მოქმედება ღვიძლზე. სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე, რატიზოლი 10/20/40-ის მიღებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ, ასევე პერიოდულად (მაგ. Yყოველ 6 თვეში). სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატით თერაპიის დროს. Pპაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების დონის მომატება, უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ ფერმენტების დონის ნორმაში დაბრუნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ალტ-ს ან ასტ-ს მაჩვენებლები 3-ჯერ მეტად აღემატება ზედა დაშვებული ზღვარის დონეს, რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. რატიზოლი 10/20/40 სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის დაავადებები აღენიშნებათ ანამნეზში. ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების აქტივობის მატება დაუდგენელი გენეზით არის პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენება. მოქმედება კუნთებზე. რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის მატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს კფკ-ს აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას იზრდება ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავას ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება ჩYP3A4-ის მოქმედებით.
რატიზოლი 10/20/40 ციკლოსპორინთან დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი.
რატიზოლი 10/20/40 დანიშვნისას ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით,
განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში
რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების რისკს.
რატიზოლის მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები, არაკონტროლირებადი სპაზმი).
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში რატიზოლი 10/20/40 გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის არასასურველი მოქმედების შესახებ.
შეფუთვა:
რატიზოლი 10/20/40: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი:
მისამისამართი:
საქასაქართველო 0198, თბილისი,
ჭირჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
დერმატიქსის ულტრა გელი 15 გრ ტუბი #1
გენერიული დასახელება: ციკლური და პოლიმერული სილოქსანი+ასკორბინის მჟავას ეთერი
მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ჰანსონ მედიკალი
გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული
დერმატიქს ულტრა შემადგენლობა: ციკლური და პოლიმერული სილიკონის ნაერთი (პოლოსილოქსანი) და ვიტამინ C ეთერი.
ჩვენებები: ჭრილობის მკურნალობის შემდეგ კანის ნაწიბურების ზომის შესამცირებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული კელოიდური და ჰიპერტროფიული ნაწიბურების ჩამოყალიბება და მკურნალობა ქირურგიული ჩარევის, დამწვრობის ან სხვა ტრავმის შემდეგ. დერმატიქს ულტრას გამოყენება შესაძლებელია ჭრილობის შეხორცებისთანავე, კანის საფარველის აღდგენისას.
დოზირება და მიღების წესი: დერმატიქს ულტრა-გელი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენის სახით დღეში 2-ჯერ. გელი გამოყენებიდან 4-5 წუთში შრება და წარმოქმნის გამჭვირვალე აპკს, ამის შემდგომ შესაძლებელია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. თერაპიის რეკომენდებული მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე. უფრო გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დადებითი ეფექტის ზრდა.
გვერდითი მოვლენები: არ აქვს ზოგადი ეფექტი სხეულზე, იშვიათ შემთხვევებში - სიწითლე.
განსაკუთრებული მითითებები: დერმატიქს ულტრა არ უნდა იქნას გამოყენებული ღია, ახალ ჭრილობებზე. არ გამოიყებება ლორწოვან გარსზე. არ გამოიყენოთ კანის ანტიბიოტიკების შემცველი დერმატოლოგიური პრეპარატები ან სხვა აგენტები კანის დაავადებების ან კოსმეტიკური პროდუქტების მკურნალობისთვის. დერმატიქსი გამოიყენება მხოლოდ მშრალ, სუფთა კანზე. გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე უნდა მიემართოს ექიმს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: გამჭვირვალე გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰანსონ მედიკალი აშშ.
