Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 274

ომესამი D3 1000მგ #20კაფს

ომესამი D3 / Omesam D3

შემადგენლობა

ომესამი D3-ის 1000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 1000 სე.

ომესამი D3-ის 2000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 2000 სე.

ომესამი D3-ის 5000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18 % / DHA 12 %) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 5000 სე.

მოქმედების მექანიზმი

ომესამი D3-ის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)) და ვიტამინი D3-ის კომბინაციით. 

ომესამი D3-ს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 

ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში. 

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების დროს.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ვიტამინი D3 – ადამიანის საკვები რაციონის შეუცვლელი შემადგენელი ვიტამინი. არის რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 მონაწილეობს უჯრედების გამრავლების რეგულაციებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გარკვეული ჰორმონების სტიმულაციაში. 

ჩვენებები

– მაღალი რისკის ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი); 

– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;

– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

– ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (45 წლის ზემოთ პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევის ფონზე, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს, ისეთი დიეტების დაცვისას, როდესაც არ ხდება რძის და რძის პროდუქტების მიღება);

– ჰიპოკალციემია;

– ჰიპოკალცემიური ტეტანია;

– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

– ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის პროფილაქტიკა;

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;

– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება

– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმი აძლიერებს ომესამი D3-ის მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ომესამი D3-ის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ომესამი D3 გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება

ომესამი D3 1000 მგ – ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ომესამი D3 2000 მგ – ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ომესამი D3 5000 მგ – ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.

მიღების ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები

ომესამი D3-ის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. 

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულა; 20 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

გლუკოლაგენი #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კალციუმი+D3 #120ტ საღ.ფორთ

30.15 ლარი
28.34 ლარი

ქვეყანა: ნორვეგია

მწარმოებელი: ტაკედა ნიკომედი ას

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომესამი 330მგ/5მლ 120მლ სიროფი

44.55 ლარი
41.87 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალციუმი+D3 #120ტ საღ.პიტნა

28.35 ლარი
26.65 ლარი

ქვეყანა: ნორვეგია

მწარმოებელი: ტაკედა AS

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გლუკოზინი #30ტ

31.49 ლარი
29.61 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომესამი 1000მგ #20კაფს GMP

შემადგენლობა
ომესამის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) – 1000 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.

მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA). 
ომესამს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში. 
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ჩვენებები
– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები:  ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება
ომესამი ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
ომესამის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. 
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება 5-25°C ტემპერატურაზე.  ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 1000 მგ; 20 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ!

კალციუმ 600+D3#30ტ

Calcium 600 + D3 TBL 30   (GENERICA)

შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს: კალციუმის კარბონატს  600 მგ; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) – 400 სე (10მკგ)

გამოიყენება  კალციუმისა და/ ან D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის, მისი გართულების კომპლექსურ თერაპიაში. არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ვიტამინი D 3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში  და მის შებოჭვას ძვლოვან ქსოვილში.

მიღების წესი და დოზირება:  მიიღება 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.

გამოშვების ფორმა: N10 აბი  ბლისტერში.                                                                                                                       

3  ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან  გაცემის  პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

გლუკოზა-სეემი 5% 500მლ ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ომეგიტო 200მლ სიროფი

ომეგიტო

 

შემადგენლობა: 5 მლ სიროფი შეიცავს ორაგულის  ქონიდან  მიღებულ 1000 მგ. ომეგა-3-ს. (EPA-100 მგ, DHA-400 მგ).

არააქტიური ინგრედიენტები: მცენარეული გლიცერინი, სორბიტოლი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი და გამოხდილი წყალი. 

ომეგა-3-ის  პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ეიკოზაპენტაენის – EPA და  დოკოზაჰექსაენის- DHA)   მიეკუთვნება  შეუცვლელ  ცხიმოვან მჟავებს. არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და ყოველდღიურად უნდა იქნას მიღებული საჭირო ოდენობით. ომეგა-3 ანორმალიზებს   ლიპიდურ  ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ  თვისებებს, თავის ტვინის  სისხლის  მიმოქცევას.  მისი ძირითადი ფუნქციაა უჯრედის ფოსფოლიპიდური მემბრანების ფორმირება და ეიკოზანოიდების სინთეზი. მათი არასაკმარისი რაოდენობა იწვევს  უჯრედის მემბრანის სტრუქტურის  ცვლილებას, ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევას, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ზრდისა და გონებრივი დატვირთვის დროს.  ომეგა-3 არეგულირებს ლიპიდების მეტაბოლიზმს, აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას, აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას, აძლიერებს ორგანიზმის  ანტიოქსიდანტურ  სისტემას. ადამიანის ორგანიზმში ომეგა-3-ის   დეფიციტი  ათეროსკლეროზისა  და მასთან დაკავშირებული  დაავადებების განვითარების  მიზეზია. ორსულებში  ომეგა-3-ზე   მოთხოვნა 5% -ით მაღალია. ომეგა-3  მნიშვნელოვანია  ემბრიონის  ჩამოყალიბებისა და ორგანოგენეზისთვის.

ომეგა-3 თავის ტვინის რუხი  ნივთიერების  მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია, იგი უზრუნველყოფს ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებასა და ბავშვის  მხედველობითი  ანალიზატორის  ფორმირებას.

რეკომენდებულია  ბავშვებში: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად  გაძლიერებული ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვისას.

იმუნიტეტის გაძლიერებისთვის (ხშირად მოავადე  ბავშვებში)

მოზრდილებში: მეხსიერების გაუარესების, ჰიპერტრიგლიცერიდემიის (დაკავშირებული დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან), გულის იშემიური დაავადების დროს.

ორსულებში: დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების  მიმართ.

დოზირება:  

ასაკი

მლ

მიღების სიხშირე დღეში

0-2 წ

2,5

1-ჯერ

2-6 წ

5

6-14 წ

5

2-ჯერ

>14 წ

15

2-3-ჯერ

ბოთლი შეანჯღრიეთ გამოყენების წინ.

უსაფრთხოების ზომები: თუ ხართ ორსული, მეძუძური პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.  გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ნუ  გადააჭარბებთ  რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მაცივარში გახსნის შემდეგ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:   200 მლ სიროფი. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: Pharmex Rom Industry. რუმინეთი

Don`t copy text!