Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 278

ნანო ომეგა-3 500მგ#100კაფს

ნანოომეგა 3 / Nano Omega 3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგ N100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ომეგა 3
მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავები არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა – 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

კოენზიმ Q10- კოენზინორმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ - ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ - ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. 

BCAA-(ამინომჟავები განშტოებული ჯაჭვებით) – კომპლექსი, რომელიც შედგება 3 შეუცვლელი ამინომჟავისაგან: ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი

BCAA-ს როლი ორგანიზმისთვის: კუნთოვანი ცილის სინთეზის სუბსტრატი. ენერგიის საწარმოებელი სუბსტრატი. სხვა ამინომჟავების სინთეზის პრეკურსორი. თრგუნავს კატაბოლიზმს და კუნთის დაშლას.

სტიმულს აძლევს ინსულინის გამომუშავებას.

წვავს ცხიმს. მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.

ლეიცინის ნაკლებობა  საკვებ პროდუქტებში აფერხებს ბავშვების ზრდას.ეს  ამინომჟავა გამოიყენება ღვიძლის დაავადებათა, ანემიისა და ზოგიერთი ფსიქიკური სნეულების სამკურნალოდ. მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ლეიცინის როლს, როგორც ორგანიზმის მთავარ ენერგეტიკულ სუბსტრატს, ატფ-ის წყაროს. ამ ამინომჟავის დაჟანგვით უფრო მეტი ატფ-ის მოლეკულა მიიღება, ვიდრე იმავე რაოდენობის გლუკოზის დაჟანგვით,  თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეიცინის და გლუკოზის დაჟანგვა მიმდინარეობს სხვადასხვა გზით, მაშასადამე ადამიანის ორგანიზმი იღებს ატფ-ის 2 მძლავრ წყაროს, ანუ აღადგენს საკუთარ ძალებს გაცილებით სწრაფად.

იზოლეიცინი - ეს ის ამინომჟავაა, რომელიც ენერგიაზე და ჰემოგლობინის კვლავ სინთეზზეა პასუხისმგებელი, რომლის მუდმივი ნაკლებობის დროსაც თავს მოშვებულად და დაღლილად ვგრძნობთ. ენერგიას აწარმოებს მაშინ, როდესაც ნახშირწყლების დეფიციტია ორგანიზმში და ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება.

ვალინი  - ერთერთი მთავარი კომპონენტია ქსოვილების ზრდისა და სინთეზისათვის. მისი მთავარი წყარო ცხოველური პროდუქტებია. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვალინი ზრდის კუნთების კოორდინაციას და ამცირებს მგრძნობელობას ტკივილის, სიცივის და სიცხის მიმართ.

კოენზიმ Q10-ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, იცავს ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს ჟანგვითი პროცესებისგან, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

1. ნევროლოგიაში:
აუმჯობესებს  ნერვული იმპულსების გადაცემას;
აღმოფხვრის დეპრესიულ მდგომარეობას:
აუმჯობესებს მეხსიერებას;
ზრდის ყურადღების კონცენტრაციას;
ამცირებს მოხუცებულობის ასაკობრივი ჭკუასუსტობის განვითარების რისკს;
2. კარდილოგიასა და ანგიოლოგიაში:
აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ელასტიურობას, ამცირებს განვლადობას;
ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს;
არეგულირებს არტერიულ ჰიპერტენზიას;

3. ენდოკრინოლოგიაში:
აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს;
იწვევს მადის დაქვეითებას;
ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას და ამასთანავე თვითონვე ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება;

4. ნეონატოლოგიასა და გინეკოლოგიაში:
აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარების და მხედველობის ორგანოს ჩამოყალიბებისთვის;

5. იმუნიტეტისთვის;
ამცირებს ანთებით პროცესებს;
ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის მდგომარეობას;
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს;

6. სილამაზისთვის:
ეხმარება ჯანმრთელი კანის, თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებაში;
აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის და სეკრეციის პროცესებს;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
აჩქარებს ლიპოლიზს( წვავს ცხიმებს სწრაფად)

ჩვენება:

- ჰიპერქოლესტერინემია

- ჰიპერტონია

- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა 

- ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

- თრომბოფლებიტი

- მაობლიტირებელი ენდარტერიიტი

- შაქრიანი დიაბეტი

- ჰიპოთირეოზი

- ჭარბი წონა

- კუნთების დისტროფია და მიოპათია.

