Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 27

გრანექსი 50მლ ხსნ

გრანექსი

შემადგენლობა: 

ალოე ვერა,გლიცირიზინის მჟავა, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, წყალი. 

 

ჩვენებები: 

• აკნე 

• ფერიმჭამელები 

• კომედონები 

• შავი და თეთრი მუწუკები 

• კანის დეფექტები 

პრეპარატ “გრანექსი”-ს ერთერთი ძირითადი ინგრედიენტი – ალოე ვერა- უძველესი დროიდან ფასობდა თავისი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამო. მისი ეს თვისებები კი დღეს უკვე თანამედროვე მედიცინის კვლევებითაა დამტკიცებული და ამასვე ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ს სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სააგენტო (FDA). 

მეორე ძირითადი ინგრედიენტი,რომელიც პრეპარატ “გრანექსი”-ს შემადგენლობაში შედის, გლიცირიზინის მჟავაა – ნივთიერება, რომელიც შესწავლილია როგორც კოსმეტიკურ საშუალებათა, ისე ფარმაცევტული პრეპარატებისა და კვებითი დანამატების სფეროში. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება ძალიან ეფექტურია ნებისმიერი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას. 

• ალოე ვერა შეიცავს: 

ვიტამინები: A, C ,D,E და B12. 

ფერმენტები: ბრადიკინაზა-ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. 

მინერალური ნაერთები: 

შეიცავს 20-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებას, მათშორის ზოგიერთი შეუცვლელია სხვადასხვა ფერმენტული სისტე¬მების მოქმედებისათვის.

აკნეტი 2%+0.05% 30გ გელი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვემ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აკნეს ფორმულა#30კაფს

აკნეს ფორმულა

აკნეს ფორმულა წარმოადგენს სინერგიული მოქმედების მქონე კომპონენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება აკნეს,  პრობლემური კანის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

აკნეს ფორმულა შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს – თუთიას, ნიაცინამიდს და ლუდის საფუარს.

  • გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური  მოქმედება   
  • თრგუნავს Propian Bacterium Acne-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას,    ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით, აინჰიბირებს ახალი კომედონების წარმოქმნას
  • აფერხებს ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას
  • აუმჯობესებს კანის სტრუქტურას
  • აძლიერებს იმუნიტეტს 

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ პროცესში. თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში ,უჯრედების შენება, აღდგენასა და დაცვაში.  განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას .

თუთია ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ,   განსაკუთრებით მაშინ , როდესაც მისი დეფიციტია ორგანიზმში. მისი გამოყენების დროს  65% -ში აღინიშნება  გამონაყარის შემცირება და 85%-ში კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. თუთიის დეფიციტის დროს აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შენელება,   კანის სტრუქტურის გაუარესება, ქრონიკული დერმატიტი, აკნე და სხვა.

ნიაცინამიდი ივიგე ვიტამინი B3, ვიტამინი   PP , მონაწილეობს  ჟანგვა – აღდგენით პროცესებში, ლიპიდებისა და ნახშირწყების ცვლაში, ფერმენტების სინთეზში. კვლევებით გამოვლენილია მისი დადებითი ეფექტი დერმატოლოგიაში. ნიაცინამიდი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, ხელს უწყობს მიკროელემენტებისა და ჟანგბადის ტრასპორტირებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ტოქსინების გამოდევნას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში,  რის შედეგადაც კანი ხდება  გლუვი და ელასტიური, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, შავი წერტილების დროს. ახდენს მცირე ჭრილობების , აკნეს შემდგომი ნაწიბურების შეხორცებას, არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის გამომუშავებას, ეფექტურია პიგმენური ლაქების შესამცირებალად.

ლუდის საფუარი მდიდარია  B ჯგუფის ვიტამინებით,  მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, სელენი,ფოსფორი)  ცილებით, ამინომჟავებით,  ფერმენტებით. ლუდის საფუარში შემავალი კომპონენტები ახდენენ ანტიოქსიდანტურ, ბაქტერიოსტატიკულ მოქმედებას. ლუდის საფუარი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს,  ხელს უწყობს კანის გაჯანსაღება გაახალგაზრდავებას, კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსებას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და ანელებს დაბერების პროცესს, მისი გამოყენებით უმჯობესდება  თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურა.

ჩვენება: აკნე (Acne Vulgaris), სებორეული დერმატიტი, პათოლოგიური ჰიპერპიგმენტაცია, როზაცეა.

