Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 294

ვიტ C 5% 2მლ #10ა (თბ)

ასკორბინის მჟავა 5% ხსნარი საინექციო

(SOLUTIO ACIDI ASCORBINICI 5% PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Acidum Ascorbinium
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი.
ათქ კოდი: A11GA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ ასკორბინის მჟავას. დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბიკარბონატი. 2მლ პრეპარატი საინექციო ხსნარი ამპულაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების მიმოცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის და კაპილარების გამტარებლობის რეგულირებაში.
ჩვენებები: პრეპარატს ღებულობენ სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზების, სხვადასხვა სისხლდენების, მათ შორის გამოწვეული ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზებით; ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს; ღვიძლის დაავადებები; დისტროფიები და სხვა პათოლოგიური პროცესები; მძიმე ფიზიკური შრომა; გონებრივი დატვირთვა; ორსულობა-ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინექციები. პროფილაქ- ტიკური დოზები: 50-100 მგ დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე.
უკუჩვენებები: ტრომბოფლებიტი; მიდრეკილება თრომბოზებისადმი; შაქრის დიაბეტი.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, უძილობა, გულისრევა, დიარეა და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.
გვერდითი მოქმედება: ჰიპერგლიკემია; გლუკოზურია; გლიკოგენის სინთეზის დაქვეითება; მაღალი ართერიური წნევა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილე: პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი. პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით ნიშნავენ ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ასკორბინის მჟავას საინექციო ფორმები რეკომენდირებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სისხლში იწვევს სალიცილატების, ეთინილესტრა- დიოლის ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციის მომატებას და ამცირებს პერორალური კონტრაცეფტივების კონცენტრაციას.
პრეპარატი არ მოქმედებს მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვაზე.
შეფუთვა: 2მლ პრეპარატი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო. ტელ./ფაქსი: 225-29-56

ვაზილიპი 10მგ #28ტ

ვაზილიპი 10 მგ
Vasilip
სიმვასტატინი
Simvastatin

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
სიმვასტატინი

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ აქტიურ ნივთიერებას სიმვასტატინს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ბუტილირებული ჰიდროქსიანიზოლი, პროპილენგლიკოლი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

