Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 292

ვოზოლიპი გენერიკონი 20მგ #30ტ

33.00 ლარი
31.02 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: გენერიკონ ფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილდრონატი 250მგ #60კაფს

მილდრონატი
Милдронат
250 მგ კაფსულები
Meldonium

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მილდრონატი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელდონიუმი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ან 500 მგ მელდონიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მშრალი კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი;  
კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.                   

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი-თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. АТХ კოდი: C01EB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
მილდრონატი (მელდონი) _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:
•   გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).
•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
•    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
•    ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

დოზირება და გამოყენების ხერხი

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  _ 4-6 კვირა.
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე _ შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
მწვავე ფაზა _ იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით _ 0,5 – 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.
მკურნალობის კურსი- 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები _ 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი _ 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3. სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.
4. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს _ 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.   
კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.  
5. ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.
6. ბრონქული ასთმა.
0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.    
ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა.
4 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის ფორმა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

შეფუთვა.
250 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 4 ბლისტერი კოლოფში.
500 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი კოლოფში

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი.
ს.ს. « Grindeks» (გრინდექსი);
კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: [email protected]

ვიტ D 200სე #90ტ

ვიტამინი D

ასევე „მზის ვიტამინ“-ად წოდებული

შემადგენლობა: დამხმარე აგენტები: სორბიტოლი; ვიტამინი D. ანტი-აგლომერანტები: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

სინთეზირებულია სხეულის მიერ სხეულზე მზის მოქმედების წყალობით; ამ ვიტამინის მიღება ასევე ხდება საკვებიდან. ნუტრიენტულმა ლაბორატორიებმა შეიმუშავეს დიეტური ჩანართი D ვიტამინით, ფორმულირებული AJR* –ის 100% –ით თითო ტაბლეტზე.

ჩვენება: ვიტამინი D ხელს უწყობს ბუნებრივი თავდაცვის შენარჩუნებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის უჯრედების გაყოფის პროცესებში; უფრო მეტიც, ის ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას: 2 აუცილებელი მინერალი ძვლებისა და კბილების სტრუქტურისთვის. ამრიგად შენარჩუნებულია სხეულის ძვლის კაპიტალი (ფორმა); და ბოლოს, ვიტამინი D აუცილებელია კუნთოვანი სისტემის კარგად ფუნქციონირებისათვის

მიღების წესი: მიიღება  1 ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად საუზმის დროს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ხშირი გამეორება.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენება როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი.

გამოშვების ფორმა: №90 ტაბლეტი.

მწარმოებელი: ივ პონროი ვიტარმონილ (YVES PONROY VITARMONYL) – საფრანგეთი.  

ვიტროლი ომეგა 3,6,9 #60კაფს

ვიტროლ ომეგა 3, 6, 9#60 რბილი კაფსულა

საკვები დანამატი

უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.

გამოყენება: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში ჭამის წინ 100 მლ წყალთან ერთად.

გამოყენების წესი მოზრდილთათვის: 2 კაფსულა დღეში

2 კაფსულის შემადგენლობა:

თევზის ქონი: 332 მგ, შეიცავს 60 მგ EPA-ს და 40 მგ DHA -ს (ომეგა 3);

ენოთერას თესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს 33,2 მგGLA (გამა ლინოლენის მჟავას (ომეგა 6);

სელის თესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს:

  • 149,9 მგ ალფა–ლინოლენის მჟავას (ომეგა 3)
  • 36,52 მგ ოლეინის მჟავას (ომეგა 9)
  • 36,52 მგლინოლენის მჟავას (ომეგა 6)

ვიტამინ E –ს 3,4 მგ (დღიური ნორმის 28,33 %)

დამზადებულია ესპანეთში.

მწარმოებელი: Masenz danya group

Narcismonturiol 37. Barcelona, Spain

მილდრონატი 250მგ #40კაფს

მილდრონატი
Милдронат
250 მგ კაფსულები
Meldonium

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მილდრონატი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელდონიუმი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ან 500 მგ მელდონიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მშრალი კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი;  
კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.                   

