Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 268

როზდეი 20მგ #30ტ

როზდეი 20

ROZDAY 20

 

როსუვასტატინი ტაბლეტი 20 მგ

სავაჭრო დასახელება

როზდეი 20

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

როსუვასტატინი კალციუმი

წამლის ფორმა

აპკით შემოგარსული ტაბლეტი

შემადგენლობა:
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

როსუვასტატინი კალციუმი როსუვასტატინის 20მგ–ს ექვივალენტური

დახასიათება:

ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ბრტყელი ზედაპირით ორივე მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ–კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები. 

ათქ კოდი: C10AA07

მოქმედების მექანიზმი: როსუვასტატინი წარმოადგენს ჰმგ–კოA რედუქტაზას  სელექციურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს, ფერმენტს. ჰმგ–კოA რედუქტაზა ფერმენტია, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს ქოლესტერინის პრეკურსორ მევალონატად. როსუვასტატინის ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს ღვიძლი, ქოლესტერინის შემცირების სამიზნე ორგანო. როსუვასტატინი ზრდის ღვიძლის „დსლ“ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე და ზრდის „დსლ“-ის მიტაცებას და კატაბოლიზმს და აინჰიბირებს „ძდსლ“-ის (ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) სინთეზს ღვიძლში, რის შედეგადაც ამცირებს „ძდსლ“ და „დსლ“ მთლიან რაოდენობას.

ფარმაკოდინამიური ეფექტები: როსურვასტატინი ამცირებს მომატებული „დსლ“-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების  დონეს და ზრდის „მსლ“-ქოლესტერინის დონეს. იგი ასევე ამცირებს ApoB, არა„მსლ“-ქოლესტერინს, „ძდსლ“-ქოლესტერინს, „ძდსლ“-ტრიგლიცერიდს და ზრდის ApoA-I-ს. როსუვასტატინი ასევე ამცირებს „დსლ“-ქ/„მსლ“-ქ, საერთო ქ/„მსლ“-ქ და არა„მსლ“-ქ/„მსლ“-ქ და ApoB/ApoA-I წილებს.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია: როსუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 5 საათში პერორალური მიღებიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ია.

განაწილება: როსუვასტატინი ჭარბად გადადის ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის ძირითად ადგილს და LDL–ქოლესტერინის კლირენსის პირველად წყაროს. როსუვასტატინის განაწილების მოცულობა დაახლოებით 134 ლ. როსუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
მეტაბოლიზმი: როსუვასტატინი განიცდის მცირე მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%).

გამოყოფა: როსუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით ფეკალიებით (შეიცავს აბსორბირებულ და არააბსორბირებულ აქტიურ ნივთიერებას), ხოლო დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა შარდით. შარდში დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს.

გამოყენების ჩვენებები:

როსუვასტატინი ნაჩვენებია;

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა: ზრდასრულებში, მოზარდებში და 6 წლის ასაკის ბავშვებში ან ხანდაზმულებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემია (ტიპი IIბ) დიეტასთან ერთად, როდესაც დიეტა ან სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობა (მაგ. ვარჯიში, წონის კლება) არასაკმარისია.
ზრდასრულებში, მოზარდებში და 6 წლის ასაკის ბავშვებში ან ხანდაზმულებში

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია,  დიეტასთან კომბინაციაში და სხვა ლიპიდების დამაქვეითებელი მკურნალობა  (მაგ.„დსლ“ აფერეზი) ან თუ მსგავსი მკურნალობა შეუსაბამოა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებების პრევენცია:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებების პრევენცია იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პირველადი დაავადებების რისკის ქვეშ, როგორც სხვა რისკ ფაქტორების კორექციის დამხმარე.

დოზა და მიღების წესი:

დოზა
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის დანიშნვნა, რაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის დროსაც. დოზის შერჩევა ხდება მკურნალობის მიზნიდან და პაციენტის პასუხიდან გამომდინარე, მოქმედი გაიდლაინების გამოყენებით.

ჰიპერქოლოსტერინემიის მკურნალობა:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ, ან 10მგ პერორალურად ერთხელ დღეში, როგორც პაციენტებში, რომელთაც არ მიუღიათ სტატინები, ასევე პაციენტებში სხვა სახის ჰმგ–კოA რედუქტაზას ინჰიბიტორის მიღების შემდეგ. საწყისი დოზის შერჩევისას, უნდა მოხდეს პაციენტის ქოლესტერინის დონისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლო რისკების აღმოცენების გათვალისწინება ისევე, როგორც გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გათვალისწინება. მომდევნო დოზაზე გადასვილისას, დოზის ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ 4 კვირის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში. 40 მგ დოზირებისას, გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, მისი საბოლოო ტიტრაცია უნდა მოხდეს მხოლოდ ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში), როდესაც 20მგ მიღებისას ვერ ხერხდება თერაპიული ეფექტის მიღწევა და როდესაც შესაძლებელია პაციენტის კონტროლი. მკურნალობის 40 მგ დოზით დაწყებისას რეკომენდებულია სპეციალისტის მიერ დაკვირვება.

გულ-სისხლძარღვთა  სისტემის მხრივ გამოვლინებების პრევენცია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებების  რისკის შემცირების მიზნით გამოიყენება 20 მგ დოზა დღე-ღამეში.
პედიატრიული პოპულაციები: ბავშვებში პრეპარატის გამოიყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (ტანერის შკალა ).

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:

ბავშვებში და მოზარდებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეღამეში.

  • 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დოზა შეადგენს 5-10მგ-ს დღეღამეში პერორალური მიღებისას. 10 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციებში.
  • 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზა შეადგენს 5-20მგ-ს დღეღამეში პერორალური მიღებისას. 20 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ამ პოპულაციებში.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20მგ-ს დღეში ერთჯერ.

