Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 313

გალეგადეპი #30ტ

30.75 ლარი
28.91 ლარი

ქვეყანა: სან მარინო

მწარმოებელი: ერბოზეტა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბრიფოლი 400მკგ #30ტ

ბრიფოლი

შემადგენლობა:ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ  ვიტამინი B9. #30

ჩვენება:

  • – ანემია, გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტით;
  • – ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
  • – თირკმლის პათოლოგიები;
  • – ალკოჰოლიზმი.
  • – მეტოტრექსატით მკურნალობა
  • – ფოლიუმის მჟავის დეფიციტი 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ფოლის მჟავას მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. 400 – 1000 მკგ დღიური დოზა.

მაღალი დოზები 5 მგ მდე მიიღება   ექიმის კონსულტაციით

განსაკუთრებული გაფრთხილება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ციანკობალამინის კონცენტრაციის შემცირება.

ორსულობა–ლაქტაცია: გამომდინარე იქედან , რომ ფოლის მჟავას დეფიციტი განსაკუთრებით დაუშვებელია  ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მისი გამოყენება უნდა იწყებოდეს ორსულობის მოსამზადებელ პერიოდშივე

დამატებითი კონსულტაციისა და  ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს 

აფთიაქიდან გაიცემა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

NATURES   AID   .UK ინგლისი

ბონექსი ულტრა#30ტ საღ

ბონექსი ულტრა

ვიტამინი D3  5000 სე მაგნიუმი + ვიტამინი K2 (Mk7)

უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, ამშვიდებს სხეულსა და გონებას.

1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

  • მაგნიუმი – 200 მგ, მაღალი აბსორბირების მქონე გლიცინატი/ხელატის კომპლექსი
  • ვიტამინი D3  – 5000 (სე),  რომელიც საჭიროა სისხლში D ვიტამინის  სასურველ დონემდე>30 ნგ/მლ მისაღწევად
  • ვიტამინი K2 (MK7) 100 მკგ,  აინჰიბირებსარტერიების კალციფიკაციას და უნარჩუნებს სისხლძარღვებს ელასტიურობას

ბონექსი ულტრა შეიცავს  მაგნიუმის  გლიცინატის უნიკალურ ფორმას  (ხელატირებული ამინომჟავს ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს მაგნიუმის ხანგრძლივ და ნელ გამონთავისუფლებას, დანაკარგის გარეშე, მაღალი ბიოშეღწევადობით. მაგნიუმის მაღალი ბიოშეღწევადობა ავსებს მაგნიუმის ქრონიკულ დეფიციტს

მაგნიუმი:

  • ააქტიურებს  მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში
  • იღებს მონაწილეობას ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე
  • ხელს უწყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას
  • აუცილებელია კალციუმის შეწოვაში
  • ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს)
  • ახდენს გულის  რითმის მუშაობის სტაბილიზაციას
  • ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას
  • აფერხებს სისხლძარღვთა კედელში კალციუმის ჩალაგებას
  • ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის, კუნთების სიძლიერისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში
  • ეხმარება ორგანიზმს სიმშვიდის შენარჩუნებაში
  • უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას

ბონექსი ულტრა უზრუნველყოფს სისხლში D  ვიტამინის ოპტიმალურ დონემდე მიღწევას , 50-80 ნგ/მლ ( შრატის 25 (OH) D3- ის მიხედვით)

D  ვიტამინი:

  • არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში.  ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს
  •  აძლიერებს და არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას
  •  ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას
  • D ვიტამინი მონაწილეობს  სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
  •  ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.

D ვიტამინის  დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. D ვიტამინის  მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის,  გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

ბონექსი ულტრა   შეიცავს  K2 ვიტამინის  ნატურალურ ფორმას  (MK-7 მენაქინონი-7)

მხოლოდ D3 ვიტამინის  მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია ,  რომ K2 ვიტამინი  (MK-7 მენაქინონი-7)  ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც  უზრუნველყოფს  კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა)  კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი  აუმჯობესებს  სისხლძარღვთა ელასტიურობას.

K2 ვიტამინი:

  • მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში
  • ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში
  • ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს
  • ამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს
  • ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის  დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით
  • ოსტეოპოროზი
  • ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა როგორიცაა: ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • გულ – სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები
  • ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები) მენოპაუზა
  • ხანდაზმული  ასაკი

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი D3

 (ქოლეკალციფეროლი)

5000  სე  (1250%)

ვიტამინი K2  (  Mk7 – მენაქინონი)

100 მკგ   ( 125%)

მაგნიუმი ( გლიცინატი / ხელატი )

200 მგ  (50% )

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.

მიღება და დოზირება:  1 საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთჯერ კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე  პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 საღეჭი ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ.