- ასთენიური სინდრომის პრევენცია და მკურნალობა.

- დიაბეტური ანგიოპათიები

- გაფანტული სკლეროზი

- ალცჰაიმერის დაავადება

- ინსულტის პრევენცია და რეაბილიტაციის პერიოდი

- შაკიკი

- უძილობა

- სმენისა და მხედველობის დაქვეითება

- ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა.

- მკურნალობის პროგრამა ავთვისებიანი სიმსივნეების (ძუძუს, ფილტვის და პროსტატის).

- ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.

- მუცლის ოპერაციისთვის მომზადება და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

- ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

- ორგანიზმში დაბერების პოცესების შეჩერება.

- იმუნიტეტის სტიმულირება და ადაპტაციური რეაქცია.

დოზირება:  ბავშვებში 6 წლამდე 1 კაფსულა დღეში; 6-12 წლამდე 1-2 კაფსულა დღეში მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3 ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი რეკომენდირებული დოზის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ხასიათის დიარეა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგN100

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25°C- მდე ტემპერატურის პირობებში. 

ვარგისანობის ვადა

3 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

გასახდომი ყავა 100გ

5.90 ლარი
5.55 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტრუმი ცენტური #100ტ

36.39 ლარი
34.21 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მულტიფოლიკო DHA #60კაფს(30×2)

ვიტამინების, მინერალების, დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA), ომეგა -3 და ლუთეინის მაღალი შემცველობის კომპლექსი.

წითელი კაფსულა  „დღე“  შეიცავს  :

დოკოზაჰექსაენის მჟავა ((DHA)  315 მგ -  ამცირებს  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, ახდენს  ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებს თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახდენეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ლუთეინი (Lutein)10 მგ - აბლოკირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.  მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აბლოკირებს რა თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ თვალს და ამცირებენ მხედველობის ფუნქციას.

Bacillus coagulans BC 513 არანაკლებ 2 მილარდი შტამი- ხელს უწყობს ნაწლავის ნორმოფლორის ნორმალიზებას, თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიკატი, ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები: E171; E172;    E129.

 

იასამნისფერი კაფსულა „ღამე“ :

ვიტამინი C(Vitamin C) 100 მგ - ანტიოქსიდანტი,აძლიერებს რეპარაციულ პროცესებს,ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის.

ნიაცინი (Vitamin B3, PP) 22 მგ-  მონაწილეობს უჯრედში ძირითად ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ფერმენტების, ლიპიდების  და ნახშირწყლოვან ცვალში.

ვიტამინი E (Vitamin E) 12 მგ - ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე (ქალის სასქესო უჯრედების სინთეზის ნორმალიზება,ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება)

პანთოტენის მჟავა (Vitamin B5)   6მგ - მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში.  აქვს ანტისტრესული მოქმედება, ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს.

ვიტამინი B2(Vitamin B2) -1,7მგ - უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს.

ვიტამინი B6  (Vitamin B6) -1,9 მგ - მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B1 (Vitamin B1) -1,4 მგ- წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ფოლიუმის მჟავა 400მგ (Folic acid) -  ახორციელებს  ორსულობის დროს ნერვული მილის დეფექტების და სხვა მალფორმაციების ჩამოყალიბების  პრევენციას.

ბიოტინი (Vitamin B7) -35 მკგ - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.

ვიტამინი D3 (Vitamin D3) - 15 მკგ  უზრუნველყოფს კალციუმ ფოსფატის ათვისებას ,ძვლის მინერალიზაციას ,ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ  ფუნქციონირებს .

ვიტამინი B12 (Vitamin B12)  -2,5 მკგ  - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების,  ერითროციტების,ჰემოგლობინის  ფორმირებაში,  აუცილებელია მიელინის სინთეზისთვის ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს.

რკინა (Iron) 27 მგ  -აუცილებელი ელემენტია ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარებისათვის, რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ზრდის ნაყოფის ზრდის შეფერხების და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

თუთია ( Zinc)- 11 მგ  80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია,  წარმოადგენს უცილებელ ელემნეტს E ვიტამინის და ორგანიზმში რიგი ჰორმონების სინთეზში , მათ შორის ინსულინი, ტესტესტერონი და ზრდის ჰორმონი . აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.

მანგანუმი (Manganese) -2,5 მგ აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების შენებისათვის, ქოლესტერინისა და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისათვის.

სპილენძი (Copper)-1,2 მგ ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლურ პროცესებს, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.