აღწერილობა
მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით, ჩამოთლილი ნაპირებით (10 მგ და 20 მგ ტაბლეტები);
მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, დაფარული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით, ჩამოთლილი ნაპირებით და ნაზოლით ცალ მხარეს (40 მგ ტაბლეტები).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ-კოა-ს რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვაზილიპის აქტიური ნივთიერება სიმვასტატინია, რომლის ძირითადი ეფექტია სისხლის პლაზმაში ზოგადი ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) ქოლესტერინის შემცველობის შემცირება. იგი წარმოადგენს 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმი A რედუქტაზას ინჰიბიტორს, ფერმენტის, რომელიც ახდენს ჰმგ-კოა-ს მევალონის მჟავად გარდაქმნის კატალიზირებას (ქოლესტერინის სინთეზის ადრეული ეტაპი). სიმვასტატინი ამცირებს ზოგადი ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (დსლპ) და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (ძდსლპ) შემცველობაც მცირდება, მაშინ როდესაც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროთეინების (მსლპ) ქოლესტერინის შემცველობა ზომიერად მატულობს. ამცირებს ზოგადი ქოლესტერინისა და დსლპ-ს შემცველობას ჰიპერქოლესტერინემიის ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ფორმების შემთხვევებში, შერეული ჰიპერლიპიდემიისას, როდესაც ქოლესტერინის მომატებული შემცველობა რისკის ფაქტორს წარმოადგენს. პრეპარატი ამცირებს ზოგადი ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის (დსლპ) დონეს პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, მიოკარდის ინფარქტის და ამ ავადმყოფებში ლეტალური გამოსავალის რისკის შემცირებით. სიმვასტატინის ანტისკლეროზული ეფექტი წარმოადგენს სისხლძარღვების კედლებზე და სისხლის კომპონენტებზე პრეპარატის ზემოქმედების შედეგს. სიმვასტატინი ცვლის მაკროფაგების მეტაბოლიზმს, მაკროფაგების აქტივაციისა და ათეროსკლეროზული ბალთების დათრგუნვით. პრეპარატი თრგუნავს იზოპრენოიდების სინთეზს, რომლებიც ზრდის ფაქტორებს წარმოადგენენ სისხლძარღვების შიდა გარსის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციის დროს. სიმვასტატინის ზემოქმედებით უმჯობესდება სისხლძარღვების ენდოთელიუმზე დამოკიდებული გაფართოვება.
თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4-6-კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
სიმვასტატინი წარმოდგენილია არააქტიური ლაქტონური ფორმით, რომელიც შედარებით ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – 61-85%. პერორალური მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 1.3-2.4 საათში და 90%-ით მცირდება 12 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთების ხარისხია – 98%.
მეტაბოლიზდება ღვიძლში, გააჩნია ღვიძლში “პირველი გავლის” ეფექტი (ძირითადად თავის აქტიურ ფორმად ბეტა-ჰიდროქსიმჟავად ჰიდროლიზირდება). აქტიური მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.9 საათს შეადგენს. ძირითადად განავალთან ერთად გამოიყოფა (60%) მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 10-15% არააქტიური ფორმით თირკმელებით გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები
IIა და IIბ ტიპის პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, პოლიგენური ჰიპერქოლესტერინემიის, მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერლიპიდემიის ჩათვლით. პრეპარატი მონოთერაპიის სახით გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტის დაცვა და მკურნალობის სხვა მეთოდები არასაკმარისი აღმოჩნდა.
პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ვაზილიპი ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა დარღვევების (ინსულტი ან ტრანზიტული იშემიური შეტევები) პროფილაქტიკისათვის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელებისათვის, რევასკულარიზაციის პროცედურების რისკის შემცირებისათვის (კორონარული არტერიების შუნტირება და კანში ტრანსლუმინალური ანგიოპლასტიკა).

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰიპერმგრძნობელობა სტატინის რიგის სხვა პრეპარატების (ჰმგ-კოა-ს რედუქტაზას ინჰიბიტორების) მიმართ ანამნეზში, ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში, სისხლის შრატში დაუდგენელი გენეზის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, პორფირია. 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დაუდგენელია).
სიფრთხილით: ავადმყოფებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლურ სასმელებს და/ან აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში, პაციენტებში ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, რომლებსაც უტარდებათ თერაპია იმუნოდეპრესანტებით, რაბდომიოლიზისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის გამო; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობის განვითარება, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე მიმდინარეობის მწვავე ინფექციური დაავადებები, გამოხატული მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები, წყალ-ელექტრული ბალანსის დარღვევები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის სტომატოლოგიური) ან ტრავმები; პაციენტები ჩონჩხის კუნთების დაუდგენელი ეთიოლოგიის ძლიერი ან სუსტი ტონუსით; ეპილეფსიის დროს.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით, ერთჯერადად, საღამოს.
პრეპარატის მიღების დრო არ უნდა უკავშირდებოდეს საკვების მიღებას.
ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ ვაზილიპის რეკომენდებული დოზა მერყეობს 10 მგ-დან 80 მგ-მდე დღეში ერთხელ საღამოს. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით 20 მგ-ს შეადგენს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 80 მგ-ს. დოზის შეცვლა (შერჩევა) უნდა მოხდეს არანაკლებ 4-კვირიანი ინტერვალებით. ავადმყოფთა უმეტესობაში ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღებისას დოზებით 20 მგ-მდე დღეში. ავადმყოფებში ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით ვაზილიპის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს საღამოს ან 80 მგ-ს სამ მიღებაზე (20 მგ დილით, 20 მგ შუადღეს და 40 მგ საღამოს).
გულის იშემიური დაავადებით ავადმყოფთა მკურნალობისას ვაზილიპის ეფექტური დოზები შეადგენს 20-40 მგ-ს დღეში. ამიტომ რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთ ავადმყოფებში შეადგენს 20 მგ-ს დღეში. დოზის შეცვლა (შერჩევა) უნდა მოხდეს 4-კვირიანი ინტერვალებით, საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღეში. თუ დსლპ-ს შემცველობა 75 მგ/დლ-ზე ნაკლებია (1.94 მოლი/ლ), ზოგადი ქოლესტერინის შემცველობა – 140 მგ/დლ-ზე ნაკლები (3.6 მოლი/ლ), პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ავადმყოფებში ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობით პრეპარატის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის. ავადმყოფებში გამოხატული თირკმლის უკმარისობით (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) ან რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, ფიბრატებს, ნიკოტინამიდს, ვაზილიპის რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღეში. დოზის გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ასეთი ავადმყოფების კონტროლის ქვეშ ყოფნა.
ავადმყოფებში, რომლებსაც მკურნალობა ციკლოსპორინით უტარდებათ, რეკომენდებული საწყისი დოზა 5 მგ-ს შეადგენს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 10 მგ-ს. ასეთ სიტუაციებში დოზის შემდგომი გაზრდა რეკომენდებული არ არის. ეს ასევე ეხება იმ ავადმყოფებს, რომლებიც ვაზილიპთან ერთად იღებენ ფიბროის მჟავას წარმოებულებსა და სხვა წამლებს, რომლებიც სისხლში ზრდიან სიმვასტატინის დონეს.

გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის მხრივ: დისპეფსია (ღებინება, გულისრევა, გასტრალგია, აბდომინალური ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი), ჰეპატიტი, სიყვითლე, “ღვიძლის” ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფოტაზას, კრეატინფოსფოტაზას აქტივობის მომატება; იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი.
ნერვული სისტემისა და გრძნობის ორგანოების მხრივ: ასთენიური სინდრომი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კუნჩხვები, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, მხედველობის გაუარესება, გემოს შეგრძნების დარღვევა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიოპათია, მიალგია, კუნთების დასუსტება; იშვიათად – რაბდომიოლიზი.
ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, მგლურას მაგვარი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ართრიტი, ართრალგია, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ცხელება, კანის ჰიპერემია, ქოშინი.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია.
სხვა: ანემია, გულისცემა, თირკმლის მწვავე უკმარისობა (რაბდომიოლიზის შედეგად), პოტენციის დაქვეითება.

ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ზოგადი ღონისძიებების ჩატარება: სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და შენარჩუნება, წამლის შემდგომი შეწოვის შეჩერება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან საფაღარათე საშუალებების მიღება).
რაბდომიოლიზით მიოპათიისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების დროს (იშვიათი მაგრამ მძიმე გვერდითი ეფექტი) აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ავადმყოფისათვის დიურეზულისა და ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა (ინტრავენური ინფუზია). საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. რაბდომიოლიზმა შეიძლება ჰიპერკალიემია გამოიწვიოს, რომლის აღმოფხვრა შეიძლება კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის, გლუკოზისა და ინსულინის ინფუზიის ვენაში შეყვანით, კალიუმის იონების გამცვლელების გამოყენებით, ან, მძიმე შემთხვევებში, ჰემოდიალიზის მეშვეობით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სიმვასტატინის ნიაცინთან, ციკლოსპორინთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, რიტონავირთან ან ნეფაზადონთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში სიმვასტატინის კონცენტრაციის გაზრდა, რიც გამოც შესაძლებელია განვითარდეს მიოპათია რაბდომიოლიზით და თირკმლის უკმარისობა. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები ციტოქრომი P450 3A4 ინჰიბიტორებს წარმოადგენს, რომელიც მონაწილეობს ღვიძლში სიმვასტატინის მეტაბოლურ გარდაქმნაში. მსგავსი სიტუაციის წარმოქმნა შესაძლებელია ვაზილიპისა და ფიბროის მჟავის წარმოებულების ერთად გამოყებისას. სიმვასტატინისა და ვარფარინის კომბინირებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის სისხლის შედედების მაჩვენებლებზე მოქმედების გაძლიერება, რის გამოც იქმნება სისხლდენების განვითარების რისკი. დიგოქსინის (ერთჯერადი დოზა) და სიმვასტატინის ერთად შეყვანისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზომიერად გაზრდა. ამიტომ აუცილებელია იმ ავადმყოფების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად ვაზილიპსა და დიგოქსინს იღებენ. კოლესტირამინი და კოლესტოლი ამცირებენ სიმვასტატინის ბიოშეღწევადობას (სიმვასტატინის გამოყენება შეიძლება 4 საათში აღნიშნული პრეპარატების მიღებიდან, ამ დროს ადიტური ეფექტი აღინიშნება).