სტატინების გამოყენებამდე რეკომენდებულია საწყისი დოზა 5-დან 10 მგ დღეში ერთჯერ ასაკისა და წონის მიხედვით.  20 მგ მაქსიმალური დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს დღეში ერჯერ ინდივიდუალური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით პედიატრიულ პაციენტებში, როგორც რეკომენდებულია პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. ბავშვებსა და მოზარდებში როსუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის დანიშნვნა, რაც ასევე უნდა გაგრძელდეს როსუვასტატინით  მკურნალობის დროს.

6 წამდე ასაკის ბავშვები: 6 წამდე ასაკის ბავშვებში როსუვასტატინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ–ს   >70 წლის პაციენტებში. ასაკთან დაკავშირებით არ არის საჭირო დოზის კორექცია.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეტინინის კლირენსი რეკომენდებული საწყისი დოზა არის  5მგ. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში როსუვასტატინი არ გამოიყენება. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის მიღება.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად

როსუვასტატის მიღება შეიძლება დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად, ან მის გარეშე.

უკუჩვენებები:

როსუვასტატინი უკუნაჩვენებია:

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა როსუვასტატინის, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში,  შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი მომატება და შრატში ნებისმიერი ტრანსამინაზას მომატება ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად. 

– თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში  (კრეატინინის კლირენსი მლ/წთ).

– მიოპათიის მქონე პაციენტებში

– ციკლოსპორინთან ერთად გამოყენება.

– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და კონტრაცეპტივების არაადექვატურად გამოყენების დროს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:  თირკმლისმიერი ეფექტები: პაციენტებში 40მგ დოზის დანიშვნისას გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქცია.

ძვალ–კუნთოვანი ეფექტები:   საჭიროა  სიფრთხილე  ეზეტიმიბთან  კომბინაციაში ჰგმ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას.

კრეატინკინაზას შემოწმება:   თუ კრეატინკინაზას დონეები მნიშვნელოვნად მომატებულია საწყისთან შედარებით (>5xULN), საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება 5-7 დღის მანძილზე. თუ განმეორებითი ანალიზი  დაადასტურებს კრეატინკინაზას მომატებულ დონეს CK>5xULN, მაშინ უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა.

მკურნალობამდე: არ არის რეკომენდებული როსუვასტატინისა და გემფიბროზილის კომბინაცია. ფიბრატებთან ერთდროულად უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის მიღება.

ფუზიდის მჟავის სისტემურად მიღების პერიოდში, ასევე, მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში, არ შეიძლება როსუვასტატინის გამოყენება. როსუვასტატინისა  და ფუზიდის მჟავას ერთდოულად მიღების საჭიროება გათვალისწინებულია მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

როსუვასტატინი არ უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის მწვავე, სერიოზული მდგომარეობა ან მიდრეკილები არიან თირკმლის უკმარისობის/რაბდომიოლიზის განვითარებისადმი (მაგ: სეფსისი, ჰიპოტენზია, ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, მწვავე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან უკონტროლო პაროქსიზმი).

ღვიძლისმიერი ეფექტები: ისევე როგორც სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, როსუვასტატინის ტაბლეტების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში.
მკურნალობამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება. როსუვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს და დოზა შემცირდეს, თუ შრატში ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ აღემატება ნორმალური მაჩვენებლის ზედა ზღვარს.

პროთეაზას ინჰიბიტორები: კონკრეტულ პროთეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული, თუ როსუვასტატინის დოზა არ არის დაზუსტებული.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება: თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, მაშინ უნდა შეწყდეს სტატინებით მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ტრანსპორტერ პროტეინ ინჰიბიტორები: როსუვასტატინის  და ტრანსპორტერ პროტეინ ინჰიბიტორების სამედიცინო პროდუქტების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში როსუვასტატინის კონცენტრაციის გაზრდა და მიოპათიის განვითარების დიდი რისკი.

გემფიბროზილი და სხვა სახის ლიპიდების შემამცირებელი პროდუქტები:

40მგ დოზის მიღება უკუნაჩვენებია ფიბრატებთან ერთად მიღებისას. რეკომენდებულია  მკურნალობის დაწყება 5მგ დოზით.

ერითრომიცინი: როსუვასტატინის  და ერითრომიცინის ერთდროული მიღება იწვევს როსუვასტატინის AUC  და Cmax 30%-ით შემცირებას. ეს შესაძლოა იყოს განპირობებული ერითრომიცინის მიერ  ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით.

ვიტამინ K-ს ანტაგონისტები: როსუვასტატინით მკურნალობის შეწყვეტამ ან მისი დოზის შემცირებამ, შეიძლება შეამციროს INR. მსგავს შემთხვევებში, საჭიროა INR –ს სათანადო მონიტორინგი.

ფერტილობა, ორსულობა ლაქტაცია:

როსუვასტატინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში შერჩეულ უნდა იქნას შესაფერისი კონტრაცეფტივი.

თუ პაციენტი დაორსულდა ამ პროდუქტის გამოყენების პერიოდში, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს წამლის მიღება.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე როსუვასტატინის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, მისი ფარმაკოდინამიკური თვისებებიდან გამომდინარე  როსუვასტატინი ნაკლებად ახდენს გავლენას ამ უნარებზე. ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუსხვევა.

