7.50 ლარი
7.05 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: უმანი ტექნოლოგი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
7.50 ლარი
7.05 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: უმანი ტექნოლოგი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
რიბოქსინი
(RIBOXIN)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: inosine; 9-ბეტა-D-რიბოფურანოზილჰიპოქსანტინი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე;
შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: ჰექსამეთილენტეტრამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1M ხსნარი, საინიექციო წყალი.
გამოშვების ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. რიბოქსინი – ანაბოლური პრეპარატი, გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული მოქმედება. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტირებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).
ფარმაკოკინეტიკა. ინტრავენური შეყვანისას რიბოქსინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც სრულად მოხმარდება ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებს. გამოიყოფა უპირატესად შარდთან ერთად.
ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.
გამოყენების მეთოდები და დოზები. უფროსებს და უფროსი ასაკის ბავშვებს – ინტრავენურად წვეთოვნად ან ნაკადით. თავდაპირველად შეყავთ 200 მგ (10 მლ 2% ხსნარი) ერთხელ დღეში, შემდეგ კარგი ამტანობის შემთხვევაში – 400 მგ-მდე (20 მლ 2%-იანი ხსნარი) 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა (საშუალოდ 10-15 დღე).
წვეთოვანი შეყვანისას ვენაში პრეპარატის 2%-იან ხსნარს განაზავებენ 5%-იანი გლუკოზის ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (250 მლ-მდე). პრეპარატი წვეთოვნად შეყავთ ნელა, 40 –60 წვეთი წუთში.
გულის რითმის მწვავე დარღვევების დროს შესაძლებელია ნაკადით შეყვანა ერთჯერადი დოზით 200 – 400 მგ (10 – 20 მლ 2%-იანი ხსნარი).
გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰყპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრის გამწვავება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.
ჭარბი დოზირება. შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა ქავილის, კანის ჰიპერემიის სახით (პრეპარატი მოიხსნება და ტარდება მადესენსიბილიზირებელი თერაპია).
გამოყენების თავისებურებანი. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება შესაძლო რისკს გამოყენებისას.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.
რიბოქსინი არ უნდა შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატების ქიმიური შეუთავსებლობიოს თავიდან აცილების მიზნით.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 5 მლ ან 10 მლ ამპულაში; 10 ამპულა კოლოფში. 5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ შეფუთვაში; 2 კონტურული შეფუთვა კოლოფში.
მწარმოებელი. ს/ს “გალიჩფარმა”.
მისამართი. უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6/8.
ასტაზანდრა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტი, პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.
მწარმოებელი კომპანია: Ast aReal®
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: 640 მგ კაფსულა N 30.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
დამზადებულია კომპანია: Zandra Lifescienes -თვის
შემადგენლობა:
ასტაქსანტინი............4 მგ.
ვიტამინი C………..66 მკგ
ვიტამინი E……….15 მკგ.
ჩვენებები:
ოფთალმოლოგია: ასაკობრივი მაკულოპათია, კომპიუტერული ხედვის სინდრომი,დაღლილი თვალი,ცილიარული კუნთის ანთება
მეტაბოლური სინდრომი: სიმსუქნე, მაღალი შემცველობა ტრიგლიცერიდების
დერმატოლოგია: ატოპიური და კონტაქტური დერმატიტი, აკნე.
ფერტილობა: მამაკაცის უშვილობა,სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაცია,ოქსიდაციური სტრესი, ოლიგო-ასთენოტერატოზოოსპერმია,იდიოპათიური უშვილობა,სპერმის ხარისხის გაუმჯობესება ინსემინაციისა და ხელოვნური განაყოფიერებებისათვის მზადების პერიოდში.
კარდიოლოგია: კარდიოპროტექტორი
ნევროლოგია : ნეიროპროტექტორი
დოზირება:
მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. სხავა დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მიღების ხანგრძლივობა:
1-2 თვე, განმეორებითი კურსის შემთხვევასი მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ტოკოფეროლი, (2SR)-2,5,7,8-ტეტრამეთილ-2-(4RS, 8RS)-(4,8,12-ტრიმეთილტრიდეცილ) ქრომან-6-ილ აცეტატი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე ღია-ყვითელი ფერიდან მუქ-ყვითელ შეფერილობამდე მომწარო გემოს გარეშე; შესაძლებელია მისი მომწვანო ელფერი.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 50მგ, 100მგ ან 300მგ ტოკოფეროლის აცეტატს
დამხმარე ნივთიერება- მზესუმზირას რაფინირებული ზეთი.
გამოშვების ფორმა: 5%, 10%, 30% ზეთოვანი ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები. ათქ კლასიფიკაციის კოდი A11HA03
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილებში მიმდინარე სუნთქვით პროცესებში, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბიოსინთეზში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის დაცვით პროცესებში, აფერხებს სხვადასხვა დაავადებების დროს გააქტივებულ ლიპიდების დაჟანგვის პროცესს. იცავს იმუნურ სისტემას სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.
ვიტამინი E-ს დეფიციტის დროს ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები კუნთებში, იზრდება კაპილარების განვლადობა და მათი “მტვრევადობა”, დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება აგრეთვე ნერვულ ქსოვილში და ჰეპატოციტებში.
ვიტამინ E-ს დეფიციტი ხელს უწყობს ახალშობილთა ჰემოლიზური სიყვითლის, მალაბსორბციის სინდრომის, სტეატორეის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი E შეიწოვება წვრილ ნაწლავებში, მისი დიდი ნაწილი აღწევს ლიმფაში, უკავშირდება ლოპოპროტეიდებს და სწრაფად ნაწილდება სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში, ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად და წყალში ხსნადი გლუკურონიდების და სხვა მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მისი შიგნით მიღებისას აღინიშნება 6-9სთ-ის შემდეგ.
გამოყენების ჩვენებები:
კუნთების დისტროფიების, დერმატომიოზიტების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, სხვადასხვა კონტრაქტურების, მათ შორის დიუპუიტრენის კონტრაქტურის; სხვადასხვა ფორმების კოლაგენოზების, კერძოდ რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის და ფიბროზიტების მკურნალობა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ამენორეა, კლიმაქტერული პერიოდი ქალებში და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა მამაკაცებში (სპერმატოგენეზის და პოტენციის დარღვევის დროს).
ახალშობილთა დისტროფია, სკლეროდერმია, ჰიპოტროფია, კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითება ჩვილ ბავშვებში, ჰემოლიზური სიყვითლე და სხვა დაავადებები ბავშვებში.
პრეპარატს იყენებენ კომპლექსური თერაპიის სახით პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანებების, ათეროსკლეროზის, დერმატოზების, ფსორიაზის, კანის წყლულოვანი დაზიანებების, ჰიპერტონული დაავადების, მიოკარდიოდისტროფიის, ვირუსული ჰეპატიტის, პარადონტოზის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეული დაავადებების (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით კეტოაციდოზის და დიაბეტური პოლინეიროპათიების) დროს.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იღებენ პერორალურად. თვალის პიპეტში მოთავსებული 1 წვეთი შეიცავს ტოკოფეროლის აცეტატს 5% ხსნარში-1მგ-ს; 10% ხსნარში-2მგ-ს; 30% ხსნარში-6.5მგ-ს.
პრეპარატის 5% ხსნარს იყენებენ ბავშვთა პრაქტიკაში.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დროს (მიოდისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი და სხვა) პრეპარატი ინიშნება 50-100მგ დღეში 30-60 დღის განმავლობაში, მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ.
მამაკაცებში სპერმატოგენეზის და პოტენციის დაქვეითების დროს-100-300მგ დღეში ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში 30 დღის განმავლობაში.
ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს-100-150მგ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
ჩვეულებრივი აბორტის, ნაყოფის განვითარების დარღვევის დროს-100-150მგ დღეში ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, მიოკარდიოდისტროფიის, ათეროსკლეროზის დროს-100მგ დღეში ვიტამინ AA–თან კომბინაციაში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-40 დღეს, მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 3-6 თვის შემდეგ.
კანის დაავადებების დროს პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100მგ-ს 20-40 დღის განმავლობაში.
ჩვილ ბავშვებში სკლეროდერმიის, ჰიპოტროფიის და კაპილარების რეზისტენტობის დაქვეითების დროს პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 5-10მგ.
სხვა ჩვენებების დროს პრეპარატის დოზების და მისი გამოყენების ხანგრძლივობის დადგენა აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს დისპეფსიური ცვლილებებით, საერთო სისუსტით, თრომბოფლებიტებით, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, თრომბოზებით მიმდინარე ჰიპერვიტამინოზის განვითარებას.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტოკოფეროლის აცეტატის კომბინაცია რკინის, ვერცხლის პრეპარატებთან, ბენზილპენიცილინთან არ არის ნებადართული. პრეპარატი აძლიერებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს ეპილეფსიის დროს, კარგად შეთავსებადია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ამცირებს ქიმიოთერაპიული საშუალებების გვერით მოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზებით გამოყენება იწვევს ჰიპერვიტამინოზს, აგრეთვე შესაძლებელია კრეატინკინაზას აქტივობის მომატება, კრეატინურია, ჰიპერქოლისტერინემია, ალოპეციის ადგილას თეთრი თმის ზრდა ბუშტუკოვანი ეპიდერმოლიზის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ნაღვლმდენი საშუალებების მიღება.