ბონექსი პლუსი #30ტ

ბონექსი პლიუსი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 800 ს.ე, კალციუმი (კარბონატი) 600 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმ-ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის უკმარისობას. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, კალციუმი აგრეთვე მონაწილეობს ნერვული გამტარობის და კუნთების შეკუმშვის რეგულირებაში.

ჩვენება:

  • • კალციუმისა და /ან ვიტამინი D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • • ოსტეოპოროზის ( მენოპაუზის, სენილურის, სტეროიდულის, იდიოპათიურისა და სხვ.) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა)

მიღება და დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პირებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

მწარმოებელი: ,,AMVILAB’’ – ა.შ.შ სერთიფიცირებულია აშშ –ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA-ს მიერ

ბონექსი K #30ტ საღ

ბონექსი K 

ბონექსი K  D3 ვიტამინის  დაK2 ვიტამინის  ინოვაციური ფორმულა  ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

–  შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის

რატომაა D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის  კომბინაცია იდეალური?

  • D3 ვიტამინის  მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. 
  • ბონექსი K  შეიცავს  K2 ვიტამინის  ნატურალურ ფორმას  (MK-7 მენაქინონი-7), რომელიც  ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც  უზრუნველყოფს  კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში.
  • K2 ვიტამინი GLA  ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა)  კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას.
  • K2 ვიტამინი ასევე ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.

D  ვიტამინი

  • D ვიტამინი  არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში.  ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს
  • D ვიტამინი მონაწილეობს  სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

D ვიტამინის  დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D ვიტამინის  მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის,  გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.

K2 ვიტამინი

  • მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში
  • ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში
  • ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს
  • ამცირებს გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს
  • ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას

ჩვენება:

  • D3 ვიტამინის  დეფიციტი
  • K2 ვიტამინის დეფიციტი
  • ოსტეომალაცია განპირობებული D3 ვიტამინის  დეფიციტით
  • ოსტეოპოროზი
  • მენოპაუზა
  • ხანდაზმული  ასაკი
  • გულ – სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებები (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება)
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები
  • სიმსივნური დაავადებები
  • ქიმიოთერაპია
  • სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ქოლესტერინის სინთეზის იჰიბიტორები , პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი D(ქოლეკალციფეროლი)

2000  სე  – 500 %

ვიტამინი K2 (Mk 7)

75 მკგ   – 94%

დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი) , მცენარეული სტეარინის მჟავა,  მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.      

მიღება და დოზირება:  1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 საღეჭი ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA – ს მიერ.                                                                                                                                                                                                                                     

ბონექსი #60ტ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): vitamin D, calcium, magnesium.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი; ვიტამინების კომპლექსი მიკროელემენტებით;

ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.

მწარმოებელი ქვეყანა: აშშ; AMVILAB

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა:

3 ტაბლეტზე დოზირება: კალციუმი – 1000მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 600IU; მაგნიუმი (ოქსიდი) – 500მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბონექსის ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამინ D3 და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები:

* სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

* ინტენსიური ზრდის პერიოდი;

* მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;

* კალციუმის და D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;

მიღების წესი და დოზები:

* 1-9- წელი – 1-2 ტაბლეტი დღში;

* 9-14 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;

*14-18 წელი – 3-4 ტაბლეტი დღეში;

* 19-50 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;

* 50 წელზე ზევით – 3 ტაბლეტი დღეში.

ტრიმეტაბოლი 3გ ფხვ 150მლ სუსპ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არაჰორმონული ანაბოლური საშუალება B ჯგუფის ვიტამინებით

შემადგენლობა:


5 მლ მომზადებული ხსნარი შეიცავს:
მეტოპინი – (5 – (1-მეთილპიპერიდილიდენ – 4) – 5H – დიბენზო (a,d) ციკლოჰეპტენაცეფილინატი)
_ 1,75 მგ;
L – ლიზინის ჰიდროქლორიდი _ 250 მლ;
D,L –კარნიტინის ჰიდროქლორიდი _ 375 მგ;
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) _ 1000 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:


ტრიმეტაბოლი _ კომბინირებული პრეპარატია, მადის სტიმულაციისა და ორგანიზმის ჰარმონიული ზრდისათვის. ტრიმეტაბოლი აღკვეთს მადის დაქვეითების ყველა მიზეზს: აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს. მეტოპინი: ტრიმეტაბოლის ძირითადი ნივთიერებაა. ის ორიგინალური
ნივთიერებაა, რომელიც ანტისეროტონინული მოქმედების გზით სელექტიურად მოქმედებს შიმშილის ცენტრზე და ასტიმულირებს მადას ჰიპოთალამუსის დონეზე. L-კარნიტინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი Вт) უზრუნველყოფს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიების შიგნით, მათ ß-დაჟანგვას და ატფ-ის სინთეზს. აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რის შედეგადაც უმჯობესდება საკვების ათვისება, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შეწოვა. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილისა და ნერვული სისტემის განვითარებაში. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანელებს ათეროსკლეროზული
ფოლაქების წარმოქმნის პროცესს. მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას. L-ლიზინის ჰიდროქლორიდი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ყველა ცილის შემადგენლობაში. ის ასრულებს არაჰორმონული ანაბოლიკის როლს. ზრდის კუნთოვან მასას და ძალას. ლიზინი
აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ, ზრდის იმუნიტეტს. აქვეითებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ტრიმეტაბოლი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B6, B12), რომლებიც კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ხელს უწყობენ შეწოვილი საკვების სრულ ათვისებას. აუმჯობესებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსის ფორმირებაში, აუმჯობესებენ ჰემოპოეზს.