არასასურველი ეფექტები:

რუსუვასტატინის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია შემდეგი თანამიმდევრობით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, არახშირი (>1/1,000, იშვიათი (>1/10,000, ძლიან იშვიათი (უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

ხშირი: შაქრიანი დიაბეტი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მიალგია, ასთენია;

არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

იშვიათი: თრომბოციტოპენია,  ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები მათ შორის ანგიონევროტული შეშუპება, პანკრეატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზას აქტივობის მომატება, მიოპათია (მათ შორის მიოზიტი), რაბდომიოლიზი.

ძალიან იშვიათი: პოლინეიროპათია, გონების დაკარგვა, სიყვითლე, ჰეპატიტი, ართრალგია, ჰემატურია, გინეკომასტია.

უცნობი: დეპრესია, პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევები, ხველა, დისპნოე, დიარეა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მყესების დარღვევები, ხანდახან გაწყვეტით გართულებული, იმუნო განპირობებული მანეკროზებელი მიოპათია, შეშუპება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირებისას არ არსებობს სპეციფიური მკურნალობა. ჭარბი დოზირების დროს უნდა მოხდეს სიმპტომური მკურნალობის და შემანარჩუნებელი ზომების მიღება. ღვიძლის ფუნქცია, კრეატინკინაზას დონეები უნდა შემოწმდეს სათანადოდ.
ჰემოდიალიზის გამოყენება ამ შემთხვევაში უშედეგოა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები:

ფარმაკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, გენოტოქსიურობაზე და კანცეროგენურობის პოტენციალზე დაყრდნობით პრეკლინიკურმა მონაცემებმა ადამიანებში არ აჩვენა რაიმე სახის განსაკუთრებული საფრთხე. hERG გავლენაზე ანალიზი არ ყოფილა შეფასებული. კლინიკურ კვლევებში უარყოფითი რეაქციები არ არის გამოვლენილი, მაგრამ ცხოველებში ექსპოზიციის დონე მსგავსია კლინიკური ექსპოზიციის დონისა: განმეორებითი დოზის ტოქსიურობის კვლევებში ღვიძლის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები თაგვებსა და ვირთხებში გამოწვეული იყო როსუვასტატინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით და ძაღლებში ნაკლები გავლენა ჰქონდა ნაღვლის ბუშტზე, მაგრამ არა მაიმუნებში.  გარდა ამისა, დიდი დოზების მიღებისას ძაღლებსა და მაიმუნებში აღინიშნა ტესტიკულარული ტოქსიურობა. ვირთხებში აშკარა იყო რეპროდუქციული ტოქსიურობა. დედებში ტოქსიური დოზის მიღებისას აღინიშნა ლეკვების გადარჩენა, რა დროსაც სისტემური ექსპოზიცია რამდენჯერმე აღემატებოდა სამკურნალო ექსპოზიციურ დონეს.

შეუთავსებლობა: არაფერი

პრეზენტაცია და შეფუთვა:

3 X 10 ტაბლეტი ალუმინის ბლისტერზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის სპეციალური პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C, მოარიდეთ ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის შეძენის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ZIM LABORATORIES LIMITED

B-21/22, MIDC Area, კალმეშვარი, ნაგპური 441501,

მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი 

მაგიტრონი #20ტ შუშხუნა +

მაგიტრონი

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი (550 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) – 5 მგ, მაგნიუმის კარბონატს – 60 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი. 

1 შუშხუნა ტაბლეტი (4000 მგ) შეიცავს:

ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) – 5 მგ, მაგნიუმის კარბონატს – 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ვაშლმჟავა, ლიმონმჟავა, ფრუქტოზა, ასპარტამი (რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს), ნატრიუმის ციკლამატი, აცესულფამი K, ლიმონის და ფორთოხლის  არომატიზატორები, საღებავი რიბოფლავინი.

მოქმედება:
მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ვიტამინი B6  აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების – ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.
მაგნიუმი მონაწილეობას ღებულობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და  ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.
მაგიტრონი, განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

 ჩვენება:
– ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
– სტრესი;
– აგზნებადობა.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები: მაგიტრონი მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტის ოდენობით მცირე რაოდენობის წყალთან  ერთად.
შუშხუნა ტაბლეტები: მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
მაგიტრონი არ შეიცავს შაქარს, ამის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
20 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში, 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მაგიტრონის გამოყენება დაუშვებელია.

შპს “ავერსი-რაციონალი”, საქართველო

როვასტატი 20მგ #28ტ

როვასტატი 

 

შემადგენლობა

1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 10 მგ 
1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 20 მგ 
1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (E464) ტიტანის დიოქსიდი (E171) ტრიაცეტინი (E1518) ქინოლინი ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).


ჰიპერქოლესტერინემია
როვასტატი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მეთოდები (დიეტის შეცვლა, ფიზიკური ვარჯიშები, წონის დაკლება) სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ:
– ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემია);
– კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული) (IIბ ტიპის); 
– ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; 
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.


პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩვეული დოზა მოზრდილებში:
ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში:
საწყისი დოზა:
როვასტატით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ ან 10 მგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა სტატინს მანამდე იღებდით მაღალი დოზით. საწყისი დოზა დამოკიდებულია: 
– ქოლესტერინის დონეზე;
– გულის შეტევის, სტენოკარდიის განვითარების რისკზე;
– მომატებული მგრძნობელობის გამო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკზე. ყველაზე დაბალი დოზის (5 მგ) დანიშვნა მიზანშეწონილია: 
– აზიური წარმომავლობის შემთხვევაში (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა);
– 70 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში;
– თირკმლის საშუალო სიმწვავის პრობლემებისას;
– კუნთების ტკივილის (მიოპათია) რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა:
შესაძლებელია დოზის გაზრდა ოპტიმალური დოსის მისაღწევად. თუ პრეპარატის მიღება იწყება 5 მგ დოზით, შესაძლებელია დოზის გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. თუ პრეპარატის მიღება იწყება 10 მგ დოზით, შესაძლებელია დოზის გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. დოზის ყოველი რეგულირებისას მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს ოთხი კვირა. 
როვასტატის დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე პაციენტებისათვის და გულის შეტევის, სტენოკარდიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ქოლესტერინის დონე არ შემცირდა შესაბამისად 20მგ ტაბლეტის მიღებისას. 
გულის შეტევის, სტენოკარდიის, ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ დღეში. თუმცა დოზა შეიძლება შემცირდეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ჩვეული დოზა 10-17 წლის ასაკის ბავშვებში: ჩვეული დოზა არის 5 მგ. შესაძლებელია დოზის გაზრდა ოპტიმალური დოსის მისაღწევად. როვასტატის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. დოზა უნდა მიიღოთ დღეში ერთჯერ. როვასტატი 40 მგ არ გამოიყენება ბავშვებში. როვასტატი მიიღება დღეში ერთჯერ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სასურველია ერთი და იმავე დროს.
რეკომენდებულია ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიღების შეწყვეტის შემთხვევაში: როვასტატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება.


ყველა პრეპარატის მსგავსად, როვასტატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა. 
ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება:
– სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე;
– სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
– კანის ძლიერი ქავილი (კანის ამობურცვა).A
ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს როვასტატის მიღება, თუ აღინიშნებაკუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს. 
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლიდეს 10-100 პაციენტიდან 1 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, შარდში პროტეინის რაოდენობის მომატება – რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 40 მგ), შაქრიანი დიაბეტი, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც შაქრის დოზე აქვთ ნორმის ზღვარს ზემოთ.
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-1000 პაციენტიდან 1 პაციენტში): გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები; შარდში პროტეინის რაოდენობის მომატებ, რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 5 მგ, 10 მგ და 20 მგ).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1 000-10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში): მწვავე ალერგიული რეაქციები – ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს (კანის ამობურცვით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კუნთების დაზიანება მოზრდილებში – შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება უფრო მეტ ხანს, ვიდრე ელოდით; კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთება); სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე); ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); სისხლი შარდში; ფეხების და მკლავების ნერვის დაზიანება (შეგრძნების დაკარგვა); სახსრების ტკივილი; მეხსიერების დაკარგვა.
უცნობი სიხშირის გვერდით მოვლენები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა (თხელი განავალი); სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); ხველა; სუნთქვის გაძნელება; ედემა (შეშუპება); ძილის დარღვევა, უძილობის და ღამის კოშმარების ჩათვლით; სქესობრივი პრობლემები; დეპრესია; სუნთქვის პრობლემა ხველის და/ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით, ან ცხელება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.


– მომატებული მგრძნობელობა როვასტატის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
– ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
– კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი;
– ციკლოსპორინების გამოყენებისას (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება:
– თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგიის დროს;
– კუნთების განმეორებითი ან უჩვეულო ტკივილისას; 
– ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას;
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევისას;
– თუ პაციენტი არის 10 წლამდე: როვასტატი არ მიიღება ბავშვებში 10 წლამდე;
– თუ პაციენტი არის 18 წლამდე: როვასტატი 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე; 
– 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში; 
– მწვავე რესპირატორული უკმარისობისას;
– აზიური წარმომავლობის შემთხვევაში, (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა). 
ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს (ღვიძლის ფუნქციური ანალიზი) როვასტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.


ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
როვასტატი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. როვასტატის მიღების დროს რეკომენდებულია პერორალური კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია როვასტატის ზოგიერთ კომპონენტზე:
როვასტატი შეიცავს ლაქტოზას, პაციენტებმა, რომლებიც არიან არატოლერანტულები ზოგიერთი შაქრების მიმართ სამკურნალო საშუალების მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: პრეპარატი ჩვეულებრივ არ იწვევს ფსიქოფიზიკური აქტივობის მოშლას და არ აქვეითებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარს.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ვლინდება თავბრუსხვევა როვასტატით მკურნალობისას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, სატრანსპორტო საშუალების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.


პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს.


ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს ან იღებდა პაციენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. განსაკუთრებით ციკლოსპორინის (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ვარფარინის (ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად), ფიბრატების (როგორებიცაა გემფიბროზილი, ფენობიბრატი), ან ქოლესტერინის შესამცირებელი ნებისმიერი სხვა პრეპარატის (როგორიცაა ეზეტიმიბი), საჭმლის მოსანელებელი საშუალებების (რომლებიც გამოიყენება კუჭში მჟავიანობის გასანეიტრალებლად), ერითრომიცინის (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივების, ლიპონავირი/რიტონავირის (გამოიყენება აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ) პრეპარატების გამოყენებისას, ან თუ ტარდება ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია.


პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.


პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლუთეინი D3 15მლ წვეთები

42.95 ლარი
40.38 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: სოფთ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

როვასტატი 10მგ #28ტ

როვასტატი 

 

შემადგენლობა

1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 10 მგ 
1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 20 მგ 
1 ტაბ.
როზუვასტატინი (როზუვასტატინ კალციუმის სახით) E. . . . . . . . . . . . 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (E464) ტიტანის დიოქსიდი (E171) ტრიაცეტინი (E1518) ქინოლინი ყვითელი ალუმინის ლაქი (E104).


ჰიპერქოლესტერინემია
როვასტატი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, LDL ქოლესტერინის, B აპოლიპოპროტეინისა და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციების შემცირების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მეთოდები (დიეტის შეცვლა, ფიზიკური ვარჯიშები, წონის დაკლება) სასურველ შედეგებს ვერ გვაძლევენ:
– ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის, მათ შორის ოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემია);
– კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია (შერეული) (IIბ ტიპის); 
– ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; 
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკა.


პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩვეული დოზა მოზრდილებში:
ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში:
საწყისი დოზა:
როვასტატით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 5 მგ ან 10 მგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა სტატინს მანამდე იღებდით მაღალი დოზით. საწყისი დოზა დამოკიდებულია: 
– ქოლესტერინის დონეზე;
– გულის შეტევის, სტენოკარდიის განვითარების რისკზე;
– მომატებული მგრძნობელობის გამო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკზე. ყველაზე დაბალი დოზის (5 მგ) დანიშვნა მიზანშეწონილია: 
– აზიური წარმომავლობის შემთხვევაში (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა);
– 70 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში;
– თირკმლის საშუალო სიმწვავის პრობლემებისას;
– კუნთების ტკივილის (მიოპათია) რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა:
შესაძლებელია დოზის გაზრდა ოპტიმალური დოსის მისაღწევად. თუ პრეპარატის მიღება იწყება 5 მგ დოზით, შესაძლებელია დოზის გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. თუ პრეპარატის მიღება იწყება 10 მგ დოზით, შესაძლებელია დოზის გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. დოზის ყოველი რეგულირებისას მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს ოთხი კვირა. 
როვასტატის დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ-ს. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე პაციენტებისათვის და გულის შეტევის, სტენოკარდიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, რომელთა ქოლესტერინის დონე არ შემცირდა შესაბამისად 20მგ ტაბლეტის მიღებისას. 
გულის შეტევის, სტენოკარდიის, ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ დღეში. თუმცა დოზა შეიძლება შემცირდეს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
ჩვეული დოზა 10-17 წლის ასაკის ბავშვებში: ჩვეული დოზა არის 5 მგ. შესაძლებელია დოზის გაზრდა ოპტიმალური დოსის მისაღწევად. როვასტატის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. დოზა უნდა მიიღოთ დღეში ერთჯერ. როვასტატი 40 მგ არ გამოიყენება ბავშვებში. როვასტატი მიიღება დღეში ერთჯერ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სასურველია ერთი და იმავე დროს.
რეკომენდებულია ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიღების შეწყვეტის შემთხვევაში: როვასტატის მიღების შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება.


ყველა პრეპარატის მსგავსად, როვასტატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა. 
ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება:
– სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე;
– სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
– კანის ძლიერი ქავილი (კანის ამობურცვა).A
ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს როვასტატის მიღება, თუ აღინიშნებაკუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს. 
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლიდეს 10-100 პაციენტიდან 1 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, შარდში პროტეინის რაოდენობის მომატება – რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 40 მგ), შაქრიანი დიაბეტი, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც შაქრის დოზე აქვთ ნორმის ზღვარს ზემოთ.
არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-1000 პაციენტიდან 1 პაციენტში): გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები; შარდში პროტეინის რაოდენობის მომატებ, რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 5 მგ, 10 მგ და 20 მგ).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1 000-10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში): მწვავე ალერგიული რეაქციები – ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს (კანის ამობურცვით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კუნთების დაზიანება მოზრდილებში – შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება უფრო მეტ ხანს, ვიდრე ელოდით; კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთება); სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე); ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); სისხლი შარდში; ფეხების და მკლავების ნერვის დაზიანება (შეგრძნების დაკარგვა); სახსრების ტკივილი; მეხსიერების დაკარგვა.
უცნობი სიხშირის გვერდით მოვლენები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა (თხელი განავალი); სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); ხველა; სუნთქვის გაძნელება; ედემა (შეშუპება); ძილის დარღვევა, უძილობის და ღამის კოშმარების ჩათვლით; სქესობრივი პრობლემები; დეპრესია; სუნთქვის პრობლემა ხველის და/ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით, ან ცხელება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.


– მომატებული მგრძნობელობა როვასტატის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
– ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;
– კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი;
– ციკლოსპორინების გამოყენებისას (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება:
– თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგიის დროს;
– კუნთების განმეორებითი ან უჩვეულო ტკივილისას; 
– ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას;
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევისას;
– თუ პაციენტი არის 10 წლამდე: როვასტატი არ მიიღება ბავშვებში 10 წლამდე;
– თუ პაციენტი არის 18 წლამდე: როვასტატი 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე; 
– 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში; 
– მწვავე რესპირატორული უკმარისობისას;
– აზიური წარმომავლობის შემთხვევაში, (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა). 
ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს (ღვიძლის ფუნქციური ანალიზი) როვასტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.


ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
როვასტატი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. როვასტატის მიღების დროს რეკომენდებულია პერორალური კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია როვასტატის ზოგიერთ კომპონენტზე:
როვასტატი შეიცავს ლაქტოზას, პაციენტებმა, რომლებიც არიან არატოლერანტულები ზოგიერთი შაქრების მიმართ სამკურნალო საშუალების მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: პრეპარატი ჩვეულებრივ არ იწვევს ფსიქოფიზიკური აქტივობის მოშლას და არ აქვეითებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარს.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ვლინდება თავბრუსხვევა როვასტატით მკურნალობისას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, სატრანსპორტო საშუალების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.


პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს.


ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს ან იღებდა პაციენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. განსაკუთრებით ციკლოსპორინის (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ), ვარფარინის (ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად), ფიბრატების (როგორებიცაა გემფიბროზილი, ფენობიბრატი), ან ქოლესტერინის შესამცირებელი ნებისმიერი სხვა პრეპარატის (როგორიცაა ეზეტიმიბი), საჭმლის მოსანელებელი საშუალებების (რომლებიც გამოიყენება კუჭში მჟავიანობის გასანეიტრალებლად), ერითრომიცინის (ანტიბიოტიკი), ორალური კონტრაცეპტივების, ლიპონავირი/რიტონავირის (გამოიყენება აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ) პრეპარატების გამოყენებისას, ან თუ ტარდება ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია.


პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.


პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ლოჯიკალი D3 150მლ სიროფი

ლოჯიკალი D3

ლოჯიკალი D3 წარმოადგენს საკვებ დანამატს რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის და ვიტამინი D3-ის ოპტიმალური ბალანსის აღდგენაში და ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში. კალციუმი აუცილებელია ძვლის და კბილების სტრუქტურის, კუნთების და ნერვული ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სისხლის შედედებისთვის. ვიტამინი D3 ცნობილია როგორც კალციუმის  შეწოვისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ლოჯიკალი D3-ის ყოველი 10 მლ შეიცავს:

  • ტრიკალციუმის ფოსფატი  775მგ (კალციუმი 300მგ);
  • ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) -1.5მგ

მიღების წესი და დოზირება:

  • 3 თვიდან – 1 წლამდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში
  • 1 წლიდან – 4 წლამდე 5 მლ 2-ჯერ დღეში
  • 4 წლიდან – 9 წლამდე 5 მლ 3-ჯერ დღეში
  • 9 წლიდან 10 მლ 2-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: სიროფი, 150მლ
ვარგისიანობის პერიოდი: 3 წელი
მწარმოებელი: MASENZ DANYA GROUP SL , ესპანეთი

სიფრთხილის ზომები:

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვების რაციონს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზებს. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ გრილ და მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. გახსინად ვარგისიანობის პერიოდი შეადგენს 30 დღეს. შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენების წინ.

რეიტოილი 1000მგ #20კაფს

25.64 ლარი
24.10 ლარი

ქვეყანა: ეგვიპტე

მწარმოებელი: სედიკო ფარმაც. ეგვიპტე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლომპასარი 5მგ#30ტ

ლომპასარი
(LOMPASAR)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ფოლის მჟავა;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტი.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ფოლის მჟავას _ 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი.
ათქ-კოდი: B03BB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად, კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას. პრეპარატი ვიტამინ B12-თან   ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და კარგად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
• არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
• ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის მკურნალობისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში 4 თვის განმავლობაში, პროფილაქტიკისათვის – 2.5 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. ერთი თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის გამეორება.
ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკის ჯგუფის ქალებში ლომპასარი ინიშნება დოზით 5 მგ/დღეში მოსალოდნელ ორსულობამდე 4 კვირის განმავლობაში. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.
მალაბსორბციით, ნაწლავების ანთებითი დაავადებებით, არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული მაკროციტული ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ლომპასარი ინიშნება დოზით 15 მგ/დღეში, სპრუს დააავადების მქონე პაციენტებში – 5-15 მგ/დღეში.
ბავშვებში ლომპასარი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.
უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა შესაძლოა დაენიშნოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ქრონიკული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
• პერნიციოზული ანემია;
• ავთვისებიანი წარმონაქმნები;
• ციანოკობალამინის დეფიციტი;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებენ ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენენ დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებენ ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
ლომპასარი არ გამოიყენება B12 – დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ ლომპასარის მაღალი დოზები.
ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის – ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში.
პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge  

რატიზოლი პლუსი 10მგ/10მგ #30ტ

რატიზოლი პლუსი

(RATIZOL PLUS)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი, ეზეტიმიბი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით; 
შემადგენლობა: 
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ატორვასტატინ კალციუმს 10 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს;
ეზეტიმიბს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერების ნარევი ჩოატინგ პრემიხ წჰიტე (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Sunset Yellow FCF (E 110).

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 10 მგ/10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ-კოდი: C10B.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატორვასტატინი არის ფერმენტ ჰმგ კო-A რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზა) სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ჰმგ კო-A რედუქტაზას მევალონის მჟავად. იგი სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედია. ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს სისხლის პლაზმაში ჰმგ კო-A რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში, ხოლო ჰეპატოციტების ზედაპირზე დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით, რაც აძლიერებს დსლპ-ის კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს (აპო B) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მსლპ-ის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და აპოლიპოპროტეინ 
A-ს დონის მატებას. ასეთი მონაცემები აღინიშნება ჰეტეროზიგოტული ოჯახური 
ჰიპერქოლესტერინემიით, შერეული ლიპიდემიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში.

ეზეტიმიბი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ჰიპოლიპიდემიური მოქმედებით, იგი ლოკალიზდება წვრილი ნაწლავის ხაოზე, სელექტიურად ამცირებს ქოლესტერინის და თავისუფალი მცენარეული ცხიმების აბსორბციას ნაწლავში, რაც იწვევს ქოლესტერინის მიწოდების შემცირებას წვრილი ნაწლავიდან ღვიძლში.
ეზეტიმიბი ატორვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს Bდა ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის მსლპ-ის დონეს პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით.