შემადგენლობა:   თუთია (ოქსიდი) – 20მგ, ნიაცინამიდი – 500 მგ, ლუდის საფუარი (Saccharomyces Cerevisiae) – 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

მიღება და დოზირება:  1, 2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება  რეკომენდებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში, საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა მინიმუმ 8 კვირა.

უკუჩვენება:  არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციიის  პერიოდში, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სიყვითლე, ღვიძლის დაავადებები ,  დიაბეტი, კრონის დაავადება.

18  წლამდე  გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

გამოშვების ფორმა:  #30 კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ.                                                                              

აკნეს გელი 25გ

აკნეს გელი

წარმოადგენს კომპანა ESI-ის კვლევით ბაზაზე შექმნილ სპეციალურ , სინერგიული მოქმედებსი მქონე კომპონენტების კომპლექსს, რომელიც ეფექტურად  გამოიყენება აკნეს,პრობლემური და ცხიმიანი კანის დროს. ის არ შეიცავს კონსერვატებს,საღებავებს,პარფიუმს,სილიკონს, პარაბენს. მას გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება.

შემადგენლობა: ალოეს ფოთლის წვენი, ჩაის ხის ზეთი,თუთია, ასკილის თესლის ზეთი, აზელაინის მჟავა, რეტინოლ აცეტატი, სიმინდის ზეთი, კალუმის სორბიტი, როზმარინი ფთლის ექსტრაქტი, მზესუმზირას თესლის ზეთი.  სპირტი,

ალოე ვერა არის უნივერსალური მცენარე მთელი რიგი სასრგებლო თვისებებით: გააჩნია ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობაშემახორცებელი, ასევე ასვე ანტიოქსიდანტური აქტივობა,რის გამოც ის ეფექტურად ამშვიდებს კანს, ხსნის ანთებას და აჩქარებს 25-30%-ით დაზიანებული უბნის რეგენერაციას. მის შემადგენლობაში შედის Aloin, რომელიც აღწევს რა კანის სიღრმეში ხელს უწუობს სხვა კომპონენტების შეტანას,რითიც ერთ მხრივ უზრუნველყოფს ტენის შენარჩუნებას, ხოლო მეორეს მხრივ სტრუქტურის აღდგენას.

ჩაის ხის ზეთი, -მისი გამაჯანსაღებელი თვისებების გამო საუკუნეების მაძილზე გამოიყენება ავსტრალიაში.ის  წარმოადგენს ბუნებრივ ანტისეპტიკს,ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული,ანტიფუნგალური  და იმუნო მამოდულირებელი მოქმედება.  (სპირტზე, ევკალიპტზე ძლიერია,)

თუთია, აფერხებს ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის გამომუშავებას,

გააჩნია ანტისეპტიური აქტივობა , ხსნიას კანის გაღიზიანებას,  ზრდის ელასტიურობას. კანზე წასმისას ქმნის დამცავ ფიზიკურ ბარიერს და აჩქარებს რეგენერაციას.

აზელაინის მჟავა, (სკინორენში შედის) გამოირჩევა ანტიბაქტერიული (Proprionibacterium acnes и Staphylococcus epidermidis), კერატოლიტური, კომედოლიტური,ანტიოქსიდანტური  აქტივობა.ასევე  ასევე ამცირებს პიგმენტაციას, (რაც მნიშვნელოვანია მუქი კანის დროს პოსტანთბითი პიგმენტაციის თავიდან ასაცილებლად და ასვე მელაზმის-ჰიპერპიგმენტაცია ორსულები)

ვიტამინი  А  (რეტინოლ აცეტატი) წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ის ხელს უწყობს შეხორცების პროცესს , კოლაგენის გამომუსავებას და კანის სტრუქტურის აღდგენას 

ვიტამინი  Е წარმოადგენს მძალვრ ანტიოქსიდანტს ,რომელიც ასევე აუმჯობესებს სისხლმომარაგებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის სტრუქტურის აღდგენაში

ვიტამიი F(ეს არის ჯგუფი უჯერი ცხიმოვანი მჟავების-ლინოლის,ლინოლინის,არახიდონის, რომლებიც გართიანებული არიან ერთ დასახელებაში «fat»,  ცხიმი.ის ორგანიზმში არ სინთეზირდება და ხვდება საჭმელთან ერთად) მიეღბული ასკილის თესლის, სიმინდის,  მზესუმზირას თესლის ზეთისგან   წარმოადგენს მძალვრ ანიოქსიდანტს , ის ასევე  აუჯობესებს კანის ტროფიკას, უჯრედის ფუნქციურ მდგომარეობას, რეგენერაციას. კანი იძენს ჯანმრთელ იერსახეს და ხდება უფრო ელასტიური. ასკილის თესლის ზეთი,სიმინდის ზეთი,  მზესუმზირას თესლის ზეთი. 

