აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

კალციქეა
ტაბლეტები
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #30
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი – 400მგ ;
მაგნიუმი – 100მგ;
თუთია – 4მგ;
ვიტამინი D3 – 200სე
ინგრედიენტების დახასიათება:
კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულ ასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის. ხოლო ორსულობის დროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულია ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე მაგნიუმი ხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება მიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის სიმახინჯეები. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.
ვიტამინი D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვან გამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.
ჩვენებები:
კალციუმისა და D3-ის დეფიციტი
მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
ორსულობა და ლაქტაცია
სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
დოზირება:
1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია მიღება საკვებთან ერთად.
უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატ Calci Care – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.
განსაკუთრებული მითითებები : არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, საფუარს და არომატიზატორებს.
ჭარბი დოზირება: პრეპარატ Calci Care -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 30 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი: Vitane Pharma, USA
ომესამი ჯუნიორი
(Omega-3)
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
შემადგენლობა
ომესამი ჯუნიორის ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის 850 მგ-ს - DHA - 250 მგ, EPA - 82 მგ.
მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამი ჯუნიორის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA). ისინი ახდენენ გავლენას ბავშვის ტვინის, მხედველობისა და იმუნიტეტის უკეთეს, ჯანსაღ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
DHA - ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც აღმოჩენილია თავის ტვინში და შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს უპირატესად ნევროლოგიურ ფუნქციებზე. დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას. საბოლოო ჯამში ამას მივყავართ უკეთესი განვითარებისკენ, ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებასა და ფუნქციონირებას, კოგნიტიური უნარებისა და დასწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას.
ომესამ ჯუნიორს აგრეთვე ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ჩვენებები
- ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში;
- კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
- მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის ამაღლება;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი ჯუნიორი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ჯუნიორის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი ჯუნიორის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი ჯუნიორი ინიშნება 6 წლიდან, 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა დაიღეჭოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე
ინახება არა უმეტეს 25 0C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
20 საღეჭი კაფსულა.
მწარმოებელი
IdeePharmaWelt GmbH.
ბერლინი, გერმანია
13.33 ლარი
12.53 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დოქტ. ტაისს ნატურვარენ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NICOMED FORTE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30, 60, 100 და 120 საღეჭი ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს - 1250 მგ (500 მგ კალციუმის ექვივალენტს),ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) - 400 სე (10მკგ) დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, პოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ტაბლეტები ლიმონის გემოთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობას. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია.
ფარმაკოკინეტიკა
D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D3 გამოყენება წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი, იონიზი რებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.
ჩვენებები
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.
მიღების წესები და დოზები
მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო კურსია 2 ტაბლეტი დღეში: ერთი დილას, მეორე საღამოს, უპირატესად ჭამის დროს.
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და შარდში).
უკუჩვენება
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალციუ მის კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
- სარკოიდოზი.
- თირკმლების უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე ვიტამინ D3- ზე მეტი.
ძუძუთი კვება: ვიტამინი D3 და კალციუმი გადადის დედის რძეში. ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატ კალციუმი D3 ნიკომედის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
- კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
- 12 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.
- სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
- დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ანორექსია, წყურვი ლი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რე კომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი), კორტიკოსტერო იდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინ D3ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროულად მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები აძლიერებენ ტეტრაციკლინების შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმიD3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
- კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კო რტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
- თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას 15° დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვადა 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია.
ნორვეგია
ომესამი ფორტე / Omesam Forte
შემადგენლობა
ომესამი ფორტეს ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) - 1500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: დ-ალფატოკოფენოლი, ლიმონის ზეთი, ლაიმის ზეთი.
მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამი ფორტეს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამი ფორტეს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ჩვენებები
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვა ზეგავლენა
ომესამი ფორტე გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ფორტეს მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი ფორტეს ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი ფორტე ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
ომესამი ფორტეს გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 25°C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 1500 მგ; 30 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ!
გრიპოსტოპი 100მლ სიროფი / GripoStop
ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული გაციების და გრიპის საწინააღმდეგო ბალზამი.
შემადგენლობა: 100მლ შეიცავს
• პროპოლისი - 0,31 გრ
• ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი- 0.31 გრ
• ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი- 3,05 გრ
• ასკორბინის მჭავა (ვიტამინი c)- 1,22 გრ
• L-ლიზინი- 2,44 გრ
• ინულინი - 3,67 გრ
შემავსებლები: თაფლი, ხილის და კენკრის წვენი, წყალი.