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი-თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. АТХ კოდი: C01EB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
მილდრონატი (მელდონი) _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:
•   გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).
•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
•    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
•    ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

დოზირება და გამოყენების ხერხი

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში – 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  _ 4-6 კვირა.
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე _ შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
მწვავე ფაზა _ იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით _ 0,5 – 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.
მკურნალობის კურსი- 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები _ 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი _ 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3. სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.
4. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს _ 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.   
კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.  
5. ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.
6. ბრონქული ასთმა.
0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.    
ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა.
4 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის ფორმა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით

შეფუთვა.
250 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 4 ბლისტერი კოლოფში.
500 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი კოლოფში

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი.
ს.ს. « Grindeks» (გრინდექსი);
კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: [email protected]

ამს სელენიუმ 200მკგ#60ტ

AMS – სელენიუმი 200 მკგ

გაძლიერებული ფორმულა

მნიშვნელოვანი მიკროელემენტი

ძლიერი ანტიოქსიდანტი

  • კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: America Medic & Science
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ერთი  ტაბლეტი შეიცავს :  სელენის L – მეთიონინი 200 მკგ 

დამხმარენივთიერებები: ორკალციუმის ფოსფატი, მცენარეული ცელულოზა, ნატრიუმის ჯვარედინი კარბოქსიმეთილცელულოზა; სტეარის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული შემომგარსველი

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

 სელენის L -მეთიონინი ორგანული სელენია –  ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა ორგანიზმისთვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენის მეშვეობით  ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი) სინთეზი. სელენი იცავს დნმ – ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. 

სელენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობა, თიროიდული ჰორმონების დონის ნორმალიზაცია. თიროქსინი სელენდამოკიდებულია. მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვეგირდება აქტიურ ფორმად- ტრიოდთირონინად. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან (მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებში, ამცირებს ორბიტოპათიის ხარისხს, მნიშვნელოვნად ამცირებს Anti- TPO- ს დონეს ჰაშიმოტოს დაავადების დროს.

სელენი იცავს გულის კუნთს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისაგან, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს  გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, სელენი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, ასტიმულირებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და ანელებს დაბერების პროცესს. სელენი ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტი- ათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით. სელენი მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმელური ფუნქციისთვის. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას. კვლევებით დადგენილია რომ ორგანული სელენი არ არის ტოქსიური. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ხდება 19 % -ით მეტად ვიდრე არაორგანული სელენის და არ აქვს გამოხატული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ.

ჩვენებები:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • გრეივსის ოფთალმოპათია
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტა
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
  • ონკოლოგიური დაავადებები, სხივური და ქიმიათერაპიის შემდგომი პერიოდი
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია.
  • გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება
  • კუნთოვანი დისტროფიები
  • უნაყოფობა, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
  • დერმატიტები, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი, თმის ცვენა
  • არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირება
  • ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციების საწინააღმდეგოდ; 
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა
  • არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვება
  • იოდდეფიციტი
  • სელენის უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა

უკუჩვენება: არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

1.არ მიიღოთ რეკომენდირებული დღიურ დოზაზე მეტი, ზედოზირების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.

2. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

3.რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისთვის როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

დოზირება და მიღების წესი:

როგორც საკვები დანამატი, მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

 ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე . ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

შეინახეთ მშრალ ადგილას და მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.

დაცულია არასანქცირებული გახსნისგან: არ მიიღოთ პრეპარატი თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

AMS-სელენიუმი დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

ვიტ C პრო ფორტე500მგ#30ტ.საღ

ვიტამინი C – პრო ფორტე / Vitamin C Pro Forte

ვიტამინი C პრო ფორტე

ინოვაციური, ორიგინალი, დაპატენტებული ვიტამინი C-ს ფორმულის „Ester – C“- ს შემცველი გემრიელი, საღეჭი აბები ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

რას წარმოადგენს „ვიტამინი C პრო ფორტე“?

„ვიტამინი C პრო ფორტე“  წარმოადგენს 500 მგ C ვიტამინის უნიკალური, პროლონგირებული მოქმედების მქონე ფორმულის „Ester-C”-ს შემცველ ბრენდს. სტანდარტული C ვიტამინებისაგან განსხვავებით ვიტამინი „Ester-C” გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობით და უზრუნველყოფს ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსის სწრაფ აღდგენას. მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ხელს უწყობს C ვიტამინის დონის შენარჩუნებას და აქვს გახანგრძლივებული მოქმედება. არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და ოქსალატური ქვების წარმოქნის რისკს. გამოირჩევა კლინიკური კვლევებით დადასტურებული მაღალი თერაპიული ეფექტითა და უსაფრთხოების სტანდარტით.