განსაკუთრებული მითითებები
ვაზილიპით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების შემცველობის მომატება. ეს მომატება ჩვეულებრივ მცირეა და კლინიკურად უმნიშვნელოა, თუმცა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის ფუქნციის შემოწმება (“ღვიძლის” ტრანსამინაზების კონტროლი უნდა მოხდეს ყოველ 6 კვირაში პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 8 კვირაში დარჩენილი პირველი წლის განმავლობაში, და შემდეგ ნახევარ წელიწადში ერთხელ).
პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით მკურნალობა თირკმელების ფუნქციის კონტროლით ტარდება.
იმის გამო, რომ ჰმგ-კოა-ს რედუქტაზას ინჰიბიტორები თრგუნავენ ქოლესტერინის სინთეზს, ხოლო ქოლესტერინი და მისი სინთეზის სხვა პროდუქტები ნაყოფის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, სტეროიდებისა და უჯრედული მემბრანების სინთეზის ჩათვლით, სიმვასტატინს შეუძლია არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს ნაყოფზე ორსული ქალების მიერ მისი გამოყენებისას. ვაზილიპით მკურნალობის პერიოდში, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გამოიყენონ ან თავი აარიდონ ჩასახვას. ვაზილიპის გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეპტული საშუალებებით, რეკომენდებული არ არის.
ვაზილიპით მკურნალობამ შეიძლება მიოპათია განავითაროს, რომელიც რაბდომიოლიზსა და თირკმლის უკმარისობას იწვევს. ამ პათოლოგიის განვითარების რისკი იზრდება ავადმყოფებში, რომლებიც ვაზილიპთან ერთად ქვემოთჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან ერთს ან რამდენიმეს იღებენ: ფიბრატები (გემფიბროზილი, ფენოფიბრატი), ციკლოსპორინი, ნეფაზადონი, მაკროლიდები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო “აზოლების” ჯგუფის საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი) და აივ პროთეაზის ინჰიბიტორები (რიტონავირი). მიოპათიის განვითარების რისკი ასევე იზრდება ავადმყოფებში თირკმელების მძიმე უკმარისობით.
ვაზილიპით მკურნალობისას შესაძლებელია შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) შემცველობის მომატება, რაც გასათვალისწინებელია მკერდის უკან ტკივილის დიფერენციული დიაგნოსტირების დროს. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისათვის კრიტერიუმს წარმოადგენს სისხლის შრატში კფკ-ის შემცველობის ნორმის ზედა საზღვრებთან შედარებით 10-ჯერ უფრო მეტად მომატება.
მკურნალობის კურსის დაწყებამდე და მის დროს პაციენტი ჰიპოქოლესტერინულ დიეტას უნდა იცავდეს.
პაციენტებს თირკმლის მძიმე უკმარისობით მკურნალობა თირკმელების ფუნქციის კონტროლის ქვეშ უტარდებათ.
პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ექიმს კუნთების აუხსნელი ტკივილის, მოდუნების ან სისუსტის შესახებ, განსაკუთრებით თუ ამას ყველაფერს დაუძლურება და ცხელება ახლავს თან.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვაზილიპის არასასურველი ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ცნობები არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ქალებში ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში ვაზილიპი უკუნაჩვენებია, ვინაიდან პრეპარატის მიღებით გამოწვეული რისკი ნაყოფისათვის აღემატება ორსული ქალისათვის პრეპარატის გამოყენებით მიღებულ სარგებელს. თუ დაორსულება ვაზილიპით მკურნალობის პერიოდში ხდება, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო ქალს უნდა ეცნობოს ნაყოფისათვის შესაძლო საშიშროების შესახებ.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ, 20 მგ და 40 მგ. 7 ტაბლეტი ბლისტერში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გაცემის პირობები.
მხოლოდ რეცეპტით.

მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო სლოვენია.

ამს კეტონე გარცინია#60კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

მელდოვინი 500მგ #60კაფს

მელდოვინი

MELDOVIN

სავაჭრო დასახელება მელდოვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება 3-(2,2,2-ტრიმტეტილჰიდრაეინი) პროპიონატის დიჰიდრატი

წამლის ფორმა
კაფსულები მყარი ჟელატინისებური, სრულიად დახურული, გლუვი წითელი გაუმჭვირვალე ხუფით და კრემისფერი გაუმჭვირვალე სახურავით.
კაფსულების შემცველობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი ფხვნილი.

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 3-(2,2,2-ტრიმტეტილჰიდრაეინი) პროპიონატის დიჰიდრატი 500 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კალციუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი
C01EB22

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა. გულის თერაპია. სხვა პრეპარატები გულის დაავადების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მელდოვინი – გამა-ბუტირობეტაინის სინთეზური ანალოგი – ნივთიერება, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. აინჰიბირებს გამა ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, აქვეითებს კრეატინინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით, ეწინააღმდეგება უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავეების აქტივირებული ფორმების დაგროვებას – აცილკარნიტინისა და აცილკოენზიმების A წარმოებულებს.
კარდიოპროტექტორული საშუალება, რომელსაც ნორმაში მოყავს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმი. იშემიის პირობებში მელდოვინი აღადგენს წონასწორობას, ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების მიერ მისი გამოყენების პროცესებს შორის, აფრთხილებს ადენოზიტრიფოსფატის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას; ერთდროულად ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუთირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებულ თვისებებს. მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალსახეობას: მუშაობის უნარის ამაღლება, ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის სიმპტომების შემცირება, ქსოვილური და ჰუმორული იმუნიტეტის აქტივირება, კარდიოპროტექტორული მოქმედება.
მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში, მელდოვინი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამცირებს სარეაბილიტაციო პერიოდს.
გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიოუმის კუმშვადობას, ამაღლებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევებისას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას იშემიის კერაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიზირებული მონაკვეთის სასარგებლოდ.
ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვების ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიების შემთხვევაში. დამახასიათებელია, აგრეთვე, მატონიზირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სომატური და ვეგეტატური ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევების აღმოფხვრა ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსისტენციის სინდრომისას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ მელდოვინი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა – 78%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 1-2 საათში შიგნით მიღების შემდეგ. მეტაბოლიზირებს უმთავრესად ღვიძლში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T1/2), შიგნით მიღებისას, დამოკიდებულია დოზაზე, შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები გამოყენებაზე
გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის კომპლექსურ თერაპიაში.
თავის ტვინის სისხლის მომარაგების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევების (ინსულტის შემდეგ, ცერებროვასკულური და უკმარისობა) კომპლექსურ თერაპიაში.
დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტსმენებში).
აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
მომატებული ქალას შიდა წნევა (ვენოზური სისხლგადინების დარღვევისას, ქალა შიდა სიმსივნეებისას).
18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილით: ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადებებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარულ მადილატირებული საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, გულის გლიკოზიდების მოქმედებას. მელდოვინი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს ნიტრატების პროლონგირებულ ფორმებთან, სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეზულებთან, ბრონქოლიზურებთან.
ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან (ენის ქვეშ გამოსაყენებლად) და ჰიპოტენზურ საშუალებებთან (განსაკუთრებით ალფა-ადენობლოკატორები და ნიფედიპინის ხანმოკლე მოქმედების ფორმები) კომბინაციისას.

