Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 288

რიბოქსინი 0.2გ #50ტ

რიბოქსინი 0,2გრ

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: რიბოქსინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0,2 გრ რიბოქსინს;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახემებელი, შაქარი-პუდრა, ოპადრყ.

სამკურნალო ფორმა. შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. რიბოქსინს გააჩნია ანტიჰიპოქსიური და ანტიარითმიული თვისებები, ხასიათდება ანაბოლური მოქმედებით. ის ატფ-ის წინამორბედს წარმოადგენს, უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აქტივიზაციას ჰიპოქსიისა და ატფ-ის არარსებობის პირობებში. პრეპარატი ააქტიურებს პიროყურძნის მჟავას მეტაბოლიზმს ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ქსანტინდეჰიდროგენაზის აქტივაციას. რიბოქსინი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე მიოკარდიუმში, კერძოდ კი ზრდის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანს, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, ზრდის კრებსის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას. პრეპარატი აწესრიგებს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობას და ხელს უწყობს დიასტოლის ფაზაში მიოკარდიუმის სრულ მოდუნებას კალციუმის იონების შეკავშირების უნარის ხარჯზე, რომლებიც უჯრედებს ეკვრიან მათი აღგზნების დროს, ააქტიურებს ქსოვილების რეგენერაციას (განსაკუთრებით მიოკარდიუმისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსისა).

ჩვენებები. გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, სტენოკარდია), საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სხვადასხვა გენეზის კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების (ფიზიკური დატვირთვის ფონზე), ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის ციროსი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია) მკურნალობა, უროკოპორფირია; ლეიკოპენიის პროფილაქტიკა დასხივებისას. მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების სახით რიბოქსინი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ნორმალიზებული თვალშიდა (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების საშუალებით) წნევით.

უკუჩვენებები. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. პოდაგრა, ჰიპერურიკემია. პრეპარატის მიღება შეზღუდულია თირკმლის უკმარისობის დროს.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში შარდმჟავას დონის რეგულარული კონტროლი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორებთან რიბოქსინის ეფექტი არ მცირდება. საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ხელს უშლის არითმიების განვითარებას და აძლიერებს ინოტროპულ მოქმედებას.

გამოყენების თავისებურებანი. ავტომობილის მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატს უარყოფითი ზეგავლენა არ გააჩნია.

გამოყენების მეთოდები და დოზები. რიბოქსინი მიიღება პერორალურად, ჭამამადე.
დღიური დოზა უფროსებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის დგინდება ინდივიდუალურად და შეადგენს 0,6-2,4 გრ-ს დღეში.
ჩვეულებრივ მკურნალობის დასაწყისში პრეპარატი ინიშნება დღიური დოზით 0,6-0,8 გრ (1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგად ამტანობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან (2-3 დღის განმავლობაში) თავდაპირველად 1,2 გრ-მდე დღეში (2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში), შემდგომ – 2,4 გრ დღეში (4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
ურიკოპორფირიის დროს რიბოქსინი ინიშნება დოზით 0,8 გრ დღეში (1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1-3 თვე.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, რომელიც გამოვლინდება ქავილისა და კანის ჰიპერემიის სახით.
ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები. პაციენტებში პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის ჰიპერემია. იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ხანგრძლივი მკურნალობისას – პოდაგრას გამწვავება.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა.N 10 X 5 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში და კოლოფში

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

არტიზი #30ტ

44.00 ლარი
41.36 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თევზის ქონი ბავ.ჟოლო400მგ#100კ

7.65 ლარი
7.19 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: პოლარისი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტ D3 ლაიფი 1000სე#60ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

პლაზმოლი 1მლ #10ა

საინექციო პლაზმოლი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე ან ოპალესციური სითხე სპეციფიკური სუნითა და ოდნავ მარილის გემოთი, წყალში ხსნადი  pH 6,7-7,0;

შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს 1 მლ ადამიანის დონორის სისხლის ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერება:
ნატრიუმის ქლორიდი.
 
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საჭმლისმომნელებელი სისტემაზე და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება ბიოგენური სტიმულატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პლაზმოლი მიეკუთვნება ბიოგენურ სტიმულატორს, რომელსაც გააჩნია არასპეციფიკური მადესენსიბილიზებელი მოქმედება და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი.
 
ჩვენება:
პლაზმოლი ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის, რადიკულიტის, ნევრალგიების, ტკივილით მიმდინარე ნევრიტების, აგრეთვე ქრონიკული ანთებითი პროცესების, ართრიტებისა და პოლიართრიტების სამკურნალოდ.
 
გამოყენების წესი და დოზირება:
პლაზმოლი შეჰყავთ კანქვეშ. მოზრდილებში ინიშნება დოზით 1 მლ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს 10 ინექციას.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარისა და ქავილის სახით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის შესწავლილი

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგჩვენება გულის დეკომპენსაციის, ნეფრიტის, ენდოკარდიტის, ენდომიოკარდიტისა და ტუბერკულოზის დროს.

ჭარბი დოზირება:
კანის მხრივ რეაქციების-ქავილის, კანზე გამონაყარის დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების თავისებურებანი:
პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია თერაპიის ფიზიკური მეთოდების – კვარცის, სოლუქსისა და დიათერმიის გამოყენება.
 
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას +4-დან +10° C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

შეფუთვა:
1 მლ პრეპარატი ამპულაში 10 ამპულა კოლოფში.

მწარმოებელი:
კიევის ბაქტერიული პრეპარატების წარმოების სახელმწიფო დაწესებულება “ბიოფარმი”  (უკრაინა)

თევზის ქონი ბავ.მულტ400მგ#100კ

7.65 ლარი
7.19 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: პოლარისი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ართროსტოპი რაპიდი პლუსი#30ტ

ართროსტოპ რაპიდი + / Arthrostop Rapid +

შემადგენლობა:
3 ტაბლეტი შეიცავს: გლუკოზამინის სულფატი 2KჩL-1600 მგ, ქონდროიტინის სულფატი-600 მგ.,ბოსველიისექსტრაქტი -150მგ., კოლაგენი II ტიპი -20მკგ.,ჩ ვიტამინი-30მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ართროსტოპ რაპიდი+ არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ართროსტოპი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და დადებით გავლენას ახდენს სახსრების ფუნქციაზე, აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. ართროსტოპ რაპიდი+ ამცირებს და მთლიანად ხსნის ტკივილს, იცავს სახსრებს და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. ქონდროიტინის სულფატს აქვს ქოდროპროტექტორული, ქონდრომასტიმულირებელი და სახსრის რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. მონაწილეობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის შენებაში. აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ხრტილოვან ქსოვილში; ახდენს იმ ფერმენტების ინჰიბირებას, რომლებიც არღვევენ სასახსრე ხრტილის სტრუქტურასა და ფუნქციას, იწვევენხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესის შენელებას. ქონდროიტინის სულფატი ახდენს ჰიალინური ქსოვილის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, ასტიმულირებს ხრტილის ზედაპირებისა და სინოვიური ჩანთის რეგენერაციას. აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას, ზრდის სასახსრესითხის პროდუქციას, აუმჯობესებს მოძრაობის უნარს დაზიანებულ სახსარში. ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ამცირებს კალციუმის დანაკარგს და აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის რეპარაციის პროცესს; აფერხებს ოსტეოართროზის განვითარებას.ბოსველიის ექსტრაქტსახასიათებს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველიის მოქმედების მექანიზმია ლეიკოტრიენების სინთეზის ბლოკირება. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (ასას)მოქმედებს პროსტაგლანდინებზე. თანაბარი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების პირობებში ბოსველიას არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, (კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება ეროზია, წყლული, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.). კოლაგენი II ტიპიმნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს სახსარში და დისკომფორტის შეგრძნებას WOMAC, VAS და Lequesne functional index-ით შეფასებისას. ვიტამინი C აუმჯობესებს მიკროცირკულაციის პროცესებს სახსრებში, ამცირებს შეშუპებას, აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. ვიტამინი C აუცილებელია სახსრის ხრტილის სინთეზისთვის. მისი მიღება ამცირებს ოსტეოარტრიტის განვითარების ალბათობას (პირველადი პრევენცია), ხოლო არსებული დაავადების შემთხვევაში ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას (მეორეული პრევენცია).