„ვიტამინი C პრო ფორტე“ უზრუნველყოფს:

  • იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციობირებას და ორგანიზმის ენერგიით გამდიდრებას;
  • ნერვული სისტემისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიჯანსაღეს;
  • დაღლილობის, ასთენიისა და მოთენთილობის შემცირებას;
  • ორგანიზმის დაცვას გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენისა და ოქსიდაციური სტრესისაგან;
  • კოლაგენის ბიოსინთეზის გაუმჯობესებასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეს.

„ვიტამინი C პრო ფორტეს“ შემადგენლობა:

ყოველი 1 საღეჭი აბი შეიცავს

NRV*%

ვიტამინი C

500 მგ

625 %

   

*NRV- Nutrient Reference Value

„ვიტამინი C პრო ფორტეს“ ჩვენებები:

  • ვიტამინი C-ს დეფიციტის და დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, ასევე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • ხშირი ავადობა; ასთენია; საერთო სისუტე; გადაღლილობა; კუნთების ტკივილი;
  • ავადობის დროს და ავადობის შემდგომ პერიოდში იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის; რეკონვალესცენციის პროცესის დაჩქარება;
  • გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; გარემოს მავნე ზეგავლენისაგან ორგანიზმის დაცვა;
  • ღრძილების ანთება, სისხლმდენი ღრძილების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
  • რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
  • კანის, თმისა და ფრჩხილის სტრქუტურული დაზიანებით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა;
  • ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდის ხელშეწყობა;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში C ვიტამინის დეფიციტის და დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პრევენცია და კომპლექსური ტერაპია.

“ვიტამინი С პრო ფორტე“-ს მიღების წესი და დოზირები სრეჟიმი:

3 წლიდან ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1 საღეჭი აბი 1-ჯერ დღეში.

დოზის კორექცია და კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ წარმოადგენს მრავალფეროვანი საკვების ჩამნაცვლებელ საშუალებას. არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ფაღარათი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები: დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი. კომპლექსური თერაპიის საჭიროებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

“ვიტამინი С პრო ფორტე“ არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ასპარტამს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს.

გამოშვების ფორმა: №30 საღეჭი აბი სასიამოვნო გრეიფუტის არომატით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: „Acconitum“, ლიეტუვა

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტ ფარმა“

ამს პერლი კაპსი 1500მგ #60კაფს

PEARLY CAPS –  მარგალიტისებრი კაფსულები

გლუტათიონის კომპლექსი – 1500მგ

სამმაგი ძალა

2 კაფსულა დღეში / 60 ადვილად მისაღები კაფსულა შეფუთვაში

საკვები დანამატი

დამატებითი ინფორმაცია:

ერთჯერადად მიიღება 1 კაფსულა/ 30 დღის განმავლობაში მისაღები რაოდენობა

1 კაფსულის შემადგენლობა  % დღიური ნორმა

ვიტამინი C (კალციუმის ასკორბატი)  60 მგ  100%

კანისთვის ძირითადი   1500 მგ    *

ინგრედიენტების საერთო რაოდენობა

გლუტათიონი

L-ცისტეინი

მწვანე ჩაის ექსტრაქტი

ბაყაყურა

სხვა ნივთიერებები: ჰიპერმელოზა, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

გაფრთხილება: ორსულობის, ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

მითითება: მიიღეთ 2 კაფსულა დღეში. სასურველია 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (კვებისგან დამოუკიდებლად). გაძლიერებული ეფექტისთვის შესაძლებელია დღეში 6 კაფსულის მიღება: 2-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. არ არის სასურველი მიიღოთ დღეში 6 კაფსულაზე მეტი.

მიღება შესაძლებელია ვეგეტარიანელების მიერ.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

გლუტათიონი არის ბუნებრივი ტრიპეპტიდი, რომელიც შედგება: გლუტამინის მჟავის, ცისტეინისა და გლიცინისაგან, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე ბიოლოგიურ პროცესში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დეტოქსიკაციურ რეაქციაში, იცავენ რა უჯრედებს ქსენობიოტიკების, ეკოლოგიური და უჯრედიშიდა ოქსიდანტების, გამოსხივების მავნე ზეგავლენისაგან. გამოკვლევებმა აჩვენეს რომ გლუტათიონი თამაშობს ორგანიზმის დამცავ როლს რამდენიმე პათოლოგიურ სიტუაციაში, რომლებიც იწვევენ უჯრედის დაზიანებას, ისეთი სიტუაციები, როგორიცაა ინტოქსიკაცია: ეთანოლის სპირტით, პარაცეტამოლით, სალიცილატებით, ფენობარბიტალით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ფოსფოროორგანული ინსექტიციდებით და ა.შ.