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ კორონარული არტერიების მძიმე ათეროსკლეროზით შეპყრობილ ავადმყოფებს, მიოკარდიუმის ინფარქტის, აგრეთვე თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის დროს.
შენახვის პირობები და ვადა: მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-2 წელი
შეფუთვა:
20მლ ფლაკონებში
გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: “კიევის ვიტამინების ქარხანა ”
უკრაინა
2.30 ლარი
2.21 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: პოლარისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ართჰარალი
ართრიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ართრიტის მკურნალობის ადიუვანტური თერაპია არასტეროიდებთან კომბინაციაში
ართჰარალი ტაბლეტები
შეაფასეთ თქვენი სახსრების მოძრაობის უნარი
ართრიტის სიმპტომები:
• მოძრაობისას ტკივილი სახსრებში
• შებოჭილობის შეგრძნება სახსრებში
• სახსრების დეფორმაცია
• სახსრების შეშუპება
• სახსრების მოძრაობის შეზღუდვა
ართჰარალის მოქმედების მექანიზმი:
Ferrum phosphoricum რკინის და ფოსფორის მინერალური შენაერთი. ადამიანის ორგანიზმში თითეული ინგრედიენტის მოქმედება ხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად , რკინა უზრუნველყოფს ჟანგბადის ცვლის კატალიზაციას, ხოლო ფოსფორი ხელს უწყობს კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილის ზრდის ნორმალიზებას.
Nux Vomica შეიცავს ბრუცინს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეფექტურად გამოიყენება სახსრის არეში კუნთოვანი ქსოვილის გაგლეჯის, კუნთოვანი სპაზმის სამკურნალოდ.
Lithium carbonicum ასტიმულირებს სახსრების ჯანსაღ ფუნქციონირებას და უნარჩუნებს ამორტიზაციის უნარს.
Natrum sulphuricum ნაჩვენებია მენჯ-ბარძაყის დეგენერაციული ართრიტის დროს, მუხლის სახსრის შებოჭილობის დროს, რომელიც ძლიერდება ამინდის ცვლილებასთან ერთად, დილით ან კიბეზე ასვლის დოს.
Rhododendron chrysanthum ხასიათდება ძლიერი ზემოქმედებით შემაერთებელ ქსოვილზე და სეროზულ გარსებზე. ძირითადად გამოიყენება პოდაგრის და რევმატიზმის სამკურნალოდ.
Rhustoxicodendron მოქმედებს შემაერთებელ ქსოვილზე, განსაკუთრებით სახსრებზე, მყესებზე, შემაერთ-ქსოვილოვან გარსებზე. ხსნის შებოჭილობას, რომელიც გამოწვეულია დაძაბვით, დაჭიმვით, სიმძიმის სწრაფად აწევით, ცივი და ნესტიანი ამინდის ზემოქმედებით და ა.შ.
მოქმედების მექანიზმი:
• ართჰარალი აინჰიბირებს შარდოვანას სინთეზში მონაწილე ფერმენტებს. რითაც თრგუნავს სახსრების სინოვიალური გარსების ანთებით პროცესებს.
• ართჰარალი ზემოქმედებას ახდენს ლეიკოციტების რაოდენობაზე სასახსრე ჩანთაში, რითაც ამცირებს სასახსრე ჩანთის მემბრანის ანთებას.
• აძლიერებს სისხლის მიწოდებას დაზიანებულ უბანზე, რითაც ხელს უწყობს აღდგენის პროცესების დაჩქარებას სახსრის ქსოვილებში.
ჩვენებები:
• წინასწარგანწყობა ართრიტის მიმართ
• ართრიტის რემისიის სტადია
• ართრიტის მწვავე სტადია (როგორც დამხმარე საშუალება არასტეროიდებთან კომბინაციაში)
• პოდაგრა
გამოყენების წესი:
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში. დოზირება შეიძლება შეიცვალოს ექიმის დნიშნულების მიხედვით
ეფექტური საშუალება სახსრების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
ამცირებს ტკივილს და შებოჭილობას, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.
არ აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები და არ იწვევს შეჩვევას.
