მთავარი წაკითხვა გვერდი 275

კალციდვიტი ფხვ.#30პაკ

კალციდვიტი (CALCIDVIT)

სავაჭრო დასახელება: კალციდვიტი /CALCIDVIT/

გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

წამლის ფორმა:  ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აღწერილობა: ფხვნილი  მოთეთრო -მოყვითალო- მომწვანო  ფერის, ლიმონის არომატით.

შემადგენლობა:
1 პაკეტის  შემადგენლობაში შედის:

აქტიური ნივთიერება:     კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით DC ) 1000 მგ,

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 880 სე (22 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები,კრისტალური ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი,  ასპარტამი.

 ათქ კოდი:  A12AX

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს,  განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში. ამცირებს რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას) და ზრდის ორგანიზმში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტს.

პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტით.

კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, ნერვული გამტარობის რეგულაციასა და კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში, წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.

ვიტამინი D3 აძლიერებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას და მის შეკავშირებას ძვლოვან ქსოვილში, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს.

კალციუმისა და D3 ვიტამინის გამოყენება აფერხებს პარათიროიდული ჰორმონის  (PTH) გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის სტიმულატორს (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა).

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმი

ჩვეულებრივ კალციუმის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეადგენს დაახლოებით მიღებული დოზის 30%-ს.

ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის საერთო შემცველობის დაახლოებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან დაახლოებით 10% ციტრატებთან, ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსშია, დანარჩენი 40% შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.

კალციუმი გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმლებით და საოფლე ჯირკვლებით.

ვიტამინი D3

ვიტამინი D3ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავებში (მიღებული დოზის დაახლოებით 80%). 

ქოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად.  1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს მეტაბოლიტს, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არამეტაბოლიზებული  ვიტამინი D3 დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში.

D3 ვიტამინი გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმელებით.

გამოყენების ჩვენებები

  • D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი, ან პროფილაქტიკა;
  • ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა პაციენტებში D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტით;
  • ძვლების მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოყენების წესი და დოზები

პაკეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში, მიიღება მომზადებისთანავე, უპირატესად ჭამის დროს.

პროფილაქტიკური საშუალების სახით: 1 პაკეტი დღეში.

ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას: 1 პაკეტი დღეში.

D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის შესავსებად: 1-2 პაკეტი დღეში.

პრეპარატის სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურია ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე და შეიძლება შიეცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია;
  • D3 ჰიპერვიტამინოზი; 
  • შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
  • აქტიური ტუბერკულოზი;
  • სარკოიდოზი.

გვერდითი მოქმედება

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, გასტრალგია, დიარეა.

ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია. 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.  თუ კალციუმის დონე შარდში აჭარბებს 7,5 მმოლს 24 საათის განმავლობაში (300 მგ 24 საათის განმავლობაში) რეკომენდებულია მკურნალობის შემოკლება ან დროებით შეჩერება.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კალციუმის და D3 ვიტამინის შემცველ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსებთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია D3 ვიტამინის დამატებითი სახით მიღება სხვა წყაროებიდან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება D3 ვიტამინის დარღვეული მეტაბოლიზმი. თუ ასეთი პაციენტები იღებენ ქოლეკალციფეროლს, აუცილებელია მისი გავლენის შემოწმება კალციუმის და ფოსფატების ჰომეოსტაზზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

უარყოფითი გავლენა მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,500 მგ კალციუმს და 600 სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ კალციდვიტის არასრული დოზის მიღება (მომზადებული ხსნარის ნახევარი).

ვიტამინი D3 და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. კალციდვიტი შეიძლება გამოიყენებბოდეს ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში 3 წლიდან პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული გაყოფით. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფენიტოინის და ბარბიტურატების თანადროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ D3 ვიტამინის მოქმედება მეტაბოლური ინაქტივაციის გზით.

საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარტებს შეუძლია საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.

ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების პერორალური გზით თანმხლები მიღებისას, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მხოლოდ 3 საათის შემდეგ (არსებობს ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების შეწოვის დაქვეითების რისკი).

თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები კი პირიქით, ზრდიან კალციუმის თირკმელებით გამოყოფას.

პრეპარატის გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის აბსორბციის შემცირება.

ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კალციდვიტის მიღება არ უნდა მოხდეს მჟაუნას, ისპანახისა და ბურღულის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია; ჰიპერკრეატინინემია; ჭარბი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.

მკურნალობა: უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების დანიშვნა. 