21.50 ლარი
20.21 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ლამირა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
რატიზოლი 10/20/40
(RATIZOL 10/20/40)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
რატიზოლი 10/20: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები;
რატიზოლი 40: თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ატორვასტატინ კალციუმს, 10, 20 ან 40 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, პოლისორბატი 60, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Oპადრყ წჰიტე 03F28342: (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი 6000)).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 10, 20 ან 40 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ-კოდი: C10AA05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატორვასტატინი არის ფერმენტ ჰმგ კო-A რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზა) სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ჰმგ კო-A რედუქტაზას მევალონის მჟავად. იგი სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედია. ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ღვიძლში უერთდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (ზდსლპ), გამოიყოფა სისხლის პლაზმაში და ტრანსპორტირდება პერიფერიულ ქსოვილებში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისგან წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დსლპ მაღალაფინურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს სისხლის პლაზმაში ჰმგ კო-A რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში, ხოლო ჰეპატოციტების ზედაპირზე დსლპ რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით, რაც აძლიერებს დსლპ-ის კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს დსლპ-ის წარმოქმნას და დსლპ-ის ნაწილაკების რიცხვს, იწვევს დსლპ-ის რეცეპტორების აქტივობის მდგრად ზრდას, დადებითად მოქმედებს მოცირკულირე დსლპ ნაწილაკების ხარისხზე. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს დსლპ-ის დონეს პაციენტებში ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით მკურნალობას. ატორვასტატინის დოზადამოკიდებული ეფექტის შესწავლა გვიჩვენებს, რომ პრეპარატი ამცირებს საერთო ქოლესტერინის (30-46%), დსლპ (41-61%), აპოლიპოპროტეინ B-ს (34-50%) და ტრიგლიცერიდების (14-33%) დონეს. მკურნალობის შედეგები იყო ანალოგიური, როგორც პაციენტებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, ასევე არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, მათ შორის არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკა:
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება მიღებისთანავე, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95-99%-ს. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორის სისტემური შეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს ბიოტრანსფორმაციით. ატორვასტატინის გავრცელების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ-ს. ატორვასტატინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98%-ით, ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომ P450 3A4 ზემოქმედებით და წარმოქმნის ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს და ბეტა-ჟანგვის პროდუქტებს.
ატორვასტატინის ეფექტურობა ჰმგ კო-A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტიურობით. გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ. პრეპარატი არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში. ატორვასტატინის ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ კო- A რედუქტაზას მიმართ გრძელდება დაახლოებით 20-30 სთ აქტიური მეტაბოლიტების თანაარსებობის გამო. ხანდაზმულებში ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, თუმცა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის ეფექტურობაში განსხვავება ხანდაზმულებში საერთო პოპულაციასთან შედარებით აღმოჩენილი არ არის. სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქალებში (Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი, AUC 10%-ით დაბალი) განსხვავდება მამაკაცებისგან. თუმცა, მამაკაცებში და ქალებში ლიპიდურ ცვლაზე პრეპარატის მოქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილი არ არის. თირკმლის დაავადებები არ ახდენს გავლენას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ან ლიპიდური ცვლის ეფექტურობის მაჩვენებელზე, ამიტომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
ატორვასტატინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება (Cmax დაახლოებით 16-ჯერ და AUC 11-ჯერ) ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში.
ჩვენება:
- გამოიყენება დამატებით, დიეტასთან ერთად, მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIა და IIბ ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;
- დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპოპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი;
- საერთო ქოლესტერინისა და დსლპ-ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპიას და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ საშუალებებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღეღამის ნებისმიერ პერიოდში.
მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის შერჩევა ხდება ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონის, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში. Dდოზის კორექტირება ხდება 4- კვირიანი ინტერვალით. Mმაქსიმალური დღიური დოზაა 80 მგ.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ლიპიდემია:
უფრო ხშირად ინიშნება პრეპარატი დოზით 10 მგ ერთხელ დღეში. თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური - 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნდება.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია:
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში შედეგი მიიღწევა 80 მგ ატორვასტატინის დანიშვნით 1-ჯერ დღეში, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებას 15%-ით.
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინი/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე, ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს. ხანდაზმულ და სხვა ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში ან ეფექტურობაში განსხვავება არ აღინიშნება.
ბავშვებში პრეპარატი მიიღება ექიმის კონსულტაციის შესაბამისად. M10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება სამკურნალოდ, რადგან მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდულია.
გვერდითი მოვლენები:
რატიზოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები მსუბუქია და ატარებს გარდამავალ ხასიათს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, თავბრუ, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, შეკრულობა, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ზურგის არეში, კუნთოვანი სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;
სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ატორვასტატინით მკურნალობის დროს იზრდება მიოპათიის რისკი ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ნიაცინთან ერთდროულად მიღებისას.