რიბოქსინი 0,2გრ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: რიბოქსინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0,2 გრ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახემებელი, შაქარი-პუდრა, ოპადრყ.
სამკურნალო ფორმა. შემოგარსული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. რიბოქსინს გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული თვისებები, ხასიათდება ანაბოლური მოქმედებით. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტიურებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).
ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროსი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.
უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.
გამოყენების თავისებურებანი. ავტომობილის მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატს უარყოფითი ზეგავლენა არ გააჩნია.
გამოყენების მეთოდები და დოზები. რიბოქსინი მიიღება პერორალურად, ჭამამადე.
დღიური დოზა უფროსებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დგინდება ინდივიდუალურად და შეადგენს 0,6-2,4 გრ-ს დღეში.
ჩვეულებრივ მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება დღიური დოზით 0,6-0,8 გრ (1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგად ამტანობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან (2-3 დღის განმავლობაში) თავდაპირველად 1,2 გრ-მდე დღეში (2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში), შემდგომ – 2,4 გრ დღეში (4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
ურიკოპორფირიის დროს რიბოქსინი ინიშნება დოზით 0,8 გრ დღეში (1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1-3 თვე.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც გამოვლინდება ქავილისა და კანის ჰიპერემიის სახით.
ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰიპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრას გამწვავება.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეფუთვა.N 10 X 5 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში და კოლოფში
აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.
“ტოკოფეროლის აცეტატის (ვიტამინი E) 10% ზეთის ხსნარი საინექციო“
Tocopherol acetatis (Vitamin E) 10% solutio oleosa pro injectionibus
ATC კოდი: A11HA03
INN: Tocopherol acetate.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური საშუალება.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ზეთის ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 100მგ ტოკოფეროლის აცეტატს. დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი E როგორც ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი თრგუნავს ლიპიდების ჟანგვას და ეწინააღმდეგება უჯრედშიდა სტრუქტურების დაზიანებას თავისუფალი რადიკალებით. შედეგად ეწინააღმდეგება ატეროგენეზს, ამცირებს სისხლძარღვების კედლების სკლეროზირების ინტენსივობას. პრეპარატის მემბრანის მასტაბილიზებელი თვისებები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემების ფუნქციურ მდგომარეობას. ვიტამინი E მონაწილებოს ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში და უჯრედის მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში. ამაღლებს ქსოვილების მდგრადობას ჰიპოქსიის პირობებში.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი ფართოდ ვრცელდება ყველა ქსოვილებში, ძირითადად ლიმფიდან. ექსკრეცია ხორციელდება ფეკალური მასებით (90-95%). ჭარბი ტოკოფეროლი გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი სახით.
ჩვენება: ჰიპოვიტამინოზი E, კუნთების დისტროფია, დერმატომიოზიტები, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, დერმატოზები, ფსორიაზი. პრეპარატი ფართოდ გამოიყენება გერიატრიულ პრაქტიკაში.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური ინექციები. შეყვანის წინ პრეპარატს ათბობენ სხეულის ტემპერატურამდე.
დღეღამური დოზა 0,5-3მლ (50-300მგ) პრეპარატი. მკურნალობის ხანგრძლივობა და კონკრეტული დღეღამური დოზა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ინიშნება ექიმის მიერ.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა. მიოკარდიუმის ინფარქტი მწვავე პერიოდში, ჰიპოტრომბინემია ვიტამინ K-ს დეფიციტის ფონზე.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ინექციის ადგილას განვითარდეს მტკივნეულობა და ინფილტრატი, ადგილობრივი და ზოგადი ალერგიული რეაქციები. რეკომენდებული დოზების გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია დისპეფსია, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.
განსაკუთრებული მითითებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. სიფრთხილით გამოიყენება კარდიოსკლეროზის მძიმე ფორმებით დაავადებულ პაციენტებში. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების და ვიტამინ K-ს პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია დოზის კორექტირება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრეპარატი აძლიერებს ასსა საშუალებების და ანტიოქსიდანტების ეფექტს. აძლიერებს ვიტამინების A, D და გულის გლიკოზიდების ეფექტურობას და ამცირებს მათ ტოქსიკურობას. რკინის მაღალი დოზები აძლიერებენ ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში და ზრდიან ვიტამინ E-ს მოთხოვნილებას.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 1ლ 10% ზეთის ხსნარი საინექციო ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი, საქართველო
ტელ/ფაქსი: (99532) 238 34 59 ელ.ფოსტა: [email protected]
4.60 ლარი
4.41 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: პოლარისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
43.00 ლარი
40.42 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო