Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 272

პარადოქს ომეგა 3 სასკოლ#30კაფს

პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30

მარტივი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მიიღონ კუთვნილი ომეგა 3 დღიური დოზა.

ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას. 

სუფთა & ნატურალური საღეჭი ომეგა 3 კაფსულა

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი;

უნიკალური ფორმულა

√   შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში

√   ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო

√   სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი

√   ულტრა მაღალი  EPA & DHA

√   შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს

√   თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე

“A new generation of Omegas”Dr Geoff. Hayhurst

ხარისხი

პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.

სტაბილურობა

ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსოდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა 

20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა

ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

უნიკალური უპირატესობა:

ADHD, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიური დარღვევები,სიძნელეები სწავლასა და კონცენტრირებაში

კარგად არის ცნობილი რომ თევზის  ზეთის მთავარი ცხიმოვანი მჟავები, როგორებიცაა EPA /DHA ეხმარება ბავშვებს ყურადღების კონცენტრირებაში და სწავლის დროს სიძნელეების დაძლევაში. დადასტურებულია კავშირი  EPA /DHA ნაკლებობასა და ყურადღების

დეფიციტს და ჰიპერაქტიურ დარღვევას შორის

სიმსუქნე ბავშვებში და დიაბეტი

სიმსუქნე ბავშვებში არის მზარდი პრობლემა მოზრდებში და მას ხშირად თან ახლავს მეტაბოლური სინდრომი დიაბეტისა და კარდიო-ვასკულარული დაავადებების განვითარების მაღალი რისკით. გამოკვლევებმა, რომელიც ჩატარდა აშშ-ში აჩვენა, რომ პოლი უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი მოხმარება ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.

ასთმა

ასთმა ბავშვთა ასაკში არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასთმის ეპიდემიის მიზეზი  ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების პროპორციის დარღვევაა ავსტრალიის კვებით რაციონში პარადოქს ომეგა სასკოლო უზრუნველყოფს  ომეგა ცხიმოვანი მჟავების სწორ ბალანსს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად.

 

უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო–სამედიცინო,  დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.

 

მარტივი და სასიამოვნო გზა ბავშვებისთვის მიირთვან თევზი

 

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

 

პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30  

შემადგენლობა

ერთიკაფსულა

პარადოქს ომეგა ზეთი

990მგ

ომეგა 3

280 მგ

მათგან EPA DPA DHA

250 მგ

 

100 გრამში

   ვიტამინი D3

75μg

ვიტამინი E

120mg a-TE

ენერგეტიკული ღირებულება

900 კკალ

ცილა

0

ნახშირწყლები

0

ცხიმები

100 გ

კაფსულა: გლიცერინი ბპ (ჰალალ/კოშერი), ლიმონის მჟავა,სიმინდის სახამებელი, რკინის ყვითელი ოქსიდი,

ცელულოზა, საკრალოზა

რეკომენდირებული დღიური დოზა:

1 საღეჭი კაფსულა

უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობი სვადა:  3 წელი. 

კანავიტი 10მგ/მლ 1მლ #5ა

28.60 ლარი
26.88 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: HBM pharma

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დავი #6ვაგ კაფს

DAV® ვაგინალური კაფსულები

 

შემადგენლობა:

დავისვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა-ლიპოის მჟავა 10 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

თვისებები:

DAV® ვაგინალური კაფსულები შეიცავს ალფა ლიპოის მჟავას, ენდოგენურ ცხიმოვან მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელსაც ანთებითი პროცესების დროს შესწევს  წინააღმდეგობის გაწევის  უნარი უჯრედგარე დონეზე. ეს პროცესები პასუხისმგებელია უჯრედგარე მატრიქსის ალტერაციაზე და იწვევს ქსოვილების ცვლილებას. DAV® ვაგინალური კაფსულები ამავდროულად ახდენს ამ ეფექტის ნორმალიზებას, ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ქსოვილების ცვლილებას.

ფარმაცევტული ფორმა:

ვაგინალური კაფსულა.

კლინიკური ინფორმაცია

ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას საშვილოსნოს რითმული და პროგრესული შეკუმშვების გამოვლენით, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის დამოკლებასთან და დილატაციასთან. ეს ცვლილებები ხდება ანთებითი პროცესების შედეგად, რომლებიც უკავშირდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე მატრიქსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მიზეზით, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, შესაბამის ტოკოლიზურ მკურნალობასთან კავშირში ასევე უნდა ხდებოდეს საშვილოსნოს ყელის მორფოლოგიურ ცვლილებებზე მოქმედება.

 

გამოყენების რეკომენდაცია:

საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები:

დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ეჭვობთ რომ გამოწვეულია პრეპარატის გამოყენების შედეგად.

 

შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:

დღემდე არაა გამოვლენილი შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან მიმართებაში.

 

მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:

მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან მიმართებაში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები.

 

დოზა და მიღების წესი:

ღრმად შეიყვანეთ კაფსულა საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

 

გაფრთხილება:

გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში,  ადგილობრივი გამოყენების  ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, შეაჩერეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ შეფუთვა არ არის გაუხსნელი. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.

შენახვის სპეციალური ზომები:

შეინახეთ 0-დან 250C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას.

