Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 302

ა ტ ფ 1% 1მლ #10ა (დარნიცა)

საერთაშორისო დასახელება:

ACIDUM ADENOSINTRIPHOSPHORICUM

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების სტიმულატორი

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა ………  10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კარდიოლოგიური პრეპარატი წარმოადგენს ორიგინალურ სამკურნალო პრეპარატს, რომლის მოლეკულა შედგება ადენოზინ–5–ტრიფოსფატისა (ატფ), ჰისტიდინის ამინომჟავისაგან და მაგნიუმისა და კალიუმის მარილებისაგან. პრაპარატს აქვს დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც ცალკე აღებულ მის არცერთ შენაერთს არ აქვს (ატფ, ჰისტიდინი, K+, Mg++).

– ატფ ახდენს ენერგეტიკული ცვლის, უჯრედის მემბრანის იონოტრანსპორტული სისტემის სტიმულირებას, ახდენს ნატრიუმისა და კალიუმის იონების კონცენტრაციის ნორმალიზებას, მემბრანის ლიპიდური მაჩვენებლის, მემბრანოდამოკიდებული ფერმენტების აქტივობის ნორმალიზების კონტროლს;

– აუმჯობესებს მიოკარდის დაცვისთვის ანტიოქსიდანტურ სისტემას, აქვეითებს შარდმჟავას კონცენტრაციას.

– ატფ ხასიათდება ანტიიშემიური, მემბრანომასტაბილიზებელი, ანტიარითმიული მოქმედებით, რაც მიიღწევა მიოკარდში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციით იშემიისა და ჰიპოქსიის დროს.

– ატფ აუმჯობესებს ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინიამიკის მაჩვენებლებს, კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს მიოკარდის კუმშვით უნარს, მარცხენა პარკუჭის ფუნქციონალურ მდგომარეობას და განდევნის მოცულობას, რაც განაპირობებს ფიზიკური შრომისუნარიანობის მაჩვენებლის ზრდას.

– იშემიის პირობებში პრეპარატი აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას  ჟანგბადზე, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს გულის ფუნქციონალურ მდგომარეობას, რაც განაპირობებს სტენოკარდიის შეტევის სიხშირის შემცირებას და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას.

– პრეპარატი აღადგენს ნორმალურ სინუსურ რიტმს ავადმყოფებში პარკუჭზედა პაროქსიზმული და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისას, ციმციმისა და წინაგულების თრთოლვის დროს, ასევე აქვეითებს ექტოპიური კერების აქტიობას (წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).

– ატფ უზრუნველყოფს კალიუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზებას ქსოვილებში.

ჩვენებები:

  • პრეპარატს უნიშნავენ კომბინირებულ მკურნალობაში:
  • გულის იშემიური დაავადებისას, არასტაბილური სტენოკარდიის დროს, სტენოკარდია მოსვენების და დაძაბვის;
  • პოსტინფარქტული და მიოკარდიტული კარდიოსკლეროზი (დიფუზური და კეროვანი კარდიოსკლეროზი);
  • პაროქსიზმული პარკუჭზედა და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და გულის რიტმის სხვა დარღვევები;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
  • მიოკარდიოდისტროფია;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერურიკემია;
  • მიოკარდიტი;
  • ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა

მიღების წესი და დოზირება:

კუნთში – 1მლ 1% ხსნარი 1–2–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 30–40 ინექცია. განმეორებითი კურსი – 1–2 თვის შემდეგ.

პარკუჭზედა ტაქიკარდიის პაროქსიზმის კუპირებისთვის ვენაში შეჰყავთ 1–2 მლ 1% ხსნარი (ეფექტი დგება 30–40 წამის შემდეგ). განმეორებითი შეყვანა 2–3 წუთის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის და მისი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიოკარდის მწვავე ინფარქტი;

* ბრადი არითმიის მძიმე ფორმა;

* AV–ბლოკადა II-III ხარისხის;

* ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;

* ჰემორაგიული ინსულტი.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია გულისრევის შეგრძნება, ეპიგასტრიუმში უსიამოვო შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.

ხანგრძლივი და უკონტროლო მიღებისას ჰიპერკალიემია და ჰიპერმაგნემია.

