Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 286

ვიტაფეროლი (ვიტ.D3) წვ.15მლ

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). 
ყოველი 1 წვეთი (0.05მლ) შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ა (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად.  
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.  
ვიტამინი D-ს სინთეზი კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულია: 
– UVB (ულტრაიისფერი სხივები)-ის რაოდენობაზე (დამოკიდებულია სეზონზე, დღის პერიოდზე, მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ღრუბლის საფარზე, ნისლზე);  
– კანის ხილული ზედაპირის ფართობზე  (მზე უნდა ასხხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს); 
– დასხივების ხანგრძლივობაზე (მზის პირდაპირი დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ); 
– კანის ტიპზე  (მუქი შეფერილობის კანის მქონე პირებს გაცილებით დიდი დროის გატარება უწევთ მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ, იმისათვის რომ მოხდეს ვიტამინ D-ს გამომუშავება) . 
საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს.  
ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვული-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება. 

ჩვენება:
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; 
რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; ჰიპოკალცემიური ტეტანია;
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
მალაბსორბცია; ლაქტაზის აუტანლობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი; 
ორსულობა და ლაქტაცია; ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება: 

შეიცავს:

ყოველი 1 წვეთი შეიცავს (0,05მლ)

% DRI*

ყოველი 2 წვეთი შეიცავს(0,10მლ)

% DRI*

ვიტამინი D3

10,0 მკგ (400 სე)

200

20,0 მკგ (800 IU)

400

დოზირება: 1-2 წვეთი დღეში. 1 წვეთი რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 2 წვეთის მიღება რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში.
მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში. მიღების ხანგრძლივობა ექიმისრეკომენდაციით.

*%  დღიური მიღების რეკომენდაცია

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა:
15 მლ ფლაკონი დოზატორით. პრეპარატი არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს და არომატიზატორებს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25* ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.

ბალზამური ლინ-ვიშნევს.40გ(კიევ

2.55 ლარი
2.45 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: ბორშაგოვკა ქფქ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კლივასი 10მგ #30ტ

23.45 ლარი
22.04 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: ფარმასტარტი (ასინო)

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფერტილო ფორტე დენკი#30პაკ

76.70 ლარი
72.10 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბალზამური ლინ-ვიშნევს.25გ

1.20 ლარი
1.15 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: იაროსლავი ფ/ფ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტაპრეგ #30ტ

ვიტაპრეგ

 

დაგეგმეთ სასურველი ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი

(B1,B2,B6,B12,C,E,K,D,ფოლიუმის მჟავა,იოდი,თუთია,რკინა,სპილენძი,სელენი,ქრომი,კალციუმი)

  • წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ პრენატალურ ფორმულას
  • სიცოცხლისათვის აუცილებელი ვიტამინების,მიკრო და მაკროელემენტების შემცვლელი დაბალანსირებული ფორმულა
  • ითვალისწინებს და აკმაყოფილებს ბოლო დროის ყველა სამეცნიერო კვლევების და მიღწევების მონაცემებს

ჩვენება:

  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი
  • ორსულთა ტოქსიკოზები
  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა
  • ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები

მიიღება  ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

#30 ტაბლეტი

ვიტაპრეგი  – უნიკალური კომბინაცია ვიტამინების და მინერალების

ვიტაპრეგი- ეფექტური,უსაფრთხო საშუალებაა,რომელიც შემადგენლობით აკმაყოფილებს ევროპულ და ეროვნულ გაიდლაინებს

ვიტაპრეგი- საუკეთესო არჩევანია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ვიტაპრეგი- გაჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი

ვიტაპრეგი-  ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენებით და ალერგიული რეაქციებით

ვიტაპრეგი- გააჩნია ერთჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდი

ვიტაპრეგი- ახასიათებს ეკონომიური მკურნალობის კურსი

მწარმოებელი – PHARMACY Laboratories s.c 57 Wiselki street, 04-830 Warsaw, Poland

კარდიო ლაიფი #30კაფს

 კარდიო ლაიფი  კაფსულები

შემადგენლობა:

წითელი საფუარიანი ბრინჯი

460 მგ

მონაკოლინი

11,5 მგ

წითელი ბრინჯს  ადარებენ ბუნებრივ  სტატინებს.  კვლევებით დადასტურებულია, რომ წითელი ბრინჯი  არეგულირებს სისხლში ლიპიდების დონეს (25-40%), ახდენს გულ სისხლძარღვთა და ცერებრო ვასკულარული დაავადებების პრევენციას. ამავე დროს სტატინებისაგან განსხვავებით არ აზიანებს ღვიძლს!!!

მონაკოლინი –monacolin K არის ჰიპოლიპიდემიური აგენტი, რომელიც თრგუნავს ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს.

ჩვენება: გულის დაავადებები:  სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი  ქოლესტერინი სისხლში, ჰიპერტრიგლიცერიდემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში  და  სისხლის სიბლანტის მომატება,  თრომბოზი, ინსულტი და სხვა გართულებები (ჰემიპლეგია). დემენცია, პარკინსონის დაავადება  დასაწყისში, თავის ტვინის ატროფია, დიაბეტის და სხვა გართულებები.  ანამნეზში ხშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი და ქოშინი,  სიმსუქნე.

უკუჩვენება: 15  წლამდე ასაკი. ორსულობა, ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზირება:  მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ. საპროფილაქტიკოდ მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. სამკურნალოდ 2 კაფსულა 3 ჯერ დღეში.  აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონტროლი.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა კოლოფში.

მწარმოებელი კომპანია: Life on Healthcare LTD

 

ფერტილო ლეიდი დენკი #60კაფს

108.56 ლარი
102.05 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბადექსი #30კაფს

ბადექსი–ჯანსაღი და სრულყოფილისხეულის გარანტი!

დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხეულის წონაზე ზრუნვას. ნივთიერებათა ცვლის სწორი ფუნქციონირებისათვის ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება  საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა. ყოველი ზედმეტად მიღებული  ულუფა და კალორია ჩვენს ორგანიზმს წონის პრობლემას უქმნის. კალორია – სითბოს ის რაოდენობაა, რომელიც საჭიროა 1გრ წყლის 10C-ით გასათბობად. 1კკალ = 1000კალ.
მოზრდილ ადამიანს საშუალოდ ესაჭიროება 2000–3000კალ. დღეში.
საოჯახო საქმეებზე, ძილში იხარჯება ~ 70–250 კალ.
30 წთ სირბილი – 600 კალ.

 კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიები, არასწორი კვება და დიეტა, ცხოვრების არაჯანსაღი რეჟიმი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პრობლემების გაჩენას. ფერმენტული უკმარისობა იწვევს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლას. განსაკუთრებით ხელშემწყობი ფაქტორია კვების რეჟიმის დარღვევა, ჭარბი ულუფები. ყველაფერი კი , სამწუხაროდ,  შემდეგომში შეუქცევად პროცესებს იწვევს. გარდა წონის მატებისა, საფრთხე ემუქრება ისეთ სასიცოცხლო ორგანოებს , როგორიცაა ღვიძლი, გულ–სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა.

სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის, ფერმენტული ცვლის მოსაწესრიგებლად და წონის კორექციისთვის, კომპანია „სილვანოლსი“ გთავაზობთ სიახლეს „ბადექსის“ სახით, რომელიც:

  • აუმჯობესებს საკვების მონელებას
  • აჯანსაღებს ორგანიზმს
  • ხელს უწყობს წონის კორექციას

ბადექსის შემადგენლობაშია:

პანკრეასის ფხვნილი (პანკრეატინი, ლაქტოზა), პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ანანასის ბრომელაინი, ყვითელი კოჭას ფესვის მშრალი ექსტრაქტი, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი.

პანკრეასის ფხვნილი – 225 მგ.  პანკრეატინი კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული  საჭმლის მომნელებელი ენზიმების, ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას ნაკრებია. იგი აუცილებელია  ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოსანელებლად, ასევე ჭარბი ცხიმის შემცველი საკვების მიღებისას.

პაპაიას ნაყოფის ფხვნილი – 75მგ. შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც განაპირობებს ცილის რთული მოლეკულების დაშლას მარტივ ამინომჟავებამდე, ამცირებს დისკომფორტს საკვების მიღების შემდგომ (სიმძიმე, შებერილობა), აფერხებს ლპობის პროცესებს ნაწლავში, ამცირებს გულისრევას. გამოიყენება წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. აფერხებს კანის დაბერების პროცესებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიურობის აღდგენაში.  შეიცავს ვიტამინებს: C, B1, B2, B5, D აგრეთვე K, Ca, Zn, Fe, Mg-ს. შეუცვლელია სხვადასხვა დიეტებისა და განტვირთვის  დღეების დროს. პაპაინი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ბრომელაინი – 75 მგ. ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია. ის ააქტივებს სხვა ფერმენტებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების ფუნქციურ აქტივობას, ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის პროდუქტები, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, შლის სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილ ქოლესტერინის ფოლაქებს. აქვს ანტითრომბოზული მოქმედება. ბრომელაინი  აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ამიტომ იგი წარმატებით გამოიყენება  მადის  დასაქვეითებლად. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. შესაბამისად იგი ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის კორექციისათვის. გარდა ჩამოთვლილისა, ბრომელაინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფუნქცია.

ყვითელი კოჭას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (ჯანჯაფილი ანუ კურკუმა, იგივე ჯინჯერი)  – 30 მგ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას –  კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.  გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და მავნე ნივთიერებებს, ხელს უწყობს საკვების, განსაკუთრებით ცხიმების მონელებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეფექტურად გამოიყენება ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ. ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში და აუმჯობესებს განწყობას.

არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 30 მგ. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – C,B1,B2,B3,P,A, სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავას, ცინარინს, ინულინს. მისი ექსტრაქტი წარმოადგენს ღვიძლისა და თირკმელების გამწმენდ საშუალებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,  გამოიყენება ათეროსკლეროზის, ზოგიერთი ალერგიული დაავადების დროს.  ანეიტრალებს მედიკამენტების და ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტებს. მდიდარია სილიმარინით – ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. ეხმარება გადაღლილ ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში. ამცირებს ოფლიანობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

ბადექსის კომბინირებული შემადგენლობიდან და კომპლექსური მოქმედებიდან გამომდინარე იგი უნიკალური საშუალებაა საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის დროს, ასევე, ჭარბი საკვების ადვილად მონელების მიზნით. ბადექსი საკვები დანამატია.

გამოიყენება:

– საკვების მიღების შემდგომი დისკომფორტის (სიმძიმე, შებერილობა, ბოყინი) მოსახსნელად;

– საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას;

– ჭარბი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომ;

– როგორც დამხმარე საშუალება ჭარბი წონის კორექციისთვის;

 

მიღების წესი:  1 კაფსულა  2-3-ჯერ დღეში  ჭამის დროს. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დღიური დოზა – 3 კაფსულა.

უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია  ექიმთან.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.

მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია

დისტრიბუტორი: შპს “ავერსი-ფარმა”, აღმაშენებლის 148/2

ვიტაგამა D3 DUO #50ტ

51.75 ლარი
48.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!