ფარმაკოკინეტიკა: 
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება მიღებისთანავე, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95-99%-ს. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორის სისტემური შეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს ბიოტრანსფორმაციით. ატორვასტატინის გავრცელების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ-ს. ატორვასტატინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98%-ით, ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომ P450 3 A4 ზემოქმედებით და წარმოქმნის ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს და ბეტა-ჟანგვის პროდუქტებს.
ატორვასტატინის ეფექტურობა ჰმგ კო-A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტიურობით. გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ. პრეპარატი არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში. ატორვასტატინის ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ კო- A რედუქტაზას მიმართ გრძელდება დაახლოებით 20-30 სთ აქტიური მეტაბოლიტების თანაარსებობის გამო.
ეზეტიმიბი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება ეზეტიმიბ-გლუკურონიდად. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში ეზეტიმიბ-გლუკურონიდისათვის და 4-12 სთ-ში – ეზეტიმიბისათვის. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა ვერ ხერხდება, რადგან ეს კომპონენტი პრაქტიკულად წყალში უხსნადია.
ეზეტიმიბი ძირითადად მეტაბოლიზდება წვრილ ნაწლავსა და ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით და გამოიყოფა ნაღველით. ეზეტიმიბის და ეზეტიმიბ-გლუკურონიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 10-20%-ს და 80-90%-ს პრეპარატის საერთო რაოდენობიდან. ეზეტიმიბი და ეზეტიმიბ-გლუკურონიდი ნელა გამოიდევნება პლაზმიდან ენტეროჰეპატური რეცირკულაციის 
მნიშვნელოვანი ზემოქმედების შედეგად. ეზეტიმიბის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 
შეადგენს დაახლოებით 22 სთ-ს. ორგანიზმიდან გამოიყოფა 48 სთ-ის განმავლობაში ფეკალურ მასასთან (78%) და შარდთან (11%) ერთად.

ჩვენება:
– გამოიყენება დამატებით დიეტასთან ერთად მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის, ჰეტერო- და ჰომოზიგოტური საოჯახო ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;
– დამხმარე თერაპიის სახით II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად;
– ატორვასტატინით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის კორექტირება ხდება 4 კვირიანი ინტერვალით. ეზეტიმიბის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს. ატორვასტატინის დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ატორვასტატინის და ეზეტიმიბის შესაბამისი კომბინაცია.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ლიპიდემია.
უმრავლეს შემთხვევაში ინიშნება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური – 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნდება.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია.
მკურნალობას იწყებენ დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. პაციენტებში ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით შედეგი მიიღწევა 80 მგ ატორვასტატინის დანიშვნით 1-ჯერ დღეში, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებას 15%-ით. შეიძლება წარმოიშვას დამატებით ატორვასტატინის დამოუკიდებლად დანიშვნის აუცილებლობა. 
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინი/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას. ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.
ხანდაზმულ და სხვა ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში ან ეფექტურობაში განსხვავება არ აღინიშნება.
პრეპარატის მიღება ბავშვებში უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები: 
ჩვუელებრივ, რატიზოლი პლუსი კარგად გადაიტანება. 
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ტკივილი მუცლის არეში, ასთენია, ყაბზობა, დიარეა, დისპნოე, მეტეორიზმი, გულისრევა, თავის ტკივილი, დაღლილობა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მკურნალობისას იზრდება მიოპათიის რისკი ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლის ნაწარმის ანტიფუნგალურ პრეპარატებთან და ნიაცინთან.
ეზეტიმიბი არ მოქმედებს იმ პრეპარატების ცვლაზე, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450 ჯგუფის ფერმენტებზე. ეზეტიმიბი არ მოქმედებს დაფსონის, დექსტრომეტორფანის, დიგოქსინის, გლიპიზიდის, ტოლბუტამინის, მიდოზალამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინი არ მოქმედებს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე.
ანტაციდები. რატიზოლი პლუსის და ანტაციდების პერორალური სუსპენზიის, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმს, ერთდროული გამოყენება ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში 35%-ით, მაგრამ არ მოქმედებს დსლპ-ის დონეზე. ანტაციდები უმნიშვნელოდ ამცირებენ ეზეტიმიბის დონეს, მაგრამ არ ახდენენ ზეგავლენას მის ბიოშეღწევადობაზე.
ანტიპირინი. ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე და მათი ურთიერთქმედებით ციტოქრომული იზოფერმენტების მეტაბოლიზმი არ იცვლება.
კოლესტიპოლი. კოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 25%-ით, მიუხედავად ამისა ჰიპოლიპოპროტეინული ეფექტი რატიზოლი პლუსისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას უფრო გამოხატულია, ვიდრე რომელიმე ერთი პრეპარატის გამოყენებისას.
დიგოქსინი. რატიზოლი პლუსის და დიგოქსინის ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის დონე პლაზმაში არ იცვლება. თუმცა დღე-ღამეში 80 მგ ატორვასტატინის მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება 20%-ით, რაც საჭიროებს დიგოქსინზე მყოფი პაციენტების კონტროლს.
ერითრომიცინი/კლარითრომიცინი. ციტოქრომული P450 3A4 ინჰიბიტორების, ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღეში) ან კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღეში) რატიზოლი პლუსთან ერთდროული მიღებისას, აღინიშნება ატორვასტატინის დონის მომატება პლაზმაში.
აზითრომიცინი. რატიზოლი პლუსის (1 ტაბლეტი დღეში) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში) ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში.