განსაკუთრებული მითითებები:

AV–ბლოკადისა და რითმის სხვა დარღვევების ერთობლიობისას პრეპარატი არ ინიშნება.

ატფ ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის კონტროლი.

არ არის სასურველი პრეპარატის მიღება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიისას.

ფრთხილად ინიშნება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებისას.

ატფ მიღება არ შეიძლება ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.

პრეპარატ ატფ–ით მკურნალობის დროს სასურველია თავშეკავება კოფეინის შემცველი პროდუქტებისგან (ჩაი, ყავა, სასმელი კოლა).

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში კლინიკური მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის დროს პრეპარატის აუცილებელი გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ბავშვები:ბავშვებში სამკურნალოდ არ გამოიყენება.

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა:

მონაცემები, რომ პრეპარატი გავლენას ახდენს ტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე, არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არ შეიძლება ატფ–ის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.

– კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის პრეპარატებთან და აგფ–ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, მაგნეროტთან და მაგნიუმის სხვა პრეარატებთან ერთად – ჰიპერმაგნიემია.

– დიპირიდამოლი აძლიერებს ატფ–ის თერაპიულ ეფექტს, ხოლო ქსანტინოლი ნიკოტინატი, კოფეინი, თეოფილინი, ამინოფილინი – ამცირებს.

– ატფ–ს შეუძლია გააძლიეროს ბეტა– ადრენორეცეპტორების ბლოკატორების, ნიტრატების მოქმედება.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ბრადიკარდიის, AV–ბლოკადის, და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.

მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაიწყოს სიმპტომური თერაპია. ბრადიკარდიისას შეჰყავთ ატროპინის სულფატი.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, 3–50C ტემპერატურაზე.

ევროფარი 150მლ სიროფი

32.00 ლარი
30.08 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევროფარი #30კაფს *

32.00 ლარი
30.08 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევროფარი #30კაფს

32.00 ლარი
30.08 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევრომაგი B6 #30ტ *

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ევრომაგი B6 #30ტ

24.00 ლარი
22.56 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰეელი-კლი-ჰელი #50ტ

20.61 ლარი
19.37 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევინოლი 400მგ #30კაფს

26.40 ლარი
24.82 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დუომაგი #30კაფს

დუომაგი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების ინსტრუქცია

 

მაგნიუმის ორი ფორმა ხანგრძლივი მოქმედებისთვის

შედგენილობა: თითოეული კაფსულა შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:

მაგნიუმის ოქსიდს 613,62 მგ (370 მგ მაგნიუმის ექვ.)

მაგნიუმის ციტრატს 158,644 მგ (30 მგ მაგნიუმის ექვ.)

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 6,08 მგ (5 მგ ვიტამინი В6-ს ექვ.)

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

დაფარვის შედგენილობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი

ერთი კაფსულა შეიცავს:

 

 

კღმმ*

მაგნიუმი

400 მგ

107 %

ვიტამინი В6

5 მგ

357%

კღმმ* – კვებითი ღირებულების მიმართებითი მნიშვნელობა

რას წარმოადგენს დუომაგი და როგორ მოქმედებს ის?

დუომაგის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მაგნიუმი და პირიდოქსინი. მაგნიუმი – ყველაზე გავრცელებული ელემენტია სხეულის ძვლებში, კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. ეს მინერალი მონაწილეობას იღებს უამრავ ბიოქომიურ რექციაში და წარმოადგენს კუნთების, მათ შორის, გულის და ნერვული სისტემის, ფუნქციონირების მნიშვნელოვან კომპონენტს.  მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ცილების ნორმალურ მეტაბოლიზმს და სინთეზს. გარდა ამისა, მაგნიუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მაგნიუმის დახმარებით ორგანიზმი ადვილად უმკლავდება დაღლას.

შედგენილობაში შედის მაგნიუმის 2 ფორმა: მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის ციტრატი. მაგნიუმის ოქსიდი შეიცავს 6-12-ჯერ მეტ სუფთა მაგნიუმს, ვიდრე მაგნიუმის მარილები. მეორეს მხრივ, მაგნიუმის ციტრატი არ აღიზიანებს კუჭს, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ორი ფორმა ერთად ერთმანეთს ავსებს, შედეგად დგება პროლონგირებული ეფექტი.