ღვიძლის ჯანმრთელობა

იმდენად რამდენადაც გლუტათიონი მონაწილეობს დეტოქსიკაციის პროცესებში, განსაკუთრებით მაღალია მისი კონცენტრაცია ღვიძლში, როგორც ორგანიზმის ყველაზე ძლიერ დეტოქსიკაციურ ორგანოში. გლუტათიონი აგრეთვე წარმოადგენს ღვიძლის ჯანმრთელობისა და ნორმალური ფუნქციის მარკერს. როდესაც მაღალია  გლუტათიონის კონცენტრაცია, ღვიძლის დატვირთვა მცირდება და მას თვითაღდგენის საშუალება ეძლევა. ეს ამცირებს ციროზისა და ღვიძლის ფუნქვიის დარღვევით გამოწვეულ ანთებას ღვიძლში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აღადგენს ენდოგენურ გლუტათიონს. გლუტათიონი, როგორც ტრიპეპტიდი, ერთვება გამა გლუტამინურ ციკლში და მონაწილეობს რნმ–ისა და პროტეინების სინთეზში. ახდენს ჰეპატოციტების პროლიფერაციისა და რეგენერაციის პროცესების სტიმულაციას. გლუტათიონი–SH თიოლური ჯგუფების შემცველი ენზიმების აღდგენით აუმჯობესებს ღვიძლის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. პრეპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დეტოქსიკაციაში. ზრდის ქსენობიოტიკების მეტაბოლიტების ჰიდროფილურობას, მათ გამოყოფას ორგანიზმიდან, აუმჯობესებს ნაღვლის მჟავების რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მათ დამაზიანებელ მოქმედებას ღვიძლზე, ახდენს ცისპლატინითა და მისი წარმოებულებით ინდუცირებული ნეიროტოქსიურობის პროფილაქტიკას. გლუტათიონი ხელს უშლის პლატინის აკუმილირებას პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, განსაკუთრებით ზურგის ტვინის უკანა ნერვული ფესვებში, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას ქიმიოთერაპიული პრეპარატების მაღალი კუმულაციური დოზები.

იმუნური ფუნქცია

გლუტათიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. გლუტათიონის დაბალი დონე იმუნიტეტის დაქვეითებას განაპირობებს. გლუტათიონის დონის გაზრდით იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების მიმართ.

დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება

თავისუფალი რადიკალები და ოქსიდაციური დაზიანება ითვლება დაბერების ძირითად მიზეზებად. ისინი აზიანებენ უჯრედებს და საერთო ჯამში მთელს ორგანიზმს. მათი ზემოქმედების შედეგად ვითარდება არასასურველი კოსმეტიკური ცვლილებები გარეგნობაში, რაც დაკავშირებულია ასაკთან. თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ მოქმედი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია გლუტათიონი.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ანთება წარმოადგენს თითქმის ყველა დაავადების განვითარებაში მონაწილე ერთერთ მთავარ მექანიზმს. რა თქმა უნდა ანთება ბუნებრივი პროცესია და წარმოადგენს ნორმალურ იმუნურ პასუხს, თუმცა თუკი გახანგრძლივდა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსა და ქრონიკულ პათოლოგიებს იწვევს.

დაჟანგული და აღდგენილი გლუტათიონის რაოდენობებს შორის ფარდობა წარმოადგენს ზოგადი ინტოქსიკაციის მაჩვენებელს, აგრეთვე ანთებითი პასუხის ინდიკატორს. გლუტათიონის დაბალი დონე კორელაციაშია ქრონიკულ ანთებასთან, მიტოქონდრიული სუპეროქსიდის პროდუქციასთან და ცილებისა და დნმ-ის ოქსიდაციურ დაზიანებასთან.