გრიპოსტოპის მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე , რომლებიც ვლინდება გაციების და გრიპის დროს. ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ამინომჟავებს, ვიტამინ C.
გრიპოსტოპი
• აძლიერებს იმუნიტეტს
• გააჩნია ბრონქოლიზური მოქმედებით როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს
• ამცირებს ხველას და ხსნის სპაზმს
• ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას
• ახასიათებს ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
• ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში
• ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს
პროპოლისი - ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს. ახასიათებს ანტიბაქრეტიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფიჭვის კვირტები- ხასიეთდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს ბაქტერიოციდულად.
ცაცხვის ყვავილები - შეიცავს გლიკოზიდ ტალიცინს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკროელემენტებს. გამოიყენება გაციების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს. გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, დამაწყნარებელი და ოფლმდენი მოქმედებით (გლიკოზიდ ტილიაცინის ეფექტი).
ვიტამინი C- არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლიზმის პროცესში. მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში, ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის ზოგიერთი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. ინულინი - წარმოადგენს სრულიად ხსნად უჯრედისს, რომლის წყალობით არის უნივერსალური პრებიოტიკი. იგი გაივლის მსხვილ და წვრილ ნაწლავებს აბსორბციის გარეშე, ამ დროს განიცდის ფერმენტაციას და ხელს უწყობს სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას, რაც შემდგომ ამცირებს „ცუდ“ ბაქტერიებს, სოკოებს და პარაზიტებს, რომლებიც იწვევენ ანთებას.
L-ლიზინი - L ლიზინი - შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში, მონაწილებს რა ანტისხეულების გამომუშავებაში და ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების გზით (მათ შორის ჰერპეს ვირუსის).
L ლიზინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმის ზოგადი დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას ვირუსებთან მიმართებაში. ვინაიდან L ლიზინის სინთეზირება არ ხდება ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატის სახით.
L- ლიზინი მოქმედებს არგინინზე რამოდენიმე მექანიზმით:
• L ლიზინი ასტიმულირებს ფერმენტ არგინაზას, რასაც მივყავართ არგინინის დაშლამდე
• L ლიზინი ხელს უშლის არგინინის თირკმლის მილაკებში რეაბსორბციას
• L ლიზინი ხელს უშლის არგინნინის ნაწლავებში აბსორბციას
• L ლიზინი აფერხებს არგინინის უჯრედში შეღწევას
ლიზინი აინჰიბირებს ჰერპეს ვირუსის გამრავლებას არგინინის შებოჭვის ხარჯზე.
დოზირება : წლამდე ასაკის ბავშვებში 2,5 მლ 3-ჯერ დღეში. 1 წლის ზევით 5 მლ 3-ჯერ დღეში
გვერდითი მოვლენები : ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაცია: ინიშნება -ექიმის კონსულტაციით.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონი საზომი ჭიქით
კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NICOMED FORTE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30, 60, 100 და 120 საღეჭი ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს - 1250 მგ (500 მგ კალციუმის ექვივალენტს),ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) - 400 სე (10მკგ) დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, პოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ტაბლეტები ლიმონის გემოთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობას. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია.
ფარმაკოკინეტიკა
D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D3 გამოყენება წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი, იონიზი რებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.
ჩვენებები
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.
მიღების წესები და დოზები
მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკო კურსია 2 ტაბლეტი დღეში: ერთი დილას, მეორე საღამოს, უპირატესად ჭამის დროს.
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და შარდში).
უკუჩვენება
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალციუ მის კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
- სარკოიდოზი.
- თირკმლების უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე ვიტამინ D3- ზე მეტი.
ძუძუთი კვება: ვიტამინი D3 და კალციუმი გადადის დედის რძეში. ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატ კალციუმი D3 ნიკომედის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
- კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
- 12 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.
- სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
- დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ანორექსია, წყურვი ლი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რე კომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი), კორტიკოსტერო იდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინ D3ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროულად მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები აძლიერებენ ტეტრაციკლინების შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმიD3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
- კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კო რტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
- თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას 15° დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვადა 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია.
ნორვეგია
35.45 ლარი
33.32 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი