Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 285

კარდიო ლაიფი #30კაფს

 კარდიო ლაიფი  კაფსულები

შემადგენლობა:

წითელი საფუარიანი ბრინჯი

460 მგ

მონაკოლინი

11,5 მგ

წითელი ბრინჯს  ადარებენ ბუნებრივ  სტატინებს.  კვლევებით დადასტურებულია, რომ წითელი ბრინჯი  არეგულირებს სისხლში ლიპიდების დონეს (25-40%), ახდენს გულ სისხლძარღვთა და ცერებრო ვასკულარული დაავადებების პრევენციას. ამავე დროს სტატინებისაგან განსხვავებით არ აზიანებს ღვიძლს!!!

მონაკოლინი -monacolin K არის ჰიპოლიპიდემიური აგენტი, რომელიც თრგუნავს ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს.

ჩვენება: გულის დაავადებები:  სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი  ქოლესტერინი სისხლში, ჰიპერტრიგლიცერიდემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში  და  სისხლის სიბლანტის მომატება,  თრომბოზი, ინსულტი და სხვა გართულებები (ჰემიპლეგია). დემენცია, პარკინსონის დაავადება  დასაწყისში, თავის ტვინის ატროფია, დიაბეტის და სხვა გართულებები.  ანამნეზში ხშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და ქოშინი,  სიმსუქნე.

უკუჩვენება: 15  წლამდე ასაკი. ორსულობა, ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზირება:  მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ. საპროფილაქტიკოდ მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. სამკურნალოდ 2 კაფსულა 3 ჯერ დღეში.  აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონტროლი.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა კოლოფში.

მწარმოებელი კომპანია: Life on Healthcare LTD

 

ფერტილო ლეიდი დენკი #60კაფს

108.56 ლარი
102.05 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბადექსი #30კაფს

ბადექსიჯანსაღი და სრულყოფილისხეულის გარანტი!

დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხეულის წონაზე ზრუნვას. ნივთიერებათა ცვლის სწორი ფუნქციონირებისათვის ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება  საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა. ყოველი ზედმეტად მიღებული  ულუფა და კალორია ჩვენს ორგანიზმს წონის პრობლემას უქმნის. კალორია – სითბოს ის რაოდენობაა, რომელიც საჭიროა 1გრ წყლის 10C-ით გასათბობად. 1კკალ = 1000კალ.
მოზრდილ ადამიანს საშუალოდ ესაჭიროება 2000–3000კალ. დღეში.
საოჯახო საქმეებზე, ძილში იხარჯება ~ 70–250 კალ.
30 წთ სირბილი – 600 კალ.

 კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიები, არასწორი კვება და დიეტა, ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პრობლემების გაჩენას. ფერმენტული უკმარისობა იწვევს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლას. განსაკუთრებით ხელშემწყობი ფაქტორია კვების რეჟიმის დარღვევა, ჭარბი ულუფები. ყველაფერი კი , სამწუხაროდ,  შემდეგომში შეუქცევად პროცესებს იწვევს. გარდა წონის მატებისა, საფრთხე ემუქრება ისეთ სასიცოცხლო ორგანოებს , როგორიცაა ღვიძლი, გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა.

სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის, ფერმენტული ცვლის მოსაწესრიგებლად და წონის კორექციისთვის, კომპანია „სილვანოლსი“ გთავაზობთ სიახლეს „ბადექსის“ სახით, რომელიც:

  • აუმჯობესებს საკვების მონელებას
  • აჯანსაღებს ორგანიზმს
  • ხელს უწყობს წონის კორექციას

ბადექსის შემადგენლობაშია:

პანკრეასის ფხვნილი (პანკრეატინი, ლაქტოზა), პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ანანასის ბრომელაინი, ყვითელი კოჭას ფესვის მშრალი ექსტრაქტი, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი.

პანკრეასის ფხვნილი - 225 მგ.  პანკრეატინი კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული  საჭმლის მომნელებელი ენზიმების, ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას ნაკრებია. იგი აუცილებელია  ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოსანელებლად, ასევე ჭარბი ცხიმის შემცველი საკვების მიღებისას.

პაპაიას ნაყოფის ფხვნილი - 75მგ. შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც განაპირობებს ცილის რთული მოლეკულების დაშლას მარტივ ამინომჟავებამდე, ამცირებს დისკომფორტს საკვების მიღების შემდგომ (სიმძიმე, შებერილობა), აფერხებს ლპობის პროცესებს ნაწლავში, ამცირებს გულისრევას. გამოიყენება წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. აფერხებს კანის დაბერების პროცესებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიურობის აღდგენაში.  შეიცავს ვიტამინებს: C, B1, B2, B5, D აგრეთვე K, Ca, Zn, Fe, Mg-ს. შეუცვლელია სხვადასხვა დიეტებისა და განტვირთვის  დღეების დროს. პაპაინი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ბრომელაინი - 75 მგ. ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია. ის ააქტივებს სხვა ფერმენტებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების ფუნქციურ აქტივობას, ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის პროდუქტები, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, შლის სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილ ქოლესტერინის ფოლაქებს. აქვს ანტითრომბოზული მოქმედება. ბრომელაინი  აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ამიტომ იგი წარმატებით გამოიყენება  მადის  დასაქვეითებლად. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. შესაბამისად იგი ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის კორექციისათვის. გარდა ჩამოთვლილისა, ბრომელაინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფუნქცია.

ყვითელი კოჭას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (ჯანჯაფილი ანუ კურკუმა, იგივე ჯინჯერი)  - 30 მგ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას -  კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.  გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და მავნე ნივთიერებებს, ხელს უწყობს საკვების, განსაკუთრებით ცხიმების მონელებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეფექტურად გამოიყენება ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ. ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში და აუმჯობესებს განწყობას.

არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი - 30 მგ. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს - C,B1,B2,B3,P,A, სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავას, ცინარინს, ინულინს. მისი ექსტრაქტი წარმოადგენს ღვიძლისა და თირკმელების გამწმენდ საშუალებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,  გამოიყენება ათეროსკლეროზის, ზოგიერთი ალერგიული დაავადების დროს.  ანეიტრალებს მედიკამენტების და ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტებს. მდიდარია სილიმარინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. ეხმარება გადაღლილ ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში. ამცირებს ოფლიანობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

ბადექსის კომბინირებული შემადგენლობიდან და კომპლექსური მოქმედებიდან გამომდინარე იგი უნიკალური საშუალებაა საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის დროს, ასევე, ჭარბი საკვების ადვილად მონელების მიზნით. ბადექსი საკვები დანამატია.

გამოიყენება:

- საკვების მიღების შემდგომი დისკომფორტის (სიმძიმე, შებერილობა, ბოყინი) მოსახსნელად;

- საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას;

- ჭარბი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომ;

- როგორც დამხმარე საშუალება ჭარბი წონის კორექციისთვის;

 

მიღების წესი:  1 კაფსულა  2-3-ჯერ დღეში  ჭამის დროს. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დღიური დოზა - 3 კაფსულა.

უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია  ექიმთან.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.

მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია

დისტრიბუტორი: შპს “ავერსი-ფარმა”, აღმაშენებლის 148/2

ვიტაგამა D3 DUO #50ტ

51.75 ლარი
48.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტოკოვიდი სუპრაბიო 200მგ #30კაფ

ტოკოვიდი

სუპრაბიო

ახალი ბიო-ოპტიმალური შეწოვის სისტემის მეშვეობით, რბილი ჟელატინის კაფსულის შიგთავსი, ჩვენს კუჭში სითხესთან კონტაქტისთანავე წარმოქმნის ემულსიას. ამიტომ მისი შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვებისა და ცხიმის მიღებაზე. ეს არა მხოლოდ ტოკოტრიენოლის შეწოვას ზრდის 200-300%-ით, არამედ მის სრულ შეწოვასაც უზრუნველყოფს.

ტოკოტრიენოლები ტოკოვიდ სუპრაბიო-ში მნიშევნელოვანია, ვინაიდან ისინი იცავენ ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებისგან, არიან რა სამიზნეები თავისუფალი რადიკალებისათვის.

თავისუფალი რადიკალები ძალიან რეაქტიულია. ისინი ჯანმრთელ უჯრედებს უტევენ და აზიანებენ. თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას ყველაზე ხშირად ჩვენ განვიცდით დაბინძურებული ჰაერიდან, სიგარეტის ბოლიდან, ულტრაიისფერი გამოსხივებიდან და შემწვარი და დამწვარი საკვებიდან  და საკვების დაბინძურებული ნივთიერებებიდან, როგორიცაა პესტიციდები. თუ არ მოხდა მათი ეფექტის ნეიტრალიზება, თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება ჩვენს ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს.

