მთავარი წაკითხვა გვერდი 28

აკნეს გელი 25გ

აკნეს გელი

წარმოადგენს კომპანა ESI-ის კვლევით ბაზაზე შექმნილ სპეციალურ , სინერგიული მოქმედებსი მქონე კომპონენტების კომპლექსს, რომელიც ეფექტურად  გამოიყენება აკნეს,პრობლემური და ცხიმიანი კანის დროს. ის არ შეიცავს კონსერვატებს,საღებავებს,პარფიუმს,სილიკონს, პარაბენს. მას გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება.

შემადგენლობა: ალოეს ფოთლის წვენი, ჩაის ხის ზეთი,თუთია, ასკილის თესლის ზეთი, აზელაინის მჟავა, რეტინოლ აცეტატი, სიმინდის ზეთი, კალუმის სორბიტი, როზმარინი ფთლის ექსტრაქტი, მზესუმზირას თესლის ზეთი.  სპირტი,

ალოე ვერა არის უნივერსალური მცენარე მთელი რიგი სასრგებლო თვისებებით: გააჩნია ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობაშემახორცებელი, ასევე ასვე ანტიოქსიდანტური აქტივობა,რის გამოც ის ეფექტურად ამშვიდებს კანს, ხსნის ანთებას და აჩქარებს 25-30%-ით დაზიანებული უბნის რეგენერაციას. მის შემადგენლობაში შედის Aloin, რომელიც აღწევს რა კანის სიღრმეში ხელს უწუობს სხვა კომპონენტების შეტანას,რითიც ერთ მხრივ უზრუნველყოფს ტენის შენარჩუნებას, ხოლო მეორეს მხრივ სტრუქტურის აღდგენას.

ჩაის ხის ზეთი, -მისი გამაჯანსაღებელი თვისებების გამო საუკუნეების მაძილზე გამოიყენება ავსტრალიაში.ის  წარმოადგენს ბუნებრივ ანტისეპტიკს,ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული,ანტიფუნგალური  და იმუნო მამოდულირებელი მოქმედება.  (სპირტზე, ევკალიპტზე ძლიერია,)

თუთია, აფერხებს ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის გამომუშავებას,

გააჩნია ანტისეპტიური აქტივობა , ხსნიას კანის გაღიზიანებას,  ზრდის ელასტიურობას. კანზე წასმისას ქმნის დამცავ ფიზიკურ ბარიერს და აჩქარებს რეგენერაციას.

აზელაინის მჟავა, (სკინორენში შედის) გამოირჩევა ანტიბაქტერიული (Proprionibacterium acnes и Staphylococcus epidermidis), კერატოლიტური, კომედოლიტური,ანტიოქსიდანტური  აქტივობა.ასევე  ასევე ამცირებს პიგმენტაციას, (რაც მნიშვნელოვანია მუქი კანის დროს პოსტანთბითი პიგმენტაციის თავიდან ასაცილებლად და ასვე მელაზმის-ჰიპერპიგმენტაცია ორსულები)

ვიტამინი  А  (რეტინოლ აცეტატი) წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ის ხელს უწყობს შეხორცების პროცესს , კოლაგენის გამომუსავებას და კანის სტრუქტურის აღდგენას 

ვიტამინი  Е წარმოადგენს მძალვრ ანტიოქსიდანტს ,რომელიც ასევე აუმჯობესებს სისხლმომარაგებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის სტრუქტურის აღდგენაში

ვიტამიი F(ეს არის ჯგუფი უჯერი ცხიმოვანი მჟავების-ლინოლის,ლინოლინის,არახიდონის, რომლებიც გართიანებული არიან ერთ დასახელებაში «fat»,  ცხიმი.ის ორგანიზმში არ სინთეზირდება და ხვდება საჭმელთან ერთად) მიეღბული ასკილის თესლის, სიმინდის,  მზესუმზირას თესლის ზეთისგან   წარმოადგენს მძალვრ ანიოქსიდანტს , ის ასევე  აუჯობესებს კანის ტროფიკას, უჯრედის ფუნქციურ მდგომარეობას, რეგენერაციას. კანი იძენს ჯანმრთელ იერსახეს და ხდება უფრო ელასტიური. ასკილის თესლის ზეთი,სიმინდის ზეთი,  მზესუმზირას თესლის ზეთი. 

