Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 279

ნეო პეკეს-Omega ომეგა 3 150მლ

43.90 ლარი
41.26 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნეოვიტალ დისტრიბუსიონ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გასტროქოლი #15ტ

გასტროქოლი

გასტროქოლი არის საკვები დანამატი, წარმოდგენილია  (Fennel) კამის, (Helichrysum) ნეგოს, (Turmeric)კურკუმას  და (Dandelion)ბაბუაწვერას მცენარეების ექსტრაქტებით , რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ნეგო, კურკუმა და ბაბუაწვერა ასევე სასარგებლოა ღვიძლის ფუნქციისთვის.

 ინგრედიენტები: შემკვრელი აგენტი მიკროკრისტალური ცელულოზა, კამის (Foeniculum vulgare Mill.,ნაყოფი) ფხვნილი, Helichrysum (იტალიური ნეგოს (Roth.) G. Don., ღერო ყვავილებით) ფხვნილი, კურკუმა (Curcuma longa L., ფესვი) ფხვნილი, ბაბუაწვერა (Taraxacum) officinale (L.) Weber ex FH Wigg., ფესვი), შეწეპების საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

როგორ გამოვიყენოთ: რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ,       ძირითადი საკვების       მიღებამდე.

გაფრთხილებები:

 მოარედით სამ წლამდე ასაკის ბავშვებს. არ  გადააჭარბოთ რეკომენდებულ   დღიურ  დოზას.  საკვები  დანამატი  არ  არისგანკუთვნილი ბალანსირებული კვების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.

ინახება გრილ და მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინგრედიენტების რეკომნედებული დღიური დოზა (2 ტაბ)

ფენელი(კამა)

400 მგ

ნეგო

200 მგ

კურკუმა

100 მგ

ბაბუაწვერა

100 მგ

 

საკვები დანამატი შეიცავს: 15 ტაბლეტს

მასა 9,75 გ

 

 

წარმოებულია GLOBAL CBS LLC თვის

via Biagio di Santolino, 156 – 47892 – Acquaviva – Rep. di San Marino

www.promopharma.it

თევზის ქონი Ca,ვიტD3 600მგ#50კ

3.40 ლარი
3.26 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: პოლარისი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატურე ქიდსი #30კაფს საღეჭი

33.87 ლარი
31.84 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ნუტრაცეუტიკალსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტრუმი ცენტური #30ტ

16.17 ლარი
15.20 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გასტრო ფორტე #10კაფს

გასტრო ფორტე

საკვები დანამატი საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის #10

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

კუჭის გაღიზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი და სწრაფი კვებით, ცხიმის შემცველი საკვებით ან საკვების მიღებით სტრესულ სიტუაციაში. ეს არის გავრცელებული მოვლენა , რომელიც აშშ-ში 4-დან 1 ადამიანს აწუხებს.

როგორ მოქმედებს ?

ბრომელაინი და პაპაია ეხმარება ცილების , ნახშირწყლების და ცხიმების გადამუშავებაში.

ნაღველას ფესვები ხელს უწყობს კუჭის წვენისა და ნაღვლის სეკრეციას.

როდის უნდა მივიღოთ?

გაღიზიანებული ნაწლავის, საჭმლის მონელების პროცესის დაქვეითების და მეტეორიზმის დროს.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია მგ/1კაფს

ბრომელაინი

150

შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა

180 GDU

პაპაის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი 4:1 (Carica papaya L.)

50

შესაბამისი პროტეოლიზური აქტივობა

300 000 NFPU

ნაღველას ფესვის მშრალი ექსტრაქტი 4:1

(Gentiana lutea L.)

50

ბრომელაინი –

ეს არის პროტეოლიზური ფერმენტების ნატურალური კომპლექსი არსებული ანანასის ნაყოფის რბილობში. იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებას, რომელიც  იწვევს ცილების რაოდენობის შემცირებას (დაშლას) კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანებადობის დროს.

პაპაიას ხე CARICA PAPAYA L.-

პაპაიას ნაყოფი შეიცავს საქარიდებს, ეთერზეთებს და ცილებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია – პაპაინი, რომელიც წარმოადგენს ფერმენტების ნარევს. პაპაინი იწვევს ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების შემცირებას და საჭმლის მონელების გაადვილებას. ის ასევე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ნაღველა GENTIANA LUTEA L. –

ნაღველას ფესვის ძირითადი კომპონენტებია  გლიკოზიდები, ტრიტერპენოიდები და ქსანტონები.

ნაღველა გამოიყენება საჭმლის მონელების ისეთი დარღვევის დროს, როგორიცაა მადის დაკარგვა, კუჭის სავსეობის შეგრძნება, მეტეორიზმი, დიარეა, გასტრიტი, კუჭის წვა და ღებინება. ის აგრეთვე გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, ანტიჰელმინთური და ანტისეპტიური საშუალება.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 12  წლიდან -1 კაფსულა ჭამის დროს ან შემდეგ.

არ მიიღოთ დღეში 3 დოზაზე მეტი.

არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ან გაქვთ მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის  სისტემა.

