Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 304

ევრომაგი B6 #30ტ

24.00 ლარი
22.56 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰეელი-კლი-ჰელი #50ტ

20.61 ლარი
19.37 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევინოლი 400მგ #30კაფს

26.40 ლარი
24.82 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დუომაგი #30კაფს

დუომაგი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების ინსტრუქცია

 

მაგნიუმის ორი ფორმა ხანგრძლივი მოქმედებისთვის

შედგენილობა: თითოეული კაფსულა შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:

მაგნიუმის ოქსიდს 613,62 მგ (370 მგ მაგნიუმის ექვ.)

მაგნიუმის ციტრატს 158,644 მგ (30 მგ მაგნიუმის ექვ.)

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 6,08 მგ (5 მგ ვიტამინი В6-ს ექვ.)

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

დაფარვის შედგენილობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი

ერთი კაფსულა შეიცავს:

 

 

კღმმ*

მაგნიუმი

400 მგ

107 %

ვიტამინი В6

5 მგ

357%

კღმმ* – კვებითი ღირებულების მიმართებითი მნიშვნელობა

რას წარმოადგენს დუომაგი და როგორ მოქმედებს ის?

დუომაგის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მაგნიუმი და პირიდოქსინი. მაგნიუმი – ყველაზე გავრცელებული ელემენტია სხეულის ძვლებში, კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. ეს მინერალი მონაწილეობას იღებს უამრავ ბიოქომიურ რექციაში და წარმოადგენს კუნთების, მათ შორის, გულის და ნერვული სისტემის, ფუნქციონირების მნიშვნელოვან კომპონენტს.  მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ცილების ნორმალურ მეტაბოლიზმს და სინთეზს. გარდა ამისა, მაგნიუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მაგნიუმის დახმარებით ორგანიზმი ადვილად უმკლავდება დაღლას.

შედგენილობაში შედის მაგნიუმის 2 ფორმა: მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის ციტრატი. მაგნიუმის ოქსიდი შეიცავს 6-12-ჯერ მეტ სუფთა მაგნიუმს, ვიდრე მაგნიუმის მარილები. მეორეს მხრივ, მაგნიუმის ციტრატი არ აღიზიანებს კუჭს, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ორი ფორმა ერთად ერთმანეთს ავსებს, შედეგად დგება პროლონგირებული ეფექტი.

ამ ფორმულაში მაგნიუმი იმყოფება კომბინაციაში В6 ვიტამინთან, რომელიც მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულირებაში და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვას და მის მოხვედრას უჯრედში.

გამოყენების რეკომენდაციები:

მაგნიუმის დადგენილი დეფიციტი, იზოლირებული ან დაკავშირებული სხვა დეფიციტურ მდგომარეობებთან, რომელთაც ახლავს  ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, გახშირებული გულისცემა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი და სპაზმები, ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებში.

უკუჩვენება:

ბად-ის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

დოზირების რეჟიმი:

შინაგანად. მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოყენებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმოებულია:

LADYHEALTHCARELLP–თვის

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: დსს “Aconitum”

ლიტვა 

ფიტოპროგესტი #30კაფს

ფიტოპროგესტი

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციმიციფუგას (Black Cohosh) მშრალი ექსტრაქტი -250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაჰორმონული ანტიკლიმაქტერული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოპროგესტი – მცენარეული წარმოშობის, ესტროგენის მსგავსი პრეპარატია, ანტიკლიმაქტერული და დამამშვიდებელი მოქმედებით.  აქტიური კომპონენტები შეიცავენ ორგანოსელექციურ და მაღალსპეციფიურ ფიტოესტროგენებს, გამოხატული დოფამინერგული მოქმედებით.  ფიტოპროგესტი გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს, პრე- და კლიმაქტრულ პერიოდში, ასევე რეპროდუქტიულ ასაკში ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური კომპონენტები უკავშირდებიან  ესტროგენულ რეცეპტორებს, (მოქმედებს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ – ოვარიულ სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას. რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინიზირებელი  და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებით. ფიტოპროგესტი დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე ძვლოვან ქსოვილში, რაც დასტურდება რეპარაციული პროცესების ბიოქიმიურ მარკერებზე ზემოქმედებით(ძვალ-სპეციფიური ტუტე ფოსფატაზა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი).  კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ ფიტოპროგესტის მოქმედება უტოლდება კონიუგირებული ესტროგენების ეფექტს, მენოპაუზის დროს არსებული დარღვევების შესაფასებელი MRS შკალით. ფიტოპროგესტი ასტიმულირებს საშოს ზედაპირული ეპითელიოციტების პროლიფერაციას, არ იწვევს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის დაქვეითებას ნორმალური მაჩვენებლის ქვემოთ, რითაც ხელს უწყობს საკუთარი ესტროგენების პროდუქციას და საკვერცხეების ფუნქციის შენარჩუნებას. ფიტოპროგესტი, ესტროგენული პრეპარატებისგან განსხვავებით, არ ახდენს ენდომეტრიუმის პროლიფერაციის ინიცირებასა და სარძევე ჯირკვლის ესტროგენდამოკიდებული კარცინომის უჯრედების პროლიფერაციის სტიმულირებას..