ამ ფორმულაში მაგნიუმი იმყოფება კომბინაციაში В6 ვიტამინთან, რომელიც მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულირებაში და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვას და მის მოხვედრას უჯრედში.

გამოყენების რეკომენდაციები:

მაგნიუმის დადგენილი დეფიციტი, იზოლირებული ან დაკავშირებული სხვა დეფიციტურ მდგომარეობებთან, რომელთაც ახლავს  ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, გახშირებული გულისცემა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი და სპაზმები, ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებში.

უკუჩვენება:

ბად-ის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

დოზირების რეჟიმი:

შინაგანად. მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმოებულია:

LADYHEALTHCARELLPთვის

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: დსს “Aconitum”

ლიტვა 

ფიტოპროგესტი #30კაფს

ფიტოპროგესტი

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციმიციფუგას (Black Cohosh) მშრალი ექსტრაქტი -250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი.

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაჰორმონული ანტიკლიმაქტერული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოპროგესტი – მცენარეული წარმოშობის, ესტროგენის მსგავსი პრეპარატია, ანტიკლიმაქტერული და დამამშვიდებელი მოქმედებით.  აქტიური კომპონენტები შეიცავენ ორგანოსელექციურ და მაღალსპეციფიურ ფიტოესტროგენებს, გამოხატული დოფამინერგული მოქმედებით.  ფიტოპროგესტი გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს, პრე- და კლიმაქტრულ პერიოდში, ასევე რეპროდუქტიულ ასაკში ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური კომპონენტები უკავშირდებიან  ესტროგენულ რეცეპტორებს, (მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ – ოვარიულ სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას. რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინიზირებელი  და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებით. ფიტოპროგესტი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ძვლოვან ქსოვილში, რაც დასტურდება რეპარაციული პროცესების ბიოქიმიურ მარკერებზე ზემოქმედებით(ძვალ-სპეციფიური ტუტე ფოსფატაზა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი).  კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფიტოპროგესტის მოქმედება უტოლდება კონიუგირებული ესტროგენების ეფექტს, მენოპაუზის დროს არსებული დარღვევების შესაფასებელი MRS შკალით. ფიტოპროგესტი ასტიმულირებს საშოს ზედაპირული ეპითელიოციტების პროლიფერაციას, არ იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის დაქვეითებას ნორმალური მაჩვენებლის ქვემოთ, რითაც ხელს უწყობს საკუთარი ესტროგენების პროდუქციას და საკვერცხეების ფუნქციის შენარჩუნებას. ფიტოპროგესტი, ესტროგენული პრეპარატებისგან განსხვავებით, არ ახდენს ენდომეტრიუმის პროლიფერაციის ინიცირებასა და სარძევე ჯირკვლის ესტროგენდამოკიდებული კარცინომის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას..

ფიტოპროგესტის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

ჩვენებები:

  • ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები პრე- და კლიმაქტერულ პერიოდში (სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება), ღამის ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის არასტაბილურობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, დეპრესია და სხ)
  • პრეკლიმაქსური, კლიმაქსური და პოსტკლიმაქსური სინდრომი
  • ესტროგენებისა და პროგესტერონის ბალანსის დარღვევა
  • ოვულაციის დარღვევა და უშვილობისკენ მიდრეკილება
  • მენსტრუალური ციკლის დისფუნქციური მოშლა, მათ შორის PMS
  • ალგომენორეა (მენსტრუალური სპაზმები)
  • მასტოპათია
  • ესტროგენდამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა.  კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების დროს, პაციენტებში, რომლებიც გადიან ან გაიარეს მკურნალობის კურსი.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

დამოკიდებულება სხვა მედიკამენტებთან:

ესტროგენის მსგავსი პრეპარატების მოქმედების გაძლიერების გამო, ფიტოპროგესტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღება  შეიძლება გაგრძელდეს 1 დან 6 თვემდე, დანიშვნის ჩვენებებიდან გამომდინარე. კლიმაქტერული სიმპტომების აღმოსაფხვრელად სასურველია მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.

Don`t copy text!