Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 304

ფერუს-C 100+500მგ#30კაფს

 ფერუს-C

(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის და ფოლის მჟავას კაფსულები)

 

 

შემადგენლობა:

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი

ექვივალენტური ელემენტარული რკინის  100მგ

ფოლის მჟავა BP  550 მკგ

დამხმარე ნივთიერებები   q.s.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა/ ფოლის მჟავა

ATC Code: B03AD

თერაპიული კატეგორია:

ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები

მოქმედების მეთოდი:

კომბინირებული პრეპარატი ასტიმულირებს ერითროპოეზს რკინადეფიციტური ანემიის დროს.

ფერუს-C შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით და ფოლის მჟავას. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სტრუქტურული ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის რკინის (III) ნაერთი მსგავსია ბუნებრივი რკინის - ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა(III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. ფოლის მჟავა - ვიტამინი B ჯგუფი, ასტიმულირებს ერითროპოეზს და მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინის, პირიმიდინის სინთეზში და ქოლინის ცვლაში. პრეპარატი ფერუს-C არ ახდენს კბილებზე ლაქების წარმოქმნას.

გამოყენების ჩვენებები: ფერუს-C ინიშნება

- რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის

- ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის

უკუჩვენებები: ფერუს C უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს

- ჰიპერმგრძნობელობა

- ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი)

- ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია

- პეპტური წყლულის  მწვავე სტადია

- წყლულოვანი კოლიტი

- რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);

- რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლა (ტყვიის ანემია, ანემიას, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია

კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე ორუსლობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.

დოზირება და მიღების წესი:

დღიური დოზაა ერთი კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში, 2 კაფსულა დღეში ან ექიმის მითითების მიხედვით. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრლძივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში -  რკინის მარაგის შევსებამდე.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ვარგისობის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან.

წარმოებულია ინდოეთში

სკოტიშფარმა მუმბაი ინდოეთი

 

დოპელჰერცი ომეგა-3 საბ#30ტ საღ

საღეჭი კაფსულები თევზის ქონით   და A, D, E და C ვიტამინებით

დოპელ ჰერც აქტივის საღეჭი კაფსულები შეიცავს:  ომეგა-3  უჯერ ცხიმოვან მჟავებს ვიტამინ A, D, C და E-სთან კომბინაციაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის. 

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.  

მიმდინარე სამეცნიერი კვლევები აჩვენებს დადებით ეფექტს  დღის რაციონის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებისას.ამ დროს უმჯობესდება ბავშვებში: კონცენტრაცია, სწავლის უნარი და მეხსიერება. 

ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა პროდუქტი დოპელ ჰერცი® აქტივი ომეგა-3  +

ვიტამინი A+D+E+C საბავშვო საღეჭი კაფსულები, ლიმნის გემოთი.  ის დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს: ორაგულის სუფთა ქონს და  აუცილებელ ცხიმოვან მჟავას DHA-ს (დოკოზაჰექსანის მჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანის მჟავა), აგრეთვე მნიშვნელოვანი  ვიტამინების კომბინაციას, რომლებიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. 


რა შედეგი აქვს  ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას:

ბავშვების ზრდის პერიოდში ხშირად აღინიშნება კონცენტრაციის ნაკლებობა, სწავლის გაძნელება და ყურადღების პრობლემები. 

მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რომელიც განპირობებულია უნილატერალური  ან არაბალანსირებული დიეტით. 

ამ ცხიმოვანი მჟავების მიღება ხდება, თევზის (თინუსი, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი), მცენარეული ზეთის და მწვანე ბოსტნეულის საკვებად გამოყენებით. დანამატი დოპელჰერცი აქტივი ომეგა-3 + ვიტამინი A+D+E+C საბავშვო, საკმარისია ორგანიზმისთვის დღიური ინტელექტუალური და ფიზიკური მოთხოვნილებებების დასაკმაყოფილებლად, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას ბავშვებში -ზრდის დროს და აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების უნარს. 

ზრდის და განვითარების პერიოდში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ვიტამინი A და D, რადგან ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, ძვალსა და კბილებში კალციუმის ათვისებისათვის. 

ვიტამინი C და E ხელს აუმჯობესებს  იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას. 


ერთი კაფსულა შეიცავს: 

323მგ თევზის ქონი (მინ. 25მგ ეიკოზაპენტანის მჟავა, მინ.130მგ დოკოზაჰექსანის მჟავა, 200uგ ვიტამინი A, 1.25uგ ვიტამინი D, 2.5მგ ვიტამინი E, 30 მგ ვიტამინი C.

რეკომენდაციები: 

მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში. კაფსულა შეიძლება დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა ინახებოდეს მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


ენერგეტიკული ღირებულება: 

1 კაფსულა შეესაბამება 5კკალ/21კჯ-ს].

მიომექსი #60ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ფერუმ ლეკი 50მგ/5მლ100მლ სიროფ

19.95 ლარი
18.75 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: სანდოზი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი ომეგა-3 800მგ#30კ *

დოპელჰერცი ® აქტივი

ომეგა-3

საკვები დანამატი

მათთვის ვინც ყურადღებას აქცევს ქოლესტეროლს და  სისხლში ცხიმის დონეს

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებითი თვისებები აღმოჩნდა გრენლანდიის ესკიმოსთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათი საკვები არ არის დაბალანსებული და ცხიმიანი, ესკიმოსები უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ ჯანმრთელობას ასაკის მატაბასთან ერთად. მათი რჩეული საკვები - თევზი ცივი წყლებიდან, არის ძალზე მდიდარი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ომეგა-3-ის ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია დოკოზაჰექსაენის (DHA) და ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA).

ამ დროიდან აღიარებული არის, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარული მიღება ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები  დადებითად მოქმედებენ სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების   ბალანსზე. 

დოპელჰერცი ® აქტივი ომეგა-3 კაფსულები ასევე შეიცავენ ვიტამინი E-ს.

ვიტამინიმონაწილეობს უჯრედის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვის მექანიზმში.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მთავარ როლს ასრულებენ   გულის და სისხლის მიმოქცევის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

1 კაფსულა შეიცავს: 800 მგ ორაგულის ქონი (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა, 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების 30%) და 12 მგ ვიტამინი E.

რეკომენდირებული მიღების წესი:

1-2 კაფსულა დღეში საკვების მიღების დროს საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ დოზას!

საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ კვებას.

პროდუქტი უნდა შეინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

დოპელჰერცი ® აქტივი ომეგა-3 კაფსულებს არ აქვთ  გემო და სუნი.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 კაფსულა შეესაბამება 8,0 კკალ / 30 კჯ.

მწარმოებელი: 

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74

24941 Flensburg

Germany

email: [email protected]

www.queisser.com 

მენოკომფორტი #30კაფს

მენოკომფორტი

მენოკომფორტი შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: 3.1 მგ ბეტაკაროტინი, 12 მგ ვიტამინი E, 100 მკგ ვიტამინი B9, 5.7 მგ რკინა, 5 მგ თუთია, 170 მგ ციტრუსის ექსტრაქტი, 85 მგ ფლავანოიდები. 135 მგ ბორაგოს ზეთი, 54 მგ გამა ლინოლენის მჟავა, 125 მგ თევზის ქონი, 87 მგ ომეგა 3, 41.5 მგ EPA, 30.6 მგ DHA, 14 მგ ფოსფოლიპიდები.

ჩვენებები: ვეგეტო-სიხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზურ პერიოდში: სიმხურვალის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, ძილის დარღვევები, გულისცემის გაძლიერება.

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა ერთხელ დღეში, ჭამის დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 კაფსულა 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში. შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: IRB ლაბორატორის ნუტრისანტე - 85612 მონტაიგუ, საფრანგეთი.