ჩვენებები:


– მადის დაქვეითება;
– საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია;
– მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
– გადატანილი სომატური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
– ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
– ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
– ღვიძლის დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი);
– ნერვული ანორექსია და ასთენია.
არაჰორმონული ანაბოლური საშუალების სახით:
– ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტის დროს;
– ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში.

გამოყენების წესი და დოზირება:


პაკეტში მოთავსებულია ვიტამინები და მეტოპინი® მშრალი ფხვნილის სახით. მოხმარების წინ პაკეტის შიგთავსი ჩავყაროთ სითხიან ფლაკონში, დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ. მიღებული ხსნარი ინახება 1 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მიიღება ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე. სურვილისამებრ პრეპარატის
რეკომენდებული დოზა შეიძლება დამატებით გაიხსნას რაიმე სითხეში.
ბავშვებში:
0-3 წლამდე _ 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;
3-6 წლამდე _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
6 წლის ზემოთ და მოზრდილებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:


მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:


იშვიათ შემთხვევაში ტრიმეტაბოლის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ
3-4 დღის შემდეგ სპონტანურად ქრება.

გამოშვების ფორმა:


ტრიმეტაბოლი ხსნარი პერ ოს მისაღებად 150 მლ ფლაკონში, 10 მლიანი
გრადუირებული მზომი ჭიქა და პაკეტი 3გ.

მწარმოებელი:
Grupo Uriach, Barselona, Spain.

ბიოვაპი ოსტეო D3#60ტ

62.10 ლარი
58.37 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ლეკი პოლონეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რეტაბოლილი 50მგ/1მლ #1ა

რეტაბოლილი
(RETABOLIL)
საინექციო ხსნარი ამპულებში

გენერიული დასახელება:
Nandrolone

შემადგენლობა:
1 ამპულა (1მლ) შეიცავს 25მგ ან 50მგ ნანდროლონის დეკანოატის ზეთიან საინექციო ხსნარს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეტაბოლილი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ტესტოსტერონის სინთეზური წარმოებულის ანაბოლურ სტეროიდს (დეპო პრეპარატი). იგი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს. აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატის გამოყოფას, რაც იწვევს სხეულის მასის მომატებას და ძვლების ზრდის პროცესების გაძლიერებას, აგრეთვე აფერხებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის პროცესს.

ჩვენება:
დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია ანაბოლური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება; დიაბეტური რეტინოპათია; კუნთების პროგრესირებული დისტროფია: ინფანტილური პროგრესირებული სპინალური ატროფია (ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომი), აგრეთვე სარძევე ჯირკვლების კიბო.

წინააღმდეგჩვენება:
წინამდებარე ჯირკვლის კიბო, სარძევე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში, ნეფროზი და ნეფრიტის ნეფროზული ფაზა.
ორსულობა და ლაქტაცია.

დოზირება:
რეტაბოლილი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით. მოზრდილებში-25-100მგ ყოველ 3 ან 4 კვირაში ერთხელ. თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 50მგ დღეში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს.
ბავშვებში, როგორც წესი, ინიშნება 0.4მგკგ წონაზე კუნთებში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები გამოწვეულია პრეპარატის ანდროგენული ან ანაბოლური აქტივობით. პუბერტულ პერიოდში რეტაბოლილის მაღალი და განმეორებითი დოზებით გამოყენება იწვევს ნაადრევ გაძვალებას და ზრდის პროცესის შეფერხებას.
ქალებში შესაძლებელია ვირილიზაციის სიმპტომები, საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური დარღვევები, ლიბიდოს გაძლიერება.
ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები.

სიფრთხილე:
სიცივეში შესაძლებელია რეტაბოლილის ხსნარის გამუქება. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატის ამპულის შეთბობა კრისტალების სრულ გახსნამდე.

შენახვის ვადა: 5 წელი

შენახვის პირობები:
ჩვეულებრივ 15-250Cტემპერატურაზე.

შეფუთვა:
1 ან 100 ამპულა

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

ბიმბოვიტი 30მლ ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!