კოლესტიპოლი. კოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში ქვეითდება დაახლოებით 25%-ით. მიუხედავად ამისა, ჰიპოლიპოპროტეინული ეფექტი ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას უფრო გამოხატულია, ვიდრე რომელიმე ერთი პრეპარატის გამოყენებისას.
დიგოქსინი. დიგოქსინისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის დონე პლაზმაში არ იცვლება. თუმცა დღე-ღამეში 80 მგ ატორვასტატინის მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება 20%-ით, რაც საჭიროებს დიგოქსინზე მყოფი პაციენტების კონტროლს. პერორალური კონტრაცეპტივები. ატორვასტატინისა და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ პრეპარატების AUჩ დაახლოებით 30% და 20%-ით. ეს ეფექტი გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ერითრომიცინი/კლარითრომიცინი. ციტოქრომული P450 3A4 ინჰიბიტორების, ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღეში) ან კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღეში) ატორვასტატინთან ერთდროული მიღებისას, აღინიშნება ატორვასტატინის დონის მომატება პლაზმაში.
იტრაკონაზოლი. ატორვასტატინის (20-40 მგ) და იტრაკონაზოლის (200 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლში.
დილთიაზემის ჰიდროქლორიდი. Aატორვასტატინისა და დილთიაზემის (240 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლის პლაზმაში.
ამლოდიპინი. Aატორვასტატინისა და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.
ანტაციდები. ატორვასტატინისა და ანტაციდების პერორალური სუსპენზიის, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმს, ერთდროული გამოყენება ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში 35%-ით, მაგრამ არ მოქმედებს დსლპ-ის დონეზე.
ვარფარინი და ციმეტიდინი. ვარფარინთან და ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები არ ვლინდება.
აზითრომიცინი. ატორვასტატინის (10 მგ ერთხელ დღეში ყოველდღე) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში ყოველდღე) ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში.
ტერფენადინი. ატორვასტატინისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში.
პროტეაზას ინჰიბიტორები. ატორვასტატინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას, აღინიშნება ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში.
გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას და იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მატებას, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის ჭარბი გამოყენებისას (> 1.2 ლ დღეში).
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სამკურნალო სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. Aაუცილებელია ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა. ვინაიდან ატორვასტატინი უერთდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
რატიზოლი 10/20/40-ის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ჩვილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. ამ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია და პაციენტი ინფორმირებულია მკურნალობის პერიოდში ნაყოფის დაზიანების შესაძლო რისკის შესახებ.
განსაკუთრებული მითითებები:
რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადეკვატური დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბი წონის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით.
მოქმედება ღვიძლზე. სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე, რატიზოლი 10/20/40-ის მიღებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ, ასევე პერიოდულად (მაგ. Yყოველ 6 თვეში). სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატით თერაპიის დროს. Pპაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების დონის მომატება, უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ ფერმენტების დონის ნორმაში დაბრუნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ალტ-ს ან ასტ-ს მაჩვენებლები 3-ჯერ მეტად აღემატება ზედა დაშვებული ზღვარის დონეს, რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. რატიზოლი 10/20/40 სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში და/ან პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის დაავადებები აღენიშნებათ ანამნეზში. ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების აქტივობის მატება დაუდგენელი გენეზით არის პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენება. მოქმედება კუნთებზე. რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის მატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. რატიზოლი 10/20/40-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს კფკ-ს აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას იზრდება ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავას ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება ჩYP3A4-ის მოქმედებით.
რატიზოლი 10/20/40 ციკლოსპორინთან დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი.
რატიზოლი 10/20/40 დანიშვნისას ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით,
განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში
რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების რისკს.
რატიზოლის მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები, არაკონტროლირებადი სპაზმი).
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში რატიზოლი 10/20/40 გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის არასასურველი მოქმედების შესახებ.
შეფუთვა:
რატიზოლი 10/20/40: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი:
მისამისამართი:
საქასაქართველო 0198, თბილისი,
ჭირჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
დეპურერბე
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული კომპონენტების ოპტიმალური კომბინაცია თერაპიული და პროფილაქტიკური ჰეპატოპროტექტორული აქტივობით .