შეფუთვა:

6 ვაგინალური კაფსულა

CE 0373

Lo.Li Pharma s.r.l

ლუქსარდოს ქ. 33 – 00156 რომი – იტალია 

ორლიპი 60მგ #30კაფს GMP

64.55 ლარი
60.68 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალციქეა 200მლ სუსპენზია

ინგრედიენტების დახასიათება:

კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის.  ხოლო ორსულობისდროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულიაფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონისშემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.  ასევე მაგნიუმიხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლებამიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
 თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანიკოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ–ის დარნმ–ის სინთეზში. ორსულობის დროს  თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორისსიმახინჯეები.  თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობსკალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი  D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვანგამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.

შემადგენლობა:

200 მლ სუსპენზია
კალციუმი კარბონატი – 500მგ ელემენტარული კალციუმის ექვივალენტი;
მაგნიუმი – 150მგ;
თუთია – 4მგ;
ვიტამინი D3 – 400სე

ჩვენება:

  • კალციუმისა და D3-ის დეფიციტი
  • მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში
  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება

დოზირება:
ბავშვები (6 თვიდან-1წ): 1/2 ჩაის კოვზი 1-ჯერ დღეში.

ბავშვები (1-4წ): 1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

ბავშვები (5-12წ): 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

გამოშვების ფორმა: 200მლ სუსპენზია ფორთოხლის არომატით.

ორლიპი 120მგ #30კაფს GMP

ორლიპი 
(ORLISTAT)

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორლისტატის 120 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება – გასტრო-ინტესტინალური ლიპაზების ინჰიბიტორი. მოქმედების მექანიზმი დამყარებულია კუჭისა და წვრილი ნაწლავის სანათურში ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნაზე, რის შედეგადაც ხდება ლიპაზების ინაქტივაცია, ირღვევა საკვების ცხიმების დაშლა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი აბსორბცია. პრეპარატის სისტემატური გამოყენებისას აღნიშნული ეფექტი იწვევს სიმსუქნით დაავადებული პაციენტების წონის შემცირებას.
მიღების შემდეგ ორლისტატი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა  ფეკალური მასებით, მათ შორის 83% – შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.

ჩვენება

სიმსუქნე და სხეულის ჭარბი წონა (ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად).

უკუჩვენება

–    ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი;
–    ქოლესტაზი;
–    ორლისტატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ორლისტატით მკურნალობის ფონზე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერად ჰიპოკალორიულ დიეტაზე (არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობით). კვების რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ორლისტატით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.
პრეპარატით მკურნალობის შედეგად პაციენტის წონის დაკლების ფონზე შესაძლოა გაუმჯობესდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიების – არტერიული ჰიპერტენზიის, ლიპიდური ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება) მიმდინარეობა.
ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა.
ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.
პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.
ორლისტატი არ ინიშნება ორსულობის პერიოდში (უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო).
ორლისტატის დანიშვნა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.  
ორლისტატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი

ინიშნება თითო კაფსულა (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე. პრეპარატი უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა. თუ კვებას გამოტოვებენ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც.
პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-200C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

კაფსულა 120 მგ, შეფუთვაში 30 კაფსულა.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:   
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”

დავი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

კალციქეა #30ტ

კალციქეა

ტაბლეტები

 

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #30

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმი – 400მგ ;
მაგნიუმი – 100მგ;
თუთია – 4მგ;
ვიტამინი D3 – 200სე

ინგრედიენტების დახასიათება:

კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულ ასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის. ხოლო ორსულობის დროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულია ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე მაგნიუმი ხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება მიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის სიმახინჯეები. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვან გამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.

ჩვენებები:

კალციუმისა და D3-ის დეფიციტი
მზარდი მოთხოვნა კალციუმზე ინტენსიური ზრდის პერიოდში
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
ორსულობა და ლაქტაცია
სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია მიღება საკვებთან ერთად.

უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატ Calci Care – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

განსაკუთრებული მითითებები :  არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს, საფუარს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება: პრეპარატ Calci Care -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 30 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: Vitane Pharma, USA

ომესამი ჯუნიორი#20საღ.კაფს

ომესამი ჯუნიორი
(Omega-3)

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)

შემადგენლობა
ომესამი ჯუნიორის ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის 850 მგ-ს – DHA – 250 მგ, EPA – 82 მგ.
მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამი ჯუნიორის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA). ისინი ახდენენ გავლენას ბავშვის ტვინის, მხედველობისა და იმუნიტეტის უკეთეს, ჯანსაღ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 
DHA – ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც აღმოჩენილია თავის ტვინში და შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს უპირატესად ნევროლოგიურ ფუნქციებზე. დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას. საბოლოო ჯამში ამას მივყავართ უკეთესი განვითარებისკენ, ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებასა და ფუნქციონირებას, კოგნიტიური უნარებისა და დასწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას.
ომესამ ჯუნიორს აგრეთვე ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში. 
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ჩვენებები
– ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში;
– კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
– მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
– ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის ამაღლება;
– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენება
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი ჯუნიორი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ჯუნიორის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი ჯუნიორის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი ჯუნიორი ინიშნება 6 წლიდან, 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა დაიღეჭოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე 
ინახება არა უმეტეს 25 0C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
20 საღეჭი კაფსულა.
მწარმოებელი
IdeePharmaWelt GmbH.
ბერლინი, გერმანია

დ.ტაისი ვენენ გელი 100მლ*

13.33 ლარი
12.53 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოქტ. ტაისს ნატურვარენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!