12.30 ლარი
9.96 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
12.30 ლარი
9.96 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
25.00 ლარი
23.50 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გოლდ ვიტ. D3 4000 ს.ე.
სწრაფი ათვისება გადაყლაპვის გარეშე
გოლდ ვიტ. D 3 4000 ს.ე. არის საკვები დანამატი დამატკბობელთან ერთად მწვანე ვაშლის არომატით. პროდუქტი, შეიცავს ვიტამინის D მაღალი დოზით, ODT ტაბლეტების სახით, ანუ იშლება პირში, რაც ამ ნივთიერების უფრო სწრაფად გამოყოფის საშუალებას იძლევა კლასიკურ ფორმებთან შედარებით (ტაბლეტი / კაფსულა). ODT ფორმის წყალობით, ტაბლეტის გადაყლაპვა და წყლის დაყოლება აუცილებელი არ არის (საჭიროების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია მისი გადაყლაპვა საკმარისი წყლით). ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარებას. ვიტამინი D ხელს უწყობს სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს.
პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის დიეტის D ვიტამინით შევსებისთვის, განსაკუთრებით ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის და მოხუცებისთვის.
რეკომენდებული ყოველდღიური დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ჭამის შემდეგ ან სხვაგვარად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
შეინახეთ მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. არ შეინახოთ 25°C მაღალი ტემპერატურაზე.
ტაბლეტის გაყოფის შემთხვევაში ნახევარი ტაბლეტი უნდა ინახებოდეს იმავე პირობებში, დაუბრუნდეს გახსნილ ბლისტერს და მოიხმარეთ 24 საათის განმავლობაში.
გაფრთხილება: ნუ მიიღებთ სხვა ვიტ. D3 შემცველ პრეპარატებს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება საფაღარათო მოქმედება გამოიწვიოს
შემადგენლობა: შემავსებლები – მანიტოლი, იზომალტი; ქოლეკალციფეროლი – ვიტ. D, მჟავიანობის მარეგულირებელი – ლიმონმჟავა; არომატიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო საშუალება – ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები; დამატკბობელი – სუკრალოზა.
შემადგენლობა | ½ (ნახევარი)ტაბლეტი | 1 ტაბლეტი |
ვიტამინი D (D3) | 50 მკგ (2000 ს.ე.) (1000%**) | 100 მკგ (4000 ს.ე.) (2000%**) |
მწარმოებელი ქვეყანა-პოლონეთი
მწარმოებელი კომპანია:
Olimp Laboratories Sp. z o.o.
Pustynia 84F, 39-200 Dębica, Poland, tel. +48 146803200, fax +48 146803265
e-mail: [email protected] www.olimp-labs.com
დისტრიბუტორი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია ეს კა იმპექსი ქ.თბილისი წყნეთის ქუჩა 2ა ,
ტელ.:(995 32) 225 22 24
30.75 ლარი
28.91 ლარი
ქვეყანა: სან მარინო
მწარმოებელი: ერბოზეტა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბრიფოლი
შემადგენლობა:ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ ვიტამინი B9. #30
ჩვენება:
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფოლის მჟავას მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. 400 – 1000 მკგ დღიური დოზა.
მაღალი დოზები 5 მგ მდე მიიღება ექიმის კონსულტაციით
განსაკუთრებული გაფრთხილება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ციანკობალამინის კონცენტრაციის შემცირება.
ორსულობა–ლაქტაცია: გამომდინარე იქედან , რომ ფოლის მჟავას დეფიციტი განსაკუთრებით დაუშვებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მისი გამოყენება უნდა იწყებოდეს ორსულობის მოსამზადებელ პერიოდშივე
დამატებითი კონსულტაციისა და ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს
აფთიაქიდან გაიცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
NATURES AID .UK ინგლისი
ბონექსი ულტრა
ვიტამინი D3 5000 სე + მაგნიუმი + ვიტამინი K2 (Mk7)
უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, ამშვიდებს სხეულსა და გონებას.
1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
ბონექსი ულტრა შეიცავს მაგნიუმის გლიცინატის უნიკალურ ფორმას (ხელატირებული ამინომჟავას ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს მაგნიუმის ხანგრძლივ და ნელ გამონთავისუფლებას, დანაკარგის გარეშე, მაღალი ბიოშეღწევადობით. მაგნიუმის მაღალი ბიოშეღწევადობა ავსებს მაგნიუმის ქრონიკულ დეფიციტს
მაგნიუმი:
ბონექსი ულტრა უზრუნველყოფს სისხლში D ვიტამინის ოპტიმალურ დონემდე მიღწევას , 50-80 ნგ/მლ ( შრატის 25 (OH) D3- ის მიხედვით)
D ვიტამინი:
D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. D ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
ბონექსი ულტრა შეიცავს K2 ვიტამინის ნატურალურ ფორმას (MK-7 მენაქინონი-7)
მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია , რომ K2 ვიტამინი (MK-7 მენაქინონი-7) ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ელასტიურობას.
K2 ვიტამინი:
ჩვენება:
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 5000 სე (1250%) |
ვიტამინი K2 ( Mk7 – მენაქინონი) | 100 მკგ ( 125%) |
მაგნიუმი ( გლიცინატი / ხელატი ) | 200 მგ (50% ) |
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.
მიღება და დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA – ს მიერ.
ბონექსი პლიუსი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, 1 ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 800 ს.ე, კალციუმი (კარბონატი) 600 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმ-ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები. ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, კბილებში, ფრჩხილებში, თმებში, კუნთებში). ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის უკმარისობას. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, კალციუმი აგრეთვე მონაწილეობს ნერვული გამტარობის და კუნთების შეკუმშვის რეგულირებაში.
