Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 287

ტოკოვიდი სუპრაბიო 200მგ #30კაფ

ტოკოვიდი

სუპრაბიო

ახალი ბიო-ოპტიმალური შეწოვის სისტემის მეშვეობით, რბილი ჟელატინის კაფსულის შიგთავსი, ჩვენს კუჭში სითხესთან კონტაქტისთანავე წარმოქმნის ემულსიას. ამიტომ მისი შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვებისა და ცხიმის მიღებაზე. ეს არა მხოლოდ ტოკოტრიენოლის შეწოვას ზრდის 200-300%-ით, არამედ მის სრულ შეწოვასაც უზრუნველყოფს.

ტოკოტრიენოლები ტოკოვიდ სუპრაბიო-ში მნიშევნელოვანია, ვინაიდან ისინი იცავენ ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებისგან, არიან რა სამიზნეები თავისუფალი რადიკალებისათვის.

თავისუფალი რადიკალები ძალიან რეაქტიულია. ისინი ჯანმრთელ უჯრედებს უტევენ და აზიანებენ. თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას ყველაზე ხშირად ჩვენ განვიცდით დაბინძურებული ჰაერიდან, სიგარეტის ბოლიდან, ულტრაიისფერი გამოსხივებიდან და შემწვარი და დამწვარი საკვებიდან  და საკვების დაბინძურებული ნივთიერებებიდან, როგორიცაა პესტიციდები. თუ არ მოხდა მათი ეფექტის ნეიტრალიზება, თავისუფალმა რადიკალებმა შეიძლება ჩვენს ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს.

ტოკოტრიენოლები ექსტრაგირდება ბუნებრივი ფორმით პალმის ზეთისა და ბრინჯის ქატოს ზეთისგან, ამათგან, პალმის ტოკოტრიენოლებს დელტა და გამა ტოკოტრიენოლების უფრო მაღალი შემცველობა ახასიათებს.

კლინიკური ჩვენება

  • ინსულტის რისკის შემცირება, ნერვული სისტემის პროტექცია
  • ანტიკანცეროგენული ეფექტი, აინჰიბირებს კიბოს უჯრედების პროლიფერაციას. (განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს კიბოს დროს)
  • ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) რაოდენობას სისხლში.
  • ამცირებს არტერიულ ბლოკს კაროტიდული სტენოზით დაავადებულ პაციენტებში.
  • იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან

რეკომენდებული დოზირება

50მგ/100მგ/200მგ       1 ან 2 რბილი ჟელატინის კაფულა დღეში

შეფუთვა

50 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

100 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

200 მგ. რბილი ჟელატინის კაფსულა №30

შენახვა

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში მშრალ და ბნელ ადგილას.

უსაფრთხოება

ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური კვლევები უჩვენებენ, რომ პალმის ტოკოტრიენოლები უსაფრთხოა >2500მგ/კგ დოზების მიღებისას. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. გარდა ამისა, მისი შემადგენლობა ბუნებრივია და ანიჭებს მხოლოდ საუკეთესო სარგებელს, რაც კი შეიძლება ფიტო საკვებმა შემოგვთავაზოს.

მწარმოებელი

ჰოვიდი ბულვარი (58476-ა)

121, ჯალან ტუნკუ აბდულ რაჰმანი,

30010 იპო, პერაკი,

მალაიზია.

ელ.ფოსტა: [email protected]

ვიტაგამა D3 5600 სე #20ტ

40.92 ლარი
38.47 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აქტივმოტუსი #20კაფს

აქტივმოტუსი

აქტივმოტუსი წარმოადგენს ამინომჟავას (ცილების სამშენებლო ბლოკებს) რომელსაც სხეული ბუნებრივად აწარმოებს. იგი ორგანიზმს ეხმარება ენერგიის წარმოებაში. იგი მნიშვნელოვანია გულის, ტვინის ფუნქციის და კუთების მოძრაობისთვის.  

აქტივმოტუსი გამოიყენება ტვინში სისხლის დინების გაუმჯობესების, ალცჰეიმერის დაავადების, ხანდაზმულებში მეხსიერების პრობლემების გაუმჯობესების, დეპრესიის, კუნთების სისუსტის, ლაიმის დაავადებასთან დაკავშირებული აზროვნების პრობლემების დროს; მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  დიაბეტით გამოწვეული ნერვის ტკივილის (ნეიროპათია) შესამსუბუქებლად. მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციული ორგანოების და ქსოვილების ანთებით (პროსტატა, სათესლე პარკი და ეპიდიდიმიტი), ასაკთან დაკავშირებული ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომების მკურნალობისთვის(მამაკაცების მენოპაუზა).