ჩვენებები: *ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, *ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური), *ბურსიტები, *სპონდილოართროზი, *ქონდროპათიები, * ტრავმისა და მოტეხილობისშემდგომი აღდგენის პერიოდი, *იოგებისა და მყესების სისუსტე (ორგანოების დაწევა),*გულის სარქველების დაზიანება, *თვალის დამჭერი იოგების სისუსტე
დოზირება და გამოყენების ხერხი: 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ,2-3 თვე.პროფილაქტიკისათვის 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში 1-2 თვე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

ოქსიფორი 25მლ ფლ(ჟანგ.წვეთები)

შემადგენლობა –კალიუმ ქლორიკუმი მზადდება KCIO3-ის 10% ხსნარი და გამოხდილი წყლით ხდება პოტენცირება D4-მდე: 0,001 გრ
სტაბილიზატორი - ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარით ხდება pH მიყვანა pH= 10-11,5 მდე. გამოხდილი წყალი 100 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები: გამოიყენება როგორც სიმპტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:
- ვეგეტო-ვასკულარული დისტროფია;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- სასუნთქი გზების დაავადებები;
- საჭმლის მომნებელი სისტემის დაავადებები ( მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი პროცესები, სტომატიტი);
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- გარეგანად გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობებისა და გამონაყარის სამკურნალოდ.
გამოყენება: პერორალურად- 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15-30 წთ. ადრე, დღეში 3 ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
გარეგანად საფენის სახით- 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2-3 ჯერ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება: არ საჭიროებს
განსაკუთრებული მითითებები – არ საჭიროებს.
სიფრთხილე –არ საჭიროებს.
ურთიერთქმება სხვა წამლებთან და ურთიერთობის სხვა ფორმები - არ არის შეზღუდული.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ბავშვები – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზირება – არ არის აღწერილი.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე – არ ახასიათებს ზეგავლენა.
მითითება გამოტოვილი დოზის შესახებ – დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გამოტოვებული დოზის გაორმაგების გარეშე
შენახვის ვადა: 2 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აგრძალულია.
ვიზუალური დაკვირვებისას ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 25 მლ ნარინჯისფერ პოლიეთილენის ფლაკონში. მეურეული შეფუთვა – მუყაოს კოლოფი.
ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის რაჟიმი: ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

მწარმოებელი: შპს “ბიოფარმი L” შპს “აქილეა”-სთვის გოთუას ქ.№3, თბილისი, საქართველო.

ვიტ D3 დროპსი 50მლ ფლ.

38.70 ლარი
36.38 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ნატურეს აიდი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ართრამუვი #90კაფს

ართრამუვი /ARTHRAMOVE

მწარმოებელი: HEALTHERCO

აღწერა: HEALTHERCO   ართრამუვი /ARTHRAMOVE/ აუმჯობესებს  სახსრებ ...

კატეგორია: ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი

აუმჯობესებს  სახსრების ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებას

საკვები დანამატი 90 კაფსულა

ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებ

პორცია(დღიური დოზა): 3 კაფსულა

პორცია კონტეინერში: 30 (N90 კაფსულა)

რაოდენობა თითო პორციაში

გლუკოზამინის სულფატი

1500მგ*

კოლაგენი  II ტიპი

120მგ*

ჰიალურონის მჟავა

100მგ*

ანთების საწინააღმდეგო ნარევი                                                                 595მგ

შემადგენლობა: ბოსველია სერატა (65% ექსტრაქტი), კურკუმის ფესვი (95% ექსტრაქტი), ჯანჯაფილის ფესვის ფხვნილი და BioPerine* (შავი პილპილის ექსტრაქტი).

*დღიური ღირებულება არ არის დადგენილი.

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი  (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი), მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი.

გაფრთხილებაშეიცავსკ იბოსნაირებს (კიბორჩხალა და კრევეტები).

BioPerine® არის Sabinsa Corporation-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

რეკომენდებული გამოყენება: თითო კაფსულა 3 ჯერ დღეში , სასურველია, ჭამის დროს ან ექიმის მითითებით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. აღნიშნული ან სხვა რომელიმე საკვები დანამატის მიღებამდე აუცილებელია ორსულებმა ან მეძუძურმა დედებმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა და დაავადებების მქონე პირებმა გაიარონ სამედიცინო კონსულტაცია.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არგამოიყენოთ თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია ან არ აქვს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

დისტრიბუტორი: ნიუ ფარმა

მწარმოებელი: Healtherco

აშშ, მასაჩუსეტსი 02110, ბოსტონი, ფრანკლინის ქ. 225    www.healtherco.com

 

Don`t copy text!