Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 305

დოპელჰერცი მაგნეზია+B ვიტ#30ტ

დოპელჰერცი® აქტივი მაგნეზია 400 +B1+B6+B12 +ფოლიუმის მჟავა

 

მაგნიუმი ხელს უწყობს  ენერგეტიკული ცვლას, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის.

ვიტამინები B6 და B12 დიდ როლს ასრულებენ ნერვული სისიტემის ფუნქციონირებაში, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. გარდა ამისა აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფისა და სისხლის ფორმირების პროცესში. იგი  ვიტ. B6 და B12-თან ერთად მონაწილეობს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში.

ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები, სტრესები, ფიზიკური დატვირთვა მოითხოვს ენერგიას, კუნთოვანი სისტემის და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური მიწოდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი               სხეულის კეთილდღეობისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მაგნიუმი 400მგ

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებში  ენერგიის წარმოქმნისთვის. აუცილებელია ენზიმების აქტივობისთვის. აქედან გამომდინარე ნერვული სისტემის და კუნთების კარგი ფუნქციონირება ამ მინერალზეა დაფუძნებული. მაგნიუმის საკმარისი მარაგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის კუნთისთვის. 

მაგრამ ადაიმიანის ორგანიზმს არ შეუძლია ამ მინერალის სინთეზი და მისი მარაგი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე კუნთის ოპტიმალური ფუნქციისთვის საჭიროა მისი ადექვატური რაოდენობით მიღება. 

B- ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა 

B-ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის წარმოქმნაში. ყოველი B ვიტამინი ცალკეულ როლს ასრულებს სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციაში. 

ვიტამინი B1 აუცილებელია  გულის კუნთის ნორმალური ფუნქციუნირებისათვის. 

ვიტამინი B6 მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმისა და უჯრედის გაყოფის პროცესში. აგრეთვე ჰემოგლობინის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ჟანგბადის გადამტანს. აუმჯობესებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 აუცილებელია სისხლის წარმოქმნისთვის და ნერვული სისტემის სრულყოფილი ფუნქიონირებისთვის. 

ფოლიუმის მჟავა . B6 და B12 ვიტამინთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილების მეტაბოლიზმში და სისხლის წითელი უჯრედების გენეზში, აუცილებელია უჯრედის დაყოფისთვის და რეგენერაციისთვის,  მონაწილეობენ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში, კარდივასკულარული სისტემისთვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნება

 

დოპელჰერცი®აქტივი მაგნიუმი 400 +B1+B6+B12+ფოლიუმის მჟავა შეიცავს ვიტამინების და მინერალების შერჩეულ კომბინაციას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას ამარაგებს აუცილებელი ნუტრიენტებით, საკმარისი ენერგიისთვის, რომელიც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

400მგ მაგნიუმი, 4.2მგ ვიტამინი B1, 5მგ ვიტამინი B6, 3მკგ ვიტამინი B12, 600მკგ ფოლიუმის მჟავა. 

არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტეინს

 

მიღების წესი და დოზირება:

ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. საჭიროებისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამის დოზას! 

 

რეკომენდაციები: 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. პროდუქტი უნდა შეინახონ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ენერგეტიკული ღირებულება: 

1 ტაბლეტი შეიცავს 0.5კკალ/2.0კჯ-ს.

კლიმაქტოპლანი #100ტ *

25.75 ლარი
24.20 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფერუმ ლეკი 100მგ #10საღ.ტაბლ

9.10 ლარი
8.55 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: ლეკი სანდოზი სლოვენია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი კონსეპტ.ქალის#30კაფ

დოპელჰერცი ® აქტივი

კონსეპტივი ქალებისათვის

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

დოპელჰერცი® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის

არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს                                                                                                         

ვიტამინები

მიკროელემენტები

მცენარეების ექსტრაქტები

ბიოაქტიური საკვები დანამატები 

ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი მოწინავე ფორმულა

ქალებისათვის ვისაც სურს ბავშვის ჩასახვა

როდესაც წყვილს აქვს ჩასახვის სურვილი, წარმატების მეტი ალბათობაა, თუ ორივე კაციც და ქალიც  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  ცხოვრების წესს და დიეტას. სპეციფიური საკვების მიღება არის აუცილებელი ოპტიმალური რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის .

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის შემუშავებული იქნა ქალების  სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის  ხელშესაწყობად. ის  შეიცავს ფოლის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ემბრიონის ნორმალურ განვითარებას და ამზადებს ქალებს ჯანსაღი ორსულობისათვის. ის შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს ნორმალურ ნაყოფიერებას და რეპროდუქციას და ვიტამინი B6, რომელიც ეხმარება  ჰორმონების მოქმედების რეგულირებას. ვიტამინი B12, D ვიტამინი, რკინა და მაგნიუმი აუცილებელია  უჯრედების გაყოფის მაღალი სისწრაფისათვის. იოდი აუცილებელია ნორმალური ემბრიოგენეზისა და ნაყოფის  ნევროლოგიური და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებისათვის.