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნერვის ტკივილი (ნეიროპათია)

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა (ჰიპოთიროიდიზმი)

არ მიიღება:

  • აცენოკუმაროლი (სინტრომი) ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

ამ კომბინაციისას იყავით ფრთხილად

  • ვარფარინი ურთიერთქმედებს აქტივმოტუსთან

დოზა:

  • 100 მგ 200 მგ დღე-ღამეში
  • შეინახეთ არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

გამოშვების ფორმა:

20  კაფსულა/კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „სენსო ვიტა ფარმასი“ საქართველო

მწარმოებელი:

UAB „ACONITUM“ , Inovacijų g. 4, LEZ, Lithuania.

სტარტუმი ფხვ.+2მლ გამხს#3ა

38.06 ლარი
35.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მეფარ ილაჩ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტაგამა D3 2000 სე #100ტ

53.41 ლარი
41.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აქსიომინი 200მკგ#30ტ

აქსიომინი

სელენიუმი 200 მკგ

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს სელენიუმს 200 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

გამოყენების ჩვენება:

–  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით; 

–  ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; 

–  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; 

–  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

– სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

– არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

– იოდდეფიციტის დროს

–  სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება:

აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.

პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 – ჯერ დღეში 1 – 3 თვის განმავლობაში. 

რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:

გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა:

№30, კაფსულა ბლისტერზე.

შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი:

დსს Aconitum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასი, ლიტვა.

როიალ ჟელი #30კაფს

26.94 ლარი
25.32 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: ლაბორ. ვიტარმონილ საფრანგეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიტ დიაბეტიანებისთვის #30ტ

14.90 ლარი
14.01 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რიპრონატი 500მგ #60კაფს

რიპრონატი
(RIPRONAT)

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
რიპრონატი, Ripronat

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

სამკურნალწამლო ფორმა:
მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები

შემადგენლობა
პრეპარატ რიპრონატის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატ დიჰიდრატი 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ათქ კოდი:  C01EB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები
ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიპრონატი წარმოადგენს γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენტს – γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა γ-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.
  პრეპარატი, აინჰიბირებს რა γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ – დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A-ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის გარსებზე მათ მავნე ზეგავლენას. იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.
 კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში γ-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.
 არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 78%-ს. Cmax პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ.
ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით. T1/2 _ შეადგენს 3-6 სთ-ს.

ჩვენებები:
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
– დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
– ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი(კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი)
– ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
– აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
– ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის  სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);

უკუჩვენებები:
– პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებანი:
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება
რეაქციის სიჩქარეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ  მოიპოვება.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი,  შეშუპება.

დოზირება და გამოყენების წესი:
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადიან პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.
მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა:
პერორალური  250 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა. ფირფიტაზე 10 კაფსულა,  4 ფირფიტა  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.
პერორალური 500 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა: ფირფიტაზე 15 კაფსულა, 4 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილზე.  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
რიპრონატი არის კომპანია “როტაფარმი”-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).   
წარმოებულია
“რომფარმი კომპანია ს.რ.ლ.” რუმინეთი, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1A.
(“Rompharm Company S.R.L.”, Romania, Otopeni, Eroilor Street, 1A)

აფორი ფორტე #30კაფს

აფორი ფორტე

AFORY FORTE

შემადგენლობა: 

2 კაპსულა შეიცავს
აცეტილ L კარნიტინი 500მგ
L არგინინის ასპატატი 100მგ
კოენზიმ Q 10 20მგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
სელენი 60.78 მკგ
თუთია 24.9მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: აფორი ფორტე ხსნის ფიზიკურ და ფსიქიკურ ასთენიას, აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, სისხლის მიმოქცევას და გონებრივ შესაძლებლობებს, გულის კუნთის ენერგომომარაგებას, აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას.

ჩვენებები:

  • ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის ,გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს;
  • ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება;
  • გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი;
  • ჰეპატიტები, ჰეპატოზები;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • სპორტსმენებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • კლიმაქტერული პერიოდი;
  • პოსტოპერაციული პერიოდი.

 

დოზირება: 2 კაფსულა ერთჯერადად დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს გულისრევის შეგრძნება, ალერგიული მოქმედება. 

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ორსულობა, ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Nატურე Pჰარმა, ესპანეთი

Don`t copy text!