დოპელჰერცი მენოპაუზა #30ტ*

დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა
DoppelHerz Activ Menopausa

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30

1 ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები (ფიტოესტროგენები) 50მგ, კალციუმი 500მგ, ვიტამინი D3 5მკგ, ვიტამინი B1 1.4 მგ, ვიტამინი B2 1.6 მგ, ვიტამინი B2 2.0 მგ, ვიტამინი B12 3.0მკგ, ბიოტინი 150მკგ, ფოლიუმის მჟავა 400მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრე- და პოსტმენსტრუალურ პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტი იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ნეირო-ვეგეტატიური, გულ-სისხლძარღვთა და ურო-გენიტალური სიმპტომები, ასევე ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დეფიციტი. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის თანამედროვე სტრატეგია ვარაუდობს მაქსიმალურ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
სოიოს იზოფლავონიდები წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის და ეფექტურად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდში. სოიოს იზოფლავონიდები, მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, განსხვავდება სინთეზური ესტროგენებისაგან გვერდითი ეფექტების არარსებობით. ფიტოესტროგენების გამოყენებისას იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, რომელთაც ადგილი აქვთ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჭეშმარიტი ჰორმონალური გარდაქმნის დროს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მცირდება ალები, უეცარი, ძლიერი ოფლდენა და გაღიზიანებადობა, ასევე, ოსტეოპოროზისა და მკერდის კიბოს რისკი.
კალციუმი – მიკროელემენტია, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზმის ყველა სახის ქსოვილში. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეოებისას, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს.
ვიტამინი D3 – ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინერალური ცვლის რეგულაციაში. ვიტამინ D3 –ის უკმარისობას მივყავართ კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევამდე. ვიტამინi D3, როგორც "დამხმარე კალციუმის ათვისებაში", მართავს კალციუმის შეწოვის პროცესს ორგანიზმში და მის მოხვედრას ძვლოვან სტრუქტურაში. ამას მნიშვნელობა აქვს მენოპაუზის პერიოდში, რომლის დროსაც ორგანიზმი უფრო ცუდად ითვისებს კალციუმს.
კალციუმი და ვიტამინი D3 - რეკომენდებულია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ, ასევე, ისეთ გართულებათა თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მოტეხილობები.
ვიტამინი B1 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან ცვლაში. ამ ვიტამინის უკმარისობას მივყავართ ნახშირწყლების დაჟანგვის დარღვევამდე, ენერგეტიკული და პლასტიკური პროცესების დაბრკოლებამდე, რაც იწვევს სისხლში და ქსოვილებში დაუჟანგავი პროდუქტების ცვლას.
ვიტამინი B2 – მნიშვნელოვანია ჟანგვა-აღდგენითი პროცესების დროს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების ცვლაში, ახდენს კანის და ლორწოვანი გარსების მდგომარეობის, ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებას, წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, ეხმარება თვალს სინათლესთან ადაპტაციის პროცესში.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, უზრუნველყოფს კანის დაცვით ფუნქციას, ხელს უწყობს ზრდას.
ვიტამინი B12 – მონაწილეობს ჰემოგლობინის და ერითროციტების ფორმირებაში, ასევე, ახდენს ანემიის პროფილაქტიკას. მონაწილეობს ნახშირწყლების და ამინომჟავების ცვლაში, აუცილებელია ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების ცვლასა და სინთეზში, მათ შორის მეთიონინის და ნუკლეინის მჟავების. ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციას, ხელს უწყობს ვიტამინი B12 –ის უკეთ შეწოვას, აუცილებელია სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ფოლიუმის მჟავის უკმარისობას მივყავართ ანემიის მძიმე ფორმების განვითარებამდე, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობამდე.
ბიოტინი – მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მნიშვნელოვანია კანის, თმის და ფრჩხილების ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებისათვის. ბიოტინის უკმარისობა იწვევს კანის ანთებით ცვლილებებს, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და დაღლილობას.
ფიტოესტროგენების, კალციუმი + D3 + ვიტამინების ერთიანობა საშუალებას მოგცემთ დიდი ხნით შენარჩუნოთ ჯანმრთელობა, სილამაზე და შრომისუნარიანობა.

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 0.7 კკალ/2.9 კჯ და 0.008 პურის ერთეულს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

ფერუმ ლეკი 2მლ #10ა (კუნთის)

64.37 ლარი
60.51 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: ლეკი სანდოზი სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლედიველა #30კაფს

36.91 ლარი
34.69 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნატურე ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფერუმ ლეკი 100მგ #30საღ.ტაბლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!