Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 280

ლიპრიმარი 10მგ #100ტ

144.05 ლარი
135.41 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ფაიზერ მანუფაქტურინგ დოიჩლანდ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტრუმი პრენატალი #100ტ

37.40 ლარი
35.16 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტრუმი ოსტეომაგი #60ტ

23.05 ლარი
21.66 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლივაზო 4მგ #28ტ

78.10 ლარი
73.41 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: რეკორდატი ინდუსტრია იტალია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბიოლექტრა Mgდირექტ.ლიმონ#20პაკ

ბიოლექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი

(Biolectra® Magnesium 300 mg Direct)

დიეტური დანამატი,  რომელიც ერთ პაკეტში შეიცავს 30 მგმაგნიუმს

მაგნიუმიმნიშვნეოვან როლსასრულებსორგანიზმში

მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში.

მაგნიუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, კერძოდ

- კუნთების ნორმალურ მუშაობისთვის;

- ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;

- დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად;

- ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად;

 - ნორმალური ენერგეტიკული ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.

რა რაოდენობის მაგნიუმი გვჭირდება დღეში?

25 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებს დღეში ესაჭიროება 300 მგ-დან 350 მგ-მდე მაგნიუმი. განსაკუთრებით გაზრდილია მაგნიუმის მოთხოვნილება მოზარდებში, ახალგაზრდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. გარდა ამისა, მაგნიუმის მაღალი მოთხოვნილება აღინიშნება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების, სპორტული ვარჯიშების დროს, ასევე მძიმე გონებრივი ან ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებში.

იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო მოთხოვნას მიზანშეწონილია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მაგნიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენება.

მაგნიუმის დამატებითი თანამედროვე  წყარო

ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი - მაგნიუმის შემცველი თანამედროვე და პრაქტიკული დიეტური დანამატია, რომლის მეშვებით ადვილად შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის კომპენსირება. მიკროგრანულების, ანუ პატარა ზომის ბურთულების სახით წარმოდგენილი, სამკურნალო ფორმის გამო, დანამატი ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტის მიღება შესაძლებელია სითხის მიყოლების გარეშე.  დღეში ერთი პაკეტის მიღება საკმარისია, რათა უზღუნველყოთ მაგნიუმის  სადღეღამისო დოზა, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს* და რომელიც რეკომენდებულია კვების გერმანული საზოგადოების მიერ. ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ პირებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ხშირად დადიან მივლინებებში ან აქტიურად არიან დაკავებული სპორტით. ასე რომ გზაში ან ვარჯიშზე ყოფნისას თქვენ არ დაგჭირდებათ ხელთ იქონიოთ ჭიქა წყალი.

* კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის სადღეღამისო დოზა 25 წელზე მეტი ასაკის ქალებისათვის.

მაგნიუმის მოთხოვნა

მგ/დღეში

მამრ.                                                 მდედრ.

ბავშვები

 

 

 

1 წლიდან  4 წლამდე

4 წლიდან  7 წლამდე

7 წლიდან  10 წლამდე

10 წლიდან  13 წლამდე

13 წლიდან  15 წლამდე

 

 

 

230

80

120

170

 

310

 

 

 

250

მოზარდები და მოზრდილები

 

 

 

15 წლიდან  19 წლამდე

19 წლიდან  25 წლამდე

25 წლიდან  65 წლამდე და მეტი ასაკი

400

400

350

 

350

310

300

ორსული ქალები

 

 

 

19 წლამდე

19 წელზე მეტი ასაკი

 

 

350

310

მეძუძური დედები

 

 

390

კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის დოზა მითითებულია D_A_CH-ის ერთეულებში „საკვები ნივთიერებების მოხმარების რეფერენტული მნიშვნელობები“, 2015 წ. (მამრ. - მამრობითი სქესი, მდერ. - მდედრობითი სქესი).

ჰერმესი (HERMES)

გამოყენების რეკომენდაციები:

ერთი პაკეტი მიიღება ერთხელ დღეში. მიკროგრანულები მოათავსეთ ენაზე, დაელოდეთ მათ გადნობას და გადაყლაპეთ. პაკეტის გახსნა რეკომენდებულია ისრის მიმართულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

დიეტური დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ და მრავალფეროვან დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. იგი შეიცავს ფენილალანინს, რაც ჭარბი გამოყენებისას საფაღარათო ეფექტს იწვევს.

შემადგენლობა:

მაგნიუმის ოქსიდი, დამამჟავებელი აგენტები (ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა), დამატკბობელი აგენტები (სორბიტოლი, ასპარტამი, ნატრიუმის ციკლამატი), შემასქელებელი (კარბოქსიმეთილცელულოზა), აროამატიზატორი, სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები).

კვებითი ღირებულების მონაცემები

ერთ პაკეტში

ყოველდღიური მოთხოვნილების % *

მაგნიუმი

300 მგ

80 %

* კვებითი ღირებულების აღნიშვნის შესაბამისად

გამოშვების ფორმა:

20 პაკეტი

40 პაკეტი

60 პაკეტი

გემოს თავისებურება:

ლიმონის არომატით

ფორთოხლის არომატით

რეალიზაცია ხდება მხოლოდ სააფთიაქო ქსელის მეშვეობით.

­­­­­­­­

ბიოელექტრას მწარმოებლის საინფორმაციო სამსახური:

მაღალხარისხიანი დიეტური დანამატი ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტის შეძენით თქვენ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ბიოელექტრაÒ მაგნეზიუმ  300 მგ დირექტი დაგეხმარებათ მაგნიუმის ყოველდღიური მარაგის შევსებაში.

მაგნიუმთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები გაგზავნეთ მისამართზე:

HERMES Pharma Ges.m.b.H,

ალგაუ 36, 9400 ვოლფბერგი, ავსტრია

ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:

[email protected]

უკვე გასინჯეთ?

მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში

მაღალდოზირებული მაგნიუმით

მიიღება სწრაფად და მარტივად

 

გამოყენების რეკომენდაციები:

ერთი კაფსულა დღეში დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.

დიეტური დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ და მრავალფეროვან დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

70142 N

დამკვეთი:

Hermes

პროექტი:

UA Biolectra პირდაპირი

პროექტის ნომერი:

21112

პროვაიდერი ID:

xxx

მასალები ნომერი:

xxx

ფაილის სახელი:

RZ_B_MG_DIRECT_GI

თარიღი:

06/11/2015

კლიენტების კონსულტაცია:

სანდრა კოქველეს

მხატვრული გაფორმება:

ინგა მოლერი

დამზადება:

ქრისტინე კრაუდტსან

შტრიხ კოდი:

xxx

ERMS კოდი:

xxx

კომპიუტერული გრაფიკის კოდი:

xxx

ტექნიკური შეკითხვების არსებობისას, გთხოვთ, მიმართოთ:

ქრისტინე კრაუდტსანს, ტელ: +49 (40) 89 96 90-61

[email protected]

შრიფტი:

Trade Gothic LT

მასალა:

ქაღალდი

ფორმატი/განლაგება:

ჩარჩოებში მიეთითება მხოლოდ განლაგება, არ დაბეჭდოთ!

გთხოვთ გამოიყენეთ ორიგინალური მატრიცა.

ამ ფაილში არ არის მითითებული გამოსახულების ფართობი, კონტურების ურთიერთკვეთა ან შრიფტის გამსხვილება. ფაილის მასალები უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვის მოთხოვნებს.

ამ დოკუმენტის მიმართებით მოქმედებს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი საშუალებები. მოცემულ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის კოპირება ან ბეჭდვა აკრძალულია კომპანია "elbedesigncrew GmbH"-ის თანხმობის გარეშე. მოცემული დოკუმენტის გამოყენება კომპანია "elbedesigncrew GmbH"-ის მიერ არასანქციონირებული მიზნებით იკრძალება კანონით და საავტორო უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

კომპანია "elbedesigncrew GmbH" არ არის პასუხისმგებელი ტექსტში არსებულ  ორთოგრაფიულ შეცდომებზე, საპატენტო და საავტორო უფლებების, საკონკურსო უფლებების, ასევე სასაქონლო ნიშნის კანონის შესაძლო დარღვევებზე და ამასთან დაკავშირებულ  შესაძლო ირიბ ზიანზე.