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში .

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები არ ანაცვლებენ ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

ნანო ომეგა-3 500მგ#100კაფს

ნანოომეგა 3 / Nano Omega 3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგ N100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ომეგა 3
მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავები არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა – 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

კოენზიმ Q10– კოენზინორმ Q10 მონაწილეობს ყველაზე მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციებში, როგორიც არის ატფ – ის სინთეზი. ხოლო ორგანიზმს ატფ – ის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. 

BCAA-(ამინომჟავები განშტოებული ჯაჭვებით) – კომპლექსი, რომელიც შედგება 3 შეუცვლელი ამინომჟავისაგან: ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი

BCAA-ს როლი ორგანიზმისთვის: კუნთოვანი ცილის სინთეზის სუბსტრატი. ენერგიის საწარმოებელი სუბსტრატი. სხვა ამინომჟავების სინთეზის პრეკურსორი. თრგუნავს კატაბოლიზმს და კუნთის დაშლას.

სტიმულს აძლევს ინსულინის გამომუშავებას.

წვავს ცხიმს. მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში.

ლეიცინის ნაკლებობა  საკვებ პროდუქტებში აფერხებს ბავშვების ზრდას.ეს  ამინომჟავა გამოიყენება ღვიძლის დაავადებათა, ანემიისა და ზოგიერთი ფსიქიკური სნეულების სამკურნალოდ. მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ლეიცინის როლს, როგორც ორგანიზმის მთავარ ენერგეტიკულ სუბსტრატს, ატფ-ის წყაროს. ამ ამინომჟავის დაჟანგვით უფრო მეტი ატფ-ის მოლეკულა მიიღება, ვიდრე იმავე რაოდენობის გლუკოზის დაჟანგვით,  თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეიცინის და გლუკოზის დაჟანგვა მიმდინარეობს სხვადასხვა გზით, მაშასადამე ადამიანის ორგანიზმი იღებს ატფ-ის 2 მძლავრ წყაროს, ანუ აღადგენს საკუთარ ძალებს გაცილებით სწრაფად.

იზოლეიცინი – ეს ის ამინომჟავაა, რომელიც ენერგიაზე და ჰემოგლობინის კვლავ სინთეზზეა პასუხისმგებელი, რომლის მუდმივი ნაკლებობის დროსაც თავს მოშვებულად და დაღლილად ვგრძნობთ. ენერგიას აწარმოებს მაშინ, როდესაც ნახშირწყლების დეფიციტია ორგანიზმში და ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება.

ვალინი  – ერთერთი მთავარი კომპონენტია ქსოვილების ზრდისა და სინთეზისათვის. მისი მთავარი წყარო ცხოველური პროდუქტებია. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვალინი ზრდის კუნთების კოორდინაციას და ამცირებს მგრძნობელობას ტკივილის, სიცივის და სიცხის მიმართ.

კოენზიმ Q10-ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, იცავს ლიპიდებს, ცილებს, დნმ-ს ჟანგვითი პროცესებისგან, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

1. ნევროლოგიაში:
აუმჯობესებს  ნერვული იმპულსების გადაცემას;
აღმოფხვრის დეპრესიულ მდგომარეობას:
აუმჯობესებს მეხსიერებას;
ზრდის ყურადღების კონცენტრაციას;
ამცირებს მოხუცებულობის ასაკობრივი ჭკუასუსტობის განვითარების რისკს;
2. კარდილოგიასა და ანგიოლოგიაში:
აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ელასტიურობას, ამცირებს განვლადობას;
ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს;
არეგულირებს არტერიულ ჰიპერტენზიას;

3. ენდოკრინოლოგიაში:
აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს;
იწვევს მადის დაქვეითებას;
ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას და ამასთანავე თვითონვე ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება;

4. ნეონატოლოგიასა და გინეკოლოგიაში:
აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარების და მხედველობის ორგანოს ჩამოყალიბებისთვის;

5. იმუნიტეტისთვის;
ამცირებს ანთებით პროცესებს;
ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის მდგომარეობას;
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს;

6. სილამაზისთვის:
ეხმარება ჯანმრთელი კანის, თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებაში;
აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის და სეკრეციის პროცესებს;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
აჩქარებს ლიპოლიზს( წვავს ცხიმებს სწრაფად)

ჩვენება:

– ჰიპერქოლესტერინემია

– ჰიპერტონია

– ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა 

– ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

– თრომბოფლებიტი

– მაობლიტირებელი ენდარტერიიტი

– შაქრიანი დიაბეტი

– ჰიპოთირეოზი

– ჭარბი წონა

– კუნთების დისტროფია და მიოპათია.

– ასთენიური სინდრომის პრევენცია და მკურნალობა.

– დიაბეტური ანგიოპათიები

– გაფანტული სკლეროზი

– ალცჰაიმერის დაავადება

– ინსულტის პრევენცია და რეაბილიტაციის პერიოდი

– შაკიკი

– უძილობა

– სმენისა და მხედველობის დაქვეითება

– ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა.