სიფრთხილის ზომები
ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მელდოვინის გამოყენების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. თავიდან რომ იქნას აცილებული შესაძლო არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე, ორსულობის დროს პრეპარატ მელდოვინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ პრეპარატ მელდოვინით მკურნალობა დედისთვის აუცილებელია, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების უნარსა და მექანიზმების მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მელდოვინის არასასურველი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები
ამგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატი რეკომენდებულია გამოიყენოთ დღის პირველ ნახევარში და არაუგვიანეს 17.00 საათისა (დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოყენებისას).
1. გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 500 მგ – 1 გ დღეში, გამოყენების ჯერადობა 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.
დისჰორმონული კარდიომიოპათიისას – კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება შიგნით 500 მგ დღეში. მკურნალობის კურსი – 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლის მიწოდების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევები (ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).
პრეპარატით საინექციო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, მელდოვინის მიღება გრძელდება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ – 1 დღეში, მთელი დოზის ერთჯერადად მიღებით ან დაიყოფა 2 მიღებად. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.
ქრონიკული დარღვევებისას – პრეპარატი მიიღება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ დღეში. თერაპიის ზოგადი კურსი – 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში).
3. დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვები (მათ შორის სპორტსმენებში)
მოზრდილებს – შიგნით 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს 500 მგ – 1 გ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ სავარჯიშო პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
4. აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან)
შიგნით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.
მკურნალობა: სიმპტომური.

გვერდითი მოქმედებები
იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანის ჰიპერემია და ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), აგრეთვე – დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაცემა, მომატებული აგზნებადობა.
ძალიან იშვიათად – ეოზინოფილია, ზოგადი სისუსტე.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურაზე 25ºC, ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა
15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქრორიდის აპკისგან პოლივინილიდენქლორიდის საფარითა და ალუმინის ფოლგისგან. 4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, თავსდება მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”, რუმინეთი, ილფოვ, 075100 ქ. ოტოპენი, ერიოლორის ქ., # 1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18

ვიტ C 5% 2მლ #10ა (დარნიცა)

3.00 ლარი
2.88 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ეფაქტივი 1200მგ #30კაფს

40.00 ლარი
37.61 ლარი

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ნატურეს აიდი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ამს თუთია 50მგ #60კაფს

180.20 ლარი
169.39 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ამერიკა მედიკ ენდ საიეინს

ჯენერიკი:
Zinc *

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მეკორტი #3ა +2მლ გამხს.

 

მეკორტი®(MECORT®)

 

ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

გამხსნელით: 2მლ ლიდოკაინის  ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი

 

სავაჭრო დასახელება: მეკორტი®

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, მულტივიტამინები,  სხვა კომბინაციები

 

შემადგენლობა

1 ამპულა (ლიოფილიზატი)შეიცავს:

აქტიური სუბსტანციები: 10მგადენოზინტრიფოსფატს (ატფ), 50მგკოკარბოქსილაზას, 500მკგციანოკობალამინს (ვიტ. B12) და20მგნიკოტინამიდს;

დამხმარენივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
1 ამპულა (გამხსნელი)შეიცავს: 10მგლიდოკაინისჰიდროქლორიდს 2 მლ ხსნარში