შემადგენელი კომპონენტები: 1 ტაბლეტი შეიცავს:
არტიშოკის ფოთლის ფხვნილი 200 მგ.
ქოლინის ბიტარტრატი 100 მგ.
ბაყაყურა (Silybum marianum ) ტიტრირებული 2% სილიმარინამდე 80 მგ
L-მეთიონინი 40 მგ
ნოზიტოლი 40 მგ.
ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი, ტიტრირებული. 2% 60 მგ.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6) 1 მგ
დამხმარე ნივთიერება; შემავსებლები: კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტი აგლომერანტები:მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი, რიბოფლავინი, სპილენძის კომპლექსი..
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი ბუნებრივი გზით ღვიძლის ფუნქციის გასაძლიერებლად, ტოქსინების გასანეიტრალებლად და ანტიოქსიდანტური ეფექტის მისაღებად.
არტიშოკი - აძლიერებს ნაღვლდენას, დიურეზს, არეგულირებს ლიპიდურ სპექტრს. ანეიტრალებს ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას ორგანიზმში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების მოქმედებას. დადებით გავლენას ახდე საჭმლის მონელებელი სისტემის და ღვიძლის ფუნქციაზე, აფერხებს ნწლავებში აირწარმოქმნის პროცესს, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა (ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზსს ) ქოლინი (ვიტ.B4) ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა მემბრანოპროტექტორული, ანტიათეროსკლერო- ზული , ნოოტროპული, ანტიდეპრესიული მოქმედებით. ის აჩქარებს ალკოჰოლის, ვირუსების, ტოქსიური ნივთიერებების, ინფექციური აგენტების ზემოქმედებით დაზიანებული ღვიძლის რეგე- ნერაციის პროცესს, აფერხებს ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნას. ასევე მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში, რითც ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინების დონეს, ააქტივებს ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის პროცესს, რაც დადებით გავლენას ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზაციაზე. ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციას სისხლში , მონაწილეობას იღებს ნახშირწყლების ცვლაში, ახდენს ბეტა უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას, რითიც უზრუნველყოფს შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. ბაყაყურა (Silybum marianum ) წარმოადგენს ფლავონოიდების და ფლავონოლიგნანების კომპლექსს , ანტიოქსიდანტური,ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს. L-მეთიონინი მიეკუთვნება ესენციურ ამინომჟავებს, რომელიც მონაწილეობს ქოლინის, ფოსფოლიპი- დების, ყველა გოგირდ შემცველ ამინომჟავის, ადრენალინის, კრეატინის, ციანკობალამინის, ასკორბინის, ფოლის მჟავას, მთელი რიგი ჰორმონებისა და ფერმენტების სინთეზში, ასევე ახდენს ნეიტრალური ცხიმების მობილიზაციას ღვიძლიდან-ლიპოტროპული ეფექტი. ამცირებს მემბრანების ფოსფოლიპიდების დაზიანებას, მონაწილეობას იღებს დეზინტოქსიკაციის პროცესში, ინოზიტოლი (ვიტამინი B8) მონაწილეობას ინსულინის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის რებალანსირებაში, გააჩნია ლიპოტროპული ეფექტი,ის მნიშვნელოვანი კომპონენტია უჯრედის მემბრანის და მიელინის.მისი დაბალი შემცველობა იწვევს დეპრესისი განვითარებას
ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი -აუმჯობესებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციას, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ფუნქციონირებას, გააჩნია სუსტი საფაღარათო მოქმედება ანტიტოქსი- ური , ანტიჰელმინთური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6 ) წარმოადგენს წყალში ხსნად ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტის.
ჩვენებები: კუჭნაწლავის ტრაქტის კომპლექსურ თერაპია, ქრონიკული ინტოქსიკაცია. ადიუვანტური თერაპია ჰიპერქოლესტერინემიის, ღვიძლის ციროზის, ჰეპატიტის, ჰეპატოსტეატოზის, ქოლეცისტიტის მკურნალობისას. დიაბეტის, წონის კლების პროგრამის დროს, ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღებისას
მიღების წესი და დოზირება: 2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.
უკუჩვენება: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს,
სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები №45
არ შეიცავს: გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,
მწარმოებელი:
ESI s.p.a., იტალია
პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line