გთხოვთ, შეამოწმოთ მოცემული დოკუმენტის ორიგინალი სამართლებრივი ნორმებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობაზე და წაიკითხეთ მთლიანად შესწორებული ტექსტი.

elbedesigncrew GmbH

ბერჰარდ-ნოჰთ-შტრასე 99

20359 ჰამბურგი

ტელ.: +49 (0) 40/89 96 90-0

ფაქსი: +49 (0) 40/89 96 90-44

[email protected]

www.elbedesigncrew.de

ვიტრუმი კალციუმი+D3#100ტ

26.28 ლარი
24.70 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლივაზო 2მგ #28ტ

63.80 ლარი
59.97 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: რეკორდატი ინდუსტრია იტალია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტრუმი კალციუმი+D3 #60ტ

კალციუმი + ვიტამინი D3 ვიტრუმი®
(Calcium+ Vitamin D3 Vitrum®)

         


პრეპარატის სავაჭრო დასახელება
: კალციუმი + ვიტამინი D3 ვიტრუმი®

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატს (ხამანწკის ნიჟარის) - 1250 მგ (შეესაბამება 500 მგ ელემენტარულ კალციუმს)
ვიტამინი D3 (კოლეკალციფეროლი) - 200 სე1
1 – ექვივალენტურია 5მკგ კოლეკალციფეროლის

დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, რიბოფლავინი, საღებავი მბრწყინავი ლურჯი FFCF (E133).

აღწერილობა:
ღია-მწვანე ფერის შემოგარსული ოვალური ფორმის ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულატორი.
ათქ კოდი: A12AX

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას. ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინი D3-ის უკმარისობას, ამცირებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას (გაწოვა) და ზრდის მის სიმკვრივეს.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მის შეკავშირებას ძვლის ქსოვილში.
კალციუმის და ვიტამინი D3-ის გამოყენება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების ზრდას, რომელიც არის მომატებული ძვლის რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური, D-ვიტამინზე დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის დახმარებით, კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
-    კალციუმისა და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად მოზარდებსა და ბავშვებში ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში (ძვლოვანი მასის მაქსიმალური პიკის  მისაღწევად), ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
-    ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის, სენილური, სტეროიდული, იდიოპათური და სხვა) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობები) პროფილაქტიკისა და საბაზისო თერაპიისათვის;
-    ხანდაზმულებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად.

უკუჩვენება:
-    ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთერთი კომპონენტების მიმართ;
-    D ჰიპერვიტამინოზი;
-    თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
-    ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის შემადგენლობის მომატება – პარაფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე პაციენტებში);
-    ჰიპერკალციურია (კალციუმის მომატებული გამოყოფა შარდით);
-    შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის მარილების განვითარება);
-    დეკალცინირებული სიმსივნეები (მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი);
-    იმობილიზაციით განპირობებული ოსტეოპოროზი;
-    ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა);
-    12 წლამდე ბავშვთა ასაკი;

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შიგნით მისაღებად. პრეპარატი როგორც პროფილაქტიკური საშუალება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში მიიღება პერორალურად დღეში 1-2 ტაბლეტი. კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება მჟავე სითხის მიყოლებით (ფორთოხლის ან ლიმონის წვენი).
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი მიიღება დღეში 2 ტაბლეტი, ერთი დილით და ერთი საღამოს, მიზანშეწონილია კვების დროს.
ოსტეოპოროზის თერაპიისას კურსი და დოზა შეირჩევა ექიმი რეკომენდაციის შესაბამისად.
 
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.