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი ქალებისათვის  შეიცავს აგრეთვე ანტიოქსიდანტებს როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E და ბეტა კაროტინი და ასევე ისეთ ბიოაქტიურ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა L-აგრინინი,  და ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი, რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

ფოლიის მჟავა ინოზიტოლთან კომბინაციაში  ხელს უწყობს ოვულაციის ფუნქციას, ეხმარება საკვერცხეების რიტმის რეგულირებას და დადებითად მოქმედებს ოოციტების ხარისხზე.

ქოლინი ფოლიუმის მჟავასთან ურთიერთქმედებით ამცირებს  ნერვული მილის დეფექტების რისკს. B-ვიტამინები, რკინა და თუთია ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ  წარმოქმნას. ვიტამინ D3-თან  ერთად დოპელჰერცი ® აქტივ კონსეპტივ ქალებისათვის კაფსულებში არსებული საკვები დანამატების ერთობლიობა უზრუნველყოფს ქალის სიცოცხლისუნარიანობას და სრულყოფილ ჯანმრთელობას.

შემადგენლობა

1 კაფსულა

 

შემადგენლობა

1 კაფსულა

ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი

100 მგ

ფოლის მჟავა

800 მკგ

ქოლინი

100 მგ

ვიტამინი B12

5 მკგ

L-აგრინინი

  50 მგ

ბიოტინი

20 მკგ

ინოზიტი

  50 მგ

პანტოთენის მჟავა

8 მგ

ბეტა კაროტინი

    3 მგ

მაგნიუმი

60 მგ

ვიტამინი D3

15 მკგ

რკინა

20 მგ

ვიტამინი K

75 მკგ

თუთია

15 მგ

ვიტამინი E

30 მგ

მანგანუმი

2 მგ

ვიტამინი C

90 მგ

სპილენძი

1 მგ

ვიტამინი B1

2,2 მგ

სელენი

50 მკგ

ვიტამინი B2

2,4 მგ

ქრომი

40 მკგ

ნიკოტინამიდი

20 მგ

იოდი

140 მკგ

ვიტამინი B6

2,8 მგ

 

რეკომენდებული დოზა:

დღეში 1 ტაბლეტი საკვების მიღების დროს საკმარისი წყლით. არ დაღეჭოთ.

არ გადაჭარბებოთ  ზემოთ აღნიშნულ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. მოარიდეთ ბავშვებს.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 კაფსულა შეესაბამება 0.1 კკალ / 0.4 კჯ.

არ შეინახოთ 25 ° C-ზე ზემოთ.

მადლობა, რომ  ენდობით დოპელჰერცის  მაღალი ხარისხის პროდუქციას

SK impex დისტრიბუტორი საქართველოში

კლიმაქტოპლანი #100ტ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტი #100

1 ტაბლეტში შედის:
აქტიური კომპონენტები: Cimicifuga D2 (ციმიციფუგა) _ 25 მგ; Sepia D2 (სეპია) _ 25 მგ;, Ignatia D3 (იგნაცია) _ 25 მგ; Sanguinaria D2 (სანგვინარია) _ 25 მგ;
დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
აღწერა
ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ღია რუხი ან რუხი ნაჭდევით, დამახასიათებელი სუნის გარეშე. იშვიათად, ტაბლეტები შესაძლოა დაწინწკლული იყოს.

ჩვენებები

კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

მიღების წესები და დოზები

მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.
თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N- ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გამოვლენილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Deutsche Homöopathie-Union
გერმანია

ფერსინოლი 100მგ/2მლ ი.მ #5ა

62.53 ლარი
58.78 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: იდოლ ილაჩ დოლუმ სანაი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დოპელჰერცი კონსეპტ.მამაკ#30კაფ

დოპელჰერცი® აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისათვის

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს                                                                                                         

ვიტამინები

მიკროელემენტები

მცენარეების ექსტრაქტები

ბიოაქტიური საკვები დანამატები

ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი მოწინავე ფორმულა

მამაკაცებისათვის ვისაც სურს სპერმის ხარისხის გაუმჯობესება

როდესაც წყვილს აქვს ჩასახვის სურვილი, წარმატების მეტი ალბათობაა, თუ ორივე კაციც და ქალიც  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  ცხოვრების წესს და დიეტას. სპეციფიური საკვების მიღება არის აუცილებელი   ოპტიმალური რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის .

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისათვის შემუშავებული იქნა კაცების სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მხარდასაჭერად. მისი ფორმულა შეიცავს თუთიას და სელენს, რომლებიც აუცილებელია ნორმალური სპერმატოგენეზისა და ნაყოფიერებისათვის. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ტესტოსტერონის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას, ფოლის მჟავა, ვიტამინი B12 და რკინა უზრუნველყოფენ სპერმის უჯრედების წარმოქმნის მაღალ სისწრაფეს სპერმატოგენეზის დროს. ვიტამინი A სპერმის უჯრედების მომწიფებისათვის არის საჭირო.

დოპელჰერცი ® აქტივი კონსეპტივი მამაკაცებისათვის  შეიცავს აგრეთვე ანტიოქსიდანტებს როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E, კოენზიმ Q10, გლუტატიონი და ლიკოპენი და ასევე ისეთ ბიოაქტიურ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა L-აგრინინი,  მაკას, ციმბირული ჟენშენის და ფიჭვის ქერქის ექსტრაქტები , რომლებიც დადებითად მოქმედებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

კარნიტინი ახდენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიებში ტრანსპორტირებას სადაც ისინი უჯრედების ენერგიის მისაღებად გამოიყენებიან.

ქრომი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ნორმალური გლუკოზის დონის შენარჩუნებას.

B-ვიტამინები, რკინა და თუთია ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ  წარმოქმნას.

ვიტამინ D3-თან  ერთად დოპელჰერცი ® აქტივ კონსეპტივ მამაკაცებისათვის  კაფსულაში არსებული  საკვები დანამატების ერთობლიობა უზრუნველყოფს მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობას და სრულყოფილ ჯანმრთელობას.

შემადგენლობა

1 კაფსულა

 

შემადგენლობა

1 კაფსულა

L-აგრინინი

100 მგ

ვიტამინი B1

2,2 მგ

L-კარნიტინი

100 მგ

ვიტამინი B2

2,8 მგ

მაკას ექსტრაქტი

100 მგ

ნიკოტინამიდი

24 მგ

ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი

50 მგ

ვიტამინი B6

2,8 მგ

ლიკოპენი

1,5 მგ

ფოლის მჟავა

400 მკგ

ინოზიტი

20 მგ

ვიტამინი B12

5 მკგ

ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი

20 მგ

ბიოტინი

150 მკგ

ციტრუსის ბიოფლავონოიდები

2 მგ

პანტოთენის მჟავა

10 მგ

გლუტატიონი

2,5 მგ

რკინა

14 მგ

კოენზიმ Q10

2 მგ

თუთია

15 მგ

ვიტამინი A

750 მკგ

მანგანუმი

1 მგ

ვიტამინი D3

15 მკგ

სპილენძი

1 მგ

ვიტამინი E

30 მგ

სელენი

55 მკგ

ვიტამინი C

60 მგ

ქრომი

40 მკგ

რეკომენდებული დოზა:

დღეში 1 ტაბლეტი საკვების მიღების დროს საკმარისი წყლით. არ დაღეჭოთ.

არ გადაჭარბებოთ  ზემოთ აღნიშნულ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. მოარიდეთ ბავშვებს.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 კაფსულა შეესაბამება 0.2 კკალ / 0.8 კჯ.

არ შეინახოთ 25 °C-ზე ზემოთ.

მადლობა, რომ  ენდობით დოპელჰერცის  მაღალი ხარისხის პროდუქცია

ფერსინოლ-Z #30კაფს

ფერსინოლ-Z
(FERSINOL-Z)

წამლის ფორმა
მაგარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა.

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:

რკინის სულფატი გამომშრალი 150.0 მგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) 0.5 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 50.0 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 2.0 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 2.0 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)  1.0 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 10.0 მგ
თუთია (სულფატის ფორმით) 25.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.

ათქ კოდი:  B03AE03.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებები. ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰემოპოეზის მასტიმულირებლები, რკინის პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერსინოლ-Z ანემიის საწინააღმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის სულფატი (II) ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. სუბტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან და B ჯგუფის ვიტამინებთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს  სისხლის შედედებას, დამჟავება-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის და ნორმობლასტების განვითარებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადსხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ს ინფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მ.შ. კანის უჯრედების).
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილის სუნთქვაში, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაში.
თუთია სულფატის სახით ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვალის ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში. თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი აუცილებლობით სისხლის წარმოქმნის პროცესების მოწესრიგებაში, ჭრილობების რეპარაციაში, რომლის მოქმედების მოლეკულური მექანიზმები დაკავშირებულია ბევრი ფერმენტის აგებულობასა და ფუნქციონირებაში თუთიის მონაწილეობასთან.

გამოყენების ჩვენებები
_ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
_ რკინის ფარული დეფიციტი;
_ სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
_ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
_ ჰიპო- და ავიტამინოზები.

უკუჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინის B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტით);
_ ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
_ ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
რათა არ მოხდეს რკინის შეწოვის დაქვეითება რეკომენდებული არ არის კაფსულებზე შავი ჩაის, ყავის, რძის მიყოლება.
განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ აქვეითებს ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნებულობა, დეპრესია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტის დროს 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.
ორსულ ქალებში, დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთკვირიანი შესვენებით მშობიარობამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ.
ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის კონტროლით. რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს სრულად შევსებამდე.
სამედიცინო აბორტის წინ 1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ 1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუალურ პერიოდში: 1 კაფსულა 2 დღე მენსტრუაციის დაწყებამდე, მთელი ციკლის განმავლობაში და 2 დღე მისი დამთავრების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
პირებს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიაში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის მკრთალი ფერი.
მკურნალობა: საჭიროების შმეთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა ან პაციენტის კლინიკაში მიყვანა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ასევე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს არღვევენ რკინის შეწოვას არახსნადი კომპლექსების შექმნის შედეგად.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ამცირებენ რკინის შეწოვას.
ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონული კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერონთან ერთად გამოყენებისას ქვეითდება ფოლის მჟავის ათვისება.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პენიცილამინთან ერთად დანიშვნისას წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთები, რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და ანტიბიოტიკების მიკრობების საწინააღმდეგო აქტივობას.

გამოშვების ფორმა
მაგარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა.
6 სპანსულირებული კაფსულა, დაბეჭდილი ბლისტერში.
5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
"ე.ი.პ.ი.კო.", ეგვიპტე, ტენს ოვ რამადან სიტი, პირველი სამრეწველო ზონა B1, ს/ყ 149 ტენს.
“E.I.P.I.Co.”, Egypt, Tenth of Ramadan City, First Industrial Area BI, P.O. box: 149 Tenth..

წარმოებულია
"ვორლდ მედიცინისათვის", ინგლისი.

კლიმაქტო-რიცი #30კაფს

კლიმაქტო-რიცი
Cimicifuga


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
  კლიმაქსის სამკურნალო

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.

მოქმედების მექანიზმი

კლიმაქტო-რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები-ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. პრეპარატს ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

ჩვენება

ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მომატებული გაღიზიანებადობა;
- ხასიათის ლაბილობა;
- ძილის დარღვევა;
- გულისცემის გაძლიერება.

უკუჩვენება

- ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
პრეპარატის სხვა საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებაზე.

დოზირება და მიღების წესი

კლიმაქტო-რიცი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საღამოს.
კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
პრეპარატის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

კაფსულა 40 მგ; 30 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე!

დოპელჰერცი იროტეკი #30ტ

დოპელჰერცი ® აქტივი

იროტეკი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

რკინა + ფოლიუმის მჟავა

შემოგარსული ტაბლეტი:

600მკგ.  ფოლიუმის მჟავა
158მგ რკინის სულფატი 


არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს  

ძლიერმოქმედი რკინა ორსულობისთვის

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმს ყველაზე მაღალი მოთხოვნები გააჩნია. ამ დროს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მას ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. მისი დიეტა უნდა შეესაბამებოდეს მისი და ბავშვის საჭიროებებს. ორსულობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის და ფოლიუმის მჟავას ადექვატური მიღება: 

• რკინა საჭიროა ჰემოგლობინის პროდუქციისთვის, რომელზეც იზრდება მოთხოვნილება ორსულობის დროს, რათა საკმარისი ჟანგბადით მომარაგდეს დედა და ნაყოფი. 

• ფოლიუმის მჟავა საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის და ხელს უწყობს განვითარების ანომალიების შემცირებას როგორიცაა ნერვული ღეროს დეფექტებით გამოწვეული სიმახინჯეები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით ორსულმა ქალებმა რკინის და ფოლიუმის მჟავას დანამატის მიღება უდნა დაიწყონ რაც შეიძლება ადრე. 

დოპელჰერცი აქტივი იროტეკი შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს რკინის და ფოლიუმის მჟავას ოპტიმალურ რაოდენობას. 
ორსულობის ადრეულ სტადიაზე დოპელჰერც აქტივი იროტეკის დღეში ერთი ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს დედის და ნაყოფის ჰემოგლობინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ანტენატალური ანემიის პრევენციას და აქვეითებს ნერვული მილის დეფექტების რისკს. რკინის და ფოლიუმის მჟავას ეს კომბინაცია აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს ორსულობის გამოსავალზე. 

 

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

158მგ რკინის სულფატი და 600მკგ ფოლიუმის მჟავა. 


რეკომენდაციები:

მიიღეთ დღეში 1 ტაბლეტი ჭამის დროს საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ  სადღეღამისო დოზას. მიიღეთ მაქსიმუმ 1 ტაბლეტი 24 საათში ერთხელ. 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


ენერგეტიკული ღირებულება: 

1 კაფსულა შეესაბამება 0.1კკალ/0.4 კჯ-ს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 

Don`t copy text!