კალუმის სორბიტი,როზმარინი ფთლის ექსტრაქტი,

კლინიკურად ტესტირებულია

გამოყენება: მცირე რაოდენობით გელი დაიტანება მშრალ,სუფთა კანზე1 ან 2 ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა 25 მლ.გამჭირვალე გელი

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

მწარმოებელი:

ESI s.p.a., იტალია

შ.პ.ს Prime line .571 434043

აკნე ფილი 600მგ#60ტ

62.50 ლარი
58.75 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ლაბორ. ლომალუქსი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჰერბამედი 20გ მალამო

23.00 ლარი
21.62 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: გეოპოლი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰელპოგენი 0.05% 15გ კრემი

ჰელპოგენი

ბეტამეტაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი,
ტოლნაფტატი, იოდოქლორჰიდროქსიქუინი

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ბეტამეტაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი(როგორც სულფატი), ტოლნაფტატი და იოდოქლორჰიდროქსიქუინი.
შემავსებლები: ქლოროკრეზოლი, პოლიეთილენ გლიკოლის მონოცეტილური ეთერი, კეტოსტეარილის სპირტი, თეთრი პეტროლატი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ჰიდროგენ ფოსფატი, წყალი.

აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია:
ჰელპოგენის კრემის ყოველი გრამი შეიცავს:
ბეტამეტაზონის 17-ვალერატი 0,61მგ
გენტამიცინი(როგორც სულფატი) 1,00მგ
ტოლნაფტატი 10,00მგ
იოდოქლორჰიდროქსიქუინი 10,00მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰელპოგენის კრემი გამოიყენება დერმატოლოგიური დაავადებების დროს., განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პათოგენის განსაზღვრა რთულდება. მას გააჩნია ანთების, ქავილის, სოკოს და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება კანის გართულებული ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს.

ჩვენებები:
საზარდულის დერმატიტი, ხელებისა და ფეხების ქრონიკული დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ჰერპეს ზოსტერი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ინფექციური დერმატიტი, ფოლიკულური დერმატიტი, დისჰიდროზი, პარაკერატოზი, პარონიხია, ანუსის პრურიტუსი, სებორეული ეგზემა, ინტერტრიგო, სებორეული დერმატიტი, ვულგარული აკნე, იმპეტიგო, ნეიროდერმატიტი, ფოტოსენსიტიური დერმატიტი, საზარდულის დერმატოფიტოზის ლიქენიზაცია, ტერფის, ბარძაყისა და ტანის სარტყლისებრი ლიქენი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
კანის ტუბერკულოზური ან ვირუსული დაავადება, ჰერპესის და ვარიცელას ჩათვლით.

სიფრთხილის ზომები:
თავიდან აიცილეთ პრეპარატის კონტაქტი თვალებთან.
შეიძლება შემჩნეულ იქნას ღია ფერის ტანსაცმელზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის სხვა მედიკამენტთან ერთდროულად მიღების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ჰელპოგენის კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ კერაზე, დღეში 2-3 ჯერ. შესაძლოა საჭირო იყოს მკურნალობის ხანგრძლივი კურსი (2-4 კვირა).

ჭარბი დოზირება:
დოზის გადამეტების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს ინფექციებისადმი ჰიპერსენსიბილიზაცია და მიკრობული ანთების გაძლიერება.

უნდა ეცნობოს ექიმს ნებისმიერი არასასურველი გამოვლინების შესახებ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბი 15გ.

ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)

ჭუპა-ჭუპა
CHUPA – CHUPA

შემადგენლობა:
ორკბილას ბალახი; სორბინის მჟავა; 95% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი;                          

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ბაქტერიოციდული, სიცხის დამწევი (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე) მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენება: გარეგანი _ ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება, ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკული, პიოდერმია.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: აბაზანის მოსამზადებლას ჭუპა-ჭუპას 20 მლ იხსნება 10 ლ წყალში.

გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ყოველ ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:
15_25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

ციკლოდერმი 1% 15გ კრემი

ციკლოდერმი
(Cicloderm)
CICLOPIROX OLAMINE

ათქ კლასიფიკაციის კოდი: D01AE14
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 1 %: ტუბში 15გ.
1 გ.
ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკოზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ.

ჩვენებები

კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი

ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.
თუ 30 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

ცელესტოდერმი 30გ მ_მო

9.80 ლარი
9.21 ლარი

ქვეყანა: ბელგია

მწარმოებელი: შერინგ-პლაუ ბელგია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!