მძიმე მეტალების ხელატი

გლუტაიონი წარმოადგენს პოტენციურ ხელატს, რომელიც ჩართულია მძიმე მეტალებისადმი უჯრედულ პასუხში, ტრანსპორტსა და ექსკრეციაში. გლუტათიონი აგრეთვე წარმოადგენს ტოქსიური მეტალებით მოწამვლის (დატვირთვის) ბიომარკერს.

მძიმე მეტალების შეკავშირება (მძიმე მეტალებთან ხელატური ფორმების წარმოქმნა) სასიცოცხლოდ აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ასაკის მატებასთან ერთად. ორგანიზმში მძიმე მეტალები ხვდება ყოველდიურად, სასმელი წყლით თუ საკვებით, თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით ან ანტიპერსპირანტებით.

გლუტათიონის საკმარისი რაოდენობის საშუალებით ორგანიზმიდან ხდება მძიმე მეტალების გამოდევნა, რაც ამცირებს უჯრედულ სტრესს და დაზიანებას. გლუტათიონის მიღებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით მნიშვნელოვნად უმჯობესდება მძიმე მეტალებისადმი მდგრადობა, კოგნიტიური და ნევროლოგიური განვითარება.

ანტიოქსიდანტი

გლუტათიონი წარმოადგენს ორგანიზმის ყველაზე მძლავრ ანტი-ოქსიდანტს. ის არის ყველა უჯრედში და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, თავისუფალ რადიკალებსა და მძიმე მეტალებს.

გლუტათიონის დაჟანგული თუ აღდგენილი ფორმა მოქმედებს როგორც მძლავრი ანტი-ოქსიდანტიი. დაჟანგვისთანავე ის იწყებს გადამუშავების პროცესს და ამ პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია დაჟანგულ და აღდგენილ ფორმებს შორის თანაფადობით. აღდგენილი ფორმის გლუტათიონის სიჭარბე წარმოადგენს  უჯრედული ტოქსინების დაბალი კონცენტრაციისა და იმუნური სისტემის მდგრადობის ინდიკატორს.

კოგნიტიური ფუნქცია

გლუტათიონი 115000-ზე მეტი სამედიცინო კვლევითაა შესწავლილი და გამოვლენილია მისი დადებითი ეფექტები. ორგანიზმი თავად წარმოქმნის გლუტათიონს ბუნებრივად, თუმცა ეს არ არის საკმარისი მისი ადექვატური დონის შენარჩუნებისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ასაკთან ერთად გლუტათიონის რაოდენობა მცირდება, რაც ამცირებს სხვადასხვა ავადმყოფობებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს. მძიმე მეტალები და თავისუფალი რადიკალები აზიანებს თავის ტვინს, ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვის უნარის მქონე ანტი-ოქსიდანტების რაოდენობა კი მცირეა. ასეთი ანტიოქსიდანტების რაოდენობის ზრდა ეხმარება თავის ტვინს ნორმალურ ფუნქციას და იცავს მას შემდგომი დაზიანებისგან.

მძიმე მეტალები აზიანებს კოგნიტიურ ფუნქციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური დარღვევების პროგრესი, როგორიცაა დემენცია და სხვა… გლუტათიონის დამატება ხელს უწყობს მძიმე მეტალების გაუვნებელყოფას და ამცირებს ტვინის დაზიანების სიმძიმეს, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას და ანელებს დაბერების პროცესს.

კანის ჯანმრთელობა და გარეგნობა

როგორც დაბერების საწინააღმდეგო ანტი-ოქსიდანტი გლუტათიონი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად ტოპიკურად კრემების სახით, ასევე სისტემურად ტაბლეტების ან კაფსულების სახით. გლუტათიონი ძალიან სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის.

კანი წარმოადგენს პირველ დამცველ ორგანოს ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადებების წინააჭმდეგ, სწორედ ამიტომ მასში ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია მაღალია ღრმად მდებარე ქსოვილებთან შედარებით.  ჯანმრთელობის დარღვევების დროს ირღვევა კანის გარეგნობა. თავისუფალი რადიკალები და ოქსიდაციური სტრესი ახალგაზრდა და ჯანმთელი კანის ყველაზე დიდი საფრთხეა.

გლუტათიონის დონის ნორმალიზაცია აუმჯობესებს კანის ხარისხს, ამცირებს ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს, აძლევს კანს ბუნებრივ ჯანსაღ იერს. ადგილობრივი გამოყენებისას ათეთრებს კანს მელანინის პროდუქციის შემცირების ხარჯზე.