ჩვენება:
მიღება და დოზირება: 1 ან 2 ტაბლეტი დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე პირებმა პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
მწარმოებელი: ,,AMVILAB’’ – ა.შ.შ სერთიფიცირებულია აშშ –ს წამლისა და საკვების სააგენტოს FDA-ს მიერ
ბონექსი K
ბონექსი K – D3 ვიტამინის დაK2 ვიტამინის ინოვაციური ფორმულა ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
– შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის
რატომაა D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაცია იდეალური?
D ვიტამინი
D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
K2 ვიტამინი
ჩვენება:
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 2000 სე – 500 % |
ვიტამინი K2 (Mk 7) | 75 მკგ – 94% |
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი) , მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
მიღება და დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი – აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA – ს მიერ.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): vitamin D, calcium, magnesium.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი; ვიტამინების კომპლექსი მიკროელემენტებით;
ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები, ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.
მწარმოებელი ქვეყანა: აშშ; AMVILAB
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
3 ტაბლეტზე დოზირება: კალციუმი – 1000მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 600IU; მაგნიუმი (ოქსიდი) – 500მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბონექსის ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამინ D3 და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჩვენებები:
* სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
* ინტენსიური ზრდის პერიოდი;
* მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
* კალციუმის და D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
მიღების წესი და დოზები:
* 1-9- წელი – 1-2 ტაბლეტი დღში;
* 9-14 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;
*14-18 წელი – 3-4 ტაბლეტი დღეში;
* 19-50 წელი – 2-3 ტაბლეტი დღეში;
* 50 წელზე ზევით – 3 ტაბლეტი დღეში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არაჰორმონული ანაბოლური საშუალება B ჯგუფის ვიტამინებით
შემადგენლობა:
5 მლ მომზადებული ხსნარი შეიცავს:
მეტოპინი – (5 – (1-მეთილპიპერიდილიდენ – 4) – 5H – დიბენზო (a,d) ციკლოჰეპტენაცეფილინატი)
_ 1,75 მგ;
L – ლიზინის ჰიდროქლორიდი _ 250 მლ;
D,L –კარნიტინის ჰიდროქლორიდი _ 375 მგ;
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ 30 მგ;
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) _ 1000 მკგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტრიმეტაბოლი _ კომბინირებული პრეპარატია, მადის სტიმულაციისა და ორგანიზმის ჰარმონიული ზრდისათვის. ტრიმეტაბოლი აღკვეთს მადის დაქვეითების ყველა მიზეზს: აუმჯობესებს მადას, საკვების მონელების, შეწოვისა და ათვისების პროცესებს. მეტოპინი: ტრიმეტაბოლის ძირითადი ნივთიერებაა. ის ორიგინალური
ნივთიერებაა, რომელიც ანტისეროტონინული მოქმედების გზით სელექტიურად მოქმედებს შიმშილის ცენტრზე და ასტიმულირებს მადას ჰიპოთალამუსის დონეზე. L-კარნიტინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი Вт) უზრუნველყოფს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიების შიგნით, მათ ß-დაჟანგვას და ატფ-ის სინთეზს. აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რის შედეგადაც უმჯობესდება საკვების ათვისება, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შეწოვა. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილისა და ნერვული სისტემის განვითარებაში. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანელებს ათეროსკლეროზული
ფოლაქების წარმოქმნის პროცესს. მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას. L-ლიზინის ჰიდროქლორიდი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც შედის ყველა ცილის შემადგენლობაში. ის ასრულებს არაჰორმონული ანაბოლიკის როლს. ზრდის კუნთოვან მასას და ძალას. ლიზინი
აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ, ზრდის იმუნიტეტს. აქვეითებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. ტრიმეტაბოლი ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B6, B12), რომლებიც კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და ხელს უწყობენ შეწოვილი საკვების სრულ ათვისებას. აუმჯობესებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსის ფორმირებაში, აუმჯობესებენ ჰემოპოეზს.
ჩვენებები:
– მადის დაქვეითება;
– საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია;
– მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
– გადატანილი სომატური დაავადებების შემდგომი პერიოდი;
– ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
– ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
– ღვიძლის დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი);
– ნერვული ანორექსია და ასთენია.
არაჰორმონული ანაბოლური საშუალების სახით:
– ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასის დეფიციტის დროს;
– ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში.
გამოყენების წესი და დოზირება:
პაკეტში მოთავსებულია ვიტამინები და მეტოპინი® მშრალი ფხვნილის სახით. მოხმარების წინ პაკეტის შიგთავსი ჩავყაროთ სითხიან ფლაკონში, დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ. მიღებული ხსნარი ინახება 1 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მიიღება ჭამამდე 0,5-1 საათით ადრე. სურვილისამებრ პრეპარატის
რეკომენდებული დოზა შეიძლება დამატებით გაიხსნას რაიმე სითხეში.
ბავშვებში:
0-3 წლამდე _ 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;
3-6 წლამდე _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
6 წლის ზემოთ და მოზრდილებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში ტრიმეტაბოლის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, რომელიც ჩვეულებრივ
3-4 დღის შემდეგ სპონტანურად ქრება.
გამოშვების ფორმა:
ტრიმეტაბოლი ხსნარი პერ ოს მისაღებად 150 მლ ფლაკონში, 10 მლიანი
გრადუირებული მზომი ჭიქა და პაკეტი 3გ.
მწარმოებელი:
Grupo Uriach, Barselona, Spain.