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) აფართოებს გულის სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებსგულის კუნთის სისხლმომარაგებას. ატფ–ის მაღალენერგეტიკული ფოსფოეთერული ბმის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია ხმარდება გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
კოკარბოქსილაზაკოფერმენტია, რომელიცორგანიზმშიწარმოიქმნებათიამინის ფოსფორილირებით და ახდენსმარეგულირებელზემოქმედებასორგანიზმის მის მრავალფუნქციაზე. იგიმონაწილეობსნივთიერებათაცვლისპროცესებში, განსაკუთრებითმნიშვნელოვანროლსთამაშობსნახშირწყლების მიმოცვლაში;აუმჯობესებსნერვულიქსოვილისტროფიკას;ხელსუწყობსგულ-სისხლძარღვთასისტემისფუნქციისნორმალიზაციას.
ციანოკობალამინიმონაწილეობს:ტრანსმეთილირებისპროცესში,წყალბადისტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინისმჟავების დაქოლინისსინთეზისპროცესებში; აგრეთვეერითროციტებისფორმირებაში. ვიტამინი B12ავლენსდადებითეფექტსნერვულისისტემისფუნქციაზე, აუმჯობესებსთავისტვინისმუშაობას, მონაწილეობსიმფერმენტებისსინთეზში, რომლებიცაუცილებელიამიელინისგარსშიშემავალილიპო-პროტეიდებისპროდუცირებისათვის.
ნიკოტინამიდიარეგულირებსფოსფორილირებისპროცესებს,წყლისადაელექტროლიტებისმეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდისფარმაკოლოგიურიმოქმედებაგულ-სისხლძარღვთასისტემაზეგანპირობებულიამისისისხლძარღვთაგამაფართოვებელიეფექტით.

ჩვენებები:

  • ნევრალგია;
  • რადიკულიტი; 
  • მიალგია, იშიაზი;
  • ბურსიტიდატენდინიტი;
  • რეინო;
  • გულისიშემიურიდაავადება, მიოკარდიტებიდაკარდიომიოპათიები;
  • დიაბეტურინეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
  • ორსულთატოქსიკოზი, ნაყოფისჰიპოქსია;
  • B1, B2, B3 ვიტამინების დეფიციტი და ქრონიკულიდაავადებებისკომპლექსურიმკურნალობა.

 

უკუჩვენებები:

  • მომატებულიმგრძნობელობა შემადგენელი კომპობებტების მიმართ;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ჰემორაგიული ინსულტი

გვერდითიეფექტები:
შესაძლოააღინიშნოსჰიპერმგრძნობელობაიმავადმყოფებში, რომელთაცაღენიშნებათმომატებულიმგრძნობელობათიამინისანციანოკობალამინისმიმართ; ასევე, პრეპარატში შემავალმა მეთილ და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი).

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პრეპარატის ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ და დაუყონებლივ შეჰყავთ ღრმად კუნთში!

დოზირება: 1 ან 2 ამპულა პრეპარატი ყოველდღიურადანდღეგამოშვებითექიმისდანიშნულებისამებრ.

 

გვერდითი ეფექტები:

მწვავე ალერგიული რეაქცია – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კიდურების, კოჭების, ტუჩებისა და ხორხის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით.

აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე მათგანის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ შეწყვითეთ მეკორტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს!

 

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გვერდითი ეფექტის სახით ვლინდება:კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიდური წყლულის აქტივაცია, სიყვითლე.

მეკორტის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

 

შენახვის პირობები და ვადა

სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25° Сტემპერატურაზე.

3 წელი.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა

3 ამპულა ლიოფილიზატით და 3 ამპულა გამხსნელით მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი

შპს „ბიოპოლუსი“ (საქართველო)

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ფარმაცევტული სახლი +“ (საქართველო)

ვიტ C 100მგ #40ტ (ნეოფ)

1.99 ლარი
1.91 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ნეოფარმი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ესპრიკო #60კაფს

ესპრიკო (ESPRIKO)

ესპრიკო ეს არის სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი კვებითი დანამატი (ბალანსირებული კვება) AD(H)D (ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობა) მქონე ბავშვებისათვის. ამ პაციენტებში ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გაფანტულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება. 

ესპრიკო  სრულად ავსებს AD(H)D მქონე ბავშვის კვების რაციონს. საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი,  შეიცავს თევზის ქონს გაჯერებულს უმაღლესი კონცენტრაციის მქონე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. ესპრიკო ასევე შეიცავს მინერალებს მაგნიუმსა და თუთიას.