ვასატორი 20მგ #30ტ

ვასატორი 20 მგ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): atorvastatinი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

გამოშვების ფორმა: 20მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

სამკურნალწამლო ფორმა

აპკით შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ატორვასტატინი 20მგ;

(ატორვასტატინ კალციუმის სახით)

დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალება, ფერმენტ ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღება 1-2 საათის განმავლობაში. შეწოვის ხარისხი ატორვასტატინის დოზაზეა დამოკიდებული. ატორვასტატინის ტაბლეტები ატორვასტატინის ხსნარის ბიოექვივალენტურია. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით არის 12% და ჰმგ-კოA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ხელმისაწვდომობა დაახლოებით არის 30%.

განაწილება: ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 381 ლიტრია.  ატორვასტატინი ≥98%-ით შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან.

მეტაბოლიზმი: ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებამდე და სხვადასხვა ბეტა-ოქსიდაციურ პროდუქტებამდე. Iნ ვიტრო, ჰმგ-კოA რედუქტაზას დათრგუნვა ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებით ატორვასტატინის ექვივალენტურია. ჰმგ-კოA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის დაახლოებით 70% დამოკიდებულია აქტიურ მეტაბოლიტებზე.

გამოყოფა: ატორვასტატინის პლაზური ნახევრად გამოყოფის  პერიოდი შეადგენს 14 საათს.  ჰმგ-კოA რედუქტაზას აქტივობის ინჰიბიტორის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 20-30 საათს აქტიური მეტაბოლიტების მონაწილეობის გამო.

ფარმაკოდინამიკა

ატორვასტატინი წარმოადგენს ფერმენტ 3-ჰიდროქსი 3-მეთილ-გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზას სელექტიურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი 3-მეთილ-გლუტარილ კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად. მევალონის მჟავა კი  წარმოადგენს ქოლესტერინის წინემორბედს. ატორვასტატინი აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მიტაცებას და მათ მეტაბოლიზმს.

ჩვენებები

• პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტული ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა ფრედრიქსონის კლასიფიკაციით);

• კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (ტიპი IIა და IIბ ფრედრიქსონის კლასიფიკაციით);

• დისბეტალიპოპროტეინემია (ტიპი III ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)- დიეტასთან კომბინაციაში;

• ოჯახური ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), რეზისტენტული დიეტის მიმართ;

• ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტის და სხვა არაფარმაკოლოგიური მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში;

• გულ-სისხლძარღვთა გართულებების პირველადი პროფილაქტიკა უსიმპტომო გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში,  რისკ-ფაქტორების არსებობისას (>55 წელზე მეტი ასაკი, ნიკოტინური დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია და გენეტიკური განწყობა);

• გულ-სისხლძარღვთა გართულებების მეორადი პროფილაქტიკა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ჰოსპიტალური სტენოკარდიის და რევასკულარიზაციის აუცილებლობის სიხშირის შესამცირებლად.

დოზირება და მიღების წესი

ჰიპერქოლესტერინემია და შერეული დისლიპიდემია

ატორვასტატინის მიღება შეიძლება 10-80 მგ/დღეში დოზირების ფარგლებში ერთჯერადი დღიური დოზის სახით. ატორვასტატინის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, საკვებისგან დამოუკიდებლად. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად,  სამიზნე ლიპიდების დონის, დაავადებისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. ატორვასტატინით მკურნალობის დროს ლიპიდების დონე უნდა გადამოწმდეს 4 კვირის შემდეგ და მოხდეს დოზის კორექცია პაციენტის საჭიროების მიხედვით.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია

საშუალო რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი მიიღება ორი კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა ოთხი კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება თერაპიის დროს.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

მოზრდილები: რეკომენდებული დოზა შეადგენს ატორვასტატინის 80 მგ-ს დღეში ერთხელ ( ამცირებს LDL-ქოლესტერინს 18%-45%-ით).

ბავშვები: პედიატრიულ პოპულაციაში მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

ჰიპერტრიგლიცერიდემია და დისბეტალიპოპროტეინემია

ატორვასტატინის დოზა პაციენტთა ამ ჯგუფში შეადგენს 10-80 მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს და დარეგულირდეს პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით 4 კვირის შემდეგ.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის დაავადება ზეგავლენას არ ახდენს  პლაზმურ კონცენტრაციაზე და LDL-ქოლესტერინის დაქვეითებაზე; ამრიგად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობა: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლური ღვიძლის დაავადებით (ჩაილდ პიუ B). პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით შესაფასებელია მკურნალობის სარგებელი და რისკი.