ფიტოპროგესტის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

ჩვენებები:

  • ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები პრე- და კლიმაქტერულ პერიოდში (სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება), ღამის ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის არასტაბილურობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, დეპრესია და სხ)
  • პრეკლიმაქსური, კლიმაქსური და პოსტკლიმაქსური სინდრომი
  • ესტროგენებისა და პროგესტერონის ბალანსის დარღვევა
  • ოვულაციის დარღვევა და უშვილობისკენ მიდრეკილება
  • მენსტრუალური ციკლის დისფუნქციური მოშლა, მათ შორის PMS
  • ალგომენორეა (მენსტრუალური სპაზმები)
  • მასტოპათია
  • ესტროგენდამოკიდებული ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა.  კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების დროს, პაციენტებში, რომლებიც გადიან ან გაიარეს მკურნალობის კურსი.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

დამოკიდებულება სხვა მედიკამენტებთან:

ესტროგენის მსგავსი პრეპარატების მოქმედების გაძლიერების გამო, ფიტოპროგესტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღება  შეიძლება გაგრძელდეს 1 დან 6 თვემდე, დანიშვნის ჩვენებებიდან გამომდინარე. კლიმაქტერული სიმპტომების აღმოსაფხვრელად სასურველია მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: Alfa Vitamins Laboratories Inc. USA.

დუოვიტი ქალების #30ტ

30.10 ლარი
28.30 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰეფი ფერო #21კაფს

34.34 ლარი
32.27 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დუოვიტი მამაკაცების #30ტ

30.10 ლარი
28.30 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ხელა-ფერ მედ+ #30კაფს

ხელა-ფერ მედ +

ახალი თაობის რკინა

რაოდენობა შეფუთვაში: N 30 კაფსულა

ხელა-ფერ მედ +  არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელშიც რკინა წარმოდგენილია ხელატური ამინომჟავების სახით ალბიონი ®  (რკინის ბისგლიცინატი), რომელიც გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით.

ხელა-ფერ მედ +  მახასიათებლები:

  • მაღალი ბიოშეღწევადობა
  • უსაფრთხოება
  • ხელატური ამინომჟავების სტრუქტურა მეცნიერულად დადასტურებულია და დაპატენტებულია FT-IR   TRAACS ®  მეთოდით
  • კარგი ამტანობა და გვერდითი მოვლენების სიმცირე
  • მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია რკინის უპირატესობა ვიტამინებთან და მინერალებთან კომბინაციის გარეშე

უფრო მეტიც, ხელა-ფერ მედ + აქვს:

  • FDA -ს მიერ მინიჭებული GRAS სერტიფიკატი (ზოგადად აღიარებულია უსაფრთხოდ);
  • EFSA (ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის) პოზიტიური აზრი;

Albion® -ის რკინის ამინო აციდური ხელატი სრულიად ჰიპოალერგიულია (აშშ პატენტი N 7,838,040), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პროდუქტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კვებითი ღირებულება

ინგრედიენტები

1 კაფსულა

100 გ

ენერგეტიკული ღირებულება

5,4კჯ/1,3 კკალ

1338კჯ/319კკალ

ცხიმი

0.6 გ

მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები

0,6 გ

ნახშირწყლები

0,1 გ

36 გ

მათ შორის შაქარი

0,01 გ

2,3 გ

ცილა

0,2

42,5 გ

რკინა

30 მგ

7,5 გ

შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი (რკინის ამინოაციდური ხელატი), მალტოდექსტრინი – შემავსებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა -შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი – შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, კაფსულა( ჟელატინი – კაფსულის კომპონენტი, ფერი: ტიტანიუმის დიოქსიდი).

რეკომენდაცია გამოიყენებისთვის:

  • რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში: ორსულობა და ლაქტაცია;
  • ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის დროს;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდში;
  • რკინის შეწოვის დარღვევა;
  • რკინადეფიციტური ანემია;
  • რკინის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია მადის დაქვეითებით, არაბალანსირებული კვებით;
  • რკინის დეფიციტი ქიმიოთერაპიისა და პერიოპერაციულ პერიოდში;
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი;

რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: Olimp Laboratories Sp. z o.o

დორადო 200მლ ხსნარი

დორადო®  – Dorado®

შემადგენლობა: სიროფის ყოველი  5მლ. შეიცავს: საერთო ომეგა-3 –1000 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 360 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 240 მგ., L-არგინინი- 100მგ., L კარნიტინი- 50მგ., თუთიის ოქსიდი- 10მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ., ვიტამინი  A- 150მკგ., ვიტამინი D- 5მკგ., ვიტამინი ჩ- 20მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბანანის ნატურალური არომატიზატორი, დამტკბარი მანტიტოლით.

ფარმაკოლოგიური  თვისებები:  თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას.   საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად. L-არგინინი ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს არტერიულ წნევას. L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტემინების მსგავსი ნივთიერებაა, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ ამტანობას. თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ. E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს. ვიტამინი  A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.

ფარმაკოლოგიური  მოქმედება: დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. დორადო® აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. დორადო® უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.

ჩვენებები:                                                                                                           

  • – ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა                                                   
  •  – ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია                                                     
  • – ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია                                                   
  • – მეხსიერების დაქვეითება, დემენცია                                                                     
  • – ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია                                                                             
  • – თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)                                                                             
  • – რევმატოლოგიური დაავადებები                                                                             
  • – ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)                                                                     
  • – ტუბერკულოზი                                                                                           
  • – იმუნიტეტის დაქვეითება                                                                                           
  • – რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი                                                                                     

დოზირება და მიღების წესი:  6 თვიდან 4 წლამდე: 2,5 მლ. 1-ჯერ დღეში; 4-9 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში;  9-14 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში;  14 წელი და ზემოთ: 15 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.                                                                 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. 

გამოშვების ფორმა: სიროფი ბანანის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.

მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti.  Ankara/Turkiye

საკვები დანამატი. 

Don`t copy text!