იოდი(Iodine) - 220 მგ  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში  და აკონტროლებენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ენერგიის ცვლას, არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ­სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას.

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი, საღებავები: E171; E129; E124; E133. 

 

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და სოიოს.

 

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა ;
  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი ;
  • ორსულთა ტოქსიკოზი ;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი

პროფილაქტიკა და მკურნალობა ;

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა ;
  • მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის  პროფილაქტიკა და მკურნალობა;

 

დოზირება და მიღების წესი:

1 წითელი კაფსულა მიიღება დილით და 1 იასამნისფერი კაპსულა საღამოს, ჭამის შემდეგ.

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა:
 N 60კაფსულა ( 2 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 15 წითელ კაფსულას +15 იასამნისფერი კაფსულა).

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

მწარმოებელი - LJ Pharma, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: Saf farma

გარცინია კამბოჯია#60ტ

გარცინია კამბოჯია N60 ტაბ.

Garcinia Cambogia წარმოადგენს მარადმწვანე ტროპიკულ მცენარეს, რომლის ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ჰიდროქსი ლიმონმჟავა (HCA) გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული თერმოგენული ეფექტით. ის სტრუქტურულად მსგავსია უჯრედში სინთეზირებულ ლიმონმჟავის, რის გამოც   კონკურენტულად აინჰიბირებს აცეტილ CoA-წარმოქმნის პროცესს, შედეგად ქვეითდება   ენდოგენური ცხიმოვანი მჟავების,  ტრიგლიცერიდების, ქოლესტე- რინის სინთეზი (40-70%-ით მცირდება ცხიმების პროდუცირება)  და მათი დეპონირება ადიპოციტებში. ამავდოულად არ  ირღვევა ენერგიის გამომუშავება უჯრედში და არ იცვლება ნახშირწყლების ნორმალური დონე სისხლში. სწორედ სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნების გამო არ ხდება ჰიპითალამუსიდან აპეტიტის სტიმულაცია და კვებისას მალე ყალიბდება დანაყრების შეგრძნება.

ჰიდროქსი ლიმომჟავას ზემოქმედებით  გააქტივებული  ფერმენტები აძლიერებენ  მიტოქონდრიაში ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციას და იქ მათ დაჟანგვას.

ჰიდროქსი ლიმონმჟავა დადებით გავლენას ახდენს გუნებ განწყობაზე,რაც აიხსნება მის დადებით გავლენით სეროტონინის დონეზე

1. აქვეითებს მადას

2. თრგუნავს ცხიმის წარმოქმნას და ადგროვებას

3. ამაღლებს გუნებ განწყობას

4. თერმოგენული ეფექტი აქტივდება ღამის განმავლობაშიც.

ჩვენებები:

ჭარბი წონა

ათეროსკლეროზი

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ოსტეოართროზი

მიიღება თითო კაფსულა დღეში 2 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ჭამის დროს.

სასურველი შედეგის მისაღებად პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს დაბალკალორიული, ბალანსირებულ კვებისა და ფიზიკური აქტივობის ფონზე.

ინახება ოთახის პირობებში,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხანგრძლივი მიღება სასურველია ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეში.

სიფრთხილით გაოიყენება; დიაბეტიანებში,რადგან შაქრის მარეგულირებელი პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შაქრის დონე;ტკივილდამაყუჩებელი და ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, რადგან გავლენას ახდენს სეროტონინის დონეზე; გულსისხლძარღვთა პათოლოგიისას, სტატიენებით  და ანტიარითმიული პრეპარატებით მკურნალობისას.

როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება კარგად , გვერდითი ეფექტების გარეშე. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს მცირედ გამოხატული თავის ტკივილი,თავბრუ, პირის სიმშრალე, ღებინება , დიარეა.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე

გაიცემა რეცეპტის გარეშე,წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

მწარმოებელი ESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

ვიტრუმი ქიდსი პლუსი#30ტ საღ

შემადგენლობა:
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

რეტინოლის აცეტატი  ( ვიტამინ A)

2500 სე1

ქოლეკალციფეროლი  ( ვიტამინ  D3)

400სე2

ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი ( ვიტამინი  E)

15 სე3

ასკორბინი მჟავა (ვიტამინი C)

60მგ

თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1

1.05 მგ

რიბოფლავინი  (ვიტამინი B2)

1.2 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)