განსაკუთრებული მითითებები:
-    სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში;
-    მკურნალობის პერიოდში საჭიროა შარდით კალციუმის გამოყოფის და პლაზმაში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი (კალციურიის განვითარების შემთხვევაში, 7.5მმოლ/დღ (300მგ/დღ)-ზე მეტი), საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა;
-    12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
-    ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სხვა წყაროებიდან ვიტამინი D3-ის დამატებითი მიწოდების გათვალისწინება. არ გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინი D3-ის შემცველ სხვა ვიტამინურ კომპლექსებთან ერთად;
-    ხანდაზმულებში კალციუმის მოთხოვნილება შეადგენს 1,5გ/დღ., ვიტამინი D3-ის კი 500-1000 სე/დღ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება კალციუმზე და D ვიტამინზე იზრდება. პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სხვა წყაროებიდან კალციუმისა და D ვიტამინის ორგანიზმში დამატებითი მიწოდების გათვალისწინება და მუდმივი სამედიცინო კონტროლის განხორციელება.
ნაყოფზე ტოქსილური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული 1500 მგ-ზე მეტი კალციუმისა და 600 სე-ზე მეტი ვიტამინი D3-ის გამოყენება. კალციუმი და D ვიტამინი აღწევს დედის რძეში.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მწვავე ან ქრონიკული სიმპტომი არის ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, რაც ვლინდება ანორექსიის, ღებინების, გულისრევის, თავბრუსხვევის, სისუსტის, თავის ტკივილის სახით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის სითხის შეყვანა და კალციუმის შეზღუდული რაოდენობით მიღების დიეტის დაცვა. ჭარბი დოზის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის რჩევის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
-    ვიტამინი D3-ის აქტიურობა შეიძლება შემცირდეს ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას;
-    გულის გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას საჭიროა ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმი აძლიერებს გულის გლიკოზიდების მოქმედებას;
-    პრეპარატი ანელებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა სალიცილატების, სულფანილამიდების, ბეტა-ადრენობლოკატორების და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების შეწოვას. ამას გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ ან 2 საათით ადრე;
-    თიაზიდების ჯგუფის დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება;
-    კოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები (პარაფინის ზეთი) ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას.

გამოშვების ფორმა:
#30-60-100 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის  ფლაკონში; ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა:
”უნიფარმ ინკ”  (აშშ)., 350 Fifth Avenue, Suite 6701, New York, NY 10118, USD

ბიოლექტრა Mg ფორტისიმ#10ტ შუშ

ბიოელექტრა მაგნეზიუმ ფორტისიმუმი

(BIOLECTRAÒMAGNESIUM FORTISSIMUM)

შუშხუნა ტაბლეტები

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია!

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. თუ ჩათვლით საჭიროდ, მიმართეთ მათ.

 

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: მსუბუქ მაგნიუმის ოქსიდს 342.0 – 369.4 და მსუბუქ  მაგნიუმის კარბონატს 670 მგ, რაც შეესაბამება 365 მგ მაგნიუმს;

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი, სახარინის  ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის არომატიზატორი „MH” (შეიცავს მანიტს (Е 421), სორბიტს (Е 420)), ლაიმის არომატიზატორი „MGK” (შეიცავს მანიტს (Е 421), სორბიტს (Е 420).

 

გამოშვების ფორმა.

შუშხუნა ტაბლეტი.

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.

მრგვალი, თეთრი ბრტყელცილინდრული ტაბლეტი, გლუვი ზედაპირით დაზიანების გარეშე, ერთ მხარეზე ამოტვიფრული წარწერით «Biolectra».

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სხვა მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები. ათქ-კოდი A12CC30.

ჩვენებები.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის მკურნალობა და პრიფილაქტიკა იმ შემთხვევებში, როდესაც დარღვეულია კუნთების ფუნქციები (ნეირო-კუნთოვანი დარღვევები, კრუნჩხვები), ქრონიკული ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის, აგზნების, მიალგიების, ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის და ორსულობის დროს.