კალუმის სორბიტი,როზმარინი ფთლის ექსტრაქტი,

კლინიკურად ტესტირებულია

გამოყენება: მცირე რაოდენობით გელი დაიტანება მშრალ,სუფთა კანზე1 ან 2 ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა 25 მლ.გამჭირვალე გელი

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

მწარმოებელი:

ESI s.p.a., იტალია

შ.პ.ს Prime line .571 434043

აკნე ფილი 600მგ#60ტ

62.50 ლარი
58.75 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ლაბორ. ლომალუქსი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჰერბამედი 20გ მალამო

23.00 ლარი
21.62 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: გეოპოლი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰელპოგენი 0.05% 15გ კრემი

ჰელპოგენი

ბეტამეტაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი,
ტოლნაფტატი, იოდოქლორჰიდროქსიქუინი

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ბეტამეტაზონის 17-ვალერატი, გენტამიცინი(როგორც სულფატი), ტოლნაფტატი და იოდოქლორჰიდროქსიქუინი.
შემავსებლები: ქლოროკრეზოლი, პოლიეთილენ გლიკოლის მონოცეტილური ეთერი, კეტოსტეარილის სპირტი, თეთრი პეტროლატი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ჰიდროგენ ფოსფატი, წყალი.

აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია:
ჰელპოგენის კრემის ყოველი გრამი შეიცავს:
ბეტამეტაზონის 17-ვალერატი 0,61მგ
გენტამიცინი(როგორც სულფატი) 1,00მგ
ტოლნაფტატი 10,00მგ
იოდოქლორჰიდროქსიქუინი 10,00მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰელპოგენის კრემი გამოიყენება დერმატოლოგიური დაავადებების დროს., განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პათოგენის განსაზღვრა რთულდება. მას გააჩნია ანთების, ქავილის, სოკოს და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება კანის გართულებული ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს.

ჩვენებები:
საზარდულის დერმატიტი, ხელებისა და ფეხების ქრონიკული დერმატიტი, ერითრაზმა, ბალანოპოსტიტი, ჰერპეს ზოსტერი, ეგზემური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ინფექციური დერმატიტი, ფოლიკულური დერმატიტი, დისჰიდროზი, პარაკერატოზი, პარონიხია, ანუსის პრურიტუსი, სებორეული ეგზემა, ინტერტრიგო, სებორეული დერმატიტი, ვულგარული აკნე, იმპეტიგო, ნეიროდერმატიტი, ფოტოსენსიტიური დერმატიტი, საზარდულის დერმატოფიტოზის ლიქენიზაცია, ტერფის, ბარძაყისა და ტანის სარტყლისებრი ლიქენი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
კანის ტუბერკულოზური ან ვირუსული დაავადება, ჰერპესის და ვარიცელას ჩათვლით.

სიფრთხილის ზომები:
თავიდან აიცილეთ პრეპარატის კონტაქტი თვალებთან.
შეიძლება შემჩნეულ იქნას ღია ფერის ტანსაცმელზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის სხვა მედიკამენტთან ერთდროულად მიღების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ჰელპოგენის კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ კერაზე, დღეში 2-3 ჯერ. შესაძლოა საჭირო იყოს მკურნალობის ხანგრძლივი კურსი (2-4 კვირა).

ჭარბი დოზირება:
დოზის გადამეტების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს ინფექციებისადმი ჰიპერსენსიბილიზაცია და მიკრობული ანთების გაძლიერება.

უნდა ეცნობოს ექიმს ნებისმიერი არასასურველი გამოვლინების შესახებ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბი 15გ.

ჭუპა-ჭუპა 100მლ ფლ (ნეოფ)

ჭუპა-ჭუპა
CHUPA – CHUPA

შემადგენლობა:
ორკბილას ბალახი; სორბინის მჟავა; 95% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი;                          

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ბაქტერიოციდული, სიცხის დამწევი (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე) მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ჩვენება: გარეგანი _ ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება, ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკული, პიოდერმია.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: აბაზანის მოსამზადებლას ჭუპა-ჭუპას 20 მლ იხსნება 10 ლ წყალში.

გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ყოველ ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:
15_25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

ციკლოდერმი 1% 15გ კრემი

ციკლოდერმი
(Cicloderm)
CICLOPIROX OLAMINE

ათქ კლასიფიკაციის კოდი: D01AE14
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 1 %: ტუბში 15გ.
1 გ.
ციკლოპიროქსის ოლამინი . . . . . . . 10 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკოზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა), ობის და სხვა სახეობის სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ.

ჩვენებები

კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი

ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.
თუ 30 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნა, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში. ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება. დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

ცელესტოდერმი 30გ მ_მო

9.80 ლარი
9.21 ლარი

ქვეყანა: ბელგია

მწარმოებელი: შერინგ-პლაუ ბელგია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცელესტოდერმი 30გ მ-მო გარამიც

ცელესტოდერმი V გარამიცინთან
CELESTODERM V with GARAMYCIN

საერთაშორისო დასახელება – betamethasone, gentamicin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D07CC01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი 1 მგ+ 1 მგ/1 გ: ტუბი 15 გ და 30 გ
მალამო 1 მგ+ 1 მგ/1 გ: ტუბი 15 გ და 30 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს.

ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია ანთების მოვლენების მოსახსნელად კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ. კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი დერმატოზებისას, როგორიცაა ეგზემა (ატოპიური, ბავშვთა, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტაზ-დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულობის ქავილი.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი თხელი ფენის აპლიკაცია ხდება კანის ყველა დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღეში 1-2 აპლიკაცია.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი ხმარების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერისმჭამელების ტიპის გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლარი.

უკუჩვენება

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების უსაფრთხოება ორსული ქალებისათვის დადგენილი არ არის. ამიტომ, ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ მათი სარგებლობა დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ორსულმა ქალებმა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამიყენონ ხანგრძლივად დიდი დოზებით.
ვინაიდან დღემდე დაუდგენელია აღწევენ თუ არა კორტიკოსტეროიდები სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში, გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის თუ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია ეს პრეპარატი დედისათვის.

განსაკუთრებული მითითებები

თუ პრეპარატის ხმარებისას აღინიშნება გაღიზიანება, ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაენიშნოს ადექვატური თერაპია. მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები. ამ ღონისძიების შედეგად სწრაფი დადებითი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების ხმარება უნდა შეწყდეს სანამ ინფექციის ყველა ნიშანი არ გაქრება.
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდების ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ხმარების დროსაც, განსაკუთრებით ბავშვებში. ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მატულობს მათი ხანგრძლივი ხმარებისას, კანის ფართო ზედაპირის მკურნალობისას, ან დამფარავი ნახვევების გამოყენებისას, აგრეთვე ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:
ბავშვები შეიძლება მოზრდილებზე მეტად მგრძნობიარენი იყვნენ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიმართ, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰჰთჯ) სისტემის ფუნქციის დათრგუნვას იმის გამო, რომ ბავშვებში მომატებულია პრეპარატის აბსორბცია კანის საფარის ფართობის და სხეულის მასის დიდ თანაფარდობასთან დაკავშირებით.
ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, აღენიშნებოდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰჰთ სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შეფერხება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალასშიდა წნევის მომატება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის სიმპტომებიდან ვლინდება აგრეთვე პლაზმაში კორტიზოლის დონის შემცირება და აკტჰ-ით სტიმულაციაზე პასუხის არარსებობა. ქალასშიდა წნევის მომატება გამოიხატება ყიფლიბანდის ამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკოს ორმხრივი შეშუპებით.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ჰიპოფუნქციის განვითარებისა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენისა კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
მკურნალობა: ნაჩვენებია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა უნდა მოხდეს.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა – ბელგია

ცელესტოდერმი 30გ კრემი გარამიც

ქლეარზალი 0.1% 30მლ შუშის ქლიბ

ქლეარზალი

სავაჭრო დასახელება: ქლეარზალი.ClearZal.

საერთაშორისო არაატენტირებული დასახელება: ბენზალკონიუმის ქლორდი.

წამლის ფორმა:ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის ,მინის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალოე.

აღწრილობა:  უსუნო,თეთრი ფერის  სითხე.შუშის ქლიბთან ერთად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  პრეპარატი ანტიბაქტერიული,ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ადგილობრივი გამოყენების  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ,რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.0,1% იანი კონცენტრაციით  ქლეარზალ ბაქ-ი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების,ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ.

 ქლეარზალ ბაქ-ი სოკოებში სტეროლის სინთეზს არღვევს ადრეულ სტადიებში.ამას მივავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შოგნით დაგროვებამდე,რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.

 ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი,რომელიც 99,9% ით ანადგურებს ადგილობრივად ბაქტერიებს და ვირუსებს.აქვს კარგად გამოხატული ბაქტერიოციდული,ვირუციდული და ანტიფუნგალური მოქმედება.აქტიურია   როგორც გრამ(+)  ასევე  გრამ(-) შტამების მიმართ.

ქლეარზალ ბაქ-ი არ ახდენს გავლებას ადამიანში ციტოქრომ P 450 ფერმენტულ სისტემაზე შესაბამისად არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ქლეარზალ ბაქ-ი ასევე შეიცას ალოეს,რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი  რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას  და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.   

ფამაკოკინეტიკა:  აქვს ადგილობრივი მოქმედება,არ ხვდება სისტემურ მიმოქცევაში.

ჩვენება:  ონიქომიკოზი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

6 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე და ქავილი .აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება დღეში ორჯერ მთელი ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ ინფექციის კერამდე.

პრეპარატის გამოყებებამდე აუცილებელის დაზიანებული მონაკვეთის გასუფთავება და გაშრობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

სიფრთხილის ზომები: არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა პირის,ცხვირის ,თვალის მიდამოებში.

გამოშვების ფორმა: 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარი,30 მლ/ლ შუშის ქლიბთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის  პირობები:  ინახება ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას ,არა უმეტეს 25  C .

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: DiaDerm.USA.