ტერფენადინი. რატიზოლი პლუსის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში.
იტრაკონაზოლი. რატიზოლი პლუსის (20-40 მგ ატორვასტატინი) და იტრაკონაზოლის (200 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლში.
დილთიაზემის ჰიდროქლორიდი. რატიზოლი პლუსის და დილთიაზემის (240 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლის პლაზმაში.
პერორალური კონტრაცეპტივები. რატიზოლი პლუსის და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ პრეპარატების AUჩ დაახლოებით 30% და 20%-ით. ეს ეფექტი გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ვარფარინი და ციმეტიდინი. ვარფარინთან და ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები არ ვლინდება.
ამლოდიპინი. რატიზოლი პლუსის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.
პროტეაზას ინჰიბიტორები. რატიზოლი პლუსის და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას, აღინიშნება ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. 
გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას და იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მატებას, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის ჭარბი გამოყენებისას (> 1.2 ლ დღეში).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. 
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, მჟავე-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა.
ვინაიდან ატორვასტატინი უერთდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
რატიზოლი პლუსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ჩვილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. ამ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:
რატიზოლი პლუსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადეკვატური დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით. 
მოქმედება ღვიძლზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენებისას, აღინიშნება ტრანსამინაზების დონის შრატისმიერი აქტივობის ზომიერი მომატება (ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი), რასაც თან არ ახლავს სიყვითლე და სხვა კლინიკური გამოვლინებები. მკურნალობის დაწყებამდე და პრეპარატის მიღებიდან ან დოზის მომატებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას აუცილებელია აქტივობის კონტროლი მათ ნორმალიზაციამდე. თუ აქტივობა 3-ჯერ მეტია ზედა ზღვარზე, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
რატიზოლი პლუსი სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში და/ან პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში. ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების აქტივობის მატება დაუდგენელი გენეზით არის რატიზოლი პლუსის დანიშვნის უკუჩვენება. 
მოქმედება კუნთებზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის მატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. რატიზოლი პლუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავას ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით. 
რატიზოლი პლუსის ციკლოსპორინთან დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი.
რატიზოლი პლუსის დანიშვნისას ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით, 
განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში

რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების რისკს.
რატიზოლი პლუსის მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმლების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).
საჭიროა პაციენტის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში რატიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის არასასურველი მოქმედების შესახებ.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა: 2 წელი. 
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, 
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ლინდავიტი ქიდსი 150მლ სიროფი

ლინდავიტ ქიდს

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების ინსტრუქცია

 

ლინდავიტ ქიდს სიროფი – შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს.

შედგენილობა: 150 მლ სიროფი შეიცავს:

L – ასკორბინის მჟავა 1500 მგ

ნიკოტინამიდი 150 მგ

D-პანთოტენატი, კალციუმი (96,6 მგ პანთოტენის მჟავას ექვ.) 105 მგ

DL– ალფა–ტოკოფერილაცეტატი 50% (10,07 მგ α–TE ვიტამინი E-ს α–TE ექვ.) 30 მგ

ქოლეკალციფეროლი 100000 ME / გ (75 მკგ ვიტამინი D3–ის ექვ.) 30 მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი В2) 30 მგ

თიამინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В1) 30 მგ

რეტინილაცეტატი 325000 ME / გ (1995 მკგ ვიტამინი А–ს Р3 ექვ.) 20 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6) 15 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ბენზოატი (კონსერვანტი Е211), კალიუმის სორბატი (კონსერვანტი Е202), ქსანტანის გუმფისი (გამასქელებელი Е415), ფორთოხლის ზეთი (არომატიზატორი), ფორთოხლის წვენი კონცეტრირებული (არომატიზატორი), გლიციერინი (დამატენიანებელი Е422), გაწმენდილი წყალი.

ინფორმაცია „ლინდავიტ ქიდსის“კომპონენტების თვისებების შესახებ:

ვიტამინიАმონაწილეობს მხედველობითი პიგმენტების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა ფერებისა და ბინდის ნორმალური მხედველობითი აღქმისთვის; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას, არეგულირებს ძვლების ზრდას.

ვიტამინი Е  ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, უზრუნველყოფს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოპეროქსიდაციისგან მემბრანებში; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერებების, სისხლძარღვების გლუვი კუნთების, საჭმლის მომნებელი ტრაქტის შემაერთებელი ქსოვილების კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.

ვიტამინი В1, В2, В6 ებრძვის დაღლილობას, ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს და ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში.

ვიტამინი С – ხელს უწყობს კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რომელიც საჭიროა ძვლების, სისხლძარღვების, ხრტილების, ღრძილებისა და კანის  ჯანმრთელი ფუნქციისთვის. ასევე, ვიტამინი С ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.

ვიტამინი D   აუცილებელია კუნთებისა და ძვლების ნორმალური ზრდა–განვითარებისთვის.

პანთოტენისმჟავა – კოფერმენტი А-ს შემადგენელი, აკისრია საკვანძო როლი ნახშიწყლების, ცილებისა და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, ხელს უწყობს ცხიმების მიმოცვლის ნორმალიზებას, ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენითი პროცესების აქტივირებას და ამიტომ მნიშვნელოვანია ქსოვილის ყველა უჯრედის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. მონაწილეობს ორგანიზმში სასიცოხლო მნიშვნელობის მქონე მჟავების, სასქესო ჰორმონების და ზრდის ჰორმონების, ქოლესტერინის, ჰისტამინის, აცეტილქოლინის, გემოგლობინის სინთეზში. 

გამოყენების რეკომენდაციები:

გადაღლა სასკოლო ასაკის ბავშვებში, მომატებული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვა; მადის უქონლობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი; გადატანილი დაავადების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში ინფექციების და ზოგადად გაციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაუმჯობესება; ორგანიზმის დამცავი უნარების გაძლიერება დასუსტებულ და/ან ხშირად მოავადმყოფე ბავშვებში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი A და D

დოზირების რეჟიმი:

მიიღება შინაგანად.

ბავშვებში 3-დან 10 წლამდე: 5 მლ დღე-ღამეში ერთხელ 

მოზრდილებში: 5 მლ დღე-ღამეში 2-ჯერ

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი ყავისფერ ფლაკონში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახათ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გაყინოთ.

გახნის შემდეგ სიროფი უნდა შეინახოთ მაცივარში.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმოებულია:

BELINDA laboratories-თვის

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: დსს “Aconitum”

ლიტვა

Don`t copy text!