გამოიყენება ჰიპომაგნემიის დროს, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი მოწევით და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, საფაღარათო საშუალებების, კონტრაცეპტივების, ზოგიერთი დიურეზული საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებით ან მუდმივი ჰიპერგლიკემიის მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ოსმოსური დიურეზის დროს. 

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის ან გულში აგზნების გამტარობის დარღვევის (AV-ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შემთხვევაში) დროს, რომლებმაც შეიძლება ბრადიკარდია გამოიწვიონ. გარდა ამისა, უნდა გადამოწმდეს არსებობს თუ არა  მინერალური და ელექტროლიტული ცვლის დარღვევები (ჰიპერმაგნემია, ჰიპერკალემია).

ბიოლექტრა მაგნეზიუმ ფორტისიმუმისმიღება უკუნაჩვენებია მძიმე მიასთენიის, ექსიკოზის, საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების და კალციუმ-მაგნიუმ-ფოსფატამონიუმის დიათეზის დროს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

რკინის,  ნატრიუმის ფთორიდის ან ტეტრაციკლინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის, ნატრიუმის ფთორიდის, ტეტრაციკლინის და მაგნიუმის ათვისებას დარღვევა.

ასეთ შემთხვევაში პრეპარატის ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმისდა რკინის პრეპარატების, ნატრიუმის ფთორიდის, ტეტრაციკლინის მიღებებს შორის საჭიროა დაიცვათ  3-4 საათიანი ინტერვალი.

ალუმინის შემცველი პრეპარატების (მაგ., ანტაციდები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ალუმინის შეწოვება.

 

უსაფრთხოების ზომები.

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 4.65 მმოლ (107 მგ) ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტას (სუფრის მარილის დაბალი შემცველობა).

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 2.51 მმოლ (98 მგ) კალიუმს, რაც გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, ასევე პაციენტებში, რომლებიც იცავენ კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტას.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების მხვრივ რისკი არ არსებობს.

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 არ მოქმედებს.

 

დოზების რეჟიმი და მიღების წესი.

ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმისდოზა დამოკიდებულია მაგნიუმის დეფიციტის ხარისხზე.

საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს (365-730 მგ მაგნიუმის იონები = 15-30 მმოლ).

მოზარდებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 შუშხუნა ტაბლეტი 1 – 2-ჯერ დღეში.

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება დაინიშნოს შედარებით მაღალი დოზები.

 1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ მიღებული ხსნარი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევ მიზეზზე.

ხანგრძლივი  მკურნალობა მაღალი დოზებით უნდა წარიმართოს ექიმის კონტროლის ქვეშ.

 

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრას განიხილება შემდეგი კატეგორიებით:

ძალიან ხშირად

(≥ 1/10)

ხშირად

(≥1/100 - ˂ 1/10-მდე)

შედარებით ხშირად

(≥1/1,000  - ˂ 1/100 - მდე)

იშვიათად

(≥1/10,000 - ˂1/1,000-მდე)

ძალიან იშვიათად

(˂1/10,000)

არ არის ცნობილი

(წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე არ არის დადგენილი სიხშირე)

 

მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს დიარეას, რომელიც არ არის საშიში და დოზის შემცირების შემთხვევაში გაივლის. ბიოლექტრა მაგნიუმ ფორტისიმუმისმაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღება იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში ქიმიური და კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

 

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა.

შუშხუნა ტაბლეტები № 10.

10 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში. 1 ტუბი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

გაცემის წესი.

გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი.

ჰერმეს არცნაიმიტელი გმბჰ, ჰანს-ურმილერ-რინგი 52, 82515 ვოლფრატსჰაუზენი, გერმანია.

Hermes Arzneimittel GmbH, Hans-Urmiller-Ring 52, 82515 Wolfratshausen, Germany

ლივაზო 1მგ #28ტ

53.40 ლარი
50.20 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: რეკორდატი ინდუსტრია იტალია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!