შეფუთვა

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტში 3.6გ

30 პაკეტი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

არმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

S.C. „Slavia Pharm SRL”

რუმინეთი, ბუქარესტი, 032266, მე-3 რაიონი,  თეოდორ პალადის ბულვ. 44C

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნექსტრა გრუპი“

საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18

ომეგატრიბუსი #30კაფს

ომეგატრიბუსი

სამკურნალო ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა: ყოველი კაფსულა შეიცავს:აქტიური ნივთიერებაომეგა-3-მჟავების ეთილეთერი 1000 მგ(ომეგა-3-მჟავის ეთილის ეთერი, რომელიც შედგება ეიკოზაპენტაენის მჟავის ეთილ ეთერისგან 350მგ და დოკოზაჰექსანის მჟავის ეთილეთერისგან 250მგ ალფა-ტოკოფეროლი 7.5 მგკაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.

აღწერილობაჟელატინის გამჭვირვალე რბილი კაფსულა, კაფსულის შიგთავსი – ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ომეგა-3 ჯგუფის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ეიკოზაპენტაენის მჟავა (ეპმ) და დოკოზაჰექსანის მჟავა (დჰმ) მიეკუთვნება შეუცვლელ (ესენციალურ) ცხიმოვან მჟავებს. ომეგატრიბუსი აქვეითებს ტრიგლიცერიდების შემცველობას ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირების შედეგად, გარდა ამისა აქტიურად მოქმედებს ჰემოსტაზზე, ამცირებს რა თრომბოქსან A2-ის სინთეზს და უმნიშვნელოდ ზრდის სისხლის შედედების დროს. ომეგატრიბუსი აკავებს ტრიგლიცერიდების სინთეზს ღვიძლში ეპმ და დჰმ -ს ეთერიფიკაციის ინჰიბირების ხარჯზე. ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება ხელს უწყობს პერიქსიმოზა β-ით ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის მატებას. (თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც იმყოფებიან ტრიგლიცერიდების სინთეზის ქვეშ). მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მატება ძალიან უმნიშვნელოა და არ არის მუდმივი. ის გაცილებით ნაკლებია ვიდრე ფიბრატების მიღების შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა

ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების შეწოვის პროცესში ან მის შემდეგ არსებობს მეტაბოლიზმის 3 ძირითადი გზა:• ცხიმოვანი მჟავები თავდაპირველად გადადიან ღვიძლში, სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიის ლიპოპროტეიდების შემადგენლობაში და მიემართებიან ლიპიდების პერიფერიული რეზერვებისკენ.

• უჯრედული მემბრანების ფოსფოლიპიდები იცვლება ლიპოპროტეიდების ფოსფოლიპიდებით, რის შემდეგაც ცხიმოვანი მჟავები შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვაგვარი ეიკოზანოიდების წინამორბედების სახით.

• ცხიმოვანი მჟავების უმრავლესობა იჟანგება ენერგეტიკული მოთხოვნილების უზრუნველყოფის მიზნით. ომეგა-3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაცია – ეპმ და დჰმ-სისხლის პლაზმის ფოსფოლიპიდებში შეესაბამება ეპმ და დჰმ-ს კონცენტრაციას, რომელებიც შედიან უჯედული მემბრანის შემადგენლობაში.

ჩვენებები

– არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;

მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა-ადრენობლოკატორებით, აგფ ინჰიბიტორებით)

– ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის

განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას;

– აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;

– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;- კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).; ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში.

ომეგა 3- ში შემავალი  DHA შედის თვალი ბადურის შემადგენლობაში. ომეგატრიბუსი გამოიყენება მაკულოდისტროფიის და მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოთ.

უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ეგზოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (I ტიპის ჰიპერჰილომიკრონემია).,

მიღების წესები და დოზირებაშიგნით მისაღებად, საკვებთან ერთად.კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია დღეღამეში 1 კაფსულის მიღება . ჰიპერტრიგლიცერიდემია: საწყისი დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში. თერაპული ეფეკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 კაფსულამდე დღეში.

გვერდითი ეფექტები:ომეგატრიბუსის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი თანმიმდევრობით: ხშირი (შემთხვევათა 1-10%); არახშირი (შემთხვევათა 0.1-1%); იშვიათი (შემთხვევათა 0.01-0.1%). ძალიან იშვიათი (0.01%-ზე ნაკლები), მათ შორის ერთეული შემთხვევები. ინფექციური პროცესები: გასტროენტერიტი არახშირად.დოზის გადაჭარბებაშესაძლებლია გვერდითი ეფექტების გამოვლენა ან მათი გამოხატვის გაძლიერება. რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთანპერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მისი ერთდროული გამოყენებისას – სისხლდენის დროის მომატების რისკი. ომეგატრიბუსის დანიშვნა ვარფარინთან ერთად არ იწვევს რაიმე სახის ჰემორაგიულ გართულებებს. თუმცა ომეგატრიბუსის და ვარფარინის კომბინირებული მიღებისას ან ომეგატრიბუსის მკურნალობის კურსის შეწყვეტისას აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი. არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფიბრატებთან ერთად არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეულია აქვთ თირკმელების ფუნქცია.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზეარ გააჩნია.

გამოშვების ფორმა:30 ჟელატინის კაფსულა

B სია, ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25გრადუსისა, არ შეიძლება გაყინვა. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელიარ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიქიდან გაცემის პირობებიურეცეპტოდ

produqtis da savaWro markis mflobeli kompania “Shelby pharma” didi britaneTi.

მწარმოებელი: “grikar.net” – იტალია

კალციდემიქსი 200მლ სიროფი

39.84 ლარი
37.44 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: ლაბ. ერიკ ფავრე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გლუკოზა 5% 500მლ #30ფლ (ლიქვ)

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ომეგა-3,6,9 ამვილაბი#30კაფს

ამვილაბი/ომეგა 3-6-9

1 კაფსულა შეიცავს: ომეგა 3-6-9, რომლის შემადგენლობაშიც შედის: თევზის ქონი, სელის ზეთი, ბორაგოს თესლის ზეთი,  ალისარჩულის ზეთი, ეს ოთხი კომპონენტი უზრუნველყოფს: თევზის ქონი 1000 მგ,  ომეგა 3 – 375 მგ, ომეგა 6 -552 მგ. ALA კომპლექსი (ალფა ლინოლის მჟავა მიღებული სელის ზეთისგან) ომეგა 3 – 150 მგ,  EPA  (ეიკოზაპენტანის მჟავა/თევზის ქონი) ომეგა 3 – 125 მგ,  DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა/თევზის ქონი) ომეგა 3 – 100 მგ, CLA კომპლექსი (კონიუგირებული ლინოლის მჟავა მიღებული ალისარჩულის ზეთისგან) ომეგა  6 – 290მგ ,  GLA  კომპლექსი (გამა ლინოლის მჟავა მიღებული ბორაგოს თესლის  ზეთისგან) ომეგა  6 – 290 მგ,  ჯამური ცხიმი – 1 გ, პოლიუჯერი ცხიმი – 0.5 გ, ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – 6.7 მგ. 

დოზირება: 1 კაფსულა  1 – 3 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:  N30 ჟელატინისებრი კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება  მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

კალცი ქიდსი #20ტ საღეჭი

17.00 ლარი
15.99 ლარი

ქვეყანა: უზბეკეთი

მწარმოებელი: რემედი გრუპი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომეგა-3 ფორტე1000მგ#30კაფს

13.10 ლარი
12.31 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: ლაროფარმი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გლუკოზა 5% 500მლ #1ფლ(ლიქვ)NEW

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

კალცი D დენკი #20ტ შუშხ

31.12 ლარი
29.25 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომეგა-3 მარინი #60კაფს

ომეგა 3 მარინი № 60 

(OMEGA 3)

შემადგენლობა:
ომეგა-3 მარინის -ის ყოველი კაფსულა შეიცავს 200მგ ცხიმოვან მჟავებს (ეიკოზაპენტაენური 219 მგ და დეკოზაჰექსაენური 146 მგ – IEPA და DHA)

ნუტრიციული ანალიზი 2 კაფსულისათვის:
ენერგეტიკული ღირებულება: 8კკალ 34კჯ.
პროტეინებიL 0.25გ; ნახშირწყლები: 0.14გ; ლიპიდები: 0.73გ
მათგან ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.5გ
უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.68გ
აქედან ომეგა 3 – 400მგ
ვიტამინი E (დღიური რეკომენდირებლი ნორმის 100%) – 10მგ
არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე
არ შეიცავს კონსერვანტებს
არ შეიცავს გლუტეინს
რძის ნაწარმის გარეშე
არ შეიცავს არც სუფრის მარილს და არც შაქარს

გამოყენების რეკომენდაცია:
არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტივებს იმუნურ სისტემას
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანი იგი შეივსოს ომეგა-3-ით.

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებში დღეში ორი კაფსულა, ერთჯერადად ან თითო კაფსულა დღეში ორჯერ საკვების მიღების დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
ამ საკვები დანამატის მიღება რეკომენდებულია მრავალფეროვანი საკვების ფონზე.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.

წინააღმდეგჩვენება:
არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
ლაბორატორია ვიტარმონილი; მონტეგიუ, საფრანგეთი
მისამართი:

LABORATOIRES VITARMONYL

PARC D’ACTIVITE VENDEE SUD LOIRE

85612 MONTAIGU CEDEX – FRANCE