ესპრიკოს შემადგენელი კომპონენტები:

ომეგა ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ნახევრად უჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ საკვების საშუალებით იღებს საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება.  დაუბალანსებელი დიეტა ან არარეგულარული კვების რეჟიმი იწვევს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს. თევზის (მაგალითად, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია და ორაგული), სხვადასხვა სახის ცხიმებისა და მწვანე ბოსტნეულის მიღებით ჩვენ შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ  ომეგა-3-ის შემცველი ცხიმოვანი მჟავები EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსა-ენის მჟავა), ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავა GLA (გამალინოლენის მჟავა).

ორგანიზმში, გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ომეგა ცხიმოვან მჟავები მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში.

EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაში.

DHA (დიკოზაჰექსაენის მჟავა) ნერვული უჯრედების მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისათვის და მხედველობის სიმახვილისათვის.

ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავაა GLA (გამალინოლენის მჟავა) ჩართულია ტვინის ზრდა-განვითარებაში. ის პასუხისმგებელია სწავლისა, მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის პროცესებზე.

მაგნიუმი განაპირობებს თავის ტვინში იმპულსების გადაცემას.

თუთია ჩართულია ნერვებს შორის იმპულსების გადაცემაში და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვანი კოფაქტრია.

მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ AD(H)D და მასთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა კითხვის და წერის პრობლემა ბავშვებში შეიძლება მოვხსნათ კვების რაციონში გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჩართვით.

ესპრიკო შეიცავს თევზის ქონისა და დაისის ფურისულას ზეთის ნარევს. აქედან გამომდინარე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

ესპრიკოს მიღებით უზრუნველვყოფთ სრულფასოვან კვებით რაციონს AD(H)D ბავშვებისათვის.

ესპრიკოს ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა სრულად შეესაბამება AD(H)D ბავშვების ორგანიზმის მოთხოვნებს.

მინერალები:

მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი და თუთია შესაძლებელია დავამატოთ იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად, რადგან ორგანიზმს არ ძალუძს ამ მინერალების წარმოება თავისთავად. მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს  მარცვლეული, პარკოსნებიდან სოიო.  თუთის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ძროხის ხორცი, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ღორის ხორცი, ინდაური, იხვი და ხოხობი.

ესპრიკოს ერთი კაფსულა შეიცავს 185 მგ ქსილიტოლს, რაც ექვივალენტურია 0.015 BU.

ესპრიკო არ შეიცავს გლუტამატს (მადის გამაძლიერებელს), ფტალატებს, ლაქტოზას და კონსერვანტებს.

ესპრიკო – უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი შეიცავს:

სუფთად და წმინდად დამუშავებულ თევზის ქონს

მწუხრის ფურისულას ზეთს, რომელიც GLA (გამალინოლენის მჟავა) ძირითადი წყაროა 

ყველა ცხიმი მკაცრადაა შემოწმებული მძიმე მეტალსა და სხვა ზიანის მომტან ქიმიურ ნივთიერებაზე

მიღების წესი:

5 წლის და 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები  4 კაფსულა დღეში, 2 კაფსულა დილას და 2 საღამოს ჭამის დროს. კაფსულები შესაძლოა დავღეჭოთ ან გადავყლაპოთ ცოტაოდენი სითხის მიყოლებით. კაფსულების შიგთავსი ასევე შეგვიძლია გავხსნათ და შევურიოთ  საჭმელს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ესპრიკოს გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. ესპრიკო არის სპეციფიკური დიეტური საშუალება. მისი მიღება დაუშვებელია თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

რადგან ცხიმოვანი მჟავები ძალიან სენსიტიურია სინათლისა და სითბოს მიმართ, კაფსულები უნდა შევინახოთ მისივე კოლოფში გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა

შეფუთვაშია 60 კაფსულა

ვარგისიანობის ვადა
4 წელი

 

Don`t copy text!