– მკურნალობის პროგრამა ავთვისებიანი სიმსივნეების (ძუძუს, ფილტვის და პროსტატის).

– ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.

– მუცლის ოპერაციისთვის მომზადება და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

– ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

– ორგანიზმში დაბერების პოცესების შეჩერება.

– იმუნიტეტის სტიმულირება და ადაპტაციური რეაქცია.

დოზირება:  ბავშვებში 6 წლამდე 1 კაფსულა დღეში; 6-12 წლამდე 1-2 კაფსულა დღეში მოზრდილებში: 1-2 კაფსულა 3 ჯერ დღეში, ჭიქა წყალთან ერთად, საკვების მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი რეკომენდირებული დოზის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ხასიათის დიარეა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა 500მგN100

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25°C- მდე ტემპერატურის პირობებში. 

ვარგისანობის ვადა

3 წელი
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

გასახდომი ყავა 100გ

5.90 ლარი
5.55 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტრუმი ცენტური #100ტ

36.39 ლარი
34.21 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მულტიფოლიკო DHA #60კაფს(30×2)

ვიტამინების, მინერალების, დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA), ომეგა -3 და ლუთეინის მაღალი შემცველობის კომპლექსი.

წითელი კაფსულა  „დღე“  შეიცავს  :

დოკოზაჰექსაენის მჟავა ((DHA)  315 მგ –  ამცირებს  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, ახდენს  ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებს თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახდენეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ლუთეინი (Lutein)10 მგ – აბლოკირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.  მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აბლოკირებს რა თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ თვალს და ამცირებენ მხედველობის ფუნქციას.

Bacillus coagulans BC 513 არანაკლებ 2 მილარდი შტამი– ხელს უწყობს ნაწლავის ნორმოფლორის ნორმალიზებას, თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიკატი, ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები: E171; E172;    E129.

 

იასამნისფერი კაფსულა „ღამე“ :

ვიტამინი C(Vitamin C) 100 მგ – ანტიოქსიდანტი,აძლიერებს რეპარაციულ პროცესებს,ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის.

ნიაცინი (Vitamin B3, PP) 22 მგ–  მონაწილეობს უჯრედში ძირითად ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ფერმენტების, ლიპიდების  და ნახშირწყლოვან ცვალში.

ვიტამინი E (Vitamin E) 12 მგ – ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე (ქალის სასქესო უჯრედების სინთეზის ნორმალიზება,ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება)

პანთოტენის მჟავა (Vitamin B5)   6მგ – მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში.  აქვს ანტისტრესული მოქმედება, ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს.

ვიტამინი B2(Vitamin B2) -1,7მგ – უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს.

ვიტამინი B6  (Vitamin B6) -1,9 მგ – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B1 (Vitamin B1) -1,4 მგ– წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ფოლიუმის მჟავა 400მგ (Folic acid) –  ახორციელებს  ორსულობის დროს ნერვული მილის დეფექტების და სხვა მალფორმაციების ჩამოყალიბების  პრევენციას.

ბიოტინი (Vitamin B7) -35 მკგ – მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.

ვიტამინი D3 (Vitamin D3) – 15 მკგ  უზრუნველყოფს კალციუმ ფოსფატის ათვისებას ,ძვლის მინერალიზაციას ,ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ  ფუნქციონირებს .

ვიტამინი B12 (Vitamin B12)  -2,5 მკგ  – ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების,  ერითროციტების,ჰემოგლობინის  ფორმირებაში,  აუცილებელია მიელინის სინთეზისთვის ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს.

რკინა (Iron) 27 მგ  -აუცილებელი ელემენტია ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარებისათვის, რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ზრდის ნაყოფის ზრდის შეფერხების და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

თუთია ( Zinc)- 11 მგ  80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია,  წარმოადგენს უცილებელ ელემნეტს E ვიტამინის და ორგანიზმში რიგი ჰორმონების სინთეზში , მათ შორის ინსულინი, ტესტესტერონი და ზრდის ჰორმონი . აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.

მანგანუმი (Manganese) -2,5 მგ აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების შენებისათვის, ქოლესტერინისა და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისათვის.

სპილენძი (Copper)-1,2 მგ ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლურ პროცესებს, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.

იოდი(Iodine) – 220 მგ  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში  და აკონტროლებენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ენერგიის ცვლას, არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ­სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას.

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი, საღებავები: E171; E129; E124; E133. 

 

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და სოიოს.

 

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა ;
  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი ;
  • ორსულთა ტოქსიკოზი ;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი

პროფილაქტიკა და მკურნალობა ;

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა ;
  • მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის – დისბაქტერიოზის  პროფილაქტიკა და მკურნალობა;

 

დოზირება და მიღების წესი:

1 წითელი კაფსულა მიიღება დილით და 1 იასამნისფერი კაპსულა საღამოს, ჭამის შემდეგ.

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა:
 N 60კაფსულა ( 2 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 15 წითელ კაფსულას +15 იასამნისფერი კაფსულა).

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი

მწარმოებელი – LJ Pharma, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: Saf farma

Don`t copy text!