ტოკოტრიენოლები ექსტრაგირდება ბუნებრივი ფორმით პალმის ზეთისა და ბრინჯის ქატოს ზეთისგან, ამათგან, პალმის ტოკოტრიენოლებს დელტა და გამა ტოკოტრიენოლების უფრო მაღალი შემცველობა ახასიათებს.

კლინიკური ჩვენება

  • ინსულტის რისკის შემცირება, ნერვული სისტემის პროტექცია
  • ანტიკანცეროგენული ეფექტი, აინჰიბირებს კიბოს უჯრედების პროლიფერაციას. (განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს კიბოს დროს)
  • ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) რაოდენობას სისხლში.
  • ამცირებს არტერიულ ბლოკს კაროტიდული სტენოზით დაავადებულ პაციენტებში.
  • იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან

რეკომენდებული დოზირება

50მგ/100მგ/200მგ       1 ან 2 რბილი ჟელატინის კაფულა დღეში

შეფუთვა

50 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

100 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

200 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

შენახვა

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში მშრალ და ბნელ ადგილას.

უსაფრთხოება

ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური კვლევები უჩვენებენ, რომ პალმის ტოკოტრიენოლები უსაფრთხოა >2500მგ/კგ დოზების მიღებისას. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. გარდა ამისა, მისი შემადგენლობა ბუნებრივია და ანიჭებს მხოლოდ საუკეთესო სარგებელს, რაც კი შეიძლება ფიტო საკვებმა შემოგვთავაზოს.

მწარმოებელი

ჰოვიდი ბულვარი (58476-ა)

121, ჯალან ტუნკუ აბდულ რაჰმანი,

30010 იპო, პერაკი,

მალაიზია.

ელ.ფოსტა: info@hovid.com

ვიტაგამა D3 5600 სე #20ტ

40.92 ლარი
38.47 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აქტივმოტუსი #20კაფს

აქტივმოტუსი

აქტივმოტუსი წარმოადგენს ამინომჟავას (ცილების სამშენებლო ბლოკებს) რომელსაც სხეული ბუნებრივად აწარმოებს. იგი ორგანიზმს ეხმარება ენერგიის წარმოებაში. იგი მნიშვნელოვანია გულის, ტვინის ფუნქციის და კუთების მოძრაობისთვის.  

აქტივმოტუსი გამოიყენება ტვინში სისხლის დინების გაუმჯობესების, ალცჰეიმერის დაავადების, ხანდაზმულებში მეხსიერების პრობლემების გაუმჯობესების, დეპრესიის, კუნთების სისუსტის, ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული აზროვნების პრობლემების დროს; მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  დიაბეტით გამოწვეული ნერვის ტკივილის (ნეიროპათია) შესამსუბუქებლად. მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციული ორგანოების და ქსოვილების ანთებით (პროსტატა, სათესლე პარკი და ეპიდიდიმიტი), ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომების მკურნალობისთვის(მამაკაცების მენოპაუზა).

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნერვის ტკივილი (ნეიროპათია)

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა (ჰიპოთიროიდიზმი)

არ მიიღება:

  • აცენოკუმაროლი (სინტრომი) ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

ამ კომბინაციისას იყავით ფრთხილად

  • ვარფარინი ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

დოზა:

  • 100 მგ 200 მგ დღე-ღამეში
  • შეინახეთ არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

გამოშვების ფორმა:

20  კაფსულა/კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „სენსო ვიტა ფარმასი“ საქართველო

მწარმოებელი:

UAB „ACONITUM“ , Inovacijų g. 4, LEZ, Lithuania.

სტარტუმი ფხვ.+2მლ გამხს#3ა

38.06 ლარი
35.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტაგამა D3 2000 სე #100ტ

53.41 ლარი
41.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აქსიომინი 200მკგ#30ტ

აქსიომინი

სელენიუმი 200 მკგ

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

გამოყენების ჩვენება:

-  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით; 

-  ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; 

-  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; 

-  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

- იოდდეფიციტის დროს

-  სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება:

აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.

პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში 1 - 3 თვის განმავლობაში. 

რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:

გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა:

№30, კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი:

დსს Aconitum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასი, ლიტვა.

Don`t copy text!