გვერდითი მოვლენები

ატორვასტატინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი და ტრანზიტორულია. ატორვასტატინით თერაპიასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო:

საერთო: თავის ტკივილი, ასთენია და მუცლის ტკივილი

საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა და ფაღარათი.

ნერვული სისტემა: უძილობა

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

საერთო: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიის ჩათვლით), ტკივილი გულმკერდში,  სისუსტე, ადვილად დაღლა

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: რაბდომიოლიზი.

ნერვული სისტემა: ჰიპესთეზია, თავბრუსხვევა, ამნეზია

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები: ყურებში ხმაური.

კანი და კანქვეშა ქსოვილები: ბულოზური გამონაყარი (მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით), ჭინჭრის ციება

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: პერიფერული შეშუპება, წონის მატება.

სისხლისა და ლიმფური სისტემა: თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ღვიძლის აქტიური დაავადება ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მომატება.

• 18 წლამდე ასაკი

• ორსულობა და ლაქტაცია

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ატორვასტატინით მკურნალობის დროს მიოპათიის რისკი იზრდება ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, კლარიტრომიცინთან, ანტიმიკოზურ საშუალებებთან და ნიკოტინის მჟავასთან ერთდროული მიღებისას. 

ანტაციდები: მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდური პერორალური სუსპენზიის მიღება აქვეითებს ატორვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 35%-ით, მიუხედავად ამისა, ჰიპოლიპიდემიური მოქმედება არ იცვლება.

ანტიპირინი: ვინაიდან ატორვასტატინი ზეგავლენას არ ახდენს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, იმავე ციტოქრომული იზოფერმენტების საშუალებით მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

კოლესტიპოლი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება დაახლოებით 25%-ით კოლესტიპოლისა და ატორვასტატინის ერთად გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, LDL-ქოლესტერინის დაქვეითება უფრო დიდი იყო ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის კომბინირებისას, ვიდრე ამ ორი პრეპარატის ცალკ-ცალკე გამოყენების დროს.

ქოლესტრიამინი: მონაცემები არ მოიპოვება.

ციმეტიდინი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები და LDL-ქოლესტერინის დაქვეითება არ შეცვლილა ციმეტიდინის თანმხლები გამოყენების დროს.

დიგოქსინი: ატორვასტატინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, დიგოქსინთან ერთდროული მიღებისას დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 20%-ით. პაციენტში, რომლებიც დიგოქსინს ღებულობენ, აუცილებელია სათანადო მონიტორინგი.

ერითრომიცინი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 40%-ით ატორვასტატინისა და ერითრომიცინის (ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორი) კომბინირებისას.

პერორალური კონტრაცეპტივები: ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთად გამოყენებისას იზრდება ნორეთინდრონისა და ეთინილ ესტრადიოლის AUჩ მაჩვენებლები დაახლოებით 30% და 20%-ით, შესაბამისად აღნიშნული მომატება გასათვალისწინებელი პერორალური კონტრაცეპტივების შერჩევისას ატორვასტატინით მკურნალობის დროს.

ვარფარინი: ატორვასტატინს კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ გააჩნია პროთრომბინის დროზე. მიუხედავად ამისა, ვარფარინისა და ატორვასტატინის კომბინირებისას სათანადო მონიტორინგი არის საჭირო.

სხვა თანმხლები თერაპია: კლინიკურ კვლევებში, ატორვასტატინი გამოიყენებოდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ესტროგენის ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად კლინიკურად მნიშვნელოვანი მავნე ურთიერთქმედების გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია

ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენოს შესაფერისი კონტრაცეპტიული მეთოდები. 1 თვიანი ინტერვალია საჭირო ატორვასტატინით მკურნალობის შეწყვეტასა და ჩასახვას შორის ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში.    

განსაკუთრებული მითითებანი

ღვიძლის დისფუნქცია

ატორვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია შრატის ტრანსამინაზების მატება.

ატორვასტატინის დოზის შემცირებისას, ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს, ტრანსამინაზების დონე უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ დონეს. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაკეთება.

ატორვასტატინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში. ღვიძლის აქტიური დაავადება ან ტრანსამინაზების აუხსნელი პერსისტული მომატება წარმოადგენს ატორვასტინის გამოყენების უკუჩვენებას.

ჩონჩხის კუნთები

ატორვასტატინით მკურნალობისას აღინიშნებოდა გაურთულებული მიალგია. ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იმ შემთხვევაში თუ საეჭვოა მიოპათიის დიაგნოზი.

ატორვასტატინით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს ნებისმიერ პაციენტში მწვავე მიოპათიით ან რისკ ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმლის უკმარისობის განვითარებას რაბდომიოლიზის შედეგად (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, ჰიპოტენზია, დიდი ქირურგიული ოპერაცია, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები, და არაკონტროლირებადი კრუნჩხვები).

ენდოკრინული ფუნქცია

ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები ხელს უშლიან ქოლესტერინის სინთეზს და თეორიულად შეიძლება დაარღვიონ თირკმელზედა ჯირკვლის და/ან სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სიფრთხილეა საჭირო, ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებეან ენდოგენური სტეროიდული ჰორმონების (კეტოკონაზოლი, სპირონოლაქტონი და ციმეტიდი) დონეს ან აქტივობას.

ბავშვები

18 წლამდე პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება

ატორვასტატინის ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომურია. პლაზმის ცილებთან ძლიერი შეკავშირების გამო, ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ აძლიერებს ატორვასტატინის კლირენსს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი ІІ, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით

მწარმოებელი : ეჯ ფარმა, ინდოეთი

მილდრონატი 0.5გ/5მლ 5მლ #10ა

მილდრონატი
Mildronatum

ფორმა:
0,5 გ / 5 მლ საინექციო ხსნარი, 5 მლ ამპულა N10

ქიმიური  დასახელება:

3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

ძირითადი ქიმიკო-ფარმაცევტული მახასიათებლები:

გამჭვირვალე უფერო სითხე
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 100 მგ 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატს. 5 მლ (1 ამპულა) _ 500 მგ 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინიუმის) პროპიონატის დიჰიდრატს;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0,5გ/5 მლ 10%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქსოვილთა მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
    მილდრონატი _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
    მომატებული დატვირთვის პირობებში მილდრონატი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტულობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანისთანავე. ნახევარელიმინაციის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენება

    გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია, ასევე თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).
    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზები, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირება და გამოყენების ხერხი
    ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლენის გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1.    გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი. კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში _ 0,5 – 1,0 გ დღეში ინტრავენურად (5-10 მლ საინექციო ხსნარი 0,5 გ/5 მლ), მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 4-6 კვირა.
2.    თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა. მწვავე ფაზა _ 0,5 გ 1-ჯერ დღეში ინტრავენურად 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით. მკურნალობის საერთო კურსი გრძელდება 4-6 კვირა.
    ქრონიკული დარღვევებისას იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
    განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3.    სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. პარაბულბარულად 0,5 მლ მილდრონატის საინექციო ხსნარისა (0,5 გ/5 მლ) ათი დღის განმავლობაში.
4.    გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. 0,5 გ ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
    სპორტსმენებს უნიშნავენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.
5.    ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ინტრავენურად _ 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 7-10 დღე.
6.    ბრონქული ასთმა _ იყენებენ პერორალურ სამკურნალწამლო ფორმას.

გვერდითი მოვლენები
    იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

უკუჩვენებები
    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური სისხლმიწოდების დარღვევისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

სიფრთხილე
    ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
    არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
    მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრიმეთილჰიდრაზინის პროპიონატის დიჰიდრატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
    არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
    არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის მკერდით კვებას წყვეტენ.

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არაა. პრეპარატი მეტად მცირედტოქსიკურია და არ იწვევს პაციენტების ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით ეფექტებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
    აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე; ხსნარი ამპულებში _ არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვა. 5 მლ ამპულაში; 5 ამპულა _   უჯრებიან შეფუთვაში. ორ უჯრებიან შეფუთვას პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

გაცემის ფორმა:
გაიცემა რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ს.ს. “გრინდექსი” კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505

მწარმოებელი:
ჰოეცხსტ-ბიოტიკა სპოლ. ს.პ.ო
სკლაბინსკის ქ. 30, 03680, მარტინი, სლოვაკეთი

Don`t copy text!