1.05 მგ

ნიკოტინამიდი

13.5 მგ

ციანკობალამინი ( ვიტამინი B12)

4.5 მგ

ბიოტინი

20 მკგ

ფოლიუმის მჟავა  

300 მკგ

კალციუმის პანთოტენატი    

5 მგ

კალციუმის კარბონატი კალციუმზე გადაანგარიშებით

100 მგ

მაგნიუმის ფოსფატი მაგნიუმზე გადაანგარიშებით

40 მგ

რკინის ფუმარატი რკინაზე გადაანგარიშებით

15 მგ

სპილენძის ოქსიდი  სპილენზძე გადაანგარიშებით

1 მგ

თუთიის ოქსიდი თუთიაზე გადაანგარიშებით

10 მგ

მანგანუმის ციტრატი მანგანუმზე გადაანგარიშებით

1 მგ

ნატრიუმის სელენატი  სელენზე გადაანგარიშებით

25 მკგ

ქრომი

20 მკგ

მაგნიუმის ფოსფატი ფოსფორზე გადაანგარიშებით

50 მგ

კალიუმის იოდიდი  იოდზე  გადაანგარიშებით

150 მკგ

1) ექვივალენტურია   0.86მგ რეტინოლის აცეტატის
2) ექვივალენტურია     10 მკგ ქოლეკალციფეროლის
3) ექვივალენტურია 15 მგ ალფა ტოკოფეროლის აცეტატის

დამხმარე ნივთიერებები:   საქაროზა 488.53 მგ;   სტეარინის მჟავა 29.53 მგ;    სილიციუმის ოქსიდი 12,0 მგ; მაგნიუმის სტეარატი 8.0 მგ;  მარწყვის არომატიზატორი10,0 მგ, სუკრალოზა 1.0 მგ; წითელი საღებავი  (E129)  -1.6 მგ.

აღწერილობა -   ცხოველების  ფორმის საღეჭი ტაბლეტები  ღია-ვარდისფერიდან მუქ ვარდისფერამდე, მცირე ზომის   ღია და მუქი  ფერის ჩანართებით, ხილის ნაზი სუნით და არომატით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი. პოლივიტამინები+ მინერალები

ATC კოდი- [A11AA04]

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინების და მინერალების ბალანსირებული კომპლექსი  ხელს უწყობს ბავშვის ზრდასა და გონებრივ განვითარებას. სპეციალურად შერჩეული დოზირება შეესაბამება 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვის მოთხოვნილებას  ვიტამინებზე,  მაკრო და მიკრო ელემენტებზე. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტებით.

გამოყენება
ბავშვებში ჰიპოვიტამინოზის  მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, მინერალების უკმარისობისას ინტენსიური ზრდის პერიოდში.
გადატანილი დაავადების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში.
არაბალანსირებული ან არასრულფასოვანი კვების, უმადობის შემთხვევაში.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ  მომატებული მგრძნობელობა,    A  და D ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 4 წლამდე.

გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს  ჭამის შემდეგ. 
ბავშვებში 4 დან 7 წლამდე მიიღება  1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

გვერდითი მოქმედება
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებზე.  შარდი შესაძლოა შეიფეროს ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან მიუთითებს პრეპარატში რიბოფლავინის შემცველობაზე.  

დოზის გადაჭარბება
დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს. 
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის გამორეცხვა, სიმპტომატური მკურნალობა.

ურთიერქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არ არის რეკომენდებული ერთდროულად სხვა პრეპარატთან მიღება, რომელიც შეიცავს  ვიტამინ  A, E ,D  და  რკინას, დოზის გადაჭარბების თაიდან აცილების მიზნით. კალციუმის ფოსფატები და მარილები აქვეითებენ მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგნიუმი აქვეითებს ტეტრაციკლინის შეწოვას. პირიდოქსინი აქვეითებს ლევოდოფას აქტივობას.

განსაკუთრებული მითითება
არ უნდა მოხდეს დოზის გადაჭარბება

გამოშვების ფორმა  № 30;  №60.

შენახვის პირობები
მშრალ, ადგილას 10-30◦ C. ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მერტენილი 20მგ #30ტ

66.45 ლარი
62.46 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტრუმი ქიდსი #60ტ

34.37 ლარი
32.31 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მერტენილი 10მგ #30ტ

42.05 ლარი
39.53 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: გედეონ რიხტერი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტრუმი ქიდსი #30ტ